შურისძიებაში ნაპოვნი სიკეთე (თავი მერვე)
მეორე დღეს, ალექსი 2საათით გავიდა სახლიდან, ნურისთან შესახვედრად.. როდესაც დანიშნულების ადგილზე მივიდა, მონატრებულმა ნურიმ, გადაწყვიტა გადახვეოდა, მას.. ალექსიმ კი სტაცა ნურის საყელოში ხელები, და კედელზე მიანარცხა... ეს რა დღეში ჩამაგდე... შე... ხუჭუჭ თმიანო, ოთხ თვალა ბუ, რატომ მომიწყე ეს მასკარადი, მე უბრალოდ გთხოვე, გამირკვია.. სეხეს საცხოვრებელი, შენ კი მცველად გამიშვი მის შვილთან, და ის ისეთი დაუცველი, და სუფთა ბავშვია, რომ სინდისი მქენჯნის... როგორ გავუქრო ამ ბავშს მამა, როდესაც ვიცი რასაც ნიშნავსშ მამის დაკარგვა, მეორეს მხრივ, ზიბრაზე ისე მახრჩობს, რომ ერთი სული მაქვს, როდის გამოვასალმო სიცოცხლეს ეგ არაკაცი. დამშვიდდი.. ალექსი ძალიან გთოვ, გამიშვი ხელი თორემ ვეღარ ვსუნთქავ... მშვიდად ვილაპარაკოთ გთხოვ,... ალექსი უშვებს ხელს, ნურის და იქვე ქვაზე ჯდება, ნურიმ კი გაისწორა საყელო, და ცდილობს აუხსნას ალექსის მისი ჩანაფიქრი, ვიცი რომ ვერ ისვენებ, და ისიც ვიცი რომ რთულია თავი შეიკავო.. როდესაც მამის მკვლელს ხედავ, ვიცი... მაგრამ შენ რომ მას, ასე მივარდნილიყავი და მოგეკლა, შენი დაჭერა მომიწევდა.. ნუ გავიწყდება რომ მე, ვიცავ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს... და სამართალს, ამ სიტყვებმა ალექსი მეტად ააღელვა, და შეურაწყოფა მიაყენა ნურის, სამართალი? სად არის სამართალი? ვის აქვს სამართალი? მიმიფურთხებია შენი სამართლიანობისთვის... ახლა ისეთ დღეში მაქვს ნერვები, რომ შენც მიგაკლავ, იმ ნაძირალასთან ერთად. ნური კვლავ ცდილობს ალექსის დამშვიდებას, მაპატიე სხვანაირად გამომივიდა, მე არ ვამბობ რომ სეხეს ვიცავ, უბრალოდ მე არ მინდა რომ შენ გისოსებში გნახო, ყველაფერს დრო და ადგილი სჭირდება, სწორი მომენტის შერჩევა... სულ ცოტაც მოითმინე, და დადგება ის დრო, და წუთი, როდესაც საკადრის პასუხს გასცემ, სეხეს თანაც ისე რომ, ალიბი გქონდეს... ცოტაც დამაცადე ალექსი, და პირობას გაძლევ, ყველაფერს იმაზე მალე დაასრულებ, ვიდრე ფიქრობ. ახლა კი გთხოვ თითო ჭიქა დავლიოთ, მომენატრა შენთან სმა და საუბარი... ალექსიმ შეთავაზებაზე უარი განუცხადა, არა ნური.. მაპატიე მაგრამ, ახლა არაფერი არ შემიძლია.. ძალიან ვარ განერვიულებული, უმჯობესია.. სამსახურში დავბრუნდე, და საქმეს მივხედო. ნურიმ დამწუხრებულმა გაუწოდა ხელი და დაემშვიდობა მას დროებით, კარგი რა გაეწყობა... აბა შენ იცი გამაგრდი, მე ამ დღეებში გესტუმრებით, რამოდენიმე დღეში, სეხე წვეულებას აწყობს.. უამრავ გავლენიან ბიზმესმენს პატიჟებს, ჩემამდე მოვიდა ამბავი, და მე გოჩამ მომიგვარა ეგ საქმე რომ მეც ვიყო მანდ, ასე რომ შეხვედრამდე, და თავს გაუფრთხილდი... ალექსი სწრაფად მობრუნდა სეხეს სახლისკენ, და ნიკას ოთახში შეაკითხა, ის კი ხატვით იყო დაკავებული,.. ამჟამად, რას ხატავ ნიკა?, ეკითება ალექსი, ნიკა კი პასუხობს,. ჯერ ვერ გაჩვენებ რომ დავასრულებ აუცილებლად გაჩუქებ, ეს ჩემგან იქნება შენი საჩუქარი, ჩემი საუკეთესო მეგობრის, ალექსის ძალიან გაუხარდა, და ნიკას მადლობა გადაუხადა, თან დაამატა რომ, მას ძალიან აინტერესებდა, ნახატი და მოუთმენლად, ელოდა იმ დღეს როდესაც მას ნიკა გადასცემდა, კარგი... ახლა სად გინდა რომ წავიდეთ? დღეს არსად, დღეს ჯობია დავისვენოთ.. და შენზე მომიყვე, პასუხობს ნიკა,.. ჩემზე? ჩემზე რა მოგიყვე? ეკითხება ალექსი,.. როგორ ცხოვრობ, საყვარელი ადამიანი თუ გყავს, რას საქმიანობდი აქამდე, რა გეგმები გაქვს მომავალში?.. ალექსი პასუხობს მე თბილისში ვცხოვრობ, საყვარელი ადამიანიც... მყავს რომელიც მელოდება.. რომ ჩავალ თბილისში, მაშინვე ცოლად სევირთავ, ისედაც მოვაკელი დრო, ჩემი საქმეებით.. ძირითადად უმუშევარი ვიყავი, ახლა კი აქ ვმუშაობ, სხვა გეგმები ჯერ ჯერობით არ მაქვს... ნიკამ თავი მაღლა ასწია, და ამაღელვებლად ჰკითხა ალექსის,.. და აქედან წასვლას როდის აპირებ? ალექსი ამ შეკითვამ ძალიან ააღელვა და დაამწუხრა,.. მაგრამ მაინც დამწუხრებული იმედის მომცემი ტონით უპასუხა, როდესაც წავალ შენც თან წაგიყვან, ნუ დარდობ... ჩემ საცოლეს ჩემ დას-დიშვილებს და სიძესაც გაგაცნობ,.. ნიკამ გახარებულმა ჰკითხა, მართლა? ძალიან მიხარია... მაგრამ მამა? მამას ვთხოვთ, რომ გამოგიშვას ცოტახნით.. შენც ხან აქ იქნები ხან მე მესტუმრები... მადლობა ალექს, ნიკამ მადლობის ნიშნად ალექსის მხარზე ხელი დაადო,.. და თხოვნით მიმართა მას,.. ალექს შეიძლება?.. სახეზე ხელით შეგეხო? მაინტერესებს როგორი ხარ.. ალექსიმ თანხმობა განუცხადა, და დართო ნება შეხებოდა ხელით ნიკა სახეზე მას, ძალიან მშვიდი სახე გაქვს.. მაგრამ რაღაც მაინც არ გასვენებს.. ასე ვგრძნობ რომ სულ ბედნიერი არ უნდა იყო, რაღაც გაწუხებს რომელსაც ვერ ამხელ... ალექსი ძალიან აღელდა, და ნიკას უხესად უბრძანა.. რომ ახავე შეეწყვიტა ეს მკითხაობა, და ეს ხმა მაღალი ხმით მოუვიდა,.. რის შედეგადაც ნიკა სახეზე გაფითრდა... და მისმა გულის ჯგერამ, და სუნთქვამ აჩქარება დაიწყო,.. ეს მოესმა სეხეს, და განრისხებული შევარდა ნიკას ოთახში,.. კარები წიხლით შეახო და ალექსის პისტოლეტი დაადო შუბლზე, და კითხულობს თუ რა მოხდა,.. და რატომ იყო ყვირილის ხმა?,. ალექსი თვალს თვალში ისე უსწორებს სეხეს არც კი ახამხამებს,. ნიკამ კი სეხეს უპასუხა,.. არაფერი მამა უბრალოდ ვთამაშობდით და ვერთობოდით ასე.. სეხემ უხესად ჰკრა ხელი ოდნავ ალექსის, და ოთახიდან გავიდა,.. ბოდიშს გიხდი ნიკა, არ მინდოდა შენი წყენინება.. მაპატიე, უბრალოდ, მე მამა მომიკვდა და ეს გამახსენდა,.. არ მინდოდა სენი წყენინება მართლა,.. არაუშავს, ალექს, მესმის შენი,.. არ მწყენია, პასუხობს ნიკა,, ალექსი კი ეკითხება ნიკას,. ახლა რა ვქნათ? სადმე წასვლა ხომ არ გინდა?, არა ახლა უნდა დავხატო შენ შეგიძლია დაისვენო,. პასუხობს ნიკა,.. ალექსიც ცოტახნით სამზარეულოში, შევიდა წყლის დასალევად, მასთან მივიდნენ მცველები და ერთ ერთი ირონიულად ცდილობს დაამციროს ალექსი,.. რაო მაგარო ბიჭო.. დაგსაჯა დავითამ? შენი ცემაც დაიწყო.. ჯერ სად ხარ, სულ მალე მისი პატარა ძაღლი გახდები, მცველები დასცინიან ალექსის, ალექსი კი ერთ ერთს მოუწოდებს, რომ მას უბრალოდ თავი დაანებოს.. ისიც არ ეშვება და კვლავ აგრელებს მის გამოწვევას, ალექსიმ ქუსლი ტერფში ძლიერად ჩაარტყა, რის შედეგადაც, მცველმა ყვირილი მორთო, და ფეხზე ხელი მოიკიდა, ალექსიმ კი ხელის კვრით მოიშორა ადგილიდან, ამის დანახვისას მოერე მცველმა ალექსის, მარჯვენა მაჯაზე ჩაავლო ხელი, ალექსიმ კი მისი მარჯვენა, მოხრილი იდაყვი.. სწრაფად გადაატარა მცველის მაჯაზე.. რომლითაც უჭერდა ხელს, და შემდეგ მარცხნიდან უკან მოქნევით, იდაყვი დაარტყა სახის არეში,.. რის შედეგადაც მცველი უკან გადავარდა, შემდეგ კვლავ ერთ ერთმა მცველმა ორივე ,ხელი ჩაავლო ყელში, და კედელთან მიაბჯინა, ალექსიმ სწრაფად ორივე მუშტი, ცერად დაარტყა ნეკნებში ერთ დროულად, და მალევე ორივე მუშტი, აარტყა ქვემოდან ზემოდ აქნევით, ქვემოთა მკლავებში,.. რის შედეგადაც მცველმა ხელები მოაშორა ალექსის ყელიდან, და ბოლოს მარჯვენა მუშტი, დაარტყა მოკლე მოქნევით სწრაფად, მარჯვნიდან მარცხნივ, სახის არეში, მცველი უგონოდ გვერდით გადავარდა, უეცრად შემდეგმა მცველმა, სამზარეულოს დანა მოუქნია ალექსის, მან კი აიცილა, შემდეგ პირდაპირ გაემართა მცველი დანით, ალექსიმ კი ორივე ხელით დაუჭირა მაჯა, რომელშიც დანა ეჭირა ხელში, და უკან გააწევინა შემდეგ მარჯვენა იდაყვი მარცხნიდან მარჯვენა მიმართულებით დაარტყა სახის არეში, და მარცხნივ გადაუხარა ხელი, ასე გამოსტაცა დანა ხელიდან.. და ხელის კვრით მოიშორა, დანა კი შორს მოისროლა, საბრძოლო დგომში დადგა, რადგან კიდევ მოიგერიოს მცველები, მაგრამ სამზარეულოში ყვირილის ხმა გაისმა და ყველამ დაინახა საავადმყოფოდან დაბრუნებული გოჩა, რომლის დანახვაც, ისე გაუხარდათ რომ სულ გადაავიწყდათ, დაპირისპირება. გოჩა დაბრუნდა, ბიჭებო შეხედეთ.. როგორ მოგვენატრე,.. ალექსიმ მიესალმა გოჩას, რის შემდეგაც დატოვა სამზარეულო.. მშვიდად, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ამასობაში, ერთი კვირა გავიდა, სულ მალე სეხე წვეულებას გამართავს სახლში, მანამდე.. მიკამ დაასრულა მისი ნახატი, და ალექსი დაიბარა მის ოთახში,.. შეიზლება შემოვიდე? მოსამსახურემ მითრა რომ მეძახდი.. რაიმე ხომ არ გჭირდება? ეკითხება ალექსი ნიკას, არა შენთვის როგორც დაგპირდი, საჩუქარი მაქვს.. მზად ხარ?... კი რა თქმა მაჩვენე, ნიკამ შეატრიალა ნახატი ალექსისკენ, ეს შენ ხარ... შენ ხარ ზღვა,. რომელიც ძალიან მშვიდია.. მაგრამ ღელავს, რადგან მას არავინ უსვამს ხელს რომ დაამსვიდოს, შენ არ გყოლია საუკეთესო მეგობარი,. შენმა კეთილმა ხასიათმა მოგიყვანა ჩემამდე, და მე გავიჩინე შენით საუკეთესო, მეგობარი... მე შენ გენდობი, ისე როგორც ჩემ ღვიძლ ძმას, მე შევიძინე შენი სახით ძმა რომელიც არასდროს არ მყოლია. ამის გაგონებისას, ალექსის სუნთქვა შეეკრა და სთხოვა ნიკას რომ მას წყალი სწყუროდა, და მალე დაბრუნდებოდა. ის საპირფარეშოში შევიდა წყალი მოუშვა და ატირდა,.. რატომ ღმერთო.. რატომ? რატომ მომექეცი ასე? მე ხომ აქ ჩემი მისია მაქვს.. როგორ მოვიქცე ახლა? ამასობაში ალექსი დამშვიდდა, ნიკასთან ოთახში შევიდა, და მადლობის ნისნად მას გადაეხვია. გავიდა რამოდენიმე დღე.. სეხეს სახლში წვეულება იმართება, მან მოიწვია უამრავი მდიდარი სტუმარი,.. ალექსის მისი მეგობარი ნური მიესალმა და მის გვერდით დადგა,.. სეხე სიტყვით გამოდის სტუმრებთან,.. დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის... ვინც აქ ვდგავართ ერთად.. ყველანი ღირსეული პატივ საცემი პიროვნებები ვართ, ხოლო ვინც არა ისინი აქ წვანან ჩვენს ფეხებთან, ხომ ასეა? ამ დღეს მათაც მივცეთ გართობის უფლება, ძვლები დავუყაროთ და ითამაშონ, სტუმრები სეხეს სიტყვებმა გაამხიარულა და გააცინა, წვეულებას კი დაიწყო მუსიკის ფონზე,.. ალექსი განრისხებული მიიწევს სეხესთან, მაგრამ მას სწრაფად მოხვია ხელი ნურიმ და ადგილიდან გაარიდა, დამშვიდდი ალექს დამშვიდდი,.. ახლა არა ოღონდ ახლა არ გინდა... დამშვიდდი ძალიან გთხოვ, ნურიმ ალექსი დაამშვიდა, მიუთითა რომ.. დაბრუნებულიყო, წვეულებაზე. ასეც მოიქცა დიდხანს აკვირდებოდა ალექსი სეხეს, შემდეგ შენიშნა რომ, მან დატოვა ადგილი დორებით და კიბეზე ავიდა, ალექსიც ფრთხილად დაედევნა, შემდეგ მან ოთახისკენ გასასვლელი გრძელი დერეფანი გაიარა, და მისი კაბინეტის კარს მიუახლოვდა, ალექსი ნელ ნელა უმატებს ნაბიჯებს, კაბურიდან იარაღი ამოიღო, და სეხეს დაუმიზნა, უეცრად სეხე შემოტრიალდა ალექისკენ, გაუღიმა მას, თავი ოდნავ მარჯვნივ გადახარა.. და ამ დროს, ალექსიმ კეფაში, მძიმე ტკივილი იგრძნო, და გონება დაკარგა.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.