სხვისი ცოლი (14 თავი)
ბიჭების წასვლის შემდეგ, გოგონებმა ძალიან მოიწყინეს, განსაკუთრებით ნათია განიცდიდა ლაშასთან დაშორებას, მისთვის ლაშა იყო ის ადამიანი ვინც ძალას მატებდა. მისგან შორს ყოფნა ტკივილს აყენებდა, თას დაუცველად და უსუსურად გრძნობდა. მია მასზე მეტად იტანჯებოდა, თავგზა ქონდა არეული, გრძნოებეში გარკვევას ვერ ახერხებდა, თორნიკეზე ფიქრმა წაიღო და თვალები უნებურად აუწყლიანდა -ძალიან უყვარხარ-ნათიას ხმამ სევდიანი ფიქრები გაუფანტა მიას -შენ საიდან იცი?-გაეღიმა მიას -მისი ქცევა, გამოხედვა, საქციელი... -ასე ძალიან ეტყობა?-გაეცინა მიას -კი ძალიან, სხვანაირად გიყურებს, ისეთი სიყვარულით სავსე თვალებით...-ნათიას გაეღიმა -ნათია ძალიან დაბნეული ვარ-გულწრფელად უთხრა მიამ -ამ თემაზე ვერავის ველაპარაკები... იცი ძალიან მიჭირს მის გვერდით ყოფნა, არვიცი რატომ, დაბნეული ვარ -შეიძლება რაღაც გკითხო?-ნათიამ გაუღიმა დაძაბულ გოგონას -კი რათქმაუნდა -როგორც მივხვდი ბიჭები რომ გავწუწეთ დილით, შენ თორნიკემ კოცნით დაგსაჯა?!-ნათიას გაეღიმა მიას სახეზე -ახლა როცა ამ კოცნას იხსენებს ბრაზს და ზიზღს გრძნობ თუ გულის აჩქარებას და სასიამოვნო მუხტს სხეულში? -ნათია...-მიას ეღიმება -კარგი გამოგიტყდები რომ ძალიან სასიამოვნო კოცნა იყო და ნამდვილად რაღაც გიჟურ სასიმოვნო მუხტს ვგრძნობ -ესეიგი მის მიმართ შენც გაქვს გრძნობები, უბრალოდ თავს არ უტყდები -იცი ჩემი ბავშვობა ლაშასთან ერთად თორნიკესაც უკავშირდება, ანუ ერთად გავიზარდეთ,ვიყავი მე, იყო ლაშა და სულ იყო თორნიკე, ახლა კი ასე მოულოდნელად სიყვარულში გამომიტყდა და თავგზა ამერია, წარსული და აწმყო თითქოს ერთთმანეთში ამერია -მია საკუთარ თავში გეპარება ეჭვი თუ თორნიკეში? -თორნიკეში არა, ჩემს თავში -მაშინ უფლება მიეცი უყვარდე... რატომ გეშინია ამ სიყვარულის, დამიჯერე ვისაც ნამდვილად უყვარხარ ის ტკივილს არ მოგაყენებს... თუ მისგან წასვლას მოისურვებ გაგიშვებს კიდეც... რადგან ნამდვი სიყვარული ადამიანს ცვლის, შეყვარებულ ადამიანს უნდა რომ გაგაბედნიეროს, თუ ამას ვერ ახერხებს ის დაგთმობს გაგიშვებს... ასე რომ ნუ გეშინია სიყვარულის. -ნათია მაშინ შენ რატომ გაურბიხარ ლაშას? თქვენ ხომ გაერკვიეთ გრძნობებეში? -მია მე ნიცა მყავს... ჩემი ცხოვრება მარტო ჩემი საკუთრებაა არაა, ის ნიცას საკუთრებაცაა, ჩემი ყოველი ქმედება და გადაწყვეტილება არამარტო ჩემი ნიცას ცხოვრებასაც ცვლის, ამიტომ მიჭირს თამამად გადავდგა წინ ნაბიჯები -ნათია იცოდე რომ ცხოვრებაში ძალიან გაგიმართლა, ლაშა ის ადამიანია ვისაც შეგიძლია დაეყრდნო და ენდო, ის არასდროს გაგიშვებს ხელს, იცი დარწმუნებული ვარ თუ ანას დახმარება დაჭირდა მასაც გვერდში დაუდგება, იმიტომ რომ ღირსეული ადამიანია, გესმის? მან შეგიყვარა და მიენდე ამ სიყვარულს დამიჯერე გაგაბედნიერებს. ლაშა მანქანიდან გადავიდა თუარა გიორგი მამასკენ გაექანა, ლაშამ აიყვანა ხელში და თავზე აკოცა -მოგენატრე მამაიკო?-გაუღიმა პატარას და მთი ძალით ჩაიხუტა გულში -შენი და სადაა? რატომ არ მოიყვანე?-გაცეცხლდა თამუნა -ხვალ დავბრუნდებით -რაა? ამაღამაც იმ სოფელში რჩებით?-შეიცხადა ქალმა -დედა ანა სადაა? -შენს ოთახში წევს და ცრემლებად იღვრება-უთხრა დაღვრემილი სახით თამუნამ და გიორგი გამოართვა, ლაშამ კიბე აირბინა და საძინებელში შევიდა, ანა საწოლზე წამოჯდა -რა გატირებს?-კართან დაეყუდა ლაშა -მაიძულეს გამოვქცეულიყავი-ამოიტირა ანამ -კარგი დაწყნარდი, მცხეთაში წაგიყვანთ და იქ იცხოვრეთ -რაა?-შეიცხადა ანამ -მე და ბავშვს მცხეთაში გვიშვებ? მარტოებს?- დაიწყო ხელახლა ტირილი -აბა რა გინდა რომ გავაკეთო? აქ დაგტოვო?-დაუღრინა ლაშამ -არვიცი-ამოიბლუკუნა ანამ -ფულს მე მოგცემთ და გეყოფათ რა... ყურადღებას მოგაქცევთ, ხშირად მოვალ ხოლმე -და ასე ვიცხოვრო? შენს სახლში შენი ფულით, ისე თითქოს შენი საყვარელი ვიყო-ფეხზე წამოვარდა ანა -სისულელებს ნუ ბოდავ-დაღრინა ლაშამ -ის სახლი გიორგის სახელზე ვიყიდეთ და იცხოვრეთ, თუ არ გინდა ჩემი ფული იმუშავე, ბავშვს ძიძა ავუყვანოთ და მე გადავუხდი -ესეიგი სანამ აქამდე მოხვიდოდი ყველაფერი მოიფიქრე რა და როგორ -უყვირა ანამ -სხვას რას ელოდები ჩემგან? კიდევ პრეტენზიები გაქვს? -მე შენი შვილის დედა ვარ და არა შენი ნაშა -რას ბოდავ-დაუყვირა ლაშამ -არ გაგეყრები გასაგებია?-მიახალა ანამ, სასამართლოზე ვიტყვი რომ არ მინდა განქორწინება -რას ბოდავ-უღრიალა ლაშამ და თავზე წამოადგა ცოლს -ჩემთან ასეთი მუქარის ტონით ლაპარაკი აღარ გაბედო თორემ განანებ! ჯობია თავი ხელში აიყვანო და ცივი გონებით იაზროვნო, თორემ თუ დამიპირისპირდები იცოდე არ გაპატიებ და ბევრს დაკარგავ -დაუბრიალა მრისხანე თვალები და ზურგი აქცია -ახლა ჩაავალაგოთ ბარგი მანქანაში და მცხეთაში წავიდეთ-უთხრა მკაცრი ტონით და გარეთ გავიდა. მცეთაში ისე მივიდნენ რომ ანა ვერაფერი გაიგო, მთი გზა ცრემელბად იღვრებოდა. ბარგი ლაშამ და თორნიკემ აიტანეს სახლში, შემდეგ კი ანა და გიორგი აიყვანა ლაშამ -მარტოს მეშინია აქ დარჩენა-ამოიბლუდუნა ანამ -ანა სულ გაგიჟდი? -დაუღრინა ლაშამ რისი გეშინა ფანჯრებს გისოსები აქვს და რკინის კარი ქავს სახლს -შენ გკიდივართ საერთოდ -მე წავედი-ლაშამ ზურგი აქცია -ვიცი კიდე რამე სისულელეს იტყვი და გამაგიჟებ, შენს დაქალებს დავურეკავ მოვლენ და შენთან დარჩებიან, რომ დაწყნარდები -კართან მივიდა და მოტრიალდა მათკენ ლაშა -მერე მოვალ და დავილაპარაკოთ, ყველაფერზე, ეხლა გაღიზიანებული ხარ და მეც მაღიზიანებ -მიდი გაიქეცი შენს ნათიასთან-მიაყვირა მიბრუნებულ ბიჭს რომელმაც კარი მიაჯახუნა და კიბეზე დაეშვა -წავედით?-თორნიკე მანქანაზე მიყრდნობილი ელოდებოდა მეგობარს -წავედით-ლაშა მანქანაში ჩაჯდა -მაგრად ჭედავს -მგონი გვიან მიხვდა რომ მაგარ ბიჭს კარგავს-გაეცინა თორნიკეს -და მაგიტო იქცევა ეგრე -მაგიჟებს, თავზე კონტროლს მაკარგვინებს, არანორმალურია -ნუ ღელავ დაწყნარდება. -თოკა შენი მეგობარი ვაჩე ისევ პოლიციაში მუშაობს ხო?-ახვა თემაზე გადავიდა ლაშა რომ ნანაზე ფიქრით ტვინი არ გადასწვოდა -კი რახდება? -კამერებზეა ხო? -კი -რაღაც მინდა რომ გავარკვიოთ შეგიძლია სთხოვო რომ დამეხმაროს? -კიი აბა რა-გაეცინა ლაშას. გოგონები მოუთმენლად ელოდნენ მათ დაბრუნებას და სიგნალის ხმა რომ გაიგეს ეზოში გაცვივდნენ ორივენი -როგორ გელოდებოდი-მია ძმას ჩაეხუტა -მე თუ მას?-ლაშა დას ჩააცქერდა თვალებში და გვერდით მდგომ ბიჭზე ანიშნა, მიამ თორნიკეს შეხედა და უნებურად თვალი მის ჯერ ისევ ნატკენ ტუჩზე გაექცა, ბიჭმა მისი ეს მზერა დაიჭირა და გაეღიმა, შემდეგ კი მიას მიუახლოვდა რომელიც ერთ ადგილას მიყინულივით იდგა, ტუჩის კუთხეში აკოცა და უკან ხმადაბლა უთხარ -მომენატრე-მიამ არაფერი უპასუხა და უცნაური თვალებით ახედა, ნათია და ლაშა მათი შემყურენი ისე აიბნენ რომ ერთმანეთი დაავიწყდათ ლამის -ამათგან არაფერი გამოვა-ლაშამ ხელი ჩაიქნია და იქვე მდგარ ნათის წელზე მოხვია ხელი და თავისკენ მიიზიდა გოგონა, მოულოდნელად ტუჩებში აკოცა, დაბნეულ ნათის როგორცკი მოშორდა მისი ვნებიანი ტუჩები გაბრაზებული გოგონა სახლისაკენ გაიქცა, ლაშა გაეკიდა სიცილით -ნათია სად გარბიხარ?-სახლში შესულ გოგონას მაჯაში წაავლო ხელი და თავისკენ მიატრიალა ლაშამ -ლაშა გთხოვ ასე აღარ მოიქცე-აბუზღუნდა ნათია -რატომ?-ლაშა თავს ისტერებდა -რატომ დაიმიტომ-გაეცინა ნათიას -მაშინ აქ ხომ ვერ დაგვინახავენ-უთხარ სუნთქვა არეულმა და ნათიას ტუჩებს მიაწება ცხელი ტუჩები. თორნიკე სიგარეტს ეწეოდა ნერვიულად და მიას სახეს აკვირდებოდა, რომელიც იქვე ახლოს ბაღის სკამზე იჯდა და დამავალ მზეს მისჩერებოდა უცნაური სევდიანი თვალებით, თორნიკე მასთან მისვლას ვერ ახერხებდა, არ იცოდა რა ეთქვა, არადა როგორ უნდოდა მისულიყო, ეგრძნო მისი სურნელი, ჩაეხედა თაფლისფერ თვალებში და დაკარგულიყო შიგ, ბოლოს გაბრაზებულმა მოისროლა სიგარეტის ნახევრად ჩამწვარი ღერი და მიასთან მივიდა მის გვერდით დაჯდა სკამზე, მიას მისკენ არ გაუხედია, ისევ ღრუბლებში მიმალულ მზეს უყურებდა, შეკრთა როცა იგრძნო თორნიკეს თითების შეხება გრძელ წაბლისფერ თმაზე, რომელმაც თმას ხელი ისე ჩააყოლა რომ თან მის მხარსაც შეეხო, ძალიან დაიძაბა მია, იმდენად რომ მოძრაობის უნარიც კი დაკარგა, თორნიკემ ხელი ჩააყოლა მის თმას და მისი ათრთოლებული თითები ხელში მოიქცია, მაიმ მაშინვე მისკენ მიიხედა ალეწილი სახით, თვალებში ჩააცქერდა თავგზააბნეულ ბიჭს, რომელმაც სახე ახლოს მოუტანა მიას, იმდენად ახლოს რომ ცხელი სუნთქვა სახეზე შეაფრქვია, მიას გულისცემა აუჩქარდა ინდენად რომ მის ყოველ პულსაციას გრძნობდა, თორნიკემ თითები ძლიერად მოუჭირა მის თლილ თითებს, მია მის ხელს დააცქერდა რომელიც უწვავდა თითებს, მერე კი იგრძნო მისი ცხვირისწვერი როგორ შეეხო მის გადაფითრებულ ღაწვს, და მის თმაში ჩაიკარგა, თორნიკემ ღრმად შეისუნთქა მიას თმის გამაბრუებელი სურნელი და თავ დაკარგულმა ბიჭმა მეორე ხელი ნიკაპზე წაავლო, თავი ააწევინა, მიამ მზერა გაუსწორა მის ამღვრეულ თვალებს, რამდენიმე წამს ასე შეყურებდნენ ერთმანეთს თვალებში -მია ძალიან მიყვარხარ-აღმოხდა სუნთქვაარეულ ბიჭს და მის ტუჩებს მიაწება ვნებიანი ტუჩები, მიამ წამიერად ვერ გააცნობიერა რა ხდებოდა და წინააღმდეგობის გაწევა სცადა თუმცა, თორნიკემ მისი სახე ხელებში მოიქცია წამში ისე რომ მის ტუჩებს არ მოშორებია და კვლავ განაგრძო მისი ფერმკრთალი ტუჩების ვნებიანი კოცნა, როცა მოწოლილი ვნებები ოდნავ დაცხარ, თორნიკემ მის ტუჩებს მოწყდა და თუმცა ხელები არ გაუშვია, და ძალიან ახლოს იყო მისი სახე მიას გაფითრებულ სახესთან, თორნიკე თვალებში არ უყურებდა განზრახ, არუნდოდა დაენახა ის რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა, ბრაზი და სევდა თაფლისფერ თვალებში, მიამ ათრთოლებული თითები მიაბჯინა მის თითებს და თავი გაითავისუფლა -მია-თორნიკემ რაღაც მუდარით ამოთქვა მისი სახელი, მაგრამ მია ჯიუტად ადგა და წავიდა, თორნიკემ ბრაზისგან ხელები მომუშტა, სწორედ ამ დროს გარეთ გავიდნენ ლაშა და ნათია -მია სად წავიდა?-ლაშამ თორნიკეს მიაჩერდა -არვიცი-მოიბლუდუნა სახეალეწილმა ბიჭმა -მისი სიჯიუტეს ნუ შეგაშინებს, უბრალოდ დაბნეული და შეშინებულია-უთხრა ნათიამ -გაეკიდე-თქვა მომღიმარი სახით და თორნიკეზე გაეცინა როცა გიჟივით წამოვარდა სკამიდან და გარეთ გავარდა -იმათ საქმეებს უწყობ და მე...-გაუბრაზდს ლაშა -შენ რაა?-ვითომ ვერ მიხვდა ვერაფერს ნათია -კოცნის უფლებასაც არ მაძლევ-მკლავებში მოიმწყვდია სიფრიფანა გოგონა -არა?-გაბრაზდა ნათია -არა! თუ გკოცნი ძალით! და ისიც სულ რამდენიმე წამით -ლაშა ნერვებს ნუ მიშლი-სცადა მისი მკლავებიდან თავის დახსნა ნათიამ -აი კიდევ მეწინააღმდეგები -მორჩი-ნათიას სიცილი აუვარდა -ნათია მოგწონს ჩემი წვალება? -ლაშა ტყუილად ცდილობ-ნათია თვალებში ჩააცქერდა -მაინც რას ვცდილო? გგონია რომ რამე მეტს მოვითხოვ შენგან?- უეცრად გამოვიდა მწყობრიდან ლაშა და ხელი გაუშვა -ეს არ მიგულისხმია-დაიბნა ნათია -აბა რა იგულისხმე? გგონია რომ მე შენთან მხოლოდ სექ.ი მინდა ? -ნათია ძალიან გააღიზიანა ლაშას ამ სიტყვებმა და ზურგი აქცია გაბრაზებულმა და სახლში შევარდა ატირებული, გაავებული ლაშა კი მანქანაში ჩაჯდა და გიჟივით გააქანა მანქანა. -სად მიდიხარ?-თორნიკე შორიახლოს მიყვებოდა მიას -არვიცი -მია მე გამირბიხარ თუ კათურ თავს? -თორნიკე გთხოვ-მია გაჩერდა და მისკენ შეტრიალდა -რა იგრძენი რომ გაკოცე?-თორნიკე მიუახლოვდა და მის წინ გაჩერდა, მიამ ახედა და მზერა გაუსწორა მის ამღვრეულ თვალებს -არვიცი-გულწრფელად უთხრა -ნუ მაჩქარებ გთხოვ -მია ძალიან დავიბენი, იქნებ სხვა გყავს ან ისევ ის სირ. გიყვარს?-თორნიკე მწყობრიდან გამოიყვანა მიას ქცევამ -ასე არაა -თუ ასე არაა, მაშინ რატომ გამირბიხარ? -თორნიკე ნუ მაჩქარებ და ნუ მთხოვ რომ ერთ თვეში მივიღობლ გადაწყვეტილება -მია რაზე ლაპარაკობ საერთოდ? რა გადაწყვეტილება დამცინი?-გაცეცხლდა ბიჭი -ვიღაც ან გიყვარს ან არ გიყვარს გესმის? -რაგინდა ჩემგან?-გაბრაზდს მია -პასუხი გინდა მიყვარზარ თუ არა? ხოდა გეუბნები რომ არვიცი გასაგებია? თუ პასუხი არ გაკმაყოფილებს შემეშვი საერთოდ -დაუყვირა და ზურგი აქცია გაავებული ბიჭი კი სახლისკენ დაბრუნდა. -ნეტა სად ჯანდაბაში არიან აქამდე?-მია გაბრაზებული გადი-გამოდიოდა -არვიცი, თორნიკე რომ მოვარდა დაურეკა ლაშას მოდიო და ისეც მოვარდა მაშინვე და წავიდნენ -რა იდიოტები არიან ღმერთო, ტელეფონების გათიშვა რაღა უბედურებაა, თინეიჯერი გოგოებივით იბუტებიან-ვერ მშვიდდებოდა მია -ლაშას ასე გაგიჟებას ვერ წარმოვიდგენდი -მაგენი ორივენი გიჟები არიან-უთხრა მიამ და დივანზე დაჯდა და მაშინვე წამოვარდა ფეხზე როცა მანქანის ხმა გაიგო, ორივე ეზოში გაცვივდნენ -სად ჯანდაბაში ხართ აქამდე?-მია მიაუახლოვდა მანქანიდან გადმოსულ ბიჭებს -თვალები დახუჭეთ-ეუბნება ლაშა დას და ნათიას -რაა?-შეიცხადა მიამ -შეგიძლია გაჩუმდე და გააკეთო რასაც გაუბნები? -დაუღრინა ლაშამ -ხო კარგად ხართ?-მია ძმას მიუახლოვდა და შუბლზე ხელი მიადო -ეს შენია-ლაშამ მიას მკლავში ხელი წაავლო და თორნიკეს მიაჩეჩა ხელში, მიამ ისეთი თვალებით ახედა რომ მან მაშინვე ცივად გაუშვა ხელი მიას -კარგი კარგი-ლაშამ ანიშნა თორნიკეს და ორივე მანქანის უკანა კარებს მიადგა და დიდი წითელი დათუნიები გადმოიღეს მანქანიდან, ლაშამ ნათიას მიუტანა წითელი ვარდების თაიგულთან ერთად, გოგონას ცრემლები მოეძალა და გახარებული ჩაეხუტა ლაშას -მაპატიე რომ გაწყენინე -გაპატიებ-გაეცინა ნათიას და გამოართვა საჩუქრები და ორივემ გახედას თორნიკეს რომელსაც ჯერ ისევ ხელში ეჭირა გვირილევი და დათუნია -ჩვენ წავალთ-ლაშამ ნათიას ხელი ჩაკიდა და სახლისაკენ წავიდნენ, მია კი იდგა გაშტერებული და თორნიკეს ვერ აშორებდა თვალს, ბოლოს მაინც გაეცინა მის შემხედვარეს -ეს შენ მოგიტანე-ადგილზე მიყინულივით დგას თორნიკე -მადლობა-მია ართმევს და სახლში შედის, სადაც საოცრად რომანტიულ მუსიკის ფონზე ლაშა და ნათია ცეკვავენ, უკან ბრუნდება და თორნიკეს ეჯახება -მგონი ზედმეტნი ვართ-ახედა დაბღვერილ ბიჭს და გასვლა დააპირა, თუმცა ლაშამ წაავლო მაჯაში ხელი და თორნიკეს ანიშნა ნათის ეცეკვეო -ეგენი დადე-ლაშა ხელიდან ართმევს დას დათუნიას და ყვავილებს და მაგიდაზე დებს -სულ გააფრინე ხო?-მიას უკვირს ლაშას ქცევა რომელიც ნათიას ნაცვლად მას ეცეკვება ზედმეტად რომანტიულ მისიკის ფონზე -რამდენს ლაპარაკობ?-ბრაზდება ლაშა და ნათია თორნიკეს წყვილს უახლოვდება, მის ხელს უშვებს და ნათიას იბრუნებს, იმგვარად რომ თორნიკეს და მიას ერთმანეთის პირისპირ ტოვებს, მია ხვდება რომ ეს წინასწარ მოფიქრებული აქვთ ამ ორს და გაბრაზებული აყურებს თორნიკეს რომელიც ვეღარ ბახერხებს ვერაფერს, რადგან მია მკვლელი თვალებით უყურებს, ბოლოს ბრაზდება საკუთარ სულელურ ქცევაზე ,მის სწრაფად უახლოვდება და წელზე ხვევს ხელს და სხეულზე იკრავს, ისე სწრაფად ხდება ეს რომ მია იბნევა, თორნიკე სახეს მის თმაში მალავს და მის ხელებს თავის კისერზე ახვევინებს, შემდეგ ისევ წელზე ხვევს ხელებს და მისიკის რიტმს ყვებიან, მიას ისეთი შეგრძნებააქვს თითქოს აქ მის მაგივრად სხვაა და თავად შორიდან ადევნებს თვალს ამ ყველაფერს -მიყვარხარ-ამ უცნაურ ფიქრებს თორნიკეს ხმა ფანტავს და მათი თვალები ერთმანეთს ეფეთება, მია ხმის ამოღებას ვერ ახერხებს, არც წინააღმდეგობას წევს რადგან საერათოდ არ აქვს ამის სურვილი. დილით ადრე ადგნენ და საუზმის გარეშე წავიდნენ, ლაშა აჩქარებდა ყველას -თოკა მე და ნათია ქუთაისში დაგვტოვე და მია სახლში მიიყვანე -უთხრა გზაში ლაშამ -არა-ყვირის მია -საქმე გვაქვს-ბრაზდება ლაშა და მიას მკვლელე მზერას თვალს არიდებს -იცოდე თუ კიდე რამე უნდა მომიწყოთ -ბრაზობს მია -ღმერთო ჩემო-ბრაზდება ლაშა -რატომ არ შეგიძლია ჩვწულებრივი გოგოსავით მოქცევა? სულ რატომ ქაჯობ? -ეგ რა შუაშია?-ყვირის მია -სახლში მიგიყვანს ,რა არის ამაში კატასტროფული? -თუ არ გადამიხტა მივიყვან-თორნიკე გვერდით მჯდომ მიას უყურებს და ეცინება -საერთოდ მადლობა თქვი რომ შენს ჯართში ჩავჯექი-აბრაზებს მია -მოკლეთ თუ გადაგიხტა იქვე დატოვე-იცინის ლაშა -არ გეშინია რომ მომიტაცონ?-ბრუნდება მისკენ მია -შენ ვინ მოგიტაცებს? აქეთ არ მოიტაცო -მართალია-იღრიჭება თორნიკე -ვერცერთს ვერ გიტანთ-იბუტება მია. თორნიკე მათ ქუთაისში ტოვებს და მიასთან ერთად აგრძელებს გზას სახლისკენ. ნათიას უკვირას ლაშა ასე რატომ მოიქცა, თუმცა არაფერს ეუბნება როცა კითხვებს უსვამს ის -ბათუმში მივდივართ-ეუბნება ბოლოს და ბოლოს ლაშა -ბათუმში?-ხმა უკამკალდება ნათიას -საქმე მაქვს თან ნიცაზეც იქნებ რამე გავიგოთ -ამხელა ქალაქში ნიცას როგორ ვიპოვით?-ნათიას ცრემლები აწვება -ვცადოთ-ლაშა ტაქსისი აჩერებს და შიგ სხდებიან. მთელი გზა ნათია ხმას არ იღებს, იმაზე ფიქრი რომ ნიცა ბათუმშია და ახლა თავადაც მიდის იმ ქალაქში გულსბტკენს, რადგან დარწმუნებულია რომ ამხელა ქალაქში მათ ვერ იპოვის, მითუმეტეს რომ ახლა განსაკუთრებულად მალავენ მისგან ნიცას, ცრემლები მოეძალა -დამშვიდდი-ლაშა მის ცივ ხელს ხელში იქცევს და ძლიერად უჭერს თითებს -მაპატიე-ნათია თავს ვერ იკავებს და ტირილს იწყებს -მოდი ჩემთან-ლაშა ხელს ხვევს და ძლიერად იკრავს მკერდზე ატირებულ გოგონას. ბათუმში ისე ჩავიდნენ ვერაფერი გაიგო ნათიამ, მთელი გზა ტირილში გაატარა, ლაშა კონკრეტულ მისამრთს ეუბნება მძღოლს და კერძო სასტუმროს წინ აჩერებინებს. -მოვედით ნათია-ეუბნება ტირილისგან თვალებ აწითლებულ გოგონას, რომელიც მისი დახმარებით გადადის ტაქსიდან -სად მოვედით?-ლაშას აციმციმებულ თვალებს მზერას უშტერებს -შედი-ლაშა რკინის ჭიშკარს აღებს და ნათიას ანიშნებს შევიდეს, ნათია ვერაფერს ხვდება და დაბნეული კარში შედის, აქეთ-იქით იყურება გაოცებული და ნიცას დანახვაზე ადგილზე ქვავდება, რომელიც აუზთან ახლოს სკამზე ზის მოწყენილი სახით -ნიცა დე-ყვირის ნათია როცა ძალას იკრებს -დედა-ნიცა სკამიდან დგება გახარებული და ნათიასკენ გარბის, ერთმანეთს ეხუტებიან ატირებული დედაშვილი -ჩემო საყვარელო-ნათია თავზე კოცნის და კიდევ გულში იხუტებს ატირებულ ნიცას -დედა მეგონა მიმატოვე-ახედა ნიცამ ცრემლიანი თვალებით -ეს როგორ იფიქრე-ნათია აკანკალებულ ხელებს თმაზე უსმევს გოგონას და სახეს უკოცნის, როგორ იფიქრე რომ დედა მიგატოვებდა? დედა დაგტოვებდა? -ლალიმ მითხრა სხვა შეუყვარდაო-ასლუკუნდა ისევ ნიცა -ჩემო საყვარელო-ნათის ხელები ძლიერად აუკანკალდა ბრაზისა და ნერვიულობისაგან -დედა ხომ გიყვარვარ?-ნიცა დედას უყურებს ისევ ცრემლიანი თვალებით -ბებიაშენს მხოლოდნის უნდა რომ მე შემიძულო -მართლა?-ლალი წამოადგათ თავზე დედა-შვილს, დამფრთხალი ნიცა დედას მიეკრა -დიახ მართლა -აქ ვინ მოგიყვანა?-ლალი ზიზღით უყურებს ნათიას და გამარჯვებულის გამომეტყველებას იღებს -შენ ვინ გეკითხება-იბნევა ნათია -გარეთ ვინ გელოდება უთხარი ნიცას-დაუღრინა ლალიმ რძალს -უყხარი შენს შვილს რომ გარეთ ახალი მამიკო ელოდება -დედა-ნიცა ნათიას შორდება და დაბნეული შეყურებს, ნათის ცრემლები სცვივა -მიდი უთხარი მთელი ეს დრო ვისთან ერთად იყავი -მოკეტე-ყვირის ნათია -უთხარი ნიცას ვინაა ის კაცი საქმეებს რომ გიგვარებს -დედა-იყვირა ნიცამ და ატირებილი შევარდა სასტუმროს ჰოლში, ნათიამ გაკიდება სცადა მაგრამ ლალიმ მკლავში წაავლო ხელი -საით? -ხელი გამიშვი-ნათიამ მკლავი გაითავისუფლა -წადი აქედან -ნიცა ჩემი შვილია-ყვირის ნათია -ხოდა თუ გინდა შვილი დაიბრუნო მოგიწევს არჩევანის გაკეთება -რას ბოდავ?-უყვირა ნათიამ -ნიცას არ ჯეროდა რომ ვეუბნებოდი სხვა გყავდა, ახლა დარწმუნდა, შენი აზრით ახლა რამოხდება? -რა ბოროტი და საშინელი ქალი ხარ -მე? მთლიანად შენზეა დამოკიდებული ნიცას ბედი -თქვენასას ვერ მიაღწევთ-დაუყვირა ნათიამ და ატირებული გავარდა ეზოდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.