შურისძიებაში ნაპოვნი სიკეთე (თავი მესამე)
გაგამ გიორგი მის კაბინეტში შეიპატიჟა, დაბრძანდი, და მომიყევი აბა რამ შეგაწუხა საიდან მიცნობ ან რა გაინტერესებს, ალექსი პასუხობს.. მე ბატონო გაგა როგორც მოგახსენეთ ალექსანდრე ზვიადაძე გახლავართ ,თუ შეგიძლიათ მითხრათ სანამ ამ უბანში გადმოხვიდოდით საცხოვრებლად, მანამდე სად ცხოვრობდით და რატომ შეიცვალეთ საცხოვრებელი ადგილი? მოიცადე რა დაკითხვას მიწყობ? მიცნობ გიცნობ? პირველად გხედავ, მოდიხარ ასე თავხედურად და მეკითხები სად ცხოვრობდი რატო ვცხოვრობდი... მოდი თვითონ მითხარი ვინ ხარ და რა გინდა რას წარმოადგენ? ეკითხება განრისხებული გაგა ალექსის, ალექსი გაგას სიმშვიდისკენ მოუწოდებს, და არწმუნებს რომ ის მასთან სამტროდ არ მოსულა.. უბრალოდ მისგან სურს რომ ინფორმაცია მიიღოს, მე ბატონო გაგა 2011წლის 14სექტემბერს მამაჩემი მოკლეს საკუთარ ღონისძიებაზე, ჩემთვის ცნობილია რომ თქვენ იმ ტერიტორიასთან ახლოს უფრო მეტიც შენობის გვერდით სახლში ცხოვრობდით იმ დრომდე სანამ ეს ამბავი მოხდებოდა ამიტომ ძალიან მინდა გავიგო სიმართლე და დამეხმაროთ ამაში, გაგამ გაოცებული სახით ჰკითხა ალექსის, მოიცადე მოიცადე... შენ რა მე მაბრალებ მკვლელობას? ალექსიმ კი უპასუხა, ბატონო გაგა მე რომ თქვენ გაბრალებდეთ მამაჩემის მკვლელობას ჩვენ ასეთი საუბარი არ გვექნებოდა, გაგა ფეხზე წამოდგა თავზე ხელი მოისვა, და ალექსის ჰკითხა.. დალევ რამეს? ალექსიმაც თანხმობა განუცხადა, გაგა სეიფისკენ შეტრიალდა და ცდილობს გააღოს, თან საუბრობს, ვაახ მეც გამიგია კი ეგ ამბავი, რამდენიმე წლის წინ მოხდა მაგრამ იცი რა ვერ გავიგე?... ამასობაში გაგამ საუბართან ერთად სეიფიც გააღო, და სწრაფად შემოტრიალდა და ალექსის მიმართულებით პისტოლეტი გაისროლა, და თან ჰკითხა... შენ საიდან გაიგე რო მე მანდ ვიყავი... ნასროლი ტყვია ალექსიმ აიცილა რადგან დაიხარა ქვემოთ, გაგამ მაგიდა ააყირავა ალექსისკენ რომ ალექსი მოყოლოლიყო, და კაბინეტიდან გავარდა, ალექსიმ კაბურიდან პისტოლეტი ამოიღო და გაგას დაედევნა, კაბინეტიდან გამოსული ალექსიმ დაინახა უკანა გასასვლელის კარები გვიან დაიკეტა და მიხვდა რომ გაგა ამ კარებიდან გაიქცეოდა ამიტომ თავადაც უკანა გასასვლელიდან გავიდა, გასულმა გაგა შენიშნა და მოუმატა სისწრაფეს, პარალელურად მიმართავს ხმამაღლა ალექსი გაგას,... შეჩერდი! გესვრი! გაგა სროლით პასუხობს და თან მირბის, ალექსის კვლავ ასცდა რამოდენიმე ნასროლი ტყვია.. და ნასროლს თავადაც სროლით პასუხობს, სირბილის დროს ალექსიმ შენიშნა ვიწრო გასასვლელთან რკინის კიბე და გადაწვიტა ასულიყო, ავიდა კიბეზე მოხვდა სახურავზე, ახლა სახურავიდან მისდევს გაგას ალექსი ისე რომ ალექსი ხედავს რა მიმართულებითაც მირბის გაგა გაგა კი ვერ ხედავს ალექსის, ალექსი ჩამოსასვლელ კიბეს მიუახლოვდა სწრაფად ჩამოირბინა რკინის კიბეზე და გაგას წინ გადაეღობა,... გაგა პირდაპირ შეასკდა ალექსის და ორივენი ძირს დაგორდნენ, ახლა ერთმანეთს ეჭიდავებიან და ცდილობენ რომელიმემ დაჯაბნოს, გაგა ალექსის ზემოდან მოექცა, და საყელოში აწვება, ალექსიმ მარჯვენა ფეხი მიარტყა გულ მკერდში გაგას და გაგაც უკან გადავარდა,.. ალექსი და გაგაც ორივენი ფეხზე წამოდგნენ, გაგა ალექსის ყვირილით წელში შეუვარდა და აწვება რომ წააქციოს, ალექსიმ კი ორივე მუშტი შეკრა და ერთდროულად დაარტყა ორივე გვერდში ნეკნებში, შემდეგ გაშლილი მარჯვენა ხელიც ზემოდან ქვემოდ დაარტყა კეფაში.. და გაგაც ძირს დაეცა გულ მკერდით, ალექსიმ გადმოატრიალა ზემოდან მოექცა მაჯით გულზე დააწვა და ცდილობს ათქმევინოს ყველაფერი რაც იცის. ჰაა მომიყევი ახლავე ყველაფერი თორემ პოლიცია სანამ გიპოვის მე თვითონ დაგიმტვრევ ყველა ძვალს სათითაოდ, დროზე მითხრარი ვინ არის სეხე და კონკრეტულად ვინ მოკლა მამაჩემი და რატომ, რამდენი ადამიანი იღებდა ამაში მონაწილეობას.. და ვინ სად ცხოვრობს? ეკითხება მუქარის ტონით ალექსი გაგას, გაგაც სთხოვს რომ გაუშვას ხელი და ყველაფერს დაწვრილებით მოუყვება, ალექსიმ გაანთავისუფლა გაგა ორივენი დამშვიდნენ და გაგამ მოყოლა დაიწყო იმის მიუხედავად რომ ხველება გაუმზაფრდა და ნეკნებიდან ხელებს არ იშორებს მაინც ცდილობს ისაუბროს. ერთი სიტყვით მომხდარიდან რამდენიმე დღით ადრე ჩემთან კოტიკა მოვიდა, მითხრა რომ დაბლა სეხე მელოდებოდა, მე სეხეს არ ვიცნობდი.. მაგრამ ბევრი რამ მქონდა მასზე გაგებული კოტიკაც ჩემი ძმაკაციც გვერდიდან არ შორდებოდა მას, შუა საუბრისას ალექსიმ ჰკითხა თუ ვინ იყო კოტიკა და რატომ მივიდა მაინც და მაინც მასთან, გაგამ კი უპასუხა, კოტიკა ჩემი ძმაკაცია იგივე კოტე რა.. ჩემთან იმიტო მოვიდა რომ მე ვცხოვრობდი იქ საიდანაც ის შენობა ახლოს იყო ჩემს სახლთან და მარტივად შეიძლებოდა გადასვლა.. კარგი მერე რა უთხარი შენ როდესაც გითხრა რომ დაბლა სეხე გელოდებოდა? ჰკითხა ალექსიმ, რაღა უნდა მეთავა კარგი რომ არაფერი ხდებოდა მაშინვე მივხვდი.. ვიცოდი რომ შარში ვეხვეოდი მაგრამ რომ არ ჩავსულიყავი ცოცხლად გამატყავებდა მეც და კოტიკასაც ის არაკაცი, რომ ჩახვედი რა გითხრა? არაფერი ჩავედი და ხელი ჩამომართვა ისეთი შესახედი იყო რო სუნთვა მიჭირდა ყოველ სიტყვაზე ვფიქრობდი რომ რამე არ მოეწონებოდა და მომახრჩობდა, ერთი სიტყვით მითხრა რომ უნდა დავხმარებოდი ერთ საქმეში ოღონდ ბევრი კითხვები არ უნდა დამესვა, ძალიან მოკლედ ჩამაყენეს საქმის კურსში მეუბნებოდა რომ ერთი პიროვნებისთვის ჭკუა უნდა ესწავლებინა და ამისთვის მოპირდაპირე შენობაში უნდა გადამძვრალიყო, ეს კი ჩემი სახლიდან იყო შესაძლებელი, მკითხა ჩემს გარდა კიდე ვინმე თუ ცხოვრობდა, მე ვუპასუხე რომ მხოლოდ მე და დედა ვცხოვრობდით მამამ მიგვატოვა და მხოლოდ ჩვენ ორნი დავრჩით, მაგრამ ისიც ვუთხარი რომ დედაჩემს მე დაველაპარაკებოდი და არავისთან არაფერს არ იტყოდა, მან კი ამომხედა მხარზე ხელი დამადო და მითხრა, იცოდე ეს საქმე თუ წარმატებით დასრულდება მაგრად დაგაჯილდოვებ, მაგრამ თუ შენ ან დედაშენს ერთი სიტყვაც წამოგცდებათ თქვენს ხორცს ძაღლებს დავანაყრებო... რაღა უნდა გამეკეთებინა შეშინებულმა თავი დავუხარე და დავარწმუნე რომ არავინ არაფერს არ გაიგებდა, მომხდარის შემდეგ სამივენი გავიქეცით მაგის ძმაკაცის სახლში ვიმალებოდით 3 დღე შემდგეგ კოტიკასთან და მის რამოდენიმე ძმაკაცთან ერთად ბათუმში აპირებდნენ გაპარვას, მე კი საკმარისი ფული დამიტოვეს და გამაფრთხილეს რომ ეს ყველაფერი სიზმარი იყო და მე ვიყავი იღბლიანი ადამიანი იმიტომ რომ სიკვდილის ნაცვლად ფული მაჩუქეს, მას შემდეგ არავინ მინახია, ალექსიმ სახე გაუსწორა და კვლავ დაუსვა შეკითხვა, სეხეს გვარი და მისამართი შეგიძლია მითხრა? გაგამ უპასუხა, სეხეს გვარი ნამდვილად არ ვიცი, საცხოვრებელი ადგილი კი როგორც მახსოვს სოლოლაკში ცხოვრობდა, ალექსი წამიერად ჩაფიქრდა და გაგას ჭკუის დარიგება სცადა, ბიჭო მიხედე დედაშენს ცოდოა, მამაშენმა მიატოვა და შენც მიატოვე, წადი და მიხედე მოხუცია და გვერდით დგომა სჭირდება, ისედაც ნაძირალა ხარ და ერთი სიკეთით ცოტათი მაინც გამოასწორე შენი მდგომარეობა, ამ სიტყვების დასრულების შემდეგ ალექსიმ დატოვა ადგილი ტაქსი გააჩერა და სახლში დაბრუნდა. დაღლილი მივიდა სახლში ალექსანდრე და მის დას სთხოვა ყავა მოეხარშა მისთვის, მისმა დამ კი შესთავაზა მასთან და მის ქმარშვილთან ერთად ევახშმა, ალექსიმ კი უარი უთხრა მხოლოდ ყავა სურდა, მის ოთახში შევიდა და საწოლზე დაწვა, ხელში მობილური ტელეფონი აიღო და მის სტუდენტობის მეგობარ ნური თურმანიძეს დაუკავშირდა, ნური: გისმენთ? ალექსი: ნური გამარჯობა მე ალექსი ვარ ზვიადაძე ხო გახსოვარ? ნური: ვაახ ვისი ხმა მესმის?.. როგორ ხარ ალექსი რამ გაგახსენა ჩემი თავი? ალექსი: შენი დახმარება მჭირდება რაღაც უნდა გამიგო მანდ, და მე ამ დღეებში ჩამოსვლა მომიწევს ბათუმში, ნური: მშვიდობაა და? ალექსი: კი კი მშვიდობაა აუცილებლად გამირკვიე ვინმე სეხე უნდა ცხოვრობდეს მანდ მეტს სახელია მაგრამ სრულად გამირკვიე ვინმე თუ არის ეგეთი მანდ და ვინ არის რას საქმიანობს, ნური: კი ჩემო ძმაო გაგიგებ აბა რას ვიზავ მაგრამ რამე შარში თუა იცოდე მეც მომხსნიან დამიჭერენ და შენც არ დაგადგება კარგი დღე გაიგე? ალექსი: ვიცი ნური ვიცი ნუ ღელავ არაფერია ისეთი უბრალოდ პირადულია, მე აქ რაღაცეებს მოვაგვარებ შენ მანდ გამირკვიე, და ამ დღეებში ჩამოვალ, ნური: კარგი ალექსი აბა შენ იცი შენი იმედი მაქვს გელოდები რო ჩამუხველ შემეხმიანე და? ალექსი: რა თქმა უნდა აბა დროებით ჩემო მეგობარო. ალექსიმ დაასრულა ნურისთან სატელეფონო საუბარი, და ამასობაში მან დის მომზადებული ყავა მიირთვა და დაღლილმა მალევე დაიძინა რადგან მეორე დღეს მას უამრავი რამ ჰქონდა გასარკვევი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.