შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკუნითი უკუნისამდე 1


7-09-2020, 19:01
ავტორი girl with soul
ნანახია 613

შავებში გახვეული ქალი საფლავის პირას იდგა ცრემლიანი თვალებით და საფლავის ქვას, რომელზეც ახალგაზრდა ბიჭი იყო გამოსახული, ნაღვლიანად შეჰყურებდა. საწყალი- ასე მოთქვამდნენ ხოლმე საფლავის პირას ჩავლილი უცხო ქალები, რომლებიც თავიანთი სიტყვით თითქოს გარდაცვლილის დედას თანაუგრძნობდნენ. მართლაც, ნეტავ სამყარო სამართლიანი და კეთილი რომ იყოს, რატომ წაიყვანდა თავისთან 17 წლის ახალგაზრდას , რომელმაც ცხოვრება მაშინ დაასრულა, როდესაც დაწყებულიც კიარ ჰქონდა?. გინახავთ ბედნიერება, სიხარული, უბედურება, და გულისტკივილი ერთად ამღვრეულიყოს ? მე კი, რადგან სწორად ეს ემოციები ირეოდა ქალის გუნებაში, თუმცა ყველაზე მეტად მაინც სინანული ჭარბობდა. წამში გაუელვა ლევანის გარდაცვალების დღემ და თავიდან ფეხებამდე უსიამოვნო შეგრძნებამ დაუარა. კარგად ახსოვს თავად თბილსში იყო ნათესავთან, როდესაც ფეისბუქზე ლევანის ფოტო დაინახა, რომელიც დიტოს დაედო წარწერით,, დამაკლდები’’. ბრაზმა აიტანა... ხშირად უხუმრიათ ხოლმე ლევანის საძმაკაცოში მსგავსად. ბევრჯერ გაუფრთხილებია ბიჭები, რომ ასეთი არასერიოზული დამოკიდებულებით ბევრს შეიყვანდნენ შეცდომაში და ხალხს უმიზეზოდ აანერვიულებდნენ. იმდენად იყო გაბრაზებული გადაწყვიტა ლევანისთვის დიდი სალანძღავი ტექსტი მიეწერა ,რათა ერთხელ და სამუდამოდ მოესვა თავის ადგილზე. უკვე გაგზავნას აპირებდა დედამისმა რომ დაურეკა და თავისი გეგმის ცოტახნით გადადება მოუწია. დედის დადარდიანებული ხმა, რომ გაიგო, მიხვდა თავს დიდი უბედურება დასტყდომოდა. დიდიხანი იდგა გაუნძრევლად თითქოს ვერ გაიგონა დედის ნათქვამი სიტყვები. უემოციოდ მიშტერებოდა კედელს და თვალსაც კი არ ახამხამებდა. შემდგომ კი თითქოს ერთიანად გაიაზრაო მომხდარი და იქვე ჩაიკეცა. მას შემდეგ არაფერი ახსოვს დიტოს და მათეს ჩაშავებული თვალების და ლევანის დედის განწირული ყვირილის გარდა. დიტო, რომელიც არავის დაუხრიდა თავს, სიცანცარის მეფე იყო , მუხლებში მოკეცილიყო და ცრემლებს ღვრიდა. ბედის ირონიაა არა ? ლევანი იმან შეიწირა რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა. ზაფხული იყო, ბიძამისმა სათევზაოდ, რომ წაიყვანა. ბიჭი რომელიც, საცურაოდაც კი არასდროს დადიოდა წყლის შიშის გამო, სწორედ წყალმა შეიწირა. ნაპირზე იყო, რომდესაც ფეხი დაუცურდა და იქ ჩავარდა, სადაც შავ ზღვას მდინარე უერთდება. როგორც შემმდგომში ექსპერტემბა დაამტკიცეს, იქამდე გაუსკდა გული სანამ წყალში ჩავარდებოდა. წყალმა კიარა გადაულახავმა შიშმა შეიწირა ლევანი. მას შემდეგ დღემდე მგონია,რომ ადამიანმა ყველა დაბრკოლებას თვალებში უნდა ჩახედოს, მასზე გაიმარჯვოს რათა, სწორედ მისი მსხვერპლი არ გახდეს.
- 4 წელი გავიდა ლევან- ამოიგმინა ქალმა- მე კი შენი დაკრძალვის შემდეგ არვყოფილვარ. აქ რომ იყო აუცილებლად მკითხავდი- მაშინ რა შეიცვალა ? რატომ მოვედი აქ? ბევრი მაქვს შენთვის მოსაყოლი. შენთან არ მოვედი, რადგან მეშინოდა. ადამიანი ბუნებით ეგოისტია, საფრთეს მუდმივად გაურბის. როდესაც შენგან შორს ვიყავი თითქოს ის ტკივილი, რაც მომაყენე გამინელდა. მეც შენსავით მშიშარა ვარ ლევან.... შენ წყლის გეშინოდა მე კი უშენობის. იმდენი ამბავი მაქვს მოსაყოლი,რომ ვერ დამიჯერებ ლევან. დილიდან ვფიქრობდი ვისთვის გამეზიარებინა ჩემი ბედნიერება და გავიაზრე, რომ შენზე უკეთესი არავინ მყავს, ამიტომ თუკი შენ მხედავ და ვიცი რომ ყურადღებას სამოთხიდანაც კი მაქცევ,კარგად მომისმინე რადგან ბევრი რამ უნდა გიამბო.4 წლის წინ 19 ივლისს მეგონა ჩემი ცხოვრება დამთავრდა, რადგან შენი სახით უერთგულესი მეგობარი დავკარგე, თუმცა ცხოვრება არც ისეთი სასტიკი ყოფილა როოგორიც მეგონა. დღესაც 19 ივლისისა და ქვეყანას პატარა ლევანიკო მოევლინა. გახსოვს? ხშირად ვეხუმრებოდით დიტოს პირველი შვილსითვის შენი სახელი დაექმია, ის კი თავს გააქნევდა და ამბობდა, რომ შვილს შენს სახელს არ დაარქმევდა, რადგან არ უნდოდა შენსავით ჩხუბისთავი და თავქარიანი გამოსულიყო. დაარქვა ლევან... შენი სახელი დაარქვა.. გული მტკივა, რადგან აქ არხარ და ჩვენთან ერთად ვერ იზიარებ ბედნიერებას. მაგრამ არ იდარდო, ხშირად მოვალთ მე და ლევანი შენთან და მოგიყვები მის შესახებ. შენთან კი მხოლოდ ერთი სათხოვარი მაქვს, დაიცავი პატარა ლევანიკო ყველანაირი საფრთხისგან, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში გაპატიებ ჩემს მარტო დატოვებას.
კიდევ დიდხანს იჯდა ქალი ლევანის საფლავზე, თუმცა ხმა არამოუღია. გარშემო მხოლოს სიჩუმის საშინელი და საზარელი ხმები ისმოდა. სიჩუმი ხმა- ეს ხომ ყველაზე საშიში ხმაა მთელს დედამიწაზე, რომელიც ყველას ადრე თუ გვიან აშინებს და აგიჟებს. შავებში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი გრძნობდა, რომ მეგობარი მასთან ახლოს იყო,თითქოს მისი ხელი ეჭირა და ამშვიდებდა. ჩემო მკითხველნო გგონიათ ეს ისტორია ქალზეა, რომელიც წლების მერეც კი ლევანის საფლავთან დგას და ისტორიებს უყვება ? ცდებით, რადგან ის ქალი მევარ 21 წლის ასაკში. შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ რატომ გავიხსენე ბავშვობის ტრაგიკული წლები და არ დავიწყე პირდაპირ მთავარი ამბის მოყოლა? ვფიქრობ, სხვა შემთხევევაში ვერ შეიგრძნობდით ისტორიის ყველა დეტალს. მაშინ ვერც კი წაროვიდგენდი ასეთი რამ თუ შესაძლებელი იყო. პატარა ლევანი იმდენად დაესმგავსა ბიძას, რომ ხშირად მავიწყდებოდა კიდეც მისი გარდაცვალება. ალბათ ღმერთს წინასწარ აქვს გათვლილი ადამიანების ცხოვრების არსი. ალბათ, ჩემო ერთგულო მეგობარო, აუცილებელი იყო ქვეყანა დაგეტოვებინა და შენს ადგილას შენი მსგავსი პატარა მოვლენილიყო ქვეყნიერებას. ესეც ასე მკითხველნო! ეს ისტორია ლევანზეა, რომელიც ისეთივე თავქარიანი, ჩხუბისთავი და სიმპატიური გაიზარდა, როგორიც ჩემი ლევანი იყო ...

მოგესალმებით მეგობრებო. უცებ მომინდა ამ ისტორიის დაწერა:დდ პირველი თავი თითქოს სევდიანია , მაგრამ საბოოო ჯამში ისტორია სახალისო გამოვა ასე ვფიქრობ, წინასწარ არაფერი მაქვს გათვლილი. იმედია მოგეწონებათ ისტორია. მზად ვარ მივიღო თქვენი შენიშვნები და რეკომენდაციები. მალე შემხვდებით შემდეგი თავით.
პ.ს თუ არ დაგეზარებათ იქნებ ერთი-ორი სიტყვით შემოფასოთ ისტორია



№1 სტუმარი anastasia

ძალიან კარგი დასაწყისია????????სიამოვნებით წავიკითხავ ამ ისტორიას!აუცილებლად გააგრძელე!????წარმატებები????????

 


№2 სტუმარი სტუმარი ტატა

დასაწყისი საინტერესოა..წარმატებები..????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent