შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფორთოხლის ბაღი (სრულად)


30-08-2020, 00:00
ავტორი ტურაგო
ნანახია 12 307

მზე ცაში იწვა,თუმცა დედამიწას სითბო მაინც აწვიმდა.მომეტებული სიცხისგან თითქოს უფერულ ჰაერს სიყვითლე გარეოდა,ადამიანთა თვალებში ყვითლად ლღვებოდა სივრცე...სამარისებურ სიჩუმეს თავხედი ხმები სადღაც ჩაემწყვდია და წუთებით სამყაროს შუაგულში არსებული ეს ჩუმი ადგილი ვიღაცის ოცნებებში წარმოდგენილსა და გაცხადებულ სურათს მოჰგავდა.

მწვანე საბნად გაგებულ,ბალახების გუნდზე თავმომწონე სვეტებიბით აღმართულიყვნენ ფორთოხლის ხეები.სიმწვანეში ანთებული,ყვითელი ნათურებივით მოსჩანდა მრგვალი,დიდრონი ფორთოხლები.მსუბუქი სიოს გრილი ენა ახერხებდა და ართმევდა მათ მცირედ სურნელებას,ფოლაქების მსგავსად აბნევდა ჰაერს,ჰაერიდან კი ადამიანთა სხეულებში ფანტავდა ფილტვების შესამკობად.ველური ყვავილები ეჯიბრებოდნენ ფორთოხლებს.შემოიძარცვეს ნოტიო მათრობელა სუნამოები და ქარს მიანდვეს თავადაც...
მსუბუქად ელაგა დაბლით ქალის მზით დაფერილი ფეხები,მათგან დაცურებული თეთრი სარაფნის კიდეები ამოწვერილ ბალახებს ეპოტინებოდა.შიშვლად გამომზირალ კანზე ფოთლების ჩრდილები ამოტიფრული ნახატებივით ჰქონდა მიმობნეული.მრავალი ფორთოხლის ნარინჯისფერი ნათურები ეყარა ძირს და მათ შორის გვერდულად მწოლიარე,საკუთარ მკლავს დაყრდნობილი,თვალებდახუჭული ქალი სანახევროდ გაშლილ თეთრ ვარდს მოჰგავდა.დატალღული ღია ფერის თმები ბეჭების სისწორეს უმთავრდებოდა,ცალკე გამდგარი,გამოყოფილი რამდენიმე კულული კოკორს მოწყვეტილი ფურცლებივით ლავიწებში უწვა და თითების მსგავსად ელამუნებოდა.
აუჩქარებელი სუნთქვის მიუხედავად,მკერდის მაღლით და დაბლით საფეხურებზე თამაში მაინც შესამჩნევად იკვეთებოდა-ამ კადრის დაჭერა ცოტა არ იყოს სასიამოვნოდ გამაბრუებელი იყო.სწორი ძარღვებით ნაქსოვ თითებს ბალახები სანახევროდ უფარავდა...ცოტაც და დაიჯერებდა რომ ფიტული იყო.

მხატვარი არც ისე შორს,საღებავებით ამოთხვრილი წინსაფრით იჯდა ქალის პირისპირ.ტილოს გამოზომილი სინაზით სჩუქნიდა ფერებს.
წვივები ჩაფლული ბალახებში ფორთოხლებს შორის,კაბის თამაში მუხლის თავებთან,ნაკვთების თითქოსდა შეუმჩნეველი შეტოკება,წვრილი ხორცისფერი ხვლიკები თმების ბუჩქად,სავსე ბაგეების საკეტი,თვალების საკანში დატყვევებული მეამბოხე სული ქალის...გზადაგზა ფუნჯს აყოვნებდა,რაღაც აკლდებოდა,რაღაც გაუმხელელი.სახეზე უდარდელი გამომეტყველების მიღმა ჩაბუდებული უთქმელი სათქმელი.ვის უნახია განა ადამიანი ბოლომდე მხიარული!
ქალის თვალებიდან გადმოვარდნილ სულის წმინდა მარგალიტის მარცვლებს,რომლებიც რაღაც ამბებ არეკლილები იყვნნენ,მინდორზე დაცემული ცვრის ნამის სახით ნიღბავდა და ისე ხატავდა.და ვიდრე ხატავდა,ვიდრე მისი გონება ყურადღების მაჯებს ჰყავდა შეპყრობილი,წარმოსახვა მაინც აეშალა.ძლიერი ქარის შემობერვისგან როგორც ფრიალებს მრავალი ფურცელი ისევე გადაეფურცლა მხატვარს აზრებიც.ჰარმონია შეეპარა მთელს არსებაში...

მაღალ მთაზე იდგა.მკლავებგაშლილი ამ თავისი ფერებში გათხუპნილი ტანისამოსით რომელიღაც უცხო ფრინველს ჰგავდა,ჭრელბუმბულიანს.უფსკრულიდან ამოვარდნილი სუსხის ორთქლი სულს უცოცხლებდა,სხეულზე დამჩნეულ უფერულ იარებზე სალბუნივით ედებოდა.
აქამდე არასდროს შეჭრია სხვა წარმოსახვაში,არავისთვის მიუცია უფლება რჩეულ ადგილზე მის გვერდით მდგარიყო.ბოლო დროს კი დაუკითხავად დააბიჯებდა და ინაწილებდა უფსკრულის სუსხს ქალი რომელსაც იმ წუთებში,იქ რეალურ სამყაროში ხატავდა.როცა ფერების ოსტატის გვერდით იდგა,აღარ მოჰგავდა ვარდის გაუშლელ კოკორს,არამედ ჩიტს ჰგავდა,ფრთებ დამძიმებულ ჩიტს.
ტრიალი მინდორი ხახადაღებული კლდის პირას.ღამე გვიანი.ქარის ენები.ცა გადაშლილი ვარსკვლავების გაბნეული ღიმილით. თითქოს ეს იყო წარმოსახვის ყველაზე სასიამოვნო ნაფლეთი რომელიც მხატვრის არაფრისმომცემი სამყაროს ჩამოხავებულ კედლებს ბზარებს უჩენდა და ნანატრ მყუდროებას უბუდებდა გულში ფერების ოსტატს.სული ხეტიალს ასრულებდა,ცარიელ სხეულს ეძგერებოდა და აგორებულ რისხვის ტალღებს აცხრობდა.

-არაფერს მეტყვი მხატვარო?-წარმოსახვაში აკინძული მარიონეტის მშვიდი ხმა.
-ზოგჯერ სიჩუმე სულაც არ ნიშნავს იმას რომ სათქმელს ვაგროვებთ-საუბრობდა ისე როგორც სურდა სინამდვილეში ესაუბრა ვინმესთან.
-აბა,აბა რაზე მიანიშნებს?
-განცდების მოსმენაზე,ჩვენში მოხეტიალე აზრს ფეხდაფეხ დავდევთ ამ დროს,ხან ვეთანხმებით,ხანაც ვეწინააღმდეგებით.
-და მაინც,ესეიგი სათქმელი მზადდება არა?
მხატვარს გვერდული ღიმილი გაეპარა,სიხალისის მზერა ბაგეებზე გაუქვავდა...იღიმებოდა ორივეგან,ბაღშიაც და იქ მაღალი მთის წვერზეც
-ჰო,მაგრამ იშვიათად თუ ვწყვეტთ ალბათ ამ გამზადებული სათქმელის გამხელას.-ცოტახნის შემდეგ კვლავ განაგრძო-ერთ დღეს ავდექი და შემოვიკრიბე საკუთარი შფოთი,შიშები,ღელვა,სხვადასხვა ფრომებში,ნივთებში ჩავამწყვდიე,ტილოებზე გადავიტანე და ამ გზით თითქოს დავიცალე მათგან.მხატვრობა გადამრჩენელი გახდა ჩემთვის.მას შემდეგ ფერები დანაწევრებული განწყობის შერწყმაში მეხმარება.როცა ვგრძნობ რომ შემიძლია რაღაც შევქმნა ვხვდები რომ უსაზღვრო აზრი ეძლევა ჩემს არსებობას.აღარ მინდება გავეცალო ყველასა და ყველაფერს.
-რომ გითხრა დაცემა არ მიგემიათქო რას მეტყვი
-არ იქნებოდა მთავარი მე რას გეტყოდი.რეალობას ჩემი სიტყვები ვერ შეგიცვლიდა
-ასეთი რთულია დაიჯერო რომ არსებობს ადამიანი ტკივილ გამოუცდელი?
-ადამიანად ყოფნაც ხომ ტკივილია რაღაც დოზით
-გააჩნია ვისთვის როგორ
-და მაინც...შენს თვალებში არის რაღაც
-რა,რა არის?
-ამბავი რომელსაც აღარასდროს არავინ გაიხსენებს,მაგრამ ყოველთვის იარსებებს.ის იმ ხმაურიან ცხოველს ჰგავს რომელსაც თითქოსდა ნების საწინააღმდეგოდ მაგ შენი თვალების საკანში ყოფნა მიესაჯა და ისღა დარჩენია გააფთრებით იგრგვინოს განთავისუფლებისთვის.ცდილობს გადმოლახოს შენი გონება,ბაგეები,თუმცა ბრკოლდება,აბრკოლებ.ცხოვრობს თვალების სარკეში იმის იმედად რომ ერთ დღეს შეძლებს ვინმე მის შემჩნევას და დაახსნევინებს თავს.
-ხელოვანი ხარ და ყველაფერს მძაფრად აღიქვამ
-ადამიანი ვარ,ადამიანი რომელიც არსებობამ გამოაწრთო.

ტილოზე სურდა აღებეჭდა ის სურნელება რომელიც ფორთოხლებისგან იყო ახვეტილი და თავს არ ანებებდა.რაში ჩაემწყვდია,ვისთვის/რისთვის მიეკედლებინა ეს თავბრუსდამხვევი.ქალის თმებისთვის?მაშინ ხვლიკები უნდა დაეფრთხო...მისი კანისთვის?სხვებიც იგრძნობდნენ,ეგოისტურად მხოლოდ თავისთვის უნდოდა...სულისთვის?სულის სურნელება,როგორ ლამაზად ჩაესმა.ვის გაუგია მსგავსი!მაგრამ არ ადარდებდა.თავად ხომ ეცოდინებოდა,თავად ხომ შეიგრძნობდა როცა ნახატს მოკრავდა თვალს და იგრძნობდა რომ ამ ყვითელი ნათურების განსახიერებები უკვალოდ არ გამქრალა.

-რამე მიამბე მხატვარო
-რა,რა მოგიყვე?
-ოღონდ სიჩუმე გადაფარე და რაზეც გინდა ისაუბრე.
-მე მიყვარს სიწყნარე.ყველაზე მეტყველი,ყველაზე ბევრი რამის დამტევი მგონია სიჩუმე.ზიხარ სიმშვიდეში,არც აბეზარი მწერების ხმა,არც შრიალი ფოთლების,არც ადამიანთა ემოციური ხმები,უბრალოდ თითქოს ასეთი მოდუნებული,ყველაფრისგან დაცლილი და თან ყველაფრისგან ავსებული რაღაცისკენ მიილტვი,რაღაც სანუკვარისკენ.ასეთ დროს ვგრძნობ თუ როგორ ვტივტივებ მსუბუქი ნივთივით...ერთ წერტილს ვაშტერდები და მალევე ყოველივე ორდება ირგვლივ.თვალებს ვხუჭავ,წესით ასეთ დროს ხომ დახუჭული თვალების მიღმა სრული სიბნელე უნდა მეგებებოდეს,არ უნდა ჩანდეს რაიმე,არადა სწორედ მაშინ,ყველაზე მძაფრად იწყებენ კადრები მოძრაობას,მოდიან და მოდიან გზად შემოყრილი ადამიანთა სახეები.ბევრი მათგანი ალბათ აღარც უნდა მახსოვდეს,მაგრამ ისინი თურმე არსად მიდიან.ეს ადამიანები იმ ისტორიას ჰგვანან რომელიც შენი თვალების გამომტვრევას ლამობს,აი აღარასდროს რომ არ გაიხსენებენ ისეთებს და არ გვანებებენ დავიწყებას,რადგანაც ვიხილეთ,რადგანაც შევეჯახეთ უკვე რაღაც დოზით ჩვენი სავალი გზის მგზავრები გახდნენ.
რაც უფრო ვეშვები,ვდუნდები,სულ უფრო ვრწმუნდები რომ ვიძირები,თითქოს გავდივარ იატაკის,მიწის ქვემოთ და რაღაცისთვის ვემზადები.ეს გადაშლილი მდინარის ზედაპირიდან აუჩქარებლად,ნელ-ნელა ჩასვლას ჰგავს ღრმად ფსკერამდე,იცი რა შეგრძნებაა ასე წყლის გაკვეთა და გავლა მასში?თითქოს ნოსტალგია მბოჭავს და ამავე დროს გარბის ჩემგან.
მინდება იმ ადგილებთან დაბრუნება რომლებიც დიდი ხანია აღარ მინახავს,მგონია რომ ყოველი ქუჩა,ყოველი კადრი რომელიც მახსენდება და უკან მოტოვებულია,ჩემგან ჩამოვარდნილი ჩემი სხეულის ნაწილია და წარმოიდგინე რამდენი დამიკარგავს.მონატრება-ამ სიტყვას არასდროს ვახსენებ,ყველაზე მეტად ვგრძნობ,მაწუხებს,რომ არსებობს ასეთი შეგრძნება,ყველაზე ღრმაა"მონატრება"-მონებად ქცეულები ვართ იმისა რაც გვაგონდება და ვიცით რომ ვეღარ ვიხილავთ.არ მინდა მენატრებოდეს ვინმე ან რაიმე.არ მინდა არსებობდეს ეს სიტყვა ისევე როგორც არ მინდა არსებობდეს სიტყვა "სიმახინჯე" არ გვაქვს ჩვენ ადამიანებს უფლება ჩვენივე მსგავსს ან თუნდაც სულ სხვა რაიმე საგანს მახინჯი ვუწოდოთ,მაშინ როცა ყველასა და ყველაფერში ხიბლის მომნუსხველი სული ტრიალებს და ვკლავთ დაუნახავობით.

იხატებოდა ლურჯი ცა,ღრუბლების ფთილებით ამოკემსილი.ისიც ვიღაცის ის ცა იქნებოდა რომლის ვერ'ნახვასაც იდარდებდა ალბათ როდისმე ვინმე.მხატვარმა აღმართულ ხეებშიც გააცოცხლა გაწელილი,დაუსრულებელი მონატრება.ფორთოხლების ცოცხალი ფერიც დაამძიმა როგორღაც ამ გრძნობით და ბოლოს...ეს ქალი,ვისი მონატრება ერქვა მას?ყველაზე მძაფრად მას შემოეხვია ამ სიტყვის მნიშვნელობა.

მაღლა,კლდეზე მდგომს გვერდს კვლავ უმშვენებდა ნაცნობ/უცნობი ქალბატონი,თვალებში ჩაჰყურებდა.საკუთარი მზერით ცდილობდა იმ ფოლადის გალღობას რომელიც გაუალ კედლად აღმართულიყო ამ გაუშლელი ვარდის მზერის წინ.თრთოლვით შეახო თითები ქალის კანს,მხრებს,იქ კი ბაღში საღებავებით სული შთაბერა და ტილოს დააკრა აღქმული.წამწამებს შეეხო გრძნობით გაჟღენთილი თითები და ისინი თვალებში არეკლილნი გადაიხატნენ.სახისკენ წაღებული ხელი შეაყოვნა,ბაგეებს გაერიდა,ჯერ ლავიწებისკენ გაიქცა,კისერზე დაუცურა ფრჩხილები,შემდეგ შუბლს დაუბრუნდა,ღაწვებსაც ესტუმრა- დაიზეპირა მეტყველი სახე. ბაგეები კი!...გათამამდა,ნაბიჯები კიდევ ფრო წინ გადადგა.ხორცისფერი ხვლიკები,თლილი დანებით დააფრთხო.სახე სახის წინ და ერთმანეთის სულის სურნელებები...მზერა კიდევ ერთხელ გადაავლო,ამოწმებდა რაიმე ხომ არ გამორჩა და რაც აკლდებოდა ბოლო დეტალი...ალუბლების გემოს დაეწაფა.სხეულში ჯერ წვეთობით,შემდეგ კი ძლიერი ნაკადის მსგავსად გადაეღვარა სითბო,თაფლივით ბლანტი გახდა სიამოვნება და შინაგანში თითოეულ უჯრედზე მიეწება,გაიჟღინთა მისით.
როცა ფუნჯმა შეასრულა საბოლოო მონახაზი თვალები მხატვრის შეყოვნდა წამით.ძლიერ დახუჭა,გათიშა ამ ჟესტით თითქოს წარმოსახვა.
რეალობა.გულის ხმას უსმენდა და ღიმილი კმაყოფილების დასთამაშებდა პირისახეზე.ქალი წამოდგა,ჰაეროვნად გამოემართა მისკენ.ტილოს წინ გაჩერდა,გაუღიმა-სრულყოფილება გაიზიარა.

მზე კვლავ აცხუნებდა სიმწვანეს.ორთავემ ხელები ჩასჭიდეს ერთმანეთს.მხატვარმა ჩასჩურჩულა რომ სურდა ეჩვენებინა მისთვის რჩეული ადგილი,ადგილი სადაც თავად სიმშვიდის ზეიმს განიცდიდა.
მებაღე მიტოვებულ ტილოს მიუახლოვდა,თვალები სასაცილოდ მოიფშვნიტა.მერე ცოტა არ იყოს ცინიკური ღიმილი მიიწება და გაეცალა სურათს რომელზეც არაფერი იყო წვრილი ძაფების მსგავსი,ფერადი ხაზების გარდა...გაურკვეველ აბსტრაქციას მოჰგავდა.

მხატვარი და ქალი ხელკავით მიუყვებოდნენ გზას.ბაგეებიდან შემდეგი სიტყვები ჩამოეფერთხა ფერების ოსტატს:
-გვარწმუნებენ რომ რაღაცეები არ შეგვიძლია.იმდენად გაითავისეს მოსაწყენობა რომ განსხვავებულ ხედვას აბუჩად იგდებენ.რაოდენ რთულია იპოვო ის ვინც შეძლებს შენს მსგავსად აღიქვას და აღფრთოვანდეს.შენში ამის ნიჭია,შეგიძლია გაიზიარო ჩემი ის შესაძლებლობა რომელიც არ არსებობდ და ამავე დროს ცხადია.განა თვალებს თუ დავხუჭავ და წარმოსახვაში შევქმნი იმას რისი იდეაც არასოდეს არ შეიძლება დაებადოს იმ პიროვნებას რომლის თითებსაც სამყარომ ნამდვილად უბოძა მშვენიერების შექმნის შესაძლებლობა,მე მაშ რატომ არ ვუტოლდები...კეთილი ინებონ და ამოიცნონ ჩემი წარმოსახვა,ხომ ასეთი შეუდარებლები არიან!თუ შენ თვალებს დახუჭავ და იცეკვებ და ამ ცეკვით,ამ თავდავიწყებით განცდებს,უთქმელ ისტორიას მოყვები,რატომ არ უნდა გაუტოლდეს იმ ნამდვილი მოცეკვავის სიხარულს რომლის კანსაც სცენის მტვერი რეალურად მოსცხებია.
-მე შენს ნახატებს ვხედავ მხატვარო...
-მეც ვხედავ,უკვე ვხედავ რისი თქმა სურს მაგ შენ თვალებში გამოკეტილ ცხოველს.



№1  offline წევრი ტურაგო

ელპინი
რომ ვტვირთავდი, სახელის წაკითხვამდე - სათაურზე მივხვდი, შენ იყავი.

ძალიან გთხოვ, სასვენი ნიშნები გამოასწორე.
დანარჩენი - ღირს და ზოგჯერ - მეტიც, სადაც ხელოვნება და სულიერი მხატვარია. . .


ელპინ მე შენი გამოჩენა ყოველთვის განსაკუთრებულად მახარებს...
გმადლობ ♥️

 


№2  offline ახალბედა მწერალი K. I.

კარგი არა, ძალიან კარგია!
წერის სტილი -არაჩვეულებრივი.
მხატვრულობა- ზომიერი და არა ზედმეტი.
გრამატიკა- ცოტა დასახვეწი.
ამის შემდეგ სიამოვნებით დაველოდები ტურაგოს ფსევდონიმის გამოჩენას.
❤️❤️❤️
--------------------
When nothing goes right, go left!

 


№3  offline წევრი ტურაგო

ქეთი იმერლიშვილი
კარგი არა, ძალიან კარგია!
წერის სტილი -არაჩვეულებრივი.
მხატვრულობა- ზომიერი და არა ზედმეტი.
გრამატიკა- ცოტა დასახვეწი.
ამის შემდეგ სიამოვნებით დაველოდები ტურაგოს ფსევდონიმის გამოჩენას.
❤️❤️❤️


როდესაც ქეთი იმერლიშვილისგან მსგავს შეფასებას იღებ ამაზე კარგი რა უნდა იყოს...
მადლობა იმ სიხარულისთვის რომელიც მომანიჭე ♥️♥️

 


№4  offline წევრი A.N.A

ტურაგო.
შენი ფსევდონიმის დანახვა სულ მახარებს. ძველი გვერდის პაროლი ვერ აღვადგინე და ახლით დავბრუნდი ვათვალიერებდი მეგობრებს ყველა რომ დამემატებინა და წავაწყდი ამ საოცარ გოგოს. როდის დაგიდია და როდის ვნახე ეს სიახლე.

როგორც ყოველთვის შენეულია. აი "ტურაგოსეული" თუ როგორ ვთქვა რომ ლამაზად ჟღერდეს. მხატვრულობა ხანდახან შენი მოგონილი მგონია. კარგია რომ შენ მაინც შემორჩი ამ საიტს და არ გაქრი ისე როგორც ბევრი ახალბედა მწერალი. ❣️

პირვანდელი ნიკი დავიბრუნე❣️იმედია მიცანი. (imagination88)

 


№5  offline წევრი ტურაგო

A.N.A
ტურაგო.
შენი ფსევდონიმის დანახვა სულ მახარებს. ძველი გვერდის პაროლი ვერ აღვადგინე და ახლით დავბრუნდი ვათვალიერებდი მეგობრებს ყველა რომ დამემატებინა და წავაწყდი ამ საოცარ გოგოს. როდის დაგიდია და როდის ვნახე ეს სიახლე.

როგორც ყოველთვის შენეულია. აი "ტურაგოსეული" თუ როგორ ვთქვა რომ ლამაზად ჟღერდეს. მხატვრულობა ხანდახან შენი მოგონილი მგონია. კარგია რომ შენ მაინც შემორჩი ამ საიტს და არ გაქრი ისე როგორც ბევრი ახალბედა მწერალი. ❣️

პირვანდელი ნიკი დავიბრუნე❣️იმედია მიცანი. (imagination88)


რათქმაუნდა გიცანი ანა♥️ როგორ შეიძლება არ მახსოვდეს შენნაირი ერთგული მკითხველი...
მადლობა რომ გამახარე საყვარელო

 


№6 სტუმარი Remona

Diese 10 Schritte reichen aus, um deinen Testosteronspiegel stark zu erhöhen.
Außerdem werden viele dieser Vitamine und Mineralien nur benötigt, wenn
du einen Mangel hast. Ich kann quick garantieren, dass bei einem Check ein Vitamin D-Mangel bei
dir herauskommen wird, wie bei den meisten Menschen. Ziel ist es, 1.000 mg täglich hochwertige Omega-3-Fettsäuren einzunehmen (EPA und
DHA). Das Zusammenspiel von Zink und Magnesium hat sich bewährt,
um die Tiefe deiner REM-Schlaf-Zyklen zu erhöhen, die, wie wir
oben erwähnt haben, deinen Testosteronspiegel erhöhen werden.
Zink ist direkt an der Produktion von Testosteron beteiligt, weshalb ein Mangel an Zink zu
einem niedrigeren Testosteronspiegel führt (2). Eine zusätzliche Einnahme
von Zink lohnt sich allerdings nur bei einem zu niedrigen Testosteronspiegel.

Bei einem bereits gesunden Testosterongehalt im Blut hat
die Einnahme von Zink keine weiteren Auswirkungen auf deine
Testosteronproduktion (2). Eine übliche Dosierung
liegt bei eleven mg für Männer und eight mg für Frauen pro
Tag. Die gegenwärtige Konfusion über die männlichen Hormone ist der Grund,
warum in den seltensten Fällen ein Hormonausgleich durchgeführt wird.
Eine Hormonbalance ist nicht so sehr auf die absoluten Hormonwerte ausgerichtet als vielmehr auf
die Ratio, d.h. Zurzeit wird selbst in der Laienpresse
viel über Testosteronmangel gesprochen und topische androgen- bzw.


Es enthält eine Mischung aus D-Asparaginsäure, Bor, Koreanischem Roten Ginseng, Luteolin, Magnesium, Mucuna Pruriens, Nettle Root, Vitamin B6, Vitamin D3,
Vitamin K2 und Zink. Diese Zutaten sollen das Energieniveau,
die Stimmung, die Libido und die kognitive Funktion verbessern. Erhalten Sie spannende Zusatzinfos zu Bluttests und Gesundheit - und einen 10%-Gutschein für Ihren nächsten Test.

Weitere Informationen über uns und unser Fitnessstudio
in Nürnberg findest du hier. Oxana hat sich intensiv mit
dem Thema Gewichtsverlust und Muskeldefinition auseinandergesetzt,
insbesondere durch persönliche Experimente vor ihren Wettkämpfen. Um bei nationalen oder internationalen Meisterschaften anzutreten, ist es
für die Athleten erforderlich, mindestens 5 bis 8 Kilogramm Fett zu verlieren.
Oxana Hegel ist eine anerkannte Ernährungsexpertin und stand schon vielen Zeitungen und TV-Interviews beim
Thema Abnehmen beratend zur Seite. Bekannt wurde sie als zweifache Deutsche Meisterin und zweifache Vize-Weltmeisterin in Klassischer Sportfitness.
Zusammen mit ihrem Ehemann Philip leitet sie das renommierte Studio21 in Nürnberg, ein Premium Fitnessstudio,
das sie seit 15 Jahren erfolgreich betreibt.

Auch Kopfschmerzen, vermehrtes Haarwachstum und Stimmungsschwankungen zählen zu den bekanntesten Testosteron-Booster Nebenwirkungen. Testosteron kommt als
Hormon zwar auch im weiblichen Körper vor, ist aber für den Mann als wichtigstes
Geschlechtshormon related. Neben Vorgängen, die die Fortpflanzungsfähigkeit betreffen, ist
es auch für verhaltensbiologische Prozesse, wie Kampf- und Balzverhalten wichtig.
Wenn Menschen unter einem zu niedrigen Testosteronspiegel, auch Hypogonadismus genannt, leiden, zeigen sich bei ihnen oft spezifische Symptome.
Neben Nahrungsmitteln, die potenzsteigernd wirken, gibt es
auch welche, die die Potenz negativ beeinflussen sollen.
Laboruntersuchungen helfen, den Spiegel an Testosteron und anderer Biomarker im Blut zu beurteilen und den Erfolg von Behandlungen zu überwachen. Testosteron beeinflusst nicht nur die Fortpflanzung, sondern trägt auch zum Erhalt von Muskelmasse und
-kraft bei. Testosteron beeinflusst auch den Stoffwechsel und die Fettverteilung.
Ein ausreichender Testosteronspiegel hilft dagegen, den Cholesterinspiegel zu regulieren und die Insulinsensitivität zu verbessern. Auch bei
richtiger Ernährung kann man sich nicht vollständig gegen eine Abnahme der
Zinkkonzentration im Körper versichern. Nach vorliegenden Informationen hat jeder
dritte Mann einen Mangel an diesem Mikronährstoff, der sich negativ auf das allgemeine Wohlbefinden auswirkt.
Da der Stoff für die Produktion des männlichen Hormons extrem wichtig ist, kann allen Männern empfohlen werden, im Sport zinkhaltige Nahrungsergänzungsmittel zur Erhöhung des Testosteronspiegels zu verwenden.
DHT ist für Prostatahypertrophie (gutartige Vergrößerung der Prostata) verantwortlich.

Progesteron hilft, die Testosteronspiegel aufrecht zu erhalten und gleichzeitig
die Produktion von DHT zu unterdrücken. Testosteron aber ist unser potentestes
anaboles Hormon und somit enorm wichtig für den Stoffwechsel und die normale
Funktion vieler Organe.
Eines der bedeutendsten Probleme bei langfristigen Testosteron Kuren ist
definitiv das erhöhte Risiko für Herz Kreislauf Erkrankungen. Vor allem Männer die genetisch durch einen hohen Testosteron und DHT Spiegel vorbelastet sind können durch zusätzliches verabreichen durch
Testosteron schnell zu Haarausfall neigen. Viele professionelle Kraftsportler und
Bodybuilder haben mitunter deswegen eine Glatze.
Einerseits der schnelle Anstieg von 600g Muskelmasse / Woche in der Testo + Training Gruppe als auch der Anstieg von 300g Muskelmasse / Woche bei der Gruppe welche nichtmal trainierte aber
Testo bekam waren erstaunlich. Somit kann schon eine niedrige Dosis von testosteron spritzen haarausfall Enantat
effektiver sein als natural Training. Wobei man beachten muss, dass der Trainingsplan nicht
optimum für naturale Athleten struggle und man mit mehr
Volumen womöglich bessere Ergebnisse erzielen hätte können.
Dabei geht es nicht um den täglichen Kaffee oder das eine oder
andere Feierabendbier, aber die Menge macht’s! Gelegentlicher
Kaffeekonsum vor dem Coaching kann sogar den Testosteronspiegel erhöhen und wirkt als natürlicher Booster.
D-Asparaginsäure (DAA) ist eine Aminosäure, die derzeit als einer der am häufigsten vermarkteten Testosteron-Booster gilt.
Vitamin D spielt eine wesentliche Rolle für die allgemeine Gesundheit
und kann auch Auswirkungen auf den Testosteronspiegel haben.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent