შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის, რაზეც არავინ საუბრობს თავი 8


13-09-2020, 20:04
ავტორი spangebob
ნანახია 845

თავი 8
ერთი საათის მანძილზე კიბეზე ვიჯექი გაუნძრევლად, ეგ მხოლოდ მაშინ შევამჩნიე როდესაც გიორგი თავზე დამადგა და გვერდით დამიჯდა. მიხვდა რო რაღაც მჭირდა, მაგრამ არ მაბეზრებდა კითხვებით თავს, ეწეოდა უბრალოდ.
-გაქვს კიდევ? - ვკითხე და სიგარეტზე ვანიშნე. გაფათოებული თვალებით მიყურებდა.
-სიგარეტი?- მაინც მკითხრა, ეგონა რაღაც არასწორად გაიგო.
-დიახ, სიგარეტი, გაქვს ერთი ღერი რო მომცე?- ვკითხე. ნელა ამოიღო ჯიბიდან სავსე კოლოფი და ერთი გამომიწოდა. -ამითე- ვეუბნები. ისიც მიკიდებს და ამ დროს ანი და ალექსანდრეც ამოდიან კიბეებზე და გაფართოებული თვალებით მიყურებენ, ჯერ მე, მერე გიოს, რომელიც მხრებს იჩეჩს და ისევ მე. მათ რეაქციაზე მეღიმება.
-როდიდან?-მეკითხება წარბშეკრული სანდრო.
-დღეიდან- ვეუბნები და ის ისაა უნდა მოვწიო რო მართმევს, აქრობს და ნაგავში აგდებს. მე განაწყენებული ვუყურებ.
-ჰოდა აღარ იქნება „დღეიდან“ -თვალს მიკრავს და შიგნით შედის, გიორგიც მიყვება და ანი მიჯდება გვერძე.
-რა ხდება?- მეკითხება სევდიანი ხმით.
-ის, ის- ვამბობ და ტირილი მიტყდება- მას აღარ უნდა ჩემი ნახვა, აღარ მნახავს.
-რა გითხრა? - მეკითხება ჩუმად.
-მანქანიდან რო გადმოვდიოდი არც კი შემომხედა, რაღაც ვიგრძენი, შეიცვალა ჩემ მიმართ.- შეიძლება იმდენად სასოწარკვეთილი ვიყავი, რომ ის მეჩვენებოდა რაც რეალურად არც იყო, ან უბრალოდ ხათრის გამო აკეთებდა ამ ყველაფერს.
-დარწმუნებული ვარ იქნება ახსნა, რატომაც იქცევა ასე.
-ალბათ არის კიდეც, მაგრამ მე აღარ მინდა.- ვთქვი და ოთახში შევედი. ბიჭები მიყურებდნენ და ტახტზე ჩამოვჯექი და ჟაკეტის ქუდი წამოვიფარე, რომ ყველაფრისგან დამემალა თავი. ტელეფონს ვამოწმებდი, თუმცა ნომერი არც კი მიმიცია.
-აბა რა გაარკვიეთ?- ვეკითხები ჩუმად, არ იყო ახლა გლოვის დრო.
-რა და იმ მიზნით იყო ჩასული, ჩვენ რომ გვეგონა, თუმცა გოგო სრულწლოვანია, ამიტომ არაფერს აშავებს. იქ გახდა 18-ის. მტკცებულება გვაქვს, თუმცა, როგორც ვთქვი კანონით არ ისჯება.
-ხელმოსაჭიდი არაფერია?
-გოგოს ველაპრაკე და მზადაა ჩვენთან ითანამშრომლოს, რადგან თვითონაც შეუმჩნევია როგორ წერს გოგოებს, თუმცა უთქვამს რომ ნათესავს ვწერო. რთული იყო გადმობირება, თუმცა შესაძლებელი.
-მაინც ვერ ვენდობით ბოლომდე, სიყვარული ადამიანს ბევრ სისულელეს ჩაადენინებს.
-ნუ სრულიად ვერავის ვენდობით- თქვა გიორგიმ.
-გვაქვს რაიმე ხელმოსაჭიდი?
-შენ დღეს სახლში წახვალ და დაისვენებ, საქმეს ჩვენ მივხედავთ. -თქვა სანდრომ
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ, წადი თუ დაგვჭირდი გვაქვს ნომერი.- შეწინააღმდეგების ძალა აღარ მქონდა და წავედი. რა სულელი ვარ, ადამიანს, რომელსაც არც კი ვიცნობ, ამხელა ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ჩემზე. არალოგიკურად მეჩვენება ეს ყველაფერი, უბრალოდ მის საქციელს ვერ ვხვდები.
სახლში როდესაც მივედი მოსაღამოვებული იყო, დასაძინებლად დავწექი, როდესაც ტელეფონის წკაპუნი გავიგე. ირაკლი იყო, უცბად ვეტაცე ტელეფონს და მესიჯს დავხედე(„უკვე მენატრები“ მწერდა თითქოს 12 წლის შეყვარებულები ვიყოთ) . შემდეგ გამახსენდა, რომ ნომერი არ მიმიცია. უცბად გუშინდელი საღამოც გამახსენდა, არც მისამართი მითქვამს მისთვის, რაც საკმაოდ უცნაური იყო. ამ ყველაფრის მესიჯით განხილვარ არ ვაპირებდი, რადგან „გაიგეთ, რომ ენას შეუძლია სიმართლის დამალვა, თვალებს - არასდროს!“, თან ნაკლები დრო ექნება მიზეზის მოსაფიქრებლად, როდესაც ადამიანს უცბად მიახლი კითხვას.
„თავი შორს უნდა დაიჭირო მისგან“ მეუბნებოდა ქვეცნობიერი, თუმცა უნდა გამერკვია ვინ იყო და რა უნდოდა ჩემგან. შემდეგ ცოტა კიდევ უფრო დავფიქრდი და მივხვდი, რომ სულ საქმიან ადგილებში ვნახულობდი, სადაც საქმე ვლადიმირს ეხებოდა. ერთი მუზეუმის გარდა, რაც ჯერ კიდევ კითხვისნიშნის ქვეშ იდგა. არ ყოფილა ნიკოლოზის გამოფენა საუკეთესო, ცუდსაც ვერ დავარქმევდი, მაგრამ მაშტაბური ნამდვილად არ იყო. შემდეგ მის ჩაცმულობასა და მანერას ვიხსენებ, საკმაოდ მდიდარი ოჯახიდან უნდა იყოს, ან თავად აქვს ბევრს მიღწეული ამ ასაკში, ახლა ვაცნობიერებ, რომ მასზე სრულიად არაფერი ვიცი, მოჩვენებასავითაა, არც ასაკი, არც გვარი, მისამართიც კი.
ახლა კი ნამდვილად არის უკვე დრო, რომ ცოტა მეტი ვიფიქრო და ნაკლები ვიგრძნო. უნდა დავიმახსოვრო კარგად და ვიმეორო სულ: მეტი იფიქრე, ნაკლები იგრძენი.
„მეც მომენატრე“ ვწერ თვალთმაქცურად და არაფერს ვიმჩნევ. ახლა კი დრო იყო გამერკვია რეალურად ვინ იყო, რასაც მხოლოდ თამაშში აყოლით მოვახერხებდი. თუმცა არავისთვის არ უნდა მეთქვა ეს ამბავი. მისამართი და ტელეფონი თუ გაიგო მიკროფონით მოსმენაც არ გაუჭირდებოდა.
მეორე დღეს კარგი ამინდი იყო, სითბო თუმცა ლოგინიდან ადგომას არ ვჩქარობდი. რაღაცნაირად დამძიმებულად ვგრძნობდი თავს და თავის ტკივილი მაწუხებდა. ნელ-ნელა ჩავიცვი ჯინსი და შავი ჰუდი და წავედი „სამსახურში“.
სახლში მარტო ანი იყო და როგორც ყოველთვის, კარი ღია დაეტოვებინა. შევედი და ლეპტოპთან დავჯექი. სიწყნარე იყო და რბილი ნიავი უბერავდა ფანჯრიდან, იდეალური დღე იყო სასეირნოდ. უცბად მიტივტივდება თუ როგორ ჩამეხუტა მანქანასთან, მაშინაც ასეთი ამინდი იყო და მეღიმება, თუმცა ფიქრებს მალე ვიშორებ და რეალობა მახსენებს თავს.
ყველანი მალევე მოვიდნენ, ანიმაც კი გაიღვიძა, წინ დამიჯდნენ და მიყურებენ ჩუმად. როდესაც ავხედავდი ყველა კომპიუტერში ჩაძვრებოდა, ბოლოს მომბეზრდა.
-რა ხდება?- ვკითხე და გამეცინა, მათაც ვითომ გაკვირვებული სახეები მიიღეს და მიყურებდნენ.
-ველოდებთ როდის მოგვიყვები რა გჭირს- ამბობს სანდრო და ყველა დაჟინებით მაცქერდება.
-რომ გავერკვევი აუცილებლად გაგაგებინებთ- ვუღიმი და ფაილების ქექვას ვაგრძელებ. ისევ ყველა მიყურებს, ბოლოს ვწუხდები და სამზარეულოში გავდივარ და სიმბოლურად პურზე ყველს ვუსვამ. ყავასაც ვადუღებ რომ ცოტათი დიდხანს გავერიდო. ჩუმად ჩურჩული მესმის არა შენ გადი არა შენო, მარტო ესენი თუ შეძლებდნენ დღეს ჩემ გაცინებას, ბოლოს ანას ჩაგრავენ, „მაინც გოგო ხარ“ პრინციპით და ჩუმად მოკაკუნობს.
-მეც გამიკეთებ?- მეკითხება და ყავაზე მანიშნებს.
-აბა რა- ვუცინი და ვუყრი სამ კოვზ შაქარს, როგორც უყვარს. დაჩაგრული ბავშვივით დგას და თვალს აპარებს ჩემკენ- ირაკლი ვნახე, ძაან ბევრი დავლიეთ და დარჩა ღამე, შემდეგ კი ისე ცივად მომექცა მანქანიდან რო გადმოვდიოდი, რომ მეტი არ შეიძლება და მაგაზე ვარ ნაწყენი, თან ისეთი რაღაცეები იცის ჩემზე რაც არ უნდა იცოდეს.
-ანუ კარგად გიგებს?
-არა, ანუ რაღაცნაირად იგებს, რაღაც წყარო აქვს საიდანაც ქექავს ჩემზე ინფორმაციას და საქმესთანაც კავშირი, ჯერ არ ვიცი რა ხდება, თუმცა გავარკვევ- ჩუმად დამიქნია თავი - ბიჭებსაც მოუყევი, არ შემიძლია მე. ყავას მართმევს და გადის.
ვერ ვიტან ხალხს რომ ვეცოდები, მძულს, ამიტომ სულ ისე მიჭირავს თავი ვითომ არაფერი ხდება, გრძნობების გამოხატვაც არ მჩვევია, რადგან არ ვენდობი ახვილად ადამიანებს და არ ვუშვებ ახლოს. არც ახლა ვაპირებ ტირილს და გლოვას, უფრო გამოძიებაზე ვარ ორიენტირებული, ყოველთვისაა ჩვენ ცხოვრებაში მომენტები, რომლებიც მიწაზე დავარდნასთან ერთად კარგად გახოხიალებს და ჭრილობებს გიტოვებს, თუმცა როგორმე უნდა დაეყრდნო იმავე იატაკს და წამოდგე. წამოდგომაში კი ცხოვრების ბევრად მნიშვნელოვან საქმეებს ვგულისხმობ, როგორიც ამ ეტაპზე საქმის გახსნაა.
უცბად ეკრანზე ახალი გეგმა ჩნდება ვლადიმერის, რომელიც საქმიან შეხვედრას გულისხმობს ხვალ საღამოთი, ქალაქგარეთ. აი ჩემი ყურადღების გასაფანტიც გამოჩნდა, მაქსიმალურად უნდა ვკონცერტრირდე და წავიდე იმ სასტუმროში, სადაც ორადგილიანი ნომერია დაჯავშნილი და ასევე მის სახელზე ერთი ერთკაციანი, თუმცა ვერ ვხვდები რა ხდება. რად უნდა კიდევ ერთი ნომერი. ალბათ გოგონას ატყუებს თავის ხრიკებით, რომ ცალ-ცალკე ნომრებში იქნებიან და მსგავსი სისულელეები.
-ქალაქგარეთ მივდივარ- ვამბობ ხმამაღლა- ვლადიმერის საქმე უნდა გამოვიძიო, თქვენ აქ მჭირდებით რო ინფორმაცია მომაწოდოთ და მარტო ყოფნაც მჭირდება ცოტახნით.- ყველა თავს მიქნებს და საწყალი თვალებით მიყურებენ, მე კიდევ თვალებს ვატრიალებ და მაინც კაბასა და ქუსლიან ვალაგებ, არ ვიცი როგორი საღამო იქნება და რა დამჭირდება, მეორე დღეს კი მანქანაში ვჯდები და გზას გავუდექი.

პ.ს ბოდიში ამდენხანს რომ ვერ ავტვირთე, მიხარია რომ მოგწონთ. მადლობა ყველას ასეთი თბილი კომენტარებისთვის.



№1 სტუმარი Mari

İzabela rogoraxar sayvarelo megobaro❤

მომენატრეთძალიან ჩემო მეგობარო????????????????????????

 


№2  offline წევრი spangebob

Mari
İzabela rogoraxar sayvarelo megobaro❤

მომენატრეთძალიან ჩემო მეგობარო????????????????????????

?? :დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent