შურისძიებაში ნაპოვნი სიკეთე (თავი მეშვიდე)
ალექსი, ნიკას ეკითხება, თუ სად სურს წასვლა, მიუხედავად იმისა რომ უკვე საღამოს 9საათია, ნიკა პასუხობს რომ არ არის საჭირო არსად წასვლა, მას არ სურს რომ ალექსი შეაწუხოს, ძალიან სცხვენია, ალექსიმ კი უპასუხა, რომ ის აქ იმისთვის იყო რომ ნიკას სურვილები შეეშრულებინა, თქვი ნუ გრცხვენია.. მე არ ვარ დაღლილი, შემიძლია წაგიყვანო, მანქანაშიც საკმარისად მაქვს საწვავი, ნიკამ უპასუხა, თუ შეიძლება.. ზღვაზე მინდა წასვლა, ძალიან მინდა შევიგრძნო, ზღვა იმ დროს.. როდესაც მასში არავინაა, ალექსიმ ჩაისვა მანქანაში ნიკა, და წავიდნენ ზღვის ნაპირზე, ნიკა მანქანიდან ჩამოსვა.. და ზღვასთან მიიყვანა, მუხლებზე დაიხარა, და ზღვაში ხელები ჩაყო, შემდეგ ალექსის ახედა და უთრა, იცი ახლა რატომ მეშხეფება ტალღები მკლავებზე? რატომ? იმიტომ რომ მან იგრძნო ჩემი სითბო მის მიმართ.. და ასე გამოხატავს სიხარულს, ალექსიმ სკეპტიკური სახე მიიღო და უპასუხა.. ხომ გასაგებია, ნიკამ კვლავ განაგრძო საუბარი, ხედავ როგორი მშვიდია, იმ დროს როდესაც ის მარტოა.. და ისვენებს, ალექსიმ ირონიულად დაუსვა შეკითხვა ნიკას, როგორ არის მშვიდი? ვერ ხედავ როგორ ხმებს გამოსცემს? ნიკამ კი უპასუხა, რა თქმა უნდა ის ხმებს გამოსცემს, იმიტომ რომ ის ცოცხალია.. მკვდარი რომ იყოს მას ხმა საერთოდ არ ექნებოდა, ის გრძნობს ტკივილს და ფორიაქობს, ხოლო როდესაც მას ეფერები ის მშვიდდება... ასე რომ არ იყოს ის როგორც თქვი მკვდარი იქნებოდა და მის ხმას ვერ გაიგონებდი, ეგ როგორ? ჰკითხა ალექსიმ, ნიკამ კი აიღო ხელში ქვა და იქვე ხელით იპოვნა ნიჟარა, და ალექსის პატარა ექსპერიმენტი ჩაუტარა, გამომართვი ქვა და უსმინე მას... ალექსიმ შეასრულა მისი მითითება, და ქვა ყურთან მიიდო, გესმის რამე? არა! მაშინ გამომართვი ახლა ნიჟარა და ახლა ამას მოუსმინე, ალექსიმ კვლავ გაიმეორა იგივე ამჯერად ნიჟარით, ახლა გესმის? კი მესმის უპასუხა ალექსიმ, ნიკამ კი ჰკითხა, აბა თუ იცი რატომ აქვს, ნიჯარას თავისებური ხმა და რატომ არ აქვს ქვას? ალექსიმ დაბნეულმა უპასუხა, არ ვიცი ნამდვილად, იმიტომ რომ ქვა მკვდარია, ის ქვა არის და არ სუნთქავს არ ლაპარაკობს... ნიჟარა კი ცოცხალია, ის იმიტომ გამოსცემს თავისებურ ხმას რომ ის სუნთქავს საუბრობს მაგრამ თავის ენაზე.. როგორც ჩვენ, ასეა ზღვაც, ხეც, ბალახი, მიწა... ხეს რო დანა დაუსვა, ცრემლები მოსდის, და სველდება... ზღვაში რომ ნაგავს ჩაყრი, ყროლდება.. იმიტომ რომ ის ავად ხდება... როგორც ჩვენ ვგრძნობთ, გვტკივა და გვიხარია, ასევე თვითონაც სტკივათ და ხან უხარიათ. ალექსიმ მოსმენის შემდეგ, შეაქო ნიკა.. ჭკვიანი ბიჭი ხარ, ამდენი საიდან იცი? ნიკამ უპასუხა, ეს თავად მათ მითხრეს, და მასწავლეს.. თავად მაცნობენ თავს, მე კი მათ ვხატავ. ამასობაში დროც გავიდა და ნიკა მანქანაში ჩაისვა ალექსიმ, და მას გზაში ესაუბრება, შენზე გავიგე რომ კარგად არ იკვებებაო, მართალია? ნიკა პასუხობს, კი დეიდა იზა, ძალიან კარგი ქალია მაგრამ ჩემთვის უგემური საჭმელები მოაქვს, მესმის მაგრამ ასე არ შეიძლება... რომ არ ჭამ ამის გამო.. ძალიან გამხდარი, ხარ ასე შეიძლება ავად გახდე, და მერე ვეღარ გამოხვალ გარედ, მართლა?.. კი მართლა, არ გშია? რას მიირთმევდი ახლა? ეკითხება ალექსი, ნიკა კი პასუხობს, ახლა მივირთმევდი, მოხარშულ თხელ კარტოფილს, ტომატით და ხორცით... მაგრამ, მამამ მითხრა რომ, მე სწორად უნდა ვიკვებო, რადგან მე განსაკუთრებული ბიჭი ვარ, და სხვებს არ უნდა დავემსგავსო... ამიტომ იზა დეიდა, ისეთ საჭმელებს მიმზადებს, როგორსაც მამა ეტყვის, ალექსიმ მანქანა გააჩერა, და უკან გახედა ნიკას, გინდა დღეს, დავარღვიოთ ეგ წესი.. და ჩუმად გავსინჯოთ ის რაც შენ გიყვარს? მამამ რომ გაიგოს, ძალიან გაგვიბრზდება და გვეჩხუბება, ნუ გეშინია.. ვერაფერს გაიგებს, უბრალოდ გავსინჯოთ, რას იტყვი? ეკითხება ალექსი, ნიკამ გაიღიმა, და თანხმობა განუცხადა ალექსის, მან კი გაიღიმა და დაძრა მანქანა. ამასობაში ერთ ერთ, რესტორანს მოუახლოვდნენ, ალექსი ცდილობს ნიკა გადმოიყვანოს მანქანიდან, ნიკამ კი ჰკითხა თუ სად იმყოფებოდნენ, ალექსიმ უპასუხა რომ მან ის რესტორანში მოიყვანა, რომ გაესინჯათ გემრიელი კერძები, რის გაგონებაზეც ნიკა აფორიაქდა, არა არა ძალიან გთხოვ წავიდეთ არ მინდა აქ შესვლა ძალიან გთხოვ,.. რატომ არ გინდა? ეკითხება ალექსი, არა იმიტომ რომ თავ-შეყრილ ადგილებში, კარგად მესმის როგორ ლაპარაკობენ ჩემზე, ვერ ვხედავ მაგრამ ვგრძნობ, როგორ მიყურებენ, და მაკვირდებიან, უპასუხა ნიკამ... ალექსიმ კი უპასუხა, ნუ ღელავ, შენ ვერავინ ვერ დაგაკვირდება ცუდი განზრახვით, რადგან შენ ისეთივე ადამიანი ხარ როგორც მე და სხვა, მხოლოდ ერთი სხვაობაა... ის რომ შენ ბევრად ჭკვიანი ხარ, ბევრ ადამიანზე... ახლა კი მოდი შევიდეთ რესტორანში, და გავსინჯოთ უგემრიელესი კერძები, ალექსი და ნიკა შევიდნენ რესტორანში და ერთ ერთ სუფრას მიუსხდნენ, ალექსიმ კი უამრავი გემრიელი კერძი შეუკვეთა... ნიკას ძალიან მოსწონს აქაურობა, და მხიარულია.. ალექსი მას სასაცილო ამბებს უყვება, ნიკაც გულიანად იცინის.. შემდეგ ალექსიმ ნიკას შესთავაზა რომ მკლავჭიდში შეჯიბრებოდა, და მაგიდაზე ხელი გაუწოდა, აბა ვნახოთ როგორ მოძლიერდი... ახლა ისე ხარ დანაყრებული ალბათ ორი ხელითაც რომ შეგეჯიბრო, წამში დამამარცხებ... ვცადოთ? ვცადოთ პასუხობს ნიკა და ხელი ხელში ჩაკიდა... ნიკა აწვება ალექსის, და მანაც გადახარა ხელი თითქოს ჯობნის ნიკა, შემდეგ მეორე ხელიც მიახმარა, და გათანაბრა, და ნიკას იწვევს, მიდი ძლიერად დამაწექი მე ორი ხელით ვარ შენ ერთით აბა თჲ მაჯობებ... ნიკა ცდილობს ძლიერად დააწვეს, და ალექსი გადაიხარა თითქოს აჯობა ნიკამ, ალექსიმ ნიკას ხელი ააწევინა, და შეაქო, ყოჩაღ შენ დამამარცხე... ხედავ კარგად რომ იკვებე, ერთი ხელით ორივე ხელი გადამიხარე და დამამარცხე ასე მოგემატა სიძლიერე, ნიკას ძალიან გაუხარდა, და გადაეხვია ალექსის, ამასობაში მანქანით ბრუნდებიან სახლისკენ, გზად ალექსიმ ნიკას ნაყინი უყიდა, და ნიკაც გემრიელად მიირთმევს, ალექსიც კვლავ უყვება სასაცილო ისტორიებს, და ე გულიანად იცინიან ორთავე. ამ დროს სახლსაც მოუახლოვდნენ, ალექსიმ ნიკა გადმოიყვანა მანქანიდან, ოთახში შეიყვანა, დააწვინა.. და უთხრა რომ ახლა ძილის დრო იყო, დანარჩენი ხვალ გავაგრძელოთ მხიარულება, რაზეც ნიკა დაეთანხმა, და ხვალინდელი დღის განრიგი, დღესვე გააცნო, ხვალ ჯერ დავხატავ... და შემდეგ ერთ ადგილზე მინდა წამიყვანო, თუ შეძლებ, ალექსიმ უპასუხა რა თქმა უნდა შევძლებ, წავიდეთ აუცილებლად... ახლა კი დროებით უნდა დაქტოვო, ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს, და ალექსის ნიკამ მადლობა გადა უხადა, ასეთი კარგი დღისთის, და სთხოვა რომ მისი საუკეთესო მეგობარი გამხდარიყო, რაზეც ალექსი დაეთანხმა, და პირობა მისცა რომ მისი საუკეთესო მეგობარი იქნებოდა ყოველთვის, და კი ნიკას ოთახი დატოვა. ოთახიდან გამოსულს, წინ სეხე დახვდა, განრისხებული.. და ალექსის უსვამს კითხვას, სად იყავით ამ დრომდე? ალექსი პასუხობს, გავასეირნე ნიკა და ზღვაზე წავიჱვანე შემდეგ ვასაუზმე, სად ასაუზმე? რესტორანში წავიყვანე... და ძალიან მოეწონა გახარებული იყო, რაა? შენ როგორ გგონია მე მას რესტორანში არ წავიყვანდი? ეკითება განრისხებული ტონით სეხე, რესტორანში არ დამყავს იმიტომ რომ არ მინდა ვინმემ დაიმახსოვროს მისი სახე, და გაიგონ რომ ჩემი შვილია... ვინმემ რომ მას რაიმე დაუშავოს, ცოცხლად მოვხარშავ... ამ სიტყვებზე ალექსიმ ცივი ტონით უპასუხა, ბატონო დავით... ნიკას არაფერი სჭირს რომ მან თავისუფლად ვერ იაროს და გაერთოს, და ვერც ვერავინ დაიმახსოვრებს მის სახეს, იმიტომ რომ არავინ იცის რომ ის თქვენი შვილია... სეხემ ხმამაღალი ტონით მიმარართა ალექსის... დაიმახსოვრებენ! იმიტომ რომ ჩემი ნიკა უსინათლოაა... და მისი გაშეშებული მზერა იქცევს ყურადღებას, და მთელმა ქალაქმა იცის რომ ის ჩემი შვილიაა... ამაზე ალქესიმ არ დააყოვნა და მანაც ხმამაღალი ტონით უპასუხა... ნიკას არაფერი არ დაუშავებია რომ თქვენს გამო ხელებ აფარებულმა იაროს ეს უნდა გაიგოთ... ხმამაღალი ტონის გამო სახეში ხელი გაარტყა სეხემ ალექსის... ალექსის სახეც არ გაუნძრევია, სეხეს გამწარებული სახით მიაშტერდა მუშტი შეკრა, მაგრამ თავი შეიკავა, ამასობაში ხმაურზე მცველები მოცვივდნენ და ცდილობენ ალექსი ადგილიდან გაიყვანონ, მაგრამ ალექსი გაშეშებული განრისხებული უმზერს, სეხეს და თან ღრმად სუნთქავს... ნელ ნელა მცველებს გაჰყავთ ალექსი სამზარეულოში, და სეხე ხმა მაღალი ტონით მიმართავს, ჩემ შვილს რა სურს და რა არის მისთის კარგი, სენ ის უნდა გააკეთო რასაც გიბრძანებ.. თორემ ჩემი ხელით აგათლი ხორცებს... სამზარეულოში ალექსის შეყვანისას თავი უხეშად გაინთავისუფლა და მოუწოდა მკაცრად მცველებს რომ ხელი გაეშვად მისთვის, და გამწარებულმა მუშტი მძიმედ დაარტყა რამოდენიმეჯერ მაგიდას, შემდეგ ერთი ჭიქა წყალი დალია, და მის მეგობარ ნურის უკავშირდება მობილურ ტელეფონზე, ნურიმ უპასუხა და საყვედური უთხრა რომ ასე გვიან რატომ დაურეკა, ალექსიმ კი უთხრა რომ ხვალ 2საათით შეეძლება სახლის დატოვება და შეხვედრის ადგილი და დრო, შეუთანხმა... და დასაძინებლად შევიდა ოთახში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.