შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 2)


7-09-2020, 14:42
ავტორი naattii
ნანახია 2 309

სახლიდან ისე გაიპარა დაუპატიჟებელი სტუმრები აღარ უნახავს, კიდევ კარგი პირველი გაკვეთილი არ ჰქონდა და მეორეზე ზუსტად ზარის დარეკვის დროს მივიდა, მაშინვე აირბინა მეორე სართულზე და აქოშინებული ფეხდაფეხ მიჰყვა ბოლო შესულ მოსწავლეს. ერთი სასიამოვნო ჩვევა ჰქონდა, როგორც კი ბავშვების სახეებს დაინახავდა და ნათია მას როგორ ხართს გაიგონებდა, მაშინვე ავიწყდებოდა ზურგს უკან რას ტოვებდა. მისთვის მხოლოდ კლასი, ბავშვები და სასწავლო მასალა რჩებოდა. სამწუხაროდ მთელი დღე გაკვეთილზე ვერ იქნებოდა, შესვენებებზე კი ბიჭის დამცინავი კილო და თვალები თავს არ ანებებდა.
როგორც იქნა გაკვეთილები ჩაამთავრა და სამასწავლებლოს მიაკითხა, სკოლაში ყველაზე ახალგაზრდა თავად იყო, რამაც მისი მეგობრების ნაკლებობა გამოიწვია, კურსელებთან ისევ ჰქონდა ურთიერთობა, მაგრამ უკვე ყველას საკუთარი საქმე და სამსახური გააჩნდათ და ისე ხშირად ვეღარ ხედავდა, სხვა სკოლების ორ მასწავლებელთან მეგობრობდა და მათაც ვერ ხედავდა ისე, როგორც სურდა. სამსაწავლებლოში საკუთარი ადგილი დაიკავა და ჟურნალები მოიმარაგა, დრო იყო შემაჯამებლის ნიშნები ჩაეწერა.
-ფაშისტო, როგორ ხარ?_ნაცნობი ზედმეტსახელი მოესმა მისი საგნის გამო.
-კარგად ლელა, თავად?
-მადლობა საყვარელო, ხომ არ დაგავიწყდა შემდეგ კვირაში ფილმის ჩვენება გვაქვს, შეგიძლია მეგობრებიც დაპატიჟო, ჩვენ დირექტორს სააქტო დარბაზი დავათმობინე_ზედმეტად აღფრთოვანებული ჩანდა ქართულის მასწავლებელი.
-რომ მეყოლება გაგაგებინებ_ჩუმად დასცინა ნათიამ საკუთარ თავს, ხმამაღლა კი მხოლოდ აუცილებლად დაუძახა.
მხოლოდ სკოლიდან გამოსული მიხვდა ახლა სადაც უნდა დაბრუნებულიყო და სიკვდილივით მოუნდა სადმე წასვლა შეძლებოდა. მაშინვე სანაყინე გაახსენდა და ცენტრისკენ მიმავალ მარშუტს დაუწყო ლოდინი.
-ნესვის ნაყინი მიიღეთ?_პატარა ბვშვივით გაუბრწყინდა თვალები.
-დიახ, მიირთმევთ?_გაეცინა მიოს კონსულტანტს.
-რა თქმა უნდა, ორი ბურთულა მინდა_მაშინვე ფულის მოძიებას შეუდგა ჩანთაში და იქვე ფანჯარასთან მოკალათდა, საოცრად სიამოვნებდა ნაყინის ჭამისას ქუჩაში მოსიარულე ადამიანების ყურება და მათზე საკუთარი შეხედულებით ისტორიების მოფიქრება. განმარტოება დიდხანს მაინც არ დასცალდა.
-დედიკო, სახლში რატომ არ ხარ? უკვე ოთხია, ხომ მშვიდობაა? ხომ არაფერი გჭირდება?
-დედა ამოისუნთქე, რაიცი სად ვარ?
-თომამ დაგვირეკა, ჯერ არ მოსულაო.
-ხოო, აი მუშებიღა მაკლდნენ ახლა უფროსებად_თავისთვის ჩაიბურტყუნა, დედას კი მხოლოდ ის უთხრა სანაყინეში შემოვიარეო.
-კარგი დე, მაგრამ შენ გიცდიან, გარაჟის გასაღები არ დაგვიტოვებია და შენი უნდა ათხოვო, დასჭირდებათ.
-კარგი, მივდივარ_ღრმად ამოიხვნეშა ნათიამ და მობილურთან ერთად თავიც დადო მაგიდის ზედაპირზე. რა ექნა რომ შეხვედროდა? ღმერთო მათ ხომ ნახევრად შიშვლის ნახეს? ესეც არაფერი, იმ ადამიანს თავი გაუტეხა. რა სირცხვილია, წამით გულისრევის შეგრძნება დაეუფლა გოგოს. გაჭირვებით აიტანა სხეული და ისევ გაჩერებისკენ წავიდა.
ესმოდა ბინაში ბიჭების სიცილი, საუბარი, მაგრამ შესვლა ჯერ კიდევ ვერ გადაეწყვიტა, კარის გასაღები ხელში გაშეშებოდა და ნაბიჯის გადადგმას ვერ აიძულებდა თავს. როგორც იქნა კლიტეში გადაწყვიტა მისი მორგება და კარები შიგნიდან გაჩხაკუნდა.
-ოჰ, გვიკადრა ძევუშკამ, იმენა დაგვაღამებიე_სინანულით გადააქნია თავი ყოფილმა თავგატეხილმა.
-ჯერ ხუთის ნახევარია_ცხვირში ამოიდუდღუნა ნათიამ.
-გიორგი რას დააყუდე ბოვში შემოუშვი ვაა_თომას ხმა გაისმა სიღრმიდან და გიორგად ხსენებულიც რევერანსით გადგა გვერდით.
-გმადლობთ, აი თქვენ რომ გასაღები გინდოდათ_სახეზე არ აუხედავს ისე ამოაძრო აცმადან და გაუწოდა.
-რამდენი წლის ხარ?_სრულიად უადგილო შეკითხვა დაუსვა ბიჭმა
-26?_გაკვირვება ვერც ნათიამ დამალა.
-კაროჩეეე, მაგარი ვერ ვგებულობ, 26 წლის გოგო 25 წლის ბიჭს თქვენობით რა პონტში მომმართავ? ვაა უფროსი ყოფილხარ ეეე_გაეცინა გიორგის და ოთახში შესულმა გასაღები თომას ესროლა.
-ღმერთო, მოთმინება მომეცი_ერთი ამოიხვნეშა ნათიამ და თავისი ოთახისკენ წავიდა.
ორმა დღემ სრულ არეულობაში გაიარა, ერთის მხრივ ნათია იყო მობეზრებული მუშების ხმაურით, მეორეს მხრივ მუშები ნათიას კაპრიზებით, ლამის საათობრივი გეგმა დაუწესა დრელისა თუ მსგავსი ხმაურიანი მოწყობილობების გამოსაყენებლად.
-გიორგი ვერ ვმუშაოობ_მესამე დღესაც იგივე კივილით შუვარდა ჭერის გასწორებით დაკავებულ ბიჭს, თუმცა ამჯერად თავგატეხილი მარტო მუშობდა.
-კაროჩე, მაგრად ურევ_დაღლილმა გადააქნია თავი ბიჭმა და შუბლიდან ოფლის წმენდით ჩამოვიდა კიბიდან.
-ეს ყოველ წინადადებაში კაროჩე რა უბედურებაა, რას ნიშნავს საერთოდ.
-რომელ მასწავლებლებს გავხარ იცი?“_ჩაფიქრებულმა ნიკაპთან მიიდო თითი -აი პატარა ბავშვებს რომ გონიათ, მასწავლებელი ტუალეტში არ შედის, აბა სმირნაზე მასწავლებელი მოდის, უი სექ*სი არ თქვათ ცუდია ეგ და ხიხია, მაგათ ტრუსიკი კიარ აცვიათ_სულ ოდნავ მიამსგავსა ხმა გოგოს კილოს და თავადვე აუტყდა სიცილი.
-სექ*სი ხიხია არაა_გაბუტული ბავშვივით ამოილაპარაკა ნათიამ და გაიგონა კიდევაც ბიჭის ხარხარი.
-ამდენი ვიბაზრე და მარტო ეგ გაიგე გოგო? აბა ტრუსიკს რომ იცმევ მაგაში დავრწმუნდი უკვე.
-ვიბაზრე არა ვისაუბრე, ტრუსიკი კიარა საცვალი და ტუალეტის ნაცვლად საპირფარეშო_ჯერ ლაპარაკი ისწავლე იდიოტო._მარტივ მეთოდს მიმართა ნათიამ გაბრაზების ამოსანთხევად და ოთახისკენ შებრუნდა. ნაბიჯი გადადგმული ქონდა ბიჭის ხმა რომ დაეწია:
-სახლიდან ვაბშე არ გადიხარ?
-რა შენი საქმეა?
-აუ უეჭველი ნაადრევი კლიმაქსი გაქ რა, დედაჩემი თუ შენზე საინტერესოდ არ ცხოვრობდეს თავი მომაჭერი, თანაც არ დაგავიწყდეს 55 წლისაა.
-ზედმეტი მოგდის, შენი ადგილი იცოდა ყმაწვილო_მოსწავლის მსგავსად დაუქნია თითი.
-შენ კიდევ შენს პატარა ბიჭუნებში ნუ გერევი, წადი რა ცოტა გაიარე, დისკოტეკაზე იცეკვე, თუ ეგეც ხიხიაა მასწავლებლებისთვის? წარმომიდგენია რა ისტორიებს მოუყვები შენს შვილიშვილებს, არა ბებო, არაფერი მინახავს, მთელი ცხოვრება ვიჯექი და იდიოტურ ნაწერებს ვასწორებდი, რომ მემუშავა ხელფასი ამეღო და კაცმა არ იცის სად ტ*რაკში წამეღო. _ნათიას ხმაზე მიბაძვა სცადა გიორგიმ, თუმცა გაბრაზებამ იმძლავრა და უკვე აშკარად ეყოფოდა ყვირილისგან კისერზე წამომჯდარი კაპილარები.
-საკმარისია_ხმა ჩაწყვეტოდა ნათიას.
-თუმცა იცი რა, შენ ეგ პრობლემა არ გექნება, შვილიშვილი სანამ გეყოლება საკუთარი შვილი უნდა გყავდეს, რაც დიდად არ მგონია გეწეროს, ასეთ ქალთან ქუჩის მაწანწალაც კი არ დაწვებოდა_ხელი ააყოლა ნათიას ზედმეტად კონსერვატიულ ჩაცმულობას, -ახლა კი, კეთილი ინებე, იმ შენს ბუდეში შებრუნდი და ყურები კარგად დაიცე, მე კი ბოლოსდაბოლოს მაღირსე ეს დედა ნატირები ჭერი დავამთავრო და ამ წყეულ სახლს მოვშორდე_ბოლო სიტყვები ყვირილით წარმოთქვა გიორგიმ და გოგოს პასუხი რომ აღარ გაეგონა მაშინვე ჩართო დრელი. უკან მოხედილს ნათია ადგილზე აღარ დახვდა.
წამით ინანა, იცოდა ზედმეტი მოუვიდა, მაგრამ მეტი ვეღარ მოითმინა, უკვე დიდი ხანი იყო ქალბატონი ზღვარს გადასული. ბურღი არ ჩართოთ, ლურსმანი ჩაქუჩის გარდა არ შეიძლება სხვა რამით დაამაგროთ?ზედმეტად ხმაურობს. არა მაინც ლურსმანი რითი შეიძლება ადამიანმა ჩააჭედო რომ არ იხმაურო, თავით? პრინციპში იმდენი წიგნით ექნება თავი გამოტენილი იქნებ კიც გაუძლოს თავის დაქნევით დაეთანხმა საკუთარ ფიქრებს და მუშაობა განაგრძო. სამწუხაროდ, ამან მის გულში ჩამძვრალ დანაშაულის შეგრძნებას ვერაფერი მოუხერხა.

მთელი საღამო ოთახიდან არ გამოსულა ნათია, სანამ მუშების დამშვიდობება არ გაიგონა. მაშინვე გვერდით გადადო ნამუშევრები და ტირილისგან დაოსებული თვალები თითებით მოისრისა. აივანზე დადგმულ მოქანავე სკამში ჩაეშვა და ვერაფრით შეძლო ცრემლების მორიგი ტალღის შეკავება. ისე გაჯდომოდა გიორგის სიტყვები გონებაში, მალე საკუთარი თავის შეცოდებას დაიწყებდა, თუმცა აქამდეც ხომ ასე იყო? არანაირი მეგობარი, არანაირი გართობა, მხოლოდ მუშაობა და ხელფასის მანქანისთვის გადადება. შემდეგ ტანსაცმელს დახედა, ყელამდე შეკრული პერანგი და შავი კლასიკური შარვალი, აბა მასწავლებელს რა უნდა ჩაეცვა? მოკლე კაბა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი? პრინციპში, მუსიკის მასწავლებელი სწორედ ასე იცმევს, მაგრამ მისნაირი საყვარელი რომ ყავდეს სხვას, ალბათ ისიც ასე ჩაიცმევდა, თავის დაქნევით დაეთანხმა საკუთარ თავს და კომფორტულად მოკალათდა ალიონის შესახვედრად.

მთელი ღამის გათენებამ და ტირილმა თავისი შედეგი ყველას აჩვენა, ჩაწითლებული თვალები და ჩაშავებული უპეები. სიმპტომები სამსახურში ალერგიით შენიღბა, სახლში კი როგორც ყოველთვის ოთახში შეიკეტა.
-ეს გოგო ხო კარგადაა? _ხმადაბლა კითხა თომამ ბიჭებს, -გუშინს მერე არ ჩანს.
-არ ვიცი, ალბთ თავის თავსაც ჩაუტარა რამე გაკვეთილი და ჩაწყნარდა_მხრები აიჩეჩა გიორგიმ და ჯიუტად არ მიაქცია ყურადღება გულში გაჩენილ უსიამოვნო შეგრძნებას. ბოლოს სიტყვებზე ბიჭმა თომას გახედა, ჩაქუჩის მიმართულება სწორად ვეღარ განსაზღვრა და ნაუშნიკებით წამოწოლილ ნათიას წამებში მისწვდა ბიჭის განრისხებული ბღავილი.
-ხომ მშვიდობაა? _მაშინვე შევარდა ოთახში და სისხლის დანახვაზე ხელი აიფარა პირზე.
-შვილო, ბინტი გექნება სწრაფად მოიტანე_გიორგის გამწარებულ სახეს თვალს ვერ აშორებდა ნათია და მოხუცის სიტყვებიც თითქოს შორიდან ჩაესმოდა.
-დიახ, დიახ ახლავე.
გამეტებით მოერტყა გიორგის ჩაქუჩი თითზე, ფრჩხილის აცლა არ იკმარა თითმაც და კანი თავისი ხორცით პირდაპირ შუაზე ქონდა გაგლეჯილი.
-კი მაგრამ, ჩაქუჩით ასე მწარედ როგორ_გაყვთლება დაეტყო ნათიას სახეზე
-რკინის კონსტრუქციაში მოეტნა_ჭერისკენ გაახედა თომამ, -მიდი სააბაზანოში ჩამოიბანე თან გადაგიხვევს ნათია, თორე ისეთი მტვერია რამე შეგეჭრება_ლამის გააგდო კაცმა.
-აქ მოწიე ხელი_პირსაბანთან ახლოს დააყენა ბიჭი და წყალი მოუშვა. -გტკივა?_წყლის შეხებისას დამანჭული გიორგის სახე ცუდი სანახავი იყო.
-არაფერია, უარესებიც დამმართნია_საღი ხელი აიქნია ბიჭმა და ნათიას პირდაპირ სახეში შეხედა. იმას არ ელოდა რაც დახვდა. გოგოს აშკარად ეტყობოდა მთელი ღამე რომ ეტირა და დანაშაულის გრძნობამ ლამის შეჭამა ბიჭი.
პირი დააღო გიორგიმ რამე რომ ეთქვა, თუმცა არ დასცალდა, კარი თომამ შემოაღო ამბის საკითხავად და გაიყოლა კიდევაც გოგო ბინტის მოსაძებნად.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

აუ ძაან კაია.. მალე დადე შემდეგი ^-^

 


საზიზღატი ბიჭი გიორგი :) ისე თუ იპოვით ხერხს ლურსმანი უხმაუროდ როგორ ჩავაჭედოთ გაგვიზიარეთ :)
ერთი აზრი გამიჩნდა ისტორიასთან დაკავშირებით და რომ დაასრულებ გეტყვი მერე :)
ძალიან საყვარელი წყვილია. ველოდები განვითარებას❤❤❤

 


№3  offline წევრი Xatia Xatia_2

უყურე შენ საზიზღარი ბიჭი ეგრე მოუხდება მაგას.. ცოდვებმა უწია...
ძალიან მაგარი ისტორია ველი ახალს????????♥️♥️

 


№4  offline წევრი isterichka123

სასწაულიხარ და ცოტა ესგოგო გამოაფხიზლე რა ????????

 


№5 სტუმარი ატბ

როდის დადეებ

 


№6  offline მოდერი naattii

მადლობა დიდი, ხვალ იქნება ახალი ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent