შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისე , როგორც მე მინდა ! (თავი მეხუთე)


14-08-2020, 16:59
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 3 045

დილით გაბრუებულმა გაიღვიძა, წინა ღამე გაახსენდა, ნერვები მოეშალა ანას საკუთარ თავზე, შემდეგ ლევანის ქცევაზე, ხალათი მოიცვა და სამზარეულოში ჩავიდა, ლევანი ყავას იმზადებდა, მეორე ჭიქაც აიღო და ანას ყავა დაუსხა,
- ისეთია, შენ რომ გიყვარს
- ანას გაუკვირდა ლევანის ქცევა, მადლობა მსვიდად თითქმის თავისთვის ჩაიჩურჩულა.
- გაბრუებული ჩანხარ, ხომ არ გირჩევნია სახლში დარჩე- მშვიდი, დაკვორვებული ტონით კითხა ლევანმა.
- არა, კარგად ვარ.
- დღეს ვის ხვდები
- რატომ მეკითხები
- შენც ხვდები რატომ
- ლევან ირაკლისთან საქმიანი ურთიერთობა მაქვს
- ირაკლის როგორც ქალი ისე იზიდავ
ანა , გაჩუმდა, წინა ღამე გაახსენდა, ვერაფერი უპასუხა
- რატომ არ მეწინააღმდეგები
- იცის რომ თავისუფალი ვარ
- აღიარებ რომ როგორც ქალი იზიდავ
ანა ისევ დუმდა
- შენ მოგწონს? დაკვირვებით კითხა ლევანმა
- არ ვიცი ... პასუხი იცოდა ანამ, ირაკლი არ მოსწონდა მაგრამ ლევანთან ამის აღიარება არ სურდა.
- გასაგებია, ხასიათი გაუფუჭდა ლევანს, გაახსენდა რომ გუშინ ანა პირველი ირაკლისთან გაიქცა, თუმცა იმას ვერ ხვდებოდა რატომ გააღიზიანა კატერინას აქ დანახვამ , თუ ასე არ აინტერესბდა ლევანი, ან საერთოდ რატომ ისცა გუშინ იმის უფლება რისიც მისცა.
თავგზა აებნა და თავისი დანაშაული გაიაზრა, არასწორად მოექცა თავიდანვე, თავიდანვე არასწორად შეაფასა ანა, თავიდანვე არასწორად გაიგო რა სურდა ამ გოგოსგან, თავიდანვე არასწორად დაიწყო ურთიერთობა , ნანობდა თუმცა არ იცოდა გამოსასწორებლად რა გაეკეთებინა.დავითს სთხოვა ცუდად ვარ სადმე დავლიოთო,
საყვარელ პაბში გავიდნენ
- აბა რა ხდება, რა დაგმართნიია იცინოდა დავითი, ისედც მიხვდა რაში იყო საქმე, რაო ვის ერხევაო))
- აუ მოეშვი მასხარაობას თუ ძმა ხარ რა.
-კაი ჰო რა სახე ჩამოგტირის
- მოკლედ ბევრი ვიფიქრე, ძაან გამიჭირდება კატოსგან და ანასგან შორს ცხოვრება მაგრამ, მინდა რომ დავშორდე
- ეს რა ახალი დრამა გაჩითე ?
- მოკლედ ირაკლის ევასება, და ამან არ ვიცი მომწონს თუ არაო, თუ არ უნდა ჩემთან არ მინდა შევძულდე, ჭკვიანია, მინდა თავისუფლება მივცე და ისე გადაწყვიტოს რა უნდა. ზოგჯერ მგონია რომ მასაც აქვს ჩემს მიმართ რაღაც, ზოგჯერ ვერ ვხვდები, არ მინდა ეჭვიანობის გამო რამე გავაფუჭო, მინდა დრო მივცე , თავისუფლება და სივრცე, და ისე ვცადო მასთან დაახლოება, თავიდან , უფრო სწორი გზით, არასწორად მოვექეცი და მაგრად ვნანობ.
- ვახ ჩემი, ნამდვილად შენ ხარ ? სიცხე ხომ არ გაქვს ?
- მოკლედ მეშინია რომ კიდევ რამეს გავაფუჭებ,გუშინ ისე მინდოდა მასთან რამის თავი ვერ შევიკავე ხვდები ?
დათო ჩაფიქრდა, ლევანის ასეთ შემობრუნებას არ ელოდა.
- მართალი ხარ, ასე სჯობს. დრო და თავისუფლება მიეცი. უკვე უთხარი ?
- დღეს მინდა ვუთხრა
- ნასვამმა არაფერი უთხრა, ფხიზელზე დაელაპარაკე.
- კარგი.

საღამოს სახლში დივანზე მიწვა, ანას დაბრუნებას ელოდებოდა, ხვალ კი კატოსაც ჩამოიყვანდა ძიძა, წესით ისევ უნდა ყოფილიყო მათ გვერდით , მაგრამ ხვალ მის გადაწყვეტილებას ანას აცნობდა. მანქანის ხმა გაიგო, ანა იქნებაო წამოდგა და ფანჯრიდან გაიხედა, კვლავ ირაკლიმ მოიყვანა. ანას დღეს ნამდვილას არ სურდა ლევანს ირალისთან დაენახა, უბრალოდ ირაკლის ახირება იყო სახლშI მიგიყვანო.
ცივად დაემშვიდობა მამაკაცს და სახლშI შევიდა. ლევანი ფანჯარას არ მოშორებია , ვისკით ხელშI იდგა და ფანჯარას გაყურებდა. ანა უხმოდ სევიდა ოთახში და არაფერი უთქვამს. ლევანმა გახედა
- საღამომსვიდობის
- საღამომშვიდობისა , მიესალმა ანაც და კვლავ ირაკლიზე ელოდა კომენტარს თუმცა შეცდა.
- ყავა უნდა გავაკეთო, დალევ ? მშვიდად კითხა ლევანმა და ანას გახედა.
- კი დავლევ, თუ გინდა მე გავაკეთებ.
- თუ არ გეზარება, მინდა- მშვიდად უთხრა ლევანმა და ტელევიზორს დაუბრუნდა.
ანამ ორი ფინჯანი ყავა მაგიდაზე დადგა და ლევანს გვერდით დაუჯდა.
ორივე უხმოდ იყო და ტელევიზორს მისჩერებოდნენ.
ლევანის თვალებსი დაღლილობა და სევდა იგრძნობოდა. ანა დარწმუნებული იყო რამეს ეტყოდა ლევანი , თუმცა ძალიან შეცდა. რაღაცამ არ მოასვენა, თავისი საქციელის გამო სინდისი ქენჯნიდა. ბოლოს ვერ მოისვენა.

- დღევანდელ შეხვედრას ვერ გადავდებდი. სხვა გზა არ მქონდა
- არჩევანი ყოველთვის არის, მითუმეტეს შენთვის- ღიმილით უთხრა ლევანმა
- არ არის, და შენც იცი
- ვერავინ გაიძულებს ის გააკეთო რაც შენ არ გინდა, მითუმეტეს საქმე როცა შენ გეხება
- ამას შენ მაინც ნუ მეუბნები ლევან, აქ რომ ვარ შენც იცი რომ არჩევანის არ ქონის გამოა.
- ირაკლისთან დაკავშირებით გაქვს არჩევანი და შენც იცი.
- შენ წარმოიდგინე და არ მაქვს, რომც მინდოდეს მასთან, თავისუფლად ვერ ვიქნები, არ მინდა ვინმის საყვარლის სტატუსით ვიყო და ეგ შენც ძალიან კარგად იცი
- ანუ გინდა მასთან და მხოლოდ ეგ გაფერხებს.

სრულებით სხვა რამის ასახსნელად წამოიწყო ეს საუბარი ანამ, უნდოდა ბოდიში ეთქვა ირაკლის გამო , საბოლოოდ კი რა გამოვიდა, საუბარი ისე წარიმართა რომ პირიქით გამოვიდა.
- შენთან საუბარი შეუძლებელია ლევან
- შენთვის იცი სასიხარულო ამბავი მაქვს, უბრალოდ ახლა ამაზე ლაპარაკის თავი არ მაქვს, დილით მინდა სამსახურებში წასვლამდე დავილაპარაკოთ.
- როგორც გინდა.

ერთი სული ქონდა გათენებულიყო რომ გაეგო რა ამბავი ქონდა ლევანს. როგორც იქნა გათენდა, ხალათი მოიცვა და სამზარეულოში ჩავიდა.

-ლევანი სამზარეულოში უკვე ორი ფინჯანი ყავით დახვდა.
მაგიდასთან ჩამოჯდა და გაუღიმა
- მოკლედ ასე მგონი პირველად ველაპარაკები გოგოს ... ზოგადად ქალს... შეიძლება გაგიკვირდეს მაგრამ შეგეჩვიე და შენს მიმართ გრძნობებიც მაქვს, ზოგჯერ ძალიან მიჭირს თავი მოვთოკო როცა შენს გვერდით ვარ... მაშინ როცა ირაკლისთან გხედავ და კიდევ ბევრი რამ... კატოს აყვანა მხოლოდ შენს გამო არ გადამიწყვიტავს, მართლა შემიყვარდა შვილივით, თავს მამად ვგრძნობ, მამაკაცად ვგრძნობ გესმის ? ისიც ვიცი რომ კატოს გარეშე არც შენ შეგიძლია.
- ლევან... სცადა საუბარში ჩაჩროდა
- ძლივს დავალაგე სათქმელი და გთხოვ ერთხელ მაინც ნორმალურად მომისმინე... აუჩქარებლად საუბრობდა ლევანი. ყოველ დღე იმის შიშით ვიღვიძებ რომ რაღაცას გავაფუჭებ და უფრო შეგაძულებ თავს, ვიცი რაც გავაკეთე გამართლება არ აქვს. უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი შენ რომ ჩემი ნამდვილი ცოლი იყო, შენთან რომ ოჯახი მქონდეს. მაგრამ თუ სხვასთან გინდა და ჩემთან ყოფნას გაიძულებ ასე მხოლოდ შენს სიძულვილს მივიღებ.
მოკლედ დავშორდეთ, ოღონდ ჯერ ოფიციალურად არა, თუ დარწმუნდები რომ არასდროს გენდომება ჩემთან დაბრუნება , ხელს ნებისმიერ მომენტში მოგიწერ განქორწინებაზე, პრინციპში თუ ახლა ამ მომენტში დარწმუნებული ხარ რომ ეს გინდა, ხელს ახლავე მოვაწერ, უბრალოდ მინდა რომ თავიდან ვცადო, თავიდან დავიწყო , ისე როგორც ნორმალური ადამიანები იწყებენ, გადადი ცალკე ან თუ გინდა აქ დარჩი და მე გადავალ, დაფიქრდი რა გინდა, ვისთან გინდა, ან იქნებ საერთოდაც მარტოობა გინდა. კატოსაც გატან, უბრალოდ მხოლოდ ერთს გთხოვ, ირაკლისთან იქნები პეტრესთან თუ პავლესთან, არ მინდა კატოსთვის სხვა იყოს მამა, მამამისად მინდა რომ მე დავრჩე.
ანა გაოგნებული უსმენდა, არ იცოდა რა ეთქვამ ცრემლი მოაწვა, ახლა ყველაზე მეტად გაიაზრა რომ ლევანისგან წასვლა არ სურდა, რა იქნებოდა გუშინ ასე არ დაესრულებინა ირაკლიზე საუბარი, იქნება ახლა იმაზე ფიქრიც არ მოსწეოდა რომ ლევანისგან უნდა წასულიყო, სიამაყე არ აძლევდა საშუალებას ეთქვა დარჩენა მსურსო.
- მიხარია რომ მიხვედი ამ დასკვნამდე. შაბათ კვირას გადავალთ მე და კატო. ძალა მოიკრიბა და მშვიდად თქვა,
- როგორც გინდა, მშვიდად უთხრა ლევანმა და ყავა მოსვა, შემდეგ კი სახლი დატოვა, ანა ოთახში ავიდა, თავი ვეღარ მოთოკა და ცრემლები წასკდა, ნეტავ საერთოდ მე თვითონ მაინც ვიცოდე რა მინდა გაბრაზებული ეკითხებოდა საკუთარ თავს და თან ცრემლები მოსდიოდა.



№1 სტუმარი ანუ

ღნერთოოოი ძლიივს აი ძლიივს ადმიანურად გამოიხედა თვალებში ამ კაცმა..
აი ასეთი მომწონს მე ლევანი ყოჩაღ ^-^ ძალიიან გამეხარდა ამ თავში წაკითხული ყველა სიტყვარაც ლევანიმ თქვაა..
ახლა უფრო მეტი სიხარულით ველი ახალ თავს იმეფია მალე დადებ..

 


№2  offline წევრი Tako_elizbarashvili

ანუ
ღნერთოოოი ძლიივს აი ძლიივს ადმიანურად გამოიხედა თვალებში ამ კაცმა..
აი ასეთი მომწონს მე ლევანი ყოჩაღ ^-^ ძალიიან გამეხარდა ამ თავში წაკითხული ყველა სიტყვარაც ლევანიმ თქვაა..
ახლა უფრო მეტი სიხარულით ველი ახალ თავს იმეფია მალე დადებ..

მე კი ძალიან გამახარა შენმა კომენტარმქ , შესაბამისად როგორც კი 12 გახდება დავამატებ ახალ თავს.

 


№3 სტუმარი sali

უუუუფს მომეწონაააა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent