შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი სასჯელი ხარ (13 თავი)


5-09-2020, 19:21
ავტორი ნეაკო
ნანახია 2 841

ანა მაშინვე მოწყდა თორნიკეს ტუჩებს და თვალებში ჩააცქერდა, ძალიან დაიძაბა ბიჭი მისი შეშინებული და დაბნეული მზერის გამო, ამიტომ რამდენიმე ნაბიჯით უკან გადადგა
-მაპატიე თავი ვერ შევიკავე-თორნიკემ მზერა ვერ გაუსწორა და იატაკს დააცქერდა
-ჩემთან მოკარება აღარ გაბედო-ანას უცნაური ტონის გამო თორნიკემ შეხედა თვალებში და გაბრაზებულმა ხელები მომუშტა ბრაზისგან
-ასე საშინლად იმოქმედა შენზე ჩემმა
შეხებამ?-ხმას ვეღარ აკონტროლებდა მოწოლილი მრისხანებისგან
-თავი დამანებე-ანამ სცადა გვერდი აევლო და ოთახიდან გასულიყო მაგრამ თორნიკემ მკლავში უხეშად წაავლო ხელი და თავისკენ მოქაჩა დაძაბული გოგონა
-შემომხედე-თაქტიურად უბრძანა თავდახრილ გოგონას, ანამ თავი ასწია და თავლებში ჩააცქერდა თორნიკეს -რა იგრძენი?-თორნიკემ ხელი გაუშვა და მზერა აარიდა
-არაფერი-გულწრფელად უთხრა ანამ
-არაფერი-გაიმეორა თორნიკემ დანანებით
-თორნიკე თავი დამანებე გთხოვ-ანა გაბრაზდა მის ქცევაზე
-ვეკოს შეხებისას რას გრძნობ?-ვერ მოთოკა ემოციები გაცეცხლებულმა ბიჭმა
-ეგ შენ არ გეხება
-მეხება და თან ძალიან-დაუყვირა მწყობრიდან გამოსულმა -გიყვარს?
-თავს ზედმეტის უფლებას აძლევ-უთხრა ანამ და კვლავ გვერდის ავლა სცადა, თუმცა თორნიკემ წინ გადაეღობა
-კითხვა დაგისვი-სახე დაებრიცა ბრაზისგან
-უკვე გიპასუხე-ანამ კვლავ გაუსწორა მზერა
-კი თუ არა-თორნიკემ თვალები დახუჭა და კვლავ ხელები მომუშტა მოწოლილი აგრესიის დასაოკებლად
-არვიცი-დაუყვირა ანამ და გვერდით ჩაუარა ისე რომ მხარი გაკრა ბიჭს.
გაცოფებული ალექსანდრემ ყველაფერი დალეწა რაცკი ხელში მოხვდა, იქამდე გრძელდებოდა ეს საშინელება სანამ ლაშა არ შევიდა მის კაბინეტში
-რა გაარკვიე?-შეანათა მეგობარს მღვრიე თვალები
-თორნიკემ წაიყვანა, ხომ გეუბნებოდი მაგ . გარდა ვერავინ გაბედავდათქო
-ესეიგი ეგ ნაბიჭვარ. იყო-ალექსანდე რავარძელში ჩაეშვა და ვისკის ბოთლს დაწვდა რომელიც უკვე ნახევრად დაცლილი ქონდა
-ვიპოვით ნუ ღელავ
-უნდა მოვკლა ეგ სირ. -დაიღრინა ალექსანდრემ და ბოთლი მოიყუდა
-არ შეიძლება, ისე მოვუგვარებთ
-გადააჭარბა გამომძიებლის მოვალეობებს
-როგორც შენ გადააჭარბე ანასთან ურთიერთობაში ზღვარს ისე მაგ სირ.ა-დაუღრინა ლაშამ და სავარძელში ჩაეშვა თავადაც
-გგონია სხვა ინტერესი აქვს ანას მიმართ?
-ეჭვი გეპარება?-დაუღრინა ლაშამ, გადაიხარა ალექსისკენ და ბოთლი აართვა ხელიდან და მოიყუდა
-ესეიგი უნდა რომ გოგო ამახიოს-გაეცინა ალექსანდრეს
-როგორც ვეკოს სურდა-გაუცინა ლაშამ და შავი თვალები მიაბჯინა მის ალეწილ სახეს
-ორივე იპოვე და აქ მომიყვანე
-ანას რომ შეეშვა არა? რა გგონია ვერ გაიგებს ვერასდროს რომ გიგი ჩვენ გამოვასალმეთ სიცოცხლეს?
-ამ თემაზე საუბარს კიარა ფიქრსაც გიკრძალავ
-მე ამიკრძალავ მაგრამ შენს ძმას რაა უზავ? უკვე დარწმუნებულია რომ ეს ჩვენ ჩავიდინეთ, როგორ გგონია ამ სიტუაციიდან თავის დასახწევად რაზე წავლენ? ის და ვახტანგი?
- ყველაფერი საერთოდ მთავარია ანა ჩემი გახდეს
-ერთი ღამისთვის თუ გინდოდა ამის გაკეთება ხომ ყოველთვის შეგეძლო?
-ვერავინ გაიგებთ გესმის? ვერასდროს გაიგებთ...
-ალექს ატყობ რომ ამ გოგოს მიმართ შენი ქცევები არაადეკვატური გახდა? ვაბშე და რა გინდა მისგან?
-არვიცი-მხრები აიჩეჩა და სიგარეტს მოუკიდა
-მარიანას გამო გადაეკიდე თუ გიგის გამო? ორივე შემთხვევაში სინდისის ქენჯნა გტანჯავს ხომ ასეა?
-გგონია რომ სინდისის ქენჯნა მტანჯავს?- გაეცინა გულწრფელად -გგინია ისეთ ადამიანს როგორადაც მე მაქციეს რამე ადამიანური გრძნობები ასწავლეს რომ გააჩნდეს?
-რომ ვიპოვით რას აპირებ?-ლაშა კვლავ თვალებში ჩააცქერდა მეგობარს
-იმას რაც აქამდე უნდა გამეკეთებინა-დაიღრინა ალექსანდრემ და ჩამნწვარი სიგარეტის ნარჩენი საფერფლეში ჩააჭყლიტა.
ანა აივანზე იდგა და სივრცეს გაუშტერა თვალი, შწკრთა როცა თორნიკე მის გვერდით დადგა
-აქედან როდის მივდივართ?-არ შეუხედია მისთვის ისე კითხა
-როცა გინდა-მხრები აიჩეჩა ბიჭმა -მაგრამ გაითვალისწინე რომ შენს სახლში არ დაბრუნდები
-მაშინ მამიდაჩემთან გადავალ-თავისთვის თქვა ანამ
-უკვე გითხარი რომ ჩემთან სახლში დარჩები
-არ დავრჩები
-ნუ გეშინი არაფერს დაგიშავებ-თორნიკეს ამ სიტყვებზე ანა გაცეცხლდა და მაშინვე მიაბჯინა ცისფერი უძირო თვალები დაღვრემი ბიჭს
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ თორნიკე
-ანა მგონი ვერ აცნობიერებ რა ხდება
-მართლა? რას ვერ ვაცნობიერებ? იმას რომ კრიმინალს და გამომძიებელს შევუყვარდი თუ რა ჯანდაბაა ვერ გავიგე და ერთმანეთს ჩენსგამო დაუპირისპირდნენ? თუ ის ვერ გავიგე რომ ორივე მაიძულებთ გავაკეთო ის რაც გსურთ?
-ანა მე რომ არა ახლა ალექსანდრეს კახპა იქნებოდი -მიახალა თორნიმემ მისი სიტყვებით გაღიზიანებულმა რასაც მოყვა ანას გაგიჟება რომელმაც სახეში გაარტყა ხელი და უმალ ცრემლები გადმოსცვივდა, კარგახანს ერთმანეთს უყურებდნენ თვალებში ბრაზით და მრისხანებით, ბოლოს ანამ ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს და სახლში შევარდა, კარი გააღო და ეზოში გავარდა ატირებული თორნიკე უკან გაეკიდა
-ანა -დაუძახა წინ მიმავალ გოგონას, რომელსაც რეაქცია არ ქონდა მის დაძახებაზე -ანა არ მინდოდა ამის თქმა-თორნიკე დაეწია სწრაფი ნაბიჯით მიმავალ გოგონას ქუჩაში და მიყვა გვერით -ანა ძალიან ვწუხვარ
-შენ ფიქრობ რომ...-ანამ შეხედა ცრემლიანი თვალებით და ხმა ჩაუწყდა
-არ ვფიქრობ-თორნიკეს გული საშინლად ეტკინა ანას ცრემლების დანახვისას
-გგონია რომ მე დავუშვებდი რომ ის შემხებოდა?
-ანა მაპატიე გთხოვ, ასე არ ვფიქრობ
-გგონია რომ შემიძლია ნებისმიერ ჩავუწვე?
-ანა არ მგონია
-თორნიკე მინდა რომ გიგის საქმეს შეეშვა და მეც თავი დამანებო
-ანა-თორნიმე გაბრაზდა
-ეს საქმე გრძნობებამდე დავიდა, ორივე ჩამსგამო აკეთებთ ამ ყველაფერს, ვერ დავუშვებ რომ რამე მოხდეს
-ანა სისულელებს ნუ ლაპარაკობ-თორნიკე ანას სიტყვებმა გააღიზიანა
-დღესვე მოვითხოვ რომ ამ საქმეს ჩამოგაცილონ
-ანა ნუ სულელობ-თორნიკე გაცეცხლდა
-ის თავზეხელაღებული ნაბიჭვარ.ა ვიცი რომ არც შენ დაგინდობს და არც ვეკოს დაანებებს თავს, იმიტომ რომ ორივე მე და მის ბინძურ საქმეებს უკავშირდებით, მაგრამ მისთვის ამ შენთხვევაში მე ვიქნები მიზეზი რომ რამე დაგიშავოთ
-ანა შენი დაცვა არ მჭირდება-უყვირა მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა -მე გამომძიებელი ვარ, ვეკო არ ვარ რომ ასე მარტივად რამე დამიშავონ
-მაგრამ სიცოცხლეს მაინც რისკავ ხომ ასეა? და ამას ჩემსგამო აკეთებ-ამოიტირა ანამ -არა გესმის უფლებას არ მოგცემთ არც შენ და არც ვეკოს მას ჩემსგამო დაუპირისპირდეთ
-რას იზავ? მას ერთადერთი ის სურვილი აქვს რომ მისი გახდე, მასთან წახვალ? ჩვენ თუ არ დაგეხმარებით ამას ძალით იზავს, ან გაიძულებს როგორც გუშინ
-მისი არასოდეს გავხდები
-ჩვენ თუ უფლებას არ მოგვცემ ვინ დაგიცავს მისგან? როგორ შეეწინააღმდეგები?
-მოვკლავ-ამოიყვირა ანამ და ტირილი შეწყვიტა
-გგონია ასე მარტივია? გგონია შეძლებ რომ ადამიანი მოკლა? გგონია ასე იოლია ეს?-მიუახლოვდა ანას და დაუღრიალა -გგონია შეძლებ შუბლზე იარაღი მიაბჯინო და სახლეტს გამოკრა?
-თორნიკე -ანამ ამოიბლუდუნა მისი სახელი და ცრემლები მოაწვა კვლავ
-ამ სისულელეზე ფიქრს ჯობია დამშვიდდე აზრზე მოხვიდე და გააკეთო ის რასაც გეუბნები
-არ შემიძლია-ამოიტირა ანამ -არ მინდა ჩემსგამო რამე დაგემართოს
-არ დამემართება
-თორნიკე შენ მათ არ იცნობ ისინი ყველაფერზე წავლენ
-ანა თუ გგონია რომ დამარწმუნებ მაგ სისულელეში ძალიან ცდები, ამ საქმეს არ შევეშვები და მითუმეტეს შენ არ მიგატოვებ... მის პირისპირ მარტოს არ დაგტოვებ და თუ სასხლეტზე თითის გამოკვრა იქნება საჭირო ამას მე გავაკეთებ და არა შენ გასაგებია?-უთხრა მკაცრი ტონით და თვალებში ჩააცქერდა სახეალეწილ გოგონას რომელმაცვთავი დახარა და ცრემლები გადმოსცვივდა კვლავ, თორნიკემ ვეღარ გაუძლო და გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა, ანას წინააღმდეგობა არ გაუწევია მისთვის და უფრო მეტად მიიკრო სხეულზე სიფრიფანა სხეული თორნიკემ რომელსაც გულმა გამალებით დაუწყო ცემა მისი სიახლოვით გამოწვეული ბედნიერების გამო, კარგახანს იდგენენ ასე, ანა ოდნავ დამშვიდდა და აზრზე მოვიდა, ამიტომ უკან დაიხია და სახლისაკენ წავიდა, თორნიკე მიყვა შორიახლოს. ანა ეზოში სკამზე დაჯდა და დამავალ მზეს გაუშტერა თვალი რომლის მკრთალი სზივები ნაზად იღვრებოდა მის სახეზე, თორნიკესც გვერდით მიუჯდა და ანას მიაჩერდა
-რაზე ფიქრობ?-კითხა ხმადაბლა, გოგონამ მაშინვე მას შეხედა და შეანათა ცისფერი თვალები
-შენზე-უთხრა თამამად
-რას?-თორნიკე ვერ მალავდა ანას პასუხით გამოწვეულ ბედნიერებას
-იმას რომ ამ საქმეში ზედმეტად ღრმად შეტოპე ჩემსგამო და არ მინდა რამე დაგიშავონ
-ანა ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა გესმის? მე ასე მსურს და ასე მინდა
-თორნიკე-ანას ხმა ჩაუვარდა -გთხოვ
-ანა -თორნიკე ხვდებოდა რომ ვერ დაარწმუნა ჯერ ისევ -არ გაბედო და არაფერი მოიმოქმედო მარტომ, მითუმეტეს თავიდან ამოიგდე ის აზრი რომ შეიძლება მოკლა ან თავი მოიკლა
-კარგიყალბად უთხრა და თვალი აარიდა.
თორნიკე მთელი ღამე დაძაბული იყო, ფიქრობდა რომ ანა ჯერ ისევ არ ენდობოდა ან ეშინოდა მისგამო რამე არ მოსვლოდა და ხვდებოდა რომ ანა არ დაემორჩილებოდა, არ დაუჯერებდა, მარტო იმოქმედებდა და ასეც მოხდა, შუაღამისას ძილმა წაართავ თავი და მალევე დაფეთებულს გამოეღვიძა, მაშინვე ანას ოთახისაკენ გასწია და კარზე დააკაკუნა, ანა არ გამოეხმიანა
-ანა-უხეშად დაარტყა კარს ხელი -ანა ხმა
გამეცი-მაგრამ ამაოდ-იცოდე კარს ვაღებ-იყვირა და სახელური დაქაჩა მაგრამ კარი შიგნიდან დაკეტილი აღმოჩნდა -ანა ჯანდაბა-იყვირა გაცოფებულმა კარი შეამტვრია და გაცეცხლდა ეოცა ოთახში არავინ დაუხვდა ფანჯარა კიღია
-ამის დედაც-იყვირა გაცოფებულმა და სახლიდან გავარდა, მანქანაში ჩაჯდა და საბურავების ხრჭიალით ადგილს მოწყვიტა, ტელწფონზე დაურეკა მაგრამ ანა არ პასუხობდა, თორნიკე მიხვდა რომ ანა წავიდა ტაქსით, ამიტომ გაზს ჩააჭირა და როგორც კი დაეწია პირველივე წინ მიმავლ ტაქსის გადაუსწრო და გაჩერება აიძულა, იმის იმედით რომ ანა იქ იქნებოდა მაგრამ ტაქსი ცარიელი აღმოჩნდა, გაბრაზებული ჩაჯდა მანქანაში და საჭეს ხელი დაარტყა გაცოფებულმა, შემდეგ ისევ დაქოქა მანქანა და თბილისისაკენ აიღო გეზი გაცოფებულმა ბიჭმა.
თორნიკემ მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა მანქანა პოლიციის განყოფილების წინ და მანქანიდან გადავიდა გაავებული, ანას დანახვამ რომელიც შენობიდან გამოვიდა უფრო გააცოფა და პირდაპირ მისკენ აიღო გეზი
-არა! უყვირა მისკენ მიმავალმა სახეალეწილმა ბიჭმა -მითხარი რომ ეს არ ჩაგიდენია-უყვირა ყურთან ახლოს როცა მიუახლოვდა
-გავაკეთე-დაუყვირა ანამ -იმიტომ გავაკეთე რომ არ მინდა ამ ამბავს კიდე ვინმე შეეწიროს
-ანა-იყვირა თორნიკემ მაჯაში წაავლო ხელი და იქვე ახლოს სკვერისაკენ წაიყვანა გოგონა რომელიც ჯიუტად უწევდა წინააღმდეგობას -ეს არუნდა გაგეკეთებინა-ამღვრეული თვალებით ჩააცქერდა
-თორნიკე საკმარისია-დაუყვირა ანამ -არ მინდა ჩემი ძმის საქმე შენ გამოიძიო და არც ის მინდა ჩემს ცხოვრებაში იყო გასაგებია?-ანამ ზურგი აქცია და ჩქარი ნაბიჯით დატოვა გაავებული ბიჭი მარტო.
ვეკომ სუსტად გაახილა თვალები და ისევ მიელულა
-მიხარია რომ მოხვედი-ღიმილი შეეპარა ტუჩის კუთხეში სახე მონგრეულ ბიჭს, რომელმაც კვლავ გაახილა თვალები და ანას მიაჩერდა
-ძალიან ვწუხვარ რომ ამდენის გადატანა მოგიწია ჩემსგამო-ცრემლები მოეძალა ანას
-თავს ნუ იდანაშაულებ, ეს შენი ბრალია არაა
-არა ჩემსგამო მოხდა რაც მოხდა
-ანა სისულელეებს ნუ ლაპარაკობ-დაიჩურჩულა პირ გამომშრალმა ვეკომ და ხმა ჩაუწყდა
-ანა გთხოვ წადი-ვეკოს დედა პალატაში შევიდა და ანას მიაბჯინა მკვლელი მზერა
-დედა-ვეკომ ძალა მოიკრიბა და მკაცრად წარმოსთქვა -ანას ასე ნუ ელაპარაკები
-რაც მოხდა ყველაფერი მისი ბრალია-ქალმი კვლავ ანაა უყურებდა-, საკმარისია, ერთი შვილი შევწირე იმ არანორმალურს და მეორესაც ვერ შევწირავ
-მართლა ძალიან ვწუხვარ რომ ამდენის გადატანა მოგიხდათ-ამოისლუკუნა ანამ
-ის ავადმყოფი აქ იყო შუაღამისას და დაგვემუქრა, ეგონა შენს მოტაცებაში ჩვენი ხელი ერია
-დედა-უყვირა მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა
-აქ იყო?-ანას ცრემლები მოაწვა და ვეკოს მიანჯინა აწყლიანებული თვალები
-აქ იყო და ჩემი შვილი ისევ გააწამა-არ ჩემდებოდა გაავებული ქალი -წადი აქედან და აღარ დაბრუნდე აქ -დაუღრინა სახეწაშლილ გოგონას ქალმა
-დედა გეყოფა არ მინდა რომ ანა წავიდეს-დაიყვირა ვეკომ და ანსა შეხედა მუდარის თვალებით
-რატომ? რატომ არ გინდა რომ წავიდეს? გგონია შეძლებ მას დაუპირისპირდე?
-დედა არ მინდა ანას დაკარგვა-უყვირა მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და ანას გაუსწორა მზერა -არ მინდა მისი დაკარგვა! ამას ვერ გადავიტან
-ვეკო დედაშენი მართალია-ანა კართან მივიდა და კიდევ ერთხელ მიანათა აწყლიანებული თვალები ვეკოს ეს ყველაფერი იმაზე სახიფათო გახდა ვიდრე წარმოგვედგინა
-ანა ვერ დაგკარგავ, ასე იოლად არ დავნებდები
-ვეკო მე თორნიკე მიყვარს-უთხრა მშვიდი ტონით და უმალ თვალი აარიდა მის სახეს რომელიც წამში წაიშალა
-მატყუებ-იღრიალა ბოლო ხმაზე -ამას იმიტომ მეუბნები რომ გინდა თავიდან მომიშორო
-ხო მინდა თავი დამანებო, მინდა შემეშვა, დავიღალე გესმის? დავიღალე-იყვირა ანამ -ყველამ დამღალეთ, თავი მომაბეზრეთ-ანამ ბოლო სიტყვების დამთავრება ვერ შეძლო ცრემლები მოაწვა და პალატიდან გამოვარდა, დერეფანში გაიქცა, კიბეები ჩაირბინა და გასასვლელში შეეფეთა ალექსანდრეს რომელიც მომღიმარი სახით დააცქერდა მის გაფითრებულ სახეს
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი-დაუსისინა ყურთან და მკლავში ხელი წაავლო და მანქანისაკენ წაათრია რომელიც იქვე ახლოს ეყენა, ანას ხმა არ ამოუღია ჩუმად იყო, მშვიდად გაყვა და ძალდატანების გარეშე ჩაჯდა მანქანაში, ალექსმა კარი დაუკეტა, თავად საჭეს მიუჯდა და თავის ბიჭებს ანიშნა ისინიც მანქანაში ჩამსხდარიყვნენ.
თორნიკემ ფრთხილად შეაღო ვეკოს პალატის კარი და მის სახეს დააკვირდა, ვეკომ თვალები გაახილა გაოცებული მიაჩერდა გამომძიებელს რომელმაც ერთხელ ლამის ციხეში ამოაყოფინა თავი
-შეენ?-გაბრაზებულმა შეხედა სახეალეწილ ბიჭს
-ანამ თავისის ძმის საქმეს ჩამომაშორა, ჩემთანაც გაწყვიტა ურთიერთობა, მინდა გავიგო ხომარ იცი რა აქვს გადაწყვეტილი, რის გაკეთებას
აპირებს?-ვეკო გაოცდა მისი სიტყვები რომ მოისმინა და ცოტახანს ჩაფიქრდა
-არვიცი რას გეგმავს, აქაც იყო მოსული და მითხრა რომ ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება აღარ სურს
-ესეიგი ალექსთან წასვლა გადაწყვიტა
მაინც-დაიღრინა თორნიკემ
-რაა? ანა ამას არ გააკეთებდა
-ვეკო არვიცი გაიგე თუარა, ის რომ საავადმყოფოში ხარ მხოლოდ იმიტომ რომ ანა მას გაყვა, მანკი გაგათავისუფლა
-რას ბოდავ?-გაცეცხლდა ვეკო და საწოლზე წამოჯდა -დედაააა-იღრიალა ბოლო ხმაზე, დაფეთებული ქალი შევარდა პალატაში -როგორ გაბედე ჩემი მოტყუება? რატომ მითხარი რომ პოლიციამ მიპოვა-უღრიალა დედას და ფეხზე წამოდგა გაჭირვებით
-მან მაიძულა-ამოისლუკუნა ქალმა
-გაიძულა? არ შეგეძლო ჩუმად გეთქვა ჩემთვის? რომ გემუქრებოდნენ?
-არ შემეძლო მეშინოდა დავიღალე გესმის?
-დედა-დაუღრინა ვეკომ დედას და პალატიდან გაჭირვებით გავიდა, ქალი გაეკიდა
-სად მიდიხარ?
-ანა უნდა ვიპოვო-დაუღრინა დედას და თორნიკესთან ერთად დატოვა საავადმყოფო



№1 სტუმარი სტუმარი თათია

ველი შემდეგ თავს,როდის იქნება?

 


№2  offline მოდერი ნეაკო

დღეს დავდებ ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent