ისე , როგორც მე მინდა (დასასრული)
ვერსად გაარვია სად იყო ანა, ნერვები დაწყვეტაზე ჰქონდა, მის მეგობარ დეტექტივს დაურეკა და დახმარება სთხოვა, მისი ძმაკაცი დავითი კი წამით არ მოშორებია... - არასწორდად მოიქეცი და ავარდი, არ გქონდა უფლება იმაზე გაბრაზებულიყავი რაც არ მომხდარა, და მითუმეტეს იმის ფონზე შენ რასაც უკეთებდი ამ გოგოს - ის არ ეშვება ანას, და აღარ ვიცი რა გავაკეთო, ტვინში ამასხა ეგ რომ მიტხრა და ფინთი გოიმივით ავვარდი, ახლა კიდევ მეუბნება ჩემთან არისო - მართლა გჯერა რომ ანა მასთან წავიდოდა ამის მერე ? ხო არ გამო*ლევდი ?- გაბრაზდა დავითი - არსად არის, აბა რა ვიფიქრო ? - მომისმინე, თუ არ გინდა ანა საერთოდ დაკარგო საღი გონებით იფიქრე და ვიღაც ვიგინდარას მონაჩმახს ნუ უსმენ ... ცოტა კაცურად მოიქეცი, გეყოს მაგ გოგოს რაც ატკინე უკვე გული... - მართალი ხარ ... როგორ ავყევი... თავი ხელებში ჩარგო ლევანმა და ვისკი მოსვა. მალე მათი მეგობარი დეტექტივიც გამოჩნდა... - მოკლედ ანას თავისი დაჩა აქვს მცხეთაში... როგორც აღმოჩნდა იქ არის ბავშვთან ერთად. ლევანმა ამოისუნთქა და მისამართი გამოართვა დეტექტივს... მანქანის გასაღები აიღო და ის იყო სახლიდან უნდა გასულიყო დათომ რომ შეაჩერა... - მისმინე... კიდევ რამე არ გააფუჭო... და ნერვები აკონტროლე... დაარიგა ძმკაცი, მერე მანქანის გასაღები გამოართვა... - საჭესთან მე დავჯდები... შენ მანამდე დამშვიდდი და დაფიქრდი... გავიდნენ, მალე მიადგნენ მცხეთაში პატარა კოხტა სახლს, პატარა ეზოთი და ეზოში სარწეველა სკამებით გაწყობილს, კატოო მინდორზე წამოწოლილიყო და კოტრიალობდა ანა კი სარწეველა სკამში მიწოლილი წიგნს უკითხავდა პატარას. ლევანი მანქანიდან გადმოიივიდა და ფრთხილად შეაღო ეზოს კარი... - შეიძლება ? ანა დაბნეული წამოდგა - როგორ მომაგენი - მგონი ახლა ეგ ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანია კატომ მამის დანახვაზე სიხარულით გაშალა ხელები და მამისკენ გაიქცა... ჩაეხუტა... დათო ხვდებოდა ბავშვთან ერთად საუბარი გაუჭირდებოდათ ამიტომ მანქანიდან გადავიდა , ეზოში შევიდა ჯერ, ანას გადაეხვია შემდეგ კი კატო აიტაცა და მაქანისკენ წაიყვანა... ნახე რა მოგიტანეთო. - დალაპარაკება მინდა ... ანა გაჩუმდა... - ვიცი რომ ნერვებს ავყევი და არასწორად მოვიქეცი... - მე არ შემიძლია იმ ადამიანთან ცხოვრება ვინც თავს ვერ აკონტროლებს შეუვალი იყო ანას ხმა.... ლევანი დაიძაბა ძარღვები დაეჭიმა და სცადა თავი გაეკონტროლებინა... - მესმის მაგრამ მიდნა რომ შენც გამიგო - ჩვეულებრივი ეჭვიანი მამაკაცის სცენები გაგიგო... თან წარსულზე ... იმ წარსულზე სადაც კი არ უნდა შემყვარებოდი... ზიზღს უფრო იმსახურებდი... მე მართლა მეგონა რომ სხვა ადამიანი იყყავი... როგორც ვხედავ შევცდი... - ანა, ჩემს ადგილას შენც გაბრაზდებოდი... - რომ გავბრაზდი იმიტომ მოვიქეცი იმ დღესაც ეგრე... - მისმინე... მოდი ჩაალაგე ნივთები და სახლში დავრბუნდეთ - ლევან... მე შენგან წამოვედი... აღარ მინდა ზედმეტი პრობლემები ხვდები ? - ბავშვივით იქცევი...ოჯახს ასე ვერ დავანგრევთ... - ერთხელ, ერთადერთხელ ვიწექით ერთად და ამას ეძახი ოჯახს ? - იმ ერთადერთხელ ჩემი გახდი, და ჩემთან ოჯახი რომ არ გდომებოდა ამას არ იზავდიი... - იცი ირაკლისთან ოჯახი არასდროს მდომებია... მასთან დაწოლა კი ვცადე... ირონიაში გადავიდა ანა... - მე აქ დასალაპარაკებლად მოვედი... და იმას ნუ მახსენებ რის დასავიწყებლადაც დრო დამჭირდა... - ხოო ? ახსნაც არ მაცადე ისე მიმაგდე ლევან - არ მიმიგდიხარ, ცოტა ხნით მარტოობა ორივეს გვჭირდებოდა... - კიი, და ამ მარტოობის დროს მივხვდი რომ შენს გარეშე ბევრად უკეთესია ხვდები ? - არ მჯერა... ახლა მხოლოდ საკუთარ თავს ცდილობ რაღაც დაუმტკიცო... ორივემ ვიცით რომ ჩემთან გინდა... ხმას აუწია ლევანმა და ანას მიუახლოვდა, მკლავებით დაიჭირა, შემდეგ კი თმები გადაუწია და კისერში აკოცა... - ორივემ ვიცით, რომ ერთმანეთის იქით გზა არ გვაქვს ანა... ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მის ტუჩებს დაეწაფა, ანა ჯერ გაშეშდა შემდეგ კი კოცნაში აყვა, და ის იყო თვალებ მილულული მთლიანად ლევანის მლავებში მოექცა რომ, პატარა კატომ ფეხებთან მმიირბინა და ლევანს ხელში აყვანა სთხოვა, დათოც გამოვიდა და ხელის შეშლისთვის ბოდიში მოუხადა სიცილით წყვილს. - ბავშვს ჩვენ მივხედავთ, შენ ნივთევი შეაგროვე... მშვიდად გაუმეორა ანას... ანაც დაბნეული ოთახისკენ წავიდა და თავი ხელებში ჩარგო... ვერ ხვდებოდა რა ემართებოდა ლევანთან, როგორ წამებში შეიძლება ბობოქარი ანადან მშვიდ და მორჩილ ქალად ქცეულიყო, ჩემოდანი შეკრა და ეზოში ჩამოვიდა... მანქანაში დავითი ეთამაშებოდა ბავშვს, ბოლოს კი შესთავაზა მოდი დღეს ჩემთან დარჩი და აუზზში გაჭყუმპალავებო... ბავშვსაც მეტი რა უნდოდა და მშობლებს სთხოვა დათო ბიძიასთან წავალო... ლევანი სიხარულით დასთანხმადა რადგან კარგად მიხვდა დავითის მიზანს და ჩაეცინა... ანაც მიხვდა რას ნიშნავდა ეს და ცოტა არ იყოს აწითლდა. დავითი რომ დატოვეს, ლევანმა გეზი სახლისკენ კი არა კახეთისკენ აიღო... - სად მივდივართ ? - კახეთში ერთი კარგი ადგილი ვიცი... კახეთში ლევანს დიდი დაჩა ქონდა რომლის შესახებაც ანამ არ იცოდა, დიიდ მარანით და ათწლეულებით დაძველებული ღვინით. ლევანმა მისი საყვარეილი ღვინო გახსნა და ორი ღვინის ბაკლით დაბრუნა ანასთან , გვერდით მიუჯდა და ღვინო მოსვა, გოგო ცდილობდა ფხიზლად ყოფილიყო და მხოლოდ რამდენიმე ყლუპი მოსვა... დღეს სხვანაირად დაძაბული იყო ანა, რასაც ლევანიც გრძნობდა... მშვიდად მოუსვა თითები მხრებზე და კისერი გადააწევინა, ტუჩებით ანას კისერს წაეთამაშა და მისი სხეულით ტკბებოდა... ანას ყველა კუნთი დასჭიმვოდა და ათრთოლებული უყურებდა მამაკაცს. - რა გჭირს ანა... მიუბრუნდა მამაკაცი გოგოს - არ ვიცი - არ გინდა ? - ახლა არა. გასაგებია , იმედგაცრუებულმა ჩაილაპარაკა მამაკაცმა და ქალის სხეულს მოშორდა... - მეგონა ყველაფერი კარგად იყო - სწორად აღნისნე კარგად იყო... - პირველ ღამესაც კი არ ყოფილხარ ასე დაძაბული ? ახლა რა ხდება ? მშვიდად ეკითხებოდა მამაკაცი - მინდა რომ თავი დავიცვათ ... მოულოდნელი იყო ანას განცხადება... - ვერ მივხვდი... - მინდა რომ თავი დავიცვათ - მე კკი მინდა რომ შვილი გამიჩინო... ბრაზშერეულმა უპასუხა ლევანმა - არ ვარ დარწმუნებული რომ ეს ურთიერთობა დასტაბილურდება... არ ვარ დარწმუნებული რომ შეცდომებს აღარ დავუშვებთ... - არ ვიცი რაში ხარ დარწმუნებული და რაში არა... მაგრამ ეს ქორწინება არ დაინგრევა... და შვილიც გვეყოლება.. მეორედ ასეთი უაზრობა არ მითხრა გაბრაზდა ლევანი... - მაშინ მომიწევს მე შევიკავო თავი... არა ამის საშუალებას არ მოგცემ რადგან ეს ორივეს გვინდა... მაინც მიუახლოვდა ლევანი და ანას სხეულს დაეწაფაა... არც დღეს გაჭრა ანას სიჯიუტემ... როგორც იქნა მათი ურთიერთობა მწყობრში ჩადგა, ორ თვენახევარში კი გაიგეს რომ მშობლები გახდებოდნენ, ხელმეორედ ხდებოდნენ , ოღონდ ღვიძლი შვილის მშობლები... კატოც უბედნიერესი იყო ამ ამბით და ლევანიც, მხოლოდ ანას ჰქონდა რაღაც უჩვეულო შეგრძნება და ხშირად ნერვიულობდა ბევრ რამეზე. თუმცა ლევანის მხარში დგომით სადარდებელი გვერდით გადასდო და მაინც უბედნიერეს ქალად, დედად და ცოლად იქცა. ლევანს ხშირად უხდებოდა ცოლზე ეჭვიანობდა თუმცა ცდილობდა მხოლოდ თავისთვის დაეტოვებინა ეს და ანას არ ეგრძნო... მუდმივად ანას თაყვანისმცემლების სადარაჯოზე იდგა და სწორედ მაშინ ჩნდებოდა ანას გვერდით როცა ყველაზე ნაკლებ ელოდნენ. სამაგალითო ოჯახად იქცნენ და საზოგადოების ყურადღების ცენტრში , მათი სურვილის მიუხედავად მშვიდი მალული ცხოვრება ქონოდათ, მაინც ხშირად ექცეოდნენ. ბრაზმორეულმა ირაკლიმაც მალე იქორწინა და მალევე შეძლო მისი მომავალი შვილების დედა შეეყვარებინა. როგორ მოგეწონათ მეგობრებო ? ღირს ახალი ისტორია დავწერო ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.