შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის შეცდომები 6 თავი


2-09-2020, 00:31
ავტორი Meiz
ნანახია 1 313

6 თავი
ცხოვრება არასდროსაა ისეთი მარტივი,რომ ვიცოდეთ რა გველის.არც ჩემი პერსონაჟების ცხოვრება ყოფილა ია-ვარდით მოფენილი.ალბათ გეგონათ,რომ ალექსანდრე სრულ იდოლიაში გაიზარდა არა?!თუ ასე გეგონათ,თქვენ შეცდით.მისი ცხოვრება არასდროს ყოფილა დალაგებული ნენეს გამოჩენამდე, მას მზის სხივს ასე უბრალოდ არ ეძახდნენ.როგორც უკვე იცით, ალექსანდრეს მშობლები ნაადრევად დაქორწინდნენ,ამას მოყვა მთელი რიგი პრობლემები,რასაც თამაზის გალოთებაც დაემატა, სამუშაოს თავი დაანება და ,,ბრაძიაგულ,, ცხოვრებას მიჰყო ხელი,მალე ალექსანდრეც გაჩნდა და მოუწია ემუშავა ლუკმაპურის თვის მაინც. ლილიანა კი, ახლა იფურჩქნებოდა ვარდის კოკორივით და ბევრი მამაკაცის ყურადღებასაც იქცევდა.თითქოს თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე თამაზმა ეჭვიანობა დაიწყო და სცენების მოწყობა,ერთი ხელით არ შეხებია მის მეუღლეს ,ამას ვერასდროს შეძლებდა, რაც არ უნდა ყოფილიყო გიჟდებოდა ლილიანაზე და მას ამას უბრალოდ ვერ უზამდა.
გავიდა წლები ალექსანდრე იზრდებოდა, უკვე ბაღში დადიოდა,ლილიანას ყოველ დილით მიყავდა სანდრო ბაღში და საღამოს ისევ მას მოყავდა, ამ დროს თამაზი მუშაობდა მშენებლობაზე და ვერ ახერხებდა თვითონ. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო,ალბათ არაფრით გამორჩეულიც,ლილიანას სანდრო ბაღიდან გამოყავდა ფეხით გასეირნება ,რომ გადაწყვიტა. პარკთან იყვნენ უკვე სწრაფად მომავალი მანქანა, რომ დაინახა, წამში მოახდინა რეაგირება (მაინც დედის ინსტიქტი)სანდროს ხელი კრა ,მაგრამ თვითონ გადასვლა ვერ მოასწრო,რომ პირდაპირ მას , დაეჯახა ის ავტომობილი.დაჯახება და მისი ჰაერში აგდება ერთი იყო, რამდენიმე ბრუნის შემდეგ კი ცივი ასფალტზე მთელი ძალით დაენარცხა,ზუსტად ამ სცენას შეესწრო სამსახურიდან ნაადრევად გამოსული თამაზიც ,რომელიც შვილის და ცოლის სანახავად მიდიოდა.
ლილიანა გადარჩა, მაგრამ ავტომობილში მჯდომი წყვილი ხეს შეეჯახა და მძიმე ტრამვებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალნენ .მართალია ლილია გადარჩა, მაგრამ მისი მკურნალობა ნამდვილად ძვირი ჯდებოდა ექიმები ამბობდნენ, რომ ოპერაციის გარეშე ვერ გაივლიდა, ამიტომ თამაზს მოუწია მისი და ლილიას მშობლები შეეწუხებინა და მათთვის გამოერთვა საჭირო თანხა ,რომ ცოლისთვის ოპერაცია დაეფინამსებინა , მაშინ მიხვდა თუ რა უსარგებლო და უვარგისი მამა და ქმარი იყო .ლილიას გამოჯანმრთელებისთანავე თამაზმა გადაწყვიტა ბიზნესის დაწყება და მალევე მცირე სამშენებლო კომპანიაც კი გახსნა. წლების განმავლობაში ავითარებდა და წარმატებულს ხდიდა მის ბიზნეს,თავდაუზოგავდ შრომამ თავისი შედეგი გამოიღო და მალე უფრო დიდი მასშტაბების დაპყრობაც დაიწყო მისმა კომპანიამ ,სახელიც გაითქვა და მოგებაც დიდი იყო. მალე ლილიასთანაც მოაგვარა ურთიერთობა და შედარებით ბედნიერებიც იყვნენ .ალექსანდრეც უკვე დიდი იყო, მაგრამ მასაც ქონდა თავისი პრობლემები რასაც უკანონო რბოლებით ,,აგვარებდა,, ამის შესახებ არავინ იცოდა,არც დენიმ.იმ პერიოდში დენის ბებია ავადმყოფობდა, ამიტომ მეგობრისთვის იმდენად ვერ იცლიდა,რომ მიეხედა და ყურადღება მიექცია,იმ დღემდე როცა, ალექსანდრე ერთ-ერთი შეჯიბრის დროს არ დაშავდა და დასახმარებლად მეგობარს არ დაურეკა
-სანდრო მშვიდობაა??-მეგობრის შეწუხებული და ტანჯული ხმის გაგონებისას შეცბა დენი
-დენი მიშველე ,რუსთავში ვარ ჩამოდი, რბოლაზე ავარიაში მოვყევი ...ჩემი-შეიკურთხა და ტელეფონი გათიშა
-სანდრო, ალექსანდრე გამეცი ხმა,ჯანდაბა რა უნდოდა რბოლაზე-თბილისში ახლად ჩასული მენაბდე მაშინვე გაემართა რუსთავისკენ და ერთი საათის გზა ნახევარ საათში დაფარა .მთელი გზა არ ასვენებდა ფიქრები ალექსანდრეზე,არ იცოდა ისიც რომ დაეკარგა რა უნდა ექნა.ყოველთვის ასე იყო ,ყოველთვის დენი კარგავდა ახლობელ ადამიანებს.არ იყო მისთვის ეს ცხოვრება მარტივი და იცოდა ,რომ წინ რაღაც ძალიან დიდი ელოდა,მაგრამ ეს კარგი იქნებოდა თუ ცუდი აი ამას ვერ ხვდებოდა. იცოდა სადაც ტარდებოდა რბოლები და პირდაპირ იქ მივიდა.მალევე გადავიდა გზიდან და ერთ ერთ-ერთ მიტოვებულ ტრასას მიადგა, ცოტახნის სიარულის შემდეგ რბოლის ადგილას მივიდა.უამრავი ადამიანი ირეოდა ერთმანეთში, ნახევრად შიშველი გოგოები,ტყავის ქურთუკებში გამოწყობილი ბაიკერები მოდური ბაიკებით.მთელს ტრასაზე მათი ღმუილის ხმა ისმოდა,ლამპიონებით განათებულ ტრასაზე მთელი სიჩქარით დაქროდნენ.დენიელი ერთ-ერთ ბაიკერს მიადგა, რომელიც თავის ბაიკს მიყუდებოდა და გოგოებით გარშემორტყმული სიცილით სიგარეტს ეწეოდა
-რანგო-დაუძახა ზემოთ ხსენებულს
-დენიელ?!-გაიკვირვა ეგრედწოდებულმა რანგომ-აქ რა გინდა-სიცილით გაიწია დიდი ხნის უნახავი მეგობრისკენ
-დრო არ მაქვს, ალექსანდრე იყო აქ და ავარიაში მოყვა არ იცი სადაა??-სწრაფად კითხა და თვალების ცეცება დაიწყო გარშემო
-მოიც ჩვენი ალექსანდრე?-კვლავ შეიცხადა და ღიმილი სახიდან მოშორდა
-ხო ჩვენი ალექსანდრე, დამირეკა ნახევარი საათის წინ, ავარიაში მოვყევი ბაიკერების შეჯიბრზე ვარო და გამითიშა უნდა მოვძებნო-თქვა და თვალების ცეცება დაიწყო გარშემო
-არა ,რომ ყოფილიყო ხო გავიგებდი?!კარგი დაწყნარდი მოვძებნით შეიძლება რეზომ იცოდეს-მხარზე ხელი მეგობრულად დაადო და გაუღიმა.
-კარგი მადლობაა რამეს თუ გაიგებ დამირეკე-ნერვიულად გაუღიმა და იქითკენ წავიდა სადაც ფსონების დადება ხდებოდა
-ვაა ეს ვინ მოსულა, ისევ ფული გჭირდება?-ხელებ გაშლილი ცინიკური სიცილით გამოხედა ტყავებში ჩაცმულმა ორმოც წლამდე კაცმა
-რეზო შენი დრო არ მაქვს მეგობარს ვეძებ,ავარიაში მოყვა სადაა??-პირდაპირ კითხა და თვალებში ჩახედა
-ვინ მეგობარს აქ არ მომხდარა ავარია-ცინიკური ღიმილი გაკვირვებამ ჩაანაცვლა-ჯერ რბოლაც კი არ დაწყებულა
-როგორ თუ არ დაწყებულა?-გაკვირვებულმა შეხედა რეზოს
-ხო ჯერ ფსონები იდება-მობეზრებულად აატრიალა თვალები
-აბა ალექსანდრე რომელ რბოლაზეა?-ხმამაღლა გაახმოვანა მისი ფიქრები
-ალბათ უკანონო რბოლებზეა,ნუ არც ჩვენია მთლათ კანონიერი, მაგრამ იქ საშინელებაა ნამდვილი სასაკლაო,ბაიკერები არ ინდობრნ ერთმანეთს, დღეს უნდა ჩატარებულიყო-უცბათ თქვა იქვე მდგარმა ახალგაზრდა ბაიკერმა
-შენ საიდან იცი?-კითხა დენიმ
-ნაცნობები მყავს-საეჭვოდ ამოთქვა და რეზოს გახედა,რომელიც საერთოდ არ იყო გაკვირვებული მოსმენილით
-კარგი სად ტარდება ეს რბოლები-იკითხა და პასუხის გაგებისთანავე მითითებულ ადგილას წავიდა. მალევე მიადგა მიტოვებულ ადგილს, ნახევრად დანგრეული შენობის უკან კი ავისმომასწავლებლად ისმოდა ბაიკების ღმუილი,მანქანა იქვე დააყენა და გადავიდა.შენობას შემოუარა და წინ ძალიან საინტერესო სანახაობა გადაეშალა.ასობით ადამიანი ტრასის ჩაყოლებაზე იდგნენ და რაღაცას ყვიროდნენ, ხოლო ტრასის თავში ხუთი ბაიკერი სარბოლოდ ემზადებოდა, ჩაფხუტი არცერთს ეკეთა, მაგრამ სახე თეთრი კრასკისებრი ნივთიერებით მოეხატათ, ზოგს ჩონჩხის სახე გამოესახა ,სხვებს კი საშიში ორნამენტები .მალევე გამოჩნდა ნახევრად შიშველი გოგო ხელში თეთრი დროშით ,სასტვენის მსგავსი ხმის გაგებისთანავე გოგონამ ხელი აიქნია და ბაიკერები მთელი სისწრაფით გაიჭრნენ წინ,რასაც ხალხის ყიჟინა მოჰყვა, ყველა ერთ სახელს გაიძახოდა ,ყველა ერთს გულშემატკივრობდა .მაყურებლები აზარტში იყვნენ შესულები შეძახილებით ამხნევებდნენ მათ რჩეულს და ადგილზე არ ისვენებდნენ,წინ გაჭრილი ბაიკერები მთელი სისწრაფით მიქროდნენ. პირველ ადგილზე მყოფ შავ მოტოზე მჯდომს, მალევე დაეწია წითელ ბაიკიანი, უკვე ერთმანეთს უსწორდებოდნენ შავ ბაიკიანმა ფეხი, რომ კრა და ტრასიდან გადააგდო,ამ დროს ხალხის ხმა უფრო გაძლიერდა და დენიმ მკაფიოდ გაიგო ბრბოთა მიერ ნათქვამი სახელი „ჩორნა“.



პს.მადლობა ყველას ვინც ამ თავს ელოდებოდა,ვიცი უნამუსო ვარ,მაგრამ რა ვქნა ახლა მესმის მწერლების.მოკლედ ასე გადავწყვიტე ჩემო ტკბილებო,რომ არ ავტვირთო თავებად, დავასრულო და სრულად შემოგთავაზოთ,არც თქვენ დაგღლით და მეც დროს გამოვნახავ წერისთვის.ბევრი ელოდება დასრულებას ასე,რომ შევეცდები ძალიან მალე მოვრჩე
პსს.გამოცდები ჩავაბარე ახლა სტუდენტი ვარ,ეს მაინც, რომ იცოდეთ მიხარია ამის თქმა და თქვენც გაგიზიარებთ ხო? მიყვარხაართ



№1  offline წევრი ვიპნი

გილოცავ ჩემო კარგო,წარმატებებს გისურვებ,ეს დასაწყისი ყოფილიყოს შენთვის და კიდევ ბევრი მოგველოცოს ❣️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent