ოჯახის მსგავსი {2}
რთული აღმოჩნდა ემოციების შეკავება მაშინ, როდესაც თხელი კედლის მიღმა მოქცეული ბოროტება, ნებისმიერ წუთს მზად იყო თავს დამტეხვოდა და მშვიდი წუთები კოშმარად ექცია. - ელიზაბეტ, ოცი წუთი დაგრჩა!- გულის გამყინავმა ყვირილმა სისუსტის გამოხატვის უფლებაც ჩამომართვა და მთლიანად თავის გადარჩენაზე გადამრთო. ახალი საფრთხით დაშინებული დაუფიქრებლად მოვშორდი ჯონათანის თბილ სხეულს და პანიკურად დავიწყე პროდუქტის დაჭრა. რვა წლის განმავლობაში გონებაში ჩაბეჭდილი კადრები უფლებას არ მაძლევდა თავი იმ ტკივილისთვის გამემეტებინა, რომელიც მაქსის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მელოდა. ფიქრებზე გადართული, აცახცახებული ხელებით ვცდილობდი დაფაზე დაწყობილი პომიდორის დაჭრას, როდესაც გვერდით ისევ ქერა, მომღიმარი ბიჭი ამომიდგა და ჩემთან ერთად დაიწყო მზადება. მხოლოდ მისი დახმარებით მოვახერხე დათქმულ დროში ჩატევა. მაქსის საყვარელი წვნიანის გამზადების თანავე გავშალე მაგიდა და მისაღებში ნელი ნაბიჯით გავედი. -ვახშამი მზად არის. -მშვიდად ვამცნე სახიფათო თანამაცხოვრებელს და მორიგი აფეთქების შიშით ჯოს გვერდით ამოვუდექი. ჩემზე მოყინულმა წყვილმა ცისფერმა თვალმა უკმაყოფილოდ გამუმისწორა მზერა, წუთით მტრულად შემათვალიერა, შემდეგ კი უჩუმრად წამოდგა და სასადილო ოთახში ბიჭებთან ერთად გავიდა. -შეგიძლია წახვიდე! ახალ ბრძანებას უთქმელად დავემორჩილე და კუთვნილ ოთახში ფეხაკრეფიდ შევედი. გონებაში ჩაბეჭდილი არეული ფიქრებისგან თავის დასახსნელად, დასვენების გარეშე მივუჯექი ძველ მაგიდას და მომდევნო დღისთვის წინასწარ დავიწყე ახალი მასალის სწავლა. მშვიდი ერთი საათი მალევე მიიზლაზნა კუთვნილ ადგილამდე და ახალ პრობლებეს დაუთმო გზა. კარს მიღმა, სამზარეულოში ჩოჩქოლი ატყდა. ყრუდ არეულ ბგერებს ხმამაღალი საუბარი და მოულოდნელი მსხვრევის ხმა მოჰყვა. შევშინდი. გარედან შემომავალმა დაძაბულობამ დამზაფრა და უცნაური ცნობისმოყვარეობით ამავსო. აქამდე არასდროს მქონია სურვილი მათი მუდმივი კამათის თემა გამეგო, მაგრამ ახლა ეს ერთადერთი იყო რაც მაინტერესებდა. მსხვრევის შემდეგ ჩამოწოლილმა სიჩუმემ მალევე ჩაიარა და მაქსის თავზარდამცემ ყვირილს დაუთმო ადგილი. - როგორ ვერ გაასაღეთ ნაბიჭვრებო ! გაცხოველებული მხეცივით დაიღრიალა ნაცნობმა ხმამ და მომდევნო თეფში დაამტვრია. - უნდა გაიგო მაქს, მკვდარი უნდა ყოფიყო მას შემდეგ, რაც წამალი მივეცით, მაგრამ შეცდომა დავუშვით.-თავის გასამართლებლად გაიმეორა კარლმა. -ერთადერთ შანსს გაძლევთ. ორ დღეში ნიკი უნდა მოკვდეს! არავის აქვს უფლება მომატყუოს გარსაგებია? თუ ამას არ შეასრულებთ, მის ადგილს თქვენ დაიკავებთ, გასაგებია? მტაცებელივით იღრიალა და ახალი ინფორმაციისგან შოკირებული ერთ ადგილს მიმაჯაჭვა. მაქსი მკვლელი იყო! მიუხედავად მასში დაბუდებული ბოროტებისა, ვერ ვიჯერებდი, რომ ამდენი ხანი მკვლელთან ვცხოვრობდი. - ელიზაბეტ!- მისმა ყვირილმა გული გამიჩერა. უკანასკნელი ახლა რაც მინდოდა მისი დანახვა და იმის თავიდან გააზრება იყო, რომ სიკვდილთან გარიგებული ბოროტმოქმედი იყო, მაგრამ მისივე ბრძანების გამო ეს არ შემეძლო. აჩქარებული გულისცემის დასამშვიდებლად ღრმად ჩავისუნთქე და მაშინვე მასთან მივედი. -ბიჭები მიდიან. მაგიდა აალაგე და კიდევ, ჩემი თეფში გატყდა. მორჩილების ნიშნად უსიამოვნო ნათესავს თავი დავუკარი და ნამტვრევების ასაკრეფად დავიხარე. -მაქს, თუ ნებას მომცემ დავეხმარები. ჯოს მზრუნველმა ხმის ტემბრმა ოდნავ დამამშვიდა . -ყოველთვის ასეთი, როგორ ხარ ჯონათან? ეს ხომ მისი მოვალეობაა! ეს სწორედ ის ერთადერთი საქმეა, რის გამოც ელიზაბეტს ახლა თავშესაფარი და რბილი ლოგინი აქვს. ზურგს უკან ვგღძნოდი მაქსის ზიზღით სავსე მზერას და ერთადერთი რაც იმ მომენტში მინდოდა მისგან შორს გაქცევა იყო. - ვიცი მაქს, მაგრამ ეს ჩემ გამო მოხდა. ვალდეული ვარ დანაშაულის გამოსყიდვა ამით დავიწყო. -მშვენიერია, მაშინ შეგიძლია დარჩე და სახლის დალაგეაშიც დაეხმარო. მაქსის გასვლის თანავე დაიხარა ჯო ჩემთან . არ მინდოდა ნერვიულობა შემტყობოდა, მაგრამ ხელების კანკალს ვერაფერს ვეშვებოდი. -ელ... -შეგიძლია წახვიდე ჯო, ჩემითაც შევძლებ. -ელიზაეტ. ამჯერად აკანკალებული ხელები დამიჭირა და მოკრეფილი ნამსხვრევები ძირს დამაყრევინა. -ყველაფერი გაიგე ხომ ასეა? დამალვას აზრი არ ჰქონდა. თავი მაშინვე დავუქნიე და უნებურად ნიკაპი ამიკანკალდა. შიშს, რომელსაც აქამდე ბიძის მიმართ ვგრძნობდი, გამიორმაგდა. იმაზე ფიქრი, რომ მის ერთ აფეთქებას ჩემი და ჩემი საყვარელი ადამიანის სიკვდილამდე მიყვანა შეეძლო პანიკაში მაგდებდა. -ყველაფერი რიგზეა დამშვიდდი. შენ არაფერს დაგიშავებს გპირდები. გთხოვ დამშვიდდი არ დაანახო, რომ გეშინია. ხმის ამოღება ვერ შევძელი. ვიცოდი თუ ერთ სიტყვას მაინც ვიტყოდი ავტირდებოდი. ამიტომ ისევ უჩუმრად დავეთანხმე და უკანასკნელი ნამსხვრევები ავკრიფე. -შენ დარეცხე, მე დავამშრალებ. *** -ელ ადექი სკოლაში წაგიყვან. დილით ჯოს ჩურჩულმა გამაღვიძა. მეც მაშინ გავემზადე და მისაღებში ჩავედი. -ჩქარა, სანამ მაქსმა გაიღვიძა. -კარგი, სკოლაში შევჭამ. ჩანთა სასწრაფოდ ავიღე და ჯოს მანქანამდე გავყევი. -როგორ ხარ გუშინდელის შემდეგ? გზაში სიჩუმე დაარღვია და წამიერად გადმომხედა. -ვცდილობ გავიაზრო, მაგრამ... _ვეღარ შევძელი ემოციების გარეშე გაგრძელება. -ჯანდაბა ჯო. ამის მერე, როგორ უნდა ვიყო? ახლა საკუთარ თავზე მეტად ჩემ მეგობრებზე ვღელავ. ჩემი ერთი დაუფიქრებელი ნაბიჯით შეიძლება რომელიმე დავკარგო. არ ვიცი რა ვქნა. გულ დამძიმებულმა ამოვიოხრე და ფანჯრიდან გავიხედე, როგორ მინდოდა ახლა უბრალო გამვლელთაგან ერთ-ერთი ვყოფილიყავი და მთელი ეს გაუგებრობა მანქანის ხმაურიანი ჩავლით დასრულებულიყო. -ყველაფერი დალაგდება ელ. დამიჯერე, მაგრამ იქამდე უნდა ეცადო, რომ თვალში ცუდათ არ მოხვდე. მოერიდე ყველანაირად. -მოვედით. თემა გადავიტანე და მანქანიდან გადასვლა დავაპირე, მაგრამ ჯომ შემაჩერა. -მპირდები? -ხომ იცი მაქსთან ვცხოვრობ.იქ კი პირობები არ მოქმედებს. ჯომ თავი გააქნია სინანულის ნიშნად და გზას გახედა. -კარგი, ზარი დაირეკა უნდა წავიდე. -კარგად ელ. თბილად გამიღიმა, მანქანა დაძრა და მალევე მოშორდა იქაურობას. ინგლისურის კლასისკენ ამჯერად მარტო დავიძარი. დადუმებულ დერეფანში საკუთარი ნაბიჯების ხმა მესმოდა. კლასში შესული იძულებული გავხდი ბატონი კინგის უკმაყოფილო კომენტარი უსიტყვოდ ამეტანა და კუთვნილ ადგილზე, ცნობისმოყვარე ახალი კლასელის გვერდით დამეკავებინა ადგილი. - ელიზაბეტ. წინა დღით დასტრესილი, სეთის მოულოდნელმა შეხებამ დამაფრთხო. - რა მოხდა ? -შეცბუნებულმა ვკითხე და ხელი წამიერადმოვიშორე. - კარნავალზე მოდიხარ ? - კარნავალზე ? - გაურკვევლობისგან მხრები ავიჩეჩე და თვალი ბატონი კინგისკენ გავაპარე. -მეგონა გეცოდინებოდა, დღეს სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით კარნავალია. გავჩუმდი. იმაზე ფიქრმა, თუ როგორ დამეხსნა თავი ზედმეტი კითხვებისგან, პასუხის დაბრუნება გადამავიწყა. - არ წამოხვალ ? - არა. - რამე ხდება?- დაინტერესებული ჩემკენ გადმოიხარა და წარბები შეჭმუხნა. - უბრალოდ არ მინდა, არ მიყვარს წვეულებები. -მაიერ, პრობლემები გაქვს?- კინგის მოულოდნელმა გამაფრთხილებელმა ტონმა გამაჩუმა. გვერდით მჯდომის დაუსრულებელმა შეკითხვებმა ახალ პრობლემებში გამხვია. დღის თითოეული წამი მტანჯველი სიჩქარით გაილია და უკან, ისევ ჩემი ბოროტებით აგიზგიზებულ სახლში დაბრუნება მაიძულა. - იქნებ კითხო ? -სახლისკენ მიმავალ გზაზე თანმდევი სიჩუმე ვიოლეტის ჩუმმა ბუტბუტმა დაარღვია. - შენც კარგად იცი რომ არ გამომიშვებს. - იქნებ გამოგიშვას ? მის ხმაში გაპარულმა იმედმა სიმწრისგან გამაცინა. ვერ ვიტანდი იმას, რადაც მაქსის საიდუმლო მაქცევდა! მძულდა ის რომ მის გამო მეგობრებს შორის ზღვარის გავლება მიწევდა. -კარგი, მაპატიე ელ. ემოციებმა გამყიდა. ჩემი სიჩუმით დათრგუნულმა მეგობარმა თანაგრძნობის ნიშნად გამიღიმა და გზად, მის სახლთან გაჩერდა. მასთან გამომშვიდობების შემდეგ დიდი დრო არ დამჭირვებია სახლამდე მისასვლელად. - მაქს მე დავბრუნდი. კარის შეღების თანავე დავიყვირე და ჩანთა ზურგიდან მოვიხსენი. - მშვენიერია. მის ხმაში გაჟღერებულმა მშვიდმა, აუღელვებელმა ბგერებმა დამაბნია. - რაიმე მოხდა ? -დაბნეულმა ვკითხე. - უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ, არ შეიძლება?-ისევ გაიღიმა და ხელში ათამაშებული წყლის ჭიქა ტუჩებთან მიიტანა. მისი მოულოდნელი ცვლილება იმედს მისახავდა და ამასთანავე შიშისგან მაცახცახებდა. ვიცოდი ეს სიწყნარე, შტორმის წინ დაბუდებული სიჩუმე იყო, მაგრამ ეს ჩემს სასიკეთოდ უნდა გამომეყენებინა. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილამდე მეშინოდა, რაღაც ახალი მჭირდებოდა ცხოვრებაში, ამიტომ შიში უკან დავწიე და პირველად გავბედე მისთვის თვალის გასწორება. - მაქს, დღეს სკოლის დაწყებასთან დაკავშირებით კარნავალია. ვიფიქრე თუ წინააღმდეგი არ იქნებოდი, წავიდოდი. თითების ფშვნეტით ვითხოვე თავისუფლების რამოდენიმე საათი და მისი პასუხის მოლოდინში გავინაბე. - ელიზაბეტ, ხომ იცი რომ სახლში საქმე გაქვს. მე ვერ მივხედავ სახლს შენ მაგივრად.ბოლოსდაბოლოს ეს შენი მოვალეობაა წყანარად ამიხსნა, ოთახის კუთხეში დადგმულ მამას საყვარელ სავარძელზე უხეშად ჩამოჯდა და ხელში მოქცეულ ჭიქაზე თითები დააკაკუნა. - გთხოვ მაქს,მხოლოდ ერთხელ. გპირდები, ეს პირველი და უკანასკნელი წვეულებაიქნება, სადაც გამოვჩდები. უბრალოდ ერთადერთ წვეულებაზე წასვლის უფლება მომეცი. მთელი გულით შევევედრე კაცს, რომელთანაც რვა წლის შემდეგ პირველად ვსაუბრობდი ცივილიზებულად. - უკანასკნელი თუ იქნება კარგი. კმაყოფილმა გამიღიმა და დადებული პირობით დაკმაყოფილებული ამაყად გაიჭიმა. მისი თანხმობით გაბედნიერებილი სწრაფად შევედი ჩემ ოთახში და საღამოსთვის შესაფერისი კაბის ძებნა დავიწყე. იმედი გადამეწურა. დედის შემონახულ ნივთებში ვერაფერი ვიპოვე. ეს კარნავალი უნდა ყოფილიყო, მე კი შესაფერისი კაბაც არ მქონდა. იმედგაცრუებულს, სწორედ მაშინ გამახსენდა დედის უცნაური საჩუქრები, როდესაც დანებებას ვაპირებდი. დაიმედებულმა სწრაფად ავირბინე სხვენისკენ მიმავალი კიბეები და დედას სკივრი გავხსენი. შევცდი, როდესაც ჩავთვალე, მათი გარდაცვალების დღეს მათი არსებობა საბოლოოდ შეწყდა, რადგან წლების წინ დალუქული სკივრის გახსნის თანავე ამოვარდა დედის ნაცნობი, მონატრებული სურნელი. ცრემლები ვეღარ შევიკავე, როდესაც გავიხსენე, როგორ მეთამაშებოდა ბავშვობაში. ძველი კაბების ნაზ ქსოვილს პატრონის სურნელი ერთგული მეგობარივით შემოენახა. მათი მონატრებით დამძიმებულმა ცრემლები მოვიწმინდე და მისი კაბების ქექვა განვაგრძე. სკივრის ბოლოს ბრჭყიალა ქაღალდით შეფუთულმა ყუთმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ცნობისმოყვარეობით ანთებულმა სწრაფად ავიღე ყუთი და ზემოდან დავხედე. „ ჩემო ძვირფასო, გაიზრდები და აუცილებლად მიხვდები, რატომ გაჩუქე ეს კაბა. ჩემო პრინცესა, შენ სამუდამოდ ჩემს გულში დარჩები. " მის წერილზე გამეღიმა. ვგრძნობდი, როგორ მაკლდა ახლა მისი თანადგომა. ყუთი გავხსენი და გავოცდი, როდესაც ბისერებითა და ატლასის ნაზი ქსოვილით შეკერილი მოხდენილი კაბა დავინახე. ვერ ვიჯერებდი რომ ეს კაბა დედას საჩუქარი იყო. არ მეგონა თუ ყველაფერი ასე ექნებოდა გათვლილი. ძველი ყუთი სასწრაფოდ ავიტაცე ხელში და ოთახში დავბრუნდი. კაბა მოვისინჯე და ღიმილი ვერ დავმალე . ამდენი წლის შემდეგ პირველად ვგრძნობდი დედის სიახლოვეს ასე. ზღაპრული დღით აღფრთოვანებულმა ავიღე ტელეფონი და ვიოლეტს დავურეკე. - ელ.... რამე მოხდა ? -გამოიცანი ვინ მოდის კარნავალზე. აღფრთოვანებულმა ღრმად ჩავისუნთქე და ლოგინზე გადავწექი. წუთიერ დუმილს მისი გაოგნებული წამოძახილი, შემდეგ კი გამაყრუებელი კივილი მოჰყვა. ერთგული მეგობრის რეაქციით გახალისებულმა პირველად გავიცინე ხმამაღლა და დედის ნაჩუქარ კაბას ისევ შევავლე თვალი. - როგორ მოახერხე? - უბრალოდ უკანასკნელ წვეულებაზე მიშვებს. მხრები ავიჩეჩე. - ახლა გასაგებია. მის ხმაში ისევ ნაღვლიანმა ნოტებმა გაიჟღერა და მეც რეალობაში დამაბრუნა. - ვერც კი წარმოიდგენ რა მაგარი კაბა ვიპოვე.- თემა ორივეს გუნების გამოსასწორებლად შევცვალე. - სად? - დედას ძველი საჩუქარია. - ერთი სული მაქვს, როდის გნახავ მე გამოგივლი. მამა მანქანას მთხოვნის ასე რომ... - მშვენიერია. - არ დაგავიწყდეს კარნავალი 8 საათზე იწყება. -კარგი . ტელეფონი გავთიშე და სამზარეულოში გავედი . - მადლობის ნიშნად რას მომიმზადებ? მისმა სიმშვიდემ გამაოგნა. ასეთი ბოლოს მაშინ ვნახე, როდესაც სახლში პირველად მოვიდა ადვოკატთან ერთად. -რა მოგიმზადო? - რატატუი, დედაშენს განსაკუთრებულად უყვარდა. ღიმილით წარმოთქვა და ერთ წერტილს ისე მიაშტერდა, თითქოს იქ გაცოცხლებულ მოგონებებს უყურებდა. - კარგი. -ყოყმანის შემდეგ ვუპასუხე და მზადება დავიწყე. ჯერ კიდევ მის მოულოდნელ ხასიათზე და დედის ხსენებაზე ვფიქრობდი, როდესაც მაქსმა დუმილი დაარღვია. - კარნავალზე ვინმემ დაგპატიჟა ? ბიჭს ვგულისხმობ. გამომცდელად მკითხა, ქუთუთოები დააწვრილა და ცივი ცისფერი თვალებით ამათვალიერა. -არა, ვიოლეტი მომაკითხავს. - ვიოლეტი ? გულში ჩავიცინე. არც კი იცოდა ვინ იყო ჩემი მეგობარი. - ჰო... ის ჩემი საუკეთესო მეგობარია. - გასაგებია. ნახევარ საათში მაქსის განსაკუთრებული ვახშამი მზად იყო . საათს გავხედე და როგორც კი დავინახე რომ საათი 8ის ნახევარს უჩვენებდა მაშინვე ოთახში შევვარდი და მზადება დავიწყე.ძველი შავი ნიღაბი გავიკეთე და ოთახიდან გავედი. - ელიზაბეტ ? გაოცებული მაქსის ხმა ოთახის ბოლოდან მომესმა. ისე შემავლო თვალი, თითქოს სხვას უყურებდა. - რამე მოხდა ? აღელვებულმა ვიკითხე. - არაფერი მალე დაბრუნდი. მაქსს თავი დავუქნიე და სახლიდან გავედი . ქუჩაზე უკვე იდგა შავი მანქანა. მასთან მივედი და კარი გამოვაღე . - ჰეი. უცნობო ახლავე გადადი მანქანიდან მე ჩემ მეგობარს ველოდები. ვიოლეტმა უკმაყოფილოდ ამიქნია ხელები. - ვიოლეტ მე ხომ აქ ვარ. გამეცინა მის სახეზე. - შენ ? შენ ვინ ხარ ? პირველად გხედავ. ხუმრობას განაგრძობდა ვიოლეტი. -ვიოლეტ. ნიღაბი მოვიხსენი და მას გავხედე . - ხედავ ეს მე ვარ. მიუხედავად ხუმრობისა თვალები მაინც გაუფართოვდა ჩემ დანახვაზე. - არ არსებობს! - ჰო ვიოლეტ მე ვარ. - ღმერთო ულამაზესი ხარ. უცებ ჩამეხუტა. - მადლობა ვიოლეტ შენც ძალიან ლამაზი ხარ. - მაინტერესებს თუ გიცნობს. ჩაიბუტბუტა, როდესაც მანქანა დაძრა. - რა თქვი ? არ მომეწონა ის რაც გავიგონე. - ამ... არაფერი. - არა რაღაც თქვი. - ჰო ვთქვი. - და რა თქვი? - ისეთი არაფერი. - არა ვიოლეტ მითხარი! - კარგი, კარგი ... არ გამიბრაზდე. - რაზე ამბობ ? - სეთს ვუთხარი, რომ მე მომყავდა მისი მეწყვილე. - რა ? ხმას ავუწიე. მაშინ ყველაზე მეტად შემეშინდა იმ წვეულებაზე წასვლის. - ელ მაპატიე რომ ვერევი, მაგრამ მგონია რომ ის შენს დახმარებას შეძლებს. - დახმარებას ?არა ვიოლეტ! შენ მაქსს არ იცნობ ! შეშინებულმა პანიკურად გავაქნიე თავი და მოვიბუზე. - არა, ვიცნობ ის ნაგავია ცხოვრებას გიფუჭებს და ამიტომ ვინმე გჭირდება. - ვიოლეტ ის მკვლელია! ბოლო ხმაზე დავიყვირე და ანერვიულებულმა თავი ხელებში ჩავრგე. - რა? - ჰო გუშინ გავიგე, როგორ ეჩხუბებოდა ბიჭებს იმის გამო, რომ ვიღაც ნიკი ვერ მოკლეს. -არა, არა. ის შეიძლება ნაგავია, მაგრამ არა ისეთი რომ ადამიანი მოკლას. - არა მასეთია ვიოლეტ, ზუსტად ასეთი. არ მინდა სეთი ან ვინმე სხვა ჩაერიოს ჩემ ცხოვრებაში, რადგან ვიცი საფრთხე მათ სიცოცხლეს შეექმნება . -ღმერთო ჩემო. კარგი, მოდი ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. დღეს შენი დღეა. უნდა გაერთო . - ჰო... მანქანა სკოლის ეზოსთან გააჩერა . ორივენი გადავედით პირდაპირ მნათობ და ხმაურიან სივრცეს შევეფეთეთ. - გადავიფიქრე სახლში წამიყვანე. ხალხმრავლობით შეშინებულმა უკან დახევა ვცადე, მაგრამ ვიოლეტმა შემაჩერა. - არა, არა და არა. ეს შენი დღეა არ დაგავიწყდეს. ამ საღამოს არ არსებობს ნიღბის მიღმა გამოკეტილი ელიზაბეტი. ნიღაბი სახეზე გამიკეთა და დარბაზში შემიყვანა. იქაურობა საერთოდ არ გავდა კოლეჯის სპორტულ დარბაზს. ძირს უამრავი ფერადი ბუშტი ეყარა, მრავალი ფერით მორთული დარბაზი ზღაპრულად გამოიყურებოდა. ერთ კუთხეში კი ბარი გაეკეთებინათ . ვიოლეტმა სწორედ ბარისკენ აიღო გეზი. ბართან ადრიანი და სეთი იდგნენ და ერთმანეთთან საუბრით ერთობოდნენ. - ჩვენ უკვე მოვედით. ვიოლეტის მჭექარე ხმაზე ორივემ ერთად გამოიხედა ჩვენკენ. - ჰეი პატარავ ეს ვინ არის? გამეცინა, როდესაც ადრიანმაც ვიოლეტის ხუმრობა გაიმეორა და ღიმილით შემათვალიერა. -ეს უკვე გავიარეთ ადრიან გაეცინა ვიოლეტს და ადრიანს გვერდით მიუჯდა. -ლამაზად გამოიყურები ელიზაბეტ. დუმილი ამჯერად სეთმა დაარღვია, ჩვეული იდუმალი მზერით შემათვალიერა და ცალყბად გაიღიმა. მოგესალმებით. ეს მოთხრობა საკმაოდ დიდი ხნის წინ დავწერე. ვიცი პირველი თავები შეიძლება საკმაოდ კარგი არ იყოს, მაგრამ თუ ბოლომდე გამომყვებით განახებთ იმას, რისი თქმაც ამ ნაშრომით მინდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.