შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შურისძიებაში ნაპოვნი სიკეთე (თავი მეორე)


27-08-2020, 02:06
ავტორი lashausafrtx
ნანახია 1 449

საღამო იყო, სადღაც 7 საათი იქნებოდა ხალხი მოგროვდა შენობასთან, მე მთვრალი ვიყავი ვხმაურობდი გარედ, და ამიტომ მილიციელმა ნოდარიმ გამარიდა იქაურობას მემუქრებოდა დაგიჭერო, მე შევეხვეწე ამ ერთხელაც ეპატიებინა კაცურად.. მეტს აღარ ვიზავდი, და ამ დუქანთან ჩამოვჯექი, მზარეულმაც დაკეტა კარები და მე დამიტოვა ორი ბოთლი არაყი, მეც შევუდექი სმას. ამასობაში შებინდდა, მეც გამოვცალე ერთი ბოთლი არაყი და მივიძინე, თვალი რომ გავახილე შენობის გვერდითა სახურავზე ორი კაცი შევნიშნე, თვალები მოვისრისე და დავაკვირდი რას აკეთებდა, დავინახე რომ სახურავიდან შენობის ფანჯარაზე დიდი დასაკეცი სახანძრო კიბე გადადეს, და სახურავიდან მათგან ერთერთი გადაძვრა ფანჯრისკენ... მე მაშინვე ვიგრძენი რომ რაღაც ვერ იყო კარგად და შეშინებულმა ხეებს მოვეფარე და იქედან ვაკვირდებოდი რა ხდებოდა, საბოლოოდ ეს უცნობი კაცი გადაძვრა ამ ფანჯარაში, ვიფიქრე კატაა თუ ვინ არის ეს ოხერი ასე რომ დაძვრება.. თვალს არ ვაშორებდი მაგ ადგილს, გავიდა რამდენიმე წუთი და ახლა დავინახე რომ შენობის დიდ აივანზე ჩამოდის ზედა ფანჯრიდან ეს კაცი, ერთი გაფიქრება კი ვიფიქრე რომ მეჩვენებოდა და მივანებე თავი გავხსენი მეორე ბოთლი არაყიც და დავიწყე დალევა. ამასობაში ისევ ჩამეძინა, და გამაღვიძა საშინელმა გასროლის ხმამ, მაშინვე შევხტი.. გავიხედე აივნისკენ და ეს კაცი აივნიდან ზედა ფანჯარაში მიძვრებოდა, იქაც ვიღაც იდგა დავინახე, და შემდეგ გვერდითა ფანჯრიდან კვლავ გადადის შენობის გვერდითა სახლის სახურავზე ამავე სახანძრო დასაკეცი კიბით, და სახურავზე მეორე კაცი ელოდება, გადაძვრა თუარა მაშინვე გაქრნენ ადგილიდან. კი მაგრამ როდესაც დაინახე რომ უცნობი ადამიანები შენიშნე სახურავზე და უფრო მეტიც სახანძრო კიბით გადადიოდნენ გვერდითა შენობაში, თუ კი ეს ყველაფერი შენში ეჭვს იწვევდა, რატომ არ შეატყობინე პოლიციას? ან შენობის დაცვას? ეკითხება ალექსანდრე თენგოს, თენგომ კი უპასუხა, კარგი რა ისე შემეშინდა ხმას როგორ ამოვიღებდი დამკითხეს კიდეც მაგრამ ყველამ იცის რა ლოთიც ვარ და ჩემს სიტყვას არავინ ენდობა ამიტომ მალევე მიმანებეს თავი. და მე რატომ უნდა გენდო? დარწმუნებული ხარ რომ ყველაფერი რაც მომიყევი ეგრე მოხდა და არ გეჩვენებოდა? ეკითხება ალექსანდრე, ეე კარგო კაცო... მე რადგან არაყი მიყვარს იმას კიარ ნიშნავს რო თვალები ახვეული მაქვს და გონება მეხსიერება დაკარგული, ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს ჩემი განვლილი ცხოვრებიდან, პასუხობს თენგო. კარგი აი შენ ეს გამომართვი, და თავს მიხედე თავს! გეყოფა ამდენი სმა! ალექსანდრემ თენგოს 100ლარიანი მისცა და შენობის გვერდით სახლს მიადგა, სადარბაზოში ავიდა და ცდილობს გაიგოს საიდან არის სახურავიდან ასასვლელი, სახლი სულ 5 სართულიანი იყო, როდესაც ალექსანდრე ბოლო სართულზე ავიდა დაინახა სახურავზე გასასვლელი კარები ხელით მოსინჯა და დაკეტილი დახვდა, მაშინვე გადაწყვიტა რომელიმე მაცხოვრებლის კარებზე დაეკაკუნებინა და გასაუბრებოდა, მართლაც ბოლო საერთულის ერთ ერთ კარებზე დააკაკუნა და ელოდება როდის გაუღებენ კარებს, რამდენიმე წამის შემდეგ კარები გააღო ვინმე მოხუცმა ქალმა და ჰკითხა ალექსანდრეს რას სურდა მას, გამარჯობათ ქალბატონო მე მაინტერესებს ამ სახურავზე გასასვლელი კარები როგორ შემიძლია რომ გავაღო? მოხუცმა ქალბატონმა უპასუხა, შენ ვინ ხარ? რა გინდა სახურავზე? მე შენ პირველად გხედავ წადი აქედან ჩქარა, მოხუცი ცდილობს კარები დახუროს ალექსანდრე კი კარებს აწვება და ქალბატონს სთხოვს რომ არ მიუხუროს კარი, მხოლოდ ორიოდე კითხვა აქვს მასთან, ქალბატონო გთხოვთ, დიდ ხნიანი ჭიდილის და თხოვნის შემდეგ ქალბატონმა დართო ნება ალექსანდრეს დაესვა მისთვის რამდენიმე შეკითხვა, კარგი შემოდი და სამზარეულოში დაჯექი, აბა მითხარი ეხლა ვინ ხარ და რა გინდა, ეკითხება კვლავ ქალბატონი, ალექსი პასუხობს, მე ალექსანდრე ზვიადაძე ვარ.. სახელ განთქმული გიორგი ზვიადაძის ვაჟი, მამაჩემი რამდენიმე წლის წინ თქვენს მოპირდაპირე სადღესასწაულო სახლის აივანზე მოკლეს, მინდა მითხრათ იქნებ რაიმე დაინახეთ ან იქნებ გაიგონეთ? ყოველი დეტალი მნიშვნელოვანია ჩემთვის გამიგეთ ძალიან გთხოვთ. ქალბატონმა ალექსანდრეს ჩაი შესთავაზა, ალექსანდრეც დათანხმდა, რა გითხრა შვილო მე ვერაფერს ვერ გეტყვი იმ დღის შემდეგ უამრავმა წელმა ჩაიარა, მაგრამ ძალიან მეშინია მაშინ ძალიან შემაშინეს, მაგრამ ფულიც გადამიხადეს რომ არავისთვის არაფერი მეთქვა, ვინ? ვინ მითხარით ძალიან გთხოვთ, ვერ გეტყვი შვილო, მე აღარც ქმარი მყავდა და ჩემმა შვილმაც საბოლოოდ მიმატოვა, მე დასაკარგი აღარაფერი აღარ მქონდა ამიტომ ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი იყო თანაც ძალიან შემაშინეს. ქალბატონო... უკაცრავად თქვენი სახელი თუ შეიძლება? ჩემი სახელი თამარა, ქალბატონო თამარა.. გარწმუნებთ არაფერია საშიში თქვენ შეგიძლიათ ჩემი დახმარება, თქვენ დიდ გმირობას ჩაიდენთ თუ კი მე დამეხმარებით და მეტყვით სრულად რა მოხდა ვინ დაგემუქრათ და რისთვის გადაგიხადეს ფული, გევედრებით ქალბატონო თამარა, დამეხმარეთ გავიგო.. ვინ, რატომ, და რითვის მოკლა მამაჩემი. ამ სიტყვებმა თამარას გული მოულბო და გადაწყვიტა რომ ყველაფერი მოეყოლა ალექსისთვის, ერთი სიტყვით, ჩემი ვაჟი.. გაგა შემთხვევამდე სამი დღით ადრე მოვიდა ჩემთან მის ამხანაგ კოტესთან ერთად, დამიჯდნენ და მითხრეს რომ მათ ერთ ძალიან ახლო ამხანაგს ესაჭიროებოდა მოპირდაპირე შენობაში გადასვლა, და ეს მხოლოდ ჩემი სახლის სახურავიდან იყო შესაძლებელი, ამიტომ სახურავის გასაღები მთხოვეს, ის შენობა უნდა გაეტეხათ და წილი ჩემს შვილსაც ერგებოდა, და დამემუქრეს რომ თუ კი ვინმეს ვეტყოდი ამ ამბავს, მათი ამხანაგი ჩემს ვაჟს მის ამხანაგებს, და მათ შორის მეც, სიცოცხლეს გამოგვასალმებდა, რაღა უნდა გამეკეთებინა დავთანხმდი, შემდეგ კოტემ 40 ლარიანი დამიდო მაგიდაზე. იმ დღეს, ჩემს სახლში ამოვიდნენ ჩემი შვილი გაგა, მისი ამხანაგი, და ის პიროვნება რომელიც უნდა გადასულიყო სახურავიდან, და ჩემი ვაჟის ოთახში შეიკეტნენ, 5 საათი გაატერეს ოთახში, შემდეგ ოთახიდან გამოვიდნენ და კოტე და ის პიროვნება სახურავზე ავიდნენ, მე გაგამ ჩემს ოთახში ჩამკეტა და გამაფრთხილა რომ არ გამოვსულიყავი სანამ არ მეტყოდა მეც შეშინებულმა დავეთანხმე, შემდეგ რამდენიმე საათში გავიგონე გასროლის ხმა ძალიან შემეშინდა და ხელები ამიცახცახდა, ფანჯარაში გახედვისაც შემეშინდა, ოთახის კარები გამიღო გაგამ და მითხრა გამოდი ოღონდ იცოდე ხმა არ ამოიღო ისადილე და დაწექი მე დამაგვიანდებაო, მართლაც გავიდა სახლიდან და აღარც დაბრუნებულა. ქალბატონო თამარა.. თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ იმ პიროვნების სახელი რომელიც თქვენს ვაჟს და მის მეგობარს ახლდა? თამარა დაფიქრდა და უპასუხა რომ ნამდვილად ვერ იხსენებს მაგრამ მხოლოდ ის ახსოვს რომ რაღაც უცნაური მეტ სახელი ჰქონდა, რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ თამარამ ხმამაღლა წარმოთქვა, გამახსენდა... როდესაც სახლში შემოვიდნენ გაგამ კოტეს უთხრა მიდი შენ და სეხე შედით ოთახში და მეც შემოვალო, გამახსენდა სეხე.. სეხეს ეძახდნენ, ალექსის ძალიან გაეხარდა თამარამ რომ გაიხსენა იმ პიროვნების სახელი და მადლობის ნიშნად გადაეხვია ქალბატონ თამარას, წამოსვლის წინ ალექსიმ მოხუცი თამარას სამზარეულოს მაცივარზე 100 ლარიანი დაუდო ჩუმად და დატოვა მისი სახლი. და მან გადაწყვიტა უბანში ეკითხა მოსახლეობისთვის გაგას ადგილ სამყოფელი, ერთერთმა მას უთხრა რომ გაგას ფალიაშვილზე ბარი ჰქონდა გახსნილი და იქვე ცხოვრობდა ახლოს, ალექსიმ მიაკითხა ბარს და ბარის მენეჯერს ჰკითხა სად იმყოფებოდა გაგა ჭაბუკიანი, მენეჯერმა უპასუხა რომ ის მალე მოვიდოდა მანამდე თუ სურდა შეეძლო ბარში დალოდებოდა, ალექსიც მიუჯდა მაგიდას და ერთი ჭიქა წვენი მიირთვა. ამასობაში ბარში შემოვიდა შავებში ჩაცმული შავი სათვალით, საშვალო ასაკის მელოტი კაცი, რომელიც მივიდა ბართან და ბარმენს დაუწყო ხმამაღლა საუბარი, მენეჯერმა შეაჩერა ის და ალექსისკენ ანიშნა ხელი, მამაკაცმა მენეჯერს უთხრა რომ დაეძახა მისთვის, ალექსი მიუახლოვდა მამაკაცს და მიესალმა, გაგა ჭაბუკიანი თქვენ ბრძანდებით? კი შენ ვინ ხარ? მე ალექსანდრე ვარ რამოდენიმე კითხვა მაქვს თქვენთან, თქვენმა ყოფილმა მეზობელმა მომასწავლა თქვენი ადგილი, სად შეიძლება დავილაპარაკოთ? ეკითხება ალექსი, ჩემს კაბინეტში შევიდეთ პასუხობს გაგა, და შეიპატიჟა ალექსი მის კაბინეტში სასაუბროდ




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent