შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანური თავგადასავალი


31-08-2020, 16:23
ავტორი It’s olivia
ნანახია 3 442

მოგესალმებით ყველას?როგორც იქნა დავბრუნდი , ამ ისტორისს წერა დიდი ხანია რაც დავიწყე და როგორც იქნა დავამთავრე, ადრე რამდენიმე თავიც მედო, ახლა კი სრულად ვდებ, მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ვინც კითხულობდა ადრე, იმედია მოგეწონათ, გამიზიარეთ თქვენი აზრი.

სვანური თავგადასავლი


(1)
თურმე როგორ მომნატრებია თბილისის ჰაერი, 16წელია საქართველში არ ვყოფილვარ, 5წლის ვიყავი როცა ავსტრიაში წავედი სასწავლებლად, ასე რომ ვთქვათ მთელი ოჯახი გადავსახლდით მაგრამ ბოლო 6წელი მარტომ გავატარე, მშობლები ავარიაში დაიღუპნენ, ჩემი ძმა კი საქართველოში წამოვიდა რათა ოჯახის ბიზნესისთვის მიეხედა, მეც დავამთავრე სწავლა და დავუბრუნდი სამშობლოს. მე ვარ კატო ჯაფარიძე, წარმოშობით სვანეთიდან კერძოდ მესტიიდან, ჩემი ძმას ქვია დემეტრე,როგორც უკვე აღვნიშნე მშობლები გარდაიცვალნენ, ბებია და ბაბუა კი მესტიაში ცხოვრობდნენ. თბილიში ჩემს მეგობართან ერთად დავბრუნდი, ისე აქედანაც ერთად მოგვიწია წასვლა, ჩემი მშობლები და მისი ოჯახი ერთად წავედით ავსტრიაში, ბავშვობის მეგობრები იყვნენ, მე და თორნიკე მეტრეველი ერთად გავიზარდეთ, ჩემგან განხვავებით ის ხშირად ჩამოდიოდა აქ და ბევრი მეგობრებიც ყავდა, მე კი მხოლოდ ერთი მეგობარი მყავდა მის გარდა თიკა ხარძიანი. ისიც ავსტრიაში გავიცანი მაგრამ 2 წლის წინ საქართველოში დაბრუნდა და მხოლოდ სოციალური ქსელებით ვკონტაქტობდით მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, ჩემზე ყველაფერი იცის და მეც ყველაფერს მიყვება.ეს მოკლე ისტორია ჩემს შესახებ, დღეს 14 ივნისია და თბილიში საკმაოდ ცხელა.
-რას შვები ცუნცულ?-თიკას მხიარული ხმა გაისმა ტელეფონში.
-ამ წუთას გამოვედით აეროპორტიდან, სახლში მივალ და შენც გელოდები.-მეც მხიარულად ვუპასუხე.
-არ დამელოდები და შენი აჯობებს, ძალიან მომენატრე, მოვემზადები და 30წუთში შენთან ვარ.-მივხვდი რომ ახლა წამოდა საწოლიდან.
-კარგი, გელოდები.-ყურმილი გავთიშე და თორნიკეს მანქნაში მოვთავსდი. გზა დიდხანს არ გაწელილა, სახლში მივედით, დიდი ხნის უნახავ ძმას შემოვეხვიე და მდივანში ჩავესვენე.
-როგორ მომენატრე.-ღიმილით მომიჯდა გვერძე დემეტრე.
-აუ მეც ძალიან, ახლა შევალ წყალს გადავივლებ, მალე გამოვალ, მანამდე საჭმელი გამიმზადე,კიდევ თიკა მოვა
და უთხარი სააბაზანოში რომ ვარ.
-როგორც მიბრძანდებთ.-თავი დამიკრა, სიცილი ძლივს შევიკავე.
-ნუ მასხრობ, წავედი და მალე მოვალ.
შხაპზე უკეთესი თუ რამე არსებობს არ ვიცი, ისე მესიამოვნა გრილი წყლის შეხება რომ ვერ აღვწერ, მთელი დაღლილობა თითქოს წყლისავით აორთქლდა, ვერც კი გავიგე დრო როგორ გავიდა, თიკას ბრახუნმა მომიყვანა ამ ქვეყანაზე.
-კატო რას შვებიი ამდენ ხანს? წყალს ხომ არ გაყევი მილებში?-მობეზრებულმა მითხრა.
-გამოვდივარ.-წლის ნაკადი წამებში შეწყდა, 5 წუთში გავემზადე, რადგანაც ცხელოდა, გაშლილი იუბკა და ტოპი ჩავიცვი.
-ვაიმე ჩემიი ცუნცულკა როგორ მომენატრე.-კარებში გასვლა ვერ მოვასწარი რომ მესცა თიკა.
-მეცცც ჩემოო პატარავ.-მეც მოვხვიე ხელები.
-კარგით გაჩერდით ახლა თორე უკვე ცუდი მეფიქრება.-სიცილით შემოგვხედა დემეტრემ.
-შენ ნუ გაქვს მჟავე ენა.-დაეჭყანა თიკა.
-თიკუშ მჟავე არა მწარე.-შეუსწორა ჩემა ძმამ.
-არა ძვირფასო მჟავე გაქვს მწარე არა.- ირონიულად უპასუხა.
-თქვენ რა კიდევ ვერ გადაეჩვიეთ კინლკავს?-თვალები ავატრიალე.
-შენი ძმის ხელში როგორ ვარ ცოცხალი ეგ მიკვირს.-უკმაყოფილოდ მითხრა და საწყალი თვალებით შემომხედა.
-ვაიმეე როგორ მოისაწყლა თავი.-დემეტრე წამოდგა და წამებში თიკა მდივანზე აღმოჩნა.
-გთხოვ გაჩერდი ხო იცი როგორ მეღაჭუნება.-თან სიცილს ვერ წყვეტდა.
-უფრო მეტად მთხოვე.-ეშმაკურად შეხედა.
-მეტი როგორღა გთხოვო?-ცოტათი ამოისუნთა სავით.
-დამიჩოქე.-ამაყად თქვა.
-აუუ კატო მიშველე.-მუდარიანი თვალებით შემომხედა.
-დემეტრე მოშორდი ჩემს გოგოს და საჭმელი თუ გამიკზადე?
-კი ძვიფასო პიცა შევუკვეთე, ახლა ჩემი ძმაკაცები ამოვლენ და ცოტას გავერთობით.-მართლაც რომ მოშორდა თიკას.
-მე არ მინდა გართობა მირჩევნია ოთახში შევიდე და დავისვენო.
-დაიცა დემე ვინ შენი ძმაკაცები?-თიკაც ჩაერთო საუბარში.
-ვითომ არ იცოდე.-უკმაყოფილოდ თქვა და ჩამოთვლა დაიწყო.-დათუჩა,
გეგი, თორნიკე და ლაშა.
-ჩემი ძმაც?-გაკვირვებით იკითხა.
-ხო რა იყო რა გაგიკვირდა.
-მაგას მოვკლავ, რომ კითხო დღეს საღამოს მნიშვნელოვანი ვახშამი აქვს.-გაბრაზებულმა თქვა.
-ჩემთან ყოველთვის მნიშვნელოვანი ვახშამი არის ასე რომ არ უცრუია.-სიცილით უპასუხა.
-ერთი ჭკუის ხართ.-ხელი აიქნია.
-კაით ხო წამო თიკა ოთახში.-ხელი ჩავკიდე და კიბებისკენ წავედი.-პიცა რომ მოვა დამიძახე.-მეორე სართულიდან ჩავძახე.
ცოტა ვიჭორავეთ, თან ოთახი მოვაწესრიგე.
-აუ რა კაია რომ ჩამოხვედი, ივნისის ბოლოს მესტიაში წავიდეთ, ცოტა დავისვენოთ, ჩემს გოგოებსაც გაგაცნობ, სხვათაშორის ერთი ჩემი დაქალი გეგის შეყვარებულია, ძალიან საყვარლები არიან.
-თუ გინდა დაურეკე და ამოვიდნენ.
-კარგი იდეაა, ცოტა გავერთობით.
თიკამ ბავშვებს დაურეკა და ისინიც დათანხმდნენ. ნახევარ საათში უკვე ჩემთან იყვნენ. თიკამ ორივე გამაცნო, მარიამ კოპალიანი და ალექსანდრა მარგიანი, სვანები რომ იყვნენ ძალიან გამიხარდა. მალევე დავუმეგობრდი, მართლაცა რომ ისეთები იყვნენ როგორც თიკამ მითხრა, მეორე სართულიდანაც ხმები უფრო მატულობდა.
-კატო პიცა მოვიდა ჩამოდით.-თორნიკემ შემოაღო კარები.
-შენ კარზე დაკაკუნება ხომ ვერ გასწავლე რა.- უკმაყოფილოდ ვუთხარი.
-ვა გოგოებო თქვენც აქ ხართ?-ვითომც არაფერი არ მითქვამს ისე გააგრძელა საუბარი.
-როგორც ხედავ კი.-სიცილით უთხრა თიკამ.
-კაით ჩამოდით, შენი სიცოცხეთ აქ არის მარი.-კარები გაიხურა.
-არც კი შემოუხედავს ჩემთვის, მასე არა.-გაბრაზებულმა თქვა სანდრამ.
-ანუ?-გაკვირვებულმა შევხედე.
-უი შენთვის არ მითქვამს ხო.-ხელი აიქნია უმისამართოდ.-ვაჟბატონმა მითხრა მომწონხარო, მე ვუთხარი დრო მომეცითქო და მეორე დღეს სხვა გოგოსთან ერთად დავინახე, მაგის მერე არ ვცემდი ხმას, მერე თვითონაც დაიწყო გაბუტვა და ახლა არც კი შემომხედა.
-ოხ თოკას უყურე შენ არც უთქვამს ჩემთვის თუ ვინმე მოწონდა, დღეს ნახე რა ვუქნა.-ეშმაკურად შევხედე.
-მეც მოგეხმარები.-გვერდით ამომიდგა.
-ორი მუშკეტერი.-სიცილი დაიწყეს მარიმ და თიკამ.
-გირჩევნიათ თქვენც დაგვეხმაროთ.-სერიოზული სახით უთხრა სანდრამ.
-ერთი იდეა მაქვს, უნდა აეჭვიანო.-საწოლზე ჩამოვჯექით.
-როგორ?
ყველაფერი დავგეგმეთ და ქვევით ჩავედით.
-ხო გახსოვს მე თოკას გვერდით ვჯდები შენ კი გვერძე უნდა დამიჯდე.-გადავჩურჩულე სანდრას.
-კი.-თვალი ჩამიკრა.
ბიჭებიც გავიცანი, მათთანაც გამოვნახე საერთო ენა. მალე სანდრას ტელეფონმა დაიწყო რეკვა.
-ის არის.-ყურში გადმომჩურჩულა მე კი თორნიკესთან ისე ახლოს ვიჯექი რომ მასთანაც მივიდა ხმა.
-კაი მიდი უპასუხე და რომ მოხვალ ყველაფერი მომიყევი.-სერიოზული სახით ვუპასუხე. სიცილის ძლივს ვიკავებდი თორნიკეს ცალი ყური ჩვენთან ქონდა, ცდილობდა არ შეემჩნია მაგრამ რას იზავდა, სიყვარული რას არ გაგაკეთებინებს.
მარგიანი 15 წუთში გვერდით მეჯდა.
-ამდენ ხანს რას ელაპარაკებოდი, მეთქი ხომ არ მოიტაცათქო.-ჩურჩულით ვუთხარი.
-ხვალ საღამოს პაემანი მაქვს, მიმილოცე.-ისეთი გახარებული სახე მიიღო მეც კინაღამ დავიჯერე.
-კაია, 1საათით ადრე ჩემთან ამოდი და მოგამზადებ.-ცოტათი ხმამაღლა ვთქვი.
-აუცილებლად.-თიკა და მარი სამზარეულოში იყვნენ, ასე გვითხრეს სიცილის ვერ შევიკავებთო.
-რა ხდება ხვალ?-ვეღარ მოითმინა ვაჟბატონმა.
-შენთვის საინტერესო არაფერი.-უხეშად უთხრა ალექსანდრამ.
-ძვირფასო მე კატერინას ვკითხე.-ირონიულად უპასუხა.
-თოკა უკვე გასარკვევად გიპასუხეს ხომ?-ლოყაზე ვუჩქმიტე.
-მასე ნუ შვებითქო რამდენჯერ უნდა გითხრა.-მკაცრად მითხრა თან ლოყას ისრესდა.
-მე კი რამდენჯერ უნდა გითხრა მასე ნუ მსაყვედურობთქო უფრო საყვარელი ხარ და მინდება კიდევ გიჩქმიტო.-ენა გამივუყავი და სამზარეულოში გავედით.

-როგორ მიდის საქმეები.-კარებში შეგვხვდნენ გოგოები.
-მშვენივრად, ინტრიგის სუნი არ გცემთ?-სიცილით თქვა სანდრამ.
-ცოტა არ იყოს კი.-აყვა მარიც.
-ახლა ჩვენ გავალთ, თოკას კი ელოდე, მალე მოვა დარწმუნებული ვარ.-გოგოებს ხელი მოვკიდე და ბიჭებს შევუერთდით.
-ცოტა არ იყოს მოვიწყინე რამე გავაკეთოთ.-შუაში ჩავუხტი გეგას და დემეს.
-მოიცალეთ ჩვენთვისაც.-უკმაყოფილოდ შემომხედა გეგამ.
-კი ძვირფასო.-გვერდით მიუჯდა მარი.
-ივნისის ბოლოს მესტიაში მივდივართ გოგოები და თქვენც ხომ არ შემიგვიერთდებოდით?-თიკამ ამოყო თავი ტელეფონიდან.
-აუ ისე კაი იქნება, მე მოვდივარ.-პირველი მსურველი დათო იყო.
-მეც წამოვალ.-გეგაც აყვა.
-მე თავისთვად.-ლუდი მოსვა დემეტრემ.
-თორნიკეც წამოვა, ესეიგი ყველა მივდივართ.-ხელიდან ლუდი გამოვაგლიჯე ჩემს ძმას.
-შენ რა იცი იქნებ და საქმეები აქვს?
-მაგის საქმეები გოგოების დევნაა, მოვატყუებ კარგი გოგოები იქნებიანთქო და ჩვენზე ადრე ის წავა.-კმაყოფილად ვუპასუხე დათოს.
-მალე გოგოების სადევრად აღარ ეცება.-კმაყოფილად თქვა დემემ.
-რატო?-გაკვირვებით კითხა მარიმ, სამივეს ერთიდაიგივე აზრმა გაგვიარა, “ამათაც იციან რამე”
-ვიღაც გოგო მოწონს თანაც რამდენიმე თვეა, ოღონდ არ ვიცი ვინა, არ გვეუბნება, ჯერ ავაწყო ურთიერთობაო.-მშვიდად აგვიხსნა გეგიმ.
-შემთხვევით ხომ არ უთხრა უკვე რომ მოსწონს.-თავი ვეღარ შეიკავა თიკამ როგირც ყოველთვის, მე და მარის თვალები გადმოგვივარდა.
-კი... რა? შენ საიდან იცი?-თავიდან ვერ მიხვდა და კითხრა თიკამ.
-ძვირფასო მე ყველაფერი ვიცი ის გოგოც ვიციი ვინცაა.-კმაყოფილმა უპასუხა.
-ვინაა?-ეცადა დაეტყუა გოგონას სახელი.
-არავინ, სახელი არ ვიცით, ანუ ჩვენი ახლო მეგობრის დაქალია და სახელი აღარ გვახსოვს.-დავნეული საუბრობდა მარი.
-არ მჯერა, სახელიც იცით და იცნობთ კიდევაც.-დათომ შემოგვხედა ეჭვის თვალით.
-არ ვიცით ხო თქვა მარიმ უკვე.-მეც ჩავერთე საუბარში.
-ნუ იტყუებით, ვიცით რომ ალექსანდა მოწონს, თქვენც იგივე უნდა იცოდეთ წესით.-დათომ გვიპასუხა ისევ.
-თუ იცოდით აქამდე რას გვაწვალებდით.-ხელი აიქნია თიკამ.
-იმედია ახლა მაინც გაცემენ ხმას ერთმანეთს.
-თქვენ რა რამე გაუჩალიჩეთ.
-კი ძვრიფასო, თორნიკე უნდა ვაეჭვიანოთ, აბა რა ეგონა ვიღაც გოგოსთან ერთად რო დასეირნობდა ქუჩაშ, სანდრამ დაინახა მერე ხმას არ ცემდა, არც თოკამ დაუთმო ახლა კი დადიან გაბუსხლები, თქვენ როგორც ჩანს ვერაფერი ვერ მოიფიქრეთ და ჩვენი გასაკეთებელუ გახდა ეს საქმე.-მოკლედ ავუხსენი ყველაფერი.
-იმ გოგოსთან გავლა ჩვენ ვურჩიეთ, იქნებ,იეჭვიანოს და გამოგიტყდეს სიყვარულიშთქო მარა ცუდად განვითარდა მოქმედებები, ხვალ აპირებდა დალაპარაკებას სერიოზულად.-დათო ჩაერთო საუბარში.
-უიმე თქვენ ხომ არაფერში გამოადგებით ადამიანს, ისე ნეტა ამდენს ხანს რას შვრებიან.-უკმაყოფილოდ თქვა თიკამ.
-არ ვიცი მგონი მშვიდობაა, რადგანაც მტვრევის და კივილის ხმა არ ისმის.-სიცილით თქვა გეგიმ.



***
თორნიკესთან და ალექსანდრასთან

-ვის უნდა შეხვდე ხვალ.-უკნიდან მიეპარა, მართალია ელოდა მაგრამ მაინც შეეშინდა.
-შენი საქმე არ არის.-მზერა აარიდა.
-სანდრა ჩემი საქმეა რადგანაც მე გითხარი რომ მომწონხარ, მაგრამ შენ ჯერ კიდევ არ გითქვამს პასუხი, ასევე ხმასაც არ მცემ.
-შენაირი იდიოტთან ყოფნა მაშინაც არ მომინდება რომც მომწონდე, ერთ დღეს მეუბნები მომწონხარო მეორე დღეს კი სხვასთან გარბიხარ, როგორ გონია მაგ საქციელის შემდეგ პასუხს გეტყვი?-გავრაზებულმა ყველაფერი უთხრა რასაც ფიქრობდა
-პირველ რიგში იმ გოგოსთან შენს საეჭვიანოს გავიარე, მეორე ის გოგო ჩემი ბიძაშვილია, მესამე იქნებ და ინებოთ და მითხრათ პასუხი.-მშვიდად საუბარს განაგრძობდა.
-ღმერთო ეგ სისულელე ბიჭებმა მოგაფიქრებინეს?
-ჰო აბა არ ვიცოდი რა უნდა მექნა.
-რა უნდა გექნა და ჩემს პასუხს დალოდებოდი.-ღიმილი შეეპარა.
-კიდევ დიდხანს მომიწევს ლოდინი?ხვაკ ვის უნდა შეხვდე?-მაინც არ ეშვებოდა.
-პაემანი მაქვს აბა მარტო შენ ხო არ ივლი ქალებში.-ისეთი სეროზული სახით უთხრა რომ კინაღამ დააჯერა.
-მოიტყუეთ ხო?
-ჰო აბა მარტო შენ ხო არ მაეჭვიანდებდი, ისე აღიარე გოგოების გეგმა ჯობდა.-სიცილით უთხრა.
-მაგაში ვერ შეგედაები, პასუხი როგორც ვატყობ არის “მეც”.-ხელი გადახვია.
-ვატყობ მასეა.-ღიმილით შეხედა.
-ძალიანაც კარგი, ესეიგი მარტო ერთი გოგო მყავს დღეიდან.-ღიმილით შეხედა.
-მასე ნუ იღიმი თორემ ვიბნევი.-სიცილი ვეღარ შეიკავა.
-მე კი მომწონს როცა იბნევი.
-კაი ხო გავიდეთ.-თვალი აარიდა.
-ჯერ ერთი რაღაც უნდა გავაკეთო.-თავის სხეულზე ააწება და მის ტუჩებს დაეწაფა.-ამის გაკეთება დიდი ხანია მინდა მაგრამ შენი ხასიათი რომ ვიცი...-აღარ დაამთავრა და სხვებს შეუერთდნენ. გადაწყვიტეს რომ ივნისის ბოლოს მესტიაში ყველანი ერთად წავიდოდნენ. რათქმაუნდა ყველას გაუხარდა მათი ამბავი. იმ საღამოს კარგად გაერთნენ გოგოები კატოსთან დარჩნენ, ბიჭები კი გვიან დაიშალნენ.

(2)

ივნისის ბოლოც მალე მოვიდა, ბიჭებმა თავისი საქმეები მოაგვარეს, გოგოებსაც დაუმთავრდათ უნივერსიტეტი.
-ხვალ წავიდეთ თუ ბარემ 30 ივნნის დაველოდოთ?-მდივანზე მოვკალათდი კომფორტულად.
-არვიცი მოდი ბიჭებიც ამოვიდნენ და მათი აზრიც გავიგოთ.-ცივი ყავა მოსვა თიკამ.
-ხო მართალია. თიკა შენი ძმა როდის ჩამოდის?-მარიც ჩაერთო საუბარში.
-ხვალ, რა იყო?
-არაფერი ისე დამაინტერესა, იქნებ ისიც წამოვიდეს ჩვენთან ერთადთქო.
-ჰო რავიცი შეიძლება.-მხრები აიჩეჩა.
-კატო შენ იცნობ სანდროს?-მე შემომხედა სანდრამ.
-არა.
-მოდი მაშინ დავითანხმოთ და წავიყვანოთ თან შენც გაიცნობ.-მარიმ თქვა სიხარულით.
-აუ ხო კაი აზრია, იქნებ ვინმე კაი ძმაკაციც წამოიყოლოს კატოსთვის.-სიცილით თქვა თიკამ.
-შენ შენს თავს მიხედე ძვირფასო.-ენა გამოვუყავი.
-მე მიხედილი მაქვს ძვირფასო, დღეს გაგაცნობთ.-ფრჩხილებზე დაიხედა.
-რაა?-სუყველამ ერთდროულად შევკივლეთ.
-რა გაყვირებთ გოგო, არ მინდოდა ვინმეს რამე ცოდნოდა ჯერ, მინდოდა ყველაფერი გამერკვია და მერე მეთქვა.-მშვიდად გვიპასუხა.
-ჩვენ ვინმე ვართ.-გაბრაზებულმა ვუთხარი.
-კაი ხო რა იყოთ, დღეს ამოვა და ნახავთ.
-იცოდე თუ კაი ბიჭი იქნება მაშინ გაგცემ ხმას თორემ ისე დამივიწყე.-ტელეფონი მომიარჯვა მარიმ.
-კაით რა იყოთ ნუ იბუსხებით.-საწყალი თვალებით შემოგვხედა.
-ხომ იცი მე მასე ადვილად არ შემოგირიგდები, ამათი არ ვიცი.-სანდრამ გააფრთხილა.
-მეც იგივე აზრზე ვარ.- მე და მარიც ავყევით სანდრას.
-აუ კაით რა ნუ მიშლით ნერვებს, იცოდეთ საერთოდ არ ამოვიყვან.-ისევ საწყალი თვალებით გვიყურებდა.
-შენთვისვე უარესი.-ეშმაკურად გაუღიმა მარიმ.
-უფ გამანებეთ თავი რა.-ხელი აიქნია და სამზარეულოში გავიდა.
ბიჭებიც მალე მოვიდნენ თიკა ისევ საწყალი სახით დადიოდა და ბიჭებს თხოვდა რომ შემოვერიგებიეთ, ჩვენ მეტი რა გვინდოდა ვიცინოდით მთელი საღამო.
-აუ ვერ გიტანთ.-გაბრაზებული ჩამოჯდა მდივანზე.
-უიმე რა იყო ხო იცი გეღადავებიან, მოვა ის შენი სიცოცხლე და გეშველება.-სიცილის ვერ იკავებდა დემე.
-აუ დემეტრე გირჩევნია გაჩუმდე თორემ ეს ვაზა მალე შენს თავზე აღმოჩნდება.-გვერძე გაიხედა თიკამ.
-კაით ხო მართლა ნუ მიბრაზებთ ჩემს გოგოს.-ხელი გადახვია დათომ.
-ოჰ გამოჩნდა ადვოკატი ეგ მაშინ უნდა ეფიქრა როცა რაღაც რაღაცეებს გვიმალავდა.-ცხვირი შევჭმუხნე.
-ჯერ ბიჭს შევაფასებთ და მერე ვნახოთ.-გეგი გამოვიდა სამზარეულოდან.
-შენღა მაკლდი.-ხელი აიქნია თიკამ.
-ჩემი სიცოცხლე ხომ იცი შენთვის კარგი გვინდა.-გვერდით მიუჯდა გეგი.
-აუ გაჩუმდით ყველა მე მიყვარს და რა ვქნა.
-უკვე შეყვარებია კიდეც გოგოს, თურმე რამდენ ხანს გვიმალავდა.-გაბრაზებული სახე მიიღო სანდრამ.
-მართლა კაით ახლა ის ბიჭი უნდა მოვიდეს და არ გადარიოთ.-თორნიკეც ჩაგვერთო საუბარში.
-შენ ნუ გვასწავლი ჩვენ რამეს.-ამაყად თქვა სანდრამ.
-ძვირფასო ეს გოგო მართალია სანამ თავის გრძნობებში არ გაერკვა მანამდე არაფერი არ გითხრათ იქნებ და არაფერი არ გამოსულიყო, მერე ხომ ტყუილუბრალოდ მიეცემოდა იმედი, ასე რომ ნუ იბუსხებით და შეურიგდით.-სიტყვით გამოვიდა თორნიკე.-გმადლობთ ყურადღებისთვის ვინ მე თანხმებით ხელი აწიეთ.-თავი დაგვიკრა და თავისი ადგილი დაიკავა.
-კაი თორნიკე თუ არ უნდათ ნუ შემირიგდებიან, უკვე მეც გავბრაზდი, ისეთი არაფერი ჩამიდენია რომ მასე გაბრაზებულიყვნენ.-ისევ დათოს იყო მიხუტებული.
-ღმერთმა გიშველოთ მე ცოტახანი უნდა დაგტოვოთ თორემ მალე გამაგიჟებთ.-ოთახში ავიდა დემეტრე.
ცოტა კიდევ ვუკბინეთ ერთმანეთს და თიკას სატრფოც მოვიდა.
-იცოდეთ ნორმალურად მოიქეცით.-თითი დაგვიქნია გეგიმ.
-როგორც გვიბრძანებთ.-ჩვენც ავყევით. თიკა თავის ბიჭთან ერთად დაბრუნდა მისაღებში.
-ანდრეა?-პირი ღია დაგვრჩა მე და თორიკეს.
-ეე თოკა და კაწიუშა.-ისიც გაკვირვებული ჩანდა.
-თქვენ რა იცნობთ?
-კი კი ავსტრიაში გავიცანით, რამდენიმე წელი ცხოვრობდა იქ.-უცებ ვუპასუხე და ანდრეა ვნახე.
ანდრეა მეტრეველი, 25 წლის, შავგვრემანი, ცისფერთვალება, მაღალი აღნაგობის, ადრე კალათბურთსაც თამაშობდა, ნავარჯიშები ტანით.
ბევრი ვისაუბრეთ, თიკას შემორიგება აქეთ მოგვიწია, ანდრეას მართლაც დიდი ხანია რაც ვიცნობ და ძალიან გამიხარდა მისი კიდევ ნახვა, ისიც დავითანხმეთ სვანეთში წამოსვლაზე, ხვალ დილით წასვლა გადავწყვიტეთ, გოგოები ჩემთან რჩებოდნენ, ასევე ბიჭებიც მაგრამ ნახევარი გეგისთან, აქამდე არ ვიცოდი, ჩვენი სახლის გვერძე ცხოვრობს, ჯერ ბარგი უნდა მოეტანათ ასე რომ მარტო მიწევდა ცოტა ხანს დარჩენა. თიკამ თავის ძმაც დაითანხმა, ცოტა არ იყოს დასტოინი ტიპი ყოფილა, ისიც ხვალ წამოვიდოდა ოღონდ უფრო გვიან.
გოგოები ბიჭებმა გაიყვანეს სახლში, დათომ მე ამათ მანქანაში ვერ ვიგუებო და ამიტომ გეგის მოუწია მათი წაყვანა. ყველაზე ადრე დათო დაბრუნდა, არც ჩემი ძმა არ იყო სახლში, გაურკვეველი დროით წავიდა სადღაც.
-დემეტრე არ არის?-კარები შემოაღო დათომ მე შემეშინდა და შევხტი.
-გული გამიხეთქე, არა გასულია, იმედია მალე დაბრუნდება, შენ ასე მალე მოხვედი.
-ჰო შუსტრი ვარ, გინდა მოგეხმარო?
-კი რატომაც არა.-თეფშები მივაჩეჩე ხელში.
-მეთქი უარს მეტყვისთქო.-სიცილით გამომყვა უკან.
-ეჰ გაგიცრუვდა იმედები ძვირფასო.-ვითომ გული დამწყდა ისეთი სახე მივიღე.
-ნამეტანი.-ისიც ამყვა და დამწუხრებული სახეე მიიღო
-ყავა ან სხვა რამე ხომ არ გინდა?
-არა როგორ შეგაწუხებთ.-მაგიდასთან მოკალათდა.
-არც ნაყინი? მე ვგიჟდები ნაყინზე.-დიდი ნერწყვი გადავყლაპე.
-აი მაგ სიამოვნებაზე ვერ გეტყვი უარს.-ნაყინი გავანაწილე და გემრიელად დავიწყეთ ჭამა.
-ჰე აბა რას მომიყვები შენზე, ასე ჩუმად ხომ არ ვიქნებით.-როგორც ჩანს სიჩუმე არ უყავრს. მეც დავიწყე ლაპარაკი, ვინმემ ლაპარაკი მიხსენოს და მე ჩუმად ვიქნები? მანაც მიამბო რაღაცეები თავის თავზე, უფრო კარგად გავიცანი, ძველი ამბები მომიყვა და მართლაც ბევრი ვიცინე.
დრო ძაან მალე გავიდა, ბავშვებიც მოგროვდნენ, ნენ-ნელა დავლაგდით, მეც ჩავალაგე ბარგი, დათო და ანდრეა ჩვენთან დარჩნენ, თორნიკე და მარი კი გეგისთან წავიდნენ.დილით 6ზე დავაყენეთ ბუძილნიკი და დასაძინებლად წავედით.

***
-ღამე ჭამა ასუქებს.-სპორტულებში გამომეცხადა დათო.
-ოჰ ბატონო დავით რატომ არ გვძინავსო?
-სავარჯიშოდ უნდა წავიდე, თუ გინდა შენც შემომიერთდი, დღეს ბევრს არ დავიტვირთები,მაინც დიდი გზა გვაქვს წინ.-სკამზე ჩამოჯდა.
-4საათზე ვარჯიში ახალია რამე?-ისევ ჭამავ ვაგრძელებდი.
-არა 6ზე ვარჯიშობ ხოლმე მაგრამ უკვე როგორც იცით ქალბატონო მაგ დროს მზად უნდა ვიყოო.
-აჰა გასაგებია,წამოვალ თუ მართლა ბევრს არ ვარჯიშობ.
-როგორც უკვე მოგახსემენთ დღეს ცოტას ვივარჯიშებ.
-კარგი მაშინ წავალ გამოვიცვლი და 5 წუთში აქ ვარ.
-მე ვიცი გოგოების ხუთი წუთი.-სიცილით მითხრა.
-არა არა მე მაგ კატეგორიას არ მივეკუთვნები.-სამზარეულო დავტოვე და 5 წუთში ისევ იქ ვიყავი.
-იმედები არ გამიცრუე ყოჩაღ.-ხელი გადამხვია და გარეთ გავედით. უკვე ისე ახლოს ვიყავი მასთან როგორც თოკასთან, მსიამოვნებ მასთან საუბარი, რაც ჩემთვის ყველაზე მთავრია ძალიან გახსნილია და მასთან კომფორტულად ვარ. ცოტა ვივარჯიშეთ, მერე ვისეირნეთ, ვისაუბრეთ, ბოლოს მზის ამოსვლაც ვნახეთ მართლა რომ ძალიან ლამაზი სანახავია, ბევრი ვეღარ ვუყურეთ, რადგანაც სახლში გვაგვიანდებოდა, ჯერ არავინ არ დაგვხდა გაღვიძებული, ყველა დავაღვიძეთ და სააბაზანოში შევასწარით ყველას. დუშის ქვეშ ყოფნა დიდხანს არ მაცადეს, ერთი მეორეს მიყოლებით მიკაკუნებდნენ. შავი შორტი ნაცრისფერი ტოპი და ნაცრისფერი ბოტასები ჩავიცვი. დათოც მზად დამხვდა, ისე მომშივდა, არავის აღარ დაველოდეთ და ვისაუზმეთ. მან სალათი გააკეთა, მე კვერცხი და სოსისი შევწვი.
-ღმერთო რა სიამოვნება ჭამაა.-პირველი ლუკის გადაყლაპვის მერე თავი ვეღარ შევიკავე.
-ნუ რა ხელი მაქვს ხო.-თავი შეიქო ბიჭმა.
-მაგაში ვერ შეგედავები, სვანეთში შენ უნდა მიკეთი ხოლმე საჭმელები იცოდე.-ნახევრად გავსილი პირით ვუთხარი.
-შენი პირადი მზარეულიც გავხდი?
-შეიძლება მასე ითქვას, ისე რატომ შენც ხომ შეჭამ ხოლმე და მარტო ჩემი არ გამოდიხარ.
-ამათმა არ იციან რომ ასე კარგად ვამზადებ თორემ თავს არ დამანებებდნენ, ეს საიდუმლო ჩვენს შორის რჩება.-თვალი ჩამიკრა.
-როგორც იტყვით ბატონო დავით.
სხვებმაც ისაუზმეს და შვიდი საათი იყო რომ წავედით. მე დათო დემეტრე თორნიკე და სანდრა ჩემი ძმის მანქანით წავედით, დანარჩენები გეგის. წინ თორნიკე დაჯდა აბა სხვა ვინ დაასწრებდა, ჩვენ კი უკან მოვკალათდით. გზა ხანგძლივი აღმოჩნდა მე და სანდრას დათოს მხარზე ჩაგვეძინა.

(3)
რომ გავიღვიძე ისევ მანქნაში ვიყავი, როგორც ჩანს უკვე ჩავედით.-გავიფიქრე ჩემთვის. დიახაც ჩამოვედი, თავი წამოვეწიე და მაშინვე დიდი ქვის სახლში დავინახე, ეს თიკას სახლი იყო, წამოსვლისას გადავწყვიტეთ რომ მასთან დავრჩებოდით, რადგანაც მარტო ცხოვრობდა, ჩემთან კი ბებო და ბაბი, ბავშვებმა თქვეს არ გვინდა შევაწუხოთო, თანაც ჩვენს ჭკუაზე უფრო კარგი იქნებოდა, ერთი სიტყვით საათს რომ დავხედე სამი საათი იყო, ძალიან დიდხანს მძინებია.-ისევ ჩემთვის ვთქვი და გამეღიმა. მანქანიდან რომ გადავედი, კიდევ ერთი ადამიანი შემოგვემატა, რათქმაუნდა ალექსანდრე.
-გამარჯობა, შენ ალბათ კატო.-ჩანთა ამოიღო საბარგულიდან.
-კი შენ სანდრო.-წყალი მოვსვი ბოთლიდან.
-აქ რატომ ხარ?
-გზაში ჩამეძინა, როგორც ჩანს არ გამაღვიძეს და ახლა გავიღვიძე ჩემით.
-აჰამ გასაგებია, წამოდი შევიდეთ.-ბარგის ამოლაგებას მორჩა და სახლში შევედით.
-შენ რა აქ საცხოვრებლად წამოხვედი.-ჩანთებზე მივანიშნე.
-ჩემა დაიკომ დამაბარა რაღაცეები და მოვუტანე.
-ახლა ყველაფერი გასაგებია.-სიცილით ვუთხარი.
სახლში რომ შევედით ყველანი მისაღებში იყვნენ.
-ოჰ ძილისგუდავ გაიღვიძე?-დემეტრე თმა ამიბურძგნა.-შენ კი სალამი დაკარგულო.-გადაეხვია სანდროს.
-სალამი ყველას, აბა ჩემი ოთახი მაჩვენეთ,ეს ჩანთა კი შენ ქალბატონო.-თიკას მიაჩეჩა ბარგი.
-აუ ჩემი ჩანთა სად არის?-თვალი რომ ვერსად მოვკარი ვიკითხე.
-სადაც დატოვე იქ.
-აუ რატო ვერ გადმოიტანე.-ყუყუნი დავუწყე.-დათუჩა ხო იცი როგორ მიყვარხარ, წამოდი გადმომატანინე რა.-სიცილის ძლივს იკავებდნენ სხვები.
-კაი წამოდი შენ როგორ გაწყენინებ ჩემო აფერისტო.-ისიც ამყვა.
მარტო გასვლა მეზარებოდა თორემ არც ისე მძიმე იყო, დათო კი უარს არ მეტყოდა.
-აუ რა კაი ბიჭი ხარ.-სიცილით დავხურე მანქანა.
-ვიცი ძვირფასო.-ჩანთას აიტაცა ხელში.-უიმე ამის გამო გამომიყვანე გარეთ?
-ხო აბა მარტო გამომიშვებდი, ახლა ისე მეზარება სახლში შესვლა, წამოდი ტყეში გავისეირნოთ რა.-საწყალი თვალებით შევხედე.
-ხო კაი წამოდი.-ღიმილით მითხრა.
-აუ როგორ მიყვარხარ.-სიხარულით შევახტი.
-მეც მეც ოღონდ არ გამახრჩო.-ძლივს მითხრა.
-ხო კაი, იცი როგორ გამიხარდა, რამდენი ხანია, აქ არ ვყოფილვარ, ბავშვობაში სულ ტყეში ვიყავი, მშობლები კი სულ მეჩხუბებოდნენ და ტყიურს მეძახდა ყველა.
-აუ რა ქაჯი იქნებოდი წარმომიდგენია.-სიცილი ვერ შეიკავა.-ეს ჩანთა მაინც დავტოვოთ და გავაფრთხილოდ რომ მივდივართ.
-არა არა რო არ ეცოდინებათ უფრო მუღამი აქვს, თანაც ვინმე მიდე მოისურვებს კიდევ წამოსვლას და გზაში ნერვებს მომიშლიან, მე კი მშვიდად მინდა სეირნობა, შენი იმედი მაქვს რომ გზაში არ გამაბრაზებ.-თითი დავუქნიე ცხვირ წინ.
-ჩემთან ერთად გამარტოება გინდა.-წარვბები აწია ზევით.
-ვატყობ მარტო მომიწიოს წასვლა.-მშვიდად ვუთხარი.
-კაი ხო გეხუმრე.-გზას დავადექით.
-ვიცი ძვირფასო ვიცი.-ღიმილით ვუთხარი.
-ისე რას მიწუნებ ძალიან კარგი ბიჭი ვარ, გოგოები ჩემზე გიჟდებიან.-ეცადა სერიოზული სახე მიეღო.
-მასე გოგოები იმდენ რაღაცაზე გიჟდებიან, მაგრამ ყველაფერი კარგი ხომ არ არის.-კმაყოფილად ვუთხარი.
-ნუ გაქვს შენ “მჟავე” ენა.-ბოლო ორი სიტყვა გამოკვეთა.
-შენ კი ნუ ხარ ნარცისი.-ტყეშიც შევედით.
-ძვირფასო ნარცისი კი არ ვარ უბრალოდ ვიცი რომ სიმპათიური ვარ.-სიცილით მითხრა.
-ოხ დედა კაი სიმპათიურო თუ მასეთი ხარ როგორსაც შენ აღწერ ერთი ნორმალური გოგო რატომ არ გყავს.-ჩემი აზრით ჩამჭრელი კითხვა დავუსვი.
-რადგანაც ჩემი შესაფერისი ვერავინ ვერ ვნახე ჯერ.-მსახიობურას წარმოთქვა, მე სიცილი ვეღარ შევიკავე.
-კაი რომ იპოვი იცოდე პირველი მე უნდა გამაგებინო, ისე ნეტა თუ შეიძლება ბიჭს გოგო მეჯვარე რო ყავდეს, თუ შეიძლება იცოდე მე ვარ.
-აუცილებლად გაგიგებ მაგას და ბარემ უპატარძლი ქორწილი გავმართოთ, პატარძალი რა საჭიროა.-სიცილის ძლივს იკავებდა.
-რავიცი თან შენ ხო ისეთი სიმპათიური ხარ რომ პატარძალსაც კი დაჩრდილავ.-მეც ავყევი.
-მიყვარს ჭკვიანი გოგონები.-ხელი გადამხვია და ჩვენებური საუბარი განვაგრძეათ. ალბათ იფიქრებთ ეს ხელი გადახვევა რა არისო მაგრამ ისე მივეჩვიე მის ასეთ მოქმედებას რომ როცა ასე არ იქცეოდა თითქოს რაღაც მაკლდა, დათოსთან მართლაც რომ კარგად ვგრძნობდი თავს შემეძლი ყველაფერზე მესაუბრა, არც თავის შეკავება მიწევდა რამის გამო, მართლაც რომ სულ მხიარულად ვიყავი მის გვერდით, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს მასთან ერთად, ერთი სიტყვით ჩემთვის უკვე მნიშვნელოვანი ადამიანია. ერთი ორი საათი ასე ვიბოდიალეთ თურმე რა კარგი ყოფილა მშობლური ჰაერის სუნთქა, მთის ცივი ჰაერი, ასეთი მზის მიუხედავად.


***
-ამათამა ბარგი რა ვეღარ შემოიტანეს.-მარიმ წამოდგა მდივნიდან.
-რავიცი მიდი ნახე რას შვრებიან.-თოკამ ამოყო თავი ტელეფონიდან.
-აქ არ არიან.-კარები დახურა და სახლში დაბრუნდა მარი.
-აუ ეგენი უეჭველი ტყეში წავიდნენ, გუშინ თქვა კატომ, როგორც კი სვანეთში ჩავალთ ტყეში წავალ მაშინვეო.-სანდრა გამოვდა სამზარეულოდან, ის ყველაზე კარგ საჭმელებს აკეთებს.
-ეგენი სულ ერთად დადიან და ბიჭებო თქვენ გეცოდინებათ რამე ხომ არ ხდება.-მარი ჩაუჯდა ბიჭებს შუაში.
-არაფერი უბრალოდ კარგად გაუგეს ერთმანეთს და სიამოვნებთ ერთად რომ არიან.-დემეტერ გასცა პასუხი.
-შენ საიდან იცი?-გაკვირვებით იკითხა სანდრამ.
-გენაცვალე თქვენ გზაში რომ გეძინათ ხომ უნდა გვესაუბრა რამეზე და მაგ თემასაც შევეხეთ.-თორნიკეც ჩაერთო საუბარში.
-ასე უცებ როგორ დამეგობრდნენ.-მარი მაინც ვერ ისვენებდა.
-კატოს ამბავი ხო იცი თუ ვინმემ გაუგო მერე რამდენიმე საათში ისე არიან თითქოს საუკუნეა იცნობდნენ ერთმანეთს.-თიკაც ჩართო საუბარში.
-ხო კაით ახლა ამაზე საუბარი არ გვინდა, რამე იყოს მაგათ შორის ისედაც შევამჩნევდით, მოდით ახლა ვჭამოთ.-სანდრამ დაიწყო სუფრის გაშლა.
-იმათ არ დაველოდოთ?
-მარი შენ თუ გინდა დაელოდე მე ძალიან მშია.-თიკა პირველი დაჯდა სუფრასთან.
-ამას ვინ დაასწრებ ოღონს საჭმელი უხსენე.-გვერდით მიუჯა სანდრო, თიკამ კი ენა გამოუყო.
-და-ძმური კინკლავი არ გვინდ კაით.-ანდრეა მოერე მხარეს მოთავსდა, უი ხო იმის თქმა დამავიწყდა რომ ანდრეა სანდროს პარტნიორია და ასე რომ თავისი დის გადაწყვეტილებით კმაყოფილია.
-აი ჩვენც მოვედით.-კარები შევაღეთ ხმაურით.
-მეთქი მგლებმა შეჭამესთქო.-გაბრაზებით თქვა მარიმ.-რომ წახვედით არ უნდა გაგვაფრთხილოდ.
-მარი ხო კარგად ხარ, დედიკოსავით ნუ მოიქცევი.-გეგიმ გაკვირვებით შეხედა, დედას გახსენებაზე თითქოს რაღაც ჩამწყდა გულში.
-ოთახში ავალ ცოტა ხნით და ჩამოვალ მალე.-ვეცადე არ შემემეჩნია, მინდოდა მეტირა, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
-კარგი შენი ჩანთაც ზევითაა თუ გინდა მეც წამოვალ.-დემეტრემ შემომთავაზა. დათოს რომ შევხედე მის თვალებში ამოვიკითხე რომ ყველაფერს მიხვდა. ოთახში შესვლის თანავე კარები ჩავკეტე და ცრემლებმა თვითონ გაიკვალეს გზა. 10 წუთი ასე ვიწექი განუძრევლად.
-კატო, როგორ ხარ გამიღე კარი.-დათოს ხმა იყო.
-კარგად ცოტახანში ჩამოვალ.-ვეცადე ბედნიერი ხმა მიმეღო.
-ხმაზე გეტყობა როგორც ხარ გამიღე თორემ ჩემით შემოვალ. არამგონია შემოამტვრიოს.-გავიფიქრე ჩემთვის.
უცებ გასაღები თავისით გადატრიალა და კარები გაიღო.
-ეგ როგორ გააკეთე.-გაკვირვებულმა შევხედე.
-ადვილია ამ კარებების გაღება, თიკას ვუთხრათ რომ შეცვალოს.-ეცადა გაეღიმა, თან კარები მიხურა.
-ანუ ღამე მშვიდად არ უნდა მეძინოს რომ ვიღაც შენაირი შეიძლება შემომივარდეს.-გამეღიმა.
-ნუ ჯავრობ ვერავინ ვერ შემოვა.- თვალი ჩამიკრა და გვერძე დამიჯდა.
-მიდი თვალები დაიბანე და ქვევით ჩავიდეთ.
-არ მინდა ქვევით ასე ჩამოვიდე, თან ძილი მჭირდება ახლა, უთხარი რომ მძინავს.
-მაშინ მეც აქ დავრჩები.-გვერდით მომიწვა.
-არა შენ უნდა ჩახვიდე, მე მარტო მირჩევნია მარტო ვიყო.
-შენი მარტო დატოვება არ შეიძლება ახლა ასე რომ მეც აქ ვრჩები, ვიცი რატომაც ხარ მასე, ახლა კი გადაბრუნდი და დაიძინე.-უკნიდან მომეწება.
-კარგი ჩემი ფსიქოლოგო.-პასუხი აღარ დაუბრუნებია, მეც მალევე ჩამეძინა.

***
-წავალ ვნახავ კატოს რას შვრება.-თიკა წამოდგა.
-ჩვენც წამოვალთ.-მარი და სანდრაც დაეწიენ.
-ნეტა დათოც იქაა?-მეორე სართულზე ასვილას ჩუმად თქვა თიკამ.
-ასე არ თქვა დასვენება მჭირდებაო.
-მოდი კარები გავაღოთ და ვნახავთ თუ სად არის.-მარიმ საკეტს მოკიდა ხელი.
-ხო ვთქვი.-ცოტა ხმამაღლა მოუვიდა მარის და სანდრამ ხელი ააფრა პირვზე.
-რა გაყვირებს გოგო.-თვალები დაუბრიალა თიკამ.
-ხო ვთქვი ამათ შორის რაღაც ხდებათქო.-ჩუმად თქვა მარიმ.
-რამე რო ხდებოდეს გვეცოდინებოდა, მასე მეც შეიძლება ჩამეძინოს ვთქვათ თოკასთან ერთად, ესენიც მასე არიან, უბრალოდ ხო იცი კატო თუ ვინმესთან კომფორტულად თუა არც ამას დაიშლის.-თიკამ აუხსნა კონკრეტულად.
-თავს დავდებ ესენი ერთად იქნებიან, აი ნახეთ, მერე კი რას იტყვით ძალიან მაინტერესებს.-მაინც არ იშლიდა თავისას მარი.
-შენ ხო ადამიანი ვერ დაგარწმუნებს, წამოდით ახლა არ გავაღვიძოთ.-კარები გაიხურეს და კიბებზე დაეშვნენ.
-რას შვრება როგორაა?-დემეტრემ იკითხრა.
-ძინავს, არ გავაღვიხოთ, წამოდით გარეთ გავიდეთ, ან საერთოდ ჩვენც გავსეირნოთ ტყეში.-სანდრამ გამოთქვა აზრი.
-ისე კაი იდეაა.-სანდრო წამოხტა ფეხზე.
-ჰე აბა ყველანი მივდივართ?
-კი ყველანი, ოღონდ ერთი ჩანთა წავიღოთ, წყალი და რაღაცეები ჩავდოთ.
-მართალი ხარ დაიკო.-სანდრომ სიცილით უთხრა.-შენ რო მოგშივდეს მერე რაღა გვეშველება.
-შენს ჩემს გოგოს ნუ დასცინი.-ხელი გადახვია ანდრეამ.
-მორჩით ახლა ლაპარაკით.-ჩანთით ხელში დაბრუნდა მარი.-წავედით. სახლი დაცარიელად, სიმშვიდ დაისადგურა, მხოლოდ ორი ადამიანი დარჩა, რომლებიც სიზმრების სამყაროში იყვნენ.

(4)
თვალი რომ გავახილე ისე ისეთ პოზაში მეძინა რაც ჩემგან გამიკვირდა, დათუჩა ისევ მოწებებული იყო უკნიდან. ფრთხილად ავდექი და აივნის კარები გამოვაღე, სპეციალურად შევარჩიე ეს ოთხათი, მიყვარს დილით აივანზე გასვლა და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა.
-კარები მაინც მიგეხურა რომ გამყინე.-თვალების ფშვნეტით გამოვიდა.
-ოჰ მე ბოდიშით ბატონო დავით.-ირონიულად ვუპასუხე.
-შემოდი სახლში გაიყინები.-ძალით შემათრია.
-მშია და წამო ვჭამოთ რა.-მუცელზე მოვისვი ხელი.
-ხო მართალი ხარ დღეს შენ გამო მშიერი დავრჩი.-პირველ სართულზ ჩავედით.
-ვინ დაგაძალა მერე მომიწექი გვერძე და დაიძინეო.
-მტელი ტყე-ღრე მომატარე და დასვენება არ მინდოდა.-მდივანზე დაჯდა.-თანაც ჩემს საუკეთესოს მეგობარს მასე ხომ არ დაგტოვებდი.-თან აღნიშნა.-როგორც ჩანს მარტო ვართ, რა კარგი ყოფილა სიმშვიდე.
-მოდი რამე გავაკეთოთ.-ისე მშიოდა რომ არაფერს არ ვაქცებდი ყურადღებას.
-ჰე აბა რას ვაკეთებთ.-წამებში ჩემს გვერდით იდგა.
-კულინარია შენ გეხერხება და შენ მოგანდობ ამ საქმეს.-კმაყოფილმა ვუთხარი.
-ოქეი მთავარი მზარეული მე ვარ შენ კი დამხმარე.
-როგორც მიბრძანებთ სერ.-ჯარისკაცივით დავდექი.
-მორჩი ცანცარს და მომეხმარე.-თმა ამიბურძგნა.
-ოხ ვერ გიტან დათო, მასე ნუ შვები.-ყუყუნით გავისწორე თმა.
-ნუ ბუზღუნებ.
-ნერვებს ნუ მიშლი და არ ვიბუზღუნებ.-ენა გამოვუყავი.
-შენ ხომ სიტყვას არ შეარჩენ ადამიანს.-სიცილით მითხრა.
-ჰე აბა რას ვაკეთებთ.-წინსაფარი მოვიმარჯვე.
-რა მალე გაკეთდება თორემ შენი მუცელი დიდხანს ვერ მოითმენს.-მუცელი მიბუყბუყებდა. სპაგეტის გაკეთება გადავწყვიტეთ, თავისებურად გააკეთა,მე იმას ვაკეთებდი რასაც თვითონ მიბრძანებდა.
-ესეც ასე მოვრჩით.-გახარებულმა მითხრა.
-აბა ჰე დავიწყოთ მაშინ.-დაღლილი ჩამოვჯდი სკამზე.
-კაი მიდი შენ წვენი გამოიღე და მაგიდასთან დამელოდე.-მეც არ შევეწინააღმდეგებივარ. ტელეფონი მოვიმარჯვე და სოციალურ ქსელებში დავიწყე ქექვა.
-ოჰ ვის ოჯახშიც შენ შეხვალ.-თეფშებით ხელში დაბრუნდა დათო.
-აბა აბა და ვის ოჯახშიც შენ შეხვალ აშენდება.-დამცინაა.-გავიფიქრე მაგრამ საჭმლის დანახვის შემდეგ ხმას აღარ ამომიღია.
-უგემრიელესია.-ვეღარ შევიკავე თავი.
-ვიცი გეტყობა სახეზე.-კმაყოფილი სახით მითხრა.
-ნეტა ჩვენები აღარ მოდიან? ან სად არიან?-ბავშვებიც გამახსენდა.
-არ ვიცი ალბათ მალე მოვლენ, წამოდი ჩვენ რამე ვითამაშოთ.
-კაი აზრია.-ფეხზე წამოვხტი, მაგიდა ავალაგე და მდივანზე მოვკალათდი.
-ჰე აბა აარჩიე თამაში.
-კი “fortnite”_ი ვითამაშოთ.
-კაი იცოდე კარგად არ ვიცი და უნდა მასწავლო.
-კი ბატონო, დღეს მთელი დღე თქვენი მონა ვარ.-ეცადა სერიოზული სახით ეთქვა.
-კიდე მე ვცანცარობ.-წარბი ავწიე მაღლა.
-კაი ნუ ბრაზდები მასე ადვილად, მოდი გასწავლი უცებ მიხვდები.-ნელ-ნელა ყველაფერში გავერკვიე და მაგრად შევედი მუღამში. მგონი 1საათი განუწყვეტლივ ვთამაშობდით მერე კი ხმაურით შემოგვიერთდნენ სხვები.
-ოჰ რას ვშვრებითო.-გვერდით მომიჯდა გეგი.
-მაცადე თორე ვერ გადამირჩები.-თვალი არც მომიშორებია ეკრანისთვის ისე განვაგძე თამაში.
-ოხ რა მუღამშია ნახე.-თავზე დამადგა სანდრო.
-სანდრო გაჩუმდი თორემ თავგზა მებნევა.-მკაცრად წარმოვთქვი.
-როგორც მიბრძანებთ ქალბატონო.-სხვებთან გადაინაცვა.
მაინც არ შეგვეშვნენ ასე რომ მოგვიწია თავისდანებება.
-თქვენ სად ბრძანდებოდით.-მათ ყაყანში მეც ჩავერთე.
-ტყეში მარტო თქვენ ხომ არ გაისეირნებდით, ცოტა გავერთეთ და მოვედით.-ანდრეამ მიპასუხა.
-ხვალ რა გეგმები გვაქვს?-
-მე მაქვს ერთი იდეა, თქვენ ხომ გაქვს ქვედა სართულზე აუზი, ავავსოთ და გავერთოთ.-თოკამ გამოთქვა თავისი აზრი.
-კაი აზრია მარა მე დიდად არ მინდა ტყეში პიკნიკი მირჩევნია, თანაც ბებო და ბაბუ უნდა ვნახოთ დემე ჩვენ არ დაგავიწყდეს.
-კაი მოდი შევთანხმდეთ, ვის გინდათ აუზი ჩემს მხარეს გადმოდით.-თორნიკე დადგა მარცხნივ.-ვისაც პიკნიკი მარჯვნივ.
-ანდრეა სანდრა მარი დემე.-მათ მხარეს დადგა.-დათო გეგი თიკა და სანდრო ჩემს მხარეს.
-თქვენ შეგიძლიათ ტყეში წახვიდეთ ჩვენ კი აქ გავერთობით.
-არა მე ტყის მხარეს გადავდივარ.-მარი ჩემს მახრეს გადმოვიდა და სანდრაც გამოყვა.
-კი ბატონი წაბრძნდით თქვენ ჩვენ აქ დავრჩებით.-თითქოს გაბრაზებულმა თქვა თოკამ.
-როგორც გენებოთ.-ამაყად ვთქვი.-საჭმელი თუ გინდათ სამზარეულოშია მე ოთახში ავდივარ.
-ჩვენც მოვდივართ.-კუდებივით გამომყვნენ გოგონები.საწოლზე მოვთავსდნენ, მე კი იატაკზე დავჯექი, როგორც მჩვევია ხოლმე.
-მოყევი დროზე რა ხდება?-მწველი მზერა მესროლა მარიმ.
-რა უნდ ხდებოდეს?-გავირვებით ვკითხე.
-ვაიმე კატო შენს და დათოს შორის რა ხდება სულ ერთად ხარ ეს ბოლო სამი დღეა.-სიცილი ძლივს შევიკავე მარის. ნათქვამზე.
-ეჰ მარი თქვენ წყვილები ხართ, მე და დათო კი მარტოხელევი ვართ და ერთმანეთს კარგად ვუგებთ და გავხდით საუკეთესო მეგობრები.-საწყალი სახე მივიღე.
-რაა?-მართლა დაიჯერა.
-კაი გოგო გეღადავება.-თიკამ უთხრა სიცილით.
-კატო რატო არ გვეუბნები რა ხდება.-ისევ თავისას აგრძელებდა.
-მარი არაფერთქო, მართლა კარგი მეგობრები ვართ, მის გვერდით კომფორტულად ვარ, კარგად მიგებს და ასე შემდეგ.-მოკლედ ავუხსენი.
-შენ თავსაც კი არ უტყდები რომ მოგწონს.-ამას არ ველოდი.
-რა? რაებს ბოდავ? ვერახარ შენ?-ასე ძალიან რატო ავნერვიულდი.
-აჰა ხომ ვთქვი, მასე არ უნდა აღელვებულიყავი, ძვირფასო მე ფსიქოლოგი ვარ და ყველაფერს ადვილად ვხვდები.
-მარი გთხოვ ნუ სულელობ, დათოს მხოლოდ მეგობრულად ვუყურებ და სხვა თვალითაც არასდროს არ შევხედავ და მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს.-ვეცადე დავმშვიდებულიყავი.
-კარგი ხო ახლა არ აღიარებ მაგრამ რამენიმე დღეში ნახავ რომ იგივეს მეტყვი რაც მე გითხარი ახლა.-თითი დამიქნია.
-კარგით მორჩით ახლა, სხვა თემაზე ვისაუბროთ.-სანდრა ჩაგვერთო საუბარში. ცოტა ვიჭორავეთ, მაგრამ მე მაინც მარის სიტყვებზე მეფიქრებოდა “დათო მოგწონს” ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში, არასდროს არ მიფიქრია ამაზე და რაღაცატომ შემეშინდა ამაზე დაფიქრების, არ ვიცი რატომ მაგრამ შემეშინდა იმაზე ფიქრის რომ შემიყვარდეს, მერე კი გული მეტკინოს, მარტო დარჩენა მინდოდა, გოგოებიც მალე გავიდნენ და დავრჩი მარტო ჩემს ფიქრებთან ერთად. მე და დათო, ძალიან დიდი სისულელეა, მართალია ბაბნიკი არ არის მაგრამ არ ვიცი რატო მაგრამ? ეს მაგრამ არ მასვენებს.
-კატო მოიშორე ეს ფიქრები.-ჩავილაპარაკე ჩემთვის. -არაფერი არ უნდა შევიმჩნიო, ისევ ისე უნდა მოვექცე როგორც ადრე, ის რატომ მექცევა ასე თბილად, ვაიმე მგონი ძალიან სისულელებზე ვფიქობ.-ხელი ავიქნიე უმისამართოდ.
-რატომ ხარ მარტო აქ?-დათუჩას ხმამ გამომაფხიზლა.
-რავი დავიღალე ქვევით ძალიან ყაყანია.
-ხო მეც დავიღალე დაწოლამდე შემოგიარე.-საწოლზე ჩამოჯდა.
-ოჰ რა საჭირო იყო.-არ მინდოდა ჩემი სულელური აზრების გამო დაძაბულობა შექმნილიყო.
-ერთი “საუკეთესო მეგობარი” მყავხარ და უნდა მოგიფთხილდე.-თითქოს სერიოზულად თქვა.
-ჰა? მარტო მე?-ცოტა გამიკვირდა.
-ხო რა იყო, ბიჭების გარდა ოღონდ.
-არაფერი, დიდი მადლობა ასეთი გაფრთხილებისთვის.-სიცილით ვუთხარი.
-ნუ იცინი მე მართლა გეუბნები, შენ რომ რამე დაგემართოს არ ვიცი რა მეშველევა.-წაიმსახიობა, შეიძლება ეს თითქოს ხუმრობად გაიგოთ მაგრამ თითქოს მართალსაც კი ამბობდა.
-ნუ მასხრობ, წადი დაიძენე.-ისევ ვიცინოდი.
-ოჰ უკვე ოთახიდანაც მაგდებ?-საწყლად შემომხედა.
-რას ამბობ, შენ ეგ გეკადრება?
-კარგი ხო წავედი ტკბილი ძილი ძვრიფასო.-შუბლზე მაკოცა.
-შენც ასევე.-ლოყაზე ვაკოცე, ფეხის წვერებზე აწევა მომიწია მაგრამ თითქოს ელოდაო და თვითონაც ჩამოიწია დაბლა. კარები გაიხურა და გავიდა. მე კი დამტოვა დაბნეული. მთელი ღამე მოუსვენრად ვიყავი მაგრამ როგორღაც ჩამეძინა.
დილით ადრე ავდექი, ყავა გავიკეთე და აივანზე მოვკალათდი. გუშინ ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ის დებილუი აზრები მომეშორებინა. ისევ ისეთი დამოკიდებულება მექნრბოდა როგორც ადრე, არ მინდა ასეთი სულელობის გამო ურთიერთობა გამიფუჭდეს დათოსთან.
-რას შვები?-უკნიდან მომეპარა დათო, მეც შემეშინდა და შევხტი.
-ოხ მოგკლავ, გული გამიხეთქე.-ხელი მივარტყი მკლავზე.
-რაზე ფიქრობი? ჩემზე ხომ?-გვერძე მომიჯდა.
-ზუსტად გამოიცანი დღე და ღამე შენზე ფიქრში მათენდება.-ისეთი სერიოზული სახით ვუთხარი მეც კი გამიკვირდა.
-კარგი მსახიობი გამოხვიდოდი.-სიცილით მითხრა.
-მადლობთ მაგრამ მე უკვე ჩემი პროფესია გამაჩნია.-ყავა მოვსვი.
-მეორედ ერთი ჩემთვისაც გაამზადე ხოლმე.-ხელიდან ამწაპნა ჭიქა.
-გავითვალისწინებ.-თვალი ჩავუკარი.
-ოჰ ყავაში კარგი გემოვნება გვქონიაო.-კიდევ მოსვა.
-მე ყველაფერში კარგი გემოვნება მაქვს ძვირფასო.-ამაყად ვთქვი.
-გოგოებშიც?
-რა?-გავირვებით შევხედე.
-ერთი კარგი გოგო შემარჩევინე თორემ ყველას ვიღაც ყავს და მეც უნდა გავიჩინო ვინმე.-სიცილით მითხრა.
-ღმერთო გადმოხედე ამ ხალხს რა დილიდან კარგ ხასიაზე ხარ როგორც ჩანს.-ხელები მაღლა ავწიე.
-შენ კი არ ჩანხარ კარგ ხასიათზე.
-ხო დათო არ ვარ არა მარტო ყოფნა მინდა.-თითქოს რაღაც ამომასხა.-დღეს მარტო ყოფნა მინდა, გთხოვ მარტო დამტოვე.-ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
-რა გჭირს ეკატერინე?-ასე პირველად დამიძახა.
-გთხოვ მასე ნუ მეძახი, ეკატერიბეს მხოლოდ მშობლები მეძახდნენ.-ახლა კი ვეღარ შევიკავე თავი.-დღეს ჩემი მშობლები გარდაიცვალნენ, ამ დღეს ყოველთვის მარტო ვარ ხოლმე.-ცრემლები მოვიმშრალე.
-ეკატერინეს მარტო მე დაგიძახებ დღეიდან, მორჩა წინააღმდეგობას არ მივიღებ.-მომიახლოვდა და ჩამეხუტა, ამ დროს არავინ იყო ჩემს გვერდით მაგრამ ახლა ყელაფერი შეიცვალა.
-დღეს აქედან შორს მინდა რომ ვიყო, არ მინდა ბავშვებსაც ჩავუშხამო დღე.-ჩახლეჩილი ხმით ვთქვი.
-კარგი ერთი იდეა მაქვს შენებთან წავიდეთ.-თვალები გაუნათდა.
-კარგია მაგრამ შენ სულ ჩემთან ერთად ხარ და ვერ ერთობი.-ცოტა მორცხვად ვუთხარი.
-ეკატერინე ეგ მეორედ არ თქვა, მეგობარი რისი მეგობარია თუ გაჭირვების დროს არ დაგეხმარა.-ღიმილით მითხრა და ოთახში შევედით.-შენები აქ ახლოს ცხოვრობენ?
-ისე რა მანქანით 15 წუთში იქ ხარ, როგორც ვიცი.
-გინდა ცხენით წავიდეთ?-ეშმაკურად გამომხედა.
-აუ კი რამდენი ხანია არ მიჯირითია.-გახარებულმა ვთქვი.
-კარგი როგორც ვიცი ცხენები ყავთ აქ.
-კარგი გამოვცვლი და ჩამოვალ.-ვეცადე მალე მოვმზადებულიყავი, შავი შარვალი, შავი ბრეტელებიანი მაისური და თეთრი მოსაცმელი თან წავიღე.
-მზად ვარ.-ქვევით მხოლოდ გოგოები დამხვდნენ.
-სად მიდიხართ?-სანდრამ იკითხრა.
-გადავწყვიტეთ...
- ცოტას გავისეირნებთ ცხენით.-სიტყვა გამაწყვეტინა და თვითონ იცრუა.
-კარგით მიდით საჯინიბოშია ცხენი და იმედია არაფერს მოიწევთ.-ჩვენც გავედით გარეთ და საჯინიბოსკენ წავედით.
-რატო მოატყუე?
-როგორც გუშინ შენ აღნიშნე მათაც მოუნდებოდათ წამოსვლა შენ კი დღეს მარტო ყოფნა გინდა.-მოკლედ მიპასუხა.
-როგორი დაკვირვებული ხარ.
-ჭკვიანს უფრო ვუწოდებდი.-თავი დაიფასა.
-მერე კიდევ ვიტყვით რომ ნარცისი არ ვარი ხო?-სიცილით შევხედე თან მზე მაჭყიტებდა და ცალი თვალი დახუჭული მქონდა სახე კი შეჭმუხნული.
-იცი რა საყვარელი სახე გაქვს? დაიცა არ გაინძრე.-მოულოდნელას ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან და ფოტო გადამიღო.
-პაპარაცო.-ცალი წარბი ავწიე.
-კარგი ფოტოგრაფი ვარ, მერე გამოვცადოთ.-საჯინიბოსაც მივადექით, ცხენებზე მოვკალათდით და ჩემი სახლისკენ წავედით. ნელა მივდიოდით გზაში ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, ბევრიც მაცინა, ისე მალე დაილია გზა რომ ვერც გავიგე. ბებიას და ბაბუას ძალიან გაუხარდათ ჩემი ნახვა, თურმე დათოსაც იცნობდნენ.
-ახლა საჭმელს მოგიმზადებთ მანამდე როგორმე გაერთეთ.-ბებომ სამზარეულოში გადაინაცვლა, ჩვენ კი სახლის დათვალიერება გავაგრძელეთ.

(5)
-ეს ჩემი ოთახია, ბავშვთან შედარებით სერიოზული ოთახი მქონდა, გეგონებოდა 14 წლის გოგოს ოთახიაო.-ყოველი აქ გატარებული წამი გამახსენდა.
-მეც ეგ გავიფიქრე ახლა.-გვერდით ამომიდგა დათუჩა.
-წამოდი გარეთ გავიდეთ, ადრე მიყვარდა ჩვენს ეზოში თამაში, ისე იყო მოწყობილი როგორც მე მინდოდა, მთელი ჩემი სამეგობრო აქ მოდიოდა და დაღამებამდე ვთამაშობდით, აი ბავშვობა არის ყველაზე უდარდელი დრო, მინდა ძველ დროში დაბრუნდა, ძილის წინ მშობლები სულ შემოდიოდნენ და ტკბილ ძილს მისურვებდნენ, ჩემი ძმა კი დილიაუთენია დგებოდა და არც მე მაცდიდა ძილს, სულ მაწვალებდა.-საუბრის დროს ღიმილი მეფინებოდა სახეზე, დათოს მზერასაც ვგრძონდი.-მგონი ბევრს ვლაპარაკობ ხო? რომ დავიწტებ ნოსტალგია მაწვება და ვეღარ ვჩერდებო.-ჩამეცინა.
-პირიქით მსიამოვნებს შენი ამბების მოსმენა, შეგიძლია განაგრძო.-მთელი სახლი მოვიარეთ, შემდეგ ცოტა ქალაქში გავლა გადავწყვიტეთ, ვისეირნეთ და ბოლოს სახლში დავბრუნდით.
-ბებო სად ხართ ამდენს ხანს, საჭმელი გაცივდა სადაცაა მიდი ჭამეთ.-ჩვენ სუფრას მივუჯექით და გემრიელად ვჭამეთ, გამახსენდა ბავშობაში რომ გვიკეთებდა ხოლმე ბებო საჭმელს, ისევ ისეთი გემო ქონდა. სადილის შემდეგ ცოტახანს ისევ ეზოში ვიყავით, ჯამაკში ვიწექით და სხვადასხვა თემებზე ვლაპარაკობდით. საღომს კი უკან წამოვედით, ბებო და ბევრს გვეხვერწნენ დარჩითო მაგრამ მაინც წამოვედით.
-სანამ წავალთ აუცილებლად შემოგივლით ერთი დღით.-დათო დაპირდა.
-ყველანი გვესტუმრეთ შვილო.-ბაბუ კიდევ ერთხელ გვითხრა.
-აუცილებლად.-დავემშვიდობეთ და წამოვედით.
-დღეს შენი წყალობით მთელი დღე არ მომიწყენია.-გახარებულმა შევხედე.
-ჯერ სად ხარ, მომავალში უფრო გაგამხიარულებ.-სიცილით მითხრა.
-ახლა რომ მივალთ ბავშვები დაიწყებენ სად იყავითო და უნდა ვუხსნა ყვლაფერი.-უკმაყოფილოდ ვთქვი.
-არამგონია, ისინი მთელი დღე გართობით იქნებოდნენ დაკავებული.
-ბიჭები კი მაგრამ გოგოები დღეს მთელი საღამო არ მომასვენებ, ისევ თავისებურებებს დაიწყებენ.
-რას გულისხმობ?-ოოპა აქ უკვე გავიჭედე, რა უნდა ვუპასუხო.
-არაფერი ისეთი.-ხელი ავიქნიე.
-ეკატერინე მიპასუხე.-მკაცრად შემომხედა.
-დათო ხომ გითხარი არაფერი.
-არ მეუბნები ხომ? კარგი როგორც გინდა.-გაბრაზდა.
-კიდე მე მეუბნები ადვილად ბრაზდებიო.-ყუყუნი დავიწყე.
-ძვირფასო არ გავბრაზებულვარ, ყველაფერს ხომ არ მეტყვი, შენც მართალი ხარ.
-კარგი რა ნუ სულელობ ხომ იცი ყველაფერს გიყვები.-საწყალი სახე მივიღე.
-მაგ სახით ვერ მომთაფლავ.-ცხვირზე დამკრა თითი.
-ხო კარგი გეტყვი მაგრამ არ დამცინო რატო არ მითხარი აქამდეო.-გვერდით ამოვუდექი.
-იმედია ისეთი არაფერია რომ ცხენიდან გადავარდები.-უკვე სიცილის ძლივს იკავებდა.
-აუ კაი რა შენ უეჭველი დამცინებ.-ახლა მე გავიბუსხე.
-მიდი თქვი.-სერიოზული სახე მიიღო და დამეწია.
-ესეიგი რადგანაც სულ ერთად დავდივართ გონიათ რომ რამე ხდება ჩვენ შორის და ვუმალავთ.-მეგონა ამის თქმის დროს შემრცხვებოდა მაგრამ სრულიად თავისუფლად ვუთხარი.
-ეგ მეც ვიცი, იგივე საკითხზე მეც მესაუბრნენ.
-მერე არ უნდა მითხრა.-გაბრაზდბულმა ვუთხარი.
-შენ რომ არ მითხარი.-ჯიბრში ჩამიდგა.
-ახლა აბა რა ვქენი?
-ეგ მე დაგაძალე მიტომ.
-არ დაგიძალებია ჩემით გითხარი, მაგრამ რა სისულელეზე ვკამათობთ ხვდები?
-რატომ არ სისულელე ვითომ, ჩენს შორის მართლაც არის ურთიერთობა.-სერიოზული სახით მითხრა.
-ჰა?-გავირვება ვერ დავმალე.
-ხო მეგობრობა ურთიერთობა არის აბა სხვა რა უნდა დაარქვა.-უკვე მართლა სერიოზულად მელაპარაკებოდა.
-ჰო მართალი ხარ.-ცოტა მოვეშვი.
-რატომ დაიძაბე?
-არ დავძაბულვარ.-სხვა ვერაფერი მოვიფიქრე.
-რაღაც მეეჭვება, გუშინ მაგიტომ მელაპარაკე საღამოს უცნაურად ხო?-თითქოს არც უკითხავს დარწმუნებით მითხრა.
-უცნაურობაში რას გულისხმობ.
-ძალიან კარგად იცი რასაც.-ჩემსკენ გადმოიხარა მე კი კინაღამ ცხენიდან გადავარდი ისე დავიძაბე.
-ადრე მასე არ იყავი, სჯობს იმათ საუბარს არ მოუსმინო, თორემ ვატყობ თავის ჭკუაზე გადაყავხარ.-თავის ადგილს დაუბრუნდა.
-რას გულისხმობ.
-იმას რომ ჩემს ყოველ მოახლოებაზე იძაბები ადრე კი ვერც ამჩნევდი.-მშვიდად მითხრა.
-ნუ სულელობ,აჰა თუ გინდა უფრო ახლოს მოვალ.-ისე ახლოს მივედი ცხენები შეწუხდნენ.
-რა ტიპი ხარ, ახლა ისეთი სახე გაქვს რომ პატარა ბავშვს მაგონებ.-ლოყაზე მიჩქმიტა.
-ოხ კიდე მე ვარ ბავშვი ხომ.-ლოყას ვისრესდი.
-ჩემს ცხენზე გადმოდი.
-რატომ?
-მიდი გადმოდი.-მაინც არ მეშვებოდა.
-ჩემს ცხენს ვინ წამოიყვანს მერე.
-ხელი მოვკიდოთ და წავიყვანოთ.-სიცილით მითხრა.-ჰე აბა დიდხანს გელოდო?
-მართლა ვერახარ.-უკან მოვკალათდი და ხელები შემოვხვიე.
-აი რატომ ვუგებთ ერთმანეთს კარგად, ერთი ჭკუის ვართ.-არ ვიცი ეს ღადავით თქვა თუ სერიოზულად მაგრამ მესიამოვნა ეს რომ თქვა.
-უკან იმიტომ დამსვი რომ ზურგიდან გაგათბო?
-რა აზრები მოგდის თავში.-სიცილით მითხრა.
-მართლა მიბერავს უკნიდან, შენი მოსაცმელი მომეცი როგორც ვატყობ შენ არ გცივა.
-ინებეთ.-უკან გადმომაწოდა.
-მადლობთ.-ასეთი მოსაცმელი მეც მაქვს.
-ერთ დღეს ტყუპებივით ჩავიცვათ.-უკან მოტრიალდა და თვალი ჩამიკრა.
-წინ იყურე!-ცორა მკაცრი ნათქვამი გამომივიდა.
-როგორც მიბრძანებთ.-ჯარისკაცივით გააკეთა ხელი.
სახლში რომ მივედით უკვე კარგად ბნელოდა, უკვე 10 საათი იყო, სახლში ჩამი-ჩუმი არ ისმოდა.
-ნეტა სად არიან.-მდივანზე ჩამოვჯექი.
-ნახე წერილია.-გვერდით მომიჯდა.-“ჩვენ ბებია ბაბუასთან მივდივართ რამდენიმე დღით, თქვენც შემოგვიერთდით ხვალ”-ჩემი ძმის კალიგრაფიას გავდა.
-რანაირად გზაში უნდა შეგვხვედროდენ მაშინ?.-გაუკვირდა დათოს.-უი მეორე გზაც არის და ალბათ იქიდან წავიდნენ.-თვითონვე უპასუხა კითხვას.
-დღეს სიმშვიდე იქნება სახლში ძალიანაც კარგი ოთახში ავალ და დავიძინებ.
-აუ კაი რა რადროს ძილია, მოდი ფილმს ვუყუროთ.-არ გამიშვა.
-ფილმი კაია და რას ვუყუროთ?
-მოდი მე ავარჩევ და შენ რაღაცეები მოიტანე რომ მივაყოლოთ.-ერთდროულად წამოვდექით, მე სამზარეულოში გავედი მან ფილმების არჩევა დაიწყო.
-აარჩიე, იმდენი რამ მეჭირა ძლივს ვხედავდი დათოს.
-დღეს რა ჩემი მოკვლა გინდა?
-ნუ ჯავრობ მე ამდენი საჭმელი არ მკლავს და შენ შეგიძლია ცოტა ჭამო.-მშვიდად დავჯექი მდივანზე.-ჰე აბა რა აარჩიე.
-“ჩემი სიძულვილის 10 მიზეზი” როგორც ვიცი კარგი ფილმიაო.-გვერდით მომიჯდა.
-აუ ძაან მიყვრს ორჯერ მაქვს ნანახი და არასდროს არ მომბეზრდება მაგის ყურება.-გახარებულმა ვუთხარი, მეც მოვკალათდი, ნახევრად დათოს მივეყრდენი, ფეხები კი მდივანზე გავშალე.-ხელი გადმოწიე თორემ კონფორტულად არ ვარ.
-როგორც მიბრძანებთ ქალბატონო.
-მადლობთ.-ფილმიც დაიწყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმაც მი არ ამომიღია, რაც ჩემგან გასაკვირია, მაგრამ რა ვქნა ისე მიყვარს ეს ფილმი რომ ჩემს თავსაც კი გადავიბჯე.
-ჰე აბა კიდე ვუყუროთ რამეს?
-კი მოდი ახლა ცოტა დეტექტივსაც ვუყუროთ.
-კარგი აზრია.
-შვიდი ჩართე ძალიან მაგარი ფილმია.
-ფინჩნერი.-ღიმილით მითხრა.
-გენიოსია ეგ კაცი.-დავამატე.
-გეთანხმები.-გვერდით მომიჯდა.-“გაუჩინარებული ქალი” გაქვს ნანახი?
-რათქმაუნდა.-გახარებულმა შევხედე.-მოდი ახლა ვუყუროთ და მერე ვიმსჯელოთ ფილმებზე. ისევ ძველ პოზას დავუბრუნდი და ეკრანს შევაცქერდი.
ამ ფილმსაც მოვრჩით შემდეგ კი “მონანიება” ჩავრთეთ. 2 საათის შემდეგ მივხვდით რომ უკვე გვიანი იყო და ოთახებში წავედით, საათს რომ დავხედე 3 სრულდებოდა, დაწოლის თანავე მიმეძინა.


(6)
დილის შვიდ საათზე თვალები დავჭყიტე, არ ვიცი რა მეტაკა როცა ძილზე ვგიჟდები, ვეცადე ისე დამეძინა მაგრამ არ გამომივიდა, რადგანაც დათოც სახლში იყო მასაც უნდა გაეღვიძა აბა მარტო მე ხო არ ვიქნებოდი ასე. საპირფარესოში შევედი, მობწესრიგდი, სპორტული შარვალი, თეთეი ბრეტელებიანი მაისური ჩავიცვი და ოთახიდან გავედი.

-დათუჩაა რას შვები.-კარები შევაღე და ისე ვიკითხე ვითომ არ ვიცოდი, პასუხიც ვერ მივიღე.-დათოო.-ერთი ხელით გავაყანყარე, მაგრამ ისევ უპასუხოთ დამტოვა, ამიტომ ვადავწყვიტე ძველი ხერხებისთვის მიმემართა.
-ვაიმეე რა ხდებაა.-რაღაც მძიმეა დაცემა იგრძნო.-ეკატერინე რა ჯანდაბას აკეთებ სულ გააფრინე.-სიბრაზე ვერ დამალა.
-შენ რა სულ ეკატერინე უნდა მეძახო?
-მე გითხარი რომ მარტო მე დაგიძაგებდი ამ სახელს, ახლა კი შენ მიპასუხე კითხვაზე.-ისევ ეტყობოდა გაბრაზება.
-აბა ტკბილი სიტყვით ვერ გაგაღვიძე და რა უნდა მექნა?-ცხვირი შევჭმუხნე.
-უნდა დამლოდებოდი როდის გავიღვიძებდი, ან ამ დილაუთენია რამ გაგაღვიძა.
-კარგი რა ნუ ბუზღუნებ ადექი მიდი ვჭამოთ და რამე მოვიფიქროთ.-ისევ შევანჟღრიე.
-არა ჯერ რომ ავდგე მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიქნები, ახლა კი შეგიძლია დამაძინო?-ისევ ბალიშზე დადო თავი.
-კარგი რა გთხოვ.-საწყალი სახე მივიღე.
-ეგ სახე ვეღრ გიშველის, მოდი შენც ჩემს გვერდიარ დაწექი და დაგეძინება.
-აუ...-სიტყვის თქმა არ მაცდა ხელი მომკიდა და წამებში მის გვერდით ვიწექი, ხელები შემომხვია და ტკბილი ძილი მისურვა, მეც ვეღარ ამოვიღე ხმა და მალევე მიმეძინა. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა,რომ გავიღვიძე ისევ მის ხელებში ვიყავი მოქცეული.
ვეცადე ისე ავმგარიყავი რომ არ გამეღვიძებინა მაგრამ რაღაცას წამოვედე და წამებში ძირს აღმოვჩნდი, დათო შეშინებული წამოხტა, ძირს რომ დამინახა ხარხარი ატეხა.
-აუ დათუჩა მოგკლავ, რატო დამცინი.-საწყალდ ვუთხარი.
-კაი საყვარელო ნუ გაქვს მასეთი სახე ისეთი სასაცილო ხარ.-წამოდგა და ადგომაში დამეხრმარა თან იცინოდა.
-სხვათაშორის შენი ბრალია, რომ ამდგარიყავი თავიდანვე არაფერი არ მოხდებოდა.-გაბრაზებულმა ვუთხარი.
-კარგი ბოდიშით ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს, მაპატიებთ თუ დავიჩოქო.-მსახიობურად მითხრა ისევე.
-კარგ საჭმელს თუ მაჭმევ გაპატიებ.-ღიმილი გადამეფინა სახეზე.
-ოჰ ჯერ არ გამიკეთებინა, რომ გათხოვდები მე დამირეკე, მერე მოვალ და მე გავამზადებ, ვითომ შენი გაკეთებულია და ასე ვიცხოვრებთ ბედნიერად.-ისევ დამცინოდა.
-აუცილებლად გავითვალისწინებ.-მეც სერიოზული სახით ვუთხარი.
-კარგი ჩავიცვამ და გამოცალ.-ახლა შევამჩნიე რომ ნახევრად შიშველი იდგა ჩემს წინ.
-კარგი 5წუთში ქვევით იყავი.-აღარ დავლიდებივარ პასუხს, მისაღებში ჩავედი და ტელეფონი მოვიმარჯვე.
მართლაც რომ მალე ჩამოვიდა, გემრიელი საჭმელიც მომიზადა, შემდეგ ვჭამეთ, მაგიდაც ავალაგე, ცოტა სახლი დავალაგე და შემდეგ დავიწყეთ იმაზე ბჭობა თუ რა უნდა გვექნა.
-აუ არ ვიცი რა უნდა ვქნათ არაფერი არ მომდის თავში, ჩვენც ხოლ არ წავიდეთ ჩემებთან.
-კარგი აზრია ცოტა გავერთობით, ოღონდ ფეხით წავიდეთ, მეზარება ცხენით წამოსვლა.-წამოდგა და მეც ამაყენა.-ჰე მიდი რამე გამოსაცვლელი და საჭირო ნივთები ჩაილაგე და წავედით. ოთახებში ავედით და 5წუთში ისევ იგივე ადგილას გავჩნდით.
-წავედით.-გასაღები ავიღე და კარები გავაღე. გზაში როგორც ყოველთვის ბევრი ვიკაპარაკეთ და ვიცინეთ, თავის ისტორიებს მიყვებოდა, თუ როგორ “ცელქობდა” ზოგჯერ, მეც ვუყვებოდი გერმანიაში რაებსაც ვაკეთებდი, გზაც მალე მიილია და ბავშვებს შევუერთდით.
-ოჰ თქვენ მოკალათებულხართ უკვე.-ეზოში იყვნენ.
-მობრძანდით თქვენც?-წარბი ამიწია მარიმ.
-როგორც იქნა გვიკადრეს.-გაბრაზებული სახით შემომხედა თოკამ.
-აი დაიწყეს.-თვალევი ავატრიალე.
-რა დავიწყეთ რა დავიწყეთ სულ დაგავიწყდათ ჩვენი არსებობა, იცოდე ამას მე არ გაპატიებ კატო.-თორნიკემ განაგრძო.
-ვუიმე ჩემი პატარა ხო არ ეჭვიანოვ ყურადღებას რომ არ გაქცევდი.-კალთაში ჩავუხტი.
-მიხვდიი.-ალმაცერად გამომხედა.
-შენ გენაცვალე გყავს საყვარელი ადამიანი და არ უნდა ეჭვიანობდე, აწი გავითვალისწინებ.-თვალი ჩავუკარი და სანდრას მივუწექი ჰამაკში.-ეჰჰ მარტო შენ არ მეუბნები საყვედურს.-საწყლად ვთქვი.
-მე მესმის შენი ამათ კი არა.-გამიღიმა და ჩამეხუტა.
-ან გკიდია რას იზავს.-წინ დაგვიდგა თორნიკე.
-ვატყობ შენ დაეკიდები ფეხებით ამ ხეზე.-ისე მშვიდად უთხრა თვითონაც გაუკვირდა.სხვებმა და თოკას დაცინეს.
-აბა რა გავაკეთოთ მოიფიქრეთ რამე.-თიკა აწუწუნდა.
-აუ მოდით დახუჭობანა ვითამაშოთ რა.-სანდრა წამოდგა ფეხზე.
-კაი აზრია აქ კაი დასამალი ადგილებია.-დემეტრეც აყვა.
-აბა ვიხსენებთ ბავშვობას.-ყველა ავდექით და გავითვალეთ თუ ვინ დაიხუჭებოდა. სანდროს მოუწია თავიდან ცოტა იწუწუნა მაგრამ სხვა რა გზა ქონდა. ერთი საათი განუწყვეტლივ ვთამაშობდით, ყველა რომ დავიღალეღ დაღლილები ვინ სად ვიჯექით გაგება არ იყო.
-აუ ძაან დავიღალე.-ბალახზე წამოვწექი.
-ყველა ძაან დავიღალეთ კატუს.-დემე მომიწვა გვერდით.
-აუ რამდენი სააბაზანო გაქვთ?-ანდრეამ იკითხრა.
-ჩემს და დემეს ოთახში ცალკე სააბაზანოებია და კიდევ ცალკე არის 2 ცალი.
-კარგით მაშინ მორიგეობით მოგვიწევს შესვლა და ვატყობ გოგოებს უნდა დავუთმოთ.-აღნიშნა სანდრომ.
-როგორი ჭკვიანი ძმა გყავს თიკა ნეტა მასეთი მყავდეს მეც.-სიცილით შევხედე დემეს.
-მადლობთ ასეთი შეფასებისთვის.-ისევ მიწაზე იწვა.
-კაი ხო ნუ იბუტები ხო იცი ყველაზე კარგი ხარ.-მოსათაფლად ჩავეხუტე.
-ვიცი ძვირფასო.-ისიც ჩამეხუტა.
-ჰე ადექით ახლა.-ფეხზე წამოგვყარეს გეგიმ და ანდრეამ.
-კაი ხო მივდივართ.-სახლში შევედით, რათქმაუნდა დიდხანს არ გამაჩერეს დუშის ქვეშ.-ნეტა როდის მეღირსება მშვიდად შხაპის მიღება.
-მალე ძვირფასო მალე.-დათოს ხმა გაისმა ოთახში.
-ოხ დათო მოგკლავ, აქ უნდა იბანავო.-ფენი გადავდე გვერძე.
-კი შეიძლება ხომ?-ვითომ უარი რომ მეთქვა არ შევიდოდა.
-მიბრძანდით, მე ისედაც გავდიოდი.-ტელეფონი ავიღე და კარები გავიხურე. ქვევით გოგოები დამხდნენ.
-მობრძანდა ქალბატონი.-თიკა შემეგება.
-შენღა მაკლდი.-ხელი ავიქნიე.
-კატო შენ მგონი მართლა ვერ ხვდები რომ იმ ბიჭს მოწონხარ და ასევე შენც მოგწონს.-მარი ჩაერთო საუბარში.
-ისევ ეს თემაა.-თვალები აატრიალა სანდრამ, ძლივს ვიღაც ჩემ მხარეს არის.
-გოგო ერთმანეთს რომ უყურებთ ყველა ვამჩნევთ როგორი თვალები გაქვთ ნუ გამაგიჟე.- მაინც გააგრძელა მარიმ.
-მარი რამე რომ ხდებოდეს გვეტყოდა, როგორც ჩანს მართა არაფერია, ანუ შეიძლება არის მაგრამ ესენი ვერ ამჩნევენ, თანაც დიდხანს ხო ვერ გააგრძელებ ასე, თუ მართლაც რამეა ძალიან მალე გავიგეთ.-ჩემს მაგივრად უპასუხა სანდრამ.
-შენ რა ჩაგივარდა ენა.-თიკამ შემომხედა.
-აი მაგ თემაზე ვიცინეთ მე და დათუჩამ და რაებს ბოდავთ თქვენ.
-კაი ხო გეყოთ სხვა რამეზე ვისაუბროთ.-თიკამ შეცვალა თემა, ცოტა ვიჭორავეთ და შემდეგ ბიჭებიც შემოგვიერთდნენ, გვიანობამდე ვიყავით რა აღარ გავიხსენეთ, ცოტა დავლიეთ და ბოლოს დავიშალეთ, ფართის გამო ორს ერთად მოგვიწია ძილი, მე და სანდრა ერთ ოთახში მოვთავსდით.
-მართლა გჯერა ჩემი?-ვერ ვიძინებდი.
-ეკატერინე იცი რა არის.-ამ სახელით პირვლად მომართა.-მეც მარის ვერსიას ვემხრობი მაგრამ შენ მგონი მართლაც ვერ იაზრებ რომ მოგწონს, ვიცი როცა ამას მიხვდები მოხვალ ჩვენთან და ყველაფერს გვეტყვი, აი ამოს მჯერა.-მოკლედ ამიხსნა.
-არ ვიცი მოწონებაა თუ რა არის მაგრამ ჩემს ცხოვრებაში უკვე ძალიან მნიშვნელონი ადგილი უჭირავს.-თვალები დაბლა დავხარე.-ეკატერინე რატომ დამიძახე? მაშინ გაიგონე ხო ჩვენი საუბარი.
-კი და სწორედ მაშინ მივხვდი რომ მარი სწორდ ამბობდა, აი რაღაც უხილავი ძაფია თქვენს შორის.-საყვრლად ჩაეღიმა.
-იმედია ცდებით.-საბანი გადავიფარე თავზე.
-რატო?-გადამხადა საბანაი.
-არ ვიცი მე და დათო ცოტა უცნაურია.-მხრები ავიჩეჩე.
-ძვირფასო რაც შენ გინდა ის უკდა გააკეთო, მე ძალიან გამიხარდება თქვენი ერთად ყოფნა.
-მგონი ძალიან ვზღაპრობთ, დათო ჩემთვის მარტო ახლო მეგობარია,მორჩა დავიძინოთ.-თვალები დავხუჭე.
-როგორც გინდა.
მალევე ჩამეძინა, დათოზე ფიქრს არ შევუწუხებივარ დიდად რაც დაღლილობის ბრალი იყო. დილით 10 სრულდებოდა რომ გავიღვიძე და რას ხედავს ჩემი ორი თვალი, დათო ზევით შიშველი დგას ჩემს სარკესთან და თან თმას იმშრალებს.
-დათო ასე ადრე აქ და გინდა.-თვალები ამოვისრისე.
-ვერ ხედავ ვიბანავე და ახლა ვემზადები.-სარკიდან შემომხედა.
-ოხ სხვაგან ვერ შეხვედი? მე რომ არ დამიფრთხო ძილი.-გვერდი ვიცვალე.
-მე რომ გამაღვიძე დილაუთენია კარგი იყო?-ალმაცერად შემომხედა.-ახლა კი აბრძანდით და მოწესრიგდით ქალბატონო, ერთ ადგილას უნდა წავიდეთ.
-ხო ხო აი ვდგები.-ირონიულად ვუთხარი.
-იცოდე არ გაპატიებ და გაგიბრაზდები თანაც ჩემი შემორიგება რთულია.-მაისური გადაიცვა.
-ნუ მემუქრები.-ისევ ისე ვიწექი.
-მე გაგაფრთხილე ძვირფასო.- 10 წუთში ქვევით იყავი.
-კარგად მეყოლე.-არ ვაპირებდი ადგომას მაგრამ ვინ მაცად.
-რა უნდოდა აქ?-კარები შემოგლიჯეს გოგოებმა.
-ადექიო სადღაც უნდა წაგიყვანოო მაგრამ მე არსად წასვლას არ ვაპირებ მეძინება და თუ შეიძლება მარტო დამტოვეთ.-თავიდან შეშინებულუ შემოცბრუნდი მერე კი ისევ დავწექი
-რაა?-პირი დააღო მარიმ.-ადექი დროზე მოემაზდე ბიჭს არ ალოდინო.-ერთი ხელის კვრით იატაკზე აღმოვჩნდი.
-ვაიმეე ზურგი ჩემზე ძალიან გიყვარს დათო ასე რომ გამიმეტე.-დამანჭული სახით ვთქვი.
-შენ რო მიყვარხარ მაგიტომ ვაკეთებ ამას დროზე ადექი.-ფეხზე ამაყენა და სააბაზანოში შემაგდო ხუთ წუთში გარეთ იყავიო. მეც სხვა გზა არ მქონდა, მოვწესრიგდი და გავედი.
-მარტო ეს შარვალი და ტოპი გაქვს წამოღებული?-ჩანთიდან ამოალაგა თიკამ.
-ასევე დათოს მოსაცმელიც.-ეშმაკურად შემომხედა მარიმ.
-უი მისი წამომიღია ზუსტად მასეთი მაქვს მეც რა დებილი ვარ.-შეწუხებულ სახით ვთქვი.
-მოდი ახლა გლოვის დრო არ არია ჩაიცვი და ჩადი.-2 წუთში მზად ვიყავი, დათოს მოსაცმელიც მომაჩეჩა და ოთახიდან პირდაპირი მნიშვნელობით გამაგდეს.
-ოჰ მაინც ჩამოხვედი?-ანდრეა შემომხედა გაკვირვებით, როგორც ჩანს ბიჭებს თათბირი ქონიათ უკვე.
-ნუ აწუხებთ ჩემს დას.-ხელი გადამხვია დემემ.
-რა სიყვარულის ბუჭტი გაგისკდა.
-მე სულ მიყვახარ ჩემი დაიკო.-მაკოცა და მდივანზე დაეშვა.-ჩვენ წავიდეთ თუ დაგელოდოთ.-ისევ იკითხრა დემემ.
-დაგველოდეთ მალე მოვალთ.-დათომაც ამოიღო ხმა.-წავედით.-კარები გააღო და პირველი გამატარა, იმ ტყის გზას გავუყევით სადად ბავშვობაში ვიყავი ხოლმე. გზა დიდხანს არ გაგრძელებულა,პატარა ქოხს მივადექით რაც ძალიან მეცნობოდა, აი ხომ იცით რაღაცის გახსენება რომ გინდა და მაინც ბურუსია ტვინში.
-ეს რა არის?-გაკვირვებით ვკითხე.
-არ გეცნო?-თითქოს გულდაწყვეტილმა მკითხა.
-კი მაგრამ ვერ ვიხსენებ.-გულეწფელად ვუპასუხე.
-მაშინ მე გაგახსენებ.-დაწყო მოყოლა.-სანამ გერმანიაში წახვიდოდი რამდენიმე თვით ადრე ამ ქოხს მიაგენი, არავინ არ იცოდა ამ “ნაგებობის” შესახებ, მარტო შენ შეძელი პოვნა, პირველად აქ გნახე, მე 7 წლის ვიყავი, არდადეგები მქონდა და აქ ვიყავი ჩამოსული, ძალიან გავბრაზდი როცა აქ გნახე, ბევრუ გიყვრე, გეკითხებოდი თუ როგორ იპოვე ეს ადგილი შენ კი გაუნძრევლას იდექი და ამაყად მიყურებდი, შენც რომ დამიწყე შეპასუხება უფრო გავბრაზდი და კიდევ მეტად გიყვირე, შენც ცრემლები გადმოგცვივდა, არ მეგონა ასე თუ ვიმოქმედებდი შენზე, ამიტომ ბოდიშის მოხდა და დაწყნარება მომიწია, ბოლოს ერთად წავედით ქალაქში, ყველა შენ გეძებდა როცა მიხვედი სახლში კარგად დაგტუქსეს მაგრამ რამდენიმე დღეში ისევ აქ გნახე, მერე სულ აქ ვნახულობდით ერთმანეთს და კარგი მეგობრებიც გავხდით მაგრამ რამდენიმე თვეში ტირილით მოხვედი და მითხარი რომ სხვა ქვეყანაში მიდიოდი, რათქმაუნდა მეც ძალიან მეწყინა მგარამ, შენი დაწყნარება მე მომიწია, ბოლოს პირობა მოგეცი რომ როცა ერთმანეთს ვნახავდით აუცილებლად მოგიყვანდი აქ.-ღილიმით მიყვებოდ ამ ყველაფერს, მეც მახსენდებოდა ყველაფერი ნელ-ნელა და თვალწინ მიდგებოდა ის ყოველი წამი.
-და აი პირობაც შეასრულე, ძალიან გამახარე.-მართლაც რომ ძალიან გამიხარდა და ჩავეხუტე, ის მახარებოდა რომ ამდენი ხნის წინ მოცემული პირობა არ დავიწყნია.
მანაც მჭიდროდ მომხვია ხელები, ბევრი რამ გავიხსენებთ, როგორი კარგი თვეები გამიტარებია მის გვერდით და არ მახსოვდა, ამის კი ძალიან შემრცხვა.

(7)
-წავიდეთ, ბავშვებიც გველოდებიან.-ფეხზე წამოვდექი.
-როგორც ინებებთ ქალბატონო.-ისიც და ადგა ხელი გადახვია, მის თბილ მზერას ვგრძნობდი, გოგოები მართლა სიმართლეს ამბობენ მგონი, ისე შემომეპარა სიყვარული ვერც კი მივხვდი, არ მინდოდა მის გარეშე ყოფნა, მგონი მასაც მოვწოვნარ, მე კი მასზე ძალიან ვარ შეყვარებული, ჩემი ფიქრები გადავხარშე.
-წავედით?-ამ ქვეყანაზე მომიყვანა მისმა ხმამ.-რატო მიყურებს მასე?-გაკვირვებით მკითხა.
-არაფერი წავიდეთ.-გზას გავუდექით.
-არაფრის გამო მიყურებდი მასე?-მაინც არ შემეშვა.
-დათო უკვე გითხარი არაფერითქო უბრალოდ ჩავფიქრდი.-ჩემი აზრია გამოხატვა ნამდვილად არ მინდოდა ახლა.
-ჩემზე ჩაფიქრდი ხო?-თითქოს გაუხარდა და გაკრეჭილმა შემომხედა.
-შენზე მეტი საფიქრალი არ მაქვს?-თვალები ავატრიალე.
-რავიცი შეიძლება კი.-ისე მითხრა მივხვდი რომ ეწყინა.
-რატომ გეწტინა?
-არ მწყენია ძვირფასო დამშვიდი.-გამიღიმა და ხელი გადამხვია.
-ახლა კი შენ მატყუები.-წარბი ავუწიე.
-ანუ წეხან მომატყუე?-ალმაცერად შემომხედა.
-საიდან მოიტანე, ნუ ბრაზდებუ ასეთ სისულელებზე.-ქვევიდან შევხედე, გაეღიმა ახლა დავაკვირდი როგორი სიმპათიური ყოფილა, გამოწეული ყვბები, თხელი ტუჩები, ღიმილის დროს რომ ძალიან მომწონს, უცნაური ფერის თვალები ქონდა, შავი თმა და რაც მთავარია გრძელი და თლილი თითები.
-კიდევ ისე მიყურებ.-ჩაეღიმა.
-მაინც როგორი.-მეც გამეღიმა.
-მგონი ხვდები ხო?-ეშმაკურად მითხრა.
-ოჰ დათო მაგას ყველა ხვდება.-აი მივედიც კიდეც, კიდევ უფრო გამეღიმა მის გახარებულ სახეზე.
-ჯერ ქალბატონი.-კარები ფართოდ გააღო და შემატრა.
-მადლობთ.-მეც დავიფასე თავი.
-მოვიდნენ წავედით.-დემეტრეს ხმა გაისმა მთელ სახლში.
-ერთ წუთს ამომასუნთქე.-ჩამოვჯექი.
-ჯერ რატომ მიდიხართ.-დამწუხრებული სახით გვითხრა ბებომ.
-ბები კიდევ ჩამოვალთ გპირდები.-ავდექი და ჩავეხუტე.
-იცოდე შენს იმედზე ვარ ჩემო გოგო.-ისიც ჩამეხუტა.
-კარგით ნუ მომიწყეთ ახლა დრამები.-თვალები აატრიალა დემემ, არასდროს უყვარდა ასეთი რაღაცეები, უხეშს ვუძახდი ხოლმე ადრე.
-ნეტა ვის ემგვანე ასეთი უჟმური.-ხელი აიქნია ბებომ.
-კარგით წავედით?-ყველა მოვგროვდით.
-კი.-ერთდროულად თქვეს.
მანქანებში გადავნაწილდით და გზას დავადექით. 15 წუთში სახლში ვიყავით, გზაში კი სულ დათოზე მეფიქრებოდა, მგონი შარში ხარ ეკატერინე, მართლაა მომწონს, ღმერთო არ მჯერა.
-ისევ ჩემზე ფიქრობ?-ყურში ნაცნობი ჩამესმა. არაფერი არ მიპასუხია მხოლოდ ჩამეღიმა, ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვტკბებოდი ხედით. ხელი გადამხვია და ჩემკენ მოიწია, მეც მივეყუდ და მხარზე თავუ დავადე.
-რა იყო რატომ მოიწყინე.-ისევ ჩამჩურჩულა ყურში.
-რავი მომეწყინა.-მხრები ავიჩეჩე.
-არაუშავს მალე მოხვალ ხასიათზე.-მეორე ხელიც მომხვია და თავი თავსე დამადო. ალბათ უცხოს რომ დავენახეთ შეყვარებულები ვეგონებოდით ისე ვიყავით, ალბათ ისიც გაინტერესებთ მაქანაში მჯდომები რას ფიქრობდნენ. სანდრას ყურებში ყურსასმენები ქონდა გაკეთებული და მიძინებოდა, დემე და თორნიკე კი რაღაცაზე ბჭობდნენ და ჩვენთვის საერთოდ არ ეცალათ, მაგრამ დავინახე თოკამ როგორ გამოაპარა ჩვენკენ თვალი.
სახლში შევედით და მისაღებში შევაჭერით პირდაპირ.
-ჰე აბა რა ვქნათ დღეს?-სიჩუმე დაარღვია ანდრეამ.
-მოდით საღამოს კოცონი დავანთოთ.-გახარებულმა მარიმ ხელები შემოკრა.
-კარგი აზრია, მიდით გოგოები თქვენ სამწვადე და რაღაცეები გაამზადეთ ბიჭები კი ეზოს მივხედავთ.-სანდრო წამოდგა და ყველა წამოგვყარა.
-კარგით აბა ჰე მივხედოთ საქმეებს.-ყველა გავიფანტეთ.

***
უკვე მოსაღამოვდა ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე შევასრულეთ და ოთახებში ავედით გამოსაცვლელად.
-ჩემი დაიკო რას შვრებაო?-კარები შემოაღო დემემ.
-რავი ახლა მოვრჩი გამოცვლას შენ მხად ხარ როგორც ჩანს და რამ შეგაწუხათ.-მივხვდი რომ რაღაცის გამო მოვიდა.
-არ გინდა ცოტა წავიჭორაოთ?-საწოლზე მოთავსდა.
-მაინც რაზე?-მეც მივუწექი.
-ერთი გოგო მომწონს, აქ გავიცანი შემთხვევით, რაღაც ურთიერთობა გვაქვს და მერე მინდა გაგაცნოთ.
-აქამდე არ უნდა გეთქვა? ან სად გაიცანი სულ სახლში ხარ.
-შემ რა იცი სახლში ვარ თუ არა, დათოსთან ერთად დადიხარ იქით-აქეთ.
-კარგი ხო და რა ურთიერთობაო?
-რავი ჯერ მეგობრები ვართ მაგრამ მალე კარგი ამბები დატრიალდება და შენ დათო რომ მოგწონს კიდევ არ აღიარებ?-ეშმაკურად გამომხედა.
-შენც მასწ ფიქრობ? მგონი მართლა მომწონს მაგრამ მალე გადავიწონებ.-ყველაფერში გამოვუტყდი, ყოველთვის ვუყვებოდი ჩემ ძმას ყველაფერს, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა.-მაგრამ იცოდე არავისთან დაგცდეს რამე.-თითი დავუქნიე.
-მაგის თქმა არ მჭირდება მე.-სიცილით მითხრა. ცოტა ბავშობაც გავიხსენეთ მერე კი დეპრესია შემომაწვა.
-დემე ძალიან მენატრება დედა და მამა.-ვეცადე არ მეტირა.
-მეც ჩემი პრინცესა მაგრამ მათ ყოველთვის უნდოდათ ბედნიერევი ვყოფილიყავით ამიტომ არ მოიწყინო.-ჩემი სახე ხელებში მოქცია.
-მართალი ხარ ახლა კი წავიდეთ.-ოთახი დავტოვეთ და სხვებს შევუერთდით.
-სად დაიკარგე?-უკნიდან მომეპარა დათო.
-ჩემს ძმასთან ერთად ვიყავი.-მისკენ შევტრიალდი და თვალებში ჩავხედე, ისევ ისეთი მზერა ქონდა, მე რომ ჭკუიდან მშლის.
-მასე ნუ მიყურებ.-სიცილით მითხრა და ჩამეხუტა.
-როგორ გიყურებ?
-არ ვიცი ვერ ვხსნი.-ისევ იცინოდა.
-რაღაც უნდა გკითხო.-ამას სხვა ბიჭს ვერ შევეხიკთხებოდი მაგრამ მასთან არ მიტყდებოდა.
-აბა გისმენ.-ისევ ჩამხედა თვალებში.
-ჩვენს ურთიერთობას რა ქვია?-ღიმილი ვერ დავმალე, მასა გაეღიმა.
-არ ვიცი მაგრამ მეგობრობა რომ არა ეგ ვიცი, იცი შეყვარებულებივით ვართ ოღონს მიყვარხარს გარეშე.-გაეცინა და მეც ამიყოლა.
-მაც მასე ვფიქრობ.
-კაი მაშინ რადგანაც ამ თემაზწ ვლაპარაკობთ გეტყვი.-მომიახლოვდა და ყურთან დაიხარა.-მიყვარხარ.-იმ ჯადოსნური ღიმილით გაიღიმა.
-მეც მიყვარხარ.-ფეხის წვერებზე ავიწიე.
-ახლა მარტო რომ ვიყოთ გაკოცებდი, როგორ ფილმებშია მაგრამ მარტო ჩახუტებას დავჯერდეთ.-გაღიმებულმა მითხრა და ჩამეხუტა.
მარი ისეთი თვალებით მიყურებდა როგორც ჩანს ყველაფერს მიხვდა.
-კარგი მოდი ვჭამოთ.-მაგიდას მივუჯექით, ბევრი ვიცინეთ, ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, გიტარაზეც დავუკარით და გვიან დავიშალეთ.

(8)
როგორც კი დავწექი მაშინვე ჩამეძინა, დილით კი ლოყაზე რაღაც სასიამოვნო შემეხო.
-დათო მესიზმრები თუ დიალუთენია დამადექი თავს?-ღიმილით ვკითხე.
-ცოტა ჩაიწიე თორემ გავიყინე ასე.-საბანში შემოძვრა, მისი ცივი სხეული ვიგრძენი.
-გაყინულხარ.-ზევით შიშველი იყო ქვევით კი სპორტული შარვალი ეცვა.
-ახლა კი შენ გამათბობ და დავდნები.-გულზე მიმიხუტა.-მოდი დავიძინოთ ძალიან ადრეა.
-მაინც რომელი საათია?-ხელები მჭიდროდ მოვხვიე.
-6 ალბათ.-ცოტა გათბა.
-ასე ადრე რამ მოგიყვანა?-ისევ ვკაპარაკობდი.
-შენმა სიყვარულმა.-არ შემიხედავს მაგრამ მისი ღიმილი ვიგრძენი.
-ძალიანაც კარგი დაიძინე ახლა.-პასუხის გარეშე არ დავტოვე.
-მე მეუბნები დაიძინეო? სულ შენ ლაპარაკობ.-სიცილით თქვა მე კი თითქმის ჩამძინებოდა და ეს სიტყვები ჰანგებივით ჩამესმა ყურში. ძილშიც კი ძალიან ბედნიერი ვიყავი, არ მინდოდა ჩემგან წასულიყო, სულ ჩემს გვერდით უნდა ყოფილიყო, რომ არ მცოდნოდა ჩემს სიახლოვეს რომ იყო ალბათ ნერვიულობისგან მოვკვდებოდი, ძალიან შემიყვარდა, ასე არასდროს არავინ მყვარებია, მეშინია... მეშინია მისი დაკარგვის...

***
-დიდი ხანია გღვიძავს.-თვალგაუხელავად ვიგრძენი მისი მზერა.
-არა ესე 5 წუთია.-უკნიდან მომეკრო.
-რომელი საათია?
-11 მიახლოებით.
-ახლა უნდა წახვიდე რადგანაც გოგოები შემოვლენ და ყველაფერს გამომკითხავენ.-გვერდი ვიცვალე და მისკენ გადმოვტრიალდი.
-ჰოჰო წავალ.-მომეხვია და შუბლზე მაკოცა.-მიყვარხარ.
-მეც ძალიან.-ისევ ისე საყვარლად გაიღიმა.-მასე ნუ იღიმი თორემ ვიღაც ვიღაცეებთან ჯხუბი მომიწევს.
-ჩემი სულელი.-ისე ჩამეხუტა გავიჭყლიტე, მიმიხვდა რაც ვიგულისხმე.
-რა მიხვედრილი ხარ.-სიცილით ვუთხარი.
-ვიცი საყვარელო.
-მიდი ადექი ახლა.-ხელით ვაწვებოდი მაგრამ ვერ დავძარი.
-კარგი ვდგები და 12ქვევით იყავი.-ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა და თვალი ჩამიკრა.
-ნუ მასხრობ გადი ახლა.-ენა გამოვუყავი.
-ნახე მე კოცნას ვუგზავნი და ეს ენას მიყოფს.-გაბრაზებული სახე მიიღო.-თუ გინდა შემომირიგო მობრძანდით აქ და მაკოცე.-ლოყაზე დაიდო თითი.
-ნუ ბავშვობ.-წარბი ავუწიე.
-კიდევ გავიმეორო?-მანაც აწია წარბი.
-კარგი ხო.-წამებში მასთან ვიყავი, ჩემი კოცნა და ჩახუტებაც მიიღო.
-გავედი და 12_ზე ქვევით ხომ გახსოვს.
-კი.-ძლივს გავაგდე ოთახიდან გოგოებს კი ველოდებოდი მაგრამ ასე მალე თუ მოვიდოდნენ არ მეგონა დათოს წასვლა და იმათი შემოვარდნა ერთი იყო.
-აბა ჰეე მალე მოყევი რა როგორ მოხდა.-საწოლზე კი არ დამსვეს დამაგდეს და ინტერესიანი თვალებით მიყურებდნენ. მეც მოვუყევი ყველაფერი კონკრეტულად.
-აი ხომ ვამბობდი.... - თიკამ პირზე ხელი ააფარა მარის და თვითონ გააგრძელა.-მარი ჩვენ ვხვდებოდით ყველაფერს მაგრამ შენსავით პირს კი არ ვაღებდით.
-კარგით რა ხომ იცით რასაც ვფიქრობ ის რომ არ ვთქვა გავაფრენ.-გაბუსხულმა გვითხრა.
-მერე ვინ გეჩხუბება, თქვენ რომ არ მიგეხვედრებინეთ ჩვენ კიდევ “ვითომ მეგობრები” ვიქნებოდით.-მარიამოს მოვეხვიე. ცოტა კიდეც ვიჭორავეთ მერე გავემზადე და დაბლა ჩავედით სასაუზმოდ( ამ დროს თუ ვინმე საუზმობს :დდ)
-ოჰ მობრძანდებიამ ქალბატონები.-გეგიმ შეგვამჩნია პირველი.
-დღეს ლაშა მოდის.-ჩემი ძმამ გვახარა.
-ლაშა ვინაა?-გავირვებით ვიკითხე.
-ჩემი ძმაკაცი გერმანიაშიდაც ვიყავით ერთხელ, ესე 2 წლის წინ თუ გახსოვს.
-როგორ არა აუ მომენატრა.-გერმანიაში ვიყავი რამდენიმე წლით და იქ გავიცანი, ძალიან მაგრად დავვახლოვდით მისი საცოლე კი ულამაზესია, მასაც კარგად ვიცნობ, ახლაც მაქვს კონტაქტი.
-ლიკაც ხომ მოყვება?-გახარებულმა ვკითხე.
-კი კი.-თამაშს აგრძელებდა ისევე.
-ანუ შენც იცნობ მაგათ.-გოგოებმა მკითხეს. მეც მოვუყევი გერმანიის ამბები.
-აუ მშია და არაფერი გვაქვს?-სანდრომ დაიწყო წუწუნი.
-აუუ ჩვენც მაგრად მოგვშივდა.-ბიჭებიც აყვნენ, გოგოები სამზარეულოში გაგვამწესეს.
1 საათში მაგიდასთან მოვიპატიჟეთ ყველა და გემრიელად შევექეცით.
-ეკატერინე სადაა?-დათომ იკითხა, ახალი ჩამოსული იყო.
-ეკატერინეს უძახი შენ? -გაკვირვებით იკითხეს.
-ხო რა იყოთ?
-რავი გამიკვირდა არავის აძლევს უფლებას მასე დაუძახოს.-დემეს გაეცინა.
-ოხ დემეტრე მერე მე არავინ ვარ.-სიცილით თქვა.
-ოჰ ბიჭს მოურგია უკვე თავისი როლი.-სიცილით თქვა მარიმ.
-რახდება?-ანდრეამ იკითხა.
-უი თქვენთვის დამავიწყდა თქმა, ჩემი დაიკო და ეს პრინცი ერთად არიან.-თან ჭამას განაგრძობდა.
-დაყენეს საშველი ძლივს.-სანდრომ შემოკრა ხელები.
-აღარ დავიტანჯები თქვენი საცოდაობით.-თოკამ წარმოსახვითი ცრემლი მოიწმინდა.
-კარგით ჭამეთ ახლა.-სანდრაც ჩაერთო საუბარში, მეც მალევე შევუერთდი, რათქმაუნდა დათუჩას გვერდით დავჯექი. ჭამას რომ მოვრჩით გოგოებმა უცებ ავალაგეთ, სამზარეულოც მივაწესრიგეთ და ყველა მისაღებში მოვთავსდით.
-რა გავაკეთოთ?
-მოდით სიმართლე და მოქმედება ვითამაშოთ.-გეგიმ გამოთქვა მოსაზრება.
-კი ბატონო არაა პრობლემა.
ერთი სააათი ამას ვთამაშობდით, თიკას თოკას გეგის და მე მოგვიწია ჩაის ლუდის ყავის და კოკალას ერთმანეთში არევა და დალევა, ძალიან საშინელი გემო აქვს. დემეს და სანდროს დუშის ქვეშ ტანსაცმლიანად დგომა. ანდრეას და დათოს კი ნახებარი საათი ხეზე ყოფნა. ბევრი ვიცინეთ და სტუმრებიც მოვიდნენ.
-დაკარგულიც გამოჩნდა.-ყველამ ვნახეთ ლიკა და ლაშა, ჩემი დანხავა გაუკვირდათ მაგრამ თან გარხარდათ, დემეტრეს ჩემი და დათოს ამბავი დღეს დილით უკვე ეცნობებინა, აბა მაგას ვინ დაასრებდა, ბევრი ვისაუვრეთ, ლაშამ როგორც ყოველთვის ბევრი გვაცინა და ასე მოვიდა საღამოც, ისე კოცონი დავანთეთ და მის გარშემო მოვგროვდით.
-აუ ლუდი გამოიტანეთ ვინმემ რა.-გეგიმ გასცა ბრძანება.
-მე მოვიტან.-ფეხზე წამოხტა.
-მეც წამოვალ იმდენს მარტო ვერ წამოიღებ.-დათოც გამომყვა.
-გაყევი გაყევი არავინ მოგტაცოს.-თორნიკემ მოგვაძახა.
-დღეს მთელი დღე ვერ ჩაგიგდე ხელში.-სახლში შევედით თუ არა მაშინვე ჩამეხუტა და ჩემი სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-ასე ძაან მოგენატრე.-სიცილით ვუთხარი და მეც ჩავეხუტე.
-შენ არ მოგენატრე?-ალმაცერად შემომხედა.
-მგონი კი.-ცოტა ხანს ჩავდიქრდი.
-მგონი ხო?-წარბი მაღლა ამიწია და ჩემს ბააგეებს დაეწაფა, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, აი ჩემი პირველი კოცნაც.
-მიყვარხარ, ამის მერე სულ მოგენატრები.-ყურში ჩამჩურჩულა.
-ნუ ხარ შენ საზიზღარი.-სხვა ბიჭი რომ ყოფილიყო ალბათ შემრცხვებოდა მაგრამ დათოსთან არა.
-კაი წამოდი ლუდი წავიღოთ თორემ დაიწყებენ მერე წუწუნს.-მაცივრიდან ლუდები ავიღეთ და კოცონს მივუჯექით ისევ. ბევრი ვიმხიარულეთ, ღამის 2 საათი იყო რომ დავიშალეთ. ოთახში ავედი მოვწესრიგდი და საწოლში შევწექი, მაგრამ ვინ მაცადა ძილი კარებზე ვიღაც მიკაკუნებდა. მარიამი იყო.
-მარი ამ დროს აქ რა გინდა.-გაკვირვდბით შევხედე.
-მარტო მე არ ვარ.-გოგოებიც გამოჩნდნენ. შემოვიდნენ და ზოგი სად იჯდა ზოგი სად.
-მოდით გოგოების ღამე იყოს დღეს.-სიცილით თქვა ლიკამ. მთელი ღამე ვლაპარაკობდით, ენა არ გავიჩერებია, გამთეენისას მიგვეძინა მაგრამ ვის სად ეძინა აზრზე არ ვიყავით.
კიდევ რამდენიმე დღე დავრჩით და შემდეგ კი თბილიში დავბრუნდით, ბიჭებს რაღაც საქმეები გამოუქჩნდათ.
გოგოებიც აღარ დავრჩით მარტო, კარგი დღეები გავატარეთ მესტიაში.


***
-ცუნცულ რას შვები?-დილაუთენია დამირეკა თიკამ.
-სანამ დამირეკავდი მეძინა, ამ დილაუთენია რამ გაგაღვიძა.-ჩახლეჩილი ხმით ვუპასიხე.
-რავი ცოტა ვივარჯიშე დილით შენთან მოვდივართ, ახალი ამბავი მაქვს.-მისი ეშმაკური ღიმილი ვიგრძენი.
-რა ამბავი?-ინტერესით ვკითხე.
-გეგი და მარი ქორწინდებიან.-სიხარულით მითხრა.
-რაა?-საწოლიდან წამოვხტი.
-რა გაკივლებს გოგო ყური მეტკინა.-დაიწუწუნა.-აგვისტოში აქვთ ქორწილი, უკვე დავიწყებთ მზადებას, აუუ რა მაგარია მაგრად ვიგულავებთ.-გახარებული მელაპრაკებოდა.
-მართლა ძაან მაგარი ამბავია ახლა გეგის გავუხტები და მოვკლავ რატომ არ მითხრა.-გაბრაზებულმა ვთქვი.
-გვიან გადაწყვიტეს მეც დილით გავიგე, შემთხვევით წამოცდა მარის, სანდრაც ამოვა შეიძლება მე მომასწროს.
-კარგი მაშინ მოვწესრიგდები მე.
-კარგი ცუნცულ.-ორივეს გაგვეცინა. საწოლიდან წამოვხტი და სააბაზანოში შევედი. 15 წუთში მზად ვიყავი. ტელეფონზედაც გაისმა ზარის ხმა.
-ალო.-არც კი დამიხედავს ისე ვუპასუხე.
-როგორ ხარ პატარავ.-დათუჩას ხმა გაისმა.
-კარგად შენ?
-მომენატრე.-საწყლად მიპასუხა.
-მეც მაგრა გუშინ არ გნახე?-ამ კითხვაზე ისედაც ვიცოდი პასუხი.
-ნუ გაქვს მჟავე ენა, ხომ იცი სულ მენატრები.
-ვიცი როგორ არ ვიცი, მართლა ამოდი კარგი ამბავი ავღნიშნოთ.
-რა ამბავი?
-მარი და გეგი ხომ ქორწინდებიან.
-აჰ ჰო გამახსენდა, შენთან მოვდივარ და საღამოს გავისეირნოთ.-რულთამ იჯდა.
-კარგი იქნება.
-კარგი გკოცნი.
-მეც.-ჩემდა უნებურად მეღიმებოდა, რაც ჩემი სიცოცხლე(ასე ვეძახი ხუმრობით) შემიყვარდა მის მერე სულ ასე გაღიმებული დავდივარ.
სამზარეულოში ჩავედი სადაც ჩემი ძმა დამხვდა.
-ჩემა პრინცესამ გაიღვიძაო?-ჩამეხუტა და თავზე მაკოცა.
-დემე კარგად ხარ?-გაკვირევუბლმა შევხედე.
-არ შეიძლება მოგეფერო?-სერიოზული სახით მკითხა.
-კი მაგრამ ამ დილაუთენია რა გეტაკა.-ყავის გაკეთება დავიწყე.
-დილაუთენიაა გოგო 11 საათი? მაგრამ შენთვის დილა აბაა რა არის.-გაეცინა.-დღეს საღამოს ჩემს გოგოს გაგაცნობთ.
-შენს გოგოს?-კინაღამ ხელი დავიწვი.
-ნელა ნელა არაფერი დაიფუფქო, ხო რა იყო მაშინ ხომ გეუბნებოდი.
-კი მაგრამ ასე მალე გახდა შენი.-ყავა მოვსვი.-უი საღამოს სახლში არ ვიქნები.
-ეე კაი ტო გამიტყდა, სად მინრძანდებით?
-მე და დათუჩა სასეირონდ მივდივართ.
-ოჰ შენ და შენი ეგრეთ წოდებული სიცოცხლე? თქვენმა რომანტიკამ დამღალა მე რა.-ხელი აიქნია.
-უჟმური ბებია ტყუილს კი არ გეძახის, იმ გოგოსთან მასე არ მოიქცე თორემ გაგექცევა და შემახსენე რა ქვია?
-ევაა, არ გამექცევა ისიც ჩემი ჭკუისაა.-კმაყოფილმა მითხრა.
-ყველა გოგოს ცოტა რომანტიკა მაინც ჭირდება მალე მოხვალ ჩემთან წუწუნით.
-ვნახოთ.-მაინც არ ტყდებოდა.-გავედი მე და ბავშვები მოვლენ მალე.
მისაღებში გადავინაცვლე და ზარმაც დარეკა, თანაც განუწყვეტლივ რეკავდა.
-მოვდივარ მოვდივარ.-ყავა მაგიდაზე დავდგი.
-ნუ ჩამოიღე კარები.-ძლივს მოვასწარი ამის თქმა დათო მესცა და ჩამეხუტა.
-ჩემო სიცოცხლე ხო კარგად ხარ?-ისევ მის ხელებში ვიყავი.
-მომენატრე და ძლივს მოვითმინე რომ არ ჩაგხუტებოდი.-ძლივს გამიშვა ხელი.
-კიდევ ერთი დრამა.-ჩემა ძმამ ჩაირა და ხელი ჩაიქნია.
-ამას რა ჭირს.
-ეგ და რომანტიკა ხოლ ვერ ეწყობიან და...
-ხო ხო მივხვდი.
-ვავა კარებიც კი ღია დაგვახვედრეთ.-სანდრა და თიკაც მოვიდნენ.
-სულ თქვენ არ დაგხვდათ თავუს სიყვარულს ეალერსება მაგ ღია კარებში.-სიცილით თქვა დემემ.
-ნუ ხარ შენ საზიზღარი.-მხარზე მუჭი კრა სანდრამ.
-თქვენი სიყვარულები სად არიან?-კარები მივხურე.
-მოვლენ მალე.-მოვკალათდით მისაღებში. ნელ-ნელა სხვებიც შემოგვიერთდნენ, მარი და გეგიც მოვიდნენ და აღვნიშნეთ მათი აბმავიც. დრო ისე გავიდა ვერც კი გავიგეთ. აი ჩემი ძმის შეყვარებულიც მოვიდა.
-გაიცანით ეს ევაა.-ძალიან კარგი გოგო არის, მაღალი,კარგი ტანით, მუქი ფერის თმა, ცისფერი თვალები.
-ასეთ ლამაზ გოგოს ჩემ ძმაში რა მოგეწონა.-სიცილით ვკითხე.
-მადლობა ასეთი კარგი შეფასებისთვის დაიკო.-თვალები დამიქაჩა.
-კარგით ჩვენ უნდა წავიდეთ, თქვენ კი გაერთეთ.-დათუჩამ ხელი ჩამკიდა და ავდქით.
-ოჰ გვირტებო სად მიდიხართ.-ანდრეამ გვკითხა.
-სასეირონდ.-უკვე გავდიოდით.
-ჩემს დას კარგად მოუფრთხილდი.-თვალი ჩაუკრა დემემ.
-მაგას თქმა ჭირდება ტო.-კარები გააღო და პირველი მე გამატარა.
-ფეხით წავიდეთ რა.
-როგორც შენ მეტყვი ჩემო პრინცესა.-ხელი გადამხვია და გავუდექით გზას.

(9)
გარეთ სიგრილე იყო რაც ზაფხულიში ცოტა გასაკვირია, ბილიკის მივუყვებოდით და ბედნიერებისგან ვანათებდი, ეს ადამიანი იყო ის ვისაც ჩემი გაღიმება შეეძლო.
-მომენატრე ძალიან.-ხელი უფრო მჭიდროდ მომხვია.
-მეც მაგრამ ხომ კარგად ხარ?-გავირვებულმა შევხედე.
-კი რატო მეკითხები.-გაეღიმა.
-რავიცი გუშინდელის მერე ასე ძალიან როგორ მოგენატრე.-მხრები ავიჩეჩე.
-ყოველთვის არ გამოვხატავ თორემ სულ მენატრები.
-ასეთი რომანტიკოსი არ მეგონე.-სიცილი ვეღარ დავმალე.
-მომავალში უფრო გამოვხატავ.-თვალი ჩამიკრა.-მოდი აქ ჩამოვჯდეთ.-სკამზე მიმითითა.
-კარგი.-მოვკალათდით, ორივე ხელი მჭიდროდ მომხვია, მეც იგივე გავიმეორე და თავი მხარზე დავადე.
-რატომ შემიყვარდი ასე ძალიან.-ვერ დავინახე მაგრამ ვიგრძენი რომ ჩაეღიმა, თანაც ვერ მივხვდი ეს კითხრა იყო თუ არა.
-როგორი ჭკვიანური აზრები გაწუხებს.-გამეცინა.
-ძალიან მიყვარხარ.-უკვე დავეჭვდი რამე ხომ არ ხდებოდა.
-დათო მართლა რა გჭირს რამე ხდება და მიმალავ?-სერიოზული სახით შევხედე.
-არა ჩემო პატარავ, მინდა რომ სულ ჩემს გვერდით იყო.-სახე სულ დამიკოცნა.
-იცოდე თუ რამეს მიმალავ ვერ გადამირჩები.-თითი დავუქნიე.
-არაფერს არ გიმალავ დამშვიდი.-ისევ მიმიხუტა.
-მეც მიყვარხარ.-დაგვიანებით ვუპასუხე.
-ნახე რა ლამაზია მთვარე.-თითით მიმანიშნა.
-ძალიან.-მართლაც რომ ძალიან ლამაზი იყო, ამდენ ვარსკვალვს შორის მოქცეული, ერთი დიდი მანათობელა ბურთი. არ ვიცი ასე რამდენს ხანს ვიჯექით მაგრამ მოხუცი ქალის ხმამ გამოგვაფხიზლა.
-შვილო იყიდე ვარდი შენი ცოლისთვის.-ისეთი დაღლილი სახე ქონდა რომ შემეცოდა.
-კარგით მომეცით 10 ცალი.-არც შეყოვნებულა დათო.
-გაიხარეთ შვილო.-სახე გაუბრწყინდა მოხუცს.-ღმერთმა სულ ბედნიერევი გამყოფოთ.
-დიდი მადლობა.-ორივემ ერთ დროულად გავეცით პასუხი, ათი წითელი ვარდი ლამაზად შეკრა და დათოს გაუწოდა.
-კარგად იყავით შვილო სულ ასე მომღიმარები ყოფილიყავით.-გახარებულმა დაგვტოვა.
-ეს კი შენ ჩემო პრინცესა.-თაიგულ გამომიწოდა.
-მადლობა “ქმარო”.-სიცილით ვუპასუხე.
-ისე კარგი იდეა მოგვაწოდა.-ალმაცერად გამომხედა.
-ჯერ ადრეა ძვირფასო.-თვალი ჩავუკარი და თაიგული გამოვართვი.
-მართალია “ჯერ”.-ისე ავეკარი.-წავიდეთ თუ გავისეირნოთ.
-ცოტა გავიაროთ და მერე დავბრუნმდეთ.
-ერთი იდეა მაქვს ჩემს საყვარელ ადგილას წაგიყვან, იქ ხშირად დავდივარ, ახლა კი ჩვენი ადგილი იქნება.-ტაქსი გავაჩერეთ და მოვთავსდით, დათომ მძღოლს ადგილი უკარნახა. გზაში დიდხანს ყონა არ მოგვიწია, მთაწმინადზე ავედით, რაღაც ხისკენ წავედით, ამ ხეზე კი საქანელა იყო, ხედი კი არაჩვეულებრივი.
-თურმე რა ლამაზი ყოფილა თბილისი ღამე.-თვალებით ვანათებდი.
-შენ უფრო ლამაზი მყავხარ.-უკნიდან ამეკრო.-ეს საქანელა მე გავაკეთე.
-და ორ ადგილიანი რატომ არის?
-გულმა მიგრძნო ალბათ შენ რომ შეგვხდებოდი დამჭირდებოდა.
-ვავა ყოჩაღ.-მის თვალებში ისეთი სიყვარული იკითხებოდა რომ ვერ ვუძლებდი, ძალიან შემიყვარდა, თანაც ისე რომ ვერც გავიაზე,მართალია როცა ამბობენ ვერ გაიგებ როდის გეწვევა სიყვარულიო, ისე შემოგეპარება ვერც კი გაიგებ.-ძალიან მიყვარხარ.-მჭიდროდ ჩავეხუტე.
-მეც ძალიან ეკატერინე.-როგორი თბილია, მის ჩახუტებაზე მეტად არაფერი არ მიყვარს, ისეთი ტკბილია რომ შეჭმა მინდება.-მოდი ჩამოვჯდეთ.-საქანელაზე დავჯექით და ღამის თბილისით დავტკბით, ცოტა ფოტოები და გიფებიც გადავიღეთ, 11 საათზე კი ტაქსში ჩავჯექით და წამოვედით.
-იცოდე ხვალ შენს საყვარელ ადგილას მივდივართ.
-მართალია ახალი მიგნებული მაქვს მაგრამ მაინც ძალიან მსიამოვნებს იქ წასვლა.-ღიმილის ვერარ ვიშორებ ისეთი შეყვარებული ვარ.
-კარგი.-მხარზე თავი დავადე და მისმა სურნელმა ცხვირთან მომიღუტუნა.
სახლში რომ მივედით ბავშვები ისევ იქ იყვნენ, ჩვენც შევუერთდით და დალევა დავიწყეთ, თავიდან ცოტას დალევას ვაპირებდით თუმცა შემდეგ ბევრი გამოგვივიდა, მართლაც რომ ბევრი ვიცინეთ, მუსიკებიც ბოლო ხმაზე გვქონდა, ჩვენც რაც შეგვეძლი ვმღეროდით, ზოგი კი ყროყინებდა, უფროსწორად ყველა ვყროყინებდით, ბოლოს კი გეგისთან და ჩემთან გავნაწილდით, დილის 4 საათი იყო რომ დავიშალეთ, ოთახში როგორც კი შევედი საწოლზე დავეცი და დავიძინე.


***
-კატოო გაიღვიძე რა.-სანდრამ შემანღრია.
-აუ რა იყო.-ჩაგუდული ხმით ვუპასუხე.
-გთხოვ გაზიანი სასმელი მომიტენე რამეე ძაან ცუდად ვარ.-ძლივს ამოღერღა.
-ოჰ მე ხო კარგად ვარ.-არა ისე ცუდად არ ვიყავი, ცოტა მტკიოდა თავი მეტი არაფერი.
-ჩემზე უკეთ ჩანხარ, ესენი კი ვერცერთი გავაღვიძე.-გოგოებისკენ მიმითითა.
-კარგი ოღოდ მე არ შემომაკვდე და მოგიტან, თორემ თოკას როგორ შევხედო მერე თვალებში.-მაინც სიცილის ხასიათზე ვიყავი.
-აი ხომ ვამბობ შენ კარგად ხარ.
-კარგი ამოვალ მალე.-კარები გავიხურე და კიბებზე დავეშვი. სამზარეულოში შევედი და მაცივარი გამოვაღე, “ლიკანი” გამოვიღე და კარები მივხურე, ჰოი საოცრებავ ვინ იდგა ჩემს წინ.
-ვაიმე დათო მოგკლავ მასე კიდევ რო გააკეთო.-შეშინებული სახით ვუპასუხე.
-პახმელიაზე ხარ ქალბატონო?-გამიღიმა.
-მე არა სანდრაა ცუდად, მაგრამ შენ არ ჩანხარ კარგად.-გავეკრიჭე.
-შენ რა მართლა არ ხარ პახმელიაზე.-ლუდი გამოიღო და მოიყუდა.
-ცოტა მტკივა თავი მაგრამ მალე გადამივლის, მე პახმელია არ ვიცი გენაცვალე.-სკამზე ჩამოვჯექი.
-გუშინ რამდენი დალიე და ასე კარგად ხარ, არ მჯერაა.-გაკვირვებას ვერ მალავდა.
-ასეთი საოცრება ვარ.-სიცილით ვთქვი.
-ჩემი მერვე საოცრება ხარ.-ფეხზე ამაყენა და ჩამეხუტა.
-რათქმაუნდა.-შევიფერე კომპლიმენტი.
-კარგი წამოდი აუტანე ეგ “ლიკანი” სანდრას სანამ მოკვდა.-სიცილით გავედით სამზარეულოდან და ოთახებში წავედით. გოგოები უკვე გაღვიძებულნი დამხვდნენ.
-ოჰ გაიღვიძეთ ქალბატონებო.-მხიარულად შევყვირე.
-რა გაყვირებს გოგო ვერახარ თავი გასკდა.-თვალები დამიქაჩა თიკამ.-შენ რა პახმელიაზე არ ხარ, მაგრამ რა მიკვირს შენ და პახმელია შორს ხართ ერთმანეთისგან.-გაეცინა.
-ჩემიანი ხარ.-მარიმ წამოყო თავი არც ის არ ჩანდა ცუდად.
-ნუ ყვირი გოგო თორემ შენი ქორწილი კი არა გასვენება იქნება.-სანდრამ ისეთი სახით შეხედა მე შემეშინდა, მაგრამ სიცილი ვეღარ შევიკავეთ.
-გუშინ სა იყავით ქალბატონო.-მარიმ დამიწყო გამოკითხვა მეც ყველაფერი მოვუყევი.
-თქვენ მართლა ძალიან გიყვართ ერთმანეთი.-თიკამ გაიღიმა.
-თანაც როგორ.-სანდრამ დაამატა.
-არ მეგონა ასე ძალიან თუ შემიყვარდებოდა ვინმე.
-ყველა მასე ფიქრობს თავიდან.-ხელი აიქნია მარიმ.
-უი მართლა ლიკა და ევა სად არიან?
-მაგათმა სასტუმრო ოთახში დაიძინეს, ალბათ მალე შემოგვიერთდებიან. მართლაც რომმ მალე შემოგვიერთდნენ, ევაც უფრო კარგად გავიცანი, ბევრი ვიჭორავეთ და შუადღისას ვინებეთ ადგომა.
ბიჭებს თავი უსკდებოდათ, მე და მარის კი შურდათ, ასეთი რა გიდევთ მაგ თავში რომ არ გტკვივათო ასე გვეუბნებოდნენ.

(10)
დღეები დღეებს მისდევდა, ჩვენ თითქმის ყოველ დღე ერთად ვიყავით, მე და დათო უფრო დავახლოვდით, უფრო მეტად შემეყვარა თავი, ნელ-ნელა მარის ქორწილისთვისაც ვიწყებთ მზადებას, წინ კარგი დღეები გველოდება, რადგანაც ქორწილის შემდეგ ზღვაზე გადავწყვიტეთ წასვლა, მაგრა მეფე და პატარძალი რამდენიმე დღეს დარჩებიან ჩვენთან ერთად შემდეგ “თაფლობის თვე” უნდა მოიწყონ.
ორი კვირით მიემგზავრებიან ვენაში, ჩვენც შემოგვთავაზეს მაგრამ არ გვინდა ხელი შევუშალოთ, შეიძლება ბოლო დღეებში დავადგეთ თავზე.

***
-აუუ ძაან სიცხეებია, იმედია ცოტა შეიცვლება ამინდი თორე არ ვიცი რა გვეშველება.-მარი წუწუნებდა.
-აუ მართალია.-ევაც აყვა.
-გოგო რა ქენით გადაწყვიტეთ სად იხდით ქორწილს?-სანდრამ ცივი ყავა დაგვირიგა ყველას.
-ამბასადორში ძვირფასო.-გახარებულმა თქვა.
-ვა ვა ეგ კაია, ალბათ იქ დავრჩებით იმ ღამეს ხო?-თიკაც გახარებული ჩანდა.
-კი და მეორე დღესაც იქ გავატარებთ, მესამე დღეს ზღვაზე წავალთ, ხუთი დღე იქ გავჩერდებით და შემდეგ ვენაში გავფრინდებით.-თავისი გეგმა მოგვიყვა მარიმ.
-აუ ძაან მაგარია, რომელ რიცხვში გაქვს ქორწილი?-ლიკაც შემოვიერთდა საუბარში.
-15 აგვისტოს.
-გოგი ბევრი დრო აღარ დარჩა და ყველაფერს მოასწრებ?-მეც ჩავერთე.
-კი კაბის ასარჩევად ხვალ მივდივართ, სტილისტები უკვე ავარჩიე, ბარათებიც თითქმის მზადაა, დეკორაციას, დარბაზს ასეთ რაღაცეებს ბიჭები მიხედავენ, მეჯვარეები კი აქ მიზიხართ და მეტი რაღა გინდათ.-სიცილით თქვა.
-მეჯვარეები ვინები არიან.-ევამ იკითხა.
-მე ვერ ვიქნები ხომ იცი.-ლიკამ წამოიყვირა.-ვერც სანდრა იქნება.-დაამატა.
-რატო?-თიკამ იკითხა.
-რადგანაც მე ვარ ლიკას მეჯვარე მომავალში, სანდრა იმიტომ ვერ იქნება რომ თოკაა გეგის მეჯვარე, ვერც ევა იქნება იგივე მიზეზით რითაც სანდრა, ასე რომ თქვენ ორი დარჩით.-მშვიდად აგვიხსნა ყველაფერი.
-აჰა გასაგებია, ჩვენ კაბები უნდა შევარჩიოთ ერთად მაშინ.-თიკამ ჩამიკრა თვალი.-უი ხო რა ფერის კაბები გინდა რომ გვეცვას?
-აუ არ ვიცი თქვენ უნდა დამეხმაროთ მაგაში.
-მუქი წითელი?
-კრემისფერი?
-ჭუჭყიანი ვარდისფერი?
-დაიცადეთ მასე უფრო ვერ ავარჩევ.
-უნდა შევიკეროთ კატო ხო?
-წესით კი მე უკვე შერჩეული მაქვს კაბა.
-იმედია ძალიან გამომწვევი არ არის.-ყურებამდე გაიკრიჭა სანდრა მივხვდი რატომაც მითხრა.
-შენ წარმოიდგინე და კი.-თვალი ჩავუკარი
-ვატყობ კაი რამე არ მოხდება მაშინ.-ყავა მოსვა და მხრები აიჩეჩა. ჩემი ტელეფონის ზარის ხმა გაისმა.-შენი სიცოცხლე გირეკავს.-წაიმსახიობა სანდრამ და ტელეფონი მომაწოდა.
-ჰოუ.- გოგო მასე უნდა გააგონი ბიჭს.-თვალევი დამიქაჩა თიკამ.
-რას შვები?-მისი ხმა გაისმა ტელეფონში.
-შენი აზრით?
-გოგოებთან ერთად ხარ ქორწილის გეგემებს აწყობთ.-სიცილით მითხრა.
-როგორი მიხვედრილი ხარ.
-აბა როგორ გინდა შენ, რაზე გირეკავდი არ გაინტერესებს.
-გისმენ მთელი გულის-ყურით.-გამეცინა, გოგოები კი ვითომ არ მისმენდნენ.
-ცოტახანში გამოგივლი მოემზადე და ლისის ტბაზე წავიდეთ.
-კაი მაგრამ ამ დროს?
-ხო რა იყო ხუთი სრულდება, ექვსის ნახევრისთვის მზად იყავი.
-კაი.-ტელეფონი გავთიშე.
-რაო რა გითხა?-თიკამ ვეღარ მოითმინა და მკითხა.
-ლისის ტბაზე წავიდეთო.
-კაია, რომელზე მიდიხართ?
-ნახევარი საათში, წავალ მოვემზადები, თქვენ არ წახვიდეთ, ბიჭებიც მოვლენ მალე და დაელოდეთ, მერე ჩვენც მოვალთ.-კიბებისკენ წავედი.
-ისედაც არ ვაპირევდით წასვლას.-გაგვეცინა ყველას.
ათ წუთში მზად ვიყავი, შავი შორტი, თეთრი ბრეტელებიანი მაისური და თეთრი ვანსები ჩავიცვი.
-ოჰ მომზადებულა გოგო უკვე.
-აბა ხო არ ალოდინებს ბიჭს.
-ოხ დედა თქვენ რომ არაფერზე გააკეთოთ კომენატრი ისე არა ხო.-ისევ მათთან დავჯექი.
-ისე წარმოგედინათ დათოს თუ შეუყვარდებოდა ვინმე?-მარიმ შეცვალა საუბრის თემა.
-თანაც ასე ძალიან.-თიკამ დაამატა.
-რატო ამბობთ მასე?-ევა დაიბნა.
-ყოველთვის იძახდა არავინ არ შემიყვარდებაო, მე და სიყვარული ვერ ვმეგობრობთო, რამდენიმე წლის წინ შეეშვა გოგოების დევნას ანუ “ბაბნიკობას” ასე რომ ვთქვათ, ასე რა გაუკეთა ნეტა ჩვენმა კატომ.-ბოლოს გაეცინა, თავიდან კი სერიოზულად ლაპრაკობდა.
-ვერახარ მარი შენ, რაებს ბოდიალობ.-ხელი ავიქნიე.
-რა ვერავარ გოგო ვერხედავ როგორ უყვარხარ, რომ გხედავს სულ იკრიჭება დებილივით და თვალები უბრწყინდება.
-მაგაში ვერ შევედავები.-სანდრაც აყვა.
-აქ ყველას გვყავს შეყვარებული, უკვე საქმროც მაგრამ თქვენ თითქოს სხვანაირი სიყვარული გაქვთ,მართლა არ ვიცი როგორ აგიღწერო.
-გავიგე მარიამ.-სიცილი ძლივს შევიკავე.
-შენი ბიჭი მოვიდა.-აივნიდან გამოკივლა თიკამ.
-აბა ჰე კარგად იყავით.-ტელეფონზეც გაისმა ზარის ხმა.
-ოჰ ერთი წუთი არ მოითმინოს ბიჭმა.-ისევ აივნიდან გამოკივლა თიკამ.
-ოხ რა გეშველება შვილო.-ხელი ავიქნიე.
კიბეებზე დავეშვი, ლიფტით ჩასვლა დამეზარა.
-ჩემი გოგოც მოსულა.-ხელები გაშალა და ჰაერში ამიტაცა.
-რას შვები ბიჭი.-მხარზე ხელი ვკარი.
-კაი საქმეს.-ისეთი კილოთი მიპასუხა სიცვერ შევიკავე.
-ეს შენ.-ლამაზად გახვეული ვარდი მომაწოდა.
-რამე ხდებ დღეს?-წარბი ავწიე ზევით.
-არ შეიძლება ჩემს გოგოს ვარდი ვაჩუქო?
-როგორ არა ძვიფასო, ვინ გიშლის.-ღიმილის ვერ ვიკავებდი.-კაი მოდი მე გაკოცებ მადლობის ნიშნად.-ფეხის წვერებზე ავიწიე და ყელთან ვაკოცე.
-მეც გაკოცებ მაშინ.-ლოყაზე მაკოცა და გულში ჩამიკრო, რა სასიამოვნო სურნელი აქვს, ვგიჟდები ამ ბიჭზე.
-წავიდეთ ახლა.-კარები გამიღო და შემდეგ თვითონ მოთავსდა.
-მიყვარხარ.-ამ სიტყვას ასე გამბედავათ ვერასდროს ვერ ვამბობდი დათომ კი ისე მიაჩვია რომ მგონი დღეში ასჯერ ვეუბნებოდი.
-მეც ძალიან ჩემო ტკბილო.-ისევ მაკოცა. ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა, ინსტაგრამიდან იყო.
-ახლა მიშველეთ რა დებილი დაქალები მყავს.- სთორიზე ვყავდი მონიშნული თიკას, ჩემი და დათუჩას ვიდეო ედო, ვარდის ჩუქნიდან ჩახუტების ჩათვლით და თან მიეწერა “my best couple”.
-რა იყო?- დათოს ვანახე ვიდეო მასაც გაეცინა.
-დებილი კი არა დავირვებული დაქალები გყავს.
-აბა ბიჭო, მეც ვისწავლი ასეთ რაღაცეებს მალე.-თვალი ჩავუკარი.
-ველოდები ძვირფასო.-ჩემი სიტყვა მოიპარა.
ლისის ტბაზეც მალე მივედით, პატარა ადიელა ქონდა წამოღებული დასაფენად.
-დღეს მართლა რამე ხო არ ხდება?
-არა ტკბილო მალე ყოველი დღე ასეთი იქნება.
-ოჰო შენ რა ასეთი რომანტიული ხარ?
-შენ გამხადე.-შეასწორა.
-ძალიანაც კარგი.-შევიფერე კომპლიმენტი.
-მაგრამ დღევანდელი დღე მაინც განსაკუთრებულია. თუ დაფიქრებდი მიხვდები.-ალმაცერად შემომხედა.
-ნუ მაინტრიგებ.
-თუ ვერ მიხვდი მალე გაიგებ მაშინ.-ისევ ისეთი მზერა ქონდა.
-აუ რატო მაწვალებ საზიზღარო.-გავიბუსხე.
-ნუ იბუტები, რომელი საათია?
-შვიდის ნახევარია.-ისევ გაბუტული ვიყავი.
-მასე უფრი საყვარელი რო ხარ ეგ თუ იცი.-ხელი გადამხვია და ადგილის შერჩევას შევუდექით.
-მასე აპირებ ჩემს შემორიგებას?-მაინც გამეღიმა.
-არა მე უკეთესი ხერხები გამჩნია მაგრამ ჯერ არ გამოვიყენებ.
-კაი კაი ხო მოდი აქ დავჯდეთ, მზის ჩასვლა ლამაზად ჩანს აქედან.-თითი გავიშვირე, მზეც ჩადიოდა უკვე, ტელეფონი ამოვიღე და ვიდეო გადავიღე.გვერძე კი რაღაცის ხმა გავიგე.
-ნახე რა საყვარელი ხარ.-ტელეფონი ახლოს მომიტანა და ჩემი სურათი მაჩვენა.
-აუ რა კაი ფოტოებს იღებ მორჩა დღეიდან შენ ხარ ჩემი ფოტოგრაფი.
-ოჰ ახალი ამპულა უნდა მოვირგო ესეიგი.
-მოდი ახლავე დავიწყოთ.-ხელები ერთმანეთს შემოვკარი და ადგილებია შერჩევა დავიწყე.
ერთი საათი ფოტოებს ვიღებდით, ერთადაც გადავიღეთ შემდეგ დავამონტაჯეთ და ბოლოს ადიალზე გავწექით. მის გულზე მედო თავი, მას ხელები ქონდა შემოხვეული ჩემზე, თან თმაზე მეთამაშებოდა, ვგიჟდები ამ ბიჭის სურნელზე.
-მალე მოვალ აქ დამელოდე მანქანაში რაღაც დამრჩა ახლა გამახსენდა.-მოულოდნელად წამოდგა ფეხზე.
-კარგი.-თავი დავუქნიე. მე ისე ჩემს პოზას დავუბრუნდი, უცებ კი უკნიდან რაღაც ხმა გავიგე, გავიხედე და ჩვენი ბიჭები იყვნენ, წინ კი მოულოდნელად დათო გაჩნდა გოგოებთან ერთად.
-რა ხდება?-გაკვირვება ვერ დავმალე.
-დღეს 2 აგვისტოა, თანაც უკვე რვა საათი, თუ კარგად გახსოვს სვანეთის ამბები ამ დროს...
-გამოვუტყდით ერთმანეთს სიყვარულიში.-სიტყვა გავაწყვეტინე და ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთს.
-ეს თაიგული და კიდევ ეს.-უფრო მომიახლოვდა, დიდი ვარდებით სასვე თაიგული მომცა ჯერ შემდეგ კი საშუალო ზომის ყუთი ამოიღო, შიგნით პატარა ყესაბამი იყო, გულის გორმის კულონით თან პატარა ასოებით იყო გამოსახული “ე”♥️”დ”
შუაში პატარა გულით, კულონი რომ გავხსენი შიგნით კი ჩვენი ფოტოები იყოო. ღმერთოო არ მჯერაა, როგორი სულელი მყავს.
-ვაიმეე დათოო მყვარხარ უზომოდ.-ვეცადე მოვხვეოდი იმხელა თაიგული მეჭირა.
-მეც ძალიან.-ამის თქმა იყო და უკნიდანაც და წინიდანაც რაღაც ხმები გაისმა, ფეირვერკები და შამპანური ყოფილა.
-ასეთი რამ როგორ მოიფიქრე, საოცრება მყავხარ.-კიდევ ვერ ვიჯერებდი, სიტყვები ამ მყოფნიდა რომ ჩემო ემოციები გადმომეცა.
-შენ ხარ ჩემი საოცრება.-ჩემს ბააგებს დაეწაფა, როგორ მიყვარს მისი ეს შეხემა, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მთელ დედამიწაზე.
-გოგო ძმაკაცი როგორ შეგვიცვალე ეს ის დათო არ არის ვისაც ჩვენ ვიცნობდით.-ბიჭები ამოგვიდგნენ გვერდით.
-აუ რა საყვარლებიი ხართ, ვგიჟდები თქვენზე.-მარი გადაგვეხვია.
-ჩვენ მარიშ.-დათომ ლოყაზე უბრძკინა.
-გვანახე ყელსაბამი.-გოგოები ინტერესიანი თვალებით მიყურებდნენ.
-აუ ნახეთ რა კარგი ფოტოები გადაგიღეთ, ვიდეო კი შოკია.-თიკამ თავისი ტელეფონი ამოიღო და მართლაც რომ კარგი ხელი აქვს ამ პაპარაცს.
-შენ ყველას და ყველაფერს რატო უნდა უღებდე?-დემემ წაკბინა.
-იმიტომ რომ ასეა საჭირო.-ენა გამოუყო.
-კარგით მორჩით თქვენ კინკლავს და სახლში გავაგრძელოთ.-სანდრომ ხელები შემოკრა ერთმანეთს.
-მართალია ეს ბიჭი ამას მაინც დამსაგვესობდი.-ისევ ჩემი ძმა.
-ძმა ხარ რა დემე.-მხარზე ხელი დაკრა სანდრომ.
-შენ საერთოდ და აღარ დამიხახო.-გაიბუტა თიკა.
-კარგი გოგო რა იყო ხო იცი გეხუმრებით.-სანდრო მიუახლოვდა და ჩაეხუტა თიკაც მალე მოლბა და სახლში გადავინაცვლეთ. ეს დღე იყო ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო.

(11)
გოგოები მარისთან ვიყავით, ხვალ უკვე მისი ქორწილი იყო და დღეს მასთან ვრჩებოდით, ძალიან გახარებული ვართ, მარი კი ცოტა ნერვიულობდა.
-აუ რა მალე გავიდა დრო გაგვიფრინდა დაქალი.-მოწყენილი მხით თქვა სანდრამ.
-კაი გოგო ისედაც ნერვიულობს და კიდე ეგ უნდა? სულ ერთად ვიქნებით ქორწილის მერეც და რა აზრი აქვს დაქორწინებული იქნება თუ არა.-ლიკამ თვალები დაუქაჩა სანდრას.
-არა ლიკუშ არა დაქორწინება სხვა ეტაპია უკვე და ჩვენთვისაც აღარ ეცლებათ მერე, ისეც ისე ვეღარ ვიქნებით.-მაინც თავისას აგრძელრბდა.
-ნუ დებილობ გოგო რა ახალი ეტაპი, რა შეუშლით ხელს ჩვენთან ყოფნაში.-თიკაც ჩაერთო საუბარში.
-რომ დაქორწინდებიან მერე ბავში ეყოლებათ მალე, მერე ვიღას ეცლება ჩვენთვის.
-კარგი გოგო მართლა ნუ დებილობ ისევ ისე ვიქნებით როგორც ადრე.-მარიმ ვეღარ მოითმინა და ამოიღო ხმა.
-კარგით მორჩით ახლა ამაზე ლაპარაკს და სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.-მეც შევუერთდი დიალოგს.
-კატუშ ძაან მაგარი კაბები შევიკერეთ ხომ?-გახარებული სახით მითხრა თიკამ.
-კი სიყვარულო ზუსტად ისეთია როგორიც მე მინდოდა, გოგოებო თქვენი კაბებიც ძაან მომწონს.
-აბა რა ძვირფასო ჩვენ ცუდს რა შევარჩევდით.
-ბიჭები როდის მოვლენ?-ევამ ტელეფონიდან ამოყო თავი.
-წესით მალე, უნდა გაგიმხილოთ რომ გეგიც ცოტა არია ნერვიულობს.-ენა ვერ გააჩერა ლიკამ.
-ვა მართლა ვერ შევამჩნიე, ისე ლიკა თქვენ როდის აპირებთ დაქორწინებას, რამდენი ხანია დანიშნულები ხართ.-თიკამ ვეღარ მოითმინდა და კითხა.
-სექტემბრის შუა რიცხვებში.
-ანუ კიდევ ერთი ქორწილი გველის წინ, ძალიანც კარგი.
-კარგით წამოდით ქვევით ჩავიდეთ და რამე ფილმს ჩავუჯდეთ.-ფეხზე წამოვდექი და სხვებიც წამოვყარე.
-მე წავალ ცივ ყავას და პოპკორნს მოვამზადებ.-მარი სამზრეულოსკენ წავიდა.
-ჩიფსებიც წამოიღე რა.-ევამ მიაძახა.
-კარგიი.-ფილმი ავარჩიეთ და მარის მოლოდინში ვიყავით, ისიც მალე მოვიდა და “მე შენამდე”_ს ჩავუჯექით, მართალია ეს ფილმი ყველას გვაქვს ნანახი მაგრამ მაინც ამის ყურება გადავწყვიტეთ. ბიჭები შუა ყურების დროს შემოგვიერთდნენ, მათაც ვაიძულეთ ყურება აბა სხვა რა გზა ქონდათ, ზუსტად ვიცოდი რომ ბოლოს ვიტირებდი, პირველად ბავშვობაში წავიკითხე ეს წიგნი მერე კი ფილმს ვუყურე, როცა ლუ ის წერილა კითხულობს სულ მეტირება, მაგრამ მაინც წიგნი მირჩევნია სულ სხვაა როცა კითხულობ.
-ეკატერინე ახლა არ მითხრა რო ტირი.-ზევიდან დამხედა დათომ.
-ამ მომენტზე სულ მეტირება.-ამევრეული თვალებით შევხედე.
-რა სულელი მყავხარ, მოდი ჩემთან.-თავისთან მიმიზდა და გულში ჩამიხუტა. რა თბილია, როგორი კარგი სურნელი აქვს, ვგიჟდები ამ ბიჭზე, მისი შეხება და ამ სამყაროს ვწყდები, ყველანაირი პრობლემა მავიწყდება, მისი თბილი მზერა კი ყველაფერს მირჩევნია, მის ღიმილზე ვგიჟდები, ამ ბიჭმა ისე შემაყვრა თავი რომ მის გარეშე მარტო ჩემი თავი არ წარმომიდგენია.
-მიყვარხარ.-ჩამწყდარი ხმით ვთქვი.
-მეც ძალიან ტკბილო.-უფრო მჭიდროდ მომხვია ხელები.
-ხო სულ ჩემს გვერდით იქნები?
-სამუდამოდ.
-იცოდე შენს გარეშე ვერ ვიცოცხლებ.-ისევ ცრემლები მომერია.
-ნუ სულელობ, მე და შენ განუყრელები ვართ, ახლა კი ასეთ სისულელევზე აღარ იფიქრო, ყვდლაფერზე მეტად მიყვარხარ და შენს ბედნიერებისთვია ყველაფერს გავაკეთებ.-მისმა სიტყვება უფრო ამატირა ვეცადე თავი შემეკავებინა.
თვალები დავხუჭე და რამდემინე წუთში სიზმრების სამყაროში გადავეშვი არ ვიცი ასე უცებ როგორ ჩამეძინა, ვიგრძენი რომ ვიღაცამ უკნიდან ხელები შემომხვია და ჩამეხუტა.

***
დილით ადრე გაგვეღვიძა ვისაუზმეთ შემდეგ კი მზადებას შევუდექით, სტილისტები ადრე ყავდა დაბარებული მარის, იმდენი ხალხი ტრიალებდა სახლში რომ ვერ ავღწერ, დათო მარტო დილით ვნახე იმის შემდეგ კი აღარ მინახავს.
-თიკა მალე იქნები მზად?-ოთხაში შეკეტილ დაქალს შევძახე.
-კი აი ხუთ წუთში მანდ ვარ.-მალევე დამიბრუნდა პასუხი.
-კატო შენ კიდე არ მომზადებულხარ?-ლიკა გამოვიდა ოთახიდან.
-არა თიკას ველოდები უნდა გამოვიდეს.
-მოდი ჩემს ოთახში შედი და მეც შემოვალ უნდა ჩავიცვა კაბა, მაკიაჟი და ვარცხნილობა როგორ მოგწონს?
-ძალიან ლამაზი ხარ ლიკკ კაბა ხო სულ დაგამშვენებს, კაი შევალ მანდ თუ არა მგონი ეს ჯერ არ აპირებ გამოსვლას.
-შენც ძალიან ლამაზი ხარ სიყვარულო, კაი მიდი და მეც მალე მოვალ.-ოთახში შევედი და მზადება დავიწყე. ათ წუთში ყველანაირად მზად ვიყავი.
-ომგგ რა ლამაზი ხარ.-ლიკა პირღია მიყურებდა.
-ძაან დიდი მადლობა,შენც არჩვეულებრივად გამოიყურები.
-მადლობა დღეს დათა თვალს ვერ მოგწყვეტს, აიი სიტყვები არ მყოფნის ისეთი ლამაზი ხარ.-ჭუჭყიანი ვარდისფერი მთლიანი გრძელი კაბა მეცვა, ერთ მხარეს საკმაოდ ჩახსნილი, უკანა ზურგი ამოღებული და წინ დეკოლტით, მართლაც რომ კაბა მაკვდებოდა ტანზე.
-კარგი გავედი თიკას გავხედავ და მერე მარისთანაც შევალ.-ტელეფონი ავიღე და კარები გამოვაღე.
-მარი უმშვენიერესია.-გახარებული თვალებით შემომხედა.
-დარწმუნებული ვარ ძალიან ლამაზი იქნება.-კარები გავიხურე და თიკასთან შევედი.-არ მჯერა მგონი დაქალი შემიცვალეს.-ისეთი ლამაზი იყო რომ ემოციები ვერ დავმალე.
-მეც იგივეს თქმას ვაპირებდი.-სიცილით მითხრა.
-წამოდი მარისთან შევიდეთ.-კარები გავაღე და ძლივს მოვწყვიტე სარკეს.
-მოვდივარ ხო მოვდივარ.-გოგოები უკვე მარისთან დამხვდნენ ჩვენი პატარძალი მართლაც რომ ულამაზესი იყო, გოგოებზეც იგივეს თქმა შემიძლია, დღეს ჩვენი პატრონობა მოუწევდათ ბიჭებს მართლაც.
-სიძე ბიჭი რას შვება?
-წესით უკვე მზად უნდა იყვნენ, მე გავალ და ვნახავ რას შვებიან.-დათოს ნახვა მინდოდა ძალიან ამიტომ პირველი გავარდი გარეთ.
-კარგი ოღონს სიძეს ნახვა არ დაგავიწყდეს.-რათქმაუნდა გოგოები ყველაფერს მიხვდნენ და დამცინეს.
-ვეცდები.-თვალი ჩავუკარი და კარები გავიხურე. პირველ სართულზე ჩავედი და მოულოდნელად ვიღაცის ხელო ვიგრძენი მაჯაზე.
-მომენატრე ტკბილოო.-მჭიდროდ მომხვია ხელები და ბაგეებს ფრთხილად შეეხო.
-მეც ძალიან.-ყელში ვაკოცე, ვგიჟდები როცა სხვას ყელში ვკოცნი.
-მგონი დღეს ჩხუბი არ ამცდება.-თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა.-ეცადე არ იცლექო.
-ვეცდები ძვირფასო.-თვალი ჩავუკარი და ვაკოცე.-სიძე მზად არის? მაგის გამო ჩამოვედი.
-კი კი ყველაფერი მზადაა პატარძალს ველოდებით.-ხელი შემომხვია წელზე.
-კარგი მაშინ მარის და გოგოებს დავუძახე შენ კი სიძეს მიხედე.-თავი გავითავისუფლე და კიბებისკენ წავედი.
-ერთი უნდა გაკოცო კიდე ტკბილო.-გამაჩერა ჯერ ერთ ლოყაზე მაკოცა მერე მეორეზე, მერე ყელში რაზეც გამაჟრჟოლა.
-თუ გამიშვებ მადლობელი დაგრჩება მეფე-პატარძალი.
-კარგი მიდი მიდი.-ხელი შემიშვა მეც ვაკოცე ყელში ისევ და კიბებზე ავედი. გოგოებს დავუძახე და პატარძალი ოთახიდან გამოვიყვანეთ. გეგი პირღია უყურებდა კიბებზე მიმავალ მარიამს, მართლაც რომ უმშვრნიერესი იყო.
-ყველაზე ლამაზი ხარ ჩემო პრინცესავ.-გულში ჩაიკრო გეგიმ მარი, ცრემლები მომადგა მათ დანახვაზე ორი უმშვენიერესი წყვილი.
-მოსიყვარულებას ღამეც მოასწრებთ ახლა კი წავედით.-თორნიკემ გააფუჭა ეს მომენტი მართალია ყველას გაგვეცინა მის უაზრო ხუმრობაზე. ჯერ ლამაზი ადგილები შევარჩიეთ ფოტოების გადასაღებად, სანამ ჯვრისდასაწერად წავიდოდით, შემდეგ ეკლესიაშიც წავედით, ყველაფერმა კარგად ჩაირა, ბოლოს საბადურის ტყე დაგვრჩა, იქაც ძალიან კარგი ფოტოები გადავიღეთ და აი დავადექით კახეთის გზასაც. იქ ხელი მოაწერეს შემდეგ კი დავიწყეთ გართობა, მეჯვარე პირვლად ვიყავი და თურმე არ ყოფილა ცუდი, ძალიან ბევრი ვიცეკვეთ, გავერთეთ, ფეხზე დიდად არ მიჭირდება მაღლებია გუება მაგრამ რამდენიმე საათში მაინც გამოვიცვალე, აი ჩაირთო მშვიდი მუსიკა, დათო მომიახლოვდა და საცეკვაოდ გამიწვია,მართალია ძალიან დაღლიდი ვიყავი მაგრამ უარი არ ვუთხარი.
-ძალიან დაიღალე ხო ტკბილო?-ხელი მომისვა ნაზად სახეზე.
-ვერც კი წარმოიდგენ ისე.-დაღლილი ხმით ვუთხარი და თავი მის ყელში ჩავრგე.
-ჩამეხუტე და გადაგივლის.-ხელები მჭიდროდ მომხვია და ისე გავაგრძელეთ ცეკვა.-ისე გოგოები რომ დამტრიალებენ თავზე არ ეჭვიანობ?-წარბები აწია მაღლა.
-მე არაფერი არ მაქვს საეჭვიანო, მაგის გამო ნერვებს ხომ არ დავიზიანებ, ვინმეს შეხედავ და მერე ნახე შენ.-მეც ავწია თავი და თვალებში შევხედე.
-ანუ შენი გაბრაზება კაის მომასწავებელი არ არის.-ჩეიცინა.
-თუ გინდა სცადე.-ისე ჩემა პოზას დავუბრუნდი.
-ახლა დაღლილი ხარ და სხვა დროსთვის გადავდოთ.-სიმღერაც გაჩერდა, ცოტა ხნით გავედით თორემ უკვე ყელში იყო ბოლო ხმაზე მუსიკები და სიგარეტის ბოლი.
-ხვალ არამგონია დილით ადრე ადგომა შევძლოთ.-ხელები მომხვია.
-სად გვეჩქარება ხომ აქ ვრჩებით.
-კი ტკბილო ერთი სული მაქვს როდის ჩაგეხუტები.
-აბა ახლა რას შვები.-გამეცინა.
-ოთახში მაინც სხვანაირია რა.-ეშმაკურად ჩაეღიმა.
-ახლა გაბრაზების თავი არ მაქვს, დაიცა მე რა მარტო არ ვიქნები ოთახში?-გაკვირვებულმა ვკითხე.
-მარტო დაგტოვებდი სულელო?-ისევ გაეღიმა.
-კარგი კარგი ახლა ოღონდ დამასვენა, მგონი მალე დაიშლებიან.-იმედიანი თვალებით ვთქვი.
კიდევ ცოტა ხანს გავჩერდით გარეთ, შემდეგ კი შევუერთდით სხვებსაც და გავაგრძელეთ გართობა 2 საათი როგორ გავიდა ვერც კი გავიგე. ნელ-ნელა დავიშალეთ და ოთახებში შევედით, როგორ გამოვიცვალე და დავწექი დათოს გვერდით აღარც კი მახსოვს, რა კარგია საყვარელი ადამიანის ხელებში ძილი, ისე მშვიდად გძინავს, არაფერზე არ გეგიქრება, ბავშვივით უდარდელი ხარ, მისგან ისეთი სითბო მოდის რომელიც იმ დროს ყველაზე მეტად გჭირდება, მისი გულისცემა ისე გესმის თითქოს შენი გული სცემდეს, მისი სურნელი რომელზეც შეყვარებული ხარ, ცხვირში სასიამოვნოდ რომ გიღიტინებს, თავის ხელებს მჭიდროდ რომ აქვს შემოხვეული თითქოს შენ თავს ვინმე ართმევდეს, ყველაფერი ეს ერთად არიას უდიდესი ბედნიერება, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გჭირდება.
-შენი აზრით სიყვარული რა არის?-მოულოდნელად დათოს ხმა გავიგონე, მეგონა მეძინა მაგრამ ასე არ ყოფილა.
-სიყვარული ვირუსია რომელიც შეიძლება რამდენიმე წელს გაგრძელდეს ან მთელი ცხოვრება.-ჩახლეჩილი ხმით ვუპასუხე.-და შენი აზრით?
-სიყვარული რაღაცატომ ყველას გონია რომ ბედნიერებას ნიშნავს, მაგრამ ამ გრძნოვამ შეიძლება ისე დაგტანჯოს რომ სულის ამოცლა მოგინდეს, მთელი სამყარო შეიძლება შეგაძულოს, ამის და მიუხედავად მაინც ბედნიერებას ნიშნავს სიყვარული, ჩვენ კი ვართ ჩვენი სიყვარულით ბედნიერები მაგრამ ყველა ხომ არ არის ასე, როცა გონია რომ შენი სიყვარული ნამდვილია მაშინ დაინახავ რომ ცდებოდი, როცა შენი საყვარელი ადამიანისგან იმავეს ვერ იღებ რაც გინდა, აი ამ დროს ყველა და ყველაფერი გძულდება, მაგრამ შეიძლება კიდევ ერთხელ შეხვდე სიყვარულს რომელიც შეჭმარიტი იქნება და სიცოცხლის მიზეზს მოგცემს, შეიძლება იმაზე მეტად შეგიყვარდეს ვიდრე ადრე, ამიტომ ადამიანისთვის სიყვარულო ბედნიერებას ნიშნავს, ამ ბედნირებაში კი ბევრი ტკივილი იმალება...

***
უკვე სექტემბერი დაიწყო, მე ჯავახიშვილში გავაგრძელე სწავლა, აგვისტომ კარგად ჩაირა, ზღვაზე ძალიან კარგი დასვენება გამოგვივიდა, გეგი და მარიც კმაყოფილები იყვნენ ვენით, ბიჭები ისევ ჩვეულ ფორმაში იყვნენ, გოგოებს ჩემსავით ბოლო კურსი დარჩათ დასამთავრებელი, ევამ და ლიკამ სტაჟიორად დაიწყეს მუშაობა სასამართლოში. ყველაფერი ისევ ისე არის თითქმის სულ ერთად ვიკრიბებით, მე და დათოს უფრო და უფრო გვიყვარდება ერთმანეთი, მალე ლიკას და ლაშას ქორწილი იქნება, თორკინე ახლო მომავალში ხელის თხოვნას აპირებს სანდრასთვის, თიკას ძმა ისევ უცხოეთში დაბრუნდა, როგორც გავიგეთ მასაც ყოლია ვიღაც და შეგვპირდა ლაშას და ლიკას ქორწილში რომ ჩამოვალ გაგაცნობთო. მე და დათომ ამ პერდიოში რამდენჯერმე ვიკამათეთ, ერთხელ საერთოდ 5დღე არ ვცევდი ხმას მაგრამ ბოლოს მაინც შემირიგა თავისებური ხრიკებით.
-პრინცეს დღეს რამე გეგმა გვაქვს?-დათას ხმა გაისმა ტელეფონში.
-ასე ადრე რატომ მირეკავ?-ჩახლეჩილი ხმით ვუპასუხე.
-მომენატრე ტკბილოო, მთელი ღამე ვერ დავიძინე ისე მინდოდა შენი ნახვა და ჩახუტება.-ისეთი მონატრებული ხმით მითხრა მართლაც რომ...
-კარგი ლისის ტბაზე წავიდეთ ნახევარ საათში მზად ვიქნები და შენ გამომივლი?
-პრინცეს ახლა სამსახურში უნდა შევიარო და შენით ხო მოხვალ?
-კაი იცოდე არ მალოდინო.-მაინც ცოტა გაბრაზებული ვიყავი და არ ველაპარაკებოდი ძაან თბილად მაგრამ ძალიან მომენატრა, უკვე სამი დღეა არ მინახავს, სწავლის გამო ვერ ვახერხებდი, ის კი სამუაშაოს გამო.
-კარგი გაკოცე.
-მეცც.-ტელეფონი გავთიშე და ცოტა ხანს ისევ ბალიშს დავუბრუნდი, მალევე გავემზადე და ტაქსით გავდექი გზას.

-სად ხარ?-მაინც მალოდინა, გამიგია გოგომ დაიგვიანოს მაგრამ ბიჭმა არაა, დათა კი სულ მალოდინებს.
-თითქმის მოვედი, აი გხედავ.-უკან გავიხედე და ჩემი ბიჭიც დავინახე, ისე მესიამოვნა მისი დანახვა და ძალიან მომინდა მისი ჩახუტბა და ჩემთვის საყვარელი სურნელის შესუნთვა, ვეღარ მოვითმინე და მისკენ გავიქეცი, მისი ხელები წელზე ვიგრძენი და ჰაერში დამატრიაკა, აიი ის სურნელი რომელიც ყველაფერზე მეტად მიყვარს, ვგიჟდები ამ ადამიანზე, მიყვარს მისი ყოველი შეხება, ხელებს მთელი ძალით რომ ხვევს, მისი ყოველი გამოხედვა რომელიც სიყვარულითაა სავსე, ჩემი მერვე საოცრებაა.
-როგორ მომნატრებია შენი სურნელი პრინცეს.-ყელში ჩარგო ცხვირი და ღრმად შეისუნთქა.
-მეც ძალიან მომენატრე.-ლოყაზე ვაკოცე და გვერდით დავუდექი.
-ჩემი ტკბილი ხარ შენ.-მთელი სახე დამიკოცნა.
-კარგი ბევრი ხალხია და მგონი ყველა ჩვენ გვიყურებს.-გავაცნობიერე რომ საზოგადოებაში ვიყავით და მართლაც რომ ბევრი გვიყურებდა, ერთმა-ორმა ვიდეოც გადაგვიღო და ჩემი ინსტაგრამი მთხოვა. ჩრდილში დავსხედით და ენა არ გაგვიჩერებია, სულ მასზე ვიყავი მიწებებული, ნელ-ნელა სხვებიც შეგვიერთდნენ.
გვიანობამდე იქ ვიყავით, კოცონით დავანთეთ, შემდეგ ცოტა თბილისის ქუჩებშუ გავისეირნეთ, ფოტოები და ვიდეობი გადავიღეთ, პირველი საათი იყო სახლსში რომ მივედით, დათა ჩემთან დარჩა და მასზე ჩახუტებულს ისე ტკბილად მეძინა.
მიყვარს, მიყვარს, მიყვარს, ყველაფერზე და ყველაზე მეტად, მის გარეშე ის ხუდი დღე რაღაც ჯოჯოხეთი იყოო თითქოს ჩემი მთელი სული წამართვეს, ისე ვიტანჯებოდი რომ ღამეები არ მეძინა, მისი ნათქვამი “ტკბილო” და “პრინცეს” ისე მენატრებოდა სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ეს ადამიანი მხოლოდ მე მეკუთვნის, ჩემი ტკბილიაა, მხოლოდ ჩემიი, მასზე მეტად ვერავის ვერ შევიყვარე, ყოველთვის ისეთ მომენტში მედგა გვერდით როცა მჭირდებოდა, ყოველთვის ჩემს დამშვიდებას, გამხნევებას და გაღიმევას ცდილობს, მის გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია და არც მინდა წარმოვიდგინო...


***
უკვე დეკემბერი დაიწყოო, ლიკას და ლაშას ქორწილმა უნაკლოდ ჩაიარა, ქორწილის შემდეგ ისე გერმანიაში აპირებდნენ წასვლას მაგრამ გადაიფიქრეს, მარიამი 1თვის ორსულია, გეგი ისე უფრთხილებდა რომ მართლაც ცივ ნიავს არ აკარებს.
თოკამ რამდენიმე დღის წინ თხოვა ხელი სანდრას, ისეთი გახარებული იყო ჩემი გოგო, ასეთი კარგი ამბავი გაუხარდებოდა აბა რა მოხდებოდა, სანდროს გოგოც გავიცანით ქორწილიში ძალიან კარგი გოგო აღმოჩნდა თავიდან დიდად არ მომეწონა მაგრამ შემდეგ კარგად გავუგეთ ერთმანეთს, ნოემბერში კი უკან დაბრუნდნენ, ჩემი ძმა და ევა კი ისეთი საყვარლები არიან, ხშირად ჩხუბობენ მაგრამ მალევე რიგდებიან, ჩემიი თიკა და ანდრეაა კი ისეთი ლაღები არიან თითქმის საერთოდ არ ჩხუბობენ, სულ ერთად არიან თითქმის, ხოლო მე და დათა ნაჩხუბრები ვართ ვიღაც იდიოტზე იეჭვიანა, შემდეგ ცემა და ხმას არ ვცემ ორი დღეა, მართალია ძალიან მიჭირს მაგრამ მეც ჯიუტი ვარ და ისიც, ასე გონია თვითონ არის მართლაი და არც ის არ იწუხებს დიდა თავს, ისე მენატრება მაგრამ ვცდილობ არ გამოვხატო.
-სალაპარაკო გვაქვს.-მოულოდნელად შემომიღო კარი დათამ.
-უკაცრავად? რას შემომივარდი? დაგეკაკუნებია მაინც.-საწოლიდან წამოვდექი.
-გაემზადე და გავედით.
-არასად წამოსვლას არ ვაპირებ რისი თქმაც გინდა აქ მითხარი.-გავჯიუტდი.
-პატარავ მიდი გაემზადე მოდი არ გამაბრაზო.-ეცადა წყნარად ეთქვა.
-არათქო უკვე ვთქვი, აქ დამელაპარაკე.-მაინც არ ვიშლიდი ჩემსას.
-ესეიგი არა ხო.-უცნაურად გამომხედა.-კარგი ეს შენი საქციელიდან გამომდინარეა.-სიტყვა დაამთავრა და კარები გაიხურა.
უცებ ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, ასე უცებ ადგა და წავიდა, უნდა წავყოლოდი, ჩემი ბრალია ასე რომ მოიქცა, ახლა ისე ვინანე ჩემი გადაწყვეტილება, დებილი ვარ დებილი, აი რატომ არ უნდა მიიღო ცხელ გულზე გადაწყვეტილება, მაგრამ ახლა ხომ ვერ გავეკიდებოდი.
-თიკო სად ხარ?-დაქალს დავუკერე.
-სახლში რა იყო მშვიდობაა?-შეშინებული ხმით მიპასუხა.
-ძაან ცუდად მოვიქეცი მგონი.
-რა მოხდა იტყვი?
-დათამ მთხოვა წავყოლოდი სალაპრაკო გვაქსო მე კი გავჯიუტდი და არ წავყევი, ბოლოს მითხრა ეს შენი საქციელიდან გამომდინარე მოხდაო და წავიდა.
-გოგო შენ სულ გამოშტერდი? რაები გიბოდიალია,რა დებილი ხარრ.-მანაც მიმალანძღა.
-აუუ შენღა მაკლდი.
-საღამის გამოვალთ შენთან და დავილაპარაკოთ.
-დათოც თუ აქ იქნება მე სახლში გაჩერებას არ ვაპირებ.
-როგორც შენ გინდა მაშინ სხვაგან გავიდეთ.
-არა არა მარტო მირჩევნია თქვენ გაერთეთ და მეც შემოგიერთდებით გვიან ღამე კი ჩემთან დარჩით.
-კარგი სიყ წავედი ანდრეა მირეკავს.
-კარგი მიდი.-ტელეფონი საწოლზე დავდე, კარადა გამოვაღე და ტანსაცმელები ავარჩიე, ბევრი რჩევა არ დამიწტია, თეთრი ყელიანი სვიტრი, შავი ჯინსის შარვალი და შავი თბილი ქურთუკი შევარჩიე, ფეხზეც შავი ბათინკები, ჩანთა ავიღე და სახლი დავტოვე. თავიდან არ ვიცოდი სად უნდა წავსუიყავი,ცოტახანს მტკვრის პირას ვიყავი, ცოტა რომ დაღამდა კი ჩემს საყვარელ ადგილას წავედი, ბოლო ხანს ძალიან შემიყვრდა თბილის ანძასთან მისვლა იქიდან ღამის თბილისის ყურება. ჩემს გარდა სხვებიც იყვნენ მაგრამ მე განმარტოებით ჩამოვჯექი, ყურსასმენები მოვირგე და მუსიკის ხმით გავიჟღენთე, თან ტელეფონზე აირფლეინის რეჟიმი ჩავრთე.
-თავს რატომ მარიდებ?-ყურსასმენები მომხსნა და გვერდით მომიჯდა.
-ეგ არც მე არ ვიცი.-მხრები ავიჩეჩე.
-სალაპარაკო გვაქვს თანაც აუცილებელი.-ისეთი სახე ქონდა რომ ცოტა დავიძაბე.
-რამე მოხდა?-შიში ამოვიკითხე ჩემს ხმაში.
-ამის თქმა ძალიან მიჭირს მაგრამ უნდა დავშორდეთ.-სახეში ვერ მიყურებდა ისე მითხრა.
-რა თქვი?-ვერც კი გავიაზრე რა მითხრა.-მეღადავები ხო?-გამოშტერებულმა ვკითხე.
-ეკატერინე გთხოვ მიზეზი არ მკითხო, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ ეს არასდროს დაივიწყო, შენ ჩემი ცხვორების ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ, ხვალ ამერიკაში მივფრინავ, ზუსტად არ ვიცი როდის ჩამოვალ, მაგრამ რომ ჩამოვალ ისევ ერთად ვიქნებით მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ვიცი რომ ჩემს გარეშე ძალიან გაგიჭირდება, მე შენზე აურეს დღეში ვიქნები, გთხოვ ჩემს გამო არ იტირო, არ მინდა თავი დაიტანჯო, ჩვენს მომავალზე იფიქრე, ახლა ეს ვითარება ასე მოითხოვს, გთხოვ ჩვენი სიყვარულის ხათრით არ დაიტანჯო, გახსოვდეს ამას შენს გამო ვაკეთებ, ჩვენი სიყვარულის გამოო, ყოველთვის მიყვარდი, ახლაც მიყვარხარ და მომავლშიც მეყვარები, ეს არასდროს დაგავიწყდეს, როცა დავბრუნდები ყველაფერი კარგად იქნება ჩემო პრინცესა, გთხოვ არ იტირო, ყოველთვის ჩემი ტკბილი, პატარა და პრინცესა იქნები, გთხოვ ნუ ტირი...-ენის ბორძიკით მეუბნებოდა ამ სიტყვებს თანაც თვალებში ძლივს მიყურებდა, ისეთი ტკვილი იმალებოდა მის თვალებში, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, ბოლოს ვეღარ გავუძელი და მაინც ავტირდი, ვერ მივხვდი მის ასეთ საქციელს, რატო? ვერც ამ კითხვას ვუსვამდი,თან ცრემლებს მიმშრალებდა.-ტკბილო ახლა უნდა წავიდე, ვიცი ჩემს გარეშე გაგიჭირდება, მაგრამ არც მე ვიქნები კარგ დღეში, იცოდე უსაზღვროდ მიყვარხარ და მომავალში აუცილებლად გნახავ, ოღონდ ამ ხნის განმავლობაში ჩემი მოძებნა არ სცადო, მიზეზს ახლა ვერ გეტყვი მაგრამ როდესმე აუცილებლად გაიგებ და ნურც ეცდები გაგებას, მიყვარხარ ეს ყოველთვის გახსოვდეს.-უკვე მანაც ვეღარ შეიკავა ცრემლები, ჩემს წინ ჩამუხლული იდგა და ცრემლები სდიოდა, ხმას ვერ ვიღებდი, ცრემლები კი თავისით მოდიოდა, ჩემი ცხოვრება ჩემგან მიდიოდა და არაფრის გაკეთება არ შემეძლო, მის გარეშე როგორ უნდა ვიცხოვრო, ეს რამდენიმე დღე ძლივს ვსუნთაქვდი ახლა კი გაურკვეველი დროით მიდიოდა ჩემგან, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, მხოლოს ჩემს წინ ჩამუხლულ ბიჭს ვუყურებდი, რომელსაც ჩემი ხელები თავისაში მოექცია და შუბლით ვეხებოდით ერთმანეთს.
-მოდი ჩემთან ჩემო პრონცესავ.-გულში ჩამიხუტა და ჩემი სურნელი ღრმად შეისუნთქა, სულ ვკანკალებდი, არ ვიცი სიცივისგან თუ ამ საშინელი სიტყვაციის გამო, დათამ თავისი ქურთუკი შემომხვია, კიდევ ერთხელ ჩამეხუტა მაგრად.-მიყვარხარ პრინცეს.-ყურში ჩამჩურჩულა და რამდენიმე წუთში გაქრა, ისე წავიდა რომ გაურკვევლობაში დამტოვა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი რომ მე დათას გარეშე უნდა მეცხოვრა, ჩემი ადამიანის გარეშე, არც მისი გაჩერება არ შემიძლია, ჩემი ტკბილის, მის სურნელ ვეღარ შევიგრძნობ, ვერც მის ხელებს ვეღარ ვიგრძნოვ ჩემს წენზე, ვერც მის თბილ სხეულს, ერთ დღეში ყველაფერი რაც იყო გაქრა...

(12)
დათას წასვლის შემდეგ ჩემი ცხროვრება სრულიად შეიცვალა, ისეთი მხიარული აღარ ვიყავი სხვებთან ვცდილობდი ძლიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ღამე ჩემთვის იყო ის დრო როცა მარტო ვრჩებოდი ჩემა სისუსტესთან, თავიდან სულ ვტიროდი, რამდენიმე კვირა საერთოდ არ მეძინა, სულ მასზე ვფიქრობდი,ერთად გატარებულ დროზე, მის ყოველ ნაკვთს ვიხსენებდი, თითქოს შემეძლო კიდეც შევხებოდი მაგრამ უცებ ყველაფერი ქრებოდა, იმ წყეული ღამის შემდეგ ყველაფერი გაშავადა ჩემს ცხოვრებაში, საშინელმა წყვდიადმა მოიცვა, მაგრამ გავიაზრე რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მეტირა, ცხოვრება მიდიოდა მეც ვცდილობდი რიტმს ავყოლოდი, ბავშვებთან ერთად ვერთობოდი მაგრამ გულში ისეთი ტკვილი მქონდა ზოგჯერ ვეღარ ვუძლებდი ამ ყვდლაფერს და რამდენიმე დღით გადავიკარგებოდი ხოლმე, თავიდან ვცდილობდი დათოს ასეთ ქმედებაზე პასუხი მეპობა მაგრამ მაინც ყვდლაფერი გაუგებარი იყო, რატომ მიმატოვა და მომექცა ასე, თან სიყვარულს მეფიცებდა თან მტოვებდა, იქნებ აღარც კი დაბრუნებულიყო, იქნებ ის სიტყვებს უბრალოს დასამშვიდებლად მითხრა, რატომ მიმატოვა ან რატომ დამტოვა ასეთ გაურკვევლობაში? ჯანდაბა ყოველ ღამე ეს კითხვა მიტივტივება თავში. იმ ღამის შემდეგ ის ადგილი შემძულდა, რომელიც ერთ დროს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, როცა იმ ანძას ვხედავდი, საშინელი ზიზღი მიპყრობდს, დათას ამღვრეული თვალები და მისი ყოველი სიტყვა მახსენდებოდა, იმ წყეულ ადგილას მიმატოვა, დამტოვა მარტო ყველაფრის აუხსნელად...


***
-დაიკო რას შვები მე გამოგივლი დღეს.-დემეს ხმა გაისმა ტელეფონში.
-ახლა მოვრჩი ლექციებს.
-კარგი ხუთ წუთში მანდ ვარ.-ყურმილი გათიშა და იქვე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი, რაღაცატომ მომინდა რომ დათოს სოციალურ ქსელში შევსულიყავი, რამდენი ხანია მისი გვერდი არ მინახავს, როგორც ყოველთვის არაფერი სიახლე არ იყო, ვერაფერს ვერ ვგებულობდი მის შესახებ, არ ვიცოდ როგორ იყო, ამ ფიქრები გართული ვიყავი, ჩემმა ძმამ რომ გამომაფხიზლა.
-დიდხანს უნდა მალოდინო?
-სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი და ვეღარ შეგამჩნიე.
-შენ სულ რაღაცაზე ფიქრობ ეს ბოლო დრო, ვიცი რომ არ ხარ კარგ მდგომარეობაში მაგრამ თავს უნდა მოერიო შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ.-შუბლზე მაკოცა და მანქანა დაძრა.
-ხომ გშია?
-რავი ცოტა კი.-მხრები ავიჩეჩე.
-მე მშია სამაგიეროდ ძალიან, კაფეში შევიაროთ.-თვალი ჩამიკრა.-გინდა შენს საყვარეკ კაფეში წავიდეთ, თბილისის ანძა რომ მოსჩანს...-ენაზე იკბინა, მიხვდა რომ სისულელე თქვა, ყველამ იცოდა რომ იმ ადგილს ვერ ვიტან, მთელი არსებით მძულს.
-სადმე სხვაგან წავიდეთ.-მშვიდად ვუპასუხე.
-კარგი.-გამიღიმა. ბევრი არ გვივლია ერთი პატარა მყუდრო კაფე შევარჩიეთ, რომ შევედით თბილო ჰაერის ტალღა მოგვხდა, უკვე თებერვალი მთავრდება და ისევ საშინელი სიცივეებია. რაც გვინდოდა ყველაფერი შევუკვეთეთ და რამდენიმე წუთი ჩუმად ვისხედით.
-გინდა გერმანიაში დავბრუნდეთ?-მოულოდნელად მკითხა დემემ.
-საიდან მოიტანე?-გაკვირვებულმა შევხედე.
-კატო შეიძლება სხვებს თავს ძლიერად აჩვენებ მაგრამ მე ვხვდები თუ როგორ გიჭირს აქ ყოფნა, ყველაფერი დათას გახსენებს, არ მინდა გული გტკიოდეს და იტანჯებოდე.-გულრწფელად მიპასუხა.
-აქ მირჩევნია ყოფნა, უკვე მივეჩვიე მის გარეშე ცხროვრებას, ნელ-ნელა მავიწყდება კიდეც.-საშინლად ვიცრუე.
-მას ასე ადვილად ვერ დაივიწყებ.
-გთხოვ მასზე ლაპარაკი აღარ გვინდა, შენ ჩემზე არ იდარდო, ყველაფერი კარგად მაქვს, უკვე 3 თვე გავიდა რაც მის გარეშე ვარ, მომავალშიც ასე იქნება.-მშვიდი ხმით ვუპასუხე და გავუღიმე.
-კარგი თუ რამე მე შენს გვერდით ვარ.-ხელი ხელზე დამადო, მალე ჩვენი შეკვეთაც მოვიდა და გემრიელად შევექეცით. ძალიან მყუდრო გარემო იყო, მაგრამ დიდხანს არ დავჩენილვართ, სახლში მისვლადა დუშის ქვეშ ყოფნა მინდოდა. იმ დღეს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ხვალ შაბათია და ადრე ადგომა არ მიწევს, ყურსასმენები მოვირგე და გარეთ გავედი, სუფთა ჰაერი ახლა ძალიან მჭირდებოდა, სპორტულები და თბილი ქურთუკი მეცვა, მტკვრის ნაპირისკენ გავსწიე, თითქმის სულ იქ დავდიოდი, ისეთი სიმშვიდე იყო.
ქვაზე ჩამოვჯექი და ამ ადგილიდან ისე მკვეთრად ჩანდა ანძა თავიდან მაღიზიანებდა, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა მივეჩვიე და პირიქით მინდოდა რომ დამენახა და უფრო მეტად მტკენოდა. ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, ვინც არ უნდა ყოფილიყო არ მინდოდა მეპასუხა, მაგრამ რამდენიმე ზარის შემდეგ მაინც ვუპასუხე, უცხო ნომერი იყო.
-გისმენთ.-ცოტა არ იყოს მკაცრად გამოვიდა.
-როგორ ხარ პრინცეს?-ნაცნობი ხმა ჩამესმა ყურში, ტანში შრუანტელმა გამიარა, 3თვის შემდეგ მისი ხმა პირვლად გავიგე, ის ღამე გამახსენდა პირველი, მისი ცრემლიანი თვალები, როგორ ეჭირა ჩემი ხელი თავისაში, ჯანდაბაა რატო დამირეკა რა უნდა.-ეკატერინე გთხოვ გამეცი ხმა.-მის ხმაში ისეთი მუდარა იკითხებოდა, ცრემლები ძლივს შევიკავე.
-რატომ დამირეკე?-არაფრის მთქმელი ხმა მქონდა.
-ძალიან მომენატრე პატარავ, ვიცი რომ ჩემზე გავრაზებული ხარ მაგრამ სიმართლეს რომ გაიგებ იმედია მაპატიებ.-უცნაური ხმა ქონდა.
-ჯანდაბა დათო რა სიმართლე უნდა გავიგო, რატო მაწვალებ მითხარი ყველფერი რაც სათქმელიაა, აღარ შემიძლია უკვე სამი თვეა რაც ასე ვარ, ყველაფერი შემძულდა, უკვე შენც კი მზიზღდები, წახვედი და დამტოვე მარტო, ყველანაირი ახსნის გარეშე, რამდენიმე თვის შემდეგ მირეკავ და მეუბნები რომ მოგენატრე, როგორ გონია ეს ნორმალურია? რა გინდა? სიმართლე მინდა გავიგო, თუ სხვა ვინმე გყავს მითხარი რატო მტანჯავ, რა გინდა ჩემგან? მე... მე არაფერი არ მესმის....- ცრემლები ვეღარ შევიკავე, მგონი ჩემი ხმა მთელ თბილის ესმოდა, თავი ვეღარ შევიკავე და ბოლო ხმაზე დავიწყე ლაპარაკი, აღარ შემეძლო ამდენის გაძლება...
-პატარავ გთხოვ დამშვიდი, ახლა არფრის თქმა არ შემიძლია იმის გარდა რომ არც მე ვარ კარგ დღეში, ძალიან მომენატრე და მიყვარხარ...
-გთხოვ გაჩუმდი, სიყვარულს მეფიცები ქვეყნის მეორე მხრიდან, აქამდე რატომ არ გაგახსენდი, უკვე სამი თვე გავიდა სამიი გესმის? ამ თვეების განმავლობაში არც კი ვიცოდი როგორ იყავი, რას აკეთებდი, შენ... შენ კი ერთხელაც არ დაგირეკავს, არც ის იცი როგორ ვიყავი ამ დროს განმავლობაში, ყველაფერი ფეხებზე დაიკიდე და წახვედი, გაურკვეველი დროით მიმატოვე, აღარ შემიძლია ასე, მინდა რომ ჩვენი გაცნობის დღიდან ამ დღემდე ყველაფერი დამავიწყდეს, არ მინდა შენ გამო ამ დღეში ვიყო, ისევ ნორმალური ცხოვრება მინდა მაგრამ... მაგრამ ასე ვერ იქნება, ყველა და ყველაფერი შენ თავს მახსენებს, აღარ შემიძლია, ამდენი საცოდავი თვალი რომ მიყურებს, ყველას ძლიერად ვაჩვენებ თავს, მაგრამ შინაგანად ისე ვიტანჯები... თუ წახვედი მაშინ აღარ დაბრუნდე და კიდევ ერთხელ არ მატკინო გული.-არც კი ვიცოდი რას ვლაპარაკობდი, რაც ამ თვეების განმავლობაში ჩემში შევინახე, ყველაფერი ვუთხარი, აღარ შემეძლო ამ ყვდლაფრის ატანა, მინდოდა დასრულებულიყო ეს ყველაფერი, ახლა მის ჩახუტებაზე მეტად არაფერი არ მინდა, როგორ მომანტრა, მის გარეშე ძლივს ვსუნთქავ...
-გთხოვ ეკატერინე გაჩერდი გთხოვვ...
მეცც ძალიან მენატრები, მე შენზე უარეს დღეში ვარ, რომ გაიგებ მიზეზს მაპატიებ... ვიცი რომ მაპატიებ, არ შემიძლია შენი მიტოვება არაა, რომ დავბრუნდები ისევ ერთად ვიქნებით, ისევ ისეე იქნება ყველაფერი, უფრო ლამაზ დღეებს გაჩუქებ, ამ საშინელ დღეებს ავანაზღაურებთ, გთხოვ აღარ იტირო პატარავ, მიყვარხარ ყველაზე და ყველაფერზე მეტად, ამ ყვდლაფერს მხოლოდ შენ გამო ვაკეთებ, გახსოვდეს რომ ძალიან მენატრები და მიყვარხარ... ახლა კი უნდა წავიდე მიყვარხარ პატარავ...

(13)

***
დღეს გაზაფხულის ბოლო დღეა, ხვალ კი ჩემი დაბადების დღე, მაგრამ მე არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, გადავწყვიტე რომ მარტო წავიდე ბაკურიანში, იქ სახლი გაქვს, მინდა ერთი დღე მშვიდად გავატარო.
იმ დღის შემდეგ დათას შესახებ არაფერი არ გამიგია, არც თვითონ დამკავშირებია, მეც ვცდილობდი მასზე ბევრი არ მეფიქრა, ზამთართან შედარებით გაზაფხულში უფრო კარგად ვიყავი, ნელ-ნელა მის გარეშე ცხოვრებას ვეჩვევი მაგრამ მაინც სულ რაღაცა მახსენბს მის თავს, მეგობრებთან ერთად უფრი მეტ დროს ვატარებ, სანდრა და თოკა დაქორწინდნენ ოღონდ მარტო ჯვარდაიწერეს და ხელი მოაწერეს, არ უნდოდათ ქორწილის გადახა ამიტომ მარტო ჩვენ აღვნიშნეთ. მარი უკვე გაიბერა ივლისის ბოლოს ელოდება ბავშვს, თიკა და ანდრეა ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად, მაგრამ ჯერ დაქორწინებას არ აპირებენ, ჩემი ძმა და ევაა კი როგორც ყოველთვის კარგად გრძნობენ თავს, ლაშიკო და ლიკაც ელოდებიან ბავშვს, ლიკა ორი თვის ორსულია, ისეთი საყვარლები არიან, მე გამოცდები ცოტა ადრე ჩავაბარე, რაღაც მიზეზების გამო, ერთი სიტყვით ნელ-ნელა ვუბრუნდები ძველ ცხოვრებას, ვცდილობ ყველანაირად.

***
-ოჰ ყველანი აქ ხართ?-მისაღებში შევედი და მდივანზე მოვთავსდი.
-როგორც ხედავ კი.-თოკა გამომეპასუხა.
-შენ მაინც იგივე აზრზე ხარ?-გაბრაზებული სახით შემომხედა თიკამ.
-კი რამდენჯერ უნდა გითხრათ რომ ხვალ არაფრის გაკეთებას არ ვაპირებ, ერთ ადგილას უნდა წავიდე და ძებნა არ დამიწყოთ იცოდეთ.-თითი დავუქნიე ყველას და წამოვდექი.
-კარგი ხო კარგი.-მარი გაიბუსხა, ყველას გაგვეცინა მის სახეზე.
-საეთ გაგიწევიათ ქალბატონო.-ჩემა ძმამა გამაჩერა.
-ოთახში ტანსაცმელები უნდა ჩავალგო.
-სადაც მიდიხარ იქ უნდა დარჩე?
-ხო.
-რამდენი ხნით?
-ორი დღით.-მოკლედ ვუპასუხე და კიბებზე ავირბინე. ტანსაცმელების ჩალაგების დროს დათას ის მოსაცმელი შემხვდა იმ ღამეს რომ მომცა.-როგორც მენატრება.-ჩემთვის გავიფიქრე და ვეცადე მასზე აღარ მეფიქრა, ყველაფერი სწარაფად დავკეცე და ჩემს ზურგჩანთაში ჩავდე, ბევრი არაფერი არ მიმაქვს, 2 მაისური, ერთი ჯინსი, ერთი კაბაც, პიჟამოები და მოსაცმელი. ბავშვებს მალევე შევურთდი, ბევრი ვიცინეთ და გვიან დავიშალეთ, 12 სრულდებოდა რომ წავიდნენ, ყველამ წინასწარ მომილოცა დაბადების დღე, მე და ჩემი ძმა კი ჩვენ ოთახებში წავედით.
-უკვე 22ის ხდები ჩემო პატარავ, მინდა სულ ბედნიერი იყო და სულ იღიმოდე, არავის გამო არ იტირო, როცა ცუდად გხედავ, შინაგანად რაღაც მჭამს, რომ ვერ გეხმარები ხოლმე, ეს ბოლო დრო უკეთესად ხარ მაგრამ ვიცი რომ ტკივილს გულში იკლავ და ყველასთან ბედნიერი სახე გაქვს, თუ ჩემთან ლაპარაკი მოგინდება, იცოდე შენს გვერდით ვარ, მიყვარხარ.-დემემ ოთახის კარებთან გამაჩერა და გულში ჩამიკრო.
-მეც მიყვარხარ.-ხელები მჭიდროდ მოვხვიე მეც.
-კარგი მიდი ახლა დაიძინე.-კარები გამიღო და გამიღიმა.
-მადლობთ.-მეც გავუღიმე და კარები მივხურე.
ათ წუთში უკვე საწოლში ვიწექი, სრაფად მოვწესრიგდი და კომფორტულად მოვთავსდი, დაძინებას ვაპირებდი მაგრამ ვინ მაცადა, ტელეფონზე ვიღაც მირეკავდა, არც დამიხედავს ისე ვუპასუხე, თან თავს ვლანძღავდი რომ როგორ დამავიწყდა გამორთვა.
-ალო.
-გილოცავ ტკბილო დაბადების დღეს.-აიი ის ხმა გაისმა ისევ ტელეფონში, ჯანდაბა, მთელი ტანი დამეჭიმა.-დღეს შენს გვერდით უნდა ვყოფილიყავი მაგრამ...
-მაგრამ არ ხარ. შეხსენება არ არის საჭირო, ისედაც ვიცი, თუ მორჩი მოლოცვას უნდა დაგემშვიდობო.-უხეშად ვუპასუხე, მაგრამ არ შინაგანად სულ ვხურდი, გამიხარდა რომ დამირეკა, არ დავივწყივარ...
-ეკატერინე გთხოვ მასე ნუ მელაპარაკები...
-აბა როგორ უნდა გელაპარაკო? 3 თვეში ერთხელ გამოჩნდები და ჩემგან მოითხოვ რომ კარგად გელაპარაკო? საერთოდ არ მინდა შენი ხმის გაგონება, ვცდილობ დაგივიწყო შენ კი სულ თავს მახსენებ, მეც გთხოვ რომ თავი დამანებო და აღარასდროს აღარ დამირეკო, ის სიყვარული რაც შენს მიმართ მქონდა ნელ-ნელა ზიზღში გადამეზარდა...
-ვიცი რომ მასე არ არის, ასე მალე ვერ შეგძულდებოდი, მაგრამ თუ ასე ძალიან გინდა ჩემი დავიწყება, მაშინ... მაშინ მშვიდობით, მაგრამ მინდა იცოდე რომ სამუდამოდ ჩემს გულში იქნები...


***
-როგორ ხარ ცქნაფ?-თოკა მომიჯდა გვერდით.
-რავი კარგად ცოტა არ იყოს დავიწვი.-დამწვარ სხეულზე მივანიშნე.
-ცოტა არ იყოს ხო?-დამცინა.
-რა ჩემი ბრალია, ყველანაირი დამცავი წავისვი.-უკმაყოფილო სახით ვთქვი.
-მარტო შენ არ ხარ მაგ დღეში.
-ვიცი მარის და თიკას გამოვექეცი თორემ ტვინი შეჭამეს წუწუნით.-თვალები ავატრიალე.
-კაი კაი წავედი ბიჭები გავალთ სადმე.
-კარგი მიდი სიყ.-ტელეფონი მოვიმარჯვე და სოციალური ქსელების თვალიერება დავიწყე მაგრამ აქაც ვერაფერი ვნახე და გარეთ გასვლა გადავწყვიტე. შორტი და ტოპი გადავიცვი, თან ყურსასმენები მოვიმარჯვე და გარეთ გავედი, სასიამოვნო ნიავი ქროდა, თან ყურსასმენებში გაისმა “moon river”.
ისე მომინდა დათო ჩემთან ერთად ყოფილიყო ახლა, მის მხარზე თავი დამედო, ეს ფიქრები მაგიჟებს, ძალიან ცუდად ვარ, როცა მგონია დავივიწყე მაშინ მახსენდება, მისი სურნელი მახსენდება, მისი ყოველი ნაკვთი, მისი ღიმილი რომელიც ამ ქვეყნად ყველაფერს მირჩევნია, მისი ყოველი შეხება მენატება, მთელი არსებით მინდა მასთან ჩახუტბა, ახლა ყველაფერს გავაკეთებდი ოღონდ მასთან ვყოფილიყავი ერთი წუთით მაინც, მისი სურნელი შემეგრძნო...



***
-ჰე აბა დღეს რა გეგმები გვაქვს?-ყველანი მისაღებში ვიყავით.
-რავი მოდი კარგად გავერთოთ ხვალ ისედაც მივდივართ.-სანდრამ გამოთქვა მოსაზრება.
-კარგი აზრია აბა სად წავიდეთ.-დემემ ყველა აგვიყოლია და საღამოს 9საათზე ყველანი ერთ კარგ ბარში წავედით, მარი და ლიკა ადრე წავიდნენ ორსულობის გამო თბილიში. ყველანი ერთ მაგიდასთან მოვთავსდით და სასმელი შევუკვეთეთ, მე ცოტა დავლიე სხვები ასე თუ ისე კარგად გამოთვრნენ, ერთი ბიჭი გავიცანი ოღონდ მხოლოდ მეგობრები ვართ.
-თბილიში რომ ჩახვალ შემეხმიანე, მე ხვალ მივდივარ, რაღაც საქმეები გამომიჩნდა და რომ მოვიცლი სადმე კაფეში წავიდეთ.
-მეც ხვალ მივდივარ, სოციალური ქსელში დაგამატებ და იქ შემეხმიანე ხოლმე.
-კარგი მე თითქმის სულ ინსტაგრამზე ვარ და შენ სად გირჩევნია?-ტელეფონი მოიმარჯვა ხელში.
-მეც იგივე აზრზე ვარ.-გავუღიმე.-მიდი ჩაწერე როგორც გიწერია დაგამატებ.
-აჰა ინებეთ.-ტელეფონი დამიბრუნდა უკან.
-ხასიათზე რატომ არ ხარ?
-დეპრესიამ შემომიტია.-გამეღიმა.
-მასე არ გამოვა, არ მიყვარს როცა ჩემი მეგობარი მოწყენილია.-წარბი ამიწია და ღუტუნი დამიწყო.
-კაი კაი გთხოვ გაჩერდი.-ჩემი სიცილის ხმა ალბათ ყველას ესმოდა.
-აი ხომ გაგაცინე.
-კარგი ახლა უნდა გავიდე, ალბათ მეძებენ, შეგეხმიანები.-ხელი დავუქნიე და ბარში შევედი. კარგი ბიჭი არის, ახალი ადამიანის გაცნობა არ მაწყენს, ახალი გარემო კარგი იქნება ჩემთვის “ვიმედოვნებ”.-ჩემს თავთან ვლაპარაკობდით თან ჩემს მაგიდას ვუახლოვდებოდი.
-ჰე რას ვშვებით არ წავიდეთ?-მხოლოდ თიკა და სანდრა დამხვდნენ მაგიდასთან.
-არ ვიცი ჩვენ ჯერ არ გვინდა წამოსვლა, ბიჭებიც ერთობიან.-ენის ბორძიკით მეუბნებოდა სანდრა.
-უკვე საკმაოდ ბევრი დალიეთ სჯობს წავიდეთ.-დავუბღვირე.
-რა ხდება დაიკო, შენ რატო ხარ ფხიზელი.-დემე ჩამომეკიდა მხარზე.
-რა მთვრალები ხართ, სუყველა ჩემი სათრევები ხართ.-თავში შემოვირტყი ხელი.
-კაი შეგვარგე რა კატიუშა.-თორნიკე მეორე მხრიდან ჩამომეკიდა, კინაღამ მათან ერთად დავეცი.-ვერახართ თქვენ დროზე წავიდეთ, მარტო ვერ დაგტოვებთ აქ.
-კაი კაი ხო წამოდით თორემ ამის წუწუნს რა გაუძლებს.-ანდრია შედარებით ფხიზელი ჩანდა, კიდევ კარგი ჩემი მხარე დაიჭირა.
-ადექით დროზე.-გოგოები ფეხზე წამოვყარე.
-ტაქსით წასვლა მოგვიწევს.-ანდრია ამომიდგა გვერდით.
-მე ერთ მანქანზე დავჯდები,შენ მეორე, იმედია მშვიდობით მივალთ.-მანქანის გასაღები მივეცი და ჩემს მანქანაში 5 ადამიანი მოვათვსე.-იცოდე ფრთხილად იარე და მე გამომყევი უკან.
-როგორც მიბრძანებთ.-მანქანში ჩაჯდა და გზას გავუყევით.-ძლივს მივაღწიეთ სახლამდე, ვინ სად დავარდა გარტყმაში არ ვიყავი, მაგრამ მე ჩემი ოთახი დავიკავე და წამებში მიმეძინა.



-ადექით ჰეე გვიანია უკვეე.-დილით მთელ სახლში ჩემი ხმა ისმოდა.
-რა გაყვირებს გოგო თავი მისკდება.-თორნიკემ ბალიში მესროლა პირდაპირ სახეში.
-გუშინ ბევრი რომ არ დაგელია ახლა კარგად იქნებოდი, ხამებივით რომ დაესიეთ სასმელს.-გალანძღვა დავუწყე.
-დილიდან შენი წიკვინი რატომ უნდა მესმოდეს?-თიკამ ძლივს აწია თავი.
-არაუშავს ხვალიდან ვეღარ გაიგონებ, ადექით დროზეე და ერთ საათში გავდივართ, იცოდეთ რომ გადააცილოთ მე ჩემი მანქანით წავალ და მერე ერთ მანქანში ჩაეკვეხეთ ყველა.
-შენ როგორ უნდა გაგიძლოს ადამიანმა.-სანდრა ფეხზე წამოდგა და სააბანოზსკენ წავიდა.
-ერთი საათი კიდე დამაძინე და ორ საათში წავიდეთ რა.-ძლივს მითხრა ორი წინადადება დემემ.
-მე უკვე ვთქვი ჩემი სათქმელი დანარჩენი თქვენ გადაწყვიტეთ.-მეორე სართულზე ავირბინე და ჩემს ოთახში შევედი. ერთ საათში ყველანი მანქანებში ვიყავით,დიდა არ მინდოდა უკან წასვლა მაგრამ თბილისიც მომენატრა რაღაც მხრივ.
-თავი მისკდება.-წუწუნი დაიწყო თიკამ.
-მეც ძალიან ცუდად ვარ.-ევაც აყვა.
-თქვენ რა მთელი გზა ასე წუწუნს აპირებთ?
-კარგი რა კატო ხო ხედავ ისედაც ცუდათ ვართ და შენ მაინც გაჩუმდი.-საწყლად მითხრა თიკამ.
-ნეტა ვისი ბრალია მასე რომ ხარ? არ დაგელია მაგდენი ვინ გაძალებდა?
-კარგით კარგით გაჩუმდით ახლა უჰ, თქვენი ჩხუბიღა აკლია ჩემს თავს.-ევამ სავარძელს მიადო თავი და თვალები დახუჭა.
-შენ მოდი მე ჩამეხუტე და დაიძინე.-ანდრეამ თიკამ მოათავსა კონფორტულად.
-მიყვარხარ.-თვალებდახუჭულმა უთხრა ანდრეას.
-მეც ძალიან.-თავზე აკოცა, თვითონ კარებ მიეყრდნო და სამივემ ძილი გადაწყვიტეს.
-ღმერთო ჩემო რა ეშველება ამ ხალხს.-ჩემთვის ჩავილაპარაკე და ყურსასმენები მოვირგე.



***
უკვე ღამის ოთხი საათია და თვალი ვერ მოვხუჭე.ის .... ის საშინელი ღამე გამახსენდა, ხვალ ერთი წელი ხდებოდა რაც დათამ დამტოვა, უკვე მერამდენე ძილის წამალი დავლიე მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე, ყველა წუთი თვალწინ წარმომიდგა, შიგნიდან ვხურდი მაგრამ თბილ საბანში ვიყავი გახვეული, ცრემლები კი თავისით მოდიოდა, მინდოდა ბოლო ხმაზე მეღრიალა, ისეთი ზიზი ვიგრძენი წამით მის მიმართ რომ ვერც კი გავიაზრე მაგრამ ისეთ სიყვარულს განვიცდიდი რომ ეს მხოლოდ წამიერი იყო, ძალიან მაინტერესებდა თუ რის გამო მტანჯავდა ასე...
მთელი ღამე გავათენე, ტვინი ამიფეთქდა ამდენი ფიქრით, დილის შვიდ საათზე მიმეძინა, ბედად რომ მთელი დღე მარტო ვიყავი, დემე დილით ადრე მიდიოდა საქმიან შეხვედრაზე, შემდეგ კი თითქმის სულ ოფისში იქნებოდა, გოგოები თავზე არ დამადგებოდნენ მათაც გადატვირტული დღე ქონდათ, ამიტომაც თითქმის მთელი დღე მეძინა, საღამოს ხუთი საათი იყო რომ გამეღვიძა, თავი ძლივს ავწიე, ისევ გაბრუებული ვიყავით ძილის წამლებით, თბილ ხალათში გავეხვიე და სამზარეულოში ჩავედი, ყავა მოვიმზადე და ბუხართამ მოვკალათდი.-რა კარგია სითბო.-ჩემთვის გავიფიქრე. ლეპტოპი ფეხებზე დავიდე და ჩემი შემდეგი კლიენტის საქმეს გადავხედე, მასთან შეხვედრა ხვალ მქონდა დაგეგმილი, ცოტა არ იყოს რთული საქმე ჩანდა, ჯერ ისიც არ ვიცოდი მტყუანი იყო თუ მართალი.
-არა გარეთ უნდა გავიდე უკვე სული მეხუთება სახლში.-ჩემს თავს დავუწყე ლაპარაკი. სწრაფად ჩავიცვი და კარები გამოვიხურე. თავიდან მტკვრის პირას წავედი მაგრამ იქ დიდხანს ვერ გავჩერდი თითქოს რაღაც მჭამდა შიგნიდან, ბევრი ვიფიქრე მაგრამ მაინც იქ გადავწყვიტე წასვლა, რაღაც მომენტში ისე მინდოდა ანძასთან მისვლა თითქოს რაღაც დამრჩენოდა იქ, ახლათა შევამჩნიე რომ ქურთუკის შიგნით მისი მოსაცმელი მეცვა, შიგნიდან რაღაც არ მასვენებდა, ტაქსი გავაჩერე და მისამართი მივუთითე.
-თუ შეგიძლიათ უფრო სწრაფად რომ წახვიდეთ.-თითქმის ფრჩხილების კვნეტამდე ვიყავი მისული.
-შვილო ვცდილობ მალე ვიარო მაგრამ საცობები.-ჯერ მხოლოს რვა იყო დაწყილი და ისეთი ჩამობნელებული იყო ყველაფერი თითქოს შუაღამე ყოფილიყოს.
-კარგით.-ლოდინის მეტი არაფერ დამრჩენოდა.-ნახევარ საათში დანიშნულების ადგილას ვიყავით, ნელ-ნელა დავიძარი ანძისკენ, ხალხი ასე თუ ისე მაინც იყო, ის ადგილი კი თავისუფალი იყო, სადაც... სადაც იმ დღეს ვიყავით, ნაბიჯს უფრო მოვუმატე და სკამზე ჩამოვჯექი. ცივი ჰაერი პირდაპირ სახეში მიბერავდა,
ცრემლებმა თავისით დაიწყო წამოსვლა. დრო ისე უცებ გავიდა რომ ვერც კი გავიგე, ყველა მოგონება რაც მასთან მაკავშირებდა თვალწინ წარმომიდგა, ვიღაცის მოახლოება ვიგრძენი, არ მინდოდა თვალების გახელა და იმ ბედნიერი წუთების გაქრობა.
-ეკატერინე.-ნაცნობი ბოხი ხმა ჩამესმა ყურში. თავიდან გავიფიქრე მეჩვენებათქო მაგრამ ის ჩემს გვერდით იჯდა.-ვიცოდი აქ რომ იქნებოდი.-გაეღიმა.
-შენ... აქ რატომ ხარ?-ენა მებმოდა ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდი, ის ხომ ჩემ წინ იყო, ისე მინდოდა შევხებოდი მაგრამ არ შემეძლო.
-მე დავბრუნდი.-ისეთი ბედნიერი სახე ქონდა მაგრამ მისი ეს სიტყვები უკვე გვიანი იყო.
-დაგაგვიანდა.-ისეთი მშვიდი ტონით ვუთხარი რომ მეც გამიკვირდა.
-ეგ რას ნიშნავს.-ღიმილიანი სახე შეეცვალა.
-ხვალ მივფრინავ, არავინ არ იცოდა ასე რომ ვერც შენ გაიგებდი.-თბილის გადავყურებდი და ისე ველაპარაკებოდი.
-კი მაგრამ სად მიფრინავ, შეგიძლია ამიხსნა რა ხდება?-დაძაბულმა მიპასუხა.
-შენ ამიხსენი რომ გაქრი? მე რა ვალდებული ვარ რამე აგიხსნა! ამდენი ხნის განმავლობაში არც კი ვიცოდი სად იყავი, არაფერი არ მითხარი, ყველა და ყველაფერი მიატოვე და წახვედი, უკვე ძალიან დაგაგვიანდა, ამ ერთი წლის განმავლობაში ვისწავლე როგორია უშენოდ ცხოვრება, ზუსტად ამ დროს შარშან შენი ხელითვე წაშალე ყველაფერი, მხოლოს მოგონებები დარჩა მეტი არაფერი.-უკვე აღარ შემეძლო ამის გაძლება, ცრემლებს ძლივს ვიკავებდი, მინდოდა მეყვირა ბოლო ხმაზე, მასაც ეგრძნო ის ტკივილი რასაც მე ვგრძნობდი ამ ხნის განმავლობაში.
-ეკატერინე გთხოვ მომისმინე, ყველაფერს აგიხსნი, როგორ გონია მე შენზე უკეთეს დღეში ვიყავი? არა უფრო აურესში, არ მინდოდა კიდევ უფრო დატანჯულიყავი და მიტო არ გითხარი არაფერი, ახლა კი ყვდლაფერი სხვაგვარად არის, მინდა რომ მომისმინო და ყველაფერი გითხრა. ვერ ადგები და ვერ წახვალ, ჯერ მე მომისმენ და დანარჩენი შენი გადასაწყვეტი იქნება.-ბოლოს ხმა გაუმკაცრდა.
-მე გადაწყვეტილება უკვე მივიღე, რაც არ უნდა მითხრა მე მაინც წავალ.-მეც მტკიცედ ვუპასუხე.-გისმენ დაიწყე.-თანაც ისე მაინტერესებდა რას მეტყოდა.
-ეს ერთი წელი იმიტომ დავიკარგე რომ ვმკურნალობდი, სანამ შენ შეგხვდებოდი, მანამდე ერთი თვით ადრე გავიგე რომ სიმსივნე მქონდა, თავიდან მკურნალობას არ ვაპირებდი, არ ვიცოდი რისთვის უნდა მეცოცხლა, ვიფიქრე რომ ეს ჩემი შანსი იყო რომ ამ ცხოვრებიდან წავსულიყავი, მაგრამ როცა შენ შეგხვდი ყველაფერი შეიცვალა, სვანეთში გადავწყვიტე მემკურნალა, აქ რომ დავბურნდით ჩემს ექიმს დავუკავშირდი, ნელ-ნელა დავიწყეთ მკურნალობა მაგრამ დიდა შედეგი არ გამოიღო, ექიმა მირჩია საზღვარგარეთ წასვლა და მკურნალობა მაგრამ შეიძლებოდა იქაც არაფერი გამოსულიყო ერთი კარგი ამბავი ის იყო რომ გართულებული მდგომარეობა არ მქონდა, ასე თუ ისე შანსები იყო, ლევანმა(დათას ექიმი) ერთ-ერთი საუკეთესო ექიმი მირჩია და მასთან საქმეები თვითონვე მომიგვარა, ერთი თვე მქონდა კიდევ რომ შენთან ერთად გამეტარებინა დრო, ეს ყველა არ იცოდა მხოლოს ბიჭებს ვუთხარი და მათაც პირობა მომცეს რომ არაფერს არ გეტყოდენ, ვიცოდი ეს რომ გაგეგო ჩემთან ერთად წამოსვლას მოინდომებდი, მაგრამ არ მინდოდა ისეთ მდგომარეობაში გენახე ან რომ არაფერი გამოსულიყო იმედები გაგცრუებოდა, თუ არაფერი გამოვიდოდა ბოლოს თვეების გატარებას იქ ვაპირებდი, შენ კი უჩემობას უკვე მიჩვეული იქნებოდი, შეიძლება ვერც კი გაგეგო ჩემი სიკვდილის ამბავი, მაგრამ ასე არ მოხდა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ამ ერთ წელში თითქმის გამოვჯამთელდი, ცოტა დარჩა და სრულიად განვიკურნები, აქ მომიწევს კიდევ რაღაც პროცედურების ჩატარება. ვიცი რომ ძალიან დაგტანჯე მაგრამ მე ყოველ დღეს ვითვლიდი, არ მეგონა ასე მალე თუ გნახავდი, მადლობა ღმერთს რომ გამოჯამთელებაში დამეხმარა და ახლა შენს წინ ვდგავარ.-ცრემლები წამოუვიდა მე კი გაშეშებული ვიდექი და იმის გაანალიზებას ვცდილობდი რასაც დათო მიყვებოდა, თავი საშინლად დამნაშავედ ვიგრძენი, ის თურმე რა დღეში ყოფილა მე კი მას ვადანაშაულებდი, ყოველ დღე სიცოცხლის გადასარჩენად იბროძა, მე კი იმაზე ვსაყვედურობდი რომ ყველაფრის აუხსნელად მიმატოვა...-ვიცი ახლა თავს იდანაშაულებ მაგრამ არცეთი არ ვართ დამნაშავე, გპირდები ამ ერთ წელს ავინაზღაურებთ.-ხელი ხელზე დამადო და შუკბლზე მაკოცა.
-ღმერთო რა სულელი ვარ ბოდიში რომ ასე გელაპარაკებოდი, შენ სიცოცხლისთვის იბრძოდი მე კი რაებს გეუბნებოდი როცა მირეკავდი, ყველაფერში შენ გადანაშაულებდი...
-პატარავ დამშვიდი შენ არაფერში არ ხარ დამნაშავე იცოდე მეორედ მასეთი რამ აღარ მითხრა, ყვდლაფერმა ჩაირა, ახლა მთავარია რომ ერთად ვართ, მინდა იცოდე რომ მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები, რამეც რომ მომსვლოდა ჩემზე მეტად არავის არ ეყვარებოდი...-ტუჩებზე ხელი მივადე და გავაჩუმე.
-ეგ მეორედ აღარ თქვა, მეც ძალიან მიყვარხარ.-ცრემლები მოვიწმინე და ამდენი ხნის სურვილი შევისრულე, ხელები მჭიდროდ შემოვხვიე და მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე.-რა ტკბილია ღმერთო.-გავიფიქრე ჩემთვის.
-მიყვარხარ ყველაფერზე მეტად და გპირდები აღარასდროს მიგატოვებ.-ძლიერად ჩამიკრო გულში.
-მეცც მიყვარხარ და არაფერი აღარ დამიმალო.-ყელში ჩავუდე თავი და თბილისის ანძას გავხედე, ჩემთვის გამეღიმა, რა უცნაურია ეს ცხოვრება, ერთ წამს ბედნიერი ხარ მაგრამ მეორე წამს უბედური. ამ დღის შემდეგ ვისწავლე რომ ცხოვრებაში ყოველთვის ბედიერი ვერ იქნები, რთული პერიოდი ყველას აქვს მთავარია ფეხზე მყარად დადგე და შენს თავს დააჯერო რომ ძლიერი ხარ და ცუს დღეებს მზიანი დღეები შეცვლის.


***
დღეს ზაფხულის პირველი დღეა და ჩემის დაბადების დღე, მე არაფერი მქონდა დაგეგმილი სახლში ვიყავი მარტო,ყველანი სადღაც გაქრნენ, კარებზე კი ზარის ხმა გაისმა.
-ტკბილო როგორ ხარ?-შემომეხვია და ყელში მაკოცა.
-კარგად შენ?-მეც ჩავეხუტე, დათომ დაბადების დღე ღამის თორმეტ საათზე მომილოცა, სახლში დამადნენ თავზე და გვიანობადე ვსვავდით, ცოტა თავი მტკიოდა მაგრამ ასე თუ ისე ნორმალური გამოძინებული ვიყავი.
-მეც მშვენივრად.-მდივანზე დაჯდა.-მიდი უცებ გაემზადე ორი დღის ნივთები ჩაალაგე სვანეთში მივდივართ.-უცებ მომაყარა.
-ახლა?-მოულოდნელი იყო ჩემთვის.
-ხო დანარაჩენებიც ჩამოვლენ მალე, საქმეებს მოაგვარებენ და ...
-კაი კაი წავედი მოვემაზედი და 10 წუთში აქ ვარ.-არ ვაცადე ლაპარაკი ისე შევარდი ოთახში. რამდენიმე მაისურუ,შორტი, შარვალი და ერთი მოსაცმელი ზურგ ჩანთაში ჩავდე, ერთი წყვილი ფეხსაცემიც, შემდეგ თავისმოვლის ნივთებზეც გადავედი და ათ წუთში მისაღებში ვიყავით.
-წავედით?-გაუკვირდა ასე მალე რომ გამოვედი.
-კი.-კმაყოფილმა ვუთხარი.
-ნელ-ნელა ვიხვეწებით.-ხელი გადამხვია და სახლიდან გავედით.
-გცემ დათო.-მუჭი ვუთავაზე მუცელში მაგრამ მე მეტკინა ხელი, პრესის დაჭიმვა მოასწრო.
გზაში როგორც ყოველთვის დიდი ხანი დაგვჭირდა, ცოტა ხანი მიმეძინა კიდევაც, მუსიკების მოსმენაც მომბეზდა, ენაც კი დამეღალა ლაპარაკით, როგორც იქნა ჩავედით, უკვე სიბნელე იყო.
-სად მიდიხარ მეორე მხარეს არის სახლი.-გაკვირვებულმა შევხედე.
-სახლში არ მივდივართ, ერთ ადგილი უნდა გაჩვენო.-საყვარლად გამიღიმა.
-აუ კაი რა ძალიან დაღლილი ვარ, არაფრის თავი არ მაქვს.-წუწუნი დავაპირე მაგრამ მალევე გავჩუმდი.
-ცოტაც და მივალთ.-ვეღარ შევეწიააღმდეგე.
მართლაც მალევე მივედით, ტყეში შეუხვია ეს ადგილი მეცნო, კი კი ისაა სადაც მე და დათო ერთმანეთს შევხვდით პირველად ბავშობაში, რაც უფრო ვუახლოვდებოდით თითქოს უფრო ნათდებოდა, მანქანა გაავჩერა და გადავედით, დანარჩენი გზა ფეხით გავაგრძელეთ.
-დათო რა ხდება?-ვეღარ მოვითმინე და ვკითხე.
-უკვე მივალთ და გაიგებ.-ხელი წელზე შემომხვია. რამდენიმე წუთში მივედით, ის ადგილი რომელიც შარშან ვნახეთ სულ სხვა იყო, ლამაზი ლამლრებით სრულიან ანათებდა ტყეს, ხეებზე ეს შუქი ისე ლამაზად იყო რომ ვერც კი აღვწერ, გულებით იყო ჩემს გარშემო, ვარდის ფურცლები ეყარა ჩემს ფეხქვეშ, პატარა სახლიდან კი ჩვენები გამოვიდნენ რაღაც ფურცლებით ხელში, თავიდან ვერ წავიკითხე მაგრამ როცა დადგნენ გარკვევით დავინახე რა ეწერა:will you marry me?
ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, ჩემს წინ დათო ჩაიმუხლა და ბეჭედი ამოიღო ჯიბიდან.
-ცოლად გამომყვები?-გამიმეორა და გამიღიმა.
-კი კი.-შოკირებულმა არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა.-ბავშვების კივილი მოყვა ჩემს პასუხს და ფეიერვერკები.
-ჩემი ცხოვრება ხარ.-ყურში ჩამჩურჩულა და მომეხვია.
-მიყვარხარ.-არ ვიცოდი და უნდა მეთქვა, ცრემლებიც კი წამომივიდა.
-ჩემი გული ხარ.-ფრხილად შეეხო ჩემს ბააგეებს. ყველანი გვილოცავდნენ ჯერ კიდევ ვერ მოვედი აზრზე რა ხდებოდა, გოგოებიც კი ტიროდნენ თიკა ძლივს დავამშვიდეთ. სახლში კი გავარძელეთ გართობა. ასეთი ბედნიერი დაბადების დღე არასდროს არ მქონია, უბედნიერესი ვიყავი, ყოველ დღეს უფრო და უფრო მილამაზებდა დათო, ის საშინელი დღეები უკვე წარსულს ჩაბარდა.
ის უკვე ჩემს გვერდითაა.

დასასრული



№1  offline წევრი ფერთა გამა

რა კარგი იყოო <3 თბილი და ტკბილი ისტორია

 


№2  offline წევრი It’s olivia

ფერთა გამა
რა კარგი იყოო <3 თბილი და ტკბილი ისტორია

დიდი მადლობა, მიხარია თუ მოგეწონა♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო მომეწონა ვიმხიარულე საოცარი წყვილები და მეგობრები იყვნენ მადლობა წარმატებები

 


№4  offline წევრი It’s olivia

სტუმარი ნესტანი
ძალიან კარგი იყო მომეწონა ვიმხიარულე საოცარი წყვილები და მეგობრები იყვნენ მადლობა წარმატებები

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა, შენც წარმატებები❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent