შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სასრულეთი (თავი 11) +18


10-09-2020, 23:50
ავტორი Impermeable
ნანახია 2 998

ლეა

ვერტმფრენით ჯერ ამანში ჩავფრინდით. დავუდმა თავიდან მითხრა, რომ იორდანიაში გავჩერდებოდით, აეროპორტიდან გეზი პირდაპირ ამანის ცენტრალური კლინიკისკენ ავიღეთ. ძალიან გამიკვირდა. ვერ მივხვდი კლინიკაში რა გვესაქმებოდა. დავუდმა ამიხსნა, რომ თავის დაზღვევის მიზნით მისი მეგობარ ექიმი გამსინჯავდა. დაჰაბში ჩემმა გულისწასვლამ ზედმეტად ააფორიაქა. თავიდან ვიუარე, თუმცა მერე მივხვდი, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა. დავუდი ჩემზე ჯიუტი იყო. მისი მეგობარი სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა. ყურადღებით გამსინჯა,კონსულტირება ინგლისურად გამიწია. შარდის და სისხლის ანალიზი ჩამაბარებინა, დასვენება და კარგი კვება მირჩია. ლაბორატორიიდან პასუხები 2 საათში იქნებოდა, ამიტომ დავუდმა მისი მეგობრის პატარა, მყუდრო სახლში მიმიყვანა და მეილით დაელოდა პასუხებს. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, ოთახში გამუდმებით ბოლთას სცემდა. ვერ მივხვდი ასე რა აფორიაქებდა. მე ხომ სტრესის ფონზე წამივიდა გული. მან არ მიმიყვანა ამ ზომამდე თავისი ქცევით? ახლა რატომ ღელავს ასე ძალიან ჩემს ჯანმრთელობაზე? მის უაზრო ცქმუტვაზე უკვე ნერვები მეშლებოდა. როგორც იქნა მეილი გახსნა, ერთხანს გაფაციცებული უყურებდა ეკრანს, შემდგომ თითქოს ლოდი მოეხსნა გულიდანო, შვებით ამოისუნთქა და გამიღიმა. სტრესის ბრალია ლეა. უნდა დაისვენო. სამწუხაროდ ანალიზის პასუხები არაბულად იყო და ვერაფერი გავარჩიე. მხოლოდ გემოგლობინი მქონდა დაბალი დავუდის თქმით. წავიხემსეთ და დავუდმა მაცნობა, რომ ბაღდადში მივდიოდით, მის სახლში, მის ოჯახის წევრებთან. სხვებთან ერთად იქ უკვე ნილაი და მერიემიც ჩასულიყვნენ და გველოდნენ. ამანის აეროპორტიდან გეზი ბაღდადისკენ ავიღეთ. გზაში დავუდი გამუდმებით საუბრობდა თავის სასახლეზე, იხსენებდა ბავშვობის ლაღ მოგონებებს და ფიქრის დროს არ მიტოვებდა.

შინაგანად აფორიაქებული ვიყავი, თუმცა ეს არ იყო სასოწარკვეთის აფორიაქება, არც სინდისის ქეჯნა, არც მოსალოდნელი შიში. მოლოდინი მქონდა, ოღონდ რისი, ამაზე დაფიქრების საშუალებას დავუდის აჟიტირებული საუბარი არ მაძლევდა. უზარმაზარი ბურქა კი, რომლის საშუალებითაც სივრცეს ბადის მიღმა ვხედავდი, სუნთქვას მიძნელებდა. ვერ ვხვდები, როგორ ეგუებიან მას როგორც ყოველდღიურ სამოსს. თითქოს ცოცხლად გამომამწყვდიეს კუბოში.

ტრაპზე გადმოვედით, მგზავრების დამხვდურებს ხელთ იმ პირების სახელები ეპყრათ, ვისაც ელოდნენ. მათ შორის ყურადღება მიიქცია ქართულად დაწერილმა უზარმაზარმა წარწერამ: „კეთილი იყოს შენი მობრძანება იქ, სადაც მეფენი თავისი ფეხით მიდიან“.
ღმერთო ჩემო, ეს შეუძლებელია, ნუთუ ამას მართლა ვხედავ? მე და ალესანდრო საპირფარეშოში გასვლაზე ხუმრობით ვიძახდით ხოლმე წადი იქ, სადაც მეფენი თავისი ფეხით მიდიან. ნუთუ ეს მინიშნებაა?

დავუდს ვანიშნე, რომ ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა შემაწუხა. ჩემი მარტო გაშვება არ უნდა, ვერც შიგნით შემომყვებოდა, ამიტომ გადაწყვიტა ტუალეტის კართან დამლოდებოდა, თან მკაცრად გამაფრთხილა გაქცევაზე არც მეფიქრა.

შევედი თუ არა მაშინვე ბურქა გადავიძრე და ნიჟარასთან მივედი სახეზე წყლის შესასხმელად. საპირფარეშოში მყოფებმა ალმაცერად გადმომხედეს, ზოგმა არაბულად ჩაილაპარაკა კიდეც. უცებ ჩემს გვერდით ლურჯ ბურქიანი გოგონა დადგა და მანაც მსგავსად გადაიძრო ბურქა. სარკეში თვალი ჩამიკრა. შემდგომ კი ჩვენს ბურქებს შეუმჩნევლად ადგილი გაუცვალა და შავი ბურქა თავად გადაიცვა. მივხვდი ეს გეგმა იყო. სასწრაფოდ გადავიცვი ლურჯი ბურქა და გოგონას გასვლიდან მხოლოდ 5წუთის შემდეგ გავედი. მივდიოდი დერეფანში და ამაოდ ვეძებდირ რაიმე მინიშნებას, თან არ მინდოდა ყურადღება მიმექცია.

უცებ ჩემკენ ანალოგიურად ლურჯ ბურქიანი სილუეტი მომიახლოვდა და მანიშნა მას გავყოლოდი. აეროპორტის შენობიდან გასვლისას დავინახე როგორ ჩასხდნენ დავუდი და ჩემს ბურქაში გამოწყობილი უცნობი გოგონა ავტომობილში. ლურჯ ბურქიანმა დაბურულ მინებიანი ავტომობილისკენ მიმიყვანა. ავტომობილის კარის გაღებისთანავე ნაცნობმა არომატმა ამოუთქმელი გრძნობებით ამავსო. ისევ ისე მოდიოდა სითბო მისი ღიმილიდან. ჩავჯექი თუ არა თავი მის კისერში ჩავრგე, ხარბად შევისუნთქე და ცრემლებმა თავად გაიკვალა გზა ჩემი ღაწვებიდან ბურქის ბადეზე. სასწრაფოდ გადამაძრო, სახე ამიწია, თვალებში წამით ჩამხედა და მერე მთელი სახე დამიკოცნა, თვალები, ლოყები, ტუჩები, ცხვირი, ყელი, დროდადრო თმას ეფერებოდა. მკოცნიდა თავდავიწყებით, თითქოს რაც ამ დრომ დააკლო, ერთბაშად აინაზღაურა, მეც გაოგნებული ვხლართავდი ჩემს თითებს მის თმებში. თვალებდახუჭული სრულიად მასზე ვიყავი მინდობილი.

ტყვეობისას რამდენჯერ მინატრია ამ მომენტზე, ზურმუხტისფერ კრეტსაბმელიან ოთახში ყოველ დილით სწორედ ამ შეხვედრის იმედს ვუზიარებდი ალიონს. და ახლა, ამ წამს ის აქ იყო ჩემთან და მზად იყო მივეღე, გულში ჩავეკარი და თავისი სითბო ეწილადებინა. მე რას ვგრძნობდი? არვიცი, მონატრებას, თითქოს წლების შემდეგ დავუბრუნდი ბავშვობის სახლს, ის ისევ ისეთი იყო, უბრალოდ მე გავიზარდე. თითქოს ჩემი ფიქრები ამოიცნო, სევდიანად ამომხედა და სევდასვე ამოაყოლა სიტყვები:
- როგორ გაზრდილხარ ლეა.
- სიმაღლეში? - სულელურად ვცადე მეხუმრა.
- ორივემ ვიცით რაშიც…
- იცი, როგორ ვოცნებობდი ამ მომენტზე, ალესანდრო, მე რაღაც უნდა გითხრა.
- ახლა არა ლეა, ახლა სიჩუმე სიტყვებზე ძვირფასია- თავზე ნაზად მომეფერა თავისკენ მიმიზიდა და მის კალთაში გადასულს, მის მხარზე დაძინების საშუალება მომცა. მეც მშვიდად გავეხვიე ნაცნობი არომატით გაჟღენთილ სიზმრების სამყაროში.
თეთრ კვამლში ბუნდოვნად გავარჩიე მამაკაცის სილუეტი. ნელ-ნელა მოიწევდა ჩემსკენ და ბურუსიც თითქოს მის მოახლოებასთან ერთად იფანტებოდა. ისევ დაჰაბის სასახლეში ვიყავი, ოთახში ზურმუხტისფერი კრეტსაბმელით. და აი, სწორედ ამ ოთახში, სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. მალევე გავარჩიე დავუდის ზურმუხტისფერი თვალები, სწორი ცხვირი და სქელი ტუჩები. თვალებში ჩამხედა და ნაზად შეახო მისი ტუჩები ჩემსას, მეც მაროკოული ყავის არმოატის შეგრძნებისთანავე დავხუჭე თვალები და კოცნაში ავყევი. ეს საუცხოო იყო, საოცარი ვნებას ორი სხეული მთლიანად მოეცვა, რაც უფრო მეხებოდა, მით უფრო სიმსუბუქეს ვგრძნობდი, და მალე ნანატრი წამიც დადგა, როცა მან მთლიანად შეიგრძნო ჩემი სხეული. ერთმანეთში გადახლართულები ნელ-ნელა ვწყდებოდით საწოლს, ჩემს სხეულში მის თითოეულ შემოსვლას თან სდევდა ჩვენი ზეცისკენ ატაცება, და აი ჰაეროვან ღრუბლებს ზემოთ მოვექეცით. ის ის იყო ნეტარების განცდას უნდა მოეცვა მთლიანი არსება, რომ, უეცრად, ევკალიპტნარევი მაროკოული ყავის არომატი სადღაც გაქრა, თითქოს ტუჩებიც გაუცხოვდა, ყველაფერი ერთმანეთში აირია. თვალები გავახილე, ზეცისკენ ადიოდა ზურმუხტისფერი კრეტსაბმელიც და მის ადგილს უდაბნოს ცხელი ქვიშა და მცხუნვარე მზე იკავებდა, ნელ-ნელა დედამიწისკენ დავიწყე დაშვება, ასევე ნელნელა დაიწყო ჩემს ზემოთ მოქცეულმა სხეულმა სახეცვლილება. ზურმუხტისფერი მწვანეები ჭაობისფერით შეიცვალა, სქელი ტუჩები კი თხელით, სახის ნაკვთებმაც იცვალა ფორმა და ძირს ალესანდროსთან ერთად მთელი სიმძიმით დავენარცხე.

შიშისგან შევკივლე. სხეულის შეჯანჯღარებამ საბოლოოდ გამომაფხიზლა. ადგილზე შეშინებული წამოვხტი და თვალებს აქეთ-იქეთ უაზროდ ვაცეცებდი. დიდ და ნათელ ოთახში ვიყავი უზარმაზარ საწოლზე, ჩემს წინ ალესანდრო იჯდა და არანაკლებ შეშინებული ჩემს დაშოშმინებას ცდილობდა.

- ლეა, ]ლეა, რა გაგიკეთეს, დავუდს ყვიროდი ძილში, ვინ არის? რამე დაგიშავა?- თავადაც საწოლზე დაიხარა, ხელში ამიყვანა და თავისკენ მიმიხუტა .
ჯერ კიდევ აჩქარებული გულისცემის დარეგულირებას ვცდილობდი. უსიამოვნო დეჟავიუ დამეუფლა. მსგავსი სიზმარი გატაცების დროს ვნახე, ოღონდ პერსონაჟები პირიქით იყვნენ, რატომ დამესიზმრა დავუდთან სექსი მაშინ, როცა როგორც იქნა ალესანდროს დავუბრუნდი? რა უნდა ამით ჩემს ქვეცნობიერს მითხრას? რატომ მტანჯავს? ღმერთო ჩემო, ალესანდროს რა ვუპასუხო, როგორ ავუხსნა? გამიგებს? როგორ გამიგებს, როცა ვერც მე ვერ გავუგე ვერაფერი ამ დაწყევლილ გულს და გონებას.
- არ გაძალებ რამე მითხრა, შენს თვალებში ტკივილს ვხედავ. როცა მზად იქნები, მაშინ ვისაუბროთ, უბრალოდ მითხარი, ვინ გაგიტაცა თუ იცი, რომ პასუხი ვაგებინო.
- როგორ მიპოვე?
- შენმა გატაცებამ გამანადგურა. საელჩოში და პოლიციაშიც ლამის იმედი გადამიწურეს. მერე ისევ საელჩოში ჩემი მეგობარი გიორგი დამეხმარა და კერძო დეტექტივებთან დამაკავშირა. ვვარაუდობდით, რომ ISISმა ან ვიღაც გავლენიანმა პირმა გაგიტაცა. ის ინციდენტიც გავიხსენეთ აუზზე. დეტექტივები ვიღაც საიდის კვალზე გავიდნენ კიდეც, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისიც გეძებდა. ცოტაც და მკვლელი გავხდებოდი. ერთ დღეს აუცილებლად მოგიყვები, თუმცა მიმძიმს ამაზე ახლა საუბარი. ჩემმა დეტექტივებმა რამდენიმე კვირის წინ დააფიქსირეს რომ ვიღაც რაშიდთან ერთად გადაკვეთე იორდანიის საზღვარი. იორდანიაში გადავედით ამაოდ გეძებდით. ის ის იყო, ყველა იმედი გადამიწურეს, რომ დაჰაბის ბიზნეს სამიტის მოსაწვევი მომოვიდა. ძალიან გამიკვირდა, მე ხომ არც ბიზნესმენი ვარ, არც ტურიზმის სფეროს ტიპი. გადაგდებას ვაპირებდი, რომ ჩემმა დეტექტივმა შემაჩერა, მინიშნებად ჩათვალა. მართლაც სამიტზე ოფიციანტმა ანონიმური წერილი მომაწოდა, სადაც ეწერა, რომ იმ პირობით მეტყოდნენ შენს ადგილსამყოფელს, თუ შურს არ ვიძიებდი და სამუდამოდ საქართველოში დავბრუნდებოდი. თანხმობის ნიშნად იმავე ოფიციანტისთვის ჩაი უნდა გადამეხადა. ასეც მოვიქეცი. რამდენიმე დღე ლოდინში გავათენე, ბოლოს დაფარული ნომრით დამირეკეს და მითხრეს, რომ დღეს ბაღდადის აეროპორტში მექნებოდა შანსი შენი პოვნის, თუმცა ძნელად ამოსაცნობი იქნებოდი ბურქით მოსილი. ძალიან ვნერვიულობდი, ზუსტად ერთი საათით ჩამოვასწარი შენს რეისს. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, რომ შენთვის მინიშნება დამეტოვებინა. ბურქიანი გოგონა სპეციალურად დავიქირავეთ. მითხრეს რომ თან ვიღაც კაცი გახლდა. ის იყო რაშიდი? მან გაგიტაცა?- ბოლო სიტყვებზე შევამჩნიე, როგორ დაებერა ყელზე ძარღვები.

- რაშიდი ვინაა? პირველად მესმის ეს სახელი.
- აბა ვინ გაგიტაცა ლეა? გთხოვ, თუ ღმერთი გწამს, მითხარი.
არ ვიცოდი რა მეპასუხა. გამეთქვა დავუდი? ერთმანეთისთვის რამე რომ დაეშავებინათ? არა ამას ვერ დავუშვებდი. თან როგორ ავუხსნიდი დავუდის დამოკიდებულებას? რაიმე უნდა მომეფიქრებინა.
- სასტუმროში ყოფნისას თვალი ერთ-ერთმა არაბმა დამადგა. ჩანს გავლენიანი ტიპი იყო. მათ გამიტაცეს ათას ერთი ღამის სასახლიდან. შემდეგ კარგა ხანს მმალავდნენ. არვიცი სად ვიყავი. ბოლოს ჩემთან უცნობი კაცი მოვიდა და გაყოლა მთხოვა. მითხრა, რომ არაფერს დამიშავებდა. ის იყო აეროპორტში ჩემს გვერდით. არვიცი ვინაა, რა ჰქვია. მერე შენც იცი რაც მოხდა. - თავადაც არ მჯეროდა, რასაც ვაკეთებდი. ცხოვრებაში პირველად, მე ტყუილი ვთქვი. თან ვის? ალესანდროს მოვატყუე.
- რამე დაგიშავეს ახვრებმა? - მოთმინება დაკარგვოდა ალესანდროს.
- არა, თითიც არ დაუკარებიათ. ჩანს ბაღდადში მოვყავდი იმ ტიპთან მისაყვანად. სულზე მომისწარი. ალესანდრო, გთხოვ, არმინდა ამაზე ლაპარაკი. მირჩევნია დავივიწყოთ ყველაფერი.
- რას მეუბნები ლეა, როგორ დავივიწყო? კაცს ცოლი ცხვირწინ თაფლობისთვეში ამაცალეს და მეუბნები დავივიწყო? გაჩენის დღეს ვაწყევლინებ ვინც ეს ჩაიდინა.
- არ გინდა ალესანდრო, გთხოვ, თუ გიყვარვარ. თან ხო გაგაფრთხილეს, რომ შურისძიებაზე არ გეფიქრა და თბილისში დავბრუნებულიყავით. მისი სახე ხელებში მოვიქციე, ჩემი ხელი უმალ ტუჩთან მიიტანა საკოცნელად, თუმცა უცებ სახე შეეცვალა:
- ლეა, სად არის ბეჭედი?
- ალბათ გატაცების დროს დავკარგე. გონს რომ მოვედი თან არ მქონდა.
- შანსი არაა, საკმაოდ მჭიდრო იყო ხო გახსოვს, მისით არ მოგძვრებოდა. უეჭველი წაგაცალეს, ნაბიჭვრები.
- დამშვიდდი, ალესანდრო. ბეჭედს ისევ მიყიდი. მთავარია, რომ ერთად ვართ.
- წამო ჩავიდეთ, რამე ვჭამოთ. უახლოესი რეისი გამთენიისასაა.

სასტუმროს რესტორანში ჩავედით. ალესანდროს ხელი ისე მაგრად ჩაეჭიდა, რომ მტკიოდა. გავეხუმრე, ნუ გეშინია არ მომიტაცებენ მეთქი. ხმა არ გაუცია. უხმოდვე მივირთვით. ეს მდგომარეობა ორივესთვის უცხო იყო, როგორც წესი ჭამის დროს გაუთავებლად ვლაქლაქებდი, თუმცა ამჟამად ამის არც სურვილი მქონდა და არც ხალისი. დრო და დრო ჩვენი თვალები ისევ ეჩეხებოდა ერთმანეთს. რას ვხედავდი? მონატრებას, სითბოს, სიყვარულს, სურვილს, თუმცა სადღაც ჭაობისფერის სიღრმიდან სულ ოდნავ, მაგრამ მაინც კრთოდა ეჭვი, შიში, და რამაც ყველაზე მეტად შემაშინა, შურისძიების წყურვილი. რა მოხდება, თუ ეს მცირე ნაპერწკალი კოცონად გადაიქცევა? თან ჩაგვიყოლებს ყველას, ყველას მათ შორის დავუდსაც.

ნომერში ავბრუნდით. საოცარ დაღლილობას ვგრძნობდი, თითქოს მხრებზე მთელი ქვეყნიერების ტვირთი დამადეს. ალესანდრო მომიახლოვდა და ხელით აბაზანისკენ გამიყვანა. ნიჟარის ზემოთ უზარმაზარი სარკე დაედგათ. ჩვენი ქორწილის საღამო გამახსენდა. მახსოვს როგორ ვნებითა და სურვილით სავსე იყო სარკიდან მომზირალი გამოსახულება. ახლა? ახლა ემოციებით ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ საყვარელი ადამიანის სურვილი სადღაც მიმალულიყო. ალესანდრომ თმა გადამიწია და ბეჭზე ნაზად მაკოცა. თვალები დავხუჭე. ნელი ამბორით აუყვა ყელს, ყურის ძირს, შემდგომ თავისკენ შემაბრუნა და ჩემს ტუჩებს დაეწაფა. კოცნას კოცნითვე ვუპასუხე. ის ის იყო, ტანსაცმლის გახდა დამიწყო, რომ ინსტიქტურად უკან დავიხიე. გაოცებული მიყურებდა.
- ალე, გთხოვ, ძალიან დაღლილი ვარ, უბრალოდ დავიძინოთ კარგი? მთავარია, რომ ჩემს გვერდით ხარ და შემიძლია დიდი ხნის მერე მშვიდად, უსაფრთხოდ შენს მკლავებს მივენდო.
- ლეა, მესმის, მაპატიე, შენი მონატრება, შენი სურვილი იმდენად ძლიერია, რომ თავი ვერ შევიკავე. ნება მომეცი აბაზანის მიღებაში დაგეხმარო.
ახლაღა შევამჩნიე არომატული სანთლებით გარშემორტყმული ქაფით სავსე აბაზანა. როგორც ჩანს, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი ჩემთვის დაუვიწყარი საღამოს ჩუქება, მე კი ჩემი უარით ყველაფერი ყველაფერი გავაფუჭე. მეც არ ვიცი, რატომ ვთქვი უარი. თითქოს ემოციებმა სულ გამომფიტა.

ხელის ერთი მოძრაობით გამათავისუფლა სამოსისგან და ქაფით სავსე ჯაკუზში ჩამსვა. სხვა დროს თავადაც აუცილებლად შემომიერთდებოდა. მე კიდე ქაფით მის სახეზე და თმებზე სასაცილო ფიგურებს გავაკეთებდი და ბევრს ვიხალისებდით, მერე კი სიამოვნების მორევში გადავეშვებოდით. არაერთი მსგავსი მოგონება შემოენახა გონებას. ქაფით სავსე ღრუბელს ჩემს ზურგს აყოლებდა ჩაფიქრებული. ნეტავ რაზე ფიქრობდა? ორივე ჩუმად ვიყავით და ვგრძნობდი ეს სიჩუმე როგორ გვაუცხოებდა. პირსახოც შემოხვეული ხელში აყვანილი გამომიყვანა და საწოლზე მიმაწვინა.თავი გულზე დავადე და თვალები დავხუჭე. ხვალიდან ყველაფერი შეიცვლებოდა. ასე ვერ გავაგრძელებდი, თორემ ალესანდროს ეჭვები გაუჩნდებოდა, მეც არ შემეძლო ორმაგი თამაში. ჩვენი ძველი მოგონებები მენატრებოდა. მენატრებოდა იმ განცდის შეგრძნება, რაც მასთან ყოფნას სდევდა თან. მტკიცედ გადავწყვიტე. ეგვიპტის მოგონებებს დღევანდელ სიზმრებს გავაყოლებდი და მშვიდად გავაგრძელებდი ალესანდროსთან ძველებურ, სიყვარულითა და სიხარულით სავსე თანაცხოვრებას.



№1  offline წევრი ვიპნი

გაფიქრებაც და წარმოდგენაც არ მინდა ლეას ადგილას თავი წარმოვიდგინო.ყველაზე მეტად ალესანდრო მეცოდება,როგორ დაიჩაგრა.არა მისი მდგომარეობა უფრო აუტანელია,ცუდი ტიპი რო ყოფილიყო გული არ დამწყდებოდა მაგრამ ახლა:( კაცს თაფლობისთვეში ცოლი მოსტაცეს და ცოლს გამრაცებელი შეუყვარდა.როგორი გადასალახია

 


№2 სტუმარი სტუმარი მარი

ესლექსია ჩემო მეგობარო????

 


№3 სტუმარი Tamo

Aghar agrdzeleb weras? Gtxooov atvirte shemdegi tavii dzalian mainteresebs ra moxdebaaaaa

 


№4  offline წევრი Impermeable

სტუმარი მარი
ესლექსია ჩემო მეგობარო????

ვერ მიგიხვდით თუ იმას გულისხმობთ რომ მოკლეა იმ დროის შუალედებით რა დროშიც ვტვირთავ ფიზიკურად მხოლოდ 4-5- თაბახის გვერდის დაწერას ვახერხებ თითოეულ თავში

 


№5  offline წევრი Impermeable

ვიპნი
გაფიქრებაც და წარმოდგენაც არ მინდა ლეას ადგილას თავი წარმოვიდგინო.ყველაზე მეტად ალესანდრო მეცოდება,როგორ დაიჩაგრა.არა მისი მდგომარეობა უფრო აუტანელია,ცუდი ტიპი რო ყოფილიყო გული არ დამწყდებოდა მაგრამ ახლა:( კაცს თაფლობისთვეში ცოლი მოსტაცეს და ცოლს გამრაცებელი შეუყვარდა.როგორი გადასალახია

ალესანდრო ყველაზე რთულ მდგომარეობაშია და ყოველივე შემდგომი მოვლენების განვითარება დიდ გამოცდას უწყობს როგორც პიროვნებას

 


№6  offline წევრი Impermeable

Tamo
Aghar agrdzeleb weras? Gtxooov atvirte shemdegi tavii dzalian mainteresebs ra moxdebaaaaa

დევს შემდეგი თავებიც heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent