შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სასჯელი ხარ (11 თავი)


3-09-2020, 02:03
ავტორი ნეაკო
ნანახია 3 196

ანას ზუსტად არ ახსოვდა რამდენი ხანი იყო ასეთ მდგომარეობაში, გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა როცა ვიღაცის ხელის შეხება იგრძნო ზურგის მხრიდან, დაფეთებული ფეხზე წამოვარდა და თორნიკეს მიაჩერდა ამღვრეული ცისფერი თვალებით
-ანა მოხდა რამე?-თორნიკე გაოცებული უყურებდა სახეალეწილ გოგონას, რომელსაც ტირილისგან თვალები საშინლად ქონდა დასიებული და დაწითლებული, ანა კარგახანს უყურებდა თორნიკეს დაბნეული შეშინებული და არეული თვალებით, ბოლოს ვეღარ გაუძლო მოწოლილი ცრემლებს და გადმოსცვივდა -ანა რახდება?-თორნიკე მისკენ გაიწია მაგრამ ანამ უკან დაიხია და უყვირა
-არ მომეკარო
-ანა რა დაგემართა?-თორნიკე ჯერ ვერ ხვდებოდა რახდებოდა ანას თავს -ვეკო სადაა? -კითხა მისი ამ მდგომარეობით დაბნეულმა ბიჭმა
-არვიცი-ამოიბლუდუნა ანამ და კვლავ მოწოლილი ცრემლები გადმოსცვივდა
-ანა რახდება?-თორნიკე მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო -ვეკო სადაა? რა დაემართა?
-თავი დამანებე-ანამ გვერდის ავლა სცადა, მაგრამ თორნიკემ მკლავში უხეშად წაავლო ხელი და თავისკენ მოქაჩა, თვალებში ჩააცქერდა თავგზააბნეულ გოგონას
-ვეკო სადა?-კითხა მკაცრი ტონით
-წავიდა გასაგებია?-უყვირა ანამ
-წავიდა?-თორნიკეს გაეცინა -და შენ აქ მარტო დაგტოვა? თან ისე წავიდა რომ არაფერი გითხრა?
-ხო აი ასე ადგა და წავიდა-ამოიყვირა ანამ
-მატყუებ-დაუღრინა ბიჭმა -ვეკო არ მიგატოვებდა, აქ მარტო არ დაგტოვებდა
-დამტოვა-ანა ჯიუტად უმტკიცებდა რომ ვეკომ მიატოვა და თან მკლავი გაითავისუფლა გაღიზიანებულმა
-ანა რას მიმალავ?-თორნიკე თვალებში ჩააცქერდა, ანამ უმალ თვალი აარიდა მის დაჟინებულ მზერას და ნაბიჯი წადგა გვერძე რომ თორნიკესთვის გვერდი აექცია, თუმცა გაღიზიანებულმა ბიჭმა გზა გადაუჭრა
-გამატარე-ანამ გამბედაობა მოიკრიბა და თვალებში ჩააცქერდა
-ალექსანდრემ დაუშავა რამე?-თორნიკემ უბრალოდ კითხა, სასხვათაშორისოდ, რადგან ვეკოს გაქრობა სხვას ვერაფერს დაუკავშირა, იმის რათქმაუნდა არ ეჯერა რომ ვეკომ ანა მიატოვა და უბრალოდ წავიდა, მაგრამ იმასაც ვერ იჯერებდა რომ შეიძლებოდა ალექსანდრეს იმდენი გაებედა რომ საავადმყოფოში მოეკითხა მისთვის, მაგრამ ანას ქცევაზე და გამომეტყველებაზე მიხვდა რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო -ის ნაბიჭვარ. იყო აქ?-დაუყვირა უკვე თავგზააბნეულმა თორნიკემ თვალეცრემლიან გოგონას, ანამ არაფერი უპასუხა და თავი დახარა, თორნიკე მისმა საქციელმა უფრო გააცოფა და მაჯებში ჩაავლო ხელები და უხეშად დააჯანჯღარა ანა -მიპასუხე აქ მოვიდა ის ნაბიჭვარ.?
-ხელი გამიშვი-დაუღრინა ანამ და მთელი ძალით შეეწინააღმდეგა თორნიკეს
-ისევ გაჩუმებას არჩევ? ისევ გაჩუმდები?
-თავი დამანებე-ანამ მოწოლილი ცრემლები უკან გულის სიღრმეში ჩააბრუნა და როგორცკი იგრძნო რომ თორნიკე ხელები გაუშვა სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.
თორნიკეს მწარედ გაეცინა როცა კამერის ჩანაწერებში ვერაფერი ნახა
-დიახ გაითიშა, სადღაც შვიდი წუთი, მერე ისევ თავისით ჩაირთო, ვერაფერს მივხვდით-უხსნიდა თორნიკეს დაცვის უფროსი
-არავის არაფერი საეჭვო არ დაუნახია და არ გაუგია ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში?
-არა არაფერი-მხრები აიჩეჩა პუტკუნა კაცმა
-გასაგებია-მოღუშული სახით დატოვა საავადმყოფო თორნიკემ და თავის მანქანაში ჩაჯდა თავგზააბნეული, ვერ ხვდებოდა ზუსტად რა მოხდა აქ. ვეკო ნებით არ გაყვებოდა, თუ ძალით წაიყვანდენე ხმაური ატყდებოდა, ყველას ხომ ვერ დააშინებდა ალექსანდრე და გააჩუმებდა? რა ხდებოდა ანას და ვეკოს თავს ვერაგრით ხვდებოდა.
ანამ სახლის კარი შეაღო და სული გაეყინა, გაახსენდა როგორი სიხარულით მოიჩქაროდა ხოლმე სახლისკენ, სადაც ელოდა უსაყვარლესი ძმა და დედა, ადამიანები რომლებიც მის ცხოვრებას ალამაზებდნენ, რომლებიც ბედნიერებას ანიჭებდნენ თავიაანთი არსებობით. კვლავ ცრემლები მოაწვა და სახლში შევიდა, კარი მიხურა, არცკი დაუკეტია, შუქიც არ აანთო ისე შევიდა მისაღებში და დივანზე დაჯდა, გადმოცვენილი ცრემლები მაჯით მოიწმინდა, როგორ უყვარდა ეს სახლი და ახლა რამხელა ტკივილს აყენებდა თვითოეული დეტალი, ამ დაცარიელებულ სახლში, ისევ ცრემლები გადმოსცვივდა და თვალი სიბნელეს გაუშტერა, ფიქრმა წაიღო, იხსენებდა ყველა ძვირფას წაუთს და წამს რაც ამ სახლში ქონდა გატარებული დედასთან და გიგისთან ერთად, იმდენად აიყოლია ემოციებმა რომ ფეხზე წამოვარდა გაგიჟებული, პირდაპირ გიგის ოთახში შევარდა, უკვე სიბნელეს მიჩვეული თვალით კარგად არჩევდა ყველაფერს... გაგიჟებული მივარდა კომოდს და ყველაფერი ძირს გადმოყარა რაც ზედ ელაგა, უჯრები გამოაღო და ტანასაცმელი გადმოყარა, კარადას ეცა და იქიდანაც ყველაფერი გადმოყარა იატაკზე, საერთოდ ვერ გაიგო როგორ შევიდა ვიღაც ოთახში, მხოლოდ მაშინ მოვიდა აზრზე როცა შუქი აინთო, დაფეთებული შეტრიალდა და გაშეშდა, ისე დაიძაბა რომ კედელს მიეყრდნო და ჩაიკეცა ძალა გამოცლი
-ანა-თორნიკე მივარდა ანას და მის გვერდით ჩაიმუხლა
-ძლიან მენატრება-ანას ცხვირი აეწვა და ცრემლები მოაწვა, თორნიკემ ვერ შეძლო ხმის ამოღება და ათრთოლებული გოგონა მკერდზე მიიხუტა, ანას უარესად აუჩუყდა გული და მოთქმით ატირდა
-ანა დამშვიდდი, გთხოვ თავს მოერიე
-რატომ რატომ? ის ხომ ასე ახალგაზრდა იყო, ასე როგორ გაიმეტეს? -ანამ თორნიკეს ახედა და თვალებში ჩააცქერდა
-ანა -ამოთქვა სუნთქვარეულმა თორნიკემ მისი სახელი და ხმა ჩაუწყდა
-ასე როგორ გაიმეტეს? ჩემი გიგი ასე როგორ გაწირეს? ძვლების ტკივილამდე მენატრება
-ანა გთხოვ თავს უნდა მოერიო-თორნიკემ თმაზე ჩამოუსვა ათრთოლებული თითები, ანამ გიგის მაისური აიღო და გულში ჩაიხუტა
-ყველა ეს ნივთი მძულს-იყვირა ანამ -მძულს იმიტომ რომ გიგი ვეღარასოდეს ჩაიცმევს-მაისური ცხვირთან მიიტანა და ღრმად შეისუნთქა ჯერ კიდევ მასზე შემორჩენილი მისი სურნელი -დროსთან ერთად ეს სურნელი გაქრება, გესმის? -შეხედა თორნიკეს -არმინდა დამავიწყდეს ეს სურნელი...
-ანა თავს ნუ იტანჯავ, ხომიცი რომ ვეღარაფერს შეცვლი
-ძალიან მენატრება
-წამოდი-თორნიკე ადგა ანაც ააყენა, გიგის მაისური გამოართვა და ოთახში დატოვა, ანა კი სამზარეულოში გაიყვანა -ყავა გააქვთ?-კითხა მაგიდასთან მჯდომ სახეწაშლილ გოგონას, რომელმაც ვერაფერი გაიგო -ანა-თორნიკე მიუახლოვდა და ნიკლზე ხელი მოკიდა ნაზად, თავი ააწევინა და თვალებში ჩააცქერდა -ყავა სად გაქვთ?
-რაა?-ანა თვალებში უყურებდა მას მაგრამ არაფერი არ ესმოდა
-ყავა?
-ზედა შუშიან თაროზე-უთხრა უცნაური ხმით, თორნიკემ ყავა და შაქარი კი იპოვა მაგრამ ჭიქები ვერა
-ანა ჭიქები?-მიბრუნდა მისკენ
-რაა?-ანას სახე კვლავ არეული ქონდა
-ჭიქები
-თორნიკე-ანამ ამოთქვა უცნაური ხმით და
ადგა -მე გავაკეთებ-თორნიკე მაგიდასთან დაჯდა და ანას ადევნებდა თვალს დაძაბული, ანამ ყავა გააკეთა და ჭიქები მაგიდაზე დადო, თორნიმეს პირდაპირ დაჯდა სკამზე და ყავის ჭიქას დააცქერდა
-კარი ღია რატომ გქონდა დატოვილი?-თორნიკე ცდილობდა რომ ანას ყურადღება სხვა თემძე გადაეტანა
-დაკეტვას რა აზრი აქვს? შენ თუ გინდა შემოხვალ, თუ ალექსანდრე მოისურვებს ისიც შემოვა
-ანა რატომ არ გჯერა ჩემი? რატომ არ მენდობი?
-თორნიკე გგონია შენ ვერ გაგაჩუმებენ? გგონია შენ ვერ მოგწვდებიან? გგონია შენს ოჯახს ვერ მიაწვდენენ თავიაანთ ბინძურ ხელებს?
-ანა რამდენი დღესც შენ ჩუმად იქნები იმდენივე ადამიანი შეეწირება ყოველდღე მათ სიბინძურეებს
-თორნიკე მინდა რომ შეეშვა ამ საქმეს
-რას ბოდავ?-გაცეცხლდა თორნიკე
-არმინდა ამ საქმის გამო რამე შეგემთხვეს
-გამოსავალი ეს გგონია?-თორნიკეს ხმაში ბრაზი გაერია
-გგონია მათ შეჩერებას შეძლებ? მათ იქამდე ვერავინ შეაჩერებს სანამ თავადვე არ გაინადგურებენ თავს თავიაანთი ჭუჭყით
-ანა ხომ იცი რომ ალექსანდრე შენ ამ საქმის გამო არ გადაგეკიდა?-თორნიკე დაჟინებით ჩააცქერდა ანას თვალებში, გოგონამ დიდხანს ვერ გაუძლო მის ამ მზერას და ჭიქას გაუშტერა თვალი -ხომ იცი რომ მას შენს მიმართ სხვა ინტერესი აქვს? ხომ ხვდები რომ ეს ყველაფერი საქმეზე კიარა გრძნობების თამაშამდე დადის?
-ამას შენთვის რამე მნიშვნელობა აქვს?
-აქვს-თორნიკე პირდაპირ თვალებში უყურებს ანა
-მაინც რა?-ანა ჯიუტად არ არიდებს თვალს
-არ მინდა იმ ნაბიჭვა.ს შენი სიცოცხლე შეეწიროს, როგორც მარიანასი
-ეს შენ საერთოდ არ გეხება-ანა გააღიზიანა მისმა ნათქვამმა
-ანა არ დავუშვებ რომ რამე დაგიშავოს იმ სირ.ა
-თირნიკე ხვდები რომ შენს უფლება მოვალეობებს აჭარბებ?
-ვხვდები-უთხრა დარწმუნებით და ყავის ჭიქას დაწვდა, ანა ხვდებოდა რომ როგორც ალექსის შემთხვევაში, თორნიკეს შემთხვევაშიც საქმე გრძნობებს ეხებოდა და არა სხვა ინტერესს
-თორნიკე -ანამ დაიწყო საუბარი მაგრამ ვეღარ გააგრძელა, ძალა არ ეყო
-შეგიძლია კიდევ ერთი ჭიქა ყავა გამიკეთო?-კითხა თორნიკემ სრულიად მოულოდნელად თავგზააბნეულ გოგონას და დაჟინებით მიაბჯინა ამღვრეულიბთვალები, ანა გაოცებული მიაჩერდა მას -მანამდე გავალ მოვწევ-თქვა სწრაფად და ადგა, აივანზე გავიდა, მოაჯირს დაეყრდნო, ათრთოლებული თითებით სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, ნერვიულად მოუკიდა და გააბოლა, შეკრთა როცა ანა მიუახლოვდა, რომელმაც ყავის ჭიქა აივნის მოაჯირზე დადო -მადლობა-უტხრა ისე რომ გოგონასკენ არ გაუხედია
-თორნიკე მგონი ძალიან ღრმად შეტოპე-ანა მის პროფილს აკვირდებოდა რომელზეც ემოციების კვალიც არ იყო
-ხდება ხოლმე-შეხედა ანას უცნაური თვალებით
-გთხოვ ამ საქმეს შეეშვი და მეც თავი დამანებე
-ის რომ გავაკეთო რასაც შენ მთხოვ რა მოხდება? მასთან გაიქცევი ეგრევე რომ ვეკო და დედაშენი დაიცვა ხომ ასეა?-დაუღრინა გაღიზიანებულმა ბიჭმა
-ეს შენ უკვე აღარ გეხება, არც მანამდე გეხებოდა მაგრამ ჯიუტად ერეოდი ამ საქმეში
-მიზეზი მქონდა-დაუყვირა მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა
-მართლა? მაინც რა მიზეზი გქონდა ისეთი რომ ახლა შენი ქმედებით არა მარტო ჩვენი, ჩვენი ახლობლების სიცოცხლესაც რისკავ?-გაბრაზდა ანა და ხმამაღლა უყვირა
-გრძნობა-უპასუხა კარგახნის დუმილის მერე თორნიკემ და თვი აარიდა მის გაცეცხლებულ სახეს
-თორნიკე მინდა რომ წახვიდე-ანამ აღარ გააგრძელა იმ თემაზე საუბარი რომელიც ასე აშინებდა თორნიკესთან მიმართებაში
-მთელი კვირა კამერებით გაკვირდებოდით შენ და ვეკოს-შეხედა ანას თორნიკემ არეულიბთვალებით
-რაა? -უბრალოდ შოკი მიიღო ანამ
-მივხვდი რომ არ გიყვარს
-ეს განზრახ გააკეთე? იმ სახლში იმიტომ გამოგვკეტე მე და ის რომ შეგემოწმებინე?-უღრიალა ანამ
-ნაწილობრივ-თორნიკემ გულწრფელად უპასუხა
-გაგიჟდი?
-ანა, იქ თქვენი სიცოცხლის დასაცავად წაგიყვანეთ, მართლა-თორნიკე თავის მართლების რეჟიმზე გადავიდა -თუმცა კამერები დავაყენე რომ...
-რომ გენახა რა მოხდებოდა ჩვენსშორის-დაასრულა გაცეცხლებულმა ანამ
-ანა-აღმოხდა თორნიკეს
-გთხოვ წადი-ანას ისე აერია თავგზა რომ აღარ იცოდა რა და როგორ გაეკეთებინა
-აქ მარტო ვერ დაგტოვებ, ვიცი მასთან წახვალ
-თორნიკე სულ გაგიჟდი? შენ ვინ გეკითხება მე სად წავალ? ვისთან წავალ? რატომ წავალ?
-მეკითხება და თან როგორ-დაუღრინა ბიჭმა
-წადი ჩემი სახლიდან
-ვეკო საავადმყოფოდან ალექსანდრემ წაიყვანა ხომ ასეა?-უყვირა გაცოფებულმა ბიჭმა -იმიტომ არ იღებ ხმას, რომ მის გადასარჩენად ალექსის მითითებებს ელი, ის თუ მოითხოვს მასთან გაიქცევი -დაუღრიალა ბოლო ხმაზე
-შენ ვინ გეკითხება მე ვისთან წავალ?
-მასთან არ გაგიშვებ-თორნიკემ მაჯებში ჩაავლო ხელი და თავისკენ მოქაჩა თავგზააბნეული გოგონა
-ჩემს მიმართ გრძნობები გაქვს?-ანა არ შეშინდა მის უხეშობაზე
-ზუსტად არვიცი რა, მაგრამ ვიცი ერთი, რომ არ დავუშვებ მისი გახდე, მასთან არ გაგიშვებ არავითარ შემთხვევაში
-გინდა რომ დედაჩემის და ვეკოს სიცოცხლე გავწირო იმის გამო რომ შენ ჩემი გაშვება არ გინდა?
-გგონია მას შეაჩერებს შენთან სექს.?-ყურში ჩაყვირა გაცოფებულმა ბიჭმა-გგონია ვეკოს აპატიებს იმას რომ მისთვის გოგოს ახევა სცადა? გგონია შენი მასთან მისვლა რამეს შეცვლის? გგონია დედაშენს თავს დაანებებს?
-თორნიკე ხელი გამიშვი-ანას სათქმელი არაფერი ჰქონდა და კარგახნის დუმილის მერე ეს უთხრა მხოლოდ, თორნიკემ ხელები უფრო მეტად მოუჭირა მაჯებში და სახე ახლოს მიუტანა
-არ გაგიშვებ-უთხრა ჩურჩულით და აიძულა უკან უკან წასულიყო ანა, რომელიც ბეჭებით უხეშად მიეჯახა კედელს, თორნიკე ისე აეკრო მის სიფრიფანა სხეულს რომ ანას გატოკების საშუალებაც კიარ მისცა
-რას აკეთებ-ანას ხმა აუკანკალდა
-ვცდილობ გავრკვიო რა მემართება როცა ასე ახლოს მოდიხარ ჩემთან-უთხრ ტუჩის კუთხესთან ისე რომ მისი ტუჩები ოდნავ შეეხო გოგონას ათრთოლებულ ტუჩებს
-გეყოფა-ანამ გაიბრძოლა მაგრამ თორნიკემ არ გაუშვა და უფრო მეტად მიეკრო სხეულზე
-ჩემი გეშინია?-ამღვრეული თვალებით ჩააცქერდა თორნიკე სახეალეწილ გოგონას
-არა-ანამ ჯიუტად გაუსწორა მზერა და გულწრფელად უთხრა, თორნიკემ სახე ზედმეტად ახლოს მიუტანა სუნთქვა არეულ გოგონას და ტუჩები მიაწება ტუჩის კუთხეში, შემდეგ ხელები გაიშვა და სახლიდან წავიდა, ანა ამდენი ემოციებით და გრძნობათა დამტყდარი ქარიშხალისგან ისე იყო ტვინარეული რომ ფიქრის თავიც აღარ ქონდა, დივანზე დაწვა და თვალები დახუჭა.
თორნიკე ძალიან ბრაზობდა საკუთარ თავზე, ვერ გაიაზრა წესიერად ასე რატომ მოიქცა საერთოდ, რატომ შეეხო, რატომ აკოცა, მანქანაში გაბრუებული ჩაჯდა და ანას აივანს ახედა ,,ამის დედაც მგონი შემიყვარდა " გაიფიქრა და გაეცინა, მერე ღიმილი სადღაც უკვალოდ გაქრა და მის სახეზე მხოლოდ ტკივილი აისახა.
ალექსანდრეს მაშინვე მოახსენეს რომ თორნიკე ესტუმრა ანას და გვიან დატოვა მისი სახლი.
-ეგ ნაბიჭვარ. თავს მომაკვლევინებს-უღრინებოდა ის
-ხომ გეუბნებოდი რომ ეგ გოგო გაგანადგურებსთქო?-უყვირა ლაშამ
-გგონია რომ ანას ის სირ. დაიცავს?
-დაიცავს და თან როგორ-თავზე წამოადგა სავარძელში მჯდომ მეგობარს ლაშა
-ჩემგან ვერავინ დაიცავს
-არ მოვა-დაუყვირა ლაშამ
-მოვა -დაისისინა ალექსანდრემ -ვეკოს და დედიკოს გამო მოვა
-ის ნაბიჭვარ. ყველაფერს მიხვდა, გგონია უფლებას მისცემს? იცის ანა რომ გევასება და ამით ისარგებლებს
-წადი და გააკეთე რაც გითხარი
-გაუბნები არ გამოვა
-მიკეტე და გააკეთე რასაც გეუბნები-დაუღრინა ლაშას.
ანამ თვალები გაახილა და დაფეთებული წამოვარდა დივნიდან
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ-უყვირა სავარძელში მჯდომ ლაშას რომელიც ტელეფონის ბატარეით ანათებდა ჩაბნელებულ ოთახს
-დაჯექი-დაუღრინა თავზე წამომდგარ გოგონას რომელიც დაემორჩილა მის ბრძანებას უნებურად
-რა გინდა? ჩემს მოსაკლავად არ მოსულხარ როგორც მივხვდი-ანამ შეხედა ბრაზიანი თვალებით
-ჯერჯერობით-დაამშვიდა ლაშამ -ეს მოგიტანე-ლაშამ ყუთი რომელიც მის წინ იდო პატარა მაგიდაზე ანასკენ გააცურა
-რა ჯანდაბაა?-ანა თვალ არ აშორებდა ლაშას რომელიც ადგა სავარშლიდან და შუქი აანთო მისაღებში
-მიდი ჩაიცვი-უთხრა აბნეულ ანას და ისევ სავარძელში ჩაეშვა, ანამ ზიზღოთ შეხედა ჯერ მას, მერე ყუთს -დეოზე-გაღიზიანდა ლაშა ანას უმოქმედობით, ანამ ჯერ იფიქრა ყუთი აეღო და მოესროლა მერე გადაწყვეტილება შეცვალა ყუთი აიღო და მშვიდად გავიდა თავის ოთახში.
ლაშა კმაყოფილი სახით ელოდებოდა როდის ჩაიცმევდა ანა ალექსის არჩეულ კაბას და ფეხსაცმელს, ცოტა კი გაუკვირდა ანამ ასე მარტივად რომ მიიღო ეს ფაქტი და გაჭედვის გარეშე წაიღო ყუთი რომ ჩაეცვა,სიგარეტს მოუკიდა და გააბოლა, ცოტახანში ანა ოთახიდან გამოვიდა
ლაშამ გახედა და გაოცდა, ანას ისევ იგივეები ეცვა და ყუთი მოქონდა ისევ ისე , სანამ რამეს იტყოდა ნამ ტუთს თავსაფარი მოხსნა და ამოატრიალა დაკუწული კაბა და ფეხსაცმელები ლაშა წინ დაიყარა იატაკზე, გაღიზიანებული ბიჭი ფეხზე წამოვარდა და მკლავში ჩაავლო ხელი ანას უხეშად
-არადა მოგიხდებოდა, ბევრად სექსუალური იქნებოდი ვიდრე ამ კაბაში-დაუსისინა ყურთან და კარისკენ წაათრია
-ხელი გამიშვი-ანა მთელი ძალით შეეწინააღმდეგა მაგრამ ლაშა ისე ძლიერად უჭერდა ხელს მკლავში და მიათრევდა კიბეზე რომ ანას წინააღმდეგობა ამაო იყო, მანქანსთან რომ მიათრია ანა მთელი ძალით შეეწინააღმდეგა რასაც მოყვა მანქანიდან ორი ბიჭის გადმოსვლა, მათ ანა მანქანაში ჩატენეს და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტეს ლექსუსის ჯიპი.
ანა მანქანიდან გადაათრია ლაშამ და რესტორნისაკენ წაიყვანა გოგონა რომელიც მთი ძალით ეწინააღმდეგებოდა, როცა რესტორნის კართან მივიდნენ ლაშამ ხელი გაუშვა მის მაჯას და დაუსისინა ყურთან
-შეგიძლია წახვიდე სახლში-ანა გაოცებული მიაშტერდა ამ გულისამრევ პიროვნებას -ან შეხვიდე, მაგრამ დაიმახოვრე შენი წაავლა და დარჩენა გადაწყვეტს ვიღაც ვიღაცეების სიცოცხლის ხანგრძლივობას -დაუსისინა და რესტორნის შენობის კართან მარტო დატოვა თვალებ აცრემლიანებული გოგონა რომელიც იქვე კართან ჩაიკეცა და ატირდა, ვერც შესვლას ბედავდა და ვერც წასვლას.
თორნიკე შორიახლოდან მეგობრის მანქანიდან ადევნებდა თვალს ანას. მან დაუყენა გოგონას სახლთან სახელმწიფო დაცვა, თუმცა თორნიკეს ბანდამ ორივე განაიარაღა მისი წამოსვლის მერე მალევე. თორნიკეს გული უგრძნობდა რაღაც ცუდს, ამიტომ ახლობელს სთხოვა მისულიყო მანქანით, თორნიკე მის მანქანში გადაჯდა და თავისი მანქანა მას გაატანა. თორნიკე ანას კორპუსთან იდგა მეგობრის მანქანით და პერიმეტრს ადევნებდა თვალს რომ შენიშნა როგორ მიეპარნენ მის დაყენებულ დაცვას ოთხნი როგორ აართვეს იარაღი და როგორ ავიდა ერთი სადარბაზოში, მალევე აინთო ანას სახლში სინათლე, რა აღარ იფიქრა, ხან რა გადწყვეტილება მიიღო ხან რა, ბოლოს გადაწყვიტა მოეცადა, საბოლოოდ მოხდა ის რომ ანა ძალით შეათრიეს მანქანაში და ახლა რესტორნის კარის წინ მარტო დატოვეს.
ანამ კარგახნის ფიქროს და ტირილის მერე შეაღო რესტორნის კარი, თორნიკე ძალიან გაბრაზდა ანას ქცევაზე, ბოლო წამამდე ეგონა რომ ანა გაიქცეოდა, ალექსანდრეს ბინძურ თამაშებს არ აყვებოდა...მაგრამ არა, მაინც გააღო ჯოჯოხეთის კარი და შევიდა, თორნიკე მშვიდად ელოდა მოვლენების განვითარებას რადგან დარწმუნდა რომ ჯერჯერობით ანას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა,მითუმეტეს არანორმალურ ალექსანდრეს სიგიჟემდე უყვარდა და ასე მარტივად არ ავნებდა, მისთვის რამის დაშავება რომ სდომოდა ანას რესტორანში არ მიაყვანინებდა თავის ბიჭებს.
ალექსანდრე რომელმაც მთელი რესტორანი დახურა ამ საღომსთვის დარბაზის ცენტრში იჯდა ერთადერთ მაგიდასთან, რომელზეც ვარდების თაიგული და სანთლები ელაგა , მთელი დარბაზიც ვარდებითა და სანთლებით იყო მორთული, წყნარი მუსიკის ხმა კიდევ უფრო აგიჟებდა ანას, რომელიც
ერთ ადგილას მიყინულივით იდგა კართნ და ზიზღით უყურებდა ალექსის კმაყოფილ სახეს
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი-მისმა ხმამ დაარღვია გამეფებული ზიზღის და სიძულვილის მძვინვარება
-აქ ჩემი ნებით არ მოვსულვარ, შენ მაიძულე-დაუღრინა ანამ, რომელიც სადღაც სივრცეში იყურებოდა
-მაონც ხომ მოხვედი?-ალექსანდრე ანას დაჟინებით უყურებდა ამღვრეული თვალებით -დაჯექი-მიუთითა ანას მის წინ მდგომ სკამზე, მაგრამ ანა ადგილიდან არ დაძრულა -დაჯექითქო-დაუღრინა მწყობრიდან გამოსულმა ბიჭამა ანას რომელიც მიუახლოვდა მაგიდას დაძაბული და დაჯდა
სკამზე -რას დალევ?-ისე კითხა თითქოს არაფერი ხდებოდა, ანამ მკვლელი მზერა ესროლა და თვალი აარიდა -ანა არ გინდა-რადგან შემოხვედი ესეიგი გააზრებულიც გაქვს შედეგები-უთხრა მკაცრი ტონით
-თავს რატომ არ დამანებებ? რა გინდა ჩემგან?- ანამ უყვირა და ცრემლები მოაწვა
-შენ მინდიხარ-უთხრა თავხედურად და მწვანე თვალები მიაბჯინა
-ისეთი ამზრზენი ხარ რომ გულს მირევ-უთხრა გამაღიზანებლად ანამ
-აი მე კი ძალიან მიყვარხარ, იმის მიუხედავად რომ ასეთი უგულო და სატიკი ხარ ანა
-დამცინი?-ანას სახე აელეწა
-მე სიყვარულს გიხსნი, გეუბნები რომ მინდიხარ შენ კი ქაჯივით იქცევი-ალექსანდრეს ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში ანას რეაქციის გამო
-შენთვის არავის უთქვამს რომ ავადმყოფი
ხარ?-უყვირა მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ
-შენს ადგილას სიტყვებს და ქცევებს გავაკონტროლებდი-მწყობრიდან გამოვიდა აქამდე მავიდად მჯდომი ბიჭი



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია

 


№2  offline მოდერი ნეაკო

《Sunshine》
ძალიან მაგარია

მადლობა :)

 


№3 სტუმარი kk

არადა თავიდან მეგონა რო ანა და ალექსანდრე იქნებოდნენ მთავარი წყვილი მარა მერე ალექსანდრეს ძაან ზედმეტები მოუვიდა და მაგის გამო ნერვები მეშლება:( თორნიკეს კიდე მგონია ნატალი შეუყვარდება

 


№4  offline მოდერი ნეაკო

kk
არადა თავიდან მეგონა რო ანა და ალექსანდრე იქნებოდნენ მთავარი წყვილი მარა მერე ალექსანდრეს ძაან ზედმეტები მოუვიდა და მაგის გამო ნერვები მეშლება:( თორნიკეს კიდე მგონია ნატალი შეუყვარდება

არა ანა ალექსის წყვილი არ შედგება, რაც შეეხება თორნიკეს თავიდან ნატალის და მის წყვილს ვაწყობდი მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ ასე არ იქნება, ანა და თორნიკეს წყვილი შედგება მგონი, რადგან ეს ორი უფრო უხდება ერთმანეთს ასე მგონია

 


№5  offline წევრი მუზა

ვეკო და ანა კარგი წყვილი იქნებოდა,მალე დადე რა შემდეგი

 


№6  offline მოდერი ნეაკო

მუზა
ვეკო და ანა კარგი წყვილი იქნებოდა,მალე დადე რა შემდეგი

დღეს დავდებ ახალ თავს

 


№7 სტუმარი სტუმარი თათია

როგორ მომწონს შენი ისტორიები,კარგი გოგო ხარ :) დღეს დადებ ახალ თავს?

 


№8  offline მოდერი ნეაკო

ავტვირთე დღეს მაგრამ ჯერ არ გამოქვეყნებულა

მიხარია ხალიან რომ მოგწონთ ჩემი დაწეეილი ისტორიები

 


№9  offline წევრი duchi_duchi

ნეაკო
kk
არადა თავიდან მეგონა რო ანა და ალექსანდრე იქნებოდნენ მთავარი წყვილი მარა მერე ალექსანდრეს ძაან ზედმეტები მოუვიდა და მაგის გამო ნერვები მეშლება:( თორნიკეს კიდე მგონია ნატალი შეუყვარდება

არა ანა ალექსის წყვილი არ შედგება, რაც შეეხება თორნიკეს თავიდან ნატალის და მის წყვილს ვაწყობდი მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ ასე არ იქნება, ანა და თორნიკეს წყვილი შედგება მგონი, რადგან ეს ორი უფრო უხდება ერთმანეთს ასე მგონია

მე კიდევ ვფიქრობ რომ თორნიკე ნატალისთან უნდა დარჩეს.ვეკო და ანას წყვილს სასტიკად ვეწინააღმდეგები რადგან ანა მის დას გავს და ამაზრზენი იქნება ეს ყველაფერი.ანას და ალექსანდრეს წყვილი ყველაზე რეალურია რადგან სიყვარული ისეთი გრძნობაა ეგეთ სასტიკ ადამიანებსაც ამარცხებს ისტორიაც უფრო ძლიერი და კარგი გამოვა როცა სიყვარული გატეხს მაგ ურჩხულ კაცს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent