შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ გაბრწყინდება თვალები (თავი 3)


2-09-2020, 16:50
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 1 503

დიტო რაღაცნაირად სხვანაირად გრძნობდა თავს, თითქოს მთელს სხეულში პეპლები დაფრინავდნენ, უნდოდა გოგოს რაღაცნაირად დაახლოვებოდა მაგრამ რა გზისთვის მიემართა ვერ ხვდებოდა, თან არ სურდა რაიმე სეთი გაეკეთებინა, ქაჯივით რომ გამოსვლოდა, ცდილობდა დასტოინობა შეენარჩუნებინა და სხვა ხელსაყრელ მომენტს დალოდებოდა, იქამდე კი კატოს დააკვირდებოდა და იქნებ მისგანაც ეგრძნო რაიმე სიმპათიის მსგავსი.
დიტო მოუთმენლად ელოდა შემდეგ დღეებშიც კატოს გამოჩენას, მაგრამ კატო აღარ ჩანდა, უკვე ორ კვირამდე მიილია რაც გოგონა არ გამოჩენილა. დიტო ცქმუტავდა და ვერ მშვიდდებოდა, უკვე მერამდენე დღე გადიოდა იმის ლოდინში რომ კატო ისევ გამოჩნდებოდა , ისევ ნახავდა. იმედგადაწურული იყო რომ გოგომ ისევ გამოანათა რესტორნის ტერიოტირიაზე და ჩვეულ ადგილას მოკალათდა.
კიდევ უფრო ააფორიაქა გოგოს გამოჩენამ კაცი, უფრო აღელდა, მოსვენება დაკარგა, ცდილობდა მისთვის ყურადღება არ მიექცია თუმცა მთელი გულისყური მიისკენ ჰქონდა.
შფოთვამ არ მოასვენა და ბარი დატოვა, თვითონაც ვერ გაეგო რარაც ამოუხსნელი სჭირდა. იჯდა საჭესთან და ფიქრობდა რა ვერ ასვენებდა, რატომ იზიდავდა ქალი ასე.
ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ სახლში ავიდა. ირაკლი ეჭვობდა მაგრამ ბოლომდეც ვერ იჯერებდა რომ ბოლო კვირების ცვლილება დიტოში, სწორედ ამ უცხო გოგოს დამსახურება იყო.
ირაკლიმაც ბარი დატოვა და დიტოს დაურეკა
- ხო ირა,
- სად მოტყდი ბიჭო
- მოვალ ცოტა ხანში,
- კატო და მისი მეგობრები გადიან.
- კაი.. ჩაეცინა დიტოს ირაკლის მიხვედრილობაზე.
მალე დაბრუნდა ბარში და კატო წასული დახვდა.ირაკლიმ დიტოს ბარში შესვლა არ დააცადა, ისე გამოვიდა მოსაწევად ,და ძმაკაცს შეეჩეხა
- რა გჭირს ტო ?
- რატო, რა ხდება
- მაგას მე გეკითხევი
- არაფერი არ ხდება
- თუ გევასება ეგ გოგო ვქნათ რამე , რად უნდა ამდენი გვემა.
- არა რა შუაშია
- კაი ახლა მე მაბოლებ ?
- ხო რავიცი მომწონს, მაინტერესებს მაგრაამ ვერ ვხდები როგორ მივუდგე ისე რომ ძალიან ქაჯურადაც არ გამომივიდეს.
- სოც ქსელსი რომ დაამატო?
- ეგ ვაბშე არ მინდა, მეგოიმება, და ალბათ არც მიპასუხებს.
- გცნობს უკვე, და თუ ენდომება გიპასუხებს
- რამე სხვა ჯობს მოვიფიქრო.
- მოდი ბიჭებს ვუთხრათ რა და გავიგებთ რამეს მაგ გოგოზე, ეგეთი ამოუცნობიც არაა რა.
- აუ არ მინდა ასე , ყველამ გაიგოს, იქნებ ვაბშე არ დამევასა ახლოს რომ გავიცნო.
- აბა რას აპირებ.
- რამეს ვიზამ.

სოციალურ ქსელში მიწერა კი ეგოიმენბოდა მაგრამ, ბევრი ფიქრის შემდეგ სხვა გზა ვერ ნახა, ტელეფონი ხელში აათამაშა , დაფიქრდა და შემდეგ წამიერად გაუგზავნა მეგობრობის თხოვნა. გოგომაც რამდენიმე წუთსი თანხმობა მისცა. გუხარდა დიტოს რომ არ დააიგნორეს , მიწერა სურდა თუმცა არ აჩქარდა და უბრალოდ მისი პროფაილი დაატვაიერა.

კატოსთან *
კატო და ანა აივანზე ისხდნენ , ყავას სვამდნენ და თან ჭორაობდნენ როცა მეგობრობის თხოვნა მიუვიდა დიტოსგან. ღიმლით გახედა ანას და ტელეფონი მისკენ მიაბრუნა.
- აუუ არ არსებობს, დაევასე, გახარებულმა შემოსძახა ანამ
- აუუ ნუ სულელობ..
- რას ვსულელობ აშკარად ევასები მაგ ტიპს, აუ ძაან მომწონს ძაან კაი ტიპია
- ჩვეულებრივი ტიპია, ნუ გადაბჟირდები ახლა
- აუ ეს გოგო ვერ არის
- კარგი რა ანა. რა სისულელეა რა დავევასე.
- აი ახლა რომ მოგწერს ამასაც არ ესწერვო და რამე ისეთი არ გააფუჭო.
- მომწერს კი არა გადამყვება თან. და რომც მომწეროს არ ვუპასუხებ
- ანუ იქაჯებ
- რა შუაშია
- აბა რატომ არ უნდა უპასუხო, თუნდაც ნორმის ფარგლებში.
- იმიტომ რომ არ მინდა.
- აუ რა გჭირს , რატომ ხარ ყველაფრის მიმართ ასე განწყობილი, ბოლო დროს ძალიან შეიცვალე რამე ხდება ?
- არაფერი არ ხდება უბრალოდ გადაღლილი ვარ, და სისულელეების არც დრო მაქვს და არც თავი.
- ეგეთი ტიპი სისულელე არ არის კატო...
- გარედან ყველა ეგეთი ჩანს, შეხედავ და დაგევასება... მაგრამ ახლოს შეიძლება საერთოდ არ გაგისწორდეს ურთიერთობა
- ბიჭი არ გაგიცნია და ნეგატიურად ეწყობი ხვდები ?
- ისევ თავიდან ვიწყებთ ?
- ანუ ხო ვიწყებთ, იმიტომ რომ ყველაფრის მიმარტ ასეთი უაზრო დამოკიდებულება გაქვს რაც ძალიან არ მომწონს ხვდები ?
- გადაღლილი ვარ ყველაფრით შენც ხომ იცი, ყველაფრის ხალისი დამეკარგა ბოლო დროს
- ხოდა აცაადე, იქნებ მოგიტანოს ეგ ხალისი ამ ადამიანმა
- აი რაზე ვსაუბრობთ, უბრალოდ ფეისბუქზე დამატების გამო კოსკები დავდგით ქაებივით.
- ხო ნუ , რავიცი სხვებს არამგონია ასე ამატებდეს.
- აუ გვეყოს რა.
- კარგი როგორც გინდა.

გულის სიღრმეში კატოც ხვდებოდა რომ მამაკაცი ძალიან მოსწონდა, თუმცა იმედგაცრუების და მომავლის ეშინოდა და ყოველთვის მკაცრი ბარიერებით ხვდებოდა სიახლეს. არ სურდა მომავალში იმედგაცრუება ჰქონოდა , და ცდილობდა ამ იმედგაცრუების ასაცილებლად, ყველაფერზე უარი ეთქვა, მართლაც გარდამტეხი მომენტი ჰქონდა ახლა ცხოვრებაში, ყველაფერი გაუფერულებულიყო ხალისი წართმეოდა, რაღაც ინერციით მიუყვებოდა ცხოვრების დინებას, და ყველაფერს მექანიკურად და უაზროდ აკეთებდა. საკუთარ თავსაც ვერ პასუხობდა კითხვაზე რა სჭირდა, იქნებ მართლა სიახლე სჭირდებოდ ცხოვრებაში, თუმცა სწორედ ამ სიახლის ეშინოდა.
დიტო ბევრს ფიქრობდა ამ გოგოზე, და ხვდებოდა რომ რაღაც არ იყო წესრიგში, რაც უფრო აკვირდებოდა უფრო მეტ სევდას ხედავდა მასში. ბევრისთვის სანატრელი ცხოვრება ჰქონდა, ამ დარდს კი რა იწვევდა ვერც მამაკაცი ხსნიდა.
ბევრი იფიქრა მიეწერა თუ არა მაგრამ ვერ მოიფიქრა, ბოლოს გადაწყვიტა უფრო თამამად მოქცეულიყო, მისი სამსახურის მისამართი გაიგო, და სამსახურიდან გამოსულს თავის მანქანასთად მიყრდნობილი დახვდა.
- გამარჯობა
- გამარჯობა- გაკვირვებული მიესალმა კატო და თავის არიდება სცადა.
- თუ სითავხედეში არ ჩამომართმევ მინდოდა სადმე ყავა ერთად დაგველია და გვესაუბრა
- მშვიდობაა ? გაოცებულმა იკითხა კაატომ
- აბსულიტურად... გაეცინა ბიჭს_ ნუ ასეც ვიცოდი, ტუჩის ჩატეხვით თქვა_ ძაან ბევრი ვიფიქრე სანამ აქამდე მოვიდოდი, და ისიც ვიფიქრე რომ არაადეკვატურად ჩათვლიდი ამ საქციელს, მაგრამ სოციალურ ქსელში მიწერები და გაცნობები არ მეხერხება.
კატომ ნაძალადევად გაიღიმა
- გასაგებია. გაუღიმა ბიჭს, უბრალოდ ახლა დრო მართლა არ მაქვს
- ეს კულტურული უარია თუ შემიძლია მქონდეს იმედი რომ სადმე ყავას ერთად დავლევთ
კატოს სხვა გზა არ დარჩა
- კულტურული უარი არა, დრო მართლა არ მაქვს
- მაშინ როდის გეცლება ჩააცივდა ბიჭი რამაც ცოტა არ იყოს კატოც გააღიზიანა
- სიმართლე გითხრა არ ვიცი
- მაშინ ნომერი მომეცი და დაგირეკავ
- გულწფელად გითხრათ არ მინდა უცხო ადამიანთან საუბარი
- გულწრფელად რომ თქვა არ დაგევასე
- არასწორი პერიფრაზია
- კარგი, ბოდიში კატო მგონი არასწორად მივიქეცი. ბიჭი გოგოს დაემშვიდობა და მანქანის კარი გამოაღო.
რაღაცნაირად დააბნია კატოს უარმა, საკუთარ თავმოყვარეობას გადააბიჯა და უცხო გოგოს ასე ნაგლად მიადგა, მერე კი უარიც მიიღო, ნეტავ რისი იმედი ქონდა, საკუთარ საქციელზე გაფიცხდა, თავი დამცირებულად იგრძნო, მის თავმოყვარეობას ასე არასდროს არავინ შეხებია.
კატოსაც გული დაწყდა რომ საკუთარი სიამაყე და ქედმაღლობა გასაქანს არასდროს არ აძლევდა და ამ ხერხებით იგერიებდა ყველას ვინც მასთან დაახლოებას ეცდებოდა.
საღამოს არცერთს უძინია, ორივეს შორის რაღაც უხილავი ძაფეხბი იყო, ერთმანეთის შესახებ არაფერი იცოდნენ, მაგრამ მაინც ასე იიდავდნენ ერთმანეთს, ორივეს ერთმანეთზე ეფიქრებოდათ და ვერცერთი ვერ ხსნიდა ამის მიზეზს.
მთელი ღამე მოუსვენრად იყო და ვერ იძინებდა. წამოდგა ყავა დაისხა და აივანზე გავიდა, სარწეველა სკამში მოკალათდა და ჩაფიქრებული მთვარეს მიაშტერდა, ტელეფონის ხმა იყო, მესენჯერში შეტყობინება მოუვიდა, რაზეც წამოფრინდა და დიტოს ესემესის მოლოდინში ფეხი კარის ზღურბლს წამოჰკრა, ეტკინა მწარე იყო, საკუთარ თავზე მოეთხარა ნერვები.
ტელეფონს დახხედა , ანკა იყო.
- რატომ არ გძინავს
- დაგირეკავ
ვიდეო თვალით დაურეკა.
- როგორ მოხდა რომ არ გძინავს ?
- არ ვიცი , ვერ დავიძინე
- რავი დღეს დიტო დამხვდა სამსახურთან
- ვოოთ ?
- ხო ყავა დავლიოთო, მე უარი ვტკიცე და წავიდა.
- აუ მოიცა შენ ვერ ხარ ხო ?
- აბა რა მექნა გავკიდებოდი ?
- ყავაზე გაყოლა ვინმესთვის გაკიდება არ არის კატო.
- აუ რავი რა... ხომ მიცნობ
- ხოდა რომ გიცნობ, ახლა ადგები და მიწერ რომ დღეს ცოტა უხეშად მოიქეცი, და არასწორად გაგიგო
- შანსი არაა
- თუ არ მიწერ მე მივწერ
- გეყოს ანა
- კატო.... მკაცრი და შეუვალი იყო ანას ხმა.
კატომაც ტელეფონი მოიმარჯვა და ბევრი ფიქრის შემდეგ ტექსი აკრიფა- „ დღეს არასწორად გამიგე, და მეც არასწორად გამომივიდა გადმოცემა, ნუ იმის თქმა არ მინდოდა რაც საბოლოოდ გამოვიდა“ სწრაფად აკრიფა და გააგზავნა, დიტომ წამიერად ნახა კატოს შეტყობინება და ღიმილით დაეშვა სავარძელზე, თითქოს აქამდე სუნთქვა ეკროდა ახლა კი თავისუფლად ამოისუნთქა.
- ანუ ხვალ ერთად გავდივართ ლანჩზე ? ღიმილით მიწერა გოგოს.
- გავიდეთ.. გაიღიმა კატომაც და სავარძელზე მიესვენა.



№1 სტუმარი სტუმარი თებეა

კარგად მიდიხარ,განაგრძე.შესაძლოა არ გყავდეს ბევრი მკითხველი მაგრამ მაინც გააგრძელე.

 


№2  offline წევრი lortkia

ერთს გეტყვი უბრალოდ,გააგრძელე

 


№3 სტუმარი სტუმარი მაკო

რატომ არ გააგრძელე ბევრი კითხულობს უბრალოდ არ უყვარს წერა ახლა წავიკითხე მომეწონა და ფაფუუუ აღარ არის

 


№4  offline წევრი Tako_elizbarashvili

სტუმარი მაკო
რატომ არ გააგრძელე ბევრი კითხულობს უბრალოდ არ უყვარს წერა ახლა წავიკითხე მომეწონა და ფაფუუუ აღარ არის

რადგან მოგეწონათ აუცილებლად გავაგრძელებ ხვალიდან ♥️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინა

ეს მოთხრობა რომ არ გააგრძელო გავაფრეეეეენ... ძალიან კარგი და საყვარლობაა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent