შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოველთვის ვერ გაექცევი გრძნობებს(თავი 10)


12-09-2020, 22:51
ნანახია 1 385

ქუჩაში, მხოლოდ სამი ადამიანი იყო. სამივეს ერთი რამ აერთიანებდა...სიყვარული, გრძნობა, რომელიც უკვდავია.
-კარგი, ბავშვებო. ჩემი წასვლის დროა. სასიამოვნოა შენი გაცნობა, ჩემო გოგონა და ჰო, კარგი წყვილი ხართ, ბაბუ. ნუ დაჰკარგავთ შანსს, სიყვარულისა. ინანებთ, მწარედ ინანებთ, მაგრამ მერე გვიანი იქნება-ტკივილნარევი ღიმილი და მზერა მოავლო ორივე მათგანს და ნელი ნაბიჯებით გაუყვა სახლის გზას.
მარტო დარჩნენ ევა და სანდრო. ზოგჯერ, სიჩუმეც კი ძალიან ბევრის მთქმელია, როდესაც ორი შეყვარებული გული, ერთად არიან და ამ დროს გულის ცემაც რომ ერთიანდება და გამალებით სცემს…სამარისებურ სიწყნარეს, მხოლოდ მდინარის მღელვარე ტალღები არღვევდა და აქა-იქ მოძრავი ავტომობილები. საუბრის წამოწყება, სანდრომ საკუთარ თავზე აიღო:
-მალე, დრეზდენში მივდივარ.
-მერე?
-მერე ის, რომ...-არ იცოდა ეთქვა თუ არა ეს. უარის მიღება რ უნდოდა, მაგრამ არც უთქმელობა ივარგებდა, რადგან შეიძლება მერე ენანა, ამიტომ-მინდა შენც ჩემთან ერთად წამოხვიდე. ბოლოსდაბოლოს, ჩემი მუზა ხომ შენ ხარ...
ევა სახტად დარჩა. ასეთ რამეს არც კი ელოდა. აღარ იცოდა რა ეპასუხა.
-მე...სანდრო, მე...
-მოიცადე, ახლა ნუ მეტყვი პასუხს. გთხოვ, დაფიქრდე და ისე მიიღო გადაწყვეტილება. თუ წამოხვალ, ძალიან გამიხარდება, მართლა, თუ არა და...ნება შენია, ევა.
მიუახლოვდა და ერთი თავით მაღალი სილუეტი, ზემოდან დაჰყურებდა გოგონას, რომელიც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ შოკში იყო. სანდრომ, ევას სახე მოიქცია ხელებში. ერთ ხანს უყურა. სახე იმდენად ახლოს ჰქონდა, რომ ერთმანეთის ცხელი და გახშირებული სუნთქვა, როგორც ზღვის ტალღები, ისე ეხეთქებოდა ერთმანეთს. სანდრო უფრო ახლოს მიიწია და სველი კოცნა დაუტოვა ყურთან. იგრძნო, თუ როგორ შეაჟრჟოლა ევას და გაეღიმა. აი, ევა კი საერთოდ არ იყო ღიმილის ხასიათზე. ალმური ედებოდა სახეზე და რომ არა სანდროს ძლიერი ხელები, რომლებმაც სახიდან წელზე გადაინაცვლეს, ალბათ იქვე მოეკვეთებოდა მუხლები. სანდრო გრძნობდა, თუ როგორ აუდუღდა სისხლი ევას და იმასაც გრძნობდა, რომ კიდევ ცოტა ხანს ასე თუ გაჩერდებოდნენ, თავს ვეღარ შეიკავებდა და მეორეჯერ მოჰპარავდა კოცნას.
ოხ, რა რთულია გაუძლო სიყვარულის ცდუნებას...მათი ტუჩები, საბოლოოდ შეერწყა ერთმანეთს. ორივე მომთხოვნად ჰკოცნიდა ერთმანეთს. იმ მხეცმა გაიღვიძა მათ სულში, რომელიც აქამდე მიძინებული იყო და რომელსაც სიყვარულის უდიდესი გრძნობა სწვავდა. ეს გრძნობა, იმდენად დიდი იყო, ვეღარ დაიტიეს გულში და გასაქანი მისცეს. თითქოს, დედამიწა გაჩერდა. დროის მსვლელობა შესწყდა. ირგვლივ ყველა განაბულიყო და მხოლოდ ორი შეყვარებული ადამიანის გულის ცემა ისმოდა, როგორც ერთ ხმაში გაბმული სიმღერა და ჰარმონიულად ერწყმოდა ბუნების ხმებს. უკვე სუნთქვა რომ აღარ ეყოთ, მაშინღა მოშორდა სანდრო ევას და ერთი თავით მაღალმა, ზემოდან გადმოხედა. ხელი ნიკაპზე მოჰკიდა, თავი მაღლა ააწევინა და თვალებში ჩაჰხედა. არ იცოდა იქ რას ეძებდა, მაგრამ მისი თვალები იმდენად იზიდავდა და უყვრადა, უბრალოდ რომ ეყურებინა, ისიც საკმარისი იყო.
-ევა-ჩახლეჩილი ხმით წამოიწყო საუბარი.
-...
-მიბრაზდები?
-არა, სანდრო.
-მაშინ რატომ ხარ ჩუმად?
-არ ვიცი...არ ვიცი, რა გითხრა.
-მითხარი, რომ არ ნანობ და ისევ არ დამარტყამ-გაუღიმა და სახეზე ხელი ჩამოუსვა.
მთელი სხეულით შეიგრძნო, თუ როგორ დაეხორკლა კანი ევას. მიხვდა, რომ მისი თითოეული შეხება გოგოს აგიჟებდა და ამის გააზრება, სანდროს უფრო მეტად აგიჟებდა. გრძნობდა, თუ როგორ უცემდა ევას გული და სუნთქვაც როგორ უხშირდებოდა ხოლმე, უბრალოდ, მასთან სიახლოვის დროსაც კი. ეს, რაღაც ენით აღუწერელი და გამოუთქმელი გრძნობა იყო, რომელიც ატომური ბომბის აფეთქებას ჰგავდა, მხოლოდ ერთი განსხვავებით: ეს აფეთქება, ორ ადამიანს უფეთქებდა გულსა და სულს...
-არ ვნანობ, სანდრო და რც დაგარტყამ-ახლოს მიიზიდა სანდრო როგორც შეეძლო, ყბის ძვალზე ცხელი ტუჩები, ვნებით მიაკრა. თვალები, თავისდაუნებურად დაეხუჭა სანდროს და ინატრა, ეს მომენტი საუკუნოდ გაგრძელებულიყო.
-ევა-თვალებდახუჭულმა მიმართა.
-გისმენ.
-ხომ წამომყვები დრეზდენში?
ასეთ კითხვას არ ელოდა ევა. თავიდან არც კი იცოდა რა ეთქვა, თუმცა პასუხიც შესაბამისი დაუბრუნა:
-კი, სანდრო, წამოგყვები.
-მართლა?-ბედნიერების ღიმილი გამოესახა სახეზე.
-კი, მაგრამ ჩემი პირობები მაქვს.
-კარგი, კარგი. მაგაზა მოგვიანებით შევთანხმდეთ...ხომ არ გცივა?
-კი, ცოტა აცივდა.
-გინდა წაგიყვანო? დაისვენე.
-კარგი, წავიდეთ.
ხელის მარტივი მოძრაობით, ევა იმდენად ახლოს მიიზიდა სანდრომ, რომ მისი თმის სურნელება, ნესტოებში უღიტინებდა. ღრმად შეისუნთქა ეს სურნელი და თავზე მგძნებარედ აკოცა. თითქოს ამ ერთ კოცნაში ჩააქსოვა მისი თითოეული გრძნობა...
ევას წინააღმდეგობა არ გაუწევია, როდესაც ახლოს აღმოჩნდა მასთან. ან კიდევ ამას როგორ მოახერხებდა? ადვილია, რომ შეეწინააღმდეგო იმ გასაგიჟებლ გრძნობას, რასაც სიყვარული ჰქვია?! არ არის! სწორედ ამიტომ, მან განაგრძო ტკბობა თითოეული წამით, რომელსაც მისთვის საყვარელი ადამიანის გვერდით ატარებდა...

***
-ჩემო ხოჭო-ნელი კოცნებით აღვიძებდა ნიკო მარიამს.
-...
-ჩემო ტკბილო და თხილიანო შოკოლადო...ჩემო მარწყვის კისელო...იკადრე და გაახილე ეგ თვალები. ამიფახუნე ისე, შენ რომ იცი. მიდი, რა. მომენატრე...
-ნიკო-ნამძინარევი ხმით უთხრა-თუ არ გინდა, რომ კისერი მოგამტვრიო, დამაძინე.
-არა, არ შემიძლია. ვეღარ ვძლებ უშენოდ. სუნთქვაც მიჭირს. აი!-იმიტაცია გააკეთა იმისა, რომ თითქოს ვერ სუნთქავდა.
-მეძინება-მოკლედ მოუჭრა მარიამმა.
-როგორი უგულო ქალღმერთი ხარ...-თითქოს განაწყენებულმა უთხრა, თუმცა მაშინვე მოძებნა სალაპარაკო თემა-ისე, მარ, მე რომ გეი გავხდე, რას იზამ?
-რაო?-მაშნვე წამოენთო მარიამი.-როგორ თუ გეი გახდე?
-ჰო, აი, ესე...უცბად ავდგე, ცოლობა გთხოვო, მაგრამ საკურთხეველთან მიგატოვო და ვინმე კარგ, სიმპათიურ და ფულიან ბიჭზე „გავთხოვდე“. ხომ იცი, როგორი სათუთი არსება ვარ და ქმრობას ვერ ვითავებ.
-ამ დილაადრიან, რა სულელური აზრები გაწუხებს? რა მოგელანდა?
-კარგი, რა იყო?!-ახარხადა ნიკო-ვხუმრობ. რა თქმა უნდა, ასეთ სისულელეს არ ვიზამ არასდროს. რა ჯობს ქალის ნაზ, გლუვ ზედაპირს რომ კოცნა-კოცნით მიჰყვები. ლავიწებამდე ახვალ. ლავიწის ძვლებს რომ კბილებით წაეთამაშები, იქედან ნელ-ნელა და ისევ კოცნებით, გზას ყბებამდე გაიკვლევ და ბოლოს, გახშირებულ სუნთქვას რომ მხურვალე კოცნით დაუხშობ. ამ კოცნას კიდევ მოჰყვება ერთი კვნესა და გოდება. სხეული მთლიანად დაეჭიმება და ბოლოს, მოეშვება. სიფრიფანა პეპელას დაემსგავსება, რომელსახ უნდა მალე დასრულდეს ყველაფერი, მაგრამ ეს იმდენად სასიამოვნოა, ვერაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ მიჰყვეს ყველა მოძრაობას ნელა, აუჩქარებლად...
-ნეტავ არ გაკლდეს და არ აფრენდე-აკისკისდა მარიამი.
-მაგიჟებ გოგო და რა ვქნა?!-სველი კოცნა დაუტოვა ყელში მარიამს.
-შენს სიგიჟეს, მე ნუ მაბრალბე, რა.
-შენ ხარ ჩემი სიგიჟისა და ღიმილის მიზეზი.
-რაო?-სახე გაუბრწყინდა ქალბატონს.
-აი, როგორ არ უნდა ჩაგეხუტო და ჩაგახრჩო კოცნებში?
-ჩახრჩობა არ არის საჭირო. ჯერ ქორფა ვარ და სიცოცხლე მწყურია.
-არა, რას ამბობ...უბრალოდ აღარ გაგიშვებ. განა მართლა დაგახრჩობ. ნუ, შეიძლება არ მეყოს შენი სიყავრული და შემომახრჩო, შემთხვევით, თუმცა ნუ ინერვიულებ. გაგაცოცხლებ.
-ის როგორ მითხარი?
-რაო, პატარავ?
-აღარ გაგიშვებო, თუ რაღაც ეგეთი.
-დიახ, დიახ. აღარ გაგიშვებ, აღარასდროს.
-მართლა, მართლა?-გაიბარდა მარიამი.
-ხო...ძლიერად ჩაგიკრავ გულში, ჩაგეხუტები და მეყოლები ეგრე, სანამ შიმშილი არ მოგვკლავს.
-წამებით გინდა მომკლა?-გულიანად გაეცინა მარიამს.
-სიყვარულში და სითბოში გკლავ, კუჭის მონავ. შე ღრუტუნა, შენა.
-და რომ მომშივდეს, მერე რა ვქნა?-ვითომ საწყალი თვალებით შეხედა.
-ჩემი ჩახუტება და კოცნა დაგანაყრებს, ჩემო შოკოლადო.
-ჰმ, ასეთი ტკბილი ხარ რო?
-ხო. ძალიან ტკბილი და გემრიელი ვარ.
-დაიცა, დაიცა...ეგ ვინ გითხრა და ვინ დაგაგემოვნა?-აიფოფრა მარიამი.
-რამდენიმემ, შენამდე-გაეკრიჭა.
-ჰა?-წარბები შეკრა-რამდენიმე, მაინც რამდენია?
-რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია შენამდე იყვნენ.
-ჰმ...კარგი, ბატონო. იმედია ეგრეც არის, თორემ, ჯერ იმათ გავაძრობ ტყავს და შენ გაყურებინებ და მერე შენ მოგხედავ!
-ტყავიც გამაძრე და ქანციც, ჩემო ქალღმერთო. შენი ვარ და შენით მოვკვდე...
-მასხარა ხარ, რა-სიცილით უპასუხა.
-კარგი, ადექი ახლა და გადი შენს პალატაში. უნდა გამოვიცვალო.
-ჩემთან ერთად გამოიცვალე. რა პრობლემაა? ან თუ გინდა მე დაგეხმარები. მაინც მე მომიწევს ხოლმე ახლო მომავალში დახმარება, ზედმეტი მატერიისგან განთავისუფლებაში-წარბები დემონსტრაციულად შეათამაშა და მუცელზე წაეტან უკვე ასადგომად გამზადებულ გოგოს.
-ვაიმე, რა იდიოტი ხარ-სიცილი ატეხა.-გამიშვი ბიჭო! მტკივა ყველაფერი.
-ერთი მაკოცე და გაგიშვებ.
-არა!
-ე, მიდი რა. ნუ დამტოვებ ასე უსულოდ...
-არა-მეთქი.
-ეგრე, ჰო? კარგი.
ძალიან მარტივად ლოგინზე დააბრუნა მარიამი. ზურგზე დააწვინა, თვითონ ზემოდან მოექცა და მხურვალე კოცნებით გაიკვლია გზა მისი ტუჩებისაკენ...
-ჩემი სიტკოება ქალი ხარ, შენ!
-მიყვარხარ!
-მეც, სიგიჟემდე...მიდი, მოემზადე. მეც გავალ და მერე ისევ შემოგივლი. ჭკუით-ლოყაზე მაგრად მიაწება ტუჩები და გრძნობაარეული, თავისი პალატისკენ წავიდა.



№1 სტუმარი სტუმარი ანმეე

პირველი ვარ ბზშ ვიყოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
ვაემეეეეეეეეეეეე
არ მჯერაააააააააააა
ურაააააააააააააააააააააააააააააააა joy joy joy
ახლა წავიკითხავ kissing_heart kissing_heart

აი ასეეეე ახლა ხო მოვუსწარიიიიიიიიიიიიიი

უჰჰჰჰჰჰჰ რა კარგად დაიწყო დღეეეეეე

მინდა გითხრათ რომ დღეს ყველა მიყვარხართ joy joy joy
ალბათ ეს განწყობა ხვალაც გამყვბა და ხვალაც მეყვარებით


ახლა მართლა წავალ და წავიკითხავ


და პ.ს

ჩემი ტყუპსოს ისტორიის დაკომენტარებაში ნუ მეცილებით(მიხვდება მიიმხვედრი joy joy joy )

 


სტუმარი ანმეე
პირველი ვაროოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო
ვაემეეეეეეეეეეეე
არ მჯერაააააააააააა
ურაააააააააააააააააააააააააააააააა joy joy joy
ახლა წავიკითხავ kissing_heart kissing_heart

აი ასეეეე ახლა ხო მოვუსწარიიიიიიიიიიიიიი

უჰჰჰჰჰჰჰ რა კარგად დაიწყო დღეეეეეე

:დდდდდდდდდდდ რააა სიფსიხე ხაარ, ქალიოოო

 


№3 სტუმარი სტუმარი ანმეე

წევიკითხეეე... heart_eyes heart_eyes

"-ხო...ძლიერად ჩაგიკრავ გულში,ჩაგეხუტები და მეყოლები ეგრე,სანამ შიმშილი არ მოგვკლავს.
-წამებით გინდა მომკლა?-გულიანად გაეცინა მარიამს(ნუ რეალში იცი ვისაც joy )
-სიყვარულში და სითბოში გკლავ,კუჭის მონავ.შე ღრუტუნავ, შენა..."-აიიიიიიიიიიიიიი
ჩემს საყვარელ და მახვილ ყავისფერებს ეს გამოეპარებოდააა? heart_eyes heart_eyes
როგორ გამათბოოოო kissing_heart
იმ ჯორმაც რომ წაიკითხოს იმას როგორ გაათბობს წარმოგიდგენიაააა?!
საყვარლები...ტყუილად კი არ მიყვარს ნიკოიე და მარიამი
და მერე ტყუილად კი არ მევასებით თქვენ heart_eyes

ვანგა ვინ ჯანდაბაა,ვიწინასწარმეტყველე და ახდება კიდეც joy joy


მიყვარხარ და ესენიც მიყვარს...მარა შენ უფრო joy joy kissing_heart
წარმატებებიიი kissing_closed_eyes
დაე ბევრი ნაცნობი მომენტები შემხვდეს შემდეგ თავებში
ლავუუუ heart_eyes heart_eyes

 


სტუმარი ანმეე
წევიკითხეეე... heart_eyes heart_eyes

"-ხო...ძლიერად ჩაგიკრავ გულში,ჩაგეხუტები და მეყოლები ეგრე,სანამ შიმშილი არ მოგვკლავს.
-წამებით გინდა მომკლა?-გულიანად გაეცინა მარიამს(ნუ რეალში იცი ვისაც joy )
-სიყვარულში და სითბოში გკლავ,კუჭის მონავ.შე ღრუტუნავ, შენა..."-აიიიიიიიიიიიიიი
ჩემს საყვარელ და მახვილ ყავისფერებს ეს გამოეპარებოდააა? heart_eyes heart_eyes
როგორ გამათბოოოო kissing_heart
იმ ჯორმაც რომ წაიკითხოს იმას როგორ გაათბობს წარმოგიდგენიაააა?!
საყვარლები...ტყუილად კი არ მიყვარს ნიკოიე და მარიამი
და მერე ტყუილად კი არ მევასებით თქვენ heart_eyes

ვანგა ვინ ჯანდაბაა,ვიწინასწარმეტყველე და ახდება კიდეც joy joy


მიყვარხარ და ესენიც მიყვარს...მარა შენ უფრო joy joy kissing_heart
წარმატებებიიი kissing_closed_eyes
დაე ბევრი ნაცნობი მომენტები შემხვდეს შემდეგ თავებში
ლავუუუ heart_eyes heart_eyes

heart_eyes heart_eyesუუხ, როგორ მიყვარხარ ქალიოო...კიდევ ბევრი სიყვარულობა და ნაცნობი მომენტი შეგხვდება, თრასთ მიი... relaxed

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent