ჩემი სასჯელი ხარ (14 თავი)
ალექსანდრე დროდადრო ანას გახედავდა ხოლმე და მის სახეს აკვირდებოდა, რომელზეც არავითარი ემოცია, არავითარი გრძნობა და არავითარი შიში არ იკითხებოდა. ანას ამღვრეული თვალები საქარე მინეზე ქონდა მიბჯენილი და გინებაში სამომავლო გეგმებს სახავდა რომელიც მისი და მისი საყვარელი ადამიანების ბედს განსაზღვრავდა. სად მიყავდა ალექსანდრეს წარმოდგენა არ ქონდა, არც აინტერესაბდა, არც უფიქრია ეკითხა, მისთვის მნიშვნელობა აღარ ქონდა რას რატომ აკეთებდა ის. ალექსანდრემ მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა და ანას ანიშნა გადასულიყო, გოგონა გადავიდა და გაკვირვებულმა მიმოიხედა გარშემო -არაფერს მკითხავ?-ალექსანდრე ანას ჩააცქერდა ზღვისფერ უძირო, ცარიელ თვალებში -არა-ანამ მზერა გაუსწორა -ანა ასე ნუ მიყურებ-ალექსანდრე დაიძაბა -მაინც როგორ ?-გაუკვირდა გოგონას -ცარიელი თვალებით -ჩემგან რას ელოდები? სიყვარულს? ვერასოდეს ეღირსები ამას ჩემგან, ცოლობას? ვერც ამას ეღირსები, მირჩევნია აქვე ამ წამს მომკლა, სიბრალურს? შენ ამას არ იმსახურებ, სიძულვილს? -უღრიალა ანამ -არც ამას იმსახურებ იმდენად არარაობა ხარ -სახლში შეიყვანეთ-უბრძანა ბიჭებს, ანას მიცვივდნენ ორნი და სახლისკენ წაიყვანეს, ანას წინააღმდეგობა არ გაუწევია -გაუშვი-ლაშა მიუახლოვდა ალექს -გავუშვა?-დაუყვირა ბიჭს -ვიცი რატომაც გინდა გავუშვა -გპირდები რომ არაფერა დაუშავებენ -პირველი ვინც რამე დაუშავა შენ იყავი თუ დაგავიწყდა?-დაუყვირა მეგობარს მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა -პირველად შენ მიღალატე და გადამაგდე თუ გახსოვს-უღრიალა ბოლო ხმაზე და თითი მიაბჯინა მკერდზე -პირველად შენ გაწირე ანა, იმის მერე ყოველ შენს ნაბიჯს ვაკვირდებოდი და იცი რას მივხვდი? რომ ერთადერთი ვისაც ბოლომდე შეიძლება ენდო ამ დამპალ სამყაროში საკუთარი თავია მგრამ...-ალექსი გაჩუმდა და ზურგი აქცია ლაშას -არც შენს თავას უნდა ენდო ბრმად, იცი რატომ? იმიტომ რომ შეიძლება მოთმინების უნარმა გიმტყუნოს -ლაშასკენ შეტრიალდა მოულოდნელად, ზედმეტად მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა -ანას და შენს შორის არჩევანის გაკეთება თუ მომიწევს იცოდე რომ ამ არჩევანს არ გავაკეთებ პირდაპირ ჯოჯოხეთში გაგიშვებ-დაუღრინა და სახლისაკენ წავიდა. ანა ამღვრეული თვალებით მიაჩერდა სახლში შესულ ბიჭს რომელიც პირდაპირ კარადისაკენ წავიდა და ვისკის ბოთლი გამოიღო ორ ჭიქასთან ერთად -დალევ?-გამოხედა ანას რომელმაც არაფერი უპასუხა, ალექსმა მაინც ორივე ჭიქაში დაასხა სასმელი და დივანთან მდგარ პატარა მაგიდაზე დადო -დაჯექი-ანიშნა ანას დივანზე, ანა დაჯდა და მას მიაჩერდა, ალექსი თავზე წამოადგა -ჩემი გეშინია ანა?-ალექსი გრძნობდა მის დაძაბულობას და მღელვარებას -უნდა მეშინოდეს?-ანამ კითხვა შეუბრუნა, მათი თვალები ერთმანეთს შეეფეთა და კარგახანს ასე ჯიუტად უტურებდნენ ერთმანეთს თვალებში -გააჩნია რა კუთხით-ალექსი სავარძელში დაეშვა, ჭიქა ხელში აიღო და სასმელი მოსვა -ანუ უნდა მეშინოდეს-ანამ ზიზღიანი მზერა აარიდა -უნდა გეშინოდეს-დაეთანხმა ალექსი და ჭიქა დაცალა -შენს მიმართ შიშის გარდა ყველაფერს ვგრძნობ-უთხრა გამაღიზიანებლად გოგონამ -მართლა? მაინც რას?-ჩაეკითხა ინტერესით და დაცლილ ჭიქაში სასმელი დაასხა -ზიზღს, სიძულვილს, ბრაზს, ბოღმას, შურისძიების სურვილს ...-ანა გაჩუმდა როცა მან მეორე ჭიქა ჩაცალა -მაგას მიჩვეული ვარ, რამე ახალი მითხარი-გაეცინა გულწრფელად და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო, ნერვიულად მოუკიდა და გააბოლა -რის მიხწევას ცდილობ?-ანა თვალებში ჩააცქერდა -ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს ჩემივე ხალხისგან შენი დაცვა-უყხრაბსრულიად გულწრფელად -რა მზრუნველი ხარ-ანას გაეცინა -უკეთ რომ გამიცნობ მიხვდები რომ ხანდახან სიკეთის კეთებაც შემიძლია -აი ეგ არ მჯერა საერთოდ-ანას კვლავ გაეცინა -როგორ ფიქრობ ჩემთვის ძალიან ბევრს რომ არ ნიშნავდე ასე მოგექცეოდი?-გაბრაზდა ბიჭი -და შენ გგონია რომ ასე მოქცევა ნორმალურია?-ანა გულწრფელად გაოცდა -ჩემთვის კი-გაღიზიანებულმა ბიჭმანწარბი აწკიპა -შენთვის ყველაფერი არასწორი, სწორია და ყველა დაუშვებელი ქმედება, დასაშვები იცოდი ეეს? -მართალი ხარ ჩემთვის ისაა სწორი და დასაშვები რაც მე მიმაჩნია სწორად და დასაშვებათ -ხოდა სწორედ მაგას გიხსნი -ანა შენთვის უთქვამ რომ გაბრაზება საშინლად გიხდება?-ისე მოულოდნელად ეკითხება ანა იბნევა და არაფერს პასუხობს, ალექსანდრე ჩამწვარი ღერის ნარჩენს საფერფლეში აგდებს და ისევ სასმელს ასხავს ჭიქაში -ჩანს არ უთქვამთ-ანას უყურებს და ისე სვავს სასმელს -იცი შენში რა მომწონს მებრძოლი ხასიათი? -რაც მარიანას არ ქონდა-ანა კვლავ ყველაზე მტკივნეულ თემას ეხება -არ გინდა-ალექს სახე წამში ეცვლება და ანას აბჯენს მრისხნე თვალებს -როცა გაიგო რა ნაბიჭვარ. შეუყვარდა თავი მოიკლა-ყვირის ანა და სუნთქვა ეკვრება შიშისგან როცა ალექსი ფეხზე დგება უახლოვდება ალეწილი სახით, მკლავში ავლებს ხელს და აიძულებს ფეხზე წამოდგომას -არგინდათქო-ეუბნება მშვიდი ტონით და თვალებში აცქერდება ამღვრეული აწითლებული თვალებით -ის შენსგამო მოკვდა-ანა არ ჩუმდება-მეც იმიტომ გადამეკიდე -გაჩუმდი-ღრიალებს ბოლო ხმაზე ალექსანდრე -გინდა ის დაიბრუნო ვინც მოკალი-ანა კვლავ აგრძელებს, ალექსანდრე მაჯებში ავლებს ძალიან უხეშად ხელს და მეტად ქაჩავს თავისკენ ანას -მართალია, მარიანა ჩემსგამო მიკვდა, მე ვარ დამნაშავე მაგრამ თავადაც დამნაშავეა! მას რომ ჩემთვის მოესმინა, ჩემი რომ დაეჯერებინა, უბრალოდ რომ ეცადა ჩემი გაგება, გვერდში რომ დამდგომოდა, ,მე შევიცვლებოდი, მისგამო ვეცდებოდი შეცვლას და ასე არ მოხდებოდა... -შეიცვლებოდი? ყოფილი მკვლელები და კრიმინალები არ არსებობენ, ან ხარ ან არ ხარ -გაჩუმდი, უბრალოდ გაჩუმდი -დაუყვირა ალექსანდრემ -ნუ მიწვევ ანა, იცოდე ზღვარს თუ გადავაბიჯე პირველრიგში შენ დაგაზარალებ -რას იზავ მომკლავ? იქნებ უმწეო დედაჩემს მოკლავ? რას გააკეთებ!-დაუყვირა ანამ და ხელების დახსნა სცადა -მოგკლა? როგორც ვხვდები ეს შენ აღარ გაშინებს დიდი ხანია-დაუსისისნა ყურთან ალექსანდრემ -მართლია, იმდენად შაშინელი ადამიანი ხარ რომ შენს გვარდით ყოფნას სიკვდილი მირჩევნია -მაშინ გავაკეთებ იმას რისიც ყველაზე მეტად გეშინია-ალექსანდრემ მის თმაში ჩარგო თავი და ღრმად შეისუნთქა მისი თმის სურნელი -ამას არ იზავ-ანა დაიხაბა, ხმაც აუკანკალდა -ვითომ რატომ გგონია ძალა არ მეყოფა თუ გამბედაობა?-ანას თვალებში ჩააცქერდა ისე ახლოს იყო გოგონას გაფერმკრთალებულ სახესთან რომ ანას სუნთქავ გაუჩერდა როცა მისი ცხელი სუნთქვა მიეფრქვია სახეზე, თვალებში ჩააცქედა და ცრემლები მოაწვა უძლურებისგან -ხელი გამიშვი-დაუყვირა თავგზააბნეულმა -ვგრძნობ როგორ მოძრაობს სისხლი შენს ძარღვებში -ალექსანდრემ უფრო მეტად მოუჭირა ხელი ნაიარევ მაჯებზე -მტკივა-ანას ცრემლები მოაწვა -ვიცი-ალექსანდრემ კვლავ ყურთან დაუსისინა და ცხელი ტუჩები მიაწება მის ლოყას, ანამ უმალ თავი აარიდა და მაქსიმალურად გვერძე გასწია -ანა ჩემს სურვილებს დაემორჩილე თორემ გაიძულებ რომ დაემორჩილო-დაუსისინა ყურში და ხელები გაუშვა, ვისკის ბოთლი აიღო და მოიყუდა, მერე დაცვის ბიჭებს გახედა -ანას მიხედეთ, ერთი თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს პასუხს საკუთარი სიცოცხლით აგებთ-დაემიქრა კართან მდგომ ბიჭებს და გარეთ გავარდა. ანა მაშინვე დივანზე ჩამოჯდა მოცელილივით და ატირდა. თორნიკემ და ვეკომ ვერსად მიაგნეს ანას კვალს, არავინ არცერთამ ახლობელმა არ იცოდა სად შეიძლება წასულიყო, ვერც ალექსანდრეზე მოიძიეს ინფორმაცია , შესაბამისად არც ის იცოდნენ მასთან იყო ნამდვილად თუ არა. ვეკომ უბრალოდ შოკი მიიღო როცა ანას პირად სოც ქსელში გამოჩნდა სურათები, სადაც გოგონას გვერდით იდგა ალექსანდრე და ნიშნობას ულოცავდნენ. ვერაფრით მოუძებნა ახსნა ანას ამ გიჟურ გადაწყვეტილებას, მაგრამ ისიც იფიქრა რომ შესაძლებელი იყო ალექსანდრეს მისთვის ძალა დაეტანებინა, თუმცა რაღა შესაძლებლობა ნამდვილად ასე იქნებოდაო გადაწყვიტა. თორნიკეს არ გკვირვებია მომხდარი, ის კარგად იცნობდა შეშლილ ალექსანდრეს და იცოდა ანას გამო ყველაფერზე რომ იყო წამსვლელი, ისიც იცოდა ანა ასე მათ დასაცავად რომ იქცეოდა და თან სხვა გამოსავალს არ დაუტოვებდა ის. ანას სიხარულს საზღვარი არ ქონდა როცა ქეთი გონს მოვიდა, საავადმყოფოში წაიყვანა ალექსმა და დედის ნახვის უფლება მისცა, პალატაში რომ შევიდა უმალ ცრემლები გადმოსცვივდა დედა-შვილს. რომ გამოიტირეს საკუთარი თავი და ერთმანეთი მერე შენიშნა ქალმა მის თითზე ბეჭედი -ანა ეს რა არის? -დედა არაფერი მკითხო, ეს უბრალოდ... ასე იყო საჭირო -ანა გაგიჟდი? შეიშალე? დაინიშნე? მაშინ როცა მე სიკვდილს ვებრძოდი და შენს ძმაზე არაფერი ვიცით? -დედა ასე იყო საჭირო -ანა -დედა გთხოვ -ვისზე დაინიშნე? -არ იცნობ-ანამ დედას თვალი აარიდა -ანა-ქეთის დაკითხვისგან თორნიკემ იხსნა გოგონა რომელიც პალატაში შევიდა, ექიმის ხალათით, ანა გაოცდა მისი დანახვისას -ანა უნდა ვილაპარაკოთ-უთხრა სახეალეწილ გოგონას ბიჭმა და გარეთ გაიხმო -შენ აქ რას აკეთებ? როგორ შემოხვედი? -რადგან შენი საქმროს მეგობრის კერძო კლინიკაა გგონია ვერ შემოვიდოდი? -ეს ხალათი სად იშოვე ლამის მეც ექიმი მეგონე -მხოლოდ ეს გაინტერესებს?-გაბრაზდა თორნიკე -სხვა რა უნდა მაინტერესებდეს? -მხრები აიჩეჩა გოგონამ -ანა მასზე როგორ დაინიშნე? მის გვერდით ყოფნა როგორ შეგიძლია? როგორ შეგეძლო ასეთი რამ გაგეკეთებინა-ვერ მალავდა ბრაზს თორნიკე -ჯობია წახვიდე, მოახსენებდნენ უკვე რომ ვიღაც მელაპარაკება -ანა რამე დაგიშავა? -თუ არ დავთანხმდებოდი დამიშავებდა და არამარტო მე-გაბრაზდა ანა -რატომ არ გვაძლევ უფლებას დაგეხმაროთ? -იმიტომ რომ ვერ დამეხმარებით-გაცხარდა ანა და პალატაში შევიდა ისევ, თორნიკე იძულებული გახა წასულიყო რადგან თავისმა ხალხმა მოახსენა ალექსანდრე მაღლა ამოდისო. ანამ ამ ნიშნობით შეძლო ალექსანდრეს დაშოშმინება, დარწმუნება რომ მისგან არ წავა არ გაიქცევა, არ მიატოვებს და რომ ეცდება შეეგუოს იმ აზრს რომ მისი გახდება, ლექსანდრე რათქმაუნდა არ ენდობოდა, არც ეჯერა მისი არცერთი სიტყვის და ქმედების თუმცა რაღაც დოზით მშვიდად იყო რადგან ანამ ასეთი ნაბიჯი გადადგა. ანაც მშვიდად იყო რადგან ალექსანდრესგან ააფრთხე აღარ ელოდა არც მას არც მის საყვარელ ხალხს, დროის გასვლასთან ერთად ალექსანდრე დაშოშმინდა და ანაზე ყურადღებაც მოადუნა, მითუმეტეს რომ მისი ძმა დაბრუნდა საქართველოში და მთელი მონდომებით იბრძოდა მის წინააღმდეგ, ორივე ერთად კი გამოძიების წინააღმდეგ რომელიც ნელნელად ამოთმინებით შიფრავდა მათ ხალხს. ანამ ფარულად შეძლო თორნიკესთან დაკონტაქტება და ფარულად აწვდიდა მოპოვებულ და გაგებულ ინფორმაციას, იმ ტელეფონით რომელიც მან ქეთის პალატაში დაუტოვა ექთნის დახმარებით. ანას მუდამ თავში უტრიალებდა თორნიკეს სიტყვები რომელიც არწმუნებდა რომ იგი გიგის მკვლელობაში ალექსი იყო გარეული და აოცებდა ის ფაქტი რომ ახლა თორნიკე სასტიკად უარყოფდა ამ ფაქტს და ტანჯავდა ეჭვები, ალექსანდრეს ქცევებიც ეჭვს იწვევდა და ნელნელა რწმუნდებოდა რომ ალექსი ამ ამბავთან რაღაც კავშირში იყო. ძალიან უჭირდა ამ ყველაფრის ატანა, ცალკე დედასთან გამკლავება რომელიც ვერ პატიობდა ამგვარ ქცევას, ცალკე თორნიკე არ აძლევდა მოსვენებას, ცალკე ვეკოს დაუფიქრებელ ქცევებთან უწევდა გამკლავება. ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო და ვეღარ უძლებდა, ყოველ ღამე ცრემლებად იღვრებოდა დილით კი თავს ისე იჭერდა თითქოს ალექსანდრეზე დანიშვნით უბესნიერესი ქალი იყო. უნდოდა ყველას ეჭვი გაეფანტა რომ მის და ალექსის ისედაც დაძაბულ ურთიერთობაში არ ჩარეულიყვნენ, ეშინოდა რომ რომელიმეს ჩარევა ანას გეგმებს გააფუჭებდა და გარდა ამისა შესაძლებელი იყო ალექსანდეს გაეკეთებინა ის რაც ასე აშინებდა ანას, ძალით შეხებოდა. ალექსანდრე ანას ძალას არ ატანდა რომ მეტად ახლოს ყოფილიყვნენ, მას ისიც აკმაყოფილებდა რომ ანა მოარჯულა და დაიმორჩილა. ფიქრობდა რომ რადგან ურთიერთობა დაალაგეს შესაძლებელი იყო ანას ზიზღი სხვა გრძნობით შეცვლილიყო, სწორედ ამას ელოდა რადგან იცოდა ანას თუ ძალით შეეხებოდა სამუდამიდ დაკარგავდა, ის ამას არასოდეს აპატიებდა, ამიტომ მოთმინებით ელოდა რაღაცის შეცვლას მათ ურთიერთობაში, სურდა რომ ანა თავის ნებით გამხდარიყო მისი, უნდოდა ანას გვერდით გაეგრძელებინა ცხოვრება ერთღამიანი ურთიერთობის პერსპექტივა არ ხიბლავდა ამიტომაც ითმენდა... ქეთის გამოჯანმრთელების მერე ალექსის დაჟინებული თხოვნის, უფრო სწორად მოთხოვნის საფუძველზე ისიც მათთან გადავიდა საცხოვრებლად და დაიწყო იმ სახლში ცხოვრება რომელიც ასე სძულდა გაუაზრებლად. ანა გამუდმებით გიგის მკვლელზე ლაპარაკობდა რაც აღიზიანებდა ალექს და მუდამ გაურბოდა ამ თემაზე საუბარს, თუმცა დდდაშვილს ვერ უკრძალავდა ამ თემაზე საუბარს და იძულებული იყო მოესმინა მათი ზიზღიანი საუბარი მკვლელისადმი. -გიგის მკვლელობის საქმეს ისევ თორნიკე დუბრუნდა-ეს რომ თქვა, ლაეს სასმელი გადასცდა და ხველა აუვარდა -რაა?-ამოთქვა ჩავარდნილი ხმით -მე ვთხოვე-ქეთიმ შეანათა ზიზღიანი თვალები სასიძოს -წინააღმდეგი ხარ?-ანა გამუდმებით ასე იქცეოდა, ისე აჩვენებდა თავს თითქოს ვერაფერს ხვდებოდა -არა რატომ-დაიღრინა მან და დარჩენილი სასმელიც დალია ერთი მოყუდებით -პოლიციაში წასვლა როდის მოასწარი?-ისევ ვერ იოკებდა ბრაზს ალექსანდრე -არ წავსულვარ დავრეკე-ანამ მხრები აიჩეჩა -გასაგებია-ალექსმა ანასთვის მიჩენილი ბიჭების ცემა გადაიფიქრა და მას მიაბჯინა მკვლელი მზერა, ახლა იმას ფიქრობდა რითი დაესაჯა ასეთი თავხედური ქცევისათვის -იმედია ეგ სირ.. ჯანდაბა, გამომძიებელი არ მოისურვებს ყოველდღე იქ გატაროთ -თუ გვატარებს მერე რა?-ქეთი თვალს არ აშორებდა მას -ჩემი შვილის მკვლელი დაუსჯელი დადის სადღაც -ამ სიტყვებზე ალექსანდრეს სისხლი გაეყინა ძარღვებში -დედა ვიპოვით მის მკვლელს-ანამ ხელი ჩაკიდა დედას, ალექსანდრეს სახე წაეშალა -ვიპოვით პირობას გაძლევ და დაისჯება, იქამდე არ გავჩერდები სანამ არ ვიპოვი და თვალებში არ ჩავხედავ-ანამ დაიღრინა და ინსტიქტირად ალექს შეხედა -მე წავალ-ალექსი ადგა მაგიდიდან -სად?-ვითომ ძაან აინტერესებდა ისე კითხა ანამ -დასალევად -მისკენ არ მიუხედია ანას ისე უპასუხა და სასწრაფოდ დატოვა სახლი. -ანა ძალიან მაინტერესებს რას იზავ ერთ ღამეს ოთახში რომ შემოგივარდეს? -დედა-ანამ ზიზღით დაბრიცა ტუჩები -ანა მგონი ვერ აცნობიერებ რა საფრთხის ქვეშ ვართ -დედა გთხოვ ისედაც ცუდად ვარ -ანა ძალით რომ შეგეხოს რას იზავ? თავს მოიკლავ? ამას ვერ გააკეთებ. ეს ნიშნავს რომ მეც მკლავ! მან იცის რომ ამას ჩემსგამო ვერ იზავ და შეიძლება გაბედოს ეს -დედა -ანა რაც მეტი დრო გავა და დარწმუნდება რომ ჩემსგამო ყველაფერზე წახვალ მით მეტი შანსია რომ შენთან ყოფნა მოისურვოს, მასზე ნიშნობასაც ხომ ჩემგამო დათანხმდი? -დედა გაყოფა -ანა არ მინდა რომ ცხოვრება დაგიმახინჯოს -არ დამიმახინჯებს-ანა ადგა და თავისი ოთახისაკენ გასწია, მობილური ჩართო რომელსაც საგულდაგულოდ მალავდა საძინებელში ჩართო თუარა თორნიკეს შეტყობინებები მიუვიდა ,, ანა შეწყვიტე ეს თამაში" ,,ფიქრიც კი არ მინდა იმაზე რომ შეიძლება შეგეხოს" ,,ანა ჩემი გაგიჟება გინდა? კარგად გამოგდის " ,, ანა იცოდე რომ ზღვარზე ვარ, თუ დიდხანს გაიწელება კიდევ ეს ყველაფრი იცოდე მოვალ და ძალით წამოგიყვან მაგ . სახლიდან" ბოლო მესიჯი იმ წუთებში მიუვიდა ,, დალიე?" გაუგზავნა ანამ მაშინვე შეტყობინება ,,ცოტა" მოსწერა გულწრფელად ,,თავს რატომ არ მანებებ? მარტო საქმესთან დაკავშირებით მომწერეთქო ხომ გითხარი" ,, ანა რა სასტიკი ხარ" ,,თორნიკე იცოდე გავთიშავ" ,,არა გთხოვ, შეიძლება დაგირეკო? ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება" ,,არ შეიძლება" ,,გთხოვ უბრალოდ ძმა გამაგონე" ,,ხომ იცი რომ საშიშია" ,,კარგი, მაპატიე, მავიწყდება ხოლმე რომ მკვლელთან ცხოვრობ" ,,იმიტომ რომ მინდა გავარკვიო რამე" ,,ვეკომაც სცადა მაგრამ ნახე ბოლოს რა მიიღო? ,,ვეკო ჩემსგამო გაინმეტა" ,, გგონია შენ გენდიბა ანა ეგ ნაგავი?" ,,ვიცი არ მენდობა მაგრამ ასე უფრო უსაფრთხოდ ვართ" ,,ანა შენი დაცვა არავის გვჭირდება" ,,მე მჭირდება მისგან დაცვა, რამდენადაც ახლოს ვიქნები იმდენად მშვიდად იქნება " ,,გგონია მე ვერ დაგიცავდი?" ,,დამიცავდი მაგრამ არმინდა რომ ამ ამბავს შეეწირო ცოცხალი მჭირდები" ,,გჭირდები? რისთვის? ,,ისე უბრალოდ მოგწერე" და ანამ გამორთო ტელეფონი. თორნიკეს აგიჟებდა ეს ყველაფერი, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა, იცოდა მისი ყოველი აგრესიული ქმედება ალექსის მიმართ ანას დააზარალებდა და არამარტო მას, გიგის მკვლელობის საქმესაც და საწყობისაც, გარდა ამისა შეიძლება სამსახური დაეკარგა და სერთოდ უმოქმესო გამხდარიყო, ამიტომ ითმენდა და ითმენდა ანას ამ გიჟურ ნიშნობას რომელიც ყოველ გახსენებაზე აგიჟებდა. სამსახურში მისულ თორნიკეს სასამობმვნო ახალი ამბავი დაახვედრეს. -მოკლეთ მივაგენით იმ ტაქსის მძღოლს ვინც გიგი წაიყვანა სახლიდან -რაა? -თორნიკემ აღფრთოვანება ვერ დამალა -ხოო -გაუცინა მეწყვილემ -როგორ კამერები ხომ არაა ანას კორპუსთან ახლო მახლო? როგორ მიაგენით? თან ყველა ხო გადავამოწმეთ ვინც მაგ ქუჩიდან გამოვიდა ცენტრალურზე, სათითაოდ არ გადავამოწმეთ ყველა ტაქსი?-ეუბნება მეწყვილს თორნიკე- მერე ხო არცერთმა არ დაადასტურა გიგისთან შემხებლობა? -გონება გამინათდა უცბათ-ეუბნება გიგა ღიმილიანი სახით თორნიკეს -რაა?-იბნევა ბიჭი -შენ რომ ძალიან გეშინოდეს, გინდა გაიქცე, ახლობელს ხომ ვერ ჩარევ და რას იზავ? ტაქს დაიჭერ მიიყვან კორპუსთან და მოახსნევინებ ტაქსის ნიშანს ასე არაა? -დასაშვებია -ხოდა მაგ ლოგიკით მთელი ღამე ვუყურე ჩანაწერებს და აღმოვაჩინე რომ ერთი ტაქსი უხვევს გიგის ქუჩაზე, მერე გამოდის იმ ქუჩიდან ტაქსის ნიშნის გარეშე -რაა? -ის ტაქსისტი უკვე ვიპივეთ და დაკითხვის ოთახში გვყვავს -ძმა ხარ-თორნიკე ისეთი გახარებულია რომ გეგას ხელს ურტყავს მხარზე და გარბის დაკითხვის ოთახში. ტაქსის მძღოლი უარყოფს ყველაფერს და კამერის ჩანაწერების ნახვის მერეც კი არ ტყდება -შენ იმ ქუჩაზე ნიშნით შეხვედი ნიშნის გარეშე გამოხვედი რატო?-უკვე ხმას ვეღარ აკონტროლებს ბრაზისგან თორნიკე -მე არ ვარ ეგ, დაამონტაჟეთ, გინდათ შემტენოთ რაღაც საქმე -შენ რა იდიოტი ხარ?-ყვირის თორნიკე -ორი თვე გავიდა ამ საქმიდან ძლივს მოგაგენით და შენ უარყოფ? საქმე ახალგაზრდას სიკვდილს ეხება - გაიგე? მე არაფერი დამიშავებია -შემომაკვდება-ეუბნება გეგას რომელიც აიძულებს მას რომ გავიდეს ოთახიდან და თავად აგრძსლებს ამ დაკითხვას -იცი როგორ გიპოვე?-გეგა თვალებში აჩერდება კაცს და იღიმის -ორი თვე ზუსტად ორი თვე ვუყურებდი ამ ჩანაწერებს, ვეძებდით ტაქსებს რომლებმაც იმ დროს იქ გაიარეს გამოიარეს მოკლეთ ყველა დავადგინეთ ვინიყო, მერე მაინც არ ვჩერდებოდი, ვფიქრობდი ის ბიჭი ხომ გავიდა თავის ქუჩიდან ფეხით არ გასულა კამერებში არ ჩანს და ხოარ გაფრინდებოდათქო, მეზობელი ყველა უარყოფდა ჩვენ არ გაგვიყვანიაო, რომელმა ტაქსმაც მიიყვანა ისიც თავს იკლავდა უკან მე არ წამომიყვანიაო, მოკლეთ ვერაფერი გავიგეთ და ვერ ამოვხსენით ეს საიდუმლო, მერე აღმოვაჩინე ტაქსი შედის ამ ქუჩაზე და ჰოპა გამოდის ჩვეულებრივი მანქანა, სრულიად შემთხვევით მომხვდა თვალში შენი ფარშეჭეჭყილი ტაქსი -მერე რა ეგ დანაშაულია?-ბრაზდება კაცი -ბევრი მახსნევინებს ტაქსის ნიშანს ხოლმე -ხოდა ახლა მომიყევი სად წაიყვანე და დატოვე ის ბიჭი -მე ეგ ბიჭი არ გამიყვანია, გოგო წავიყვანე -მართლა? ნუ აღიარებ იქ რომ იყავი -რა გიდათ რას გადამეკიდეთ? -გვაინტერესებს რა მოხდა, ის ბიჭი სად დატოვე -არ დამიტოვია არსად -აბა რა მოხდა?-გეგა ბრაზდება რადგან უკვე სამი საათია ის და თორნიკე სიტყვებს ძალათი გლეჯავენ. კაცმა ადვოკატი მოითხოვა და ხმა იქამდე არ ამოიღო სანამ არ მიუყვანეს, არ დაელაპარაკა. დილამდე ადვკატს ელაპარაკა და ბოლოს დათანხმდა ჩვენების მიცემაზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.