შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაწყევლილი (თავი 3)


5-09-2020, 20:26
ავტორი Emolass99
ნანახია 698

-ტალია...
ედენის სუსტმა ჩურჩულმა თვალუწვდენელი სასახლის წინ ჩამომდგარი გოგოს ყურადღება მიიქცია და ისე შეათვალიერა, თითქოს ცდილობდა საყვარელი მწვანე თვალები გონებაში ცოცხლად ჩაებეჭდა.

-მშვიდობით დედა. მადლობა იმ წლებისთვის, რომლებიც მე დამითმე. შენი სამუდამოდ მადლიერი ვიქნები.

ედენის კისერთან ჩაიბუტბუტა წაბლისფერ ხვეულ თმიანმა ნატალიამ და დედას უფრო ძლიერად მოეხვია.
-ძვირფასო. როგორ გაგიშვა? ახლა შენც დაგკარგავ.
-არ დამკარგავ დედა. მე დაგიცავთ.

კვლავ მოეხვია ნატალია დედინაცვალს და დამძიმებული გრძნობების მიუხედავად მოშორდა.
უზარმაზარი რკინის კარიბჭე ღრჭიალით გაიღო და თან მისთვის დამახასიათებელი მეტალის უცნაური სურნელიც წამოიყოლა.
-მის ფერგიუსონ.-კარებში ჩამდგარმა ასაკოვანმა კაცმა საქმიანი ხმით მიმართა დაბნეულ გოგოს და სასახლეში შემავალი გზა დაუთმო.
-კარგად დედა.
ნატალია საბოლოოდ დაემშვიდობა ედენს და იმ შენობაში შევიდა სადაც იცოდა საუკუნეებს გაატარებდა.

ტალია მდიდრულ სამოსში გამოწყობილ კაცს ხმის ამოუღებლად მიჰყვებოდა და დაუსრულებელ დარბაზებსა და დერეფნებს გაფართოებული თვალებით აკვირდებოდა.
ბნელი დერეფნები სავსე იყო ძველი ნახატებით , რომლებიდანაც მრისხანედ გადმოჰყურებდნენ მასზე გამოსახული წინაპრები.

-ტილოებზე მაიკლსონთა დიდი დინასტიის წარმომადგენელი მმართველები არიან, ქალბატონო.
ტალიას კითხვას მაშინვე პასუხი გასცა კაცმა და ერთ-ერთ ნახატს ახედა.
-ტალია.
მორცხვად შეუსწორა მოახლეს დაბნეულმა გოგომ და მას გაჰყვა.
-თქვენ რა გქვიათ?
-ედუარდი მემ.
-ედუარდ შენც ჩემნაირი ხარ?

მორცხვად იკითხა ნატალიამ და სცადა უხერხული სიჩუმე გაეფანტა.

-ვამპირი? დიახ ქალბატონო. აქ უკვე 300 წელია რაც ვმუშაობ.
-არ გაგჩენიათ სურვილი ამ ტყვეობიდან წასულიყავით?
-არა. ეს ხომ ჩემი სახლია. აქ ჩემი ოჯახი და მეგობრები ცხოვრობენ. არ გიწევს დამალვა, გამოაშკარავებისა და სიკვდილის შიშით. გვაქვს საკვები და მთელი სასწავლო კურსი.
-ის კაცი...
-ბატონი მაიკლი უკვე მრავალი საუკუნე არსებობს და აკადემიის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი, მრავალსაუკუნოვანი მმართველია. უკანასკნელი ხუთი საუკუნე აკადემიისთვის ყველაზე ძლიერი და წარმატებულია.
-სხვებიც ისე იძულებით მოჰყავთ, როგორც ეს მე გამიკეთეს?
მოახლე გაჩუმდა და მდუმარედ მიუბრუნდა ტალიას წუთით პირი გააღო რაღაცის სათქმელად, მაგრამ საბოლოოდ ისევ გაჩუმება არჩია.
-თქვენ ოთახთან მოვედით ქალბატონო.
ჩაბნელებულ პორტრეტებს შორის გამოჭრილი კართან შეჩერებულმა ნატალიამ გარემო კიდევ ერთხელ შეათვალიერა და თანმხლებს გახედა. ედუარდმა კარები უსიტყვოდ გააღო და გოგოს თავი დაუკრა. ტალიამ ფრთხილად შეაბიჯა კეთილმოწყობილ ოთახში და გაუკვირდა, როდესაც იქ საშიში არაფერი დახვდა.
-თქვენი ოთახის მეზობელი მალე დაბრუნდება და გაგეცნობათ.
ედუარდმა დამახასიათებელი მისტიური ხმით წარმოთქვა ბოლო წინადადება და ოთახის კარი მიიხურა.

ახალი საცხოვრებელი საშუალო ზომის იყო. კედლის ორ მხარეს ერთმანეთის მოპირდაპირედ ორი ხისგან გამოთლილი ლოგინი იდგა. ერთს ეტყობოდა, რომ პატრონი უკვე ჰყავდა, ხოლო მეორე ჯერ კიდე ეძებდა პატრონს.
არაადამიანური ძალებით ავსებულმა ნატალიამ ლოგინზე ძველი ჩემოდანი მარტივად შემოდო და ნივთების ამოლაგება დაიწყო. როდესაც დარწმუნდა რომ მისი კუთხე ისე მოაწყო, როგორც მას სურდა მშიდათ მივიდა დარაბებთან და დაუფიქრებლად გახსნა სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად.
ახალბედა ვამპირის დაუფიქრებელმა ნაბიჯმა საკუთარი შედეგი გამოიღო. თვალისმომჭრელი ოქროსფერი სხივები ნატალიას ხელებზე მოედო და დასწვა.
-რას აკეთებ. სიკვდილი გინდა?
ოთახში განწირული ყვირილის ხმა გაისმა და ვამპირული სიჩქარით დარაბები წამიერად დახურა წაბლისფერ თმიანმა გოგომ.

ტკივილისგან შეძრწუნებულმა ვერც კი გაიაზრა ვინ იყო უცნობი, ან რატო გადაარჩინა.
-შენ რა არაფერი იცი ჩვენს სუსტ წერტილებზე?
ახალი მეზობლის წინ ჩაიმუხლა უცნობი გოგო, მაგრამ ტალიას არც ახლა მიუქცევია ყურადღება.
აქამდე, როდესაც წვას გრძნობდა მხოლოდ კანი უწითლდებოდა ახლა კი ხელები მთლიანად დაწყლულებოდა.
-ეს როგორ მოხდა?
გაოგნებულმა ნატალიამ წამოიძახა და მომაჯადოებელი მწვანე თვალები ოთახის მეზობელს მიანათა.
-სერიოზულად? რამდენი წლის ხარ?
-თვრამეტის.
პირველად გასცა პასუხი უცნობს ნატალიამ და წინ ჩამუხლული გოგო შეათვალიერა.
-როდის მოგაქციეს?

ტალია დაიბნა. ახსოვდა ფაბიანი, როგორ ესაუბრებოდა მოქცევაზე, მაგრამ ამისთვის თუ სხვაც იყო საჭირო არ ეგონა.
-მე...
-არც ეს არ იცი. ვამპირებზე რაიმე გსმენია? იმისათვის რომ ჩვენნაირი გახდე, ვინმე ჩვენიანმა უნდა მოგაქციოს.
-არა, არა. მე დაწყევლილი ვარ. არავის მოვუქცევივარ. ეს წყევლაა.
დაუფიქრებლად გასცა დიდი საიდუმლო და გოგოს გაოგნებულ სახეს დააკვირდა.

-შეუძლებელია. რა გქვია?
- ტალია...

გოგო გაჩუმდა დაფიქრდა, რომელი გვარი უნდა ეთქვა არ იცოდა, მაგრამ ინსტიქტმა მაინც აჯობა მას.
-ფერგიუსონი.

მისმა ერთმა სიტყვამ ახალი მეზობლის გაფითრებულ სახეს უარესად წაართვა ფერი და გაოცებისგან პირი დააღო.
-რა მოხდა?
-დედაშენი სერენ ფერგიუსონია?
გაოგნებულმა წარმოთქვა და მის ლოგინზე ჩამოჯდა.
-არ ვიცი არასდროს მინახავს, მაგრამ ამ აკადემიის უფროსმა მითხრა, რომ ის იყო დედაჩემი.
-მისტერ მაიკლსონი ნახე?
-ის იყო მოსული და მაიძულა მოვსულიყავი.

კარამელის ფერ თვალებიანმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა ახალი მეზობელი და სცადა ის გაოცება დაემალა, რომელიც მისმა განსხვავებულმა ისტორიამ გამოიწვია.
-რა მითხარი რა მქვიაო?
-ნატალია.
-შენ ის გოგო ხარ. არ მჯერა!
-ის გოგო?-გაიმეორა ნატალიამ.
-ხმები გავრცელდა, რომ ნისვილში ცხოვრობდა გოგო, რომელიც ვამპირად დაიბადა. არავინ იცოდა მისი წარმოშობის შესახებ, მაგრამ ორი დღის წინ აქ ბიჭი მოვიდა. ადამიანი, რომელმაც ბატონ მაიკლს გოგოზე უამბო, რომელიც ასევე ვამპირად დაიბადა მხოლოდ ერთი განსხვავებით, ის ჯერ კიდევ მოკვდავი იყო. ბატონმა მას ყველაფერი აუხსნა და უთხრა, რომ თუ სისხლს პირდაპირ ვენიდან არ დალევდა გოგო მოკვდებოდა.
-ფაბიან...
ტუჩების ცმაცუნით წამოიბუტბუტა ტალიამ და მოზღვავებულმა ემოციამ აატირა.
-დამშვიდდი. ახლა ჩვენნაირი ხარ. იმ ბიჭმა კი თავისით მიიღო გადაწყვეტილება.

თანაგრძნობის ნიშნად უცნობმა ხელი ხელზე დაადო და თბილად გაუღიმა.

-რა უტაქტო ვარ. მე თქვენი სახელიც არ მიკითხავს.

-ადელაიდა.
ხელი ღიმილით გაუწოდა გოგომ და ტალიამაც მაშინვე ჩაჰკიდა საპასუხოდ.

-დაგეხმარები. გაგაცნობ სიტუაციას, მაგრამ უნდა დამპირდე, რომ არავის ეტყვი შენს ძალაზე.
-მე არანაირი ძალა არ მაქვს.
-არა, ეს ძალა ყველას აქვს . ინდივიდუალურად, მაგრამ მაინც. უბრალოდ საკმარისი რაოდენობის სისხლი გჭირდება. ამისთვის კი აქ სპეციალური შეჯიბრი გვაქვს. ყოველ კვირას.
-შეჯიბრი?
ნატალიამ შუბლი შეკრა. გული წინასწარ უგრძნობდა, რომ ეს თამაში არც ისე ჰუმანური იქნებოდა.
-ზუსტად. იქ ყველაზე ძლიერები იმარჯვებენ. ისინი მსხვერპლს მისდევენ.
-მსხვერპლს?
-ოთხ ადამიანს. ეს ერთადერთი დღეა, როდესაც შეგვიძლია ვიზრუნოთ საკუთარ ძალებზე.

სწრაფად აუხსნა ადელაიდამ და მსუბუქად გაიღიმა.
-ხალხი იხოცება?
შეძრწუნებულმა იკითხა ტალიამ და ადელაიდას ისე გახედა თითქოს არარეალური ყოფილიყო.

-ნაწილი. რაღაც ნაწილი მაინც ცოცხლობს. მაგრამ ჩვენთან ძირითადად ისეთი ხალხი მოჰყავთ, როგორებიც სიკვდილს იმსახურებენ. მკვლელები, ნაძირლები.
-მაშინ ჩვენ ვინ ვართ?
ადელაიდა შეიშმუშნა და გოგოს გახედა. აქამდე მსგავს საკითხზე არც კი უფიქრია.

-ეს ჩვენი ბუნებაა. საჭირო რომ არ ყოფილიყო არ ვიარსებებდით. ახლა კი კითხვების დასმას თავი დაანებე და გამომყევი.

ადელაიდამ ხელი ჩაჰკიდა ტალიას და ისევ დერეფანს გაუყვა.

ნატალია გონებაში ჯერ ისევ იმ ოთახში დარჩა. ფანჯარასთან, რომლის სარკმლიდან შემომავალმა სინათლემ ადელაიდას არაფერი დაუშავა.
-მზეზე როგორ გადარჩი?

-თამაშის ერთ-ერთი პრიზი სწორედ ეს არის. თუ გაიმარჯვებ სინათლისგან დამცავ შელოცვას მიიღებ.
ტალია ახლა საბოლოოდ გაჩუმდა და უსიტყვოდ გაჰყვა ადელაიდას .
ახალმა მეგობარმა გარემო კარგად გააცნო მისტიურ გოგოს და ჩუმად მეგობრული რჩევაც მისცა, რომ მისი განსაკუთრებული ისტორია არავისთვის ეამბო.

ტალია იმ დღეს გამოემშვიდობა დედის მიერ შეკერილ კაბას და ისეთივე ფორმა მოირგო, როგორიც ადელაიდას ჰქონდა.

ნატალიამ მეორე დღიდან ლექციებზე სიარული დაიწყო ადელთან ერთად. იგებდა თითოეულ დეტალს საკუთარი თავის შესაძლებლობასა და საუკუნოვან ისტორიებზე, რომლებიც დიდებულ ვამპირებსა და მათ მიერ აღორძინებულ ხანაზე იყო.

ნატალიამ პირველად მიიღო მონაწილეობა იმ შეჯიბრში, რომელზეც ადელაიდა უყვებოდა და პირველი მარცხიც იგემა. არ შეეძლო ადამიანის მოკვლა მას შემდეგ, რაც ფაბიანს გაუკეთა.

წლები ნელ-ნელა მიუყვებოდნენ საკუთარ გზას, მაგრამ თვრამეტი წლის ასაკში გაჭედილ ლამაზმანს ვერაფერს აკლებდნენ.

177 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ფერგიუსონი აკადემიაში პირველად მივიდა. ამ დროის განმავლობაში არაერთხელ სცადა დამცავი შელოცვა მოეპოვებინა შეჯიბრით, მაგრამ ყოველთვის მარცხდებოდა. მხოლოდ იმაში უმართლებდა, რომ ნახევრად ადამიანი იყო და ადამიანური საკვები უნარჩუნებდა სიცოცხლეს.

-ტალია, დღეს შეჯიბრია ადექი, უცებ ჩაიცვი და წასვლისთვის მოემზადე.
-მაინც ვერაფერს გავაკეთებ , ასე რომ ჯობს აქ დავრჩე.
ურწმუნოდ წამოიბუტბუტა გოგომ და ლოგინის მეორე მხარეს გადაბრუნდა.
-იმედს კარგავ?
-177წელი ერთსადაიმავეს ვცდილობ. შენი აზრით იმედის დაკარგვა არ დამიგვიანდა?
ადელი კარადას მოშორდა და ტალიას ლოგინზე, მის გვედით ჩამოჯდა.

-ტალია, იმედი არ უნდა დაკარგო. შენ ხომ ყველაზე ძლიერი ვამპირი ხარ ჩვენ შორის. უბრალოდ მოტივაცია გჭირდება და ამას შეძლებ.
-არანაირი მოტივაცია არ მაქვს ადელ. _უკმაყოფილოდ ამოიოხრა ლამაზმანმა და თეთრ ჭერს ახედა.
-შეუძლებელია. ყველას აქვს ის, რისთვისაც მიისწრაფვის. კარგი, მოდი ერთად აღმოვაჩინოთ შენი მოტივაცია. ყველაზე მეტად რა გაკლია? რას გააკეთებდი ყველაფერი რომ შეგეძლოს რასაც მოინდომებდი?

ტალიამ ზუსტად იცოდა კითხვაზე პასუხი, მაგრამ მაინც დუმდა. არ უნდოდა ადელს მისი აზრის გამო დაეცინა.
-ტალია თქვი, თორემ გაიძულებ თქვა. იცი ეს შემიძლია პირდაპირი მნიშვნელობით.
როგორც კი მეგობარმა ნატალიას მისი შესაძლებლობები შეახსენა, გოგო მაშინვე დანებდა.
-დროს უკან დავაბრუნებდი და ვცდიდი არ დამეკარგა ჩემი ოჯახი.

ადელს ტალიას სიტყვებმა, რაღაც უცნაური აგრძნობინა. თითქოს გაახსენდა მისი ოჯახი და პირველი დანაკარგი.
-ტალია... ვიცი ეს ძვირფასია შენთვის, მაგრამ ისინი წარსულში დარჩნენ მთელი საუკუნე გავიდა. შეუძლებელია ისინი ცოცხლები იყვნენ.
-ვიცი და ეს მანადგურებს.
-ტალია. რაიმე სხვაზე უნდა იფიქრო. ისეთზე რაც გაიძულებს ბრძოლას.
-აქედან წასვლა მინდა!

გოგოს მოულოდნელმა განაცხადმა ადელაიდა გააოცა. არც კი ელოდა მსგავს იდეას, მაგრამ ის ხომ ის გოგო იყო, რომელიც გაცნობის დღიდან არ წყვეტდა მის გაოცებას.

-ეს... ეს შეუძლებელია ტალია. მაიკლი გაცოფდება.
წარბშეკრულმა გააქნია თავი და ლოგინზე წამომჯდარ მწვანეთვალებას შეხედა.

-ვიცი, მაგრამ აქ ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს საბრძოლო გეგმაზე დაყენებული ჯარისკაცი ვარ, რომელიც იცდის თუ როდის გახდება გამოსადეგი.

-ტალია. უნდა გესმოდეს. ეს ჩვენი ცხოვრებაა. აქ უსაფრთხოდ ვართ. გარეთ ხალხი ჩვენზე ნადირობს.
-ასე არ იყო ადელ. ჩემზე ბევრმა იცოდა, მაგრამ არავინ მოსულა ჩემს მოსაკლავად.

-არ ვიცი ტალია, მაგრამ ის დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ მაიკლი ასე არ გაგიშვებს. შენ მისი კოზირი ხარ. ხმები დადის რომ რაზმის შექმნას და რევოლუციით ვამპირების სათავეში მოყვანას აპირებს.
ტალია ადელს დაეთანხმა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა, რომ არ ცდიდა გაქცევას.
-აბა წამოხვალ შეჯიბრზე?
ტალიამ თვალები გადაატრიალა, მაგრამ მაინც დაეთანხმა ადელს.
-ეს უკანასკნელი ცდაა. დღესაც თუ წავაგებ და რა თქმა უნდა ასე მოხდება, შევწყვეტ მცდელობას.
-კარგი. დღეს შენ შეძლებ.

ადელმა გულწრფელად გაუღიმა ტალიას. აკადემიაში შემოტანილი ახალი ტანსაცმლიდან სპორტული ფორმა ჩაიცვა და ტალიასთან ერთად გავიდა ოთახიდან.
მზე ჯერ კიდე ახალი ჩასული იყო და იგრძნობოდა დილის შემორჩენილი სასიამოვნო გარემო. ტალია ნაცნობ ხალხში გაერია და მოემზადა მორიგი წარუმატებლობისთვის.

მაიკლი მალე გამოჩნდა. ამაღლებულ ბორცვზე ამაყად დადგა და კონკურსანტებს შეხედა. მალევე ამოიცნო ტალიას სახეც და წამით ეჭვი შეეპარა მის განუსაზღვრელ ძალაში.
-კარგი. ჩემო მეგობრებო კიდევ ერთი თამაშის დროა. დღეს სიახლე გვაქვს და ექვსი ადამიანი გვეყოლება 'სტუმრად'. ახლა კი გთხოვთ დაიკავოთ ადგილები.

ტალია სტარტზე დადგა და გულ აჩქარებულმა შეხედა ახალ მსხვერპლს. განსაკუთრებით მისი ყურადღება ცისფერ თვალებიანმა, ქერა ბიჭმა მიიპყრო, რომელიც სულაც არ ჰგავდა დამნაშავეს. მეტიც მისმა დანახვამ ტალიას ძველი მეგობარი, ფაბიანი გაახსენა და უნებურად მისი დაცვის სურვილი გაუღვიძა.

შეჯიბრის დაწყების ნიშნად წითელი ალამი აფრიალდა და მონაწილეებს სასიცოცხლო ბრძოლისკენ უბიძგა.

ტალია სწრაფად მოსწყდა ადგილს და უცნობისკენ აიღო გეზი. ცდილობდა მთელი ძალა გამოეყენებინა, რომ უფრო ჩქარა ეხსნა შეშინებული მსხვერპლი ცივსისხლიანი არსებებისგან.

გაურკვეველი არსებებისგან დაბნეული ქერა მთელი ადამიანური ძალით ცდილობდა სიკვდილს გაქცეოდა.
უკან დადევნებული არსებები უკვე ზედმეტად უახლოვდებოდნენ. გულ ამოვარდნილმა ბიჭმა მდევარის შესათვარიელებლად წამით გააპარა თვალი უკან და სახტად დარჩა.
გამძვინვარებულ მხეცად ქცეული ადამიანი მისგან მხოლოდ ერთი ნაბიჯით უკან იყო.

უცნობი ბიჭის გადარჩენაზე ორიენტირებული ტალია გრძნობდა, რომ ცოტაღა აკლდა მის ნადავლამდე. ისის იყო უნდა დაეჭირა, როდესაც ერთ-ერთი კონკურენტი ბიჭს კისერში წვდა და მისით გამოკვება დაიწყო. დანახულმა ტალია შოკში ჩააგდო. გოგო ერთ ადგილს მიეყინა და მოძრაობის უნარი დაეკარგა.რამდენიმესწვდა და მისით გამოკვება დაიწყო.
დანახულმა ტალია შოკში ჩააგდო. ერთ ადგილს მიეყინა და მოძრაობის უნარი დაკარგა. რამდენიმე წუთში ბიჭი უგონოდ დაეცა მიწაზე და ტალიაც მაშინ მოვიდა გონს.
-არა!
წამოიყვირა და ბიჭთან ერთ წამში გაჩნდა.
-ჯანდაბა! შენც ისე დაგკარგე, როგორც ფაბიანი. სუსტი ვარ! არავის დაცვა არ შემიძლია. საერთოდ არავის!
ტალიამ ბიჭის მკერდზე დადო თავი და საკუთარი თავით იმედგაცრუებულმა თვალები დახუჭა.
ისევ იგრძნო ის ტკივილი, რომელიც ფაბიანის სიკვდილმა გამოიწვია. თვალები დახუჭული ჰქონდა და ერთადერთი რასაც ხედავდა მომენტი იყო, როდესაც ფაბიანი ძირს მოწყვეტით ეცემოდა.

-დამ... დამეხმარე...

ბიჭის მსუბუქი სუნთქვამ ნატალია სახტად დატოვა. მისი დახმარება უნდოდა, მაგრამ დაინახა უკან მომავალი ვამპირები.

სწრაფად დაისერა ხელი და ბიჭს სახეზე მოუსვა. მის კისერში თავი ჩარგო და სუნთქვა შეიკრა მადისაღმძვრელი სურნელისგან თავის დასახსნელად.
როდესაც საბოლოოდ მარტო დარჩნენ ტალიამ მაშინვე წამოწია მომაკვდავი სხეული და საცხოვრებლისკენ დაიწყო მისი თრევა, მაგრამ ტალია სუსტი, ბიჭი კი მძიმე აღმოჩნდა.
-ასე არ შეიძლება!

ფრთხილად დააბრუნა უცნობი მიწაზე და საცხოვრებლამდე მანძილს გახედა.
-მიშველე...
ისევ წამოიბუტბუტა ბიჭმა და თვალები ძლივს გაახილა.

-დამიჯერე ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის მე სუსტი ვარ.

-მიშველე...
ბიჭმა კვლავ წამოიბუტბუტა და თვალები ისევ დახუჭა. ტალია კვლავ შეშინდა. წამით თავში იმ გაკვეთილმა გაუელვა, რომლითაც ასწავლეს, რომ მათი სისხლი სიცოცხლეს უკან აბრუნებდა. შეხორცებული ხელი უხეშად გაისერა ტალიამ და ბიჭს მაშინვე დააწვეთა ტუჩებზე.

უყურებდა მას და ელოდა რაიმე ახალს. ცოტახანში უცნობმა ცისფერთვალებამ მძიმედ ამოისუნთქა და შემდეგ მშვიდად განაგრძო ძილი.
-ადექი შენი დახმარება მჭირდება.
ბიჭი დაფეთებული წამოდგა და გოგოს გვერდით დაუდგა.
-აქ რა ჯანდაბა ხდება!
-იქ უნდა აძვრე.
ტალიამ უპასუხოდ დატოვა უცნობი და პირდაპირ სათქმელზე გადავიდა.
-სად ვარ?
-კითხვების დასმას მორჩი და ის გააკეთე, რასაც გეუბნები, რა თქმა უნდა თუ სიცოცხლე გინდა.

ბიჭმა იძულებით შეასრულა ტალიას ბრძანება და სცადა ჩუმად შემძვრალიყო ოთახში. ნაწილობრივ გამოუვიდა კიდეც თუ იმ წაქცევას არ ჩავთვლით, რომელმაც ოთახი ერთიანად აახმაურა.

ტალია გრძნობდა სისუსტეს , რომელიც გაცემულმა სისხლმა გამოიწვია, მაგრამ ახლა ეს მეორე ხარისხოვანი იყო.

ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ ძალა მოიკრიბა და შემორჩენილი ვამპირული ძალებით სწრაფად ახტა აივანზე.
-ეს რა იყო?
წუთის წინ წამომდგარი ბიჭი მძიმედ ჩაეშვა ტალიას ლოგინზე და პასუხს დაუწყო ცდა.
-რას გულისხმობ?
-ასე მარტივად, როგორ ამოხვედი?
-არ იცი სად მოხვდი?
ნატალიამ წარბები შეკრა და ისე შეათვალიერა დამფრთხალი ადამიანი.
-არა. არ მეტყვი?
ტალიამ ნელა დაუქნია თავი და იმაზე ფიქრი დაიწყო, თუ როგორ ეთქვა მის შესახებ ისე, რომ არ შეშინებოდა.
-რაიმე გსმენია მითებზე ვამპირების შესახებ?
-მეხუმრები?
- ისინი რეალურები არიან და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ.

ბიჭი ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ კი გაეცინა. მიუხედავად დანახულისა, ვერასდროს წარმოიდგენდა მსგავსი არსებების არსებობას.
-ძალიან სასაცილოა. გგონია ზღაპრებს დავიჯერებ?
-თავად დაფიქრდი. გაიხსენე, როგორ მოგდევდნენ. მათი სისწრაფე, ჩემი ძალა, რომლის დახმარებითაც აქ ერთ ნახტომში აღმოვჩნდი.
-შეუძლებელია!
-ვერ იგრძენი სისხლი, როგორ ამოგწოვეს? კიდე კარგი დროზე მოგისწარი და გადაგარჩინე.
-რატო გადამარჩინე?
ტალია გაჩუმდა არ აპირებდა ფაბიანის ხმამაღლა ხსენებას.
-რამდენი წლის ხარ?
ქერამ ისევ დასვა ახალი კითხვა, როდესაც მიხვდა ნატალია არ უპასუხებდა.
-18ის.
-ნუ მატყუებ!
-177წელია, რაც თვრამეტის ვარ.
-ამის დედაც. თქვენ მართლა არსებობთ? და ახლა რას აპირებ თავიდან გამოიკვებები ჩემით?
შეშინებული ნელა დაიწია უკან, რაზეც ნატალიამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი.
-ეს რომ მდომებოდა აქ არც იქნებოდი.
-რატო გადამარჩინე?
-აქედან წასვლა მჭირდება.
-იმედი უნდა გაგიცრუო, მაგრამ მე შენზე სუსტი ვარ.
-დიდად არა.
გოგოს გულწრფელმა აღიარებამ ცისფერთვალებას წამით გადაავიწყა ვის ესაუბრებოდა.
-ეს როგორ?
-ასე ვთქვათ ყველაზე სუსტი ვარ აქ. სისხლს თითქმის ვერ ვსვამ.
-მერე არ კვდები?
-არა, თუ დაგამშვიდებს გეტყვი რომ ნახევრად ადამიანი ვარ.
-ანუ შეიძლება მოგკლან და ვეღარ გაცოცხლდე?
-ზუსტად.
-და როგორ აპირებ აქედან გაქცევას?

გოგომ თავი ცუდად იგრძნო. სახე ხელებში ჩარგო და ღრმად ამოისუნთქა.
-შეიძლება ჩამოვჯდე?
ბიჭი უსიტყვოდ გაიწია და გოგოს ადგილი დაუთმო.
-კარგად ხარ?
ქერა ნელ-ნელა ხვდებოდა, რომ მის სიახლოვეს მოსიარულე გაცოცხლებული ლეგენდა არც ისე საშიში იყო .
-კი, უბრალოდ სისხლი პირველად გავეცი. ამან კი როგორც ჩანს დამასუსტა, მაგრამ კარგად ვიქნები.
-აქ როგორ მოხვდი?
-აქაურობის მმართველმა მიპოვა, აღმოჩნდა, რომ ჩემი ოჯახი ერთ-ერთ ძლიერ ოჯახად ითვლებოდა. მე კი მისი "ყველაზე ძლიერი" წარმოდგენილი ვიყავი, რადგან პირველი ნახევარ სისხლიანი ვარ. სამწუხაროდ მაიკლს არ გაუმართლა, რადგან უკვე 177წელია ვერავინ დავიჭირე, თუ შენ არ ჩაგთვლი.

-ოჯახი გიმალავდა შენს შესაძლებლობებს?
ტალიას ჩაეცინა. ნამდვილი ოჯახი არასდროს ყოლია და არც მათი არსებობა აწუხებდა დიდად.

-არა, ისინი საერთოდ არ იყვნენ ჩემთან. ეს საუკუნოვანი ისტორიაა. უბრალოდ მინდა აქედან გავაღწიო და ჩემი ნამდვილი ოჯახის წევრების შვილები ან შვილიშვილები მოვნახო. აქ ბნელი გეგმები ისახება, მე კი არ მინდა მისი განხორციელების ერთ-ერთი ხელშემწყობი ვიყო.

ნატალიამ ხელებით თვალები მოისრისა და სცადა უცნაურ სისუსტეს მორეოდა.
-არ ვიცი, როგორ, მაგრამ იქნებ დაგეხმარო?
ტალიას ჩაეცინა და ბიჭს გახედა. ადამიანი დახმარებას პირველად სთავაზობდა, რა თქმა უნდა ფაბიანს თუ არ ჩავთვლიდა.

-ჩემს ძმას გავხარ. ისიც ცდილობდა, რომ გადავერჩინე.
-და ახლა, როგორ არის?
ღიმილით უპასუხა უცნობმა. რაზეც ტალიას სახე ჩამოეშალა. წამით იგრძნო ფაბიანის ცივი სხეული და ჟრუანტელმა დაუარა სხეულში.
-კარგად ხარ? იქნებ ჩემი სისხლი...
-არა! ამას არ გავაკეთებ! შენ მაინც მოგერევი!
წამიერად გაღიზიანდა ნატალია და ლოგინს მოშორდა.
-რატო ასეთი ცვლილება ხასიათში?
-ის მე მოვკალი. მაიძულებდა მისი სისხლი დამელია რათა არ მოვმკვდარიყავი, მაგრამ ჩემმა წყევლამ მაიძულა იქამდე დამელია სანამ არ მოკვდებოდა. ამას მეორედ ვერ გავაკეთებ.

ბიჭი შეკრთა. თითქოს შეეშინდა კიდეც, მაგრამ გოგოს სახის დანახვისას მიხვდა, რომ ის ბოროტი ვერ იქნებოდა. მან იხსნა სიკვდილისგან და ახლა მისი დრო იყო გოგოს დახმარებოდა.

-ვიცი, რომ არ მომკლავ. მე ჩემ სისხლს მოგცემ, შენ კი სანაცვლოდ შენსას მომცემ. ასე არ მოვკვდები. ამით ძალა მოგემატება და ვინ იცის იქნებ ყველასგან დამოუკიდებლად გაიქცე აქედან.
-არ მინდა ზიანი მოგაყენო.
უსუსურად ამოიბუტბუტა ნატალიამ და უხერხულად შეიშმუშნა.
-მე "ჯანმრთელობის ელექც" მექნება რომ გინდოდეს ვერ მომკლავ.

ტალია საკუთარ თავში ეძებდა გამოსავალს. ხვდებოდა ბიჭის იდეა კარგი იყო, მაგრამ მაინც ეშინოდა.

-მინდა, რომ დახმარებაზე იგივეთი გიპასუხო.
-კი მაგრამ...
-ეს ჩემი გადასაწყვეტია. სისხლი ჩემია მე გაძლევ მას სანაცვლოდ კი შენსას ვითხოვ. მიდი, შენ უკეთესად იცი ეს, როგორ უნდა გააკეთო. მე კი ჩემს ხელს მოგცემ.
-კარგი.
საკუთარ თავთამ დიდი დავის შემდეგ ტალია მაინც დასთანხმდა მას და საკუთარ ვენაზე დაიხედა. ტუმბოდან პატარა ჯიბის დანა ამოიღო და ვენებზე გაისვა ხელი ბიჭს გაუწოდა მანაც იგივე გააკეთა და ტალიამ მალე იგრძნო მონატრებული მადისაღმძვრელი გემო.
გოგოს სხეულში ნელ-ნელა ემატებოდა ძალა და კონტროლს კარგავდა, მაგრამ როდესაც დაინახა ბიჭის გაფითრებული სხეული მაშინვე შეწყვიტა მისით გამოკვება და უცნობს სისხლიანი პერანგის საყელოში სწვდა.
-ცოცხალი ხარ?

ბიჭმა თავი დაუქნია და უთქმელად წამოწვა ლოგინში.
-რა გჭირს? მითხარი რომ კარგად იქნები.
-უბრალოდ დღეს ზედმეტად დიდი ენერგია დავხარჯე ამან კი იმოქმედა. კარგად ვარ. უბრალოდ ძილი მჭირდება.
-დარწმუნებული ხარ?
-მე შენი სისხლი მივიღე. კარგად ვიქნები ახლა კი მაცადე კარგი?
-კარგი.
ტალია ბიჭს მოშორდა და მანაც მაშინვე მშვიდად დაიწყო ფშვინვა.
მისი ყურებით გართულ ნატალიას გაახსენდა, როგორ აფარებდა დედა პლედს, როდესაც ეძინებოდა. ამან თითქოს იძულებული გახადა თვითონაც იგივე გაეკეთებინა ბიჭისთვის.
ადელის ლოგინს პლედი გადააძრო და უცნობს ფრთხილად დააფარა. ის იყო მეგობრის ლოგინზე წამოწოლას აპირებდა, როდესაც გაიგო ბიჭიდან მომავალი უცნაური სიგნალის ხმა.

წკრიალა მელოდია არ ჩერდებოდა, ტალიას კი იმის ეშინოდა რომ ვინმეს ყურადღებას მიიპყრობდა. თავის გადასარჩენად ბიჭთან მივიდა და ხმას გაჰყვა.
ბოლოს იპოვა ხელზე მორგებული უცნაური ფორმის ნივთი და ზედაპირზე სახელი სებასტიანი ამოიკითხა. სახელის ქვემოთ განათებულმა ორმა წრემ გოგო დააბნია. ვერ გაეგო, როგორ უნდა დაეხსნა თავი ამ მომაბეზრებელი ნივთისგან, ამიტომ ინსტიქტს მიენდო და წითლად ანთებულ წრეს თითი გადაუსვა. ზარი შეწყდა.
ტალიამ კი შვებისგან ამოისუნთქა. უცნაური ნივთი ხელში დაიჭირა და დაკვირვება დაუწყო, როდესაც კვლავ გაისმა მონოტონური მელოდია.
ახლა ტალიამ მწვანე წრეს დააჭირა თითი და მორიგ შედეგს დაუწყო ცდა.
-ნაილ? ნაილ სად ხარ?
ნივთიდან ამომავალმა ხავერდოვანმა ხმამ ნატალიას ყურამდე მიაღწია და უცხო ნივთი ყურთან ახლოს მიიტანა.
-ვინ საუბრობს?
-ვინ ხარ, ნაილი სად არის!
ბიჭი, რომელსაც სავარაუდოდ სებასტიანი ერქვა წამიერად გაღიზიანდა და ხმას აუწია.
-პირველი მე ვიკითხე.-ჯიუტად ჩასძახა ტელეფონს ნატალიამ და შუბლი შეკრა.
-დამიჯერე ჯობს პირველი პასუხი შენგან მივიღო.
-მე ნატალია ვარ.
-სად არის?
ნატალია ბიჭის ხმამ დააბნია. ზედმეტად უხეში იყო და ამის მიზეზს ვერ ხედავდა.
-ის... ის... თუ გინდა, რომ წაიყვანო მაიკლსონების აკადემიაში უნდა მოხ...
-აკადემიაშია? მანდ რას აკეთებს! მკვდარია? იცოდე თუ მას შეეხები, მოვალ და მოგკლავ ისე, რომ ვეღარ გაცოცხლდები!
უცნობის მორიდებელმა მუქარამ ნატალია დაზაფრა.
-შენც ვამპირი ხარ? შეუძლებელია! შენი ვინ არის?-დაბნეულმა ენის ბორძიკით იკითხა და ჯადოსნურ ნივთს თითები ძლიერად მოუჭირა.
-შენი საქმე არ არის! სად არის ნაილი დამალაპარაკე.
-ახლა უგონოდაა. თუ გინდა, რომ ცოცხალი წაიყვანო. ყველაფერი უნდა გააკეთო რომ მეც გამოგყვე, თუ არა და ის ისეთივე გახდება, როგორიც ჩვენ ვართ.

მწვანეთვალებამ სწრაფად მონახა გამოსავალი და უცნობ ხმას მთელი თავისი დამაჯერებლობით წარუდგინა მისი გეგმა.
-არც გაბედო! მოგკლავ!_კბილებში გამოცრა უცნობმა და საუბარი საბოლოოდ შეწყვიტა.
ოთახის გარეთ უცნობი ნაბიჯები მისი მიმართულებით დაიძრა. სუნთქვა შეკრულ ნატალიას კი შიშისგან სისხლი აუდუღა. წამით ეგონა კარს მიღმა მოქცეული სხეული ის იდუმალი ხმა იქნებოდა, მაგრამ შეცდა. ოთახში ადელი შემოვიდა და მაშინვე საშხაპისკენ აიღო გეზი სისხლის ჩამოსაბანად.
-ტალია სად წახვედი? ვეღარ გიპოვე შეჯიბრის შემდეგ.
უკან დაბრუნებულმა შეხედვის გარეშე ჰკითხა და კარადიდან ახალი ფორმა გამოიღო.
-მე... მე ადრე წამოვედი.

მეგობრის აღელვებული ხმით დაინტერესებული, ახლაღა მობრუნდა და ტალიას შეხედა. უნდოდა ეთქვა, რომ შეცვლილი იყო და ამის მიზეზი მხოლოდ კარგი "საკვები" თუ იქნებოდა, მაგრამ სათქმელი სულ გადაავიწყდა, როდესაც ადამიანი ტალიას ლოგინში დაინახა.
-ტალია ეს რა ჯანდაბაა! ადამიანს აქ არაფერი ესაქმება!
მძინარე ბიჭის თავთან ჩამოდგა ადელაიდა და თვალი წამიერად შეავლო.
-ერთ-ერთი მსხვერპლია. გვამს რომ ვერ იპოვნიან...
-აქედან მივდივარ ადელ, თუ გინდა შემომიერთდი.
-რა?
-მის მეგობარს დავემუქრე, დღესვე მოვა და წაგვიყვანს.
-ადამიანი ვერ შეძლებს...
-ადამიანი არაა. ვამპირია და მგონისებასტიანი ქვია.
-რა?
ტალიას ზურგს უკან შეშფოთებული ხმა მოესმა და ნაილს გახედა.
-ნაილ გაიღვიძე?
-ვამპირია?
გოგოს უმწეო მცდელობა, თემა შეეცვალა ნაილმა არაფრად ჩააგდო და კითხვა გაიმეორა.
-სამწუხაროდ.
-ჯანდაბა მაიკლსონ! მეგონა...
-რა გვარი თქვი?_სახე გაფითრებულმა ადელაიდამ ძლივს ამოილუღლუღა და მის ლოგინზე მოწყვეტით ჩამოჯდა.
-რა ხდება?
ტალია დაიბნა ნაილმა კი ახალ ვამპირს მეგობრის გვარი გაუმეორა.
-მოიცადე . ტალია, შენ თქვი, რომ დაემუქრე? რა უთხარი?-პანიკას აყოლილმა უნებურად აუწია ხმას და ხელებით თმა უკან გადაიწია.
-თუ არ მოვიდოდა მოვაქცევდი.
-გაბრაზდა?

აღელვებულმა ადელმა ბოლთის ცემა და ნერვიულობისგან რაღაცის ბუტბუტი დაიწყო.

-დამემუქრა, რომ მომკლავდა, თუ ამას გავაკეთებდი, მაგრამ ახლა ძლიერი ვარ.
-ჩემს მოქცევას მართლა აპირებდი?-თვალებ დაწვრილებულმა ქერამ სიჩუმე დაარღვია და უცნაურ არსებას ეჭვის თვალით შეხედა.
- რა თქმა უნდა არა! ამას არ გავაკეთებდი სულ, რომ გეთხოვა. უბრალოდ, როდესაც გავიგე ის ჩვენნაირი იყო შენ კი ადამიანი...
ნატალიას მცდელობა ადელმა არაფრად ჩააგდო და ხმამაღლა დაიყვირა.
-მოკეტეთ! შეწყვიტეთ ეს არაფრის მომცემი დიალოგი! იცი მაინც ვინაა სებასტიან მაიკლსონი? მაიკლის შვილია. ერთ-ერთი ძველი ვამპირი. შენი ძალა არაფერია მასთან შედარებით. ახლა ყველანი საფრთხეში ვართ. მას ვერავინ ვერ ემუქრება. შენ კი დააშანტაჟე. ალბათ ორივეს მოგვკლავს. შენზე შურს იძიებს მე კი ზედ მომაყოლებს გასართობად.
წყობიდან გამოსულმა ადელაიდამ დაუფიქრებლად დაიყვირა და ნატალიასთან ერთად ნაილიც შეაშინა. დაუფიქრებლად მოიქცა და ამან აი სადამდე მიიყვანა.
-რატო გაბრაზდა იმაზე, რომ მისნაირი შეიძლება გავმხდარიყავი?
-ჩვენ საკუთარი ნიჭი გვაქვს, რომელიც ყველასგან გამოგვარჩევს. სებასტიანის ნიჭი ერთ-ერთი გამორჩეულია, შთაგონების უნარი აქვს, შენ ალბათ მისი პირადი სისხლის ბანკი იყავი. ამიტომ არ სურდა შენი მოქცევა.
საკუთარ პრობლემაზე გადართულმა ადელმა ხელის აქნევით უპასუხა ქერა მოკვდავს.
-რატომ ეს რამეს ცვლის?
მხრების ჩეჩვით იკითხა ნაილმა. ადელმა კი თავი გააქნია.
-მოქცეული ვამპირი წამიერად იხსენებს ყველაფერს, რაზეც ვამპირს ის გამოუყენებია. შენ მისი საკვები ხარ მას კი არ უნდა ეს გაიგო.
ტალიამ შენიშნა ბრაზისგან წამოწითლებული ნაილი და დამშვიდების ნიშნად ხელი ხელზე დაადო.
-შენ რა ძალა გაქვს?
უცებ მიმართა ტალიას გოგომ კი თავი ჩახარა.
-მე... არ ვიცი...
-ჩემი სისხლი ხომ დალიე?
-ასე უცებ არ მოქმედებს.
ტალიას ნაცვლად ადელმა გასცა ბიჭს პასუხი.
-ამდენი ხანი, სებასტიანი მეგობარი მეგონა, ის კი მიყენებდა. ახლა ისეთი გაბრაზებული ვარ... ყველაფერი აირია რა იყო სიმართლე ან იყო საერთოდ რაიმე?
თავისთვის ჩაიბუტბუტა ნაილმა და ხელები ნერვულად მოისრისა.
-ის შენთვის მოდის ასე, რომ ალბათ იყო.
ადელის პასუხმა ნატალია დაზაფრა. შიშისგან გონება დახშულმა ფანჯრისკენ გააპარა თვალი და გონებაში სიცოცხლის შესანარჩუნებლად ახალი გეგმის დასახვა დაიწყო.



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

საინტერესო და განსხვავებულია, თუმცა შევამჩნიე, რომ წერისას დეტალებს აღწერას ძალიან ცოტა ყურადღებას აქცევ. მხოლოდ ძირითადზე ხარ გადართული, რაც ისტორიას სწრაფად მიაქანებს ჩემი აზრით. მოკლედ, ველოდები გაგრძელებას. :)

 


№2  offline წევრი Emolass99

ბელუ შეროზია
საინტერესო და განსხვავებულია, თუმცა შევამჩნიე, რომ წერისას დეტალებს აღწერას ძალიან ცოტა ყურადღებას აქცევ. მხოლოდ ძირითადზე ხარ გადართული, რაც ისტორიას სწრაფად მიაქანებს ჩემი აზრით. მოკლედ, ველოდები გაგრძელებას. :)

მართალი ხართ, მაგრამ ძირითადი აქცენტი ისტორიაში აკადემიიდან გამოქცევის შემდეგ იწყება ამიტომ დავაჩქარე ამ სამ თავში მოვლენები ასე ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent