პრობლემა იწყება შენით.(ნაწილი- 8)
ქეითის პოვ: როდესაც იანმა ის მიიღო რაც უნდოდა,მეც ის მივიღე რაც მინდოდა. მან უპრობლემოდ დარეკა მამამისთან და უთხრა რომ აიატო ჩემთვის ჩამოეშორებინა,რა თქმა უნდა სისხლის ღვრის გარეშე! ეგ იყო და ეგ,მეც გავთავისუფლდი! -ეს იყო და ეს?!მხოლოდ ეს უნდა გექნა?!მამაშენითვის დაგერეკა და მორჩა? ამისთვის მაწვალე ამდენი? ვიკითხე მე პირ ღიამ . -მამაჩემისთვის არასდროს არაფერი არ მითხოვია!! ასე რომ ზუსტად დიდი რაღაც გავაკეთე შენთვის. შემომხედა იანმა სერიოზული სახით ,რაზეც დავნებდი. მართალია...მას მამამისთან აშკარად ცუდი ურთიერთობა აქვს. -მაშინ...მადლობა! ვუპასუხე ღიმილით,ამაზე მანაც ღიმილით მიპასუხა,მე კი უხერხულად დავხარე თავი ,რადგან ამ წამს რატომღაც ამ ღიმილით უმშვენიერესი იყო...ცოტახანში მორცხვად ავხედე ისევ და შემდეგ ვიკითხე. -რას აპირებ იან..არ უნდა ნახო? -კი..დღესვე ვნახავ,უბრალოდ ჯერ ვემზადები. მიპასუხა მან ბედნიერი სახით,მე კი ასეთი ბედნიერი არასოდეს არ მინახავს. -მაშინ რაგითხრა სხვა! წარმატებებს გისურვებ...ჩემმი წასვლის დროა,სამსახური დღესაც რომ გავაცდინო დავიღუპები! ვთქვი მე უხერხულად სიცილით და ფეხზე წამოვდექი. -კარგი მიდი...იმედია იმის გამო რომ ვერ მომკალი პრობლემები არ შეგექმნება! ჩამაშხამა მომენტი მაინც თავისი მწარე ენით ! ამაზე მე ბალიში ვესროლე! -არ ვაპირებდი შენს მოკვლას,უბრალოდ შენი დაჭერა მინდოდა!! ამაზე იანმა სიცილი დაიწყო. -ასე გოგოსთვის ნერვების მოშლა მომწონებოდეს ,არ მახსოვს! ბოლო ხმაზე იცინოდა! -აუუ ...არ ვიცი ეხლა რას გიზავ! წამოვდექი ფეხზე და მეორე ბალიში მოვუღერე. -დაეგდე რა,ნუ მოგაქვს თავი თითქოს და რამის გქონდეს. წამომაძახა სიცილით. -რა დავეგდო?? წასვლის დროა!კარგად ,კარგად! და წარმატებები ჯენიფერთან!დავუქნიე შორიდან უემოციოდ ხელი ვითომ და არაფერი,შემდეგ კი კარისკენ გავემართე . კი მინდოდა როგორც სხვებს ისე დავმშვიდებოდი ,მაგრამ მას სიახლოვე არ უყვარს ! ამიტომ თავი შევიკავე. -ქეეით! მაგრამ უეცრად რომ დამიძახა და თან რომ ფეხზე ადგა და ჩემსკენ წამოვიდა,დავიბენი და ადგილზე გავჩერდი. -რა არის? ვიკითხე მე და უცბად იანის ხელებიც ვიგრძენი, რომელიც მთელი ძალით მეხუტებოდა! -მადლობა ... ის მე ჩამეხუტა! შემდეგ კი ეს ჩამჩურჩულა ყურში და თან ღიმილით შემომხედა. -რისთვის? ვიკითხე ძლივს და თან მის ამ მოულოდნელ სითბოზე უნებურად გავწითლდი. -იმისთვის რომ ასე დამეხმარე..მართლა კარგად გავერთეთ ხო? გამიღიმა კიდევ ერთხელ,ამაზე კი მეც გავუღიმე ...კი ნამდვილად გავერთეთ. -კი ნამდვილად ხო და კიდევ არაფრის...ვთქვი მორცხვად ღიმილით ,შემდეგ კი იქაურობა დავტოვე. არ ვიცოდი რა მჭირდა,მაგრამ გული გამალებით მიცემდა ეს რა იყო? რა დამემართა? რომ ჩამეხუტა გული ამიჩქარდა...მესიამოვნა ეს სითბო,ისე რომ მთელი სხეული დამიმსუბუქდა,ისე ვგრძნობდი თავს,თითქოს ავფრინდებოდი. ვფირობდი ამ ყველაფერზე და უაზროდ ღიმილს ვერ ვწყვეტდი. სამსახურშიც მთელი დღე ჰაერში დავფრინავდი. 9-ჯერ ჩამომაგდეს ღრუბლებიდან,სრულიად სხვა სამყაროში ვიყავი თითქოს! -ქეეით!!ქეით!!??ჰეე!!შენ გეუბნები!!შევხტი მეგის ყვირილზე. -ჰაა რა ხდება? მივაჩერდი შეშინებული . -რა გჭირს დღეს შენ საერთოდ? მკითხა მეგიმ სიცილით. -რაა?!რატო? ვიკითხე მე დაბნეულმა. -რა რატოო!!სად ხარ საერთოდ!!? ვინმე ხომარ შეგიყვარდა? მკითხა სიცილით მეგიმ,ამაზე კი მე საშინლად ავნერვიულდი. -რაა?!რებბს იძახი?ვინ უნდა შემყვარებოდა?! დავიბენი მე და უხერხულად ვთქვი სიცილით...არა ხო? არავინ არ შემყვარებია....? -შეგიყვარდა!!!ლაპარაკზეც გეტყობა! შენ მასწავლი გოგო? მომვარდა მეგი ! -მოყევი ახლა დროზე!! ვინაა,სად გაიცანი,როგორია და თუ აქვს კრიმინალური წარსული! ამ სიტყვით რომ მომახტა, მე დავიჭყანე . -რას ამბობ?!არავინ შემყვარბია გეფიცები,რა მოვყვე? რაღაც გეჩვენება! ვთქვი სიცილით და ფეხზე წამოვდექი...შემდეგ კი პირდაპირ ქალების ტუალეტისკენ გავემართე სწრაფი ნაბიჯით! გიჟივით შევარდი და სულელივით დავიწყე ჩემმს თავთან ლაპარაკი!! -რა გჭირს ქეით?!!გამოფხიზლდი! ვუყურებდი ჩემს თავს სარკეში და სველ ხელებს ვირტყავდი ლოყებზე! რა დამემართა...ვინ შემიყვარდა? ძაალიან დაბნეული ვარ. იანის პოვ: სარკის წინ ვიდექი და ჩემს თავს ვაკვირდებოდი. -ჰუუ...მშვენივრად გამოიყურები იან ! რა განერვიულებს? ვუთხარი ჩემს თავს და თმა შევისწორე. რა თქმა უნდა ვნერვიულობდი! ამდენიხნის შემდეგ ,გოგოსთან უნდა მივიდე ,რომელმაც არ იცის ვინ ვარ და რა ვუთხრა ? შენი საქმრო ვიყავითქო?? მიმიღებს? ისევ შემიყვარებს? იქნებ ვერც გამიხსენოს ვერასდროს! მთელი გზა ამაზე ვფიქრობდი,მანქანაშიც კი და ნერვიულობა უფრო იმატებდა ჩემში. ბოლოს რომ მივედი ადგილას სადაც ვიცოდი ჯენიფერი იყო,უფრო ავნერვიულდი! ასე არასდროს ვყოფილვარ და რაღაცნაირად ჩემს თავზე ვბრაზდებოდი! თავი უნდა გამემაგრებინა,თორემ ესე არაფერი გამომივიდოდა. კარზე ზარი დავრეკე და მშვიდად დავუცადე რომ გაეღო მას, ჩემს სიყვარულს,რომელიც ასე მომენატრა . დაა აი გაიღო კიდეც კარი ,იქიდან კი ჯენიფერი გამოვიდა..იღიმოდა და რა თქმა უნდა ულამაზესი იყო,როგორც ყოველთვის! -ჯენიფერ? თვალები მისი დანახვისასვე გამიბრწყინდა. -გამარჯობა..ვინ ბრძანდებით? მკითხა დაბნეულმა ჯენიფერმა. -შეგიძლია შეომიშვა? ყველაფერს აგიხსნი. ვუპასუხე მე აღელვებული ხმით. -რა თქმა უნდა! მობრძანდით. გამიღიმა მან და დაბნეულმა მიმიპატიჟა. სახლში როგორც კი შევედი აღარ დავაყოვნე და ჯენიფერს ყველაფერი პირდაპირ მოვუყევი,ასევე ვანახე ფოტოებიც და ვიდეოებიც,ყველაფერი რაც ჩემმს სიმართლეში დაარწმუნებდა! ჯენიფერი კი უბრალოდ შოკში იყო და ჩუმად მისმენდა! თავიდან მაინც არ სჯეროდა ,მაგრამ ყველა მტკიცებულება რომ წინ დავუდე, მაშინ უკვე დაიჯერა. -ღმერთო ჩემო..აღარაფერი მახსოვს,მაპატიე..მე ისე მინდა მახსოვდეს. უკვე რამდენი წელია ასე ვცხოვრობ,მოგონებების გარეშე..არ ვიცი ვინ ვარ,მაგრამ ახლა..თქვა ჯენიფერმა და ცრემლები წამოუვიდა. -არაუშავრს,ერთად გავიხსენებთ კარგი? გადავუწიე თმა ჯენიფერს ყურს უკან და ცრემლებიც ნაზად მოვწმინდე,ამაზე მან ღიმილით შემომხედა. -მგონი ვხვდები რატომ მიყვარდით ბატონო იან,ძაალიან კარგი ადამიანი ჩანხართ. ამაზე მე ჩავიცინე. -ცოტათი. ვუპასუხე სიცილით ,ამაზე კი მისი მონატრებული სიცილი გავიგე! დიდხანს ვიჯექით და ვსაუბრობდით ! ბოლოს კი ჯენიფერს ჩემთან წამოსვლა შევთავაზე,ამაზე ჩემსდა გასაკვირად ის დამთანხმდა..მითხრა რომ ყველაფრისთვისა მზად,ოღონდაც გამიხსენოს. ცოტა კი მეშინოდა რა რეაქცია ექნებოდა ,რომ გაიგებდა მასფის ლიდერი ვიყავი,მაგრამ მჯეროდა რომ მაინც არ დაიხევდა ამის გამო უკან. რადგან თვალებში ვატყობდი რომ ის ისევ ის ჯენიფერი იყო,ვინც მე მიყვარდა! ასე რომ თუ ერთხელ შევუყვარდი ასეთი როგორიც ვარ,მეორეთაც შემიყვარებს. მთავარია ჩემი შიშები არ გამართლდა და მას უნდა ისევ გამიხსენოს. ქეითის პოვ: თავიდან მეგონა მეჩვენებოდა და ყველას ამას ვეუბნებოდი,როდესაც მეუბნებოდნენ რომ ძაალიან დაბნეული ვარ ეს ბოლო პერიოდი და სულ სხვანაირად ვიქცევი. ჯანდაბა იან!! ვეცადეე,მართლა ვეცადე ჩემი თავი დამერწმუნებინა, რომ შენს მიმართ გრძნობები არ მქონდა! მაგრამ ამას ვეღარ ვუმკლავდები,დიდიხანი ვატყუებდი თავს! ამ ერთი თვის განმავლობაში ხალხსაც და ჩემს თავსაც ვატყუებდი ,რომ შენს მიმართ არაფერს ვგრძნობდი,მაგრამ სიმართლე ისაა რომ როგორც ჩანს შემიყვარდი. შაბათი დილა იყო და ვისვენებდი,რადგან ყველასთვის საყვარელი დღესასწაული ახალი წელი მოდიოდა . ზედმეტად ცივი ზამთარი იყო და გარეთ ყველაფერი იყინებოდა! მე კი ოთხად მოკეცილი ვიწექი საწოლში და ისევ ვფიქრობდი მასზე....იანზე. ნეტავ სადაა? რას აკეთებს? უკვე დაიბრუნა ჯენიფერი? ბედნიერია? მიღოო რაც უნდოდა? ისევ უყვარს...უყვარს..? დიდიხანია ამაზე მეფიქრება და არ ვიცი რა ვქნა! იქნებ მივიდე და მოვინახულო? დილიდან ამაზე ვმსჯელობდი და ბოლოს გადაწყვეტილება მივიღე! -მინდა ვნახო! წამოვდექი ფეხზე და გიჟივით ტელეფონს მივვარდი ! ------------------ ჯიმი:გისმენთ... ქეითი:ჯიმ,მე ვარ ქეითი ,როგორ ხარ? მომენატრეთ!! ჯიმი:ქეით!!კარგად ვართ ,შენ როგორ ხარ!!ჩვენც ძაალიან მოგვენატრე!! მაგრამ შენ არ კადრულობ ჩვენს ნახვას,რამდენჯერ გთხოვეთ არადა! არ გინდა ახლა მაინც გვესტუმრო? ქეითი:მეც ამის თქმა მინდოდა ,მინდა დღეს გესტუმროთ ჯიმ და... ჯიმი:მერე რა დაა??! მოდი პირდაპირ!! რაღატო მეკითხები სულელო? ეს შენი სახლიცა!! დიდი სიხარულით გელოდებით! თან ახალი კარგი ამბავი გვაქვს შენთვის. ქეითი:კარგი ჯიმ დღეს გნახავთ! შეხვედრამდე! ---------------- როგორც კი ჯიმთან საუბარს მოვრჩი აბანოში შევედი ,შხაპი მივიღე და გამზადება დავიწყე. მთელი მოთმინებით ვარჩევდი ტანისამოს,მეც არ ვიცი ასე რატო ვიქცეოდი ! თითქოს მინდოდა განსაკუთრებულად ლამაზი ვყოფილიყავი . მართლაც გამზადებას რომ მოვრჩი, საკმაოდ ბევრისგან მივიღე კომპლიმენტი! უფრო სწორედ კი მგონი ყველასგან ,ვინც კი მნახა! ტაქსში ვიჯექი და გადათეთრებულ გზებს ვათვარიელებდი,ულამაზესი იყო გარემო...ცივი ზამთარი,სიცივე ამ ბოლო დროს მიყვარს,რადგან უცხო გრძნობები მიტევენ . ეს სიცივე მის თავს მახსენებს რატომღაც,ალბათ ამიტომ? ცოტახანში დათქმულ ადგილზეც მივედი,და როგორც კი იქაურობა დავინახე, ისევ ყოველი მოგონება მომაწვა! სულ ასე მჭირს რატომღაც! რამდენჯერაც არ უნდა დავინახო აქაურობა,სულ ძველი დრო მახსენდება! კარს ნელა მივუახლოვდი და ზარი დავრეკე და მალევე გამიღო ჯიმა. -ქეით!!!ქეითი მოვიდა! იყვირა ნაბიმ და ჯიმთან ერთად ჩამეხუტა ! ამის გაგებაზე კი სხვებიც ჩემსკენ გამოიქცნენ და სათითაოდ მთელი სიყვარულით ჩამეხუტნენ! მხოლოდ იანი არ მომხვდა თვალში. -ქეით..ჯერ არ მჯეროდა რომ შენ იყავი!როგორ შეცვლილხარ და გალამაზებულხარ. მითხრა აღტაცებით ლეონმა. -ხოო თმა გაეზარდა და ნამდვილი ქალბატონივით გამოიყურება. თქვა ჰარიმ და თავზე ხელი გადამისვა. -მე ნანახი მყავს როგორც გოგო ,გრძელ თმაში,მაგრამ დღეს მართლა ძაალიან ლამაზი ხარ ქეით ! მითხრა ღიმილით ჯიმმა. -ყველას დიდი მადლობა ბიჭებო! ძაალიან მომენატრეთ ყველა! ვთქვი და ამჯერად ყველას ერთად ჩავეხუტე . ცოტახანი ვიჯექით და ვსაუბრობდით ,ძველი დროც გავიხსენეთ და ვიცინოდით, მაგრამ ამავდროულად ფიქრი არ შემიწყვეტავს იმაზე თუ იანი სად იყო და ბოლოს რომ ვეღარ მოვისვენე ვიკითხე. -ბიჭებო იანი სადაა?? ამაზე ჯოშუამ ჩაიცინა . -ზემოთ არიან ოთახში! არ გაგიკვირდეს ,ესენი ასე არიან. ამის გაგებაზე მე გავიღიმე,მაგრამ ვაი ამ გაღიმებას ! მეგონა მთელი გული დამისერეს! საშინლად ვიგრძენი თავი და ისე ვიყავი უკვე რომ ტირილი მინდოდა მხოლოდ. გული მეტკინა იმის გაგებაზე რომ ჯენიფერი და იანი უკვე ერთად არიან! რა მემართება,ჭკუიდან ვიშლები?!? ეს არასწორია. -უკვე? ვიკითხე მე ყალბი ღიმილით . -ხოო..5 რაც აქ ცხოვრობს ჯენიფერი. მიპასუხა ნაბიმ ღიმილით. -კ..ა..რგია.. -და ცოტახანში უკეთეს ამბავსაც გეტყვით! ჯერ იანს დავუცადოთ! თქვა ჰარიმ ბედნიერი სახით . რა ამბავი? რა უნდა მითხრან? ყოველი გულის ფეთქვა უკვე ტკივილს მაყენებდა,უკვე ძაალიან ცუდად ვიყავი ! ამიტომ ავდექი და ბიჭებს ვუთხარი რომ საჭირო ოთახში მინდოდა . პირველზეც იყო საჭირო ოთახი ,მაგრამ მე სულელი მეორეზე ავედი ! რათა ბიჭებისგან შორს ვყოფილიყავი და არ გაეგოთ ან არ ვენახე ასეთ მდგომარეობაში,მინდა დავწყნარდე. მივდიოდი კოლიდორში ნელა და თვალები ცრემლებით მევსებოდა,უეცრად კი იანის ოთახსაც მივუახლოვდი ...მათი სიცილის ხმა მომესმა ,მე სულელი კი კარს მივუახლივდი ,რომელიც ნახევრად ღია იყო და პირდაპირ მდგარ იანს და ჯენიფერს მივაჩერდი. -მიყვარხარ! უთხრა იანმა ჯენიფერს და აკოცა,მე კი ვუყურებდი და უკვე ცრემლები მომდიოდა ,ისე რომ ვერც ვაკონტროლებდი ამას . კარს მოვშორდი და პირდაპირ წინ წავედი ცრემლებს წმენდით. თავს ყველანაირად ვიკავებდი რომ არ გამომეცა რამე ხმა ! ფეხს მეტად ავუჩქარე რომ მალე მივსულიყავი საჭირო ოთახამდე, იქ კი ცოტა დავმშვიდებულიყავი. ეს როგორ მომივიდა!! როგორ გავბედე და ის შევიყვარე! ეს შეცდომა როგორ დავუშვი? იანის პოვ: 5 თვეა უკვე რავ ჯენიფერთან ერთად ვცხოვრობ. დიდიხანი არ დასჭირდა ჯენიფერს რომ ისევ შევყვარებოდი და მალე ისევ ისეთი ურთიერთობა ჩამოვაყალიბე მასთან როგორიც მქონდა! თითქოს არც არასოდეს დავშორებულვართ ერთმანეთს. მე და ჯენიფერმა დილა როგორც ყოველთვის, ერთმანეთის მოსიყვარულებით დავიწყეთ. სხვა რაღაცასაც ვაპირებდით ,მაგრამ ბიჭებმა დამიძახეს და მითხრეს რომ ქეითი მოდიოდა დღეს სტუმრად ,ამიტომ გავჩერდი. -სად ჯანდაბაში ხარ!!! ჩავედი თუ არა ქვემოთ ჯიმი მომვარდა ლანძღვით. -კარგი ხოო ,ბოდიში ! ვთქვი მე სიცილით და არემარეს თვალი მოვავლე. -საადა ქეითი ? ვიკითხე რომ ვერ დავინახე ოთახში. -წეღან საჭირო ოთახში წავიდა და რავი სადაა აქამდე..მიპასუხა ნაბიმ დაბნეული სახით. -ვაიჰჰ,ალბად შარში გაეხვა როგორღაც! ვთქვი მე სიცილით და ჯენიფერს ხელი გავუშვი. -მოვალ ,ვნახავ ერთი რას შვრება! ვთქვი მე და კიბებს ავუყევი. -იქნებ რას შვრება შენ კიდე! მომაძახა ჰარიმ ,მაგრამ არ მოვუსმინე და მეორე სართულისკენ წავედი ,რადგან კარგად მახსოვდა ქეითს პირველ სართულზე არ უყვარდა საპირფარეშოში სიარული..თან ამის გახსენებაზე გავიფიქრე,რამდენი ვიცი მასზე! -ქეით!! მივაკაკუნე საპირფარეშოს კარზე . -ჯიმ!?გავიგე ცოტხანი პაუზის შემდეგ ქეითის უცნაური ხმა. -რა ჯიმი!!ვეღარ მცნობ? იანი ვარ! ვუპასუხე მე სიცილით. -იან.. გავიგე ქეითის პასუხი და შემდეგ ისევ დადუმდა . -რას გაჩუმდი! გამოდი მალე! ვუთხარი მე და კარებს ავეკარი . ცოტახანში მართლაც ვიგრძენი კარის გაღება და გვერდით გავიწიე...ქეითი რომ დავინახე თვალებს ვერ ვუჯერებდი ,ჯერ ისეთი სხვანაირი იყო და თან ძაალიან ლამაზი ! -ქეით ?შენ ხარ!? ვიკითხე გაოცებულმა ,ამაზე კი ქეითი ჩემსდა გასაკვირად ჩამეხუტა...მე მის ამ ჩახუტებაზე შევხტიი. -ვაა!!ესე ძაან მოგენატრე? ვიკითხე სიცილით ,მაგრამ სიცილი მალევე შევწყვიტე ,მისი სლუკუნის ხმა რომ მომესმა ...ამაზე უკან გავიწიე და თავი ავაწევინე . -ქეით ტირიხარ? ამაზე ქეითმა უფრო მეტად მოუმატა ტირილს . -რა მოხდა? ავნერვიულდი და ქეითს ცრემლები მოვწმინდე ,მაგრამ ის ხმას არ იღებდა! -ვინ გაწყენინა?!!მოვკლავ ვინ იყო!!? გავბრაზდი უკვე ,ამაზე კი ქეითმა გაიცინა ! -რა გაცინებს!!? უფრო გავბრაზდი და თვალებ გაფართოვებული მივაჩერდი. -ისევ ისეთი ხარ..ამოიღო ძლივს ხმა სიცილით . -როგორი მაინც ვითომ? ავიბღუნძე მე პატარა ბავშვივით. -მზრუნველი და თან დეგენერატი! მიპასუხა სიცილით ქეითმა . -ამას უყურეთ რა!! ვთქვი მე და თქმა მოვწიწკნე ხუმრობით ,ამაზე მან სიცილით გამაშვებინა ხელი . -კარგი ,წავიდეთ! მერე მითხარი რა მოხდა ,ბიჭები გველოდებიან! და არამარტო ბიჭები! ვიღაც უნდა გაგაცნო! ვუთხარი მე სიხარულით,ამაზე კი ქეითმა გაღიმებულმა თავი დამიქნია და უკან გამომყვა . ქეითის პოვ: კიბებიდან ჩავდიოდი და ნელ-ნელა ვუახლოვდებოდი ლამაზ მომღიმარ გოგოს, რომელიც მე მიყურებდა,და აი მივედით კიდეც და გოგომ ხმა ამოიღო. -შენ ხარ ქეითი? ამაზე მე თავი დავუქნიე ღიმილით. -შენზე ბევრი მსმენია,მე ჯენიფერი ვარ! ხელი გამომიწოდა გოგომ,მეც ხელი ჩამოვართვი და ძალით გავუღიმე. ცუდი გოგო არ ჩანდა და არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა. -კარგით ახლა,დავსხდეთ ,თან იანმა რაღაც უნდა უთხრას ქეითს! თქვა ჯიმა და მე ჩამავლო ხელი და მაგიდისკენ გამაქანა! -ქალბატონო სად იყავი აქამდე!!? ჩაცრემლილი გაქვს თვალები და ნამტირალები ხარ!!შენ მომატყუებ 5 თითივით გიცნობ!! მომიყვები დღესვე რა მოხდა! მითხრა გზაში ჩუმად ჯიმა და მერე სკამზე დამსვა და თვითონაც გვერდით მომიჯდა. რაც სუფრაზე დავჯექი არც ვჭამდი, ძაალიან ცოტა ვჭამე ,ეგეც იმიტომ რომ ჯიმა დამიწყო ჩხუბი და გვერდით მჯდარმა ჯეიკმა დაცინვა რომ დიეტაზე ვარ! მთელი დროის მანძილზე იანს და ჯენიფერს ვაკვირდებოდი როგორ უღიმოდნენ ერთმანეთს და გული საშინლად მტკიოდა და აი ცოტახანში იანმა ხმა ამოიღო. -ყველას ყურადღებას ვითხოვ! წამოდგა თან ფეხზე,ჩვენც მას მივაშტერდით ყველა . -მეგობრებო მე გითხარით რომ თქვენთვის ახალი ამბავი მქონდა, ალბად ყველას გეცოდინებათ რაც! მაგრამ ქეითმა არ იცის და აინტერესებს რა ამბავი მაქვს!! იღიმოდა იანი და ყველას გვიყურებდა...ბოლოს კი მე მომაპყრო მხოლოდ მზერა. -ახალი ამბავი ისა რომ, მე და ჯენიფერი ვქორწინდებით! ქეითის პოვ: იანი ქორწინდება? უკვე? ქეით დამშვიდდი გთხოვ ,ღრმად ისუნთქე ! არავინ არაფერი არ შეგატყოს! ეს არაა ნორმალური,შენ მის მიმართ გრძნობები არ უნდა გქონდეს! ვამშვიდებდი ჩემს თავს და ვცდილობდი ხმა ამომეღო,რადგან ყველა მე მომჩერებოდა და ჩემს რეაქციას ელოდებოდნენ ,რაც იანმა ახალი ამბავი მითხრა. -გილოცავთ...მართლა...ძაალიან გამიხარდა! გავიღიმე მე რაც ძალა მქონდა დარჩენილი და ფეხზე ავდექი რომ მიმელოცა ორივესთვის. -გილოცავთ! ვთქვი და ორივეს გადავკოცნე . -მადლობა..მიპასუხა იანმა ღიმილით. ორივეს რომ მივულოცე ისევ ჩემს ადგილას დავჯექი და ნერვიულობით მოვსვი იქვე მდგარი შავი ღვინო -ისეე ასე ჯდომას და მარტო ჭამას! ხომ არ აგვეღნიშნა სადმე ? არ სჯობს?! გავიგე აღტაცებული ჰარის ხმა. -ხოო რა!!თან ქეითიც აქქა!! ყველა ერთად ვართ! დაამატა მომღიმარმა ჯოშუამ,ამაზე იანი ჩაფიქრდა. -არ არის ცუდი აზრი...თქვა და ჯენიფერს მიუბრუნდა . -რას იტყვი!?წავიდეთ გავერთოთ! ამაზე ჯენიფერმა სიხარულით თავი დააქნია ...მაგრამ მე? მე ვერ წავალ,ასეთ მდგომარეობაში ვერანაირად! -მე არ მინდა...სჯობს სახლში წავიდე. ვთქვი მე და ფეხზე წამოვდექი...ვერსად ვერ წავიდოდი,ისედაც თავს ძლივს ვიკავებდი ტკივილიგან ბოლო ხმაზე არ მეტირა !! -როგორ იცის ხოლმე ამ გოგომ ,თითქოს ვინმემ ჰკითხა,უნდა თუ არა წამოსვლა! თქვა ცინიკური სიცილით იანმა და ხელი მომკიდა. -მართლა ვერ წამოვალ!! საქმები გამომიჩნდა ,სამსახურში უნდა შევიარო რა ხდება. დავიწყე მე უაზრო მიზეზები ,ამაზე კი იანი უბრალოდ ღიმილით თავს მიქნევდა. -რაა ცუდი მატყუარა ხარ. წამოდი ახლა ნებით ,ან ძალით წაგიყვან! ამაზე მე ამოხვნეშით ვუპასუხე. -მართლა ვერ წამოვალ!! ჩემს პასუხზე კი უკვე ჯეიკის ხმა გავიგე. -აუ ქეით ნუ ატრაკებ რაა!! წავედით ახლა,ჯიმი უკვე მანქანას ქოქავს! მეც რა უნდა მექნა? უკან გავყევი თან თავს ვიმშვიდებდი რომ ჩემს თავზე კონტროლი არ დამეკარგა . მთელი გზა ჩუმად ვიყავი ,ბიჭები კი ლაპარაკობდნენ და მსჯელობდნენ სად წავსულიყავით,თან შიგადაში ხუმრობდნენ და იცინოდნენ. მეც რამდენჯერმე ძალით გავიცინე რომ არ შეეტყოთ როგორ ცუდ ხასიათზე ვიყავი ამ წამს. -მე არ მინდა რა მანდ!! მაგ კლუბში გავიცანი ჩემი ძველი შეყვარებული! მანდ არა! თქვა კეიკმა ჩხუბით. -აუ ,შენ ახლა ქუჩა ქუჩა იჩენდი მგონი შეყვარებლებს და ყველგან შეყვარებულები გაგახსენდება, მე ბოდიში! თქვა სიცილით იანმა,რაზეც ყველას გაეცინა. -აუუ, ვაფშე რაა ჩავსვათ ახლა გოგოები და დავაი სტრიპტიზ კლუბში! თქვა სიცილით ლეონმა. -ჰეე!! გავიგე ამაზე ჯენიფერის ხმაც. -ჩვენ არსად არ ჩავალთ! გადმომხედა ღიმილით ,მეც ამაზე თავი დავაქნიე. -არა სად ჩახვალთ, ესეთ ლამაზ გოგოებს ვინმე მოგიტაცებთ! თქვა ჯიმა და თან ხელი თავზე გადამისვა ღიმილით . -აუუ ,მაშინ მოდი რა იმ კლუბში წავიდეთ იანის მეცხრამეტე დაბადების დღე რომ ავღნიშნეთ ! თქვა ჰარიმ და ყველას ღიმილით გადმოგვხედა. -კარგი მოდი მანდ წავიდეთ! დაეთანხმა ჯიმი და მარცხენა შესახვევში გადაუხვია . ჯერ 7-ის ნახევარი იყო ,მაგრამ უკვე ბნელდებოდა,ამიტომ როგორც ღამის კლუბი ,გამალებით ანათებდა შენობა სადაც ბევრი ხალხი ირეოდა! -ქეით ...15 წლის ბავშვს გავხარ და პირადობა თან გაქვს? მომიდგა იანი სიცილით გვერდით. -აუ კაი რა!! გამეცინა მე და ხელი წავკარი . ცოტახანში კი ჯენიფერის ხმა გავიგე ,რომელიც გვერდით მოგვიდგა. -ეს კლუბი ვიცი,მაგარი კლუბია ! სულ ცნობილი ხალხი დადის აქ,მაგრამ როგორც ვიცი წინასწარ უნდა ჩაეწერო!ამაზე იანმა ჩაიცინა და ორ დაცვას მიუახლოვდა, რომლებიც კარში იდგნენ. -იან მილერი..გამოაცხადა თუ არა და ბიჭები თავის დახვრით მიესალმნენ და გზა გაუთავისუფლეს. -როგორ ქნა ეს? გაფართოვებული თვალებით მკითხა ჯენიფერმა. -ესე იცის ხოლმე. ვუპასუხე მე სიცილით და თან გავიფიქრე ..ნეტა იცის რომ მააფის ლიდერია? -შევედით ,დროზე ახლა! შემახტუნა იანის ხმამ . კლუბში აურაცხელი ხალხი ირეოდა და გარემოს ნამდვილად ეტყობოდა რომ არ იყო ჩვეულებრივი კლუბი ,სადაც ყველას შეეძლო შესვლა. -აბა რას დალევ? მომიდგა ჯოშუა ხელის გადახვევით. -დღეს ერთად დავთვრეთ ! გავიგე მეორე მხარეს მდგარი ჯეიკის ხმაც . -არანაირი სასმელი,ქეითს არაფერი არ დაალევინოთ! გავიგე ჯიმის ხმაც. -სრულწლოვანია ჯიმ,ნუ იცი შენებური დედაბრის ლოგიკის ჩართვა! თქვა გაღიზიანებულმა ჯეიკმა სიცილით. -კაი მაშინ რომ დათვრება თქვენ იზრუნეთ მასზე! ჯიმა გაბრაზებულმა ესღა თქვა და შემდეგ გაამომეტყველება საგრძნობლად შეეცვალა! -ვაიმე, რა ზრუნველი მყავს ეს! ჩავეხუტე უკნიდან ჯიმს სიცილით,მაგრამ ვიღაცის ხმაზე უკან გადავიტანე უნებურად მზერა. -ჰეე! აქეთ! გავიგე იანის ხმა ,რომელიც დანარჩენებთან ერთად მაგიდასთან იჯდა უკვე. -აბა ,აბა! რა გვაქვს აქ! უჰჰ ,ყველაფერი კარგად გამოიყურება! მიადგა მაგიდას ბედნიერი სახით ჯოშუა. -დაჯექი ,რას უცდი? ამომხედა იანმა ,მეც ნელ-ნელა დავჯექი. -ჯარიმაა!!ვინც დაგვიანეთ გადაკარით ! დავჯექი თუ არა,მომაჩეჩა ჭიქა ნაბიმ. -არ უნდა იქნებ! გამომეხმაურა ჯიმი, მაგრამ ამაზე მე ისე ვერც მოასწრეს თვალის დახამხამება, სულ მოუთქმელად გადავკარი !! ისე ვიყავი სასმელი თუ დამეხმარებოდა რომ ამ ემოციებს გავმკლავებოდი! -კაი იყო!? მკითხა სიცილით ჰარიმ და თვალებზე ჩამოფხატული თმა გადამიწია. -კი კარგი იყო,კიდე მინდა! ვთქვი მე სიცილით და ჭიქა გავუწოდე! ამაზე კი დავინახე რამდენიმეს უკმაყოფილო სახე, მაგრამ არ შევიმჩნიე და მივაყოლე. -დღეს მინდა რომ დავთვრე!! ვთქვი თან,რაზეც ჯოშუამ სიცილით მომაძახა. -მარტო არაა ძმაა!!დარტყი ხელი! დამარტყა ხელი ხელზე და ჭიქაც მომაწოდა ნაბიმ, რომელიც დიდი იყო და ბოლომდე სავსე თან. -ჰე,ჰე! ფრთხილად აბა! არ დათროთ ძაან. თქვა სიცილით ლეონმა. -თუ რამეა მე ვერ მივხედავ ,გამომრიცხეთ. გავიგე იანის ხმაც, რომელიც გადაწოლილი იჯდა და ცოტა უკმაყოფილო სახით მიყურებდა. მგონი დაახლოვებით 8 თუ 9 ჭიქა დავლიე,თან საკმაოდ დიდიც! არ მახსოვს როდის მომეკიდა ასე ,მაგრამ ერთი ვიცი ,მაგრად ვარ ამ წამს! ფეხებზე ყველაფერი ,აღარც ტკივილს ვგრძნობ და აღარც სევდას! ჯენიფერი და იანი ერთად რომ ცეკვავენ და იანი როგორც ეხება ჯენიფერს ,ეგეც არ მაინტერრსებს! -აუუ !!აუუ!!იმ გოგოს უყურეთ რა! საკუთარ ნარწყევში წაიქცა მგონი! ერთმანეთს ასკდებოდნენ სიცილით ჯოშუა და ჯეიკი და მეც მათთან ერთად ვიცინოდი. -ჰეე!!ლოთებთა სასტავი! ადექით ახლა და იცეკვეთ! ცოტა გამოფხიზლდეთ იქნებ! გავიგეთ ლეონის ხმა ,რომელმაც ყველას ხელი გვტაცა და საცეკვაოდ გაგვიყვანა . -ჰარი ,ქეითი ჩაიბარე! თქვა ჯოშუამ და ვიღაც გოგოსკენ წავიდა, მას კი ჯეიკიც გაჰვა. -ვიცეკვოთ ქეთუსია!? ცოტა ნასვამმა ჰარიმ ღიმილით მომკიდა ხელი და ცეკვა დაიწყო . ვცეკვავდი და თან ისე რომ არც მაინტერესებდა ვინ რას იფიქრებდა ჩემს გიჟურ ცეკვაზე!! არაფერი არ მაინტერესებდა ამ წამს! იანის პოვ: ჯენიფერთან ერთად ვცეკვავდი და თან ჯენიფერს ყურში ვეჩურჩულებოდი როგორ მიყვარდა ,მოკლედ ჩვენს საკუთარ სამყაროში ვიყავით ! უცბად ჯიმი რომ მომვარდა. -იაან! ამაზე მე დაბნეულმა ავხედე. -რა ხდება? ჯიმა კი ანერვიულებულმა მიპასუხა. -ის ხდება რომ ქეითი ძაან დათვრა და ბიჭებიც ასევე! მაგრამ მე ქეითზე უფრო მენერვიულება ,შეხედე! ჯიმა ქეითისკენ მიმითითა ,რომელიც საკმაოდ გამომწვევად ცეკვავდა ,გარშემო კი ერთი 5 ბიჭი ეხვია! -ბიჭები სად არიან!!?აქ მე ვარ მარტო?!მიხედეთ თქვენ,მე ვთქვი რომ პასუხს არ ვაგებდი,თუ ნასვამი სისულელებს ჩაიდენდა! ვთქვი ცოტა გაბრაზებულმა. -ბიჭები ვაფშე გათიშულები არიან და მე და ლეონს არ გვიჯერებს,რომ ვეუბნებით წასვლის დროა! იან შენ დაგიჯერებს, მიდი რა გამოიყვანე! ვიღაც ბიჭს ელაპარაკება უკვე ,შეხედე! ნასვამია და რამე არ მოატყუონ ,ვინმეს არ გაყვეს. მიიხედა ანერვიულებულმა ჯიმა უკან ,ამაზე უკვე გავბრაზდი ! ჯენიფერს ხელი გავაშვებინე და ქეითისკენ წავედი . -იან!! დამინახა თუ არა მხიარულად წამოიძახა მომღიმარმა ქეითიმ . -რას აკეთებ საერთოდ შენ? შევხედე მკაცრად. -რას უნდა ვაკეთებდე? ვერთობი! მიპასუხა ამაზე ისევ მომღიმარმა. -ეს არ არის გართობა,წავედით. ჩავკიდე ხელი ქეითის ,მაგრამ მან ამაზე უბრალოდ ისევ ხელი გამაშვებინა! -არ მინდა. მითხრა უკვე სერიოზულად. -არ გინდა? ჩავიცინე მე გაღიზიანებულმა. -ახლა აქ ჩხუბი არ დამაწყებინო ქეით ,იცოდე სჯობს შენი ნებით წამომყვე!! ცოტა ხმას ავუწიე მე ,რაზეც ქეითი უკვე შეხტა . -რაც გინდა ქენი, არ წამოვალ! მაგრამ მაინც ჯიუტად მიპასუხა და პატარა გაუგონარი ბავშვივით ჩამოდგა! მე კი უკვე გაბრაზებული კი არა ,გადარეული ვუყურებდი ! ცოტახანს ვცდილობდი თავი დამეწყნარებინა,კიდე ცოტას დავაცდი და აი მერე... -იან..დააცადე ცეკვავს,ისეთს რას აშავებს? გავივე უკნიდან ჯენიფერის ხმა ,მე კი ამაზე ისევ ქეითს მივაჩერდი ,რომელსაც ვიღაც ბიჭი ელაპარაკებოდა ! -გინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე? რომ გავიგე ბიჭმა რა უთხრა და თან, ქეითიიმავ თავი რომ დაუქნია და მასთან ერთად დაიწყო წასვლა ,პირდაპირ სწრაფი ნაბიჯით გავემართე მათკენ! ვგრძნობდი უკვე ვეღარ გავაკონტროლებდი ბრაზს და ისე რომ არც არაფერი მითქვამს ,პირდაპირ ბიჭს დავარტყი სახეში მუშტი, ისე რომ ბიჭი წაიქცა! -რას აკეთებ!?გავიგე გაუგნებული და შეშინებულუ ქეითის ხმა . -რასაც ხედავ!!!წამოდი ახლა! მოვკიდე უკვე ხელი უხეშად და ძალით გავიყვანე გარეთ . გარეთ გამოსულმა მანქანის კარი გამოვხსენი და შიგნით უხეშად ჩავსვი,შემდეგ კი იქვე მდგარ ჯიმსაც გავძახე,რომელიც დაბნეული გამოგვყვა უკან . -ყველას უთხარი რომ მივდივართ და გამოვიდნენ! ამაზე ჯიმიც შენობაში შევიდა,მე კი მშვიდად გადავხედე გაბრზებულ ქეითს, რომელიც შუბლ შეკრული იჯდა. -რა იყოო!!გაბრაზდი რომ იმ ბიჭთან ერთად არ გაგიშვი?!! ვკითხე მე გაღიზიანებულმა. -ხოო ზუსტად!! იგივე ნაირად მიპასუხა მანაც. -ინანებდი...ზუსტად იცოდე! იცი შენაირ დებილ მთვრალებს ვერ ვიტან! იმ ბიჭს რისთვის მიყავდი ეგ მაინც თუ გაიაზრე!? უკვე ყვირილით ვუთხარი! ამაზე კი მანქანიდან ძლივს ბარბაცით გადმოვიდა და წინ დამიდგა. -მერე რა!!იიქნებ მე ასე მინდოდა!გამისწორა თვალი ,ამაზე მე ვიგრძენი სისხლი როგორ ამიდუღდა!!! -ააა ..გინდოდა!!ბოდიში! მიგაბრუნო გინდა!? ვკითხე და ხელი უხეშად მოვკიდე. -წავიდეთ??!! შევხედე გამწარებულმა . -ხოო წავიდეთ!!შენ არავინ არ ხარ რომ რამე დამიშალო,ვინ ჩემი ფეხები ხარ საერთოდ! გამაშვებინა ხელი უხეშად. -შენ მგონი სულ გამოდებილდი! უცხო ბიჭს უნდა ჩაუგორდე საწოლში?! ვუყვირე უკვე ბოლო ხმაზე. -ხოოო დააა ისედაც წეღან უკვე გავაკეთე ეს საპირფარეშოში ერთ ბიჭთან ,არ ვიცი ვინ იყო და არც მაინტერესებს!!! ეს რომ გავიგე არ ვიცი რა დამემართა,მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე და სილა გავარტყი ! უბრალოდ ვერც მივხვდი ისე დავკარგე კონტროლი ! უკვე მერამდენედ მის გამო ! ქეითმა კი ჩაცრემლილი თვალებით და დაბნეული სახით ამომხედა და თან ლოყაზე ხელი ეკიდა . -ჩაჯექი! ვუთხარი მკაცრად და მანქანია კარი გავუღე ამაზე უკვე აღარც შემეწინაღმდეგა ჩუმად ჩაჯდა. -რა მოხდა აქ?გავიგე უკნიდან ჯენიფერის ხმა ,რომელმაც ალბად შემატყო რა გაბრაზებული ვიყავი და უკნიდან მომეხვია . -არაფერი..ბიჭები სად არიან? ვიკითხე მე მოუთმენლად. -მოდიან..როგორ არაფერი? შენი ყვირილის ხმა იქ ისმოდა. ამაზე ჯენიფერს გაღიზიანებულმა ვუპასუხე. -ახლა არა ჯენიფერ!!არ ვარ ახსნის ხასიათზე! ვთქვი და წინ დავჯექი . ცოტახანში კი გვერდით ჯიმიც მომიჯდა ,რომელმაც დამწუხრებით გადახედა ჯერ უკან მჯდომ ქეითს და შემდეგ მე . მერე კი მანქანა დაქოქა . მთელი გზა ყველა ჩუმად იყო, არავის ხმა არ ამოუღია საერთოდ და მათ შორის არც მე . როგორ ამოვიღებდი ხმას როცა ჯერ კიდევ ბრაზისგან ისე ვიყავი, რამის ყველაფერი დამემტვრია! ქეითი ვისთან იწვა!!?? ნუთუ სიმართლე მითხრა!? ბრაზი შიგნიდან მჭამდა და მეც ვერ ვხვდებოდი რატომ! ჩემთვის სრულიად უცხო გრძნობა მაიძულებდა ,გაუჩერებლად მეფიქრა ამ ყველაფერზე. ქეითის პოვ: დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა ,ისე მტკიოდა მეგონა რომ ჩაქუჩი მირტყეს დაუნდობლად თავში! საშინლად ვგრძნობდი თავს და ჯერ ბოლომდე არც გაღვიძებულს უკვე ყველაფერი მეზარებოდა! თავი წამოვყავი და ჩემს ,ანუ ბობის ძველ ოთახში აღმოვჩნდი. წარმოდგენა არ მქონდა რა მოხდა გუშინ და არაფერი არ მახსოვდა საერთოდ ,თუნდაც იმაზე აქამდე როგორ მოვედი ! -აბა ქეით მოემზადე! ვუთხარი ჩემს თავს და მთელი ძალდატანებით ავდექი და თავი გავიმაგრე რომ თავბრუდახვეულს იქვე არ მომკვეთოდა ფეხები და არ წავქცეულიყავი ! საბაზანოში შევედი რომ შხაპი მიმეღო და ცოტა გამოვფხიზლებულიყავი და მართლაც ცოტა მიშველა,იმდენად ცუდად აღარ ვიყავი! იქვე დადებული ტანისამოსი უცბად ამოვიცვი და ცოტა კანკალმა ამიტანა გაყინული ნაჭერი რომ შემეხო . -ისევ თოვს. გავხედე ფანჯრიდან გადათეთრებულ არემარეს და ნელ-ნელა დავიწყე ოთახიდან გასვლა. ერთადერთი რაც ახლა მინდოდა ის იყო რომ მეკითხა რამე ხომ არ მოხდა გუშინ! როგორც ჩანს ძაალიან ბევრი დავლიე და სიყვარულისგან შეშლილს მეშინოდა რამე ცუდი ხომარ ჩავიდინე. ვუახლოვდებოდი გაღიმებული სამზარეულოს ,სადაც ყველა მშვიდად ისხდა და სადილობდა. -ოხ გაუღვიძია! ჯოშუამ დამინახა და იმ წამსვე წამოძახა! ამაზე ყველამ ჩემსკენ გამოიხედა და ყველას კარგად შევატყე ნერვიულობა, ეს კარგად ეტყობოდათ . შემდეგ იანზე შევაჩერე მზერა, რომელმაც რომ შემომხედა იმ წამსვე ცივად დახარა ისევ თავი და ჭამა გაგრძელა ,რა ხდება? ვფიქრობდი და გაშეშებული ვიდექი და ესე შევყურებდი ყველას ,ცოტახანში ჯიმის ხმა რომ არ გამეგო, რომელმაც გამომაფხიზლა . -მოდი დაჯექი ,გეშიება. თქვა და სკამი გამომიწია. მეც ნელა დავჯექი,თან ისე რომ თვალს არ ვაშორებდი იანს, რომელიც რატომღაც თვალს მარიდებდა და ზედაც არ მიყურებდა! -ჯიმ რა მოხდა ?რამე მოხდა გუშინ? გადავუჩურჩულე ჯიმს ,ამაზე კი ჯიმა ჯერ შოკი სახით შემომხედა და შემდეგ ასევე ჩურჩულით მიპასუხა. -არ გახსოვს?არ გადამრიო ახლა! ვაი და მის ასეთ ტონზე მივხვდი რომ კარგი ამბავი არ მოხდებოდა გუშინ და პახმელიაზე გიჟივით მშიერს საერთოდ დამეკარგა მადა! ვიჯექი და უაზროდ ვილუკმებოდი და ერთი სული მქონდა ვინმე რომ მორჩებოდა გამომეჭირა და გამომეკითხა რა გავაკეთე. ქეით ამდენი დალიე რომ სულ დაკარგე თავი და რაღაც ცუდი გაკეთე!!!? რა გავაკეთე?? ვფირობდი და ჩემს თავზე წინასწარ ვბრაზობდი. მთელი 20 წუთი ჭამდნენ ბიჭები მგონი !!რამ მოაშიათ ესე!? უაზროდ ვცქმუტავდი და ვერ ვისვენებდი ერთ ადგილას! აი ძლივს სააბოლოდ ჯიმი მორჩა და ფეხზე ადგომა დაიწყო,ვაპირებდი მეც გავყოლოდი რომ მეკითხა გუშინდელი მომხდარი,მაგრამ არ დამჭირდა ! ჯიმა თვითონვე მომკიდა ხელი და ამაყენა ,შემდეგ კი ჩემი საძინებლისკენ გავემართეთ. საძინებელში როგორც კი შევედით საწოლზე დამსვა, თვითონ კი სკამი აიღო ,ჩემს წინ დადო და ზედ ჩამოჯდა . შემდეგ კი უკვე გაბრაზებული თვალებით მომაშტერდა. -აბა ახლა თქვი რა გაწვალებს ასეთი?!!სანამ ყველაფრის მოყოლას დავიწყებ მინდა რომ მიზეზები გავიგო! მითხრა მკაცრად,რაზეც დავიბენი. -რა უნდა მაწუხებდეს? ჩავყლაპე ნერწყვი სიმწრით და ცოტახანდი მივაყოლე. -არაფერი..ამაზე ჯიმა იმედგაცრუებულმა თავი გაღიზიანებულმა გადაქნია! -რომ არ გაწუხებდეს ესე უპასუხისმგებლოდ 16 წლის თინეიჯერი ბავშვივით არ მოიქცეოდი გუშინ!! იანი წყობიდან გამოიყვანე და ყველა შეგვაშინე, შენი სრულიად ამაზრზენი და ცუდი საქციელით,რომელიც ვიცი არ გჩვევია! უკვე ჩხუბით მითხრა ჯიმა. -ჯიმ!!!გთხოვ მერე მეჩხუბე, ჯერ გამაგებინეე რა მოხდა?!? რა გავაკეთე?! უკვე მოთმინება დაკარგულმა გავუსწორე თვალი ჯიმს. -რა და ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ძაალიან გამომწვევად ცეკვავდი, 9-ჯერ მაინც ვცადეთ მეც და ლეონმაც შენი გამოთრევა, მაგრამ არც ერთს არ გვიჯერებდი! მერე ის რომ 10 კაცი გეხვია გარშემო და ყველას იცი მგონი რაც ენდომებოდათ! შენ კი რა ქენი იცი?? ვიღაცას გაუბი ლაპარაკი და თან მიყვებოდი,სახლში მიყვებოდი! იანი მაგიტო გამოვგზავნე ,მაგრამ მაგანაც ვერ გაგაჩერა! მერე იმ ბიჭმა მიიღო იანისგან მაგის გამო და მაგარი ჩხუბი იქნებოდა კიდე იანს რომ არ შეეკავებინა თავი! და ამ ყველაფრის მერე იმის მაგივრად რომ შენივე საქციელით შერცხვენილი ჩუმად ყოფილიყავი,იანს ისეთები უთხარი რომ სულ გაგიჟეეე!! ქეით!!!ადრეც გნახე მთვრალი და გუშინ რაღაც არ იყო ისე!! გეკითხები ,რა ხდება მაგ შენს თავში საერთოდ!! ბოლო სიტყვები რომ ყვირილით დამთავრა ჯიმა,მე მოსმენილით შერცხვენილი და ჩემს თავზე გაბრაზებული სუნთქვას ვარეგულირებდი უკვე... ხმას რომ ამოვიღებ სუნთქვა არ შემეკრას საერთოდ! -მეე...არ ვიციი..ღმერთო!!!!ეს როგორ მომივიდა!! წამოვდექი ფეხზე ანერვიულებული და თმას ნერვიულობით ჩავებღაუჭე. -ჯიმ,ბოდიში..მართლა ძაალიან მრცხვენია ჩემი საქციელის ! გეფიცები მართლა! ვთქვი მე უკვე ისე რომ რამის მეტირა! -მეე დიდად არ უნდა მებოდიშოო! იანს უხადე ბოდიშები! ბიჭს ,რომელიც შენზე ზრუნავდა ,რათა სიმთვრალეში რამე არ ჩაგედინა და შემდეგ გენანა ,უთხარი რომ ვიღაცასთან სექსი გქონდა თან საპირფარეშოშიო! ეს იანია!!ის ასეთ რაღაცებს ვერ იტანს!მითუმეტეს ისეთებისგან ვინც აღელვებს! და შენ რომ აღელვებ გუშინდელიდან გამოჩნდა,თორემ სხვას მაგრად დაიკიდებდა. თქვა ჯიმა სერიოზული ტონით. -რააა?!!რა ვუთხარიი!!?ღმერთო! საწოლზე უგონოდ დავჯექი და თავი ჩავდე მუხლებში ,შემდეგ კი რამდენიმე ცრემლი ვეღარ მოვთოკე. ახლავე იანთან უნდა წავსულიყავი და ბოდიში მომეხადა! ვიცი ეს არ უშველის მარტო ,მაგრამ იმედია მაპატიებს ჩემს ამ სამარცხვინო საქციელს! ჯიმს არც ვუთხარი და არც დასჭირდებოდა, მიხვდებოდა გიჟივით რომ გავვარდი ოთახიდან რომ იანთამ მივდიოდი! იანი მშვიდად იჯდა მისაღებში და რაღაცას აკეთებდა ,არც ჯენიფერი ჩანდა სადმე, არც ვინმე სხვა ! ხოდა მეც პირდაპირ მისკენ წავედი,მამ კი როგორც კი დამინახა ისევ იგივე გააკეთა ! შემომხედა და შემდეგ ისევ თვალი ამარიდა. -იან...შეიძლება დაგელაპარაკო?მივუახლოვდი მორცხვად,მან კი ამაზე უემოციოდ ამომხედა და უბრალოდ მანიშნა რომ დავმჯდარიყავი ,შემდეგ კი საქმეს დაანება თავი და მე მომაპყრო მზერა. -იან,გუშინ რაც მოხდა...ვიცი ძაალიან ცუდად მოვიქეცი და გაგაბრაზე, მაგრამ გავბედავ და გთხოვ რომ მაპატიო. ამაზე იანმა თითქოს გაღიზიანებულმა ამოიხვნეშა,შემდეგ კი მითხრა . -დავუშვათ გაპატიე...ახსნი შენი ასეთი საქციელის მიზეზს? არ თქვა სიმთვრალის ბრალიაო! იმიტომ რომ ეს სიცრუე იქნება იცი! მითხრა მკაცრად ,მე კი ამ წამს დავიბენი..რა მეთქვა? ხოდა რავ ძალღონე მქონდა მოვიკრიბე და ვუთხარი. -ვიღაც შემიყვარდა. ამაზე იანმ შემომხედა ,თან შევატყე ღიმილი ეპარებოდა. -რა თქვი ? იკითხა გაკვირვებულმა. -ხოო..სწორად გაიგე..ვიღაც შემიყვარდა და გუშინ მაგიტომ ავურიე! ამაზე მან პატარათი ჩაიცინა . -ვააა..სტრესთან გამკლავების მაგარი საშუალება ,საპირფარეშოში დაკავდე სექსით უცნობთან..მართლა გყვარებია ვინც გიყვარს. თქვა ცინიკურად ,ამაზე მე სულ გადავწითლდი და სწრაფად ვუპასუხე. -არაფერი არ მომხდარა..ვიცრუე! ამაზე იანმა სიცილით თავი გაქნია. -ნწ,ნწ ..ვიცი ეგ. ამაზე მე გავუღიმე..მიხარია რომ ასეთი წარმოდგენა არ აქვს ჩემზე. -აბაა..მაპატიებ? იანმა ტუჩზე იკბინა და თვალი შემავლო . -არ ვიცი,არ ვიცი..გაპატიო? ვიცოდი უკვე რომ მაწვალებდა და ამ თავისი გამომწვევი საქციელით ვერც ხვდებოდა რას მიშვრებოდა! -კარგი,ნუ მაწვალებ! რა გინდა გავაკეთო! წამოვიძახე მე და თვალები გადავატრიალე მის ეშმაკობაზე. -ვინ გიყვარს ეგ მითხარი და გაპატიებ! ამის გაგებაზე მე პირი გადამეკერა რასაც ქვია! გონებაში განგაში ატყდა ,გული ამიჩქარდა! რა უნდა მეთქვა? არ ვიცი,არ ვიცი!!! -კაიი!!მიმანიშნე მაინც ! ამოიოხრა იანმა იმის შემდეგ რავ პასუხი დავაყოვნე და დიდიხანს მელოდა. -მოკლედ...კარგი ბიჭია,ჩემი მეგობარია,ხანდახან მიშლის ნერვებს!მაგრამ მისი უაზრო საქციელების მიუხედავად ვიცი დიდი და კეთილი გული აქვს. ვთქვი მე და მოვემზადე...ვიცოდი რომ მიხვდებოდა ამას ვისზე ვიძახდი...მიხვდება რომ ვინც მე მიყვარს ,თვითონ ისაა! -აქ ყოფილა? იკითხა იანმა წარბის აწევით ,ისე რომ თან ეღიმებოდა ..ამაზე მე თავი დავუქნიე,და თვალი დავხუჭე სიმწრით პასუხის მოლოდინში! -ვიცოდიი!! მის წამოძახილზე კი შევხტი და თან გავწითლდი! -რა იცოდი? ვიკითხე ხმის კანკალით. -ვიცოდი რომ ბრუნო მხოლოდ მეგობარი არ იყო! წამოიძახა იანმა,მე კი პირი დავაღე! -რა? ვიკითხე მე პირ ღიამ,თან უკვე მზად ვიყავი ფანჯრიდან გადავმხტარიყავი! რატო იფიქრა რომ ბრუნო ვიგულისხმე!!? -ბრუნოა ხო ეს? მკითხა კიდევ ერთხელ თავის თავში დარწმუნებულმა ,აღტაცებულმა! -ისს..მეე..არ..,დავიწყე ბუტბუტი უაზროდ ,ვაპირებდი მეთქვა არააა!! ის არაა!!შენ ხარ ვინც მიყვარს!! მაგრამ ნუთუ ასეთი ადვილია?! თან როცა არც დამაცადა და ფეხზე წამომაყენა . -აბა ახლა მითხარი!!არ უყვარხარ? მომკიდა სახეზე ხელები და თვალებზე მომაჩერდა. -არ ვიცი..ვთქვი მე ძლივს დაბნეულმა. -არ ინერვიულო! ჩამიხუტა იანი და შემდეგ მიაყოლა. -გეგმა მაქვს!! ამაზე მე თვალებ დაჭყეტილმა შევხედე. -რა გეგმა?!არ მინდა! არ შეწუხდე არაფრით! ამაზე თავში ხუმრობით წამომარტყა ხელი. -აუ ნუ ბავშვობ!!მააფის ლიდერი რომ ვარ იმას კი არ ნიშნავს რომ მაჭანკლობა არ შემიძლია! მიპასუხა მხიარულად . -ვაიჰ...ამოვიოხრე მე და მოსალოდნელით თავი ჩავხარე ! -კაი არ ინერვიულო შენ!! ხვალ დაგირეკავ და მოდი იმ დროს როცა გეტყვი და ნახავ რეებს გავაკეთებ!! უკვე ყველაფერი მოვიფიქრე! თქვა აღტაცებით,ამის მოსმენაზე კი მე კითხვა გამიჩნდა . -რატომ გინდა დამეხმარო? რადგან მე იანი არ მინახავს არასოდეს ასეთი მონდომებული . -არ მეგონა ამას როდესმე თუ გეტყოდი,მაგრამ ჩემი მეგობარი ხარ და არ მინდა გული გტკიოდეს რამის გამო. მითხრა ღიმილით ,ამაზე კი უნებურათ ცრემლებით ამევსო თვალები . -მადლობა..ვთქვი ღიმილით. -კაი ახლა ეს ცრემლები და უბედურება არ მინდა! თქვა უკვე თავისი ცივი მზერით როგორიც ნამდვილ იანს შეეფერბა ,ამაზე მე გავიცინე და თავი დავუქნიე. არ ვიცოდი რას აპირებდა და ვაი რომ არც მინდოდა გაგება! ვიცოდი შარში ვიყავი..ძაალიან დიდ შარში! მაგრამ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა! სულ გამომაშტერე იამ...რას მიშვრები?! იანის პოვ: ბრუნო უყვარს ქეითს? ვიაზრებდი ნელ-ნელა ამ ყველაფერს და ამ ბოლო დროს ნაცნობ უცნაურ დისკომფორტს ვგრძნობდი ,რომელიც არც ისეთი სასიამოვნო იყო . მინდა დავეხმარო, მაგრამ თან არ ვიცი რატომ ვგრძნობ თავს ასეთი უცნაურად როდესაც ქეითს სხვის გვერდით წარმოვიდგენ ! რა ჯანდაბაა რასაც განვიცდი? არ ვიცი რა მჭირს,ძაალიან დაბნეული ვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.