შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უარყოფილი (თავი 14) დასასრული


8-09-2020, 23:21
ავტორი vivien
ნანახია 1 788

- ძალიან სუსტი ხარ იმისთვის, რომ გამანაწყენო მარიამ.
ვუღიმი ირონიულად და სახეს ოდნავ მაღლა ვაწევინებ.
- ჩემთვის ამდენს არ ნიშნავ.
ხელს სწრაფად ვუშვებ და გამზადებული საუზმით კარისკენ მივიწევ, სადაც ლუკა მხვდება. ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო. დღეისათვის საკმარისი იყო, საკმარისზე ბევრად მეტიც კი.
ერთად ვსაუზმობთ, არაფერს არ ვიმჩნევ და ღიმილით ვუყურებ თითოეულ მათგანს, საღამოს კი თბილ ჟაკეტს ვიცვამ და ისე გავდივარ გარეთ. მინდა, რომ ყველაზე მშვიდი ადგილი ვნახო საიდანაც ლამაზი ხედი გადაიშლება და არავინ შემიშლის ხელს ფიქრში. მართლაც, ნახევარსაათიანი სეირნობის შემდეგ მივადექი ასეთ ადგილს. ამაღლებული იყო და იქიდან იდეალურად იშლებოდა ხედი, ულამაზესი მთები. ისეთი ჰარმონია სუფევდა, რომ ვეღარაფერზე ფიქრი ვეღარ შევძელი, თვალები დავხუჭე და მიწაზე გავწექი. არ ვიცი რამდენ ხანს ვიწექი ასე, თუმცა გონს ემილიმ და სანდრომ მომიყვანეს.
- განტვირთვა ჩვენს გარეშე? ამას არ გაპატიებ
სიცილით მხვევს ხელს სანდრო და მეც უაზროდ მეღიმება.
- სასმელი მოვიტანეთ, უნდა დავლიოთ.
ემილი პროდუქდებს აწყობს მიწაზე და ლუდის ქილას მაწვდის. სიგარეტს ვუკიდებ და მათ ვუყურებ. აი რა მაკლდა ერთი წელი. ისინი მაკლდნენ, ჩემი ოჯახი მაკლდა. მათი სიცილი მაკლდა. დიდხანს ვატარებთ დროს სმასა და სიცილში. როდის ღამდება ვერც კი ვხვდებით. სახლში სულ ბარბაცით შევდივართ, ძალიან ჩუმად, რომ არავინ გავაღვიძოთ, თუმცა მისაღებში მაინც გვხდება სავარძელში მჯდომი ლუკა.
- ერთობით არა?
ირონიულად გვაკვირდევა სამივეს.
- ჰო აბა ყველა შენნაირი უჟმური ხო არ იქნება?
სიცილით უჯდება ემილი გვერდით და თავს მხარზე ადებს.
- გაიღიმე მეგობარო ცხოვრება მშვენიერია.
ამბობს ბოლოს და ითიშება. მე და სანდრო სიცილს ვერ ვიკავებთ, სიცილი ხარხარში გადაგვდის. ლუკა ცდილობს გაგვაჩუმოს, მაგრამ არ გამოსდის. საბოლოოდ ჩვენით ვწყნარდებოთ და ლუკაც ოთახებში გვანაწილებს. ფრთხილად მხვევს ხელს და ოთახში შევყავარ.
- ელიზაბეტ...
ღრმად სუნთქავს ჩემს სახესთან დახრილი და მეც უნებურად მეხუჭება თვალები. მჭიდროდ მიკრავს სხეულზე და ძლიერად მიხუტებს. დიდხანს, ძალიან დიდხანს ვიდექით ასე, ჩახუტებულები. არც მე ვამბობდი რამეს, არც ის. ეს სიჩუმე იყო ყველაფერი: მონატრებაც, სიახლოვეც, სიყვარულიც. შემდეგ ნაზად მიყვანს ხელში და საწოლზე მაწვენს. პლედს მაფარებს, შუბლზე მკოცნის და ისე ტოვებს ოთახს.
დილას ხმაური მაღვიძებს. ოთახიდან ისე გამოვდივარ ვერავინ მამჩნევს. ყველა აქეთ იქით დარბის და ბარგს ალაგებს.
- ომი იწყება?
ხელით ვაჩერებ დამიანეს და ისე ვეკითხები.
- უარესი. გაბრიელი და ანაბელი საქორწინო მოგზაურობიდან ბრუნდებიან. ქალბატონს მოსწყინდა ჩვენს გარეშე ყოფნა.
- ჰოდა იმდენი საქმეა. სახლი უნდა ვიქირაოთ, მოვრთოთ, საჭმელები ვიყიდოთ, შენ და სანდრო აეროპორტში უნდა დახვდეთ, სიურპრიზს ვუწყობთ რა გჭირს?
ამჯერად ვივიენი აგრძელებს დამიანეს ნაცვლად.
- ამოისუნთქე გოგონი, ვერ ხედავ ახლა გაიღვიძა შენ კიდევ გამიფხიზლებასაც არ აცდი.
სიცილით პასუხობს გიო და ბარგის გამოტანას განაგრძობს. ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელ მდგომარეობაში ვზივარ მანქანაში და თბილისისკენ მივდივარ. ჰო როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს ლუკასთან, მარიამთან და დამიანესთან ერთად. იმ ინციდენტის შემდეგ მარიამი თავს მარიდებს, ახლაც ჩუმად ზის და საშინელი დაძაბულობა იგრძნობა მანქანაში. დაგვხატავდა სანდროს ახლოს ყოფნა, თუმცა რას ვიზავთ გიოს მახინაციების დამსახურებით ახლა იმ მანქანაში ვზივარ, სადაც ჩემი ყოფნა ყველაზე ნაკლებად უხარიათ. ეს არ მადარდებს, გარემოს გავყურებ და გული მწყდება. ყაზბეგში კიდევ დიდხანს დავრჩებოდი დიდი სიამოვნებით, თუმცა ჩემი გადარეული დაქალიც უზომოდ მენატრება. თბილისში შუადღეს ჩავდივართ, პირდაპირ ნაცნობი სახლისკენ მივდივართ, რომელიც გზაშივე იქირავა ემილიმ და სახლის მორთვას ვიწყებთ. ყველაფერი იდეალურად გვაქვს მოწყობილი, საჭმელი გამზადებული და სუფრაც გაწყობილი. საშინლად დაღლილი ვესვენები დივანზე, თუმცა დასვენებას არავინ მაცდის.
- გართობა ახლა იწყება. წავედით, ხო არ დაგავიწყდა, რომ აეროპორტში ვართ წასასვლელები?
სანდრო მადგება თავზე.
- მახსოვს, მახსოვს.
სიცილით ვაქმევ თავს და მის გამოწვდილ ხელს ვეყრდნობი. უცბად თავბრუ მეხვევა, თავს ვერ ვიკავებ ისე ვეცემი სანდროს მკლავებში.
- კარგად ხარ? შემომხედე.
ვივიენს წყალი მოაქვს, ლუკა ხელებს ისველებს და სახეზე მასხამს.
- გესმის ჩემი?
მსუბუქად ვუქნევ თავს და ფეხზე ვდგები.
- კარგად ვარ, გადაღლილობის ბრალი იქნება. უცბად მოვწესრიგდები და წავიდეთ.
სააბაზანოში შევდივარ, კედელს ვეყრდნობი და სარკეში საკუთარ ანარეკლს ვუყურებ. ჯიბიდან წამლის კოლოფი ამომაქვს, ის ის არის უნდა დავლიო, რომ კართან მდგარ ლუკას ვამჩნევ.
- ჯანდაბა, როგორ შემაშინე.
წამალი ხელიდან მივარდება
- გადაღლილობის ბრალია არა? ძლიერ დამამშვიდებლებს სვავ, საერთოდ ნორმალური ხარ?
ტონს უწევს და მსუბუქად მაჯანჯღარებს
- ხელი გამიშვი, ცუდად ვარ.
ისევ ვბორჯიკდები, ამჯერად ლუკა მიჭერს და სახეს მბანს.
- კარგი კარგი დამშვიდდი, აი უკვე კარგად ხარ. გამაგრდი, თვალებში მიყურე.
მართლაც ზედმეტად ახლოს ვხვდები მის სახესთან. ერთ ხელს წელზე მხვევს, მეორეთი კი ჩემს თმებს ეთამაშება.
- ელიზაბეტ კარგად ხარ?
კარზე აკაკუნებს მარიამი და ლუკაც წამში მცილდება.
- ყველაფერი კარგად არის, გამოვდივარ.
ლუკას არც ვუყურებ ისე გავდივარ მისაღებში და სანდროსთან ერთად ვტოვებ სახლს.
გზას მხიარულად ვფარავთ, სიმღერებს ვუსმენთ და ჩვენებურად ვყვებით. აეროპორტში ზუსტ დროს ვართ და აი ისინით. მოანათებენ, უფრო სწორი იქნებოდა, რომ გვეთქვა ანაბელი მოქრის, ხოლო გაბრიელი უკან მოყვება ხუთი ჩემოდნით ხელში. მათ დანახვაზე სიცილს ვერ ვიკავებთ, ანაბელი პირდაპირ გვაფრინდება, ძლიერად ვიხუტებ და ვგრძნობ როგორ მეშვება ყველანაირი ტკივილი. წამიერად მავიწყდება ის პრობლემები, რომლებიც არასდროს მტოვებენ და სულ თან მსდევენ. მანქანაში ერთად ვსხდებით და სიურპრიზის კულმინაციისკენ მივიწევთ. სარკიდან ვხედავ, როგორი ბედნიერი სახით უყურებს გაბრიელი ანაბელს, ღიმილს ვერ იშორებს სახიდან და დრო და დრო ხელზე კოცნის. მათი სიყვარულით ვივსები, ისინი მე მათბობენ. ჩაბნელებულ სახლში შევდივართ და მათ დაბნეულ სახეებს ვაიგნორებთ. უცბად შუქები ინთება, ტორტით მოიწევს წინ ემილი და უკან მთელი ამალა მოჰყვება. ეს საოცარი ხალხი ყველაფერზეა წამსვლელი ერთმანეთის ბედნიერებისთვის. გართობა იწყება. ყველა მღერის და ცეკვავს. სასმელს დიდი რაოდენობით ვსვამ და მათ თვალს ვერ ვაშორებ. ლუკა დაძაბული იყურება გარშემო და ალბათ ერთი სული აქვს როდის აორთქლდება ყველა. მარიამს საქმე უჩნდება და სასწრაფოდ მიდის. ღიმილმორეული ვუყურებ სულელ გოგოს, რომელმაც არც კი იცის თუ წავა რა მოხდება. გასვლამდე მაშტერდება, მეც სიტუაციით გახალისებული ჭიქას მაღლა ვწევ მათი მიმართულებით.
- თქვენ გაგიმარჯოთ, თქვენს მარადიულ და უსასრულო სიყვარულს.
ირგვლივ ვიყურები, ოთახში მარტო ვართ. სასმლის ერთ ყლუპს ვსვამ და ჭიქას ხელიდან ვუშვებ. ისიც წამში იმსხვრევა.
- მე წავალ.
დაბნეული გადის ოთახიდან და უკანმოუხედავად ტოვებს სახლს.
- ზედმეტი მოგივიდა, უნდა დაისვენო.
ხელს მხვევს არსაიდან გამოჩენილი დამიანე და ფეხზე მაყენებს. სააბაზანოში შევდივარ, წყალს სახეზე ვისხამ და ცრემლებიც არ აყოვნებენ. იქვე ვიკეცები და მთელი ძალით ვაფრინდები ტუჩებს კბილებით. არ მინდა ვიტირო, თუმცა ჯანდაბა ამ ბოლო დროს ზედმეტად სენტიმენტალური გავხდი. სახეს ხელებში ვრგავ და ტკივილისგან ამოსულ ხმებს გარეთ არ ვუშვებ. არ მინდა ვინმემ გაიგოს, რა საზიზღარია თითოეული წამი იმ ადამიანისთვის ვისაც ცხოვრება არ უხარია. ჰო, სამწუხაროდ, ის ადამიანი მე ვარ. მძულს აქაურობა, მძულს თითოეული დღე, მძულს ყოველი ჩემი ჩასუნთქვა. მძულს ჩემი არარსებული სიცოცხლე. გარეთ ხმაური შეწყდა, არანაირი სურვილი არ მქონდა მისაღებში გასვლის, ამიტომ პირდაპირ საძინებლისკენ დავიძარი და ის ის იყო ქურთუკი უნდა შემეკრა, რომ ლუკა შემოვიდა ოთახში, არა კი არ შემოვიდა ეს უფრო შემოვარდნას ჰგავდა.
- იცი რომ ჩვენს გარდა ყველა წავიდა.
მთლიანად შემაკანკალა, პატარა ბავშვივით ამიფართხალდა გული. ჩემსკენ იწყო სვლა.
- არ მომიახლოვდე.
- თვალები გყიდის პატარავ.
ხელი სწრაფად ჩაავლო ჩემს ქურთუკს და მეც წამში ავღმოჩნდი მასზე მიკრული. ამჯერად მე ვერ გავუძელი ცდუნენას და სასურველ ბაგეებს წავეტანე. მომთხოვნად მკოცნიდა, გააზრებაც ვერ მოვახერხე ისე აღმოვჩნდი მის წელზე და შემდეგ საწოლის სიმყარეც ვიგრძენი. ზემოდან მოქცეული ლუკას თვალები ურცხვად მაშიშვლებდნენ და მანაც არ დააყოვნა სურვილის ახდენა. უცბად გამანთავისუფლა ტანსაცმლისგან. წინააღმდეგობა არ გამიწევია, როდესაც მისი თითები მუცელს ქვემით ჩასრიალდა და ბოლო მატერიაც თან გაიყოლა. მის თვალებში საკუთარ თავს ვხედავდი და ეს ყველაზე მეტად მომწონდა. ნაზად დამიკოცნა სხეულის თითოეული ნაწილი, თითქოს ასე ცდილობდა ჩემს დამახსოვრებას, ვცდილობ მის ბაგეებს მივწვდე, თუმცა ისევ ადგილზე მაბრუნებს და ამჯერად უფრო უხეშად განაგრძნობს ჩემი სხეულით ტკბობას. მე კი კვნესას ვერ ვიკავებ და ვგრძნობ, როგორ ეღიმება ირონიულად. საბოლოოდ ვერც ის იკავებს თავს და ძლიერი ბიძგებით არღვევს ჩემს სხეულს. მთელ ღამეს მოფერებასა და ერთმანეთით ტკბობას ვუთმობთ. მხოლოდ გამთენიისას მეძინება ისიც მის მკერდზე აკრულს.
დილას პირველს მე მეღვიძება, წინა ღამის გახსენებაზე მეღიმება და ფრთხილად ვკოცნი ლოყაზე, თუმცა მალევე მახსენდება ჩვენი დაშორების მიზეზი და მარიამი, გოგო, რომელსაც ეს ყველაფერი არ დაუმსახურებია. ტანზე ჩუმად ვირგებ ტანსაცმელს, ერთხელღა ვუყურებ მძიმარეს, გული შემაწუხებლად მეკუმშება, ხელის კანკალით ვწევ კარის სახელურს და ის ის არის უნდა გავიდე, რომ ლუკას ხმა მაჩერებს.
- ახლა თუ წახვალ..
- გთხოვ ლუკა
- ახლა თუ დამტოვებ, აღარასდროს გაპატიებ.
კარის სახელურს ხელს ვუშვებ, ქურთუკს ვიშორებ და მის გვერდით ვწვები. თავს გულზე ვადებ და მსუბუქად ვკოცნი ლოყაზე. თვალები უწყლიანდება ძლიერად მხვევს ხელს და შუბლზე მკოცნის.
- აღარასდროს. გპირდები აღარასდროს დაგტოვებ ლუკა.
- მიყვარხარ ელიზაბეტ.
ბედნიერებისგან მეღიმება, ხელს ხელზე ძლიერად ვუჭერ და მწვანე, ღრმა თვალებში ვიკარგები.
- მეც მიყვარხარ ლუკა.
ამჯერად ტუჩებზე მეტანება. მაისურს ფრთხილად მხდის. ზემოდან მექცევა და ყელზე სველ კოცნებს მიტოვებს. იმაზე უფრო ნაზია ვიდრე ოდესმე. მეც ხელს მაისურის ქვეშ ვუცურებ და წამში ვხდი. მის თმებში ხელებს ვხლართავ და ჩემსკენ ვქაჩავ. ისიც თითქოს ამას ელოდებოდა, ნაზად მანთავისუფლებს ტანსაცმლისგან. საბოლოოდ მასზე მიხუტებულს მეძინება და საღამომდე თავს არ ვწევ. გაღვიძებისას ლუკა საწოლში არ მხვდება, მის მაისურს ვიცვამ და ქვევით ჩავდივარ. ჩემგან ზურგით დგას, ფანჯარაში იყურება და ტელეფონზე ლაპარაკობს.
- მესმის მარიამ, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შემიძლია. ვწუხვარ, ვიცი საშინლად მოვიქეცი. მეც არ ვიცი რაზე ვფიქრობდი, ვიცი გული გატკინე, მაგრამ უნდა მაპატიო. კარგი ადამიანი ხარ მეტს იმსახურებ და ვიცი, რომ აუცილებლად იქნები ბედნიერი. მადლობა, რომ გესმის.
იცინის ბოლოს, ტელეფონს თიშავს და ჩემკენ ბრუნდება.
- კიდევ ერთი ადამიანი ვისაც ცხოვრება გავუნადგურე არა?
მეღიმება და სავარძელში ვჯდები.
- ადრამატულებ.
გვერდზე მიჯდება და ფეხებს მის მუხლებზე მადებინებს.
- მასაც სხვის დასავიწყებლად ვჭირდებოდი. ჩვენ უბრალოდ ვცადეთ, არ გამოგვივიდა და დავიშალეთ. ახლა კი მოემზადე ეს სახლი დავტოვოთ და იქ წავიდეთ, სადაც ჩვენი ნახვა ყველას უხარია.
მსუბუქად ვუკრავ თავს, ლოყაზე ვკოცნი და ოთახში ავდივარ. ცოტახანში სახლს ვტოვებთ. გვიანია, თუმცა მაინც ბარში მივდივართ. ყველა იქ არის და ყველას გაკვირვებასაც ვიმსახურებთ. ლუკა ხელს წელზე მხვევს და სიცილით თავზე მკოცნის.
- არ არსებობს.
თითქმის კივილით ამბობს ვივიენი.
- ეჰ მეორე ჩიტიც მიფრინდება.
არარსებულ ცრემლს იწმენდს გიო და თვითონაც ვერ იკავებს სიცილს. დამიანე უბრალოდ მიღიმის და ვგრძნობ როგორ უხარია ჩემი ბედნიერება. გვიანობამდე ბარში ვრჩებით, ათას სისულელეზე ვიცინით და დროს საოცრად ვატარებთ. სახლში გვიან ვბრუნდები, ლუკას დაჟინებული თხოვნის მიუხედავად. ბედნიერებისგან ძალაგამოცლილი საწოლზე ვეცემი და უაზროდ მეღიმება საკუთარ თავზე. ლუკას ნომერს ვკრეფ და მოუთმენლად ველოდები როდის მიპასუხებს.
- ელიზაბეტ...
ცრემლები გაუაზრებლად მისველებს სახეს.
- უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ მიყვარხარ, არ მაინტერესებს გვიანია თუ არა. უნდა იცოდე რომ მიყვარხარ
- პატარავ.
სუნთქვა უმძიმდება.
- არაფერი მითხრა, დაისვენე.
მხოლოდ ამასღა ვეუბნები და ტელეფონს ვთიშავ. ასეთი განცდა არასდროს მქონია. ყველა პრობლემა უკან მოვიტოვე. ახლა ნამდვილად თამამად შემეძლო იმის თქმა, რომ თავისუფალი და ბედნიერი ვიყავი საყვარელი ადამიანების გვერდით. მივხვდი, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ვტიროდი. ყველაფერს ერთად უკან ვტოვებდი. ჩემს წარსულს, მკვლელობებს, ფსიქიატრიულსა და ლუკას გარეშე ყოფნას. მე სულიერი სიმშვიდე მოვიპოვე და მივხვდი რისთვისაც ღირდა სიცოცხლე, ბრძოლა, დამარცხება და გამარჯვება.
დილას ადრე გამეღვიძა, მსუბუქად ვისაუზმე და პირდაპირ დედას მივაკითხე. შორიდანვე დავლანდე ნინა. ცივ ქვაზე იჯდა და ცრემლიანი თვალებით გაჰყურებდა დედის სურათს. ზედმეტად ადრე იყო მისი აქ ყოფნისთვის. ნელ-ნელა მოვუახლოვდი და მის გვერდზე დავეშვი.
- მენატრება.
მითხრა გატეხილი ხმით.
- მეც მენატრება
- მეშინია რომ მალე დამავიწყდება, ვეღარ გავიხსენებ მის ლამაზ თვალებს, სიცილს. ვიცი, ახლა სადაც არ უნდა იყოს ჩემზე გაბრაზებულია. ჩვენ სულ ერთად უნდა ვყოფილიყავით, მე კიდევ მიგატოვე მაშინ, როდესაც მე ყველაზე მეტად გჭირდებოდი.
პასუხს ვერ ვცემ, მხოლოდ ხელს ვხვევ მხარზე და ძლიერად ვიხუტებ. დიდხანს, ძალიან დიდხანს ვსხედვართ ხმისამოუღებლად.
- ოდესმე შეძლებ დაივიწყო ის, რაც საკუთარმა დამ გაგიკეთა?
- ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ჩვენ შევძლებთ ცხოვრების ახლიდან დაწყებას.
მსუბუქად ვუღიმი და ფეხზე ვაყენებ.
- წავიდეთ სახლში დაგტოვებ,
- გავიგე შენ და ლუკა შერიგებულხართ.
- და მაინც ვისგან?
- გიო სულ ჩემთან იყო ეს პერიოდი
- რაღაცეები გამოვტოვე.
მეცინება მის გულუბრყვილობაზე.
- ვმეგობრობთ.
- მეგობრობთ.
კიდევ უფრო ხმამაღლა მეციმება და მის მუჯლუგუნსაც ვიმსახურებ. ნინას სახლში ვტოვებ. საავადმყოფოში მივდივარ, ვერონიკას სანახავად. მართალია, ჩემთვის იქ ყოფნა სიკვდილის ტოლფასია, თუმცა რეალობას ვერ გავექცევი და ვერც ნატას ვაწყენინებ, რომელსაც დავპირდი, რომ ხშირად მოვინახულებდი. პირდაპირ ნატას ოთახისკენ მივიწევ, ჩემი დანახვისთანავე ღიმილი ედება სახეზე და ძლიერად მიკრავს გულში.
- მეგონა დაგავიწყდი.
- როგორ მომნატრებიხარ ნატალია.
- მეც ჩემო გოგოვ. წამოდი ვერონიკასთან შეგიყვან.
წამში ხვდება ჩემს სურვილს და ოთახში გავყავარ, სადაც ვერონიკა ზის მწვანეთვალება ბიჭთან ერთად. მე და ნატა იქვე ვდგებით. ვერონიკა ისეთი შეცვლილი მეჩვენება, სიყვარულით უმზერს მამაკაცს და საერთოდ აღარ აქვს საშიში გამომეტყველება. ჩვენი პირველი დიალოგი და მისი მუქარა მახსენდება. მეღიმება და ისიც სწორედ მაშინ მამჩნევს.
- მე ხომ გაგაფრთხილე, რომ აქ აღარ მოსულიყავი?
მოჩვენებითი სიბრაზით მეუბნება და ჩემსკენ მოდის. მეც მის სახეზე მეცინება და მასაც ისე ვეხვევი როგორც ნატალიას. ბევრს ვსაუბრობთ ვერონიკა თავის „ყოფილ“ საქმროს მაცნობს და საერთო ენასაც მალე ვპოულობთ. საბედნიეროდ, მისი წყალობით ვერონიკა სულ რამდენიმე თვეში შეძლებდა საავადმყოფოს დატოვებას და ცხოვრების ახლიდან დაწყებას. უზომო ბედნიერებას მანიჭებს მისი ღიმილის დანახვა. ყოფილ პაციენტს გვიანობამდე მტოვებენ და მეც სიტუაციით ვსარგებლობ. საღამოს ლუკასთან მივდივარ გაუფრთხილებლად კარს თმაგაბურძგნული, საცვლის ამარა მიღებს.
- ჯანდაბა ასე თუ იდგები დიდხანს ვერ გავუძლებ ცდუნებას.
ვუცინი და პირდაპირ სამზარეულოში გავდივარ. მხოლოდ ახლა ვგრძნობ რამდენად მენატრებოდა ეს სახლი და აქ გატარებული თითოეული დღე. ლუკა უკნიდან მეხვევა და ყელში მკოცნის.
- მემგონი ვგიჟდები, როცა ჩემთან ხარ მაშინაც კი მენატრები.
თავისკენ მაბრუნებს და ტუჩებში მომთხოვნად მკოცნის. მეც გონებაარეული თმებში ხელს ვუცურებ და კოცნითვე ვპასუხობ. ხელით ძლიერად მიჭერს კისერს და კოცნებით მკერდისკენ მიიწევს. მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის. თავს უკან ვაგდებ და ბოლომდე მას ვენდობი. წამის მეასედში სიმყარეს ვგრძნობ და სამზარეულოს მაგიდაზე ვხვდები. ჩემსკენ ვქაჩავ. ენის შეხება შიშველ მკერდზე სრულიად მაკარგვინებს გონებას. კვნესას ვერ ვიკავებ, ირონიულად ეღიმება და უფრო დიდი მონდომებით განაგრძობს ჩემს ფერებას. მის ტუჩებს მუცელზე და შემდეგ მის ქვევითაც ვგრძნობ. ვითიშები, ნამდვილად ვითიშები.
იმ ღამეს მასთან ვრჩები. გვიან პიცას ვიძახებთ და ერთად ვაკეთებთ სალათს. მასთან თავისუფლად ვარ, ვგრძნობ რამდენად საოცარია სამყარო მაშინ, როდესაც ვიღაც საკუთარ თავზე მეტად გიყვარს. ბედნიერი ვარ, ყველაზე უფრო ბედნიერი.
* * *
- კარგი რა ძალიან დავიღალე.
- ცოტაღა დარჩა.
- ღმერთო ჩემო, ულამაზესია.
მთაწმინდაზე ვართ, საოცარ ადგილას, საიდანაც მთელი თბილისი ჩანს. ზამთრის თბილისი, მხიარული და ათასფრად მოელვარე.
- ხომ იცი რომ მიყვარხარ?
თვალებში მაშტერდება ლუკა.
- ისიც იცი რომ შენი შეყვარებული საშინლად ბანალურია. საკმაოდ დიდხანს ვიყავი შენს გარეშე. აღარ მინდა თუნდაც ერთი დილა გათენდეს უშენოდ. ყველაზე მეტად მიყვარხარ.
წამით ჩერდება.
- ელიზაბეტ მზად ხარ, ჩემი ცოლი გახდე?
წამიერად გონება მეთიშება, ვცდილობ გავიაზრო ის რაც რამდენიმე წამის წინ მოვისმინე, თუმცა ჩემი გული არ აყოვნებს და ისე მცდება სიტყვა "კი" რომ მეც ვერ ვხვდები. აზრზე მაშინ მოვდივარ როდესაც მისი ტუჩები მეხება.
შემდეგ იყო ყველაფერი კარგი, კარგი არა უფრო შესაბამისი იქნებოდა თუ ამას საუკეთესოს დავარქმევდი. ჩემი და ლუკას პატარა, თუმცა ულამაზესი ქორწილი და ბედნიერებით გაჟღენთილი დღეები. ანაბელისა და გაბრიელის წითური გოგონა. ჩემი და ჩემი დის საბოლოო შერიგება. თავისუფალი ვერონიკა. საყვარელი ადამიანების გარემოცვა და ყველაფერი რისთვისაც ცხოვრება ღირდა.
სამსახურიდან სახლში დაღლილი ვბრუნდები, კარებს ფრთხილად ვაღებ და თბილი მზერით ვაკვირდები ჩემს ქმარს, რომელიც შუაღამის მიუხედავად, ჯიუტად ზის სავარძელში და მელოდება. მას ვუახლოვდები, მის მუხლებზე ვთავსდები და მსუბუქად ვკოცნი ტუჩებში.
- შენი თვალები ზღვისფერია ელიზაბეტ.
- არასდროს დავიღლები იმის თქმით, რომ უზომოდ მიყვარხარ.
ვუღიმი და თავს გულზე ვადევ. გულზე, რომელიც მხოლოდ ჩემთვის ფეთქავს. და მაინც არაფერს შევცვლიდი წარსულში, რადგან ეს ყველაფერი რომ არა, ვერასდროს შევძლებდი ვყოფილიყავი ის, ვინც დღეს ვარ. და ვინ ვარ დღეს? უბრალოდ უბედნიერესი ქალი, რომელმაც შეძლო და დაამარცხა წარსული.







და აი დასასრულიც. არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ და იქნება თუ არა ეს ისტორიის ბანალური დასრულება, თუმცა სხვაგვარად არ შემეძლო. ყველას დიდი მადლობა, ვინც კითხულობდით ჩემს ნაწერს და გვერდით მედექით. იმედს ვიტოვებ, რომ მოგეწონათ ელიზაბეტის ისტორია და თქვენს აზრს გამიზიარებთ.



№1  offline წევრი OKI ME

უუჰ, მშვენიერი დასასრული ქონდა heart_eyes კარგი იყო ძალიან heart_eyes heart_eyes მოუთმენლად ველოდები შენს ახალ ისტორიას heart_eyes heart_eyes წარმატებები შენ heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი vivien

Megioki
უუჰ, მშვენიერი დასასრული ქონდა heart_eyes კარგი იყო ძალიან heart_eyes heart_eyes მოუთმენლად ველოდები შენს ახალ ისტორიას heart_eyes heart_eyes წარმატებები შენ heart_eyes heart_eyes


დიდი მადლობა ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent