სპორტის მასწავლებლები (თავი 7)
სწრაფი ნაბიჯებით ჩაირბინა კიბეები და მაშინვე ცარიელ დარბაზში შევარდა. რაღაც უცნაურს გრძნობდა, უეცრად ამოუტივტივდა გონებაში საკუთარი ბავშვობა და მასწავლებლები.. ვერ იტანდა იმ წლებს, სძულდა ყველაფერი ცუდის გახსენება მაგრამ მოგონებები გასაქანს არ აძლევდა. თავზე შემოიჭდო ხელები და ღრმად ჩაისუნთქა. გამეფებული სიჩუმე ბავშვების ჟრიამულმა დაარღვია, სწრაფად შემოიჭრნენ დარბაზში და სათითაოდ მიესალმნენ მასწავლებელს. ერთხანს გათიშული უყურებდა ლაშა, მერე თიკას დანახვამ უეცრად მოიყვანა გონს. ნელი ნაბიჯებით შემოვიდა დარბაზში, სახე წაშლილი ჰქონდა. როგორც ყოველთვის მარტო, ყველასაგან გარიყული. ისევ ისეთი ნაღვლიანი გამოხედვით. ლაშას ადრეც ბევრჯერ შეუმჩნევია მისი უგუნებობა, თუმცა სერიოზულად არასოდეს მიუღია. ფიქრობდა გადაუვლისო მაგრამ მას შემდეგ რაც მასწავლებლების საუბარი მოისმინა მასზე, განსხვავებულად დაიწყო ფიქრი და მალევე მიხვდა რომ მიზეზი ბულინგი იყო. არამარტო ბავშვების, არამედ მასწავლებლების მხრიდანაც კი. - მაას მე ხელი მაქვს ნაღრძობი და ვეღარ ვითამაშებ ცოტა ხანი - აუ მას მეც დავჯდები რაა გარს შემოეხვივნენ მასწავლებელს გოგონები - კარგი, დაჯექით სიცილით გაიქცნენ ბავშვები სკამებისკენ, ამჯერად მზერა თიკაზე გადაიტანა იდგა და თითქოს ამ სამყაროს მოწყვეტილს არც ახსოვდა სად იყო - თიკა, თამაში გინდა? - ფრთხილად მიუახლოვდა და ინტერესით დააკვირდა, ქვემოდან ამოხედა გოგომ, ვერც კი უთხრა, ვერც არა. თვალები აუწყლიანდა და ნერვიულობისგან თითების მტვრევა დაიწყო. - კარგი, დაჯექი - ოდნავ გაუღიმა და სკამზე მიუთითა, თითქოს ერთიანად მოეშვა გოგონას მაშინვე სკამისკენ გაიქცა და უკან არც მოუხედავს. ლაშამ იცოდა რომ არ უყვარდა კლასელებთან ერთად თამაში, ასე რომ სულ ცდილობდა არ დაეძალებინა. - მასს კალათბურთი ვითამაშოთ რა - ბურთებით ხელში მიუახლოვდნენ ბიჭები - კარგი, გაიყავით. მთელი გაკვეთილი თვალს არ აშორებდა თიკას, ცდილობდა მისი ფიქრები გამოეცნო. მერე მიუახლოვდა და მის გვერდით ჩამოჯდა - ნიჟარაძე თუ ფილფანი? - ისე უეცრად ჰკითხა, შეხტა თიკა - მე..ვერგავიგე მას - ანუ რომლის თამაში უფრო მოგწონს მეთქი ოდნავ ჩაფიქრდა თიკა, კლასელებს მოავლო თვალი და გონება დაძაბა. ზუსტად ის ოდნავი პაუზაც საკმარისი იყო ლაშასთვის იმის მისახვედრად, რომ თიკა თამაშს საერთოდ არ უყურებდა, გონებით სხვაგან იყო, იქ დაფრინავდა სადაც არ დასცინოდნენ, სადაც მასაც ჰყავდა მეგობრები, სადაც ისიც თამამი იყო, ისიც თამაშობდა. თავს გარიყულად არ გრძნობდა. წამიერად მისი ტკივილი იგრძნო და თვითონაც ეტკინა, მხარზე მოუთათუნა ხელი ჯერ კიდევ ჩაფიქრებულს - კარგი, თუ არ გინდა ნუ მეტყვი ნაძალადევად გაუღიმა გოგონამ და კვლავ თამაშში გართულ ბავშვებს გახედა. მალე დასრულდა გაკვეთილი, საშინლად დაღლილები ძლივს გალასლასდნენ დარბაზიდან. თიკაც აპირებდა წასვლას როცა მასწავლებლის ხმა მოესმა - თიკა 2 წუთით შეგიძლია დარჩე ოდნავ დაუქნია თავი გოგონამ - მისმინე..მე შენი დამრიგებელი არვარ, არავინ არვარ, უბრალოდ ერთი რიგითი მასწავლებელი, მაგრამ თუ ოდესმე მეგობარი დაგჭირდება, ადამიანი ვისაც გაუზიარებ, იცოდე რომ ყოველთვის მოგისმენ.. - მეე..კარგად ვარ, მაგრამ მაინც მადლობა მას - ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი და გასასვლელისკენ ელვის სისწრაფით გაიქცა. მთელი დღე არ შორდებოდა ფიქრი თიკაზე. როგორ უნდოდა რომ დახმარებოდა, რამე გაეკეთებინა მისთვის, იმ ჭაობიდან ამოეყვანა რომელშიც ნებით თუ უნებლიეთ აღმოჩნდა. იცოდა რა იყო ბულინგი, დამცირება. იცოდა როგორი რთულად გადასატანი იყო ეს ბავშვისთვის, რომელიც ცხოვრებას ახლა ეცნობა, ბავშვისთვის რომელიც სულ მალე გასცდება სკოლის კედლებს. ფიქრებში ჩაძირული მარტო იჯდა სკოლის ეზოში. უეცრად ვიღაცის შეხება იგრძნო მხარზე და მაშინვე დაბრუნდა აწმყოში. თავზე ქეთევანი ედგა. მოკლე თმას ქარი გამუდმებით უფრიალებდა, სახეზე ოდნავ დაწყნარებულიყო, თუმცა მაინც ეტყობოდა გაბრაზების კვალი. - ვილაპარაკოთ? - მშვიდი ხმით ჰკითხა, ოდნავ დაუქნია თავი ლაშამ და დირექტორიც მის გვერდით ჩამოჯდა. - მომისმინე შვილო, ჩემზე უკეთ არავინ გიცნობს. წლებია აქ მუშაობ და შენი ხასიათი ზეპირად ვიცი.. წეღან ლეილამ მითხრა სამასწავლებლოში გიჩხუბია.. - ხო ვიჩხუბე. ამის გამო ბოდიშს თუ ელოდებით, კიდევ დიდხანს მოგიწევთ ლოდინი - ბრაზმორეულმა თქვა და წამოხტა, მაშინვე გადაეღობა ქეთევანი - შვილო ლაშა, აქ შენს გასაკრიტიკებლად არ მოვსულვარ. პირიქით სრულიად გეთანხმები თიკასთან მიმართებაში, მეც ვასწავლი მაგ კლასს და ვიცი როგორი ბავშვები არიან, შეგიძლია დაიცვა, იმას არ გეუბნევი რეაქცია არ გქონდეს მეთქი, მაგრამ.. - ერთიწუთით ქალბატონო ქეთევან, თქვენ გინდათ თქვათ რომ ამდენი ხანი იცოდით ბავშვის მდგომარეობა, იცოდით როგორ ამცირებდნენ ბავშვები და მასწავლებლები და არაფერი გააკეთეთ? - კიდევ ვერ იჯერებდა მოსმენილს - იცი, შვილო.. - უეცრად გაჩერდა დირექტორი, ვერ გაიგო რაეთქვა და დაბნეულმა მიმოიხედა ირგვლივ - რა შვილო, რა შვილო! - უკვე ყვირილზე გადავიდა - ხომ შეგეძლოთ ბავშვებისთვის გაფრთხილება მიგეცათ, მასწავლებლებს მკაცრად დალაპარაკებოდით. დაგეცვათ ის გოგო არ შეიძლებოდა?! - დამშვიდდი, ნუ ყვირი - ხელები აწია ქეთევანმა - მაგრამ არა, ასე რომ მოქცეულიყავით ურთიერთობას გაიფუჭებდით კოლეგებთან. განსხვავებული შეხედულების გამო თქვენზე ჭორაობას დაიწყებდნენ არა? ამიტომ გაჩუმება ამჯობინეთ. თქვენს გამო შეიძლება ფსიქიკა შეერყეს გოგოს. როგორ..ღამე როგორ გძინავთ მშვიდად, როცა იცით ბავშვი რადღეშია? - და რადღეშია? საკუთარი თავის დაცვა თავად უნდა შეძლოს. მთელი ცხოვრება სხვა ვერ დაეხმარება. მე ვუთხარი დედამისს, რომ ფსიქოლოგი სჭირდება, ნომერიც კი მივეცი ექიმის, მაგრამ რეაგირება არ მოახდინა. მე რაშუაში ვარ შვილო, ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. - მას თქვენი გვერდში დგომა სჭირდება ქალბატონო ქეთევან - ლაშა მომისმინე. ეგ განსხვავებული აზრები დაგღუპავს. იქ სადაც ყველა კუზიანია იყო გამართული, სიმახინჯედ ითვლება! ეს ჩემი მოგონილი არ არის, ამიტომ კარგად დაფიქრდი სანამ შემდეგ ნაბიჯს გადადგამ, მე გამიფრთხილებიხარ! - საჩვენებელი თითი მაღლა აწია ქეთევანმა და მოშორდა. ერთი ორი წუთი შოკში იყო ლაშა, სულსხვას მოელოდა ქეთევანისგან, მან კი რა გააკეთა? მათ დაუჭირა მხარი ვისგამოც თიკას ნაღვლიან თვალებს უყურებდა. კინაღამ გაგიჟდა, უკვე გული ერეოდა სკოლის მაღალი შენობის ყურებისას, სასწრაფოდ გავარდა გარეთ და პარკინგისკენ აიღო გეზი. უნდოდა სწრაფად მოშორებოდა იქაურობას, იქ წასულიყო სადაც უსამართლობა არ იქნებოდა, სადაც დაბალსა და მაღალ ფენებს არ გაარჩევდნენ, სადაც აფერისტობა არარსებობდა. სადაც ყველას ყველა უყვარდა. მაგრამ ასეთი ადგილი მისი ფიქრების გარდა არსად იყო, უეცრად შეიპყრო სამყაროს შეცვლის სურვილმა. გული აუჩქარდა და სუნთქვა გაუხშირდა.. მაღალი სიჩქარით მიაქროლებდა მანქანას და ყველაფერს უკან იტოვებდა, რატომ? რატომ არის ასეთი უსამართლო ეს ცხოვრება. მაგრად დაარტყა საჭეს ხელი. დღემდე ეგონა რომ ცხოვრებამ მხოლოდ ის გაიმეტა, მხოლოდ ის იყო მთელს სამყაროში ყველაზე უბედური. 8 წლის შემდეგ საკუთარ თავს ძალით აიძულებდა სიცოცხლეს. ახლა კი იმის გააზრება რომ ვიღაცას ზუსტად ისევე სტკიოდა როგორც მას წლების წინ, აგიჟებდა. არავინ, საერთოდ არავინ ემეტებოდა იმისთვის რაც თვითონ გამოიარა. უკვე ბინდდებოდა მანქანა კორპუსის წინ რომ გააჩერა და გადმოვიდა, მაშინვე იგრძნო გრილი ჰაერი რომელმაც თითქოს გონს მოიყვანა, ზამთრის სუსხი ძვალსა და რბილში ატანდა. ის იყო შენობაში შესვლას აპირებდა რომ მისი მიმართულებით მომავალ ლანას მოჰკრა თვალი. - გელოდებოდი - როგორც კი მიუახლოვდა ოდნავ გაუღიმა გოგომ და გათოშილი ხელები ჯიბეებში ჩაიწყო - რატომ? - დღეს ისე წახვედი არაფერი გითქვამს, დამშვიდობებაც ვერ მოვასწარი. - მწვანე თვალების ფახულით ახედა - მარტო ყოფნა მინდა ლანა, შემეშვი გთხოვ - მისი მოშორება სცადა და შესვლა დააპირა - მოიცადე... იმაზე თუ ხარ გაბრაზებული რომ დღეს ის გოგო არ დავიცავი შენთან ერთად სამასწავლებლოში, მინდოდა მაგრამ.. - მე უკვე აღარავისზე აღარვარ გაბრაზებული ლანა, დღეს ქეთევანმა ნათლად დამანახა რომ განსხვავებული შეხედულებები მხოლოდ მე მაქვს, მხოლოდ მე ვარ სამართლიანობის მხარეს და იგივეს სხვისგან არც უნდა მოველოდო - ოდნავ გააქნია თავი, გულის რაღაც ნაწილში უნდოდა რომ ლანას მისი მხარე დაეჭირა. ბოლო წუთამდე ეგონა რომ მასაც იგივე აზრები ჰქონდა რაც თვითონ, მასაც ისევე უნდოდა ბავშვების დაცვა. მაგრამ ასე რომ არ მოხდა, რაღაც ჩასწყდა შიგნიდან. - მე.. არვიცნობ იმ გოგოს, არასოდეს მქონია შეხება მასთან. არ შემეძლო ის მეთქვა რაც ჩემი თვალით არ მინახავს _თავის მართლება სცადა და ხელები აუკანკალდა, შეუმჩნევლად მოიწმინდა ჩამოგორებული ცრემლი და დამნაშავესავით ჩახარა თავი. - მე შენზე კი არა საკუთარ თავზე ვბრაზობ რომ ამდენხანს ვერ მივხვდი რა ორპირ ადამიანებთან მქონდა საქმე, პირში მიცინოდნენ და ვინ იცის ზურგს უკან რას ლაპარაკობდნენ - ცუდს არაფერს - უეცრად ასწია თავი ლანამ, თითქოს მზის სხივი გაუკრთა თვალებში - ყველაზე მეტად უყვარხარ მასწავლებლებს, თავიდან რომ მოვედი მარტო შენზე ლაპარაკობდნენ დადებითად, სამასწავლებლოში რომ შემოდიოდი მარტო შენ გესალმებოდა ყველა სათითაოდ..ნუთუ ამას ვერ ამჩნევდი? - ეგ რას ცვლის?! ეგ ადრე იყო და ნეტავ მაშინვე დამენახა მათი ნამდვილი სახე - ხო მაგრამ ერთი პატარა ინციდენტის გამო, არ შეიძლება ყველა შეიძულო - ეს პატარა ინციდენტი არ არის! - უეცრად დაიყვირა, მაშინვე შეკრთა გოგო, ვეღარ გაიგო რა ეთქვა და გაჩუმება ამჯობინა - ხვალამდე - უეცრად დაემშვიდობა ლაშა და გიჟივით შევარდა კორპუსში. *** სახლში მისულს სულ გადაავიწყდა მაიასთან რომ უნდა დაერეკა და აბაზანაში შევიდა. დიდხანს იდგა ცხელი წყლის ქვეშ. უკვე ნაცნობ და მრავალჯერ გამოცდილს ტკივილს მთელი მისი სხეული მოეცვა, გულში უსიამოვნო ჩხვლეტას გრძნობდა, განა ყველაფერი იმიტომ არ დაემართა რომ მასაც განსხვავებული აზრები ჰქონდა, განსხვავებულად ფიქრობდა. ყველაფერი წაართვა იმ წყეულმა ღამემ რომლის დავიწყებასაც უშედეგოდ ცდილობდა. ზუსტად მის გამო ვერ შეიშრო ცრემლი თვალებიდან. სწორედ ამიტომ მოკვდა მასში სიხარული, ბედნიერება, სილაღე..სარკეში უყურებდა საკუთარ ანარეკლს და სძულდა. სძულდა ადამიანი რომელმაც მას შემდეგ ცხოვრება გააგრძელა. ის არ იყო, თითქოს შიგნიდან იგივე დარჩა, თუმცა გარედან აღარ, იმ ღამეს დამარხა საკუთარი თავი. აღარ უნდოდა გახსენება, ფიქრი.. აბაზანიდან გამოსული მაშინვე საწოლში დაწვა და უხმოდ ატირდა. ისევ მარტო იყო, თავს დაუცველად გრძნობდა. ისევ ეშინოდა, ძალიან ეშინოდა..უეცრად დაურღვია მყუდროება მაიას ზარმა. საწოლიდან მისწვდა ტელეფონს და სანამ უპასუხებდა მაქსიმალურად დაიმშვიდა თავი - გისმენ მამიდა - ლანნ, საყვარელო როგორ ხარ? აკი დაგირეკავო? გელოდებოდი..- მოწყენილი ხმით თქვა ქალმა - მაპატიე მაო, ძალიან ბევრი საქმე მქონდა დამავიწყდა - თავის დასაძვრენად სწრაფად მოიფიქრა ტყუილი - კარგი არაუშავს, რასშვები, როგორ ხარ სულ დამივიწყე ამ ბოლო დროს - არა რასამბობ, უბრალოდ ვერ ვიცლი - ვერ იცლი? - ეშმაკურად ჩაიცინა - ვინმე ხომარ გყავს? ხომ იცი როგორ გამეხარდება. ლანას მაშინვე გული აუჩქარდა, როგორ არ უნდოდა ამ თემაზე საუბარი და ტყუილის თქმა, თუმცა სხვა გამოსავალიც ვეღარ ნახა - არა მამიდა. უბრალოდ გაკვეთილებიდან გამომდინარე ვარ დატვირთული. შენ რასშვები? - უცებ შეცვალა საუბრის თემა - რავიცი ნელ-ნელა. ახალ წელს ჩამოდი, მარტო ხომარ იქნები - ვნახოთ თუ საქმე არ მქონდა.. - კარგი მამიდას გოგო, წავედი.. კლიენტი მირეკავს. მშვიდობიანი ღამე - ასევე,ასევე. დროებით *** დღე ჩვეულებრივად დაიწყო, დეკემბერი იწურებოდა და სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩებოდა ახალი წლის დადგომამდე. ლამაზად იყო მორთული ბათუმის ქუჩები, საახალწლო განათებები ამშვენებდა ხეებს. წელს განსხვავებული დეკორაცია იყო ქუჩაში, ქალაქის ცენტრში განთავსებული უზარმაზარი ნაძვის ხეც განსხვავებულ ხიბლს სძენდა ყველაფერს. დილიდან გაუჩერებლად თოვდა, დიდი ზარზეიმით შეხვდნენ პირველ თოვლს ბავშვები. სკოლის ეზოში გუნდაობა იყო გაჩაღებული, მხოლოდ მეთორმეტე კლასელები არ გასულან გარეთ. სკოლის ნაძვის ხის მორთვა ქეთევანის დაწესებული ტრადიციისამებრ მათ ევალებოდათ. ზოგი ზედმეტად გაახარა ამ ამბავმა, მაგრამ უმეტესობამ ბუზღუნი დაიწყო. რათქმაუნდა ზედმეტად 'გაქაჩულ' ბავშვებს არ ეპიტნავებოდათ ეს თავად გაეკეთებინათ - აბა როგორ არიან ჩემი სიამაყეები - ღიმილით მიუახლოვდა ლაშა ნაძვის ხის გარშემო შეგროვილ ბავშვებს - მას. კიდევ კარგი მოხვედით, დიდ უსამართლობას აქვს ადგილი. კარგი გვესმის რომ ყოველ წელს სკოლის ნაძვის ხეს მეთორმეტე კლასი რთავს, მაგრამ ა) განაყოფს საერთოდ არაფერი გაუკეთებია, არც გ)-ს და დ)-ს უფრო მეტიც გარეთ ერთობიან. ჩვენ კიდევ აქ დაგვაყუდა დირექტორმა - მასწავლებელო იმ არშემდგარი შატალოს გამო ისევ გვსჯის, კიდევ ვერ მოინელა. ასე თქვა ცხვირში ამოგადენთო. გეგონება მარტო ჩვენ ვიყავით იმ შატალოზე მაშინვე წუწუნს მოჰყვნენ ბავშვები. - კარგი დაიკიდეთ, მალე გადაუვლის - თავის მხრივ დააწყნარა ლაშამ - მასწავლებელო ეს კიდევ არაფერი, აპირებს რომ ნიშანი გამიფუჭოს. შენ აამხედრე ბავშვებიო. ვის გაუგია ასე დასჯა, გეფიცებით არაფერს ვაკლებ თემებს და 9ზე მაღალს არ მიწერს. ასე თუ გაგრძელდა 9 გამომყვება და ოქროს მედალს ვეღარ ავიღებ, ქართულმა რომ ნიშანი გამიფუჭოს, სად გამოვყო სირცხვილით თავი - ბოლო სიტყვებზე ცრემლები ვეღარ შეიკავა გოგომ, მართლა ძალიან განიცდიდა თითოეულ ნიშანს. ნაძვის ხის მოსართავი კლასელს შეაჩეჩა ხელში და დამრიგებელს კიდევ უფრო მიუახლოვდა. - დაიცადე ელენე, რასქვია ნიშანს გაგიფუჭებს. ალბათ რაღაც მოხდა, რაღაც ისე ვერ დაწერე, ტყუილად ხომარ დაგიწერდა ცხრიანს - ოდნავ ჩაფიქრდა ლაშა - არაა მას, ჩემი არგჯერათ? გეუბნებით გადამეკიდა მეთქი. თუგინდათ წავალ, რვეულს მოვიტან და ჩემს თემას გაჩვენებთ - ოო, მეც ეხლა უცებ არ გავიგო.. ხოიცი არაფერი მესმის მაგ თემებში - უარის ნიშნად ხელები ასწია - მააას, ელე მართალია. ხოიცით საუკეთესო მოსწავლეა მარტო ჩვენ კლასში კი არა მთელ სკოლაში - ახლა გიგა ჩაერთო საუბარში - გადაკიდებულია ეგ წითელთმიანი ალქაჯი, დაგვეხმარეთ რა - ანუ დარწმუნებულიხარ რომ შენი ბრალი არ არის? - ეჭვნარევი მზერა მიაპყრო აცრემლებულ ელენეს - არა მას, გეფიცებით.. - კაი, არ იტირო. მოვაგვარებ, კარგი? - მხარზე ხელი მოუთათუნა და პირდაპირ დირექტორის კაბინეტისკენ წავიდა. ისე იყო ნერვებმოშლილი ყველაზე და ყველაფერზე, უკვე ვეღარ იაზრებდა რის გამო უნდა ეჩხუბა. ბრაზი ყელში აწვებოდა და ეგონა სადაცაა დავიხრჩობიო. დაუკაკუნებლად შეიჭრა დირექტორის კაბინეტში, მდივანთან ერთად ყავას მიირთმევდა ქეთევანი, ლაშას დანახვისას უეცრად შეეცვალა განწყობა და ღრმად ამოიოხრა - მარი დაგვტოვე 2წუთს - რაც შეეძლო მშვიდი ხმით უთხრა ლაშამ მდივანს, ამ უკანასკნელმაც დირექტორს გახედა, ოდნავ დაუქნია თავი ჯიქიამ და როგორც კი გოგო გავიდა მაშინვე ფეხზე წამოიჭრა. - ვინ გგონია თავი ასე რომ მივარდები კაბინეტში? - ეგ გამოვტოვოთ. რა დაგიშავათ ჩემმა ელენემ ასეთი, რომ მთელს ჯავრს მასზე იყრით? - შენი ელენე ვინ არის? - ოდნავ ჩაეღიმა ქეთევანს და ხელებით მაგიდას დაეყრდნო - ჩემი სადამრიგებლო კლასიდან ელენე! -უცებ აენთო ბრაზისგან თვალები და ხმას აუწია - რატომ უფუჭებთ გოგოს ნიშანს და რატომ ეძებთ მის თემებში არარსებულ შეცდომებს? - ტონს დაუწიე. შენს წინ ბავშვი არ დგას! - ახლა ქეთევანსაც შეეცვალა სიბრაზისგან ხმა - ძალიან გახვედი თავს ამ ბოლო დროს. მთელი დღე მუხლჩაუხრელად ვშრომობ იმისთვის რომ ყველა ბავშვის და მასწავლებლის პრობლემა მოვაგვარო და მადლობის მაგიერია!? - თემას ნუ ცვლით ქალბატონო ქეთევან. ელენე არ იმსახურებს დაბალ ქულას და თქვენ არ გაქვთ უფლება ბავშვს ცხოვრება დაუნგრიოთ და 12 წლის ნაწვალები წყალში ჩაუყაროთ, გასაგებია?! - გაჩუმდი! რა უფლებით მეპასუხები! ახლა ფილოლოგიც გამომივიდა ბატონი, შენ რაიცი რის გამო დავუწერე იმ გოგოს ცხრიანი. კარგი გავიგეთ რომ შენი პროფესიის გარდა ტექნიკური საგნებიც კარგად გესმის, მაგრამ ჰუმანიტარულში ისეთივე კარგი არ ხარ და ეს შენც იცი - ნიშისმოგებით შეხედა და ცალი წარბი მაღლა აწია დირექტორმა - ელენე დარწმუნებულია რომ პრობლემა მის თემებში არ არის - გახშირებულად დაიწყო სუნთქვა და შეეცადა მოწოლილი სიბრაზე ჩაეხშო - შენ ჩემი გჯერა თუ ვიღაც ელენესი? - თვალები დაქაჩა ქეთევანმა - რათქმაუნდა ელენესი - უნებურად გაეღიმა, რომ დაინახა როგორ გადაურბინა ფერებმა სახეზე დირექტორს - ღმერთო გავგიჟდები. შენ მასწავლებელი კი არა ბავშვთა უფლებების დამცველი უნდა იყო, არასწორად შეარჩიე პროფესია. - მე ძალიან კარგად შევარჩიე პროფესია და ახლავე მოვითხოვ რომ იმ გოგოს ნიშანი გამოუსწოროთ - შენ ვერ მიბრძანებ რა გავაკეთო! - ხელები დაარტყა მაგიდას ქეთევანმა - ზღვარს გადადიხარ ლაშა. შემიძლია გიჩივლო სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის - საჩვენებელი თითით დაემუქრა - მე თქვენთვის შეურაცყოფა არ მომიყენებია ქალბატონო ქეთევან. სამართლიანობის მხარეს ვარ და თქვენგანაც იგივეს მოვითხოვ. - მომისმინე შვილო.. - შვილს ნუ მეძახით! თქვენი შვილი არ ვარ. ან იმ გოგოს ნიშანს გამოუსწორებთ ანარადა საკუთარ თავს დააბრალეთ რაც მოხდება - შენ რა მემუქრები? - სუნთქვა შეეკრა ქალს - რაც გინდათ ის დაარქვით - თვალები აატრიალა და კაბინეტიდან ელვის სისწრაფით გამოვარდა - ღმერთო გავგიჟდები.. - უღონოდ ჩაესვენა ქეთევანი სავარძელში *** - მაას, ლაშა მასს - დერეფნის ბოლოს წამოეწია ტასო დამრიგებელს - გისმენ, რამოხდა - უცებ შემობრუნდა და თვალი გაუსწორა - არა ჯერ არაფერი არ მომხდარა მას, მაგრამ..- ნერვიულობისგან ტუჩების კვნეტა დაიწყო ტასომ - ანუ მას.. - თქვი ტასო დავიღალე! ისედაც საშინელ ხასიათზე ვარ... - არაა, საშინელ ხასიათზე თუ ხართ არ ვიტყვი, ცეცხლზე ნავთს არ დავასხამ - ოდნავ გაიღიმა და გაქცევა დააპირა - ტასოო! - აუ მაას, მაშინ არ გაბრაზდეთ რა - კნუტის თვალებით შეხედა და თავი მოისაწყლა - მაგას მე გადავწყვეტ. მიდი თქვი მალე - ხელები დაიკრიფა და მოსასმენად მოემზადა ტასომ აქეთ-იქით მიმოიხედა, მერე დამრიგებელთან მიიჭრა და ყურთან უჩურჩულა - დღეს გვინდა შატალოზე წასვლაა, ქეთევანის გაკვეთილიდან. მაშინვე თვალები დაქაჩა ლაშამ, ის იყო ყვირილი დააპირა, მეორე სართულის კიბეებზე მომავალ მასწავლებლებს მოჰკრა თვალი - რას. ბ ო დ ა ვ ტასო. - კბილებში გამოსცრა და ნაძალადევად გაუღიმა მასწავლებლებს - აუ მაას, თქვენ ხომ გვითხარით მაშინ ოღონდ ახლა დაბრუნდით და მერე მე გაგაპარებთო - ადგილზე ხტუნვა დაიწყო გოგომ - გაჩერდი რა პირველკლასელივით იქცევი. - როგორც კი ყველა თვალს მიეფარა მაშინვე ხელში სწვდა და ფანჯარაზე ააყუდა - მომისმინე, ახლა რომ მე თქვენ გაგაპაროთ ეს ნიშნავს რომ ქეთევანი გამაგდებს სამსახურიდან გასაგებია? - ხო მაგრამ მაას.. - რა მაგრამ. ისედაც საშინლად დამეძაბა ურთიერთობა მასთან, თანაც თქვენს გამო მეორე ოქმი მივიღე. ბარეღამ აქვე გადამიარეთ და თქვენც მოისვენებთ და მეც - მასწავლებელო.. - მასწავლებელოს მოგცემ ეხლა. გაკვეთილზე წადი! - თითით კლასისკენ მიუთითა და ღრმად ჩაისუნთქა. - ისედაც 4 გაკვეთილი აქვთ და იმაზე დასწრებაც არ უნდათ, ქეთევანი რომ ამბობს გათამამებულები არიანო ტყუილი კიარარის. - თავის თავს დაუწყო ლაპარაკი და გვერდით მდგარ ტასოს რომ შეხედა ისევ აენთო - წადი გოგო, შენ კიდევ აქ დგახარ? უკმაყოფილოდ ჩახარა თავი გოგომ და კლასისკენ წავიდა. *** მთელი დღე მოწყენილი დადიოდა სკოლაში ლანა, 2 გაკვეთილი ჩაატარა და მერე სამასწავლებლოში ავიდა. თვალებით ყველგან ლაშას ეძებდა, თუმცა უშედეგოდ. მთელი დღე ვერსად იპოვა. თითქოს მიწამ ჩაყლაპაო.. რაღაც მხრივ სწყინდა კიდეც მისგან ყურადღებას რომ ვერ გრძნობდა, არ ეძებდა, არ აინტერესებდა. თვითონ კი სუნთქვა არ შეეძლო მის გარეშე. მიეჯაჭვა, დამოკიდებული გახდა მასზე. ფანჯარა გამოაღო და გრილი ჰაერი ხარბად შეისუნთქა. დიდხანს ვერც იქ გაჩერდა. სწრაფად დატოვა სამასწავლებლო და ახლა ეზოში ჩავიდა. სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და გაუკიდა.. ერთადერთი იყო რაც ყურადღებას გადაატანინებდა. ფიქრებში წავიდა და ბავშვებისგან დაცარიელებულ ეზოს თვალი მოავლო - რაშვები - ისე სწრაფად მიუახლოვდა ლაშა, ადგილზე შეხტა - ვეწევი - თვალები დახუჭა და შეეცადა მის მზერას არიდებოდა. - მაგას ვხედავ. - კარგია - რაგჭირს ლანა, ვიჩხუბეთ და არმახსოვს? - ოდნავ ჩაფიქრდა და ინტერესით შეხედა - ეგ მე უნდა გკითხო. გუშინ დამიკიდე, დღეს მთელი დღეა ვერსად გპოულობ. არვიცი, შეგნებულად მარიდებ თავს თუ რაარის..-სიგარეტის ნამწვი ნაგვის ყუთში მოისროლა და შეუბღვირა - კაი ეხა, აქაოდა მიხდება გაბრაზებაო.. - თმაში შეუცურა ხელი, მაშინვე მოიშორა ლანამ - რასაკეთებ. ვინმე დაგვინახავს - კაი. - ხელები აწია და ოდნავ მოშორდა - დანაშაულს გამოვასწორებ გპირდები. გცალია დღეს? ძალიან უნდოდა ეთქვა არაო, თუმცა გული ეწინააღმდეგებოდა. ოდნავ დაუქნია თავი და თითების წვალება დაიწყო. - ერთად გავიდეთ მაშინ, 1გაკვეთილი დამრჩა - საათს დახედა ლაშამ - კარგი.. *** დიდი ხნის ლოდინის შემდეგ როგორც იქნა ლანაც გამოჩნდა, კაკუნით დაფარა მანქანამდე არსებული გზა და გაბრაზებული ჩაჯდა შიგნით. - სად ხარ ამდენხანს - ქეთევანმა მომშხამა. კალათბურთის გუნდი უნდა რომ შევქმნა პატარებში თუ რაღაცას მეუბნებოდა, კარგი დაივიწყე რას გიყვები -ნერვულად გადაისვა თმაზე ხელი და ღვედი შეიკრა - მერე შექმენი რამოხდა - მხრები აიჩეჩა და მანქანა დაქოქა - არა ვერ შევქმნი, ისინი ჯერ ძალიან პატარები არიან და საერთოდ არ იციან თამაში - ასწავლე მერე - კარგი რა, ერთი ქეთევანიც მყოფნის. შენც მასსავით რატომ დაიწყე ლაპარაკი? - გაბრაზებულმა მიადო ფანჯრის მინას თავი და გზას გახედა, სიჩუმე ჩამოვარდა. მალევე მიხვდა ლანა რომ სხვა გზით მიდიოდნენ და შიშისგან წამოიყვირა - სად მივდივართ? - შეშინებული თვალებით შეხედა გვერდით მჯდომს ლაშამ უბრალოდ დააიგნორა მისი კითხვა და ოდნავ ჩაიღიმა - სერიოზულად გეკითხები სად მივდივართ, ღმერთო ეს უკვე ბათუმი აღარ არის - პირზე ხელი აიფარა და გზას გახედა - კარგი დაწყნარდი ჩემთან მივდივართ - დამცინი? გავცდით უკვე შენ სახლს - ხელები დაიკრიფა და ცერად გახედა - მანდ არა, სოფელში - საად? - სოფელში რაიყო, პირველად გესმის? _ ინტერესიანი მზერა შეანათა მთლიანად ფერდაკარგულ გოგოს - მე ნუ მიყურებ, გზას უყურე. - წარბები შეკრა და ღრმად ჩაისუნთქა. ზუსტად 30 წუთში მივიდნენ დანიშნულების ადგილას, მთლიანად თოვლით იყო დაფარული არემარე, აქა-იქ მოჩანდა თეთრში ჩაფლული სახლები, ინტერესით აკვირდებოდა ლანა თითოეულ ადგილას, ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო თავი სიზმარში ეგონა. ნელ-ნელა გადაუარა შიშის გრძნობამ და ამჯერად აქაურობის უკეთ შეცნობის სურვილმა შეიპყრო. პატარაობიდან გიჟდებოდა მოგზაურობაზე, ახალი ადგილების აღმოჩენაზე. განსაკუთრებით ბუნების შეცნობის სურვილი იზიდავდა, უნდოდა მისი ყველა საიდუმლო ამოეცნო. ბავშვობის ოცნებების გახსენებამ წამიერად ღიმილი მოჰგვარა სახეზე. - კიდევ დიდხანს უნდა ვიაროთ? - არც შეუხედავს ისე ჰკითხა - თვალები დახუჭა და ეცადა რეალობას დაბრუნებოდა - მოვედით - მანქანა საშუალო სიმაღლის სახლთან გააჩერა და პირველი გადავიდა, ლანაც მაშინვე მიჰყვა. ირგვლივ სამარისებული სიჩუმე გამეფებულიყო, რომელსაც მხოლოდ მათი ფეხის ხმა არღვევდა. შესასვლელი კარი ხმაურით გააღო ლაშამ და როგორც კი ეზოში შევიდნენ, სახლიდან მოხუცი კაცი გამოვარდა, სახეზე ჯერ კიდევ ეტყობოდა შიშის კვალი, ცალ ხელში ჯოხი ჩაებღუჯა რომელსაც მთელი სხეულით ეყრდნობოდა, ხოლო მეორეთი შუბლი მოიჩრდილა და ეზოში შესულ ახალგაზრდებს გახედა - ლაშა..შვილო შენხარ? - თვალები მოჭუტა და კიდევ ერთხელ შეათვალიერა - მე ვარ თაზო ბიძია, როგორ ხართ - ხელები გაშალა და მთელი ძალით ჩაეხუტა კაცს, ოდნავ გაეღიმა ლანას მის საქციელზე სულ სხვანაირი იყო როცა ვინმეს მიმართ სიყვარულს გამოხატავდა - კარგი შვილო არ დამახრჩო - ძლივს გაითავისუფლა თავი მისი მკლავებისგან და ამჯერად მოშორებით მდგარ გოგოზე გადაიტანა მზერა - ეს ეკაა? მაპატიე თვალს დამაკლდა შვილო - არა თაზო ბიძია - უცებ დაიბნა ეკას ხსენებაზე და ძლივს მოუყარა სიტყვებს თავი - ჩემი.... მეგობარია ლანა. - თაზო ბიძია კი ჩვენი მეზობელია - ახლა ლანას მიუთითა კაცზე. ოდნავ გაუღიმა ლანამ და მიუახლოვდა - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა - ჩემთვისაც შვილო - თავი დაუქნია მოხუცმა - თქვენ შიგნით შედით, ძალიან ცივა აქ. მე სახლში წავალ, ისედაც საღამოობით გადმოვდივარ ხოლმე რომ აქაურობა მარტო არ იყოს - დარჩენილიყავით, გვესაუბრა.. - არა შვილო რასამბობ, თქვენ მარტო გენდომებათ ყოფნა - ოდნავ ჩაეღიმა მოხუცს და გათეთრებულ წვერზე მოისვა ხელი - შიგნით პროდუქტებია, რამე ჭამეთ, მშივრები არ იყოთ. - თითის ქნევით გააფრთხილა და იქვე დაკიდებული ქურთუკი აიღო - მერი დეიდა მომიკითხეთ, ხვალ გამოვივლი და ვნახავ - აუცილებლად შვილო - მხარზე ხელი მოუთათუნა მოხუცმა და კარისკენ დაიძრა. როგორც კი შიგნით შევიდნენ, ინტერესით მოავლო თვალი უზარმაზარ მისაღებს ლანამ. ზუსტად ისეთი სახლი იყო, როგორსაც ბავშვობაში სტუმრობდა ბებიასთან. კედლები მონაცრისფროდ იყო შეღებილი. რომელსაც, აქა-იქ რამოდენიმე სურათი ამშვენებდა. იატაკზე ძველებური ხალიჩა იყო გაფენილი, ფანჯრის პირდაპირ ბუხარი გიზგიზებდა და სახლში სასიამოვნო სითბოს დაესადგურებინა. - წავალ სამზარეულოში რამეს გავაკეთებ - ქურთუკი იქვე მდგარ დივანზე გადაკიდა და წამიერად შეავლო ფიქრებში გართულ ლანას თვალი, რომელსაც რაღაც მხრივ ძალიან სიამოვნებდა იქ ყოფნა თუმცა მერე თაზო ბიძიას მიერ დაძახებული ეკა ამოუტივტივდა გონებაში და ოდნავ ჩაფიქრდა. სწრაფად გაიხადა ქურთუკი და სამზარეულოში კაკუნით გაიქცა. - რამე მოხდა? - ტელეფონიდან თავი არც აუწევია ისე ჰკითხა ლაშამ - ეკა ვინაა? - უეცრად აესვეტა წინ და ინტერესით სავსე თვალები შეანათა. წამიერად დაიბნა ლაშა ვერ გაიგო რა ეთქვა, თავზე მოისვა ხელი და ტელეფონი მაგიდაზე დადო - ჩემი ყოფილი. - მოკლედ მოუჭრა და მაცივრიდან მზა პროდუქტები გამოიღო - და რატომ დაშორდით? - ასე იყო საჭირო. - ამჯერად თეფშები გამოიღო კარადიდან - ასეიგი ყველა შენი საყვარელი აქ მოგყავს - ხელები დაიკრიფა და ირონიულად ჩაეღიმა. ძარღვებში სისხლი მოაწვა ამის გაგონებისას და ბრაზმორეულმა ისე დაარტყა მაგიდას ხელი ადგილზე შეხტა ლანა - ახლა კარგად მომისმინე. - მიუახლოვდა და ლანამაც მაქსიმალურად დაიწია უკან - ეკა ჩემი საყვარელი არ ყოფილა გასაგებია?! მასზე ნუ მელაპარაკები, ნუ მიხსენებ მის სახელს! - თვალებში ბრაზის ნაპერწკლები აუკიფდა, ისე უყურებდა შიშისგან კინაღამ ჩაიკეცა ლანა, თვალები ცრემლებით აევსო და სწრაფად გაიქცა მისაღებში, აღარ შეეძლო მეტის მოსმენა, პირველად ხედავდა ასეთ გაბრაზებულს, პირველად დაუყვირა ასე..ვერგადაიტანდა მისგან ასეთ მოქცევას, დივანზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო. გონებაში ჯერ კიდევ ეკა უტრიალებდა, ვინ იყო ასეთი. ანთუ ასე ძალიან უყვარდათ ერთმანეთი რატომ დაშორდნენ. რამდენიმე, თავისით გადმოგორებული ცრემლი მოიწმინდა და ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. თავის აწევა და რეალობაში დაბრუნება არ უნდოდა. ვერც გაიგო როგორ მიუახლოვდა ლაშა, უეცრად შეხება იგრძნო მკლავზე და შეხტა, თავი ასწია და გაჭირვებით შეანათა მწვანე თვალები - მაპატიე რა. ვიცი მაგარი ნაბი*ვარივით მოვიქეცი, შენთვის არ უნდა მეყვირა - ჩემი ბრალი უფროა, შენთვის მნიშვნელოვან თემას ასე უბრალოდ რომ შევეხე - მზერა აარიდა და ჩამოგორებული ცრემლი შეიმშრალა - მომისმინე, არ შემიძლია ამის გახსენება. როცა ამ თემაზე ვინმესთან საუბარს ვიწყებ უკონტროლო ვხდები, შეგნებულად არ გაწყენინებ ხო იცი. კაი რა ნუ ტირიხარ ხოლმე, ვერვიტან ქალი რო ტირის - ნიკაპქვეშ შეუცურა თითები და თავი მოაბრუნებინა - აქ იმისთვის ხოარ მოვსულვართ რო გვეჩხუბა - მისკენ მიიწია და ვნებიანად წაეტანა ათრთოლებულ ტუჩებზე, უცებ მოიშორა ლანამ - არმინდა. - ფეხზე წამოხტა და გაქცევა დააპირა, უცებ ჩაავლო მაჯაში ხელი ლაშამ და თვითონაც წამოდგა - კაი რა ნუ მექცევი მასე - არმინდა მეთქი. გამიშვი თორემ ვიყვირებ - ვერ ხედავ რომ არაფერს არ ვაკეთებ, რა არგინდა? კარგი, წადი. მიდი წადი - ხელი გაუშვა და კარისკენ მიუთითა - წადი რაღას ელოდები, გარეთ უკვე ბნელა მაგრამ არაუშავს ვიღაც მაინც გაგიჩერებს მანქანას - მხრები აიჩეჩა და დივანზე გადაწვა. ადგილზე გაიყინა ლანა, მშვენივრად იცოდა რომ ასე დროს ვერსად წავიდოდა და ნერვებმოშლილმა ხელები დაიკრიფა - ამას ნამუსზე შეგდება ჰქვია. - უცებ გადაისვა თმაზე ხელი და თითების წვალება დაიწყო - რაში მაინტერესებს რა ჰქვია? - ისეთი ბავშვური ქცევები ჰქონდა ოდნავ ჩაეღიმა ლაშას - მოდი..- მუხლზე გადაისვა ხელი და თვალებითაც ანიშნა - არა. - კაი არაფერს არ გავაკეთებ ზედმეტს, უბრალოდ მოდი - ვითომ? - ცალი წარბი მაღლა ასწია და ტუჩების კვნეტა დაიწყო- შენი ნდობა არ შეიძლება - მოდი, მოდი.. ცოტა ხანს ყოყმანობდა ლანა, მაგრამ მერე ისევ ინსტიქტებმა სძლია და მაინც მივიდა, მის გვერდით აპირებდა დაჯდომას თუმცა ლაშამ ხელი სტაცა და მუხლებზე დაისვა - რასაკეთებ..- უცებ შეიცხადა და წამოდგომა დააპირა - კაი რა უბრალოდ იჯექი, რაგჭირს - ფრთხილად მიიხუტა გულზე და თავი მის კისერში ჩარგო - ახლა რომ გაკოცო პირობას დავარღვევ ხო? - ოდნავ გაეღიმა ლანას - ჰო.. მაინც გაიკვლია გზა მის თმებში და ცხელი ტუჩები მიაკრო ყელზე. სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში ლანას, მის თითოეულ შეხებაზე ნაწილებად იშლებოდა. იმდენად სიამოვნებდა, რომ უბრალოდ არ შეეძლო ამის წინააღმდეგ წასვლა - მაპატიებ? - ჩუმად უჩურჩულა და კიდევ ერთხელ აკოცა - დაფიქრების საშუალებას თუ მომცემ, გეტყვი.. - ვერ მოგცემ. მერე შეიძლება არ მაპატიო- თვალებში ჩახედა და მერე მოწყურებულივით დაეწაფა ბაგეებზე. ისე ვნებიანად კოცნიდა რომ მთლიანად წაერთვა ფიქრის უნარი ლანას, თითქოს სამყაროში მხოლოდ ორნი იყვნენ და დედამიწაც მხოლოდ მათ გამო ბრუნავდა. უცნაურია, არა? ადამიანებს ამის მხოლოდ თქმა შეუძლიათ, ძალიან ცოტას კი გამოცდა. ფრთხილად მოშორდა და ნაზად გადაუსვა თითები ტუჩებზე - გპირდები აღარასდროს განმეორდება ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი ლანამ - წამო ვივახშმოთ - უეცრად საათს დახედა ლაშამ - ძაან დაგვიანდა, თორნიკესთვისაც უნდა დამერეკა - ეგ იმის ბრალია რომ ფუჭად ფლანგავ დროს - ცალი წარბი მაღლა აწია და წამოდგა - წამო, წამო *** როგორც კი ვახშმობას მორჩნენ მისაღებში გამოვიდა ლანა და ბუხრის გვერდით დაიკავა ადგილი, თითქმის ერთი საათი ელაპარაკებოდა ლაშა ტელეფონზე თორნიკეს და როგორც კი მორჩა გაყინული შემოვიდა გარედან - აუ რა სასტიკად ცივა - მის გვერდით დაეხეთქა დივანზე და ტელეფონი მაგიდაზე დადო - ქეთევანს დღეს მართლა ეჩხუბე? - უეცრად ჰკითხა. ამის გახსენებაზე თვალები აატრიალა ლაშამ - შენ საიდან იცი? - მე კი არა მთელი სკოლა მაგაზე ლაპარაკობს, სამასწავლებლოში უთქვამს ქეთევანს და უცებ გავრცელდა - მხრები აიჩეჩა და თავი ჩახარა - გეფიცები შესვლა აღარ მინდა ხოლმე სამასწავლებლოში. ამდენი უსამართლობისგან პირდაპირი მნიშვნელობით გული მერევა, წარმოიდგინე ქეთევანი მარტო იმიტომ უფუჭებს ნიშანს მოსწავლეს რომ არშემდგარ შატალოზე წავიდა, როგორია ამაზე თავი შეიკავო. ატირებული მოვიდა ბავშვი ჩემთან მასწავლებელო დამეხმარეო, მე კი არაფრის გაკეთება არ შემიძლია იმის გარდა რომ ქეთევანს ვეჩხუბო და ისიც ან გამოიღებს შედეგს ან არა - ძლივს დაამთავრა ლაპარაკი და ლანას გახედა რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ღიმილი არ მოუშორებია სახიდან. - რახდება, რაგაცინებს - ისე საყვარლად ყვებოდი...ბევრი უნდა იყოს შენნაირი მასწავლებელი, ვინც ბავშვების გამო ყველას და ყველაფერს დაუპირისპირდება, უსამართლობას შეებრძოლება.. - უსამართლობას? - ოდნავ ჩაეღიმა- იცი, მართალია ვერ ვიტან უსამართლობას მაგრამ ამის მიუხედავად შენ მაინც უსამართლოდ გექცევი.. - ისევ ეს.. - დივანზე გადაწია თავი - ჩემთან ასეთი ურთიერთობით მომავალს ინგრევ ლანა - უსიამოვნოდ დაეჭიმა სხეული, შეეცადა თანაბრად ესუნთქა. - მე მომავლით კიარა დღევანდელობით ვცხოვრობ - თვალები დახუჭა და შეეცადა გონებაშიც ჩაებეჭდა ეს სიტყვები - სისულელეა, ბევრად მეტს იმსახურებ..მე კი უბრალოდ..ღმერთო - შუბლზე მოისვა ხელი და ფეხზე წამოიჭრა - გეყოფა თავის დადანაშაულება - ლანაც წამოდგა და მიუახლოვდა - ეს ორივეს გადაწყვეტილება იყო, შენთან რომ არ მინდოდეს აქ ხომარ ვიქნები? ვერაფერს დამაძალებდი..- კიდევ უფრო მიუახლოვდა და თვალებში ჩააცქერდა - დაანებე ამაზე ფიქრს თავი და გეგმას დავუბრუნდეთ - ოდნავ გაუღიმა, კისერზე მოხვია ხელები და თვითონ დაეტაკა ტუჩებში, ოდნავ გაკვირვებულმა წამში გაიაზრა სიტუაცია, ჰაერში აიტაცა და ხელში აყვანილი წაიყვანა ოთახისკენ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.