შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოველთვის ვერ გაექცევი გრძნობებს(თავი 9)


3-09-2020, 03:48
ნანახია 1 164

მეგობრობა, შესანიშნავი და ენით გამოუთქმელი გრძნობაა. ეს არის სულის სიმღერა, როდესაც სიტყვების გარეშეც კი ესმის ადამიანს შენი და შეუძლია აგყვეს ამ სიმღერაში. ერთი დიდი მელოდია, რომელსაც მთელი ცხოვრება ვღიღენებთ სიკვდილის კარამდე...
***
-ჰა, ახლა, არ დავიშალეთ?
-რა ხდება ნიკო? გვაგდებ?
-არა ძმაო, რა სისულელა, რა გაგდებ...უბრალოდ ჩემს დედოფალთან მქონდა დემოგრაფიულ კატასტროფებზე სასაუბრო. ნუ, თუ გინდათ დარჩით კაცო. მე არანაირი პრობლემა არ მაქვს.
-წადი შენი! გამო*ირებული!
-ვაიმე, ნიკო-სიცილი აუვარდა ევას-რა იდიოტი ხარ!
-შენს ბიჭს მაინც ვჯობივარ.
-რითი მჯობიხარ ბიჭო?
-თუნდაც ტემპერამენტით, შარმით და ესეც რომ არ იყოს, გინდა რომ ეს გოგო ისე დაბერდეს შენს სითბოს ვერ ეღირსოს?
-რაო?-თვალები დააბრიალა ევამ.
-ჰო, გოგო...რა საინტერესოა, რამდენ ხანს იქნებით მეზობლის ბალღებივით გარიყულები და როდემდე აარიდებთ თავს ერთურთს. აბა შემოგვხედეთ მე და ჩემს ქალს-მარიამ მიუბრუნდა და თავზდ აკოცა-ისწავლეთ რამე!
-ნიკოლოზ, არ ამოგიგდო ახლა ლავიწები!
-უ, გაცეცხლებულიც კი როგორი სექსუალური და მიმზიდველი ხარ, ჩემო დივა!
-ამის გამოსწორება ხომ არ იქნება რა-მობეზრებით თქვა სანდრომ.
-შენ რომ ხარ გამოსწორებული, იმიტომ არ ეთამაშები დღისით მზის სხივებს დაჭერობანას და ღამით მთვარეზე ჩამოკიდებულ საქანელაზე არ ქანაობ...
-ამას რა მეტაფორები აუტყდა?
-ეჰ, ჩემო ევიკო, ამ მეტაფორას მერე მიხვდები, ეს ბლუ კაცი რომ გრძნობებს გაგიმხელს. თუ არ დადნები და ჩამოხმები მანამდე სიბერისგან-გადაიხარხარა ნიკომ, მაგრამ...-უუხ, ამის! მომკლა კაცი ამ ტკივილებმა და ეგ არის.
-ამიტომ მოკეტე და მშვიდად იყავი.
-მე შენს მკლავებში ვიქნები მხოლოდ მშვიდად, ჩემო ფერიავ, ოღონდ თუ მაცდიან ეს გვრიტები სიმშვიდეს.
-უიმე, წავალთ ჰო, წავალთ. რა უზნეო გახდი!
-ევ, შენ ხარ ჩემი გულის პრანჭვა, ხომ იცი? მოდი უნდა გაგსრისო ვითა ჭინჭველა.
სიცილი აუვარდა ოთხივეს.
-იდიოტი ბიჭი ხარ, მაგრამ...
-მაგრამ მაინც გიყვარვარ, ვიცი თბილო.
ევა მივიდა და ჩაეხუტა მარიამს და ნიკოს.
-რა იყო შე*ემა, ახლაც მეზობლის ბავშვივით რას დაეყუდე მანდ. მოდი აქა გიჟო.
ერთი გაიცინა სანდრომ, თავი გააქნია და ევას უთხრა:
-მე გარეთ დაგელოდოდები.-კარი გაიხურა და გავიდა. ევაც გასვლას აპირებდა, თუმცა ნიკომ დააკავა:
-მისმინე, ჩემო სიფრიფანა გოგო, ეგ შენ თუ არ გამოაფხიზლე, ისე სულ მუდოდ დარჩება. მითუმეტეს ახლა...
-ანუ?
-ანუ, შენც ბოთე ხარ. თქვენს შორის სულს ყივილს ვგრძნობ და დავიჯერო თქვენ ამას ოდნავადაც არ განიცდით?
-არ აქვს მნიშვნელობა რას განვიცდი. ამ ეტაპზე, ყველა სახის ურთიერთობას გამოვრიცხავ.
-გოგო, განა ის გითხრა რომ არიქა და ახლავე იზრუნეთ ერის სიმჭიდროვეზეო, უბრალოდ ნუ იხევთ უკანო და ნუ იქცევით პატარა ბავშვებივითო.
-ჩემი ჭკვიანი ცოლი ხარ შენ.
-დავქორწინდით და არ ვიცი?
-მაშ! ასეა გენაცვალე, რომ გამოთვრები და მერე აღარ გახსოვს არაფერი. ყველა ქალი ერთნაირია. სინსილა უნდა ამოვჟუჟო, თქვენი.
-რას ბოდავ ბიჭო?!-გულიანად გაიცინა მარიამმა.
-კარგი, სიცოცხლევ. გამაგიჟა შენმა სიყვარულმა და რას ვამბობ, მეც აღარ ვიცი-გულში ჩაიკრა მარიამი და ევას გაღიმებულ სახეს რომ შეხედა, უთხრა:-შენ რას გვიყურებ ქალო? წადი დროზე. გაძეგლდა ის კაცი იქ.
-ჰო, ჰო...გინახულებთ, მერე.
-თუ გინდა არ გვინახულო და იმუშავეთ, გვრიტებმა.
-ბიჭო-შეუღრინა მარიამმა.
-რა? რა ვთქვი ისეთი? იქნებ ბიზნესის წამოწყება მქონდა მხედველობაში?! რა გარყვნილები ხართ ეს ქალები. სულ ცუდი როგორ გელანდებათ. გადამრევთ...
-ჭკუით იყავი და მარიამს ნერვები არ მოუშალო!
-არის, ქალბატონო!
ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა ბავშვებს და პალატა დატოვა.
-აბა, ჩემო პრინცესა, ჩვენ რა ვიღონოთ ახლა?-ჭინკებმა იწყეს თამაში ნიკოს თვალებში.
-გადაბრუნდი და დაიძინე!
-სად შემიძლია გოგო ამდენი. კაცი ვიშლები ნაწილებად და იქნებ სანამ მრთელი ვარ, მართლა გვეზრუნა დემოგრაფიაზე.
-სულელი...როდის გინდა რომ გაიზარდო?
-შენს გვერდით, მე სულ პატარა და გრძნობისგან გადაფსიხებული თინეიჯერი ბიჭი ვიქნები.
-სწორედ რომ ეგ სიფსიხე მაგიჟებს მე-ნიკოლოზის ბაგეებს დაეწაფა მთელი გრძნობით და მალევე თავი ანება.
-ე, მე მიკეთებ მაგას? ასე უნდა დამტოვო გოგო? არ გეცოდები? სული ამიწიოკდა, შენ თავს გეფიცები.
-მოკეტე და დამაძინე. დავიღალე, მართლა.
-კარგი, ჰო, მაგრამ ერთ დღეს ამას განანებ.
-დაველოდები მაგ ერთ დღეს.
მკერდზე თავი დაადო მარიამმა და ორივეს მორფეოსი წაუძღვა სიზმრების სამყაროში.
განა რამდენია საჭირო ბედნიერებისთვის? ალბათ, თითოეულ ჩვენგანს სურს რომ ბედნიერები ვიყოთ, მაგრამ ვიცით კი რა არის ნამდვილი ბედნიერება, ან როგორი შეიძლება რომ მოვიპოვოთ?
ბედნიერების ზუსტი ფორმულირება, არ არსებობს, რომელიც ყველას მოეგება. ხშირად, ადამიანები შეცდომებს ვუშვებთ. ყოველდღიურ ყოფაში, დეტალებით ტკბობას ვივიწყებთ და ვცდილობთ რთულად მოსაპოვებელ ბედნიერების მწვერვალებს შევეჭიდოთ, იმის იქით ვეღარ ვხედევათ ვერაფერს და სწორედ ამ დროს ვკარგავთ მთავარს. ბედნიერება ხომ წვრილმანებშია და სწორედ ეს წვრილმანები ქმნიან რაღაც დიდს, რომელიც საბოლოოდ ფესვებს იდგამს ჩვენს გულში და სამუდამოდ იმკვიდრებს ადგილს.

***
-აბა, წავედით?
-არა, იყოს, ტაქსის გამოვიძახებ და...
-ევა, გთხოვ. ნუ იქცევი ბავშვივით. უბრალოდ სახლამდე მიგიყვან.
-ჰო, კარგი.
ჩასხდნენ მანქანაში და მიუყვებოდნენ გრძელ გზას. მანქანაში გამეფებული სიჩუმე, სიმღერის ხმამ დაარღვია. თითქოს, სიმღერაც კი მათი გულის სათქმელს ამბობდა:
So, before you go, was there something I could’ve said to make heart beat better?...
ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა ხოლმე. ხანდახან, უბრალოდ დროის მსვლელობას უნდა მივენდოთ, რომ ის ფაქტები, რაც ისედაც არსებობს და რეალურია, უფრო გაღვივდეს, წარმოჩნდეს და საბოლოოდ გამყარდეს. ყველაზე მტკივნეული და რთული, უპასუხოდ დარჩენილი გრძნობებია. სიყვარული, იმდენად მრავალფეროვანი გრძნობაა, მისი შეცნობა რთულია, ძალიან რთულია. მაგრამ იცით მთავარი რა არის? მთავარია გავცეთ ეს სიყვარული მთელი გულით და ვიყოთ მადლიერნი, რომ ჩვენც მივიღეთ საპასუხო გრძნობები. სიყვარული-ეს ხომ სინათლეა, გულის ნათებაა, რომელიც ყველაზე საუკეთესო რამ არის, რაც კი შეგვიძლია რომ ერთმანეთს მივუძღვნათ...

-ევა...
-გისმენ.
-იქნებ ცოტა ხანს გაგვესეირნა?
-ახლა?
-ჰო. ერთ ადგილას მინდა წაგიყვანო და ერთი ვიღაც გაგაცნო.
-ვინ?
-წავიდეთ?
-კარგი.
სანდრომ, იმ ხიდზე მიიყვანა ევა, სადაც მოხუცს გადაეყარა და რა თქმა უნდა, ის მოხუცი, ისევ იქ დახვდა.
-გამარჯობა, ბაბუ-მიესალმა მოხუცს, რომელიც შორეულ სივრცეს გაჰყურებდა თვალებდახუჭული.
-ჩემო ბიჭო-გახედა, როგორც კი ხმა გაიგო-გამიხარდ შენი ისევ ხილვა.-თბილად გადაეხვია სანდროს.-ბაბუ, ეს მშვენიერი გოგონა ვინ არის?
-ეს...
-ჰო, გასაგებია. ახლანდელი ახალგაზრდობა, ძალიან აჭიანურებთ ამ სიყვარულის საკითხებს. ჩემ დროს, გიყვარდა გოგო? მოჰკიდებდი ხელს და მიგყავდა. სად იყო ამდენი მატრაკვეცობა ადრე?! არ იყო გენაცვალე. ახლა ყველაფერი თუ დრამად არ აქციეთ, ისე სიყვარული როგორა იქნება?!
-გყვარებიათ. ასეა, არა?!-მიმართა ევამ.
-კი ბაბუ, მყვარებია, თანაც როგორ...ჩემი ანგელოზი იყო, მაგრამ ღმერთმა ძალიან ნაადრევად წამართვა მისი თავი. ეჰ, არ მინდა ახლა ჩემს ტრაგიკულ ცხოვრებაზე საუბარი. თქვენზე მომიყევით...
-ჩვენ უბრალოდ-დაიწყო სანდრომ-უბრალოდ...
-უბრალოდ რა, ბაბუ? სიყვარულსა მალვა კი უნდა, მაგრამ სულ რომ სადღაც ჯურღმულში გამოჰკეტოთ და არ გამოუშვათ, ეგრეც არ ივარგებს. დამიჯერეთ ბაბუ, სიცოცხლე არ იმდენად ხანგრძლივია, რომ ასე ერთმანეთისგან შორს იყოთ. მომენტით უნდა დატკბეთ, სადაც მხოლოდ თქვენ ორნი ხართ და არავის სხვა. დრო ისე გავა, ვერც კი შეაჩნევთ და საბოლოოდ, მე დამემსგავსებით-ტკივილნარევი ღიმილი გამოესახა მოხუცს სახეზე.-გაითვალისწინეთ ჩემი რჩევა, აჩუქეთ ერთმანეთს სიყავრული და მიხვდებით, თუ როგორი ძლიერები ვართ ადამიანები, რომ ეს გრძნობა ჩვენ გვაქვს და რაც მთავარია, ვინმე სხვასთან გვაკავშირებს...
სამივე გაჩუმდა. თითქოს ამ სიჩუმით ამბობენო იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემენ. ცას აშკარად ეტყობოდა სევდის ფერი. სევდისფერი იყო სამყარო, თანაც იმდენად, რომ სიტყვებიც კი ზედმეტია მის ასაღწერად. სევდისფერ სამყაროში, კვდებიან ფიქრები და ნაფიქრვს არ აძლევებ ნებას, გარეთ გამოღწევისა. შიგნით იმარხებიან და სწორედ ამ დროს, სევდისფერი სამყარო ყელში გწვდება და თავის ბოროტ მარწუხებში გიქცევს, ისე რომ ვერასოდეს იპოვი ხსნას მისგან. სევდანარევია სევდისფერი სამყარო...!
ნაცრისფრად შეიღება ზეცა და ცხადი იყო, რომ წვიმას აპირებდა. ცოტა ხანში, გამართლდა კიდევაც და დედამიწა ცრემლებმა დაფარეს. ქუჩაში, მხოლოდ სამი ადამიანი იყო. სამივეს ერთი რამ აერთიანებდა...სიყვარული, გრძნობა, რომელიც უკვდავია.



№1 სტუმარი ყველაზე საყვარელი ფიფქუჩი

და რათქმაუნდა ისევ პირველი ვარ ნოემრო პირველო))
გილოცავ მუზის გაძლიერებას.
ვამაყობ შენით heart_eyes

 


№2 სტუმარი სტუმარი ანმეე

აი პროსტა ხო ვთქვი პრეტენზია არ მაქ პირველობაზეთქო...მარა რო ამახვილებს ყურადღებას ამ პირველობაზე ნერვები მეთხრება რააა unamused unamused

მიხარია ახალი თავი ტკბილო kissing_heart
მარიამზე და ნიკოზე ვგიჟდები ყველაფერს ვფიცავარ laughing laughing
წარმატებები heart_eyes heart_eyes

 


ყველაზე საყვარელი ფიფქუჩი
და რათქმაუნდა ისევ პირველი ვარ ნოემრო პირველო))
გილოცავ მუზის გაძლიერებას.
ვამაყობ შენით heart_eyes

ბბდ))) ალავუ❤️

სტუმარი ანმეე
აი პროსტა ხო ვთქვი პრეტენზია არ მაქ პირველობაზეთქო...მარა რო ამახვილებს ყურადღებას ამ პირველობაზე ნერვები მეთხრება რააა unamused unamused

მიხარია ახალი თავი ტკბილო kissing_heart
მარიამზე და ნიკოზე ვგიჟდები ყველაფერს ვფიცავარ laughing laughing
წარმატებები heart_eyes heart_eyes

ტყუპს, მამკოა და ნუ გიკვრის:დდ მადლობა, ჩემო ტკბილუნა❤️❤️❤️????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent