ყოველთვის ვერ გაექცევი გრძნობებს(თავი 8)
უეცრად რაღაც სინათლემ თვალი მოსჭრა ორივეს და მომენტარულად, ნათელი წყვდიადმა ჩაანაცვლა... *** ჯერ კიდევ არ იყო გათენებული, როდესაც ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა ევა და სანდრო. -გამარჯობა. ევა დადიანი ბრძანდებით? -დიახ, მე ვარ. რა ხდება? ვინ მკითხულობს?-ანერვიულდა ევა. -საავდმყოფოდან გაწუხებთ. ნიკოლოზ მურღულიასა და მარიამ მეტრეველის თაობაზე. ევამ მათი სახელები რომ გაიგონო, ერთიანად მოსწყდა, ფეხებში ძალა გამოეცალა და რომ არა სადნრო, ძირს დავარდებოდა. ძლივს მოიბრუნა ენა და ხმის კანკალით ჰკითხა: -რა...რა? სად არიან?-უკვე პანიკაში ვარდებოდა ევა. სანდრო მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა რა ხდებოდა. საავადმყოფოს მისამართი უთხრეს ევას და მაშინღა მოიცალა სანდროსთვის: -მარიამი და ნიკო...-თვალები აუწყლიანდა ევას. -მიდი, ჩაიცვი და წავიდეთ ევა. მალევე გავიდნენ სახლიდან. სანდრო გიჟივით ატარებდა მანქანას. ცდილობდა მალე მისულიყო. თან ევას უყურებდა და ხედავდა, თუ როგორ ნერვიულობდა გოგო. იცოდა, რომელიმეს რამე რომ მოსვლოდა, ამას ვერ გადაიტანდა ევა. ნიკოლოზი და მარიამი, მისთვის ყველაფერს წარმოადგენდნენ. მალე მივიდნენ საავადმყოფომდე და სასწრაფოდ გაარკვიეს სად იმყოფოდნენ ნიკო და მარიამი. ჯერ კიდევ ორივეს ოპერაცია უტარდებოდა. ავარიამ, იმაზე დიდი ზიანი მიაყენა მათ, ვიდრე წარმოდგენაა შესაძლებელი. მართალია ოპერაციას გართულებებით არ ჩაუვლია, მაგრამ მაინც მძიმე სიტუაცია იყო ორივესთან. ოპერაცია თითქმის ხუთი საათი გაგრძელდა. ევა საოპერაციო ოთახის წინ იჯდა. ერთ წერტილს მისშტერებოდა და ცრემლები იკვალავდნენ გზას მის ღაწვებზე. -ევ, წყალს ხომ არ დალევ?-თავზე წამოადგა სანდრო. -სანდრო, ხომ კარგად იქნებიან?-ცრემლიანი თვალები მიაპყრო სანდროს. -კი. დარწმუნებული ვარ, კარგად იქნებიან და ისევ მოვისმენთ მათ გაუთავებელ კამათს.-ნაძალადევად ჩაიღიმა სანდრომ და თავზე აკოცა ევას. ამასობაში ექიმიც გამოვიდა: -დამშვიდდით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ორივეს მებრძოლი სული აქვს და ასე მარტივად არ დანებდებოდნენ სიკვდილს.-თბილად გაუღიმა ექიმმა-ახლა პალატაში გადავიყვანთ და შემდეგ შეგეძლებათ მათი ნახვა. -დიდი მადლობა-ხელი ჩამოართვა სანდრომ. -როგორ გეკადრებათ...დაგტოვებთ ახლა და როგორც კი გადაიყვანენ, შეგატყობინებთ. -კარგი. ნახევარ საათში უკვე შესაძლებელი იყო რომ ენახათ პაციენტები. ევა ჯერ მარიამთან შევიდა, ხოლო სანდრო ნიკოსთან. მარიამს ჯერ ისევ ეძინა, ამიტომ ევა მოკალათდა მის გვერდით და მოთმინებით დაიწყო ლოდინი, თუ როდის გაახელდა თვალებს. -მისტერ ხიფათა!-შეეგება სანდრო ნიკოს. -შენ თუ ახლა ტვინის ტ*ვნას აპირებ, გაა*ვი. შენი თავი არ მაქვს...-მთელი სხეული სტკიოდა ნიკოს და ძლივს ლაპარაკობდა. -არა, უბრალოდ მინდოდა მენახე ძმაო. შემაშინე ძალიან... -ე, ბიჭო, ვერ მომიშორებ კარგა ხანს. სამარემდეც კი შენი მწამებელი ვიქნები. -ასეთ მდგომარეობაშიც კი იდიოტური ხუმრობების ხასიათზე როგორ ხარ?!-გაეცინა სანდროს. -შენნაირი სერიოზული, მტერი იყოს. -ცოლის მოყვანას როგორ აპირებ? ვინ გამოგატანს შენ გოგოს? -რა გინდა შე*ემა? სარგებლობ რომ ვწევარ და ვერ მოგადებ სახეში? -შენ წარმოიდგინე და ეგრეა ზუსტად-გადაიხარხარა სანდრომ. -აუ, ნუ როხროხებ ს*რო. თავის ქალა ამხადე. -კარგი, კარგი-სიცილს არ წყვეტდა-უბრალოდ მომენატრა შენი სიგიჟეები. -დამაცადე, აქედან ავდგე, მოგაბეზრებ თავს. -არასოდეს. -ძმაო, „მემენტო მორი“...-ეს მათი ფრაზა იყო, რომელიც ერთ დროს, უბრალოდ საფრთხეს ნიშნავდა, მაგრამ მათ გაზრდასთან ერთად, ჩამოყალიბდა იმ მნიშვნელობის ფრაზად, რასაც ნიშნავს. -რა შუაშია ნიკო? -უბრალოდ გახსოვდეს, რომ სიკვდილი გველის. ეს გარდაუვალია. ახლა გადავრჩი, მაგრამ-სიტყვა არ დაასრულებინა. -მოკეტე, თორე უარესად დაგალურჯებ! -მეტი რაღა გინდა ბიჭო?-გაცინება უნდოდა, მაგრამ მთელი სხეული აეწვა-უხ, ამის. როგორ მომტეხა ეს მთასავით კაცი. -ჰო, მთასავით, როგორ არა...-გაეღიმა სანდროს. -იცინე, სანამ დრო გაქვს. აქედან რომ ავდგები, განახებ სიცილს. ჰო მართლა, რას შვრები შენს ნახატზე? ჩადი ბოლოში? -კი-კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა სახეზე სანდროს. -ვა, რა ჰქვია შენს მუზას? -ევა... -ვინო? რაო? რა ევა? ვინ ევა? ჩვენი ევა? -თუ დამაცდი, გეტყვი. რა ქალივით გაიტლიკე... -მიდი რა...გელოდები ახლა. -ევა, ჩემი ნამუშევრისთვის უნაკლო ნატურაა. -შენა და, როგორ დაიყოლიე? -არ ვიცი, სიმართლე რო გითხრა. ის იმდენად მიუწვდომელი და აკრძალული ხილი იყო ჩემთვის, რომ არც კი მეგონა ჩვენს შორის ასე მალე თუ განვითარდებოდა რაღაც. -და რა რაღაც? -არ ვიცი. მოწონება? -მაგ რაღაცას, ჩვენ, უბრალოდ მოკვდავები, სიყვარულს ვუწოდებთ. -შენ ამდენი ლაპარაკის თავი რატომ გაქვს? წავალ, ექთანს დავუძახებ, რამე დამაძინებელი გაგიკეთონ, თორემ ძალიან მეფილოსოფოსები... -ეჰ, ძმაო, შენ ჯერ კიდევ არ იცი რა არის სიყვარული და მისი სიგიჟენი. -არ გვინდა ეს სენტიმენტები. გულს ნუ ამიჩუყებ. -წადი შენი-გაიცინა ნიკომ, მაგრამ ისევ ტკივილმა შეახსენა თავი-მომკლავს ეს დედა მოტ*ნული ტკივილები. -ნუ წუწუნებ. გამოკეთდები მალე და ისევ დაიწყებ შენებურებს. -იმედია, თორემ ნაწოლები გამიჩნდა და ჩემს პრინცესას ასეთი სხეულებით ვერ დავენახვები. რა ვათქმევინო, რომ ნაკეცებიანი შეყვარებული ჰყავს?! ეს ისეთი სერიოზული სახით თქვა, რომ სანდროს სიცილი აუვარდა. საკმაო დრო დასჭირდა სულის მოსათქმელად... ბიჭები კიდევ უამრავ თემაზე საუბრობდნენ. მომავალი გეგმებიც ასე თუ ისე, დასახეს. გაიხსენეს წარსული და აწმყო და სხვა ბევრი რაღაც განიხილეს. *** გაყინულ ტუჩებზე, შავი სიკვდილი, ვნებით მკოცნიდა. მიხუტებდა ისე, თითქოს ჩემი სატრფო ყოფილიყო. თვალებიდან, უკანასკნელ სხივებს მართმევდა. ვებრძოდი, არ ვთმობდი სიცოცხლეს, რომელიც ასე ძალიან მწყუროდა, მაგრამ ის ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა. დავმარცხდი. ვერ დავიცავი ღვთისგან მონიჭებული სიცოცხლე. გამიხსნეს აკლდამის კარები, სადაც მე და სიკვდილი, ერთად ჩავესვენეთ. მესმოდა ქალების გოდება. მათი ცხარე ცრემლი, თითქოს და ალღობდა სამარეს და თითოეულ წვეთს, სახეზე ვგრძნობდი. გაყინული ვიყავი, მაგრამ ყველაფერს აღვიქვამდი. ბოლოს ყოველივე შეწყდა. მე, საბოლოოდ ჩამჭიდა ხელი სიკვდილმა და სადღაც შორს, უსასრულობაში წამიყვანა...განა რამდენად საშინელია სიკვდილი? ვცხოვრობთ ადამიანები, იმისთვის, რომ რაღაც ღირებული და მნიშვნელოვანი მოვიხვეჭოთ, მაგრამ სიცოცხლის პერიოდში, ვინც ამას ვერ ახერხებს, სიკვდილთან თავისი ფეხით მიდიან და ოცნებობენ, მაგრმა ზოგს ფარული სურვილები აქვთ... ერთხელ, სიკვდილმა თქვა: „თქვენ, ადამიანებო, იმდენად გაუმაძღარი არსებები ხართ, ვერ გაკმაყოფილებთ ის, რაც გაქვთ და უფრო მეტი გინდათ. მეტს თუ ვერ პოულობთ, სხედხართ და ელით რაღაც სასწაულს, რომელიც თქვენ, წუმპედან ამოგათრევენ და რომელიც, ან მოხდება და ან არა. იმდენად ბრძენი არ ვარ, რომ თქვენს ცნობიერებაში ჩავიხედო და გავიგო, რას ფიქრობთ თქვენი მოკლე ჭკუით, არა და ძალიან კი მაინტერესებს საიდან მოდის თქვენი გრძნობები სიკვდილთან დაკავშირებით...“ ადრე თუ გვიან, სიკვდილის ანგელოზი, გაბატონდება ყველა ადამიანის სულზე. თითქოს, ამ დროს, გაციებულ ზღვას ჰგავს ადამიანის სხეული, რომელიც უსიცოცხლო და თოვლივით თეთრია და სწორედ რომ ამ ზღვის უსასრულო სივრცეში იკარგება, საიდანაც უკან დაბრუნება, შეუძლებელია... *** დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, როგორც იქნა, მარიამმაც გაიღვიძა... -მარუს... -ევა? სად ვარ?-წამოდგომა სცადა, მაგრამ მაშნვე ხელი აიღო ქმედებაზე, იმიტომ რომ სტკიოდა ყველა წერტილი. -მოიცა, არ ადგე. იყავი ისე, როგორც ხარ. ზედმეტად თუ იმოძრავებ, უფრო გეტკინება. მარი ცოტა ხანს დაფიქრდა, გაიხსენა მომხდარი და ცრემლიანი თვალებით ევას შეხედა. მიუხვდა გულისთქმას და უთხრა: -ნუ ღელავ, ჩემო გოგო. ნიკო კარგად არის. ნუ, ისიც კარგად არის დაჟეჟილი, როგორც ექიმისგან გავიგე, მაგრამ გადარჩება. ხომ იცი რა გიჟიც არის?!-გაეღიმა ევას. -კი, ჩემი გადარეულია ეგ. ევა ცოტა ხანს გაჩუმდა. თითქოს სიტყვებს თავს უყრისო და ბოლოს კითხა: -მარ, რა მოხდა? -სანდროზე გაცეცხლებული იყო. ვერ აიტანა, შენს თვალზე ცრემლი. ხომ იცი როგორიც არის? ვერ იტანს ჩვენს ტირილს და ამას არავის აპატიებს. ჰო და ისე იყო რომ სიჩქარე ვეღარ დაარეგულირა თავიდან. მერე...-ცოტა ხანს შეყოვნდა და განარგძო-მერე თითქოს და მოახერხა, მაგრამ ამ დროს ჩვენს წინ უეცრად განათდა ყველაფერი. წამით სრული სიბნელე და სიცარიელე სუფევდა, მაგრამ თვალები რომ გავახილე, აქ აღმოვჩნდი და რაც ყველაზე მეტად მიხარია, შენ დაგინახე-ღიმილი მოეფინა მთელ სახეზე მარიამს. -მიხარია, რომ გადარჩით. უთქვენოდ მე...არ ვიცი რა მეშველებოდა. -ნუ სულელობ გოგო. ჩვენ არ ვაპირებთ შენს დატოვებას, გასაგებია? -ვიცი მარ, ვიცი, მაგრამ ათასი სისულელე მეფიქრებოდა. ეს ბუნებრივიც არის. -ოხ, როგორ არ მიყვარს ასეთი პესიმისტი ხოჭო რომ ხარ... -რაო?-გაეცინა ევას-რა ხოჭო გოგო? -უიმე, ისე გაიკვირვე, თითქოს სასწაული სახელების მოფიქრება, ახალი იყოს რამე-სიცილში აჰყვა მარიამიც, მაგრამ ოი, ეს ტკივილი...-აი, რაღა ეს და რაღა ბებიაჩემის ბროწეულის ჯოხი, რომელიც ხშირად მიწითლებდა ხოლმე საჯდომს. ევას უნდა ეთქვა რაღაცა რომ ამ დროს... -ეგ საჯდომი იქნება, რომ მოგცხებ და აგიწითლებ სულ მთლად. პალატაში ნიკო და სანდრო შემოვიდნენ. ნიკო ეტლზე იყო მოკალათებული. ხანდახან ტკივილებისგან გველივით იკლაკნებოდა, მაგრამ ლაპარაკის ხასიათს, ვერაფერი უფუჭებდა. -ამას აქ რა უნდა?-გაიკვირმა მარიამაა. -ჰო, რა უნდა?-წარბის აწევით იკითხა ევამაც. -უბრალოდ... -დამაცადე სანდრი. ამათ მე მოვუვლი. ოჰ, დიაცებო, დაძაბეთ?-სერიოზულად მიუგო ნიკომაც. -შენ ახლა უნდა იწვე, ასე კი არ უნდა დაბოდიალებდე. -მომავალო ცოლო, მე შენ დაგტოვებდი? როგორ ფიქრობ? -მურღულია, საწოლში! -მეტრეველო, ასე უცბად?-ეშკამურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ნიკოს-დავაცადოთ, გავიდნენ მაინც. ნუ დავუმახინჯებთ ფსიქიკას. -რა იდიოტი ხარ, ბიჭო. ერთხმად ატეხეს სიცილი. მთელ საავადმყოფოში, მათი გაბმული მხიარულების ხმა ისმოდა. დილამდე არ დაშლილან და საუბრობდნენ ათას სისულელეზე. იმღერეს კიდეც, მაგრამ ხან ვირის ყროყინს ჰგავდა, ხან ცხენის ჭიხვინს, ხანაც ქათმის კაკანს. მოკლედ, მთელი ფაუნა გააღვიძეს. ასეთი ხმაურის გამო, შენიშვნაც კი მიიღეს, მაგრამ ეს მათთვის უმნიშვნელოა, როდესაც ერთად არიან. მეგობრობა, შესანიშნავი და ენით გამოუთქმელი გრძნობაა. ეს არის სულის სიმღერა, როდესაც სიტყვების გარეშეც კი ესმის ადამიანს შენი და შეუძლია აგყვეს ამ სიმღერაში. ერთი დიდი მელოდია, რომელსაც მთელი ცხოვრება ვღიღენებთ, სიკვდილის კარამდე... სალამი)) ბევრი საუბრის გარეშე, იმედია ისიამოვნებთ და ასე თუ ისე, ნორმალურიც გამოვიდა)... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.