სპორტის მასწავლებლები (თავი 3)
როგორც კი მარტო დარჩნენ მაშინვე ცეცხლი მოედო ლანას, იმწუთას უნდოდა მიწა გამსკდარიყო და შიგნით ჩაეტანა - კიბეებით წავიდეთ _ ვითომც არაფერიო ისე უთხრა ლაშამ და კიბეებზე პირველი დაეშვა, ლანაც მიჰყვა. მთელი გზა ხმა არ ამოუღიათ, კორპუსიდან რომ გავიდნენ და ლანამ გრილი ჰაერი ჩაისუნთქა, მაშინ იგრძნო შვება - აბა, გაგიყვანო თუ მარტო წახვალ? _ მანქანას მიეყუდა და სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან - მარტო წავალ _ ისევ არ უყურებდა თვალებში, მისთვის გვერდის ავლა დააპირა თუარა მაშინვე შეხება იგრძნო მაჯაზე, ნაძალადევად შემოტრიალდა და თავდახრილმა ასფალტს გაუშტერა მზერა - ასე იმიტომ იქცევი რომ გაკოცე? - ოდნავ ჩაეღიმა და სიგარეტს გაუკიდა - ჩვეულებრივად ვიქცევი _ ეცადა მტკიცედ ეთქვა თუმცა არ გამოუვიდა - ჩვეულებრივად? და სად წავიდა ის მოჩხუბარი გოგო, ყოველ სიტყვაზე რომ მეკიდებოდა? - ღრმა ნაფაზი დაარტყა და ინტერესით შეხედა - თავი დამანებე რა - უხასიათოდ ამოთქვა და იქვე მდგარი ტაქსებისკენ წავიდა, აღარ შეუჩერებია ლაშას უყურა სანამ ჩაჯდებოდა და როგორც კი მანქანა ადგილს მოსწყდა, თვითონაც წავიდა. *** მთელი საღამო გაშტერებული დადიოდა ლანა, ვერ დაიძინა, თვალებს ხუჭავდა თუარა მაშინვე ის მომენტი ახსენდებოდა, ვერც მაიას დაურეკა. იცოდა მაშინვე მიხვდებოდა მის უცნაურ ქცევას, მიზეზს კითხავდა და ახსნის თავი სად ჰქონდა. უამრავი ფილმს უყურა და გამთენიისას ჩაეძინა. ვერც კვირა დღე გაატარა მშვიდად, გულს ვეღარაფერს უდებდა. გონება აერია და აქამდე დასახული მიზნები გაუქრა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ტვინში შეუძვრა ვიღაც კარგად აურია და გაურკვევლობაში დატოვა. მთელი დღე არ გასულა სახლიდან. ორშაბათი ხომ საერთოდ არ უნდოდა, ძლივს ადგა და ჩაიცვა. ნაძალადევად გაიკეთა მაკიაჟი და ტუჩსაცხი რომ აიღო ისევ ის მომენტი ამოუტივტივდა, თვალები დახუჭა და შეეცადა ის კოცნა გაეხსენებინა. მისი ტუჩების გემოს ახლაც გრძნობდა, თვალები მალევე გაახილა და თავს რეალობაში დაბრუნება აიძულა - ის შენ არ შემოგხედავს ლანა! ჯობია ახლავე შეეგუო, ასეთი არავის სჭირდები და არც დასჭირდები! - საკუთარ თავს ელაპარაკებოდა სარკეში. წითელი ტუჩსაცხი წაუსმელად ჩააგდო ჩანთაში და სახლი დატოვა. სკოლაში დროულად მივიდა, პირველი გაკვეთილი ჰქონდა და სამასწავლებლოში აღარც შესულა პირდაპირ დარბაზისკენ აიღო გეზი. მთელი 45 წუთი ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და მეტ-ნაკლებად გამოუვიდა კიდეც, საინტერესო და დამღლელი გაკვეთილის შემდეგ სკამზე ჩამოჯდა და მაგიდაზე დადო თავი, ცოტა ხანს იყო ასე და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა - არვიცი იცოდი თუ არა მაგრამ სკოლაში ძილისთვის არ მოდიან _ მყუდროება ბოხმა ხმამ დაურღვია, თავი ასწია და ლაშას დანახვისას მაშინვე ფეხზე წამოხტა - ვერ გავიგე როდის შემოხვედი, წავალ მე.. _ ჩანთას დაავლო ხელი და ისევ გაქცევა დააპირა - მოიცადე! - ისეთი ხმით უთხრა ადგილზე გაიყინა ლანა, იყო რაღაც ბრძანებლურიც მის ტონში. წინ გადაუდგა და ინტერესით დააკვირდა მთლიანად გაფითრებულ გოგოს - მეჩვენება თუ გამირბიხარ? - გეჩვენება რათქმაუნდა. არ გავრბივარ უბრალოდ საქმე მაქვს სამასწავლებლოში, ჟურნალი უნდა შევავსო დილას პირდაპირ აქ შემოვედი და - გული საშინლად სწრაფად უცემდა და თავადაც გაუკვირდა ასეთ მდგომარეობაში მყოფმა როგორ ააწყო ამხელა წინადადება. - ეგ ყველაფერი კარგი, დაუშვათ მართალია - ირონიულად ჩაეღიმა - მაგრამ რაღაც ძალიან უცნაურად მეჩვენება რომ გითხარი 'სკოლაში ძილისთვის არ მოდიან თქო' და ჩხუბი არ დამიწყე - ყოველთვის არ ვჩხუბობ _ უფრო თავის გასამართლებლად თქვა - ხოო..ისე რომ მცდნოდა კოცნა ასე დაგაჭკვიანებდა უფრო ადრეც გაკოცებდი - სიცილი ვეღარ შეიკავა საკუთარ სიტყვებზე. მაშინვე სახეზე აწითლდა ლანა და გაბრაზებული თვალები შეანათა - იდიოტო! ჩემს შიშს შენს სასიკეთოდ იყენებ არა?! _ მაშინვე მივარდა და მკერდზე დაუშინა ხელები - ოოპს გეყოფა. - მისი მოშორება სცადა თუმცა ისე იყო ჩაფრენილი ვერაფრით აიგლიჯა სხეულიდან - ვერგიტანნ! საშინელი ადამიანი ხარ! - ღმერთო რახდება აქ? - შუა გზაში დააგდო ჟურნალი ახლად შემოსულმა თორნიკემ და ძლივს მოაშორა ლანა - გამიშვი თორნიკე! უნდა მოვკლა! ამას წესიერად ლაპარაკი არ ესმის! - მე არმესმის? საინტერესოა ისეთი რაგითხარი რომ ვერ აიტანე? - ხალხო! _ უეცრად თორნიკეს ხმამ გადაფარა მათი ჩხუბი - ბავშვებივით რატომ იქცევით? სულ რატომ ჩხუბობთ, რაჯანდაბააა! - სიკეთის დაფასება არიცის თორნიკე_ ირონიულად გაუცინა - რაოო? მე შენ ხომ გითხარი ადამიანს სიკეთეს რომ გაუკეთებ მაგაზე აღარ უნდა ილაპარაკო მეთქი? ეტყობა ვერ გაიგე, რას ვიზამთ შენი ტვინი მაგ ფრაზას ვერ ითვისებს - ცალი წარბი მაღლა ასწია და ხელები დაიკრიფა - გეტყოდი ახლა რაღაცას _ კბილებში გამოსცრა და დარბაზში შემოსულ ბავშვებს მოავლო თვალი - ხუციშვილიი, ფორმა რატომ არ გაცვია? _ მაშინვე მეთერთმეტე კლასელებზე გადაერთო თორნიკე - მას ხელი მაქვს ნაღრძობი და ვერ ვითამაშებ - კარგი ჰო. აქ დაჯექი - სკამზე მიუთითა და ახლა მოშორებით მდგარ მასწავლებლებს გახედა - აქ უნდა იდგეთ? გაკვეთილი მაქვს. თითქოს ამ სიტყვებმა ორივე რეალობაში დააბრუნდა და მაშინვე კარისკენ წავიდნენ. დღე უაზროდ გადიოდა, დიდ დასვენებაზე სკოლის წინ შავი ჯიპი გაჩერდა და რამდენიმე ახალგაზრდა შემოვიდა სკოლაში - ხალხოო! - თავში ხელები წაიშინა, ფანჯარასთან მდგარმა ბიოლოგიის მასწავლებელმა - სამინისტროდან მოვიდნენ, დირექტორმა რატომ არ გაგვაფრთხილა, მოაწესრიგეთ ჟურნალები - უცებ დაფაცურდა და ჩაფიქრებულ ლანასაც ესროლა ჟურნალი, ისე იყო გათიშული სანამ მძიმე საგნის დაცემა არ იგრძნო მუცელზე მანამდე ვერ მოვიდა გონს - ქ-ბ ლეილა რასაკეთებთ? - ჟურნალი აიღო ხელში და დაფიქრებულმა შეხედა - სამინისტროდან მოვიდნენ, მოაწესრიგე ჟურნალი სწრაფად! თუკი სადმე რიცხვი არ ჰქონდა შეტანილი ყველაფერი გადაამოწმა და საბოლოოდ კმაყოფილი ჩავიდა დარბაზში, სკამზე ისხდნენ ერთი შუახნის ქალი და გოგო. წინ რაღაც საქაღალდეები ჰქონდათ გადაშლილი და ეტყობოდა რაღაცაზე ვერ თანხმდებოდნენ - გამარჯობა - ნაძალადევად გაუღიმა ლანამ ორივეს - გამარჯობა _ მაშინვე წამოიჭრა ფეხზე მაღალი, წაბლისფერთმიანი გოგო, მოკლე კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები ეცვა. მზის სათვალეს ხელში ათამაშებდა და თვალს არ აშორებდა ახლად შემოსულ ლანას - მე ლინდა ვარ _ ხელი გაუწოდა და ბაგე ღიმილმა გაუპო - შენ კი ალბათ ახალი სპორტის მასწავლებელი - კი _გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება - გამარჯობა მე ნინო ვარ - თავი ასწია საქაღალდეებიდან ქალმა - სასიამოვნოა მათ გვერდით ჩამოჯდა, კალათბურთისა და ფრენბურთის შეჯიბრზე და ბავშვების ჩართულობაზე საუბრობდნენ. იძულებით იჯდა მათ გვერდით ლანა, მთელს სკოლაში სამინისტროს ხალხი იყო გაფანტული და მაინც ვერ აერიდებოდა. დეტალურად განიხილეს გასული შეჯიბრი, თვალს არ აშორებდა ლინდა ლაშას, თვალებში ბედნიერების ნაპერწკლები დასთამაშებდა და ისეთი სინაზით ელაპარაკებოდა, ეს შეუმჩნეველი არც ლანას დარჩა. წამიერად ნერვებიც კი მოეშალა, უნდოდა თმებით ეთრია და რატომ უნდოდა თვითონაც ვერ ხვდებოდა. საუბრის დასრულება, დარბაზში შემოსულმა ბავშვებმა აიძულეს და წამოდგენ. სხვაგან გავაგრძელოთო და კინაღამ გაგიჟდა ლანა, მაინცდამაინც ახლა ჰქონდა გაკვეთილი. ბრაზი შეძლებისდაგვარად ჩაიხშო და როგორც კი გავიდნენ ბავშვებს მიუბრუნდა. მთელი გაკვეთილის განმავლობაში ღრუბლებში დაფრინავდა, ვერ ხვდებოდა რა სჭირდა და რატომ განიცდიდა ასე ლინდას ყოფნას. გასული 45წუთის შემდეგ, კიდევ ერთი გაკვეთილი ჰქონდა, ვერ იტანდა ასეთ მიყოლებულ გაკვეთილებს მაგრამ ვერც ქეთევანს შეეწინააღმდეგა არასასურველი ცხრილის გამო. ბოლოს დაღლილი ძლივს გამოვიდა დარბაზიდან და მაშინვე დატოვა სკოლა, აღარც სამასწავლებლოში შესვლა უნდოდა და აღარც სამინისტროს ხალხის ყურება. ამ ფორიაქში, მხოლოდ გარეთ გასულმა მოიაზრა რომ ტაქსი არ ჰყავდა გამოძახებული და ახლა მინიმუმ 30წუთი მაინც უნდა მოეცადა. უეცრად პარკინგზე პატარა კნუტს მოჰკრა თვალი და მისკენ გაიქცა, ძალიან უყვარდა ცხოველები და მათთან დროის გატარება. მაშინვე მიუახლოვდა და მისი ხელში აყვანა დააპირა, თუმცა ვინ დააცადა. მაჯაში ჩაავლო ხელი ლაშამ და სხეულზე მჭიდროდ აიკრა - რასაკეთებ, გაგიჟდიი _ მის მკლავებში მოქცეულმა მაშინვე ფართხალი დაიწყო - კარგი გაგიშვებ, ორ წუთს მოისვენე _ თმაში შეუცურა თითები და მის ტუჩებს დასწვდა. ისევ ამოუხსნელი გრძნობა დაეუფლა მთელს სხეულში, სახეზე ალმური აედო. უნდოდა გაეპროტესტებინა თუმცა მისი თითოეული შეხება სიგიჟემდე სიამოვნებდა, მონაცვლეობით უკოცნიდა სავსე ბაგეებს და მისგან წინააღმდეგობას რომ ვერ გრძნობდა უფრო ვნებიანად აგრძელებდა კოცნას.. რომ მიხვდა უკვე სუნთქვა უჭირდა ფრთხილად მოშორდა - ლინდა გვიყურებდა და მაგ პონტში გაკოცე. მთელი დღეა უკან დამყვება და ვერაფრით მოვიშორე ეგ გოგო _ ხელები ფრთხილად მოაშორა წელიდან და მის რეაქციებს დააკვირდა - ანუ გამომიყენე? _ გაჭირვებით შეანათა მწვანე თვალები - უეცრად მოხვედი და ძალიან კარგი სიტუაცია იყო. თანაც გუშინ მე დაგეხმარე დღეს შენ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ - მხრები აიჩეჩა და ოდნავ გაუღიმა. ლანამ ღრმად ამოიოხრა და წასვლა დააპირა როცა უეცრად ჩაავლო ხელი ლაშამ და მანქანაზე ააყუდა. - ისე ტუჩსაცხის გარეშე უფრო ტკბილი რო ხარ იცოდი? - ისევ მიუახლოვდა და ტუჩებზე გადაუსვა თითები, მის ცხელ სუნთქვას სახეზე გრძნობდა და გახშირებულ გულისცემას ვერაფერს უხერხებდა. ისევ იგრძნო წელზე მისი შეხება, მეორე ხელით თმა გადაუწია და ყურში ჩასჩურჩულა - მაგრამ შენი კოცნა ყველაზე ტკბილი მაინც ყელშია _ უეცრად აკოცა ყელში, მერე ლავიწზე, ვერ ეწინააღმდეგებოდა ლანა და ისიც არ ჩერდებოდა, კაბის სალტა გადაუწია და მოშიშვლებულ მხარზეც აკოცა. ამან, უეცრად მოიყვანა გონს და ხელი ჰკრა - რასაკეთებ _ მაშინვე აიწია კაბის სალტა და თავი ჩახარა - რა, არ გსიამოვნებდა? - ისევ მიუახლოვდა, ნიკაპზე მოუჭირა თითები და თავი ააწევინა - გამიშვი, ვინმე დაგვინახავს _ ისევ სცადა მისი მკლავებისგან გაქცევა - აქ არავინაა ერთი ორი გამვლელის გარდა, ისინი კი არ გვიცნობენ - მაინც გამიშვი, ვიყვირებ იცოდე - თვალებში ბრაზი გაუკრთა - მართლა ბავშვი ხარ რაა - ირონიულად გაეღიმა და ხელები მოაშორა - მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ამ ბავშვს ძალიან ლამაზი ტუჩები აქვს _ ხვდებოდა როგორ აგიჟებდა მისი სიტყვები და მის წვალებას განაგრძნობდა - ვერგიტანნ! საშინელი ადამიანი ხარ, ახლა მართლა ვიყვირებ - იყვირებ და იცი როგორც გაგაჩუმებ - მიშვ.. უეცრად დააცხრა ტუჩებზე და კიდევ ერთხელ ვნებიანად დაუკოცნა. მის ძლიერ მკლავებში უმწეოდ ფართხალებდა და თავის დაღწევას უშედეგოდ ცდილობდა - მოისვენე..- არც გაჩერებულმა ისევ აგრძელებდა - ზედმეტს არაფერს ვაკეთებ უბრალოდ გკოცნი - ხოდა ნუ მკოცნი! _ როგორც იქნა თავი დაიღწია მისი ტუჩებისგან - მე შენი გასართობი არ ვარ. წადი და სხვა იპოვე - აწყლიანებული თვალებით დაუსხლტა ხელებიდან და მოახლოებული ტაქსისკენ გაიქცა. ატირებული შევარდა სახლში, თვითონაც ვერ ხვდებოდა რის გამო არ შეეძლო ცრემლების შეკავება. რაღაც განსხვავებულ გრძნობას მოეცვა მთელი მისი სხეული, კართან ჩაიკეცა და კარგა ხანს იყო ასე, ემოციებისგან რომ დაიცალა მაიასთან დარეკა - ლანაა საყვარელო როგორ გამიხარდა რომ დამირეკე - როგორ ხარ მამიდა - ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და შეეცადა ხმაზე არაფერი შემჩნეოდა - მე არამიშავს, შენ როგორ ხარ მამიდას პატარა გოგო. სკოლაში როგორ მიდის საქმეები? - ყველაფერი კარგადაა, ძველებურად - ძლივს ამოისუნთქა და გულზე მიიდო ხელი - ლანა, შენი ხმა არ მომწონს. რამე მოხდა და მიმალავ? - უცებ დასერიოზულდა მაია - არა, არა. უბრალოდ გადავიღალე მაო, სერიოზული არაფერია - უეცრად წამოდგა და სამზარეულოს მიმართულებით წავიდა - არ მომატყუო ლანა იცოდე, მანდ ჩამოვალ და.. - მართლა მამიდა, არაფერია. უნდა წავიდე ახლა საჭმელს გავაკეთებ თუ რათქმაუნდა გამომივა - უკმაყოფილო მზერით შეათვალიერა მაგიდაზე დაწყობილი ჭურჭელი - კარგი ჩემო ტკბილო, მერე კიდევ დაგირეკავ.. - კარგი მამიდა, კარგი. *** ფიქრებში ჩაძირული მიუახლოვდა სკოლას, არ უნდოდა შიგნით შესვლა, თან როგორ ძალიან არ უნდოდა. საკუთარ გულისცემა იმხელა ხმაზე ესმოდა ეგონა მალე დავყრუვდებიო. გული სხვას ეუბნევოდა, გონება სხვას. ძალიან უნდოდა დაეჯერებინა რომ მართლა რამეს ნიშნავდა მისთვის, თუმცა ცხოვრებისგან მიღებული მწარე გაკვეთილი ამის საშუალებას არ აძლევდა. 'მას შენ არ უყვარხარ, გაიგე უკვე. უბრალოდ ერთობა შენით, გამოგიყენებს და გადაგაგდებს' გონებაში გაისმა მეორე მეს ხმა, ინსტიქტურად ყურებზე ხელები აიფარა ლანამ - არა, არა გაჩუმდი. არ მითხრა.._ცრემლები თავისით მოსდიოდა, სასწრაფოდ ამოიღო სიგარეტი ჩანთიდან და გაუკიდა. თითქოს ოდნავ მოეშვა, შესასვლელში სკამზე ჩამოჯდა და მოწევა დაიწყო. რაღაცნაირად სტკიოდა, ცუდმა მოგონებებმა თავი შეახსენეს, თითქოს ყველა ჭრილობა კვლავ ერთად გაეხსნა და არ იცოდა რომლისთვის ეშველა. - ლანკაა _ მოწყენილი სახით ჩამოჯდა მის გვერდით თორნიკე..არც კი განძრეულა ლანა, გარშემო ვერაფერს ამჩნევდა, გაქვავებული მზერით უყურებდა ერთ წერტილს - ლანაა! - ოდნავ შეანჯღრია თორნიკემ - რა? რამოხდა? - უეცრად მოეგო გონს და თვალების ფახურით შეხედა - 2საათია გიძახი, სად დაფრინავ ტო - რავიცი, ჩავფიქრდი _ თავი ჩახარა და სიგარეტის ნამწვი გადააგდო - ჰო კაი. მოკლედ რაღაც უნდა გითხრა, პატარა ცვლილებები გვაქვს დროებით - რა ცვლილებები? _ ინტერესიანი მზერა შეანათა გვერდით მჯდომს - კაროჩე რაღაც პერიოდი ლაშას გაკვეთილებიც უნდა ჩავატაროთ. მის ხსენებაზე კინაღამ ცუდად გახდა, გონებიდან ყველა მომენტის ამოშლა უნდოდა რაც მასთან აკავშირებდა, რამდენიმე წუთი უაზროდ ატრიალებდა თვალებს - აუ ხო ვიცი რო დიდად არ გინდა მაგრამ, რთული მდგომარეობა აქვს და დროებით ვერ ივლის სკოლაში - ისევ გააგრძელა თორნიკემ - რა რთული მდგომარეობა? - ბებიამისი გარდაიცვალა, ერთადერთი იყო ვინც ჰყავდა ასე რომ..- თვალზე ცრემლი მოადგა თორნიკეს - რაა? როდის? - დენდარტყმულივით წამოხტა სკამიდან - გუშინ ღამით. ხვალ ან ზეგ ვაპირებთ სამძიმარზე წასვლას - ღმერთო - პირზე ხელი აიფარა და ჩამოგორებული ცრემლები სწრაფად შეიმშრალა - ნუ მოკლედ ცხრილის შეცვლილ ვარიანტს ჩაგიგდებ - სწრაფად წამოდგა და გაეცალა თორნიკე. მთელი დღე საშინელ ხასიათზე იყო, გაკვეთილებიც ნაძალადევად ჩაატარა. ხომ ძალიან იყო გსბრაზებული თუმცა მაინც ისე უნდოდა მასთან ყოფნა როგორც არასდროს, მის ტკივილს გრძნობდა, ყელში აწვებოდა და ახრჩობდა. ძლივს გასული დღეების შემდეგ მასწავლებელთა კოლექტივი, ქეთევანის ხელმძღვანელობით საშუალო სიმაღლის სახლს მიადგა, საშინლად არ უყვარდა ასეთი რაღაცეები ლანას და ძლივს, სულ ბოლოს შევიდა შიგნით. კართან შავებში ჩაცმული ახალგაზრდა ქალი გამოვიდა - ვიზიარებთ ლილე _ მდაბლად დაუკრა თავი ქეთევანმა და შიგნით შევიდა, წარმოდგენა არ ჰქონდა ლანას ვინ იყო ეს ქალი და ყველა მას რატომ უსამძიმრებდა. თვითონ თვალებით ყველგან ლაშას ეძებდა თუმცა უშედეგოდ, არსად იყო. - ლაშა სად არის? _ მისი ფიქრები გაახმოვანა თორნიკემ - სახლში გავიდა და მალე მოვა - ისევ იმ ქალმა გასცა პასუხი და ჩამოჯდა - და სალომე? - ოთახშია, დამამშვიდებელი გაუკეთეს. ინტერესისგან იწვოდა და ვერაფერს ეკითხებოდა ლანა, ბოლოს ისევ თორნიკემ გადაუჩურჩულა გასვლისას - ლაშას დედინაცვალია ლილე - მართლა? _ გაკვირვებისგან თვალები დაქაჩა - ლაშაც ვნახოთ და ისე წავიდეთ, თქვენ რას იტყვით? _ უეცრად მიუახლოვდა ქეთევანი - დიახ.. 15 წუთი იდგნენ შესასვლელთან და მალევე ლაშას მანქანაც გაჩერდა სახლის წინ, სრულიად შეცვლილი ეჩვენა ლანას. ჩვეული ქარიზმით გადმოვიდა მანქანიდან და მათკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა. - გამარჯობა _ როგორც კი მიუახლოვდა სათვალე მოიხსნა და ლანამაც მაშინვე შეამჩნია მისი შეშუპებული თვალები - ღმერთმა გამძლეობა მოგცეს შვილო, ვიზიარებ _ მაშინვე გადაეხვია ქეთევანი, მას სხვა მასწავლებლებიც მიჰყვნენ. ყველამ რომ მიუსამძიმრა, ბოლოს მივიდა ლანა. წამით გაუსწორა თვალი და მაშინვე ჩაეხუტა, არაფერი აინტერესებდა არც ხალხის ინტერესით სავსე თვალები და არც უამრავი ჭორი რომელსაც შემდეგ შეთხზავდნენ. ხელები ძლიერად მოხვია და რამდენიმე წუთს გაუნძრევლად იდგა, მისი ხელებიც რომ იგრძნო ზურგზე სხეულში სიმშვიდე იგრძნო, თვალები დახუჭა და ღრმად შეისუნთქა მისი სუნამოს სურნელი. - მადლობა ლანა _ უეცრად მოიშორა სხეულიდან და სახლში შევარდა. გრძნობდა როგორ სტკიოდა და ამის შველა არ შეეძლო. თვითონაც უკან გაჰყვა, არიცოდა რატომ მაგრამ მაინც გაჰყვა, შიგნით შესულმა ხალხის აურზაურში ვეღარსად იპოვა და ის იყო გაბრუნებას აპირებდა, გვერდითა ოთახიდან გოგოს ტირილის ხმა მოესმა, ფრთხილად შევიდა შიგნით. არავინ იყო, უეცრად ღია აივნის კარს მოჰკრა თვალი და ახლა იქით წავიდა, გავიდა თუ არა აივანზე გადასახტომად მომზადებული გოგო შერჩა ხელში - გაჩერდი, რასაკეთებ! _ მაშინვე იყვირა და მიახლოება დააპირა - არ გაბედო და არ მოხვიდე! _ საჩვენებელი თითი მაღლა ასწია გოგონამ, ღია წაბლისფერი თმა მხრებზე ჩამოჰყროდა, შოკოლადისფერი, წყლიანი თვალებით უყურებდა და ცრემლებს ვერ იკავებდა - დამშვიდდი გთხოვ, ეგ გამოსავალი არ არის. დამიჯერე, მიცდია. _ ისევ აგრძელებდა ლანა - ცუდად ვარ, მე..მე სხვანაირად ვერ ვნახავ ბებიას _სლუკუნს აგრძელებდა გოგონა - როგორ ვერ ნახავ, ის შენს გულშია და ყოველთვის მანდ იქნება. თვალებს დახუჭავ და თვალწინ დაგიდგება.. იმედის მომცემი მზერით შეხედა სრულიად გაფითრებულ გოგოს. თვალები ჩაშავებოდა და მოაჯირს ხელს მაგრად უჭერდა, ეტყობოდა როგორ ეშინოდა, მთელი სხეულით თრთოდა და შეშინებული თვალებით უყურებდა ლანას - სალომეე! სალომე! _ ყვირილით შემოიჭრა აივანზე ლაშა - სალომე რას აკეთებ, ჩემი გაგიჟება გინდა? - წადი! მე ბებიასთან უნდა წავიდე.. - სალომე მაგას ნუ გამიკეთებ, გამოდი მანდედან ამის დედაც.. _ შეშლილი თვალებით უყურებდა და ცდილობდა სიტუაცია ეკონტროლებინა - წადი ძმაო.. ყველასთვის ზიანი მომაქვს.. გაოცებული უყურებდა ლანა მათ დიალოგს, ძალიან უნდოდა დახმარებოდა თუმცა ვერ მოისაზრა რა ექნა - სალომე.. სალომე .. _ ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ლაშა - ნუ გამიკეთებ, ნუ დამტოვებ დის გარეშე, ბებია ისედაც დავკარგე, შენს გარეშეც თუ დავრჩი მერე რავქნა? _ თვალებში ცრემლები ჩაუდგა, კიდევ შეამცირა მათ შორის მანძილი და დას ხელი გაუწოდა _ გთხოვ, მოდი ჩემთან.. ცოტა ხანს ყოყმანობდა სალომე, ძალიან ეშინოდა სიკვდილის.. - არ მეჩხუბები? _ ცრემლნარევი ხმით ჰკითხა - არა, დაო არასდროს..მოდი გთხოვ - ძამიკო.. _ მისკენ გაექანა და მთელი ძალით ჩაეხუტა _ არ დამტოვო ძამიკო..ძალიან მიყვარხარ - მის მკლავებში იმალებოდა და თვალებს ძალიან მაგრად ხუჭავდა, ძალიან უნდოდა რეალობას გაქცეოდა, სადღაც შორს უკაცრიელ კუნძულზეც სიამოვნებით დარჩებოდა ოღონდ იქაურობას გარიდებოდა. - ლაშა.. რახდება? _ აივანზე სირბილით შემოვარდა ახალგაზრდა გოგონა, თმა უნებურად ასჩეჩვოდა და თვალებგაფართოებული უყურებდა სალომეს - მე შენ ფულს რისთვის გიხდი! აქე-იქით რომ იბოდიალო?! როგორ დატოვე ჩემი და მარტო _ ისეთი დაუყვირა ადგილზე შეხტა გოგო - ძმაო გთხოვ..მისი ბრალი არ არის, მე გავუშვი მაღაზიაში _ საწყლად ამოისლუკუნა სალომემ - მე მართლა არ მეგონა.. - ნინა გაჩუმდი! _ სიბრაზისგან ძარღვები დაეჭიმა - რომ ვერ მიმესწრო? შენს გამო, შენი უყურადღებობის გამო შეიძლებოდა ჩემს დას რამე მოსვლოდა! - ძმაო გთხოოვ.. _ ატირებული შევარდა ოთახში სალომე, ნინაც მიჰყვა. ლაშამ ღრმად ამოიოხრა და მხოლოდ ახლა შეამჩნია ამდენ ხანს იქ მყოფი ლანა, ჩუმად იდგა კედელზე მიყრდნობილი და თითებს ნერვულად ათამაშებდა - მადლობა, შენ რომ არა ჩემს მოსვლამდე შეიძლება გადამხტარიყო _ უემოციოდ უთხრა და მზერა აარიდა. გრძნობდა რამდენად მძიმე იყო მისთვის ეს ყველაფერი, რამდენად მძიმე იყო მომენტი რომელიც წუთის წინ გამოიარა და მაინც მედგრად იდგა - ყველაფერი კარგად იქნება _ მიუახლოვდა და ხელი ჩასჭიდა - ძლიერი უნდა იყო.. მისი შეხება ეუცხოვა და ჩაკიდულ ხელზე გადაიტანა მზერა, მერე თვალებში ჩახედა, მისი მწვანე სფეროები მზის სხივებს ირეკლავდა და ისეთი ლამაზი იყო წამით იქ ცხოვრებაც კი მოუნდა. დაიხარა, უეცრად ჩაეხუტა და მის კისერში ჩამალა თავი, საოცარ სურნელი ჰქონდა მის თმას.. - ვერ გეტყვი რომ დრო გავა და გაივლის, უბრალოდ ამ ტკივილით ცხოვრებას ისწავლი.. - ვიცი როგორიცაა ტკივილით ცხოვრება - უეცრად მოშორდა და ისე დაუბრუნა პასუხი - უბრალოდ ზოგჯერ მგონია რომ ყველაფერს ერთად ვერ გავუძლებ - გაუძლებ. ცხოვრება გვავალდებულებს რომ შევეგუოთ, თუ გვინდა რომ ამ სამყაროს ნაწილი ვიყოთ - მხარზე დაადო ხელი - თუ საუბარი მოგინდება დამირეკე.. - კარისკენ წავიდა და მთელი გული და ფიქრები მასთან დატოვა.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.