შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უარყოფილი (თავი 8)


29-08-2020, 22:16
ავტორი vivien
ნანახია 1 286

საშინლად არ მინდა დაძინება ამ სიბინძურეში. იქ სადაც ჩემი ადგილი არ არის და არც არასდროს ყოფილა, მაგრამ სავარძელში მაინც მეძინება.
დილას გამომძიებლის ზარი მაფხიზლებს. დენდარტყმულივით ვხტები ფეხზე და სწრაფადვე ვმშვიდდები, როდესაც ტელეფონის ხმა მესმის.
- გამარჯობა სანდრო.
- ელიზაბეტ, პირველ რიგში ვიზიარებ შენს მწუხარებას, ტელევიზიიდან გავიგე ყველაფერი.
- მადლობა. არის რამე ახალი?
- კი საკმაოდ ბევრი რამ. რომ მოიცლი გამომიარე.
- კარგი სანდრო, ნახვამდის.
ტელეფონს ვთიშავ, თუ არა სამზარეულოში გავდივარ. წყლით სავსე ჭიქას ვსვამ და უკანვე ვბრუნდები. ჩემს გარდა ყველას სძინავს. დედას ვუახლოვდები.
- როგორი ლამაზი მყავხარ დე.
ვუღიმი და ჩუმად ვიწყებ ბუტბუტს. დედასთან საუბარში ხელს ნინას ყვირილი მიშლის.
- ელა, ელიზაბეტ სად ხარ?
ოთახში გიოსთან ერთად შემორბის ნინა და მეხვევა. ხელებს ვერ ვამოძრავებ გაშეშებული ვდგავარ. ჩემი უმოქმედობა აბნევს, წამში მცილდება და გაკვირვებული მიცქერს.
- კარგად ხარ ?
ვეკითხები ცივად. ხმის ამოღებას ვერ ასწრებს ისე შემოდიან ოთახში ერთმანეთის მიყოლებით ნაცნობი და უცნობი ადამიანები. მათ შორის უმეტესობა თვალცრემლიანი მიცქერს. მათ ჩურჩულს და საბრალო გამოხედვას ჭკუიდან გადავყავარ. ჩემი ნათესავები შორიდან მიყურებენ და ახლოს მოსვლასაც ვერ ბედავენ. ნათესავები, ახლობლები, მეგობრები. ადამიანები, რომლებიც ერთდროს ჩემთვის ყველაფერს წარმოადგენდნენ. მათზე მეცინება. მათი საცოდაობა ზღვარს სცდება. შორიდან ვლანდავ აივანზე მდგომ დეიდაჩემს. მისკენ ამაყი ნაბიჯებით მივდივარ, ჩემგან ზურგით დგას და მსხვილ ცრემლებს იწმენდს.
- დეი..
ვამბობ ირონიულად სახელს, რომელსაც მას მხოლოდ მე ვეძახდი. ადგილზე შრება. უკან ბრუნდება და გაკვირვებული მიყურებს. ხმას ვერ იღებს, გაუნძრევლად დგას, ცრემლები კი მის სახეზე შეუჩერებლივ მიედინებიან.
- ელიზაბეტ.
ნელ-ნელა სუნთქვა უმძიმდება, ნიკაპი უკანკალებს. მეგონა რომ მისი ეს მდგომარეობა მესიამოვნებოდა, თუმცა საერთოდ ვერ ვგრძნობ სიამოვნებას. სახეს ვასერიოზულებ და თვალებში ვუყურებ.
- მაპატიე.
ბოლოჯერღა ამბობს და იქვე იკეცება. მეც მას მივყვები.
- მე ეს არ მინდოდა გესმის? არ მინდოდა ასე მომხდარიყო. ხომ იცი რომ არასოდეს მიგატოვებდი? ხომ იცი რომ დეიდაშენი ამას არ გაგიკეთებდა? ელა ხომ იცი?
ერთს ღრმად ისუნთქავს ჰაერს და ლაპარაკს განაგრძობს.
- მამაშენმა, იმ არაკაცმა, გვაიძულა დაგვევიწყებინე, დაგვემუქრა. დამემუქრა გესმის, რომ თუ შენ დაგეხმარებოდი მომიკლავდა ყველა ოჯახის წევრს.
სიტყვები ერთმანეთში ერევა. სულ კარებისკენ იყურება მამაჩემის მოლოდინში, რომ ერთად არ დაგვინახოს. უხმოდ ვაყენებ ფეხზე და აივნიდან გავდივარ, სადაც დამწუხრებულ "გამტაცებელს" ვხედავ. ყველა გრძნობა ერთმანეთში მერევა მისი დანახვისას. ამდენი ხნის შემდეგ ის ჩემს წინ დგას და თვალებში მიყურებს. მისკენ მივემართები, თუმცა ნინა ხელს მიჭერს და ჩემს ყურთან მკაცრად ჩურჩულებს.
- არ გაბედო რამის გაფუჭება.
მას ზიზღით ვუყურებ. სახეზე ღიმილს ვიკრავ და ისე ვკიდებ ხელს ხელზე ზურას.
- გარეთ გავიდეთ.
- შეგვიძლია შენს საძინებელში შევიდეთ.
ამჯერად უფრო მაგრად ვუჭერ ხელს და კარისკენ ვუბიძგებ. როგორც კი ხალხისგან მოშორებით გავდივართ ხელს ვკრავ და მის წინ ვდგები.
- როგორ ბედავ აქ მოსვლას?
- მოსაწვევი უნდა მიმეღო?
- გაეთრიე ქედან ახლავე. წადი და აღარ დაგინახო აქ მოსული
- კარგი რა..
ეცინება ირონიულად.
- თორემ შენს გოგოს..
- აღარ გაბედო მისი სახელის ხსენება.
სახეზე ხელს მიჭერს. მეც სწრაფად ვიშორებ მის ხელს სახიდან, რადგან მისი შეხება გულს მირევს.
- კარგად ზურა.
- შეხვედრამდე პატარავ.
ირონიულად იღიმის და უკან მოუხედავად მტოვებს. ამასობაში ღამდება და ხალხიც გვტოვებს მხოლოდ მე, ჩემი და და მეგობრები ვრჩებით. იქვე სავარძელში ვზივარ, როდესაც დოინჯშემორტყმული ნინა მიახლოვდება.
- თავი ვინ გგონია? ვინ მოგცა იმის უფლება რომ ასე მოიქცე საკუთარი დედის პანაშვიდზე, მაშინ როდესაც ის შენს გამო მოკვდა. გამწარებული ფეხზე ვდგები და მოქნეულ ხელს პირდაპირ სახეში ვურტყავ.
- არაფრით, გესმის? არაფრით განსხვავდები მამასგან.
მანქანის გასაღებს, სიგარეტის კოლოფს ვიღებ და სახლს ვტოვებ. ოდნავი დამშვიდების შემდეგ სანდროსთან მივდივარ და მოპოვებულ მასალის ასლს მას ვაძლევ.
- როგორი მოტივირებული ხარ, მაკვირვებ.
იღიმის სანდრო და პირისპირ მიჯდება.
- ჩათვალე ეს ჩემს სიცოცხლეზეა დამოკიდებული.
- მაშინ მომილოცავს. მალე კომპანიის საკუთარ ნაწილს დაიბრუნებ. ვინაიდან და რადგანაც დედაშენის წილი შენზეა გადმოფორმებული. სულ რამდენიმე დღეში კომპანიის ნახევრის მმართველი შენ გახდები.
- თქვი რომ ეს სიმართლეა.
სიხარულისგან თავს ვერ ვიკავებ.
- აი ორმაგად გაგახარებ ცოტახანში მეორე საქმეზე.
- ოქრო ხარ ოქრო. წავალ ახლა, დროებით.
ვუღიმი სანდროს ხელს ვართმევ და ისე ვტოვებ მის კაბინეტს. სახლში მისვლა არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ხვალ დაკრძაკვაა. ამის წარმოდგენა მანადგურებს, თუმცა ორმაგად ვძლიერდები. ვიცი, რომ უკან არ დავიხევ და ყველაფერს გავაკეთებ შურისძიებისთვის. სახლში უემოციოდ შევდივარ.
- რა ჯანდაბა გემართება? როგორ ექცევი შენს დას? ახლა ამის დროა?
მკლავზე მკიდებს ხელს დამიანე და უხეშად მიბიძგებს აივნისკენ.
- ეს შენ ნამდვილად არ გეხება.
ხელს ვაშვებინებ, მხარს ვკრავ და ოთახში ვბრუნდები. მთელ ღამეს თეთრად ვათენებ. უხმოდ ვზივარ დედას წინ და მის თითოეულ ნაკვთს ვიმახსოვრებ. ცრემლები გაუაზრებლად მდის. ნერვები ერთ წერტილში ერთიანდება და მტკივნეულად მაჭერს. თვალებს ვხუჭავ. ვცდილობ, მისი ბედნიერი სახე წარმოვიდგინო, მინდა მხოლოდ ასეთი მახსოვდეს.
- არ შემიძლია, არ შემიძლია. ასე უბრალოდ ვერ გაგიშვებ დე. ყველაფერს თავისი დრო აქვს ჯანდაბა. ჯერ ძალიან ადრეა. ნეტა შემეძლოს, ნეტა შემეძლოს დე, დროის დაბრუნება. შენს გამო დე, მხოლოდ შენს გამო მაინც შევძლებ.
თავს მის გულზე ვდებ, რომელიც აღარ ძგერს, ეს კიდევ უფრო მეტად მკლავს, მკლავს და უკან დასაბრუნებელ გზასაც არ მიტოვებს, სასაცილოა როდის იყო მკვდრები ბრუნდებოდნენ. ეს დასასრულია. ხელზე ვიღაც მეხება, თავს ვწევ და თვალებს ნელ-ნელა ვახელ. რაღაცის თქმას ვაპირებ გვერდზე მჯდომი ლუკასთვის, თუმცა მაჩერებს. მეც მას ვენდობი, მხარს მის მხარს ვაყრდნობ და თავს მის კისერში ვრგავ. სასიამოვნო სურნელს ღრმად ვისუნთქავ და ვერც კი ვგრძნობ როდის მეძინება. დილას ბელას შეხება მაღვიძებს, თვალებით მითანაგრძნობს დღევანდელ დღეს, დღეს ხომ ის დღეა დედა, რომ წავა აქედან და ვეღარასდროს შევეხები თუნდაც მის ცივ სხეულს. შავებში ჩაცმული ვზივარ ჭირისუფლების ადგილას მხოლოდ დედას ვუყურებ ასე მარტოსულად არასდროს მიგრძვნია თავი. ასეთი არაფრის მთქმელი არასდროს ყოფილა დღე. დასაფლავების დრო დადგა, მიწას მუჭში ვიქცევ და თვალმოუშორევლად ვუშვებ დედას მიმართულებით, შემდეგ ვბრუნდები, ვბრუნდები და უკან აღარ ვიხედები არ შემიძლია ვუყურო არ შემიძლია ვუყურო როგორ მიდის სამუდამოდ, მიდის და მტოვებს. ეს ბოლოა, ეს ნამდვილად ბოლოა. გულზე ხელს ვიჭერ, გულის ცემას ვერ ვგრძნობ, ასე მგონია რომ გაჩერდა. სუნთქვა მიჭირს თვალებს ვეღარ ვახელ და საბოლოოდ ლუკას მკლავებში გონებას ვკარგავ.
გონს საავადმყოფოს პალატაში მოვდივარ ვხვდები, რომ ყველა რიტუალი გამოვტოვე ეს შვებას მგვრის. თავთან ბელას ვხედავ ჩემს მოძრაობაზე იშმუშნება თვალებში მიყურებს და ხელს მსუბუქად მიჭერს ხელზე
- ამასაც შევძლებთ, ამასაც გადავიტანთ.
პასუხს ვერ ვცემ, ჭერს ვუშტერებ თვალს და ვცდილობ ამღვრეული თვალები რამენაირად შევაჩერო. ექიმი სახლში გვიშვებს ისედაც ვიცი რამდენად მოვწყვიტე საკუთარ საქმეებს ბელა ამიტომ მას ძალით ვაგდებ და ნელ ნელა მივუყვები სახლის გზას. სახლში არავინ მხვდება აივანზე გავდივარ მოაჯირს მთელი ძალით ვეყრდნობი და სიგარეტის ერთ ღერს ტუჩებს შორის ვიქცევ. მონატრებულ არომატს ღრმად ვისუნთქავ. წელზე ხელის შეხება მაფხიზლებს. ვგრძნობ, რომ ის არის. ხმის ამოუღებლად ვიცი, რომ ახლა ჩემს უკან ლუკა დგას. უკნიდან მეხვევა და თავს ჩემს კისერში რგავს.
- არაფერი თქვა უბრალოდ ცოტახნით ასე ვიყოთ.
რამოდენიმე წუთის შემდეგ მისკენ ვბრუნდები ხელებს კისერზე ვხვევ, თვალებში ვუყურებ. ვცდილობ მისი ყველა ნაკვთი დავიმახსოვრო.
- ლუკა..
თითებით სახეზე ვეფერები. თვალებს ხუჭავს, ტუჩებს ერთმანეთს აშორებს ახლა მხოლოდ ერთი რამ მინდა. მინდა, რომ მთელი ცხოვრება გაგრძელდეს, არასდროს დასრულდეს ეს სიტუაცია. ერთ ხელს თმებში მიცურებს ნაზად მეფერება თმაზე და მეც მის ნებას მივყვები. თითის წვერებზე ვიწევი და ჩემს ტუჩებს მისას ვუერთებ. ნაზად და აუჩქარებლად მკოცნის. მთლიანად ვიკარგები მის მკლავებში. საბოლოოდ მაინც ვწყდები.
- როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა, თუმცა შენ ამას არ იმსახურებ.
პასუხის გაცემას ვერ ასწრებს ისე სწრაფად ვშორდები და სახლს ვტოვებ. ყვავილების დიდი შეკვრით მივიწევ სასაფლაოსკენ, ამაყად მივაბიჯებ და მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლოა ბოლო იყოს. გაყინულ ქვასთან ვჩერდები, გული მეკუმშება წამით აქ მოსვლასაც ვნანობ, მაგრამ არა აქ მოსვლის გარეშე ვერ დავასრულებდი ყველაფერს. ქვის გვერდით მიწაზე ვჯდები.
- და რა? გგონია შენზე გაბრაზებული არ ვარ?
ისე ვიწყებ საუბარს მეც ვერ ვხვდები
- არ გქონდა ასე წასვლის უფლება. საერთოდ არ იფიქრე ჩემზე. საერთოდ არ იფიქრე აქ რას გავაკეთებდი, როგორ შევძლებდი უშენოდ ამ ბინძურ სამყაროში ცხოვრებას. არ იბრძოლე მე კი.. მე კი აქ ყოველდღე ბრძოლა მიწევს. დამტოვე ასეთი მარტოსული, უგულო, უყველაფრო. იცი როდის გავხდი უგულო? როდესაც შენს შვილს შენს სისხლსა და ხორცს უთხრეს დედაშენი შენ მოკალიო. იცი რა გრძნობაა, როდესაც შვილს დედის სიკვდილში ადანაშაულებენ? არა არ იცი და ამას ვერც ვერასდროს გაიგებ. მე შენ მოგკალი, მე შენ მოგკალი დე შეიძლება ასე პირდაპირ არა, მაგრამ შენს სისხლში ჩემი ხელებიცაა გასვრილი. ამას ვერ ვუძლებ. აუტანელია დე მტკივა არაამქვეყნიურად მტკივა. სახლში მისულმა უშენობა ვიგრძენი დე. შემაცია, სულში დამიარა სიცივემ. შენს გარეშე ყველა ჩასუნთქვა მტკივა. არ მეგონა, თუ ასეთი უღმერთო მონატრება შემეძლო. შურს ვიძიებ დე, შენს გამო მაინც არ დავნებდები. შენ დანებდი მე კი ამას არასდროს გავაკეთებ. მათ არ იციან დედის სისხლში გასვრილ ხელებს რისი გაკეთება შეუძლიათ მათ არ იციან, მათ არ ესმით. შურისძიება ახლა იწყება.
სანდროს ზარი მაფხიზლებს, ღიმილით ვპასუხობ და ისიც ასევე ბედნიერი მახსენებს ახალ ამბებს.
- კომპანიის წილი ჩვენია, გაემზადე სოლიდურად ჩაიცვი, გამოგივლი და კომპანიაში ერთად წავიდეთ.
- საუკეთესო ხარ საუკეთესოთა შორის სანდრო
- რამე ახალი გეთქვა
სიცილით მპასუხობს და მეც ვუთიშავ ტელეფონს. ჯერ ბელასგან ვიგებ, რომ ლუკა სახლში არ არის და შემდეგ ვბრუნდები გამოსაცვლელად. შავ მაღალწელიან კლასიკურ შარვალს ვიცვამ, შავ მოკლე მკლავიან მაისურს და ასევე შავ კოსტუმს ვუხამებ. ბოლოს მაღალქუსლიან შავ ფეხსაცმელს ვიცვამ მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ და საკუთარი თავით კმაყოფილი სარკეში ვიხედები. შეტყობინება სანდროს მოსვლას მაუწყებს, მეც ქვევით ჩავდივარ და სანდროს გვერდით ვიკავებ ადგილს.
- მშვენივრად გამოიყურები, კარგად გიმუშავია
დარჩენილ გზას უხმოდ გავდივართ. გული იმდენად სწრაფად მიცემს, მგონია მალე საგულედან ამომიხტება. თავი მყარად მიჭირავს ვიცი, რომ შევძლებ. დანიშნულების ადგილს მალევე ვაღწევთ. მამაჩემს კონფერენცია გაუმართავს და უკვლებრივ ყველა თანამშრომელი შეუკრიბავს. ღიმილით შევდივარ ოთახში და ყველას ყურადღებას ვიქცევ.
- მოგესალმებით, ახალ წესებს მე გაგაცნობთ. თავისუფალი ხარ დავით, მადლობა
ვუღიმი ირონიულად და მის ადგილს ვიკავებ.
- ხუმრობ არა?
სიმწრისგან ჩურჩულებს, მაგრამ მაინც ვერ აკონტროლებს ბოლომდე ხმას. სანდრო ფურცლებს უდებს მაგიდაზე.
- ამას განანებ.
ერთს კიდევ ამბობს და ისე ტოვებს დარბაზს. მეც ღიმილით განვაგრძობ თანამშრომლების გაცნობას. მათთვის ახალ წესებს ვადგენ და ჩემს ახალ კაბინეტში შევდივარ სანდროსთან ერთად.
- ახლა მე წავალ, იმედია თავდაცვის საშუალებები გაქვს.
თვალს მიკრავს და კარებისკენ მიდის შემდეგ ტელეფონს აკვირდება.
- ხო მართლა დღეს კესარია კლუბში მიდის მეგობრებთან ერთად.
- დიდი მადლობა სანდრო, ყველაფრისთვის.
ასეთი ბედნიერი და საკუთარი თავით კმაყოფილი დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ღიმილს სახიდან ვერ ვიშორებ. საღამომდე რამდენიმე დოკუმენტს ვკითხულობ, ვსწავლობ და ხელს ვაწერ. დღის ბოლოს კი ესემესს ვაგზავნი სპეციალურად დაქირავებული მამაკაცისთვის.
- დროა, იცი რაც უნდა ქნა. გვიან მეც მოვალ.
ტელეფონს მაგიდაზე ვაბრუნებ, სავარძელში კომფორტულად ვთავსდები.
- ესეც პირველი ნაბიჯი დე.



№1 სტუმარი სტუმარი ხატია

ძალიან მომწონს იმედია მალე დადებ შემდეგ თავს

 


№2  offline წევრი vivien

სტუმარი ხატია
ძალიან მომწონს იმედია მალე დადებ შემდეგ თავს

მადლობა ❤ კი, არ გალოდინებთ. ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent