შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სპორტის მასწავლებლები (თავი 9)

15-09-2020, 15:26
ავტორი EllaTriss
ნანახია 3 534

***
- თორნიკე გათენდაა - მოულოდნელად წამოადგა თავზე დარბაზში მაგიდასთან ჩაძინებულს ლაშა
- აუ ჩემი - ძლივს აწია თავი და დამძიმებული ქუთუთოები გაჭირვებით დააშორა ერთმანეთს
- რაგჭირს შე*ემა ღამე არგეძინა? - სკამი გამოსწია და მის გვერდით ჩამოჯდა
- არგამახსენო. ბიჭებმა დავლიეთ და საშინელი 'პახმელია' მაქ - ისევ ჩაქინდრა თავი
- ეპაა რაკაია არაა ცხოვრება, სკოლა და სამსახური დაიკიდე თუ რაპონტია
- ძაან მეძინება - ძლივს ამოიხავლა და თვალები მილულა
- აბა ეხლა გამოფხიზლდი მალე, შენ ხოარ გააფრინე გაკვეთილი გაქვს 2წუთში
- ჩამიტარე...
- კიდე რა გინდა
- ძილი
- თორნიკე!
- კაი ხო რაგაყვირებს ტო, თავი მისკდება ისედაც - ძლივს წამოდგა და თვალები მოიფშვნიტა, ზარის დარეკვისთანავე შემოვიდნენ ბავშვები დარბაზში. დანანებით გადააქნია თავი ლაშამ და სწრაფად დატოვა დარბაზი. ახლა ყველაზე ნაკლებად სამასწავლებლოში შესვლა უნდოდა, თუმცა სხვა გზაც არ იყო. სულ ხომ ვერ გაექცეოდა მასწავლებლებთან შეხვედრას
- ლაშაა - უკნიდან წამოეწია მანდატური
- დიახ
- ქ-ბ ქეთევანმა დამავალა ყველა მასწავლებელი გამეფრთხილებინა, გაკვეთილების შემდეგ თათბირია და არსად წახვიდეთ
- ესღა მაკლდა - ღრმად ამოიოხრა და წარბების აწევით ანიშნა კარგიო.
ვერასოდეს იტანდა თათბირებზე დასწრებას, ძირითადად ქეთევანის მონოლოგის მოსმენა უწევდათ, რომელიც საუბედუროდ რამდენიმე საათს გრძელდებოდა და ყველა იძულებული იყო ბოლომდე დასწრებოდა. ეს ფაქტობრივად დღის დაკარგვას ნიშნავდა, რადგან სახლში სრულიად ძალაგამოცლილი 5საათზე ადრე ვერ მიდიოდა. სამასწავლებლოს კარი გააღო თუარა მაშინვე შეეგება უამრავი ადამიანის უკმაყოფილო მზერა
- გამარჯობა - იძულებით მიესალმა ყველას და 'მორიგე მასწავლებლის' ბეიჯი ყელზე ჩამოიკიდა.
თავის დაკვრით მიესალმნენ მასწავლებლები და რამდენიმე წუთში ყველა თავის საქმეს დაუბრუნდა, ისევ ჭორაობა, ყავის სმა.. მათი ჩვეული რუტინა იყო, დივანზე ჩამოჯდა ლაშა. ყველანაირად ცდილობდა მათი საუბრისთვის ყურადღება არ მიექცია და ჟურნალის გადამოწმება დაიწყო. ამასობაში ვერც კი შენიშნა როგორ გავიდა 15 წუთი.
უეცრად შემოვიდა სამასწავლებლოში ლანა, ლურჯი მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა ეცვა, იმავე ფერის მაღლებით. თმა კოსად შეეკრა და ზედ ბენდენა მჭიდროდ მოერგო. თბილად მიესალმა ყველას და მერე პირდაპირ ლაშას მიმართულებით აიღო გეზი
- შენი ბავშვები კართან გელოდებიან, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გვაქვს სათქმელიო - ჩუმად გადაუჩურჩულა და მის გვერდით ჩამოჯდა, უცებ აწია თავი ჟურნალიდან და გაკვირვებული მზერა შეანათა. მერე წამის მეასედში მოსწყდა ადგილს და გარეთ გავარდა
- მასწავლებელოო - სახე გაუნათდათ გოგოებს ლაშას დანახვისას
- ტასო, თეკლა რამოხდა- შეშინებული მზერა მიაპყრო ლაშამ ბავშვებს
- მასს, საკონტროლოს ვწერთ მათემატიკაში - უცებ წამოიწყო ტასომ თან შეშინებულმა გარშემო მიმოიხედა
- ცუდია, მერე?
- იისეთი რთული ამოცანები მოგვიტანა. ვაი, ვაი - მეტი დამაჯერებლობისთვის თავში ხელი შემოირტყა
- ტანგენსები, კოტანგესები და ათასი უბედურება მას - ახლა თეკლაც ჩაერია
- მერე ჩემთან მაგის სათქმელად მოხვედით? არხართ თქვენ ნორმალურები, გამისკდა გული -უკმაყოფილოდ ამიოხრა და ბრაზმორეულმა სამასწავლებლოში შებრუნება დააპირა
- მას მოიცადეთ-წამში წინ გადაუდგა ტასო- გვიშველეთ რა მასწავლებელო, მათემატიკაში ხომ ძალიან მაგარი ხართ, ადრეც დაგვხმარებიხართ, თანაც ძლივს გამოვიპარეთ გაკვეთილიდან. არ გვიშვებდა და ვითომ თეკლა ცუდად გახდა და მე გამოვყევი. დაგვაწერინეთ რა მთელი კლასი ჩავფლავდებით, ელენეც არარის დღეს..
- არ გამაგიჟოთ ეხლა. მასწავლებელი იმისთვის მოატყუეთ, რომ ჩემთვის გეთხოვათ დახმარება? - თავი ძლივს შეიკავა, რომ არ დაეყვირა.
- მას რაგვექნა აბა, მესენჯერშიც მოგწერეთ მაგრამ არ იყავით შემოსული და დრო გადიის.. - შეწუხებული სახით დახედა საათს თეკლამ
- თქვენ სრულ ჭკუაზე ხართ საერთოდ? რა მესნჯერში მომწერეთ, მე რა თქვენი კლასელი ვარ?
- ძალიან გთხოვთ მაას, სხვა გზა რომ გვქონდეს ამას ხომ არ ვიზავდით. ელენე სახლში არაა და ინტერნეტი არ აქვს. ჩვენ კიდევ სხვა თქვენზე უკეთესს რომ ვიცნობდეთ...
- თეკლა!
- აუ მას.. არგაგვწიროთ მოგვკლავს ირმა. ადრეც ხომ დაგვეხმარეთ არაა?
- ადრე რომ დაგეხმარეთ ეგ სხვა იყო ტასო, მაშინ დავალებას წერდით და არა საკონტროლოს.
- მას ძალიან გთხოვთ, ორიანებს მივიღებთ, ირმა მთელს სკოლას მოსდებს და თქვენც შერცხვებით ჩვენთან ერთად..- მუდარის ნიშნად ყელზე მოიკიდეს თითები.
- კარგი ერთი.. მე რატომ შევრცხვები ვითომ?
- თქვენ ხომ ჩვენი დამრიგებელი ხართ. თანაც.. დამრიგებელმა თავისი მოსწავლეების პრობლემები ხომ..უნდა აგვაროს არა? - ბოლო სიტყვებზე თვალები მოჭუტა ტასომ, მიხვდა, ზედმეტი მომივიდაო თუმცა სინანული უკვე გვიანი იყო.
- უყურე ერთი რას მეუბნება - ირონიულად გაეცინა და თეკლას გახედა ლაშამ- ერთი მითხარი, როდიდან შედის დამრიგებლის მოვალეობებში ბავშვების საკონტროლოს დაწერა?! თქვენ რა დამცინით?!
- აუ მაას..
- გაქრით აქედან! - თვალები დაუქაჩა და ისევ შესვლა დააპირა
- არა, არა - ამჯერად თეკლა გადაეფარა წინ- გევედრებით.. გემუდარებით.. ამ ერთადერთხელ.. დღის სინათლე არ გვეღირსოს თუ მეორედ მსგავსი რამ გთხოვოთ.. ლაშა მას.. ორიანს თუ მივიღებ ვერცხლის მედალს დავკარგავ - მეტი დამაჯერებლობისთვის ტირილის იმიტაცია გააკეთა და რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს თვალებიდან მართლა გადმოუგორდა ცრემლები
ერთხანს გაშეშებული იდგა ლაშა. თვალი არ მოუშორებია ბავშვებისთვის, რომლებიც აშკარად სერიოზულად განიცდიდნენ. არუნდოდა დახმარება, თუმცა ისიც ზუსტად იცოდა, ელენეს გარეშე მართლა ვერაფერს დაწერდნენ. თვალები აატრიალა და სწრაფად გადაისვა თმაზე ხელი
- კარგი ჯანდაბას. სადაა ამოცანები
- მესენჯერში მაას - გაბრწყინებული სახით ერთხმად წამოიძახეს
- ჩშშ - ტუჩებთან მიიტანა თითი და თვალები დაუბრიალა - ეს ბოლო და უკანასკნელი იყოს. ჩემთან მსგავსი თხოვნებით აღარ მოხვიდეთ. ღმერთო, ვინმემ რომ გაიგოს აქედან გამაგდებენ ისედაც მიზეზებზეა ქეთევანი..
- ვერგაიგებენ მას, რომ გააკეთებთ კლასის ჩატში ჩააგდეთ ფოტო, სხვათაშორის უკვე დაგამატეთ - თვალი ჩაუკრა ტასომ და კლასისკენ გაიქცა - ძალიან გვიყვარხართ
- ძალიან, ძალიან მას - უკნიდან მოაძახა თეკლამ და ისიც მას გაჰყვა.
ლაშამ ღრმად ამოისუნთქა, ჯერ საათს დახედა, მერე სწრაფად ამოიღო ტელეფონი და შიგნით შევიდა. აფეთქებული ჰქონდა მესენჯერი ტასოს, კინაღამ გულმა დაარტყა მთელი საკონტროლოს ფურცლისთვის გადაღებული ფოტო რომ ნახა გამოგზავნილი. ტვინში სისხლი მოაწვა და თავი ძლივს შეიკავა რომ არაფერი შეტყობოდა, სწრაფად აიღო ფურცელი და კალამი და ისევ ლანას მიუჯდა გვერდით
- რამოხდაა - კვლავ ჩუმად გადაუჩურჩულა
- საგიჟეთში ვიქნები მალე წასაყვანი
ფურცელი ჟურნალში ჩადო და შეუმჩნევლად დაიწყო ამოხსნა, გაკვირვებული უყურებდა ლანა, მისთვის გაუგებარ ნახაზებს წამის მეასედში ხაზავდა და სწრაფად აწერდა ლათინურ ასოებს
- რასაკეთებ..
- იმას რასაც არ უნდა ვაკეთებდე
პირველი როგორც კი ამოხსნა ჩუმად გადაუღო ფოტო და ჩატში ჩააგდო, ყურადღება არავის მიუქცევია ყველა ისე იყო გართული ვერავინ მიხვდა რახდებოდა სინამდვილეში. ერთხანს ლანაც გათიშული უყურებდა, მაგრამ ბოლოს უამრავი მაგალითით გავსებული ფურცელი რომ დაინახა მის ხელში, თვალები გაუფართოვდა. დანარჩენებსაც სწრაფად გადაუღო ფოტო და ისიც ჩატში ჩააგდო. ზუსტად 20 წუთი დასჭირდა ყველა საკითხის ამოსახსნელად და თითქმის დარწმუნებული იყო რომ ყველაფრის გადაწერას გაკვეთილის გამოსვლამდე მაინც ვერ მოასწრებდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ბავშვებმა იმაზე მეტად მოინდომეს ვიდრე ოდესმე და 10 წუთში ყველაფერი პირწმინდად გადაიწერეს. უამრავი ესემესი მოდიოდა ჩატში, ყველა სათითაოდ უხდიდა მადლობას დამრიგებელს
- ახლა მაინც მითხარი ვისგამო გადმოიტანე მთელი მათემატიკა ფურცელზე - როგორც კი ზარი დაირეკა მასწავლებლების ჩოჩქოლში მაინც მოახერხა შეკითხვა ლანამ
- გეტყვი მაგრამ..არავის უთხრა - ფრთხილად მიიწია მისკენ - ჩემ ბავშვებს დავუწერე საკონტროლო
- რაა? - უნდოდა ჩუმად ეთქვა მაგრამ უნებურად იმხელა დაიყვირა ყველამ მას შეხედა
- რასაკეთებ ლანა - კბილებში გამოსცრა და ნაძალადევად გაუღიმა იჭვნარევი მზერით მაცქერალ მასწავლებლებს
- რავიცი, თავისით დამეყვირა უცებ...გაგიჟდი? ეს რამ გაგაკეთებინა.. რომ გაიგონ რამოხდება მერე - ამჯერად ჩურჩულით გააგრძელა
- რაუნდა მოხდეს ქეთევანი გამაგდებს სამსახურიდან _სწრაფად წამოდგა, საათს დახედა, შესვლის ზარი დარეკა და სწრაფად დატოვა სამასწავლებლო.
***
დღე უაზროდ მიიზლაზნებოდა, პირველი სემესტრის ბოლო კვირას სკოლაში მისვლით თავს აღარავინ იკლავდა და ბავშვებისგან ნახევრად დაცარიელებულ შენობაში ჟრიამულის ნაცვლად, სიჩუმეს დაესადგურებინა. ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა დერეფანს მარიამი და გზად ყველა კედელს თითებით ეხებოდა. საშინლად გახშირებული გულისცემა უკვე შემაწუხებლად ჩაესმოდა. და აი ისევ... ისევ გადაუარა საკუთარ თავმოყვარეობას და მასთან მივიდა. რაღაც მხრივ საშინლად ბრაზდებოდა საკუთარ თავზე, ასეთი საქციელი უკვე ხვეწნაში გადადიოდა, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან უნდოდა ერთი თბილი სიტყვა მისგანაც მოესმინა, მისთვისაც დაეძახა 'და'. რას არ მისცემდა ოღონდ ეს მომხდარიყო, თუმცა ყოველთვის მასთან შესახვედრად წასული, იმედით აღსავსე, გულნატკენი და აცრემლებული ბრუნდებოდა.
კიბეები აირბინა და ზარის ხმაც გაიგო, სიცილ-კისკისით გამოცვივდნენ ბავშვები კლასებიდან, მათ შემხედვარეს საკუთარი ბავშვობა ამოუტივტივდა გონებაში. სკოლა სულ რაღაც 1 წლის წინ დაამთავრა და უკვე ბუნდოვნად ახსოვდა ის წლები. უეცრად ძალიან მოუნდა იქ დაბრუნება თუმცა ეს სურვილი მალევე უკუაგდო და გზა გააგრძელა. ახლა სულ სხვა მისიით იყო მოსული და კონცენტრაცია არ უნდა დაეკარგა. ძლივს მიაღწია სამასწავლებლომდე და შესვლამდე ორჯერ დააკაკუნა.
- გამარჯობა
- გამარჯობაა - კარებში ახალგაზრდა კარგათ ჩაცმული ქალი გამოეგება - ვის ეძებთ?
- მე.. ლაშას. აქ არის? - ცალი თვალით შეიჭყიტა შიგნით
- კარჟალოვი?
ოდნავ დაუქნია თავი მარიამმა
- კარჟალოვი არაა ძვირფასო ბავშვებთან ავიდა ახლახანს - თვალით ზედა სართულისკენ ანიშნა - რომელიმე მოსწავლესთან დაკავშირებით მოხვედი? შემოდი აქ დაელოდე, ჩამოვა მალე
- არა, არა იყოს დაბლა ვიქნები და ცოტა ხანში ამოვალ მაშინ - ოდნავ გაუღიმა და კიბეებისკენ გაიქცა, გონებაში ათასჯერ მაინც გალანძღა თავი აქ მოსვლისთვის. რა უნდოდა, რას ეტენებოდა. რომ წარმოიდგინა იქ რომ ყოფილიყო რამდენი მასწავლებლის წინ დაუწყებდა ყვირილს საშინლად შერცხვა. ისე სწრაფად მირბოდა კიბეებზე ვერაფერს ამჩნევდა გარშემო, თითქოს დაუსრულებელ ლაბირინთში იყო და არა და არ სრულდებოდა ეს წყეული კიბეები. არადა როგორ უნდოდა მალე მოშორებოდა ამ ადგილს და გონებიდან ამოეგდო ეს დღე. ის იყო ბოლო საფეხურზე უნდა დაედგა ფეხი და შვებით ამოესუნთქა რომ მოულოდნელად ფეხი გადაუბრუნდა და ისე სწრაფად დატრიალდა ყველაფერი გააზრებაც ვერ მოასწრო, თვალები მაგრად დახუჭა თუმცა სანამ დაეცემოდა ვიღაცის ხელები იგრძნო წელზე, შეშინებული ფრჩხილებით ჩააფრინდა მკლავებზე და თვალები ფრთხილად გაახილა. კინაღამ გულის შეტევა მიიღო თორნიკეს დანახვისას, სწრაფად გაინთავისუფლა თავი მისი ხელებისგან და განზე გადგა
- ლამარა ბიცოლა რასასიამოვნო სიურპრიზია - ცინიკურად შეხედა თორნიკემ
- მომისმინე მოსწავლე გურამ, თუ მადლობას ელოდები სულ ტყუილად - ცალი წარბი მაღლა და ასწია და ხელები დაიკრიფა
- შეგნებულად არ დამიჭერიხარ უბრალოდ რეფლექსი იყო
- ხო აბა რაა ჭკუასუსტი მოსწავლისგან სხვა პასუხს არც ველოდებოდი
- მომისმინე. - სიბრაზე გაუკრთა თვალებში და მიუახლოვდა - გოგო ხარ და არაფერს გეუბნევი, თავში ნუ აგივარდა
- თორემ რას მიზამ? გგონია მოსწავლის მეშინია? - ირონიულად გაუღიმა და თვითონაც მიუახლოვდა.
- რაღაც ძალიან ხშირად იყენებ სიტყვა 'მოსწავლეს'
- მოსწავლე ხარ და აბა სხვა სიტყვა როგორ გამოვიყენო
თორნიკეს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა მაგრამ მოულოდნელად ლიკა აესვეტა წინ ჟურნალით ხელში
- მასწავლებელო.. ბოდიში საუბარში რომ გეჭრებით, ჟურნალი რომ მთხოვეთ, ქალბატონ ქეთევანსს ჰქონდა და მხოლოდ ახლა შევძელი მოტანა - ჟურნალი და კალამი გაუწოდა მასწავლებელს და მორიდებით გაუღიმა.
ამის გაგონებისას ღიმილი სახეზე შეეყინა მარიამს, ხან ლიკას უყურებდა ხან მომღიმარ თორნიკეს. ყველაფერს დათმობდა ოღონდ ახლა იქ არ მდგარიყო და ეს არ გაეგონა. საშინლად შერცხვა და ლოყებიც აეფაკლა
- რაღადროს ჟურნალია ლიკა გამოვიდა გაკვეთილი - მაშინვე უსაყვედურა თორნიკემ
- მაპატიეთ მას რავქნა, ზარი რომ დაირეკა აღარც ვაპირებდი მოტანას, მაგრამ ქ-ბ ქეთევანმა დაიჟინა წაუღე, რიცხვი ახლავე ჩაწეროს თორემ მაგის ამბავი რომ ვიცი დაავიწყდებაო
- კაი, კაი მომე - სწრაფად გამოართვა ჟურნალი და ბოლო გვერდზე სპორტისთვის განკუთვნილ ადგილას გადაშალა, მერე იქვე კედელზე მიაყუდა და ისე დაიწყო რიცხვის ჩაწერა. თვალს არ აშორებდა მარიამი მის თითოეულ ქცევას, გულში ლოცულობდა ეს ყველაფერი ხუმრობა იყოსო, მაგრამ ეს მხოლოდ ფუჭი იმედი იყო. ოდნავ მიუახლოვდა და გარკვებით ამოიკითხა, ჟურნალში მასწავლებლის სახელისა და გვარის გასწვრივ ჩაწერილი: თორნიკე მაჩაიძე. საგანი: სპორტი
სწრაფად დახურა ჟურნალი და ისევ ლიკას მიაჩეჩა ხელში
- ისე შენს ადგილას ნაადრევ დასკვნებს აღარასოდეს გავაკეთებდი _ კმაყოფილი მზერით შეხედა 2 თავით დაბალს
- რასისულელეა ძვირფასო უბრალოდ ხუმრობით გეძახდი მოსწავლეს, თორემ უფრო დიდი რომ იყავი თავიდანვე აშკარა იყო - თავის მართლების მიზნით ნაძალადევად გაიღიმა მარიამმა - ჰოდა ისე, სიტყვა 'ძვირფასოს' ყურადღება არ მიაქციო. უბრალოდ მიჩვეული ვარ ამ სიტყვის ხმარებას და ვერ მოვზომე რომ შენზე არ უნდა გამეფუჭებინა
- ალბათ ზოდიაქოთი მორიელი ხარ, რაღაც მწარე რომ არ დააყოლო სიტყვას არ შეგიძლია
- თორნიკე სამასწავლებლოში ამოსასვლელად მოსაწვევი გჭირდება თუ რაპონტია? - უკნიდან მიუახლოვდა ლაშა და ამჯერად მის წინ მდგარ მარიამზე შეაჩერა მზერა
- მარიამმ? აქ რასაკეთებ?
ენა ჩაუვარდა მარიამს, ვეღარც ტყუილი მოიფიქრა და ამავდროულად არც სიმართლის თქმა უნდოდა თორნიკეს თვალწინ
- ესეიგი მარიამი? - უცებ განმუხტა სიტუაცია თორნიკემ - ისე მე მაინც ვფიქრობ რომ ლამარა უფრო გიხდება
- მოკეტე იდიოტო! - უცებ გაცხარდა და ისე ველურივით მიეჭრა, ლაშას რომ დაეჭირა ალბათ დაარტყამდა კიდეც
- მოიცა, მოიცა. რახდება აქ. იცნობთ ერთმანეთს?
- სამწუხაროდ
- კარგი ერთი, გეგონება მე მიხარია რომ გიცნობ
- გეყოფათ. სად გგონიათ თავი? პატარა ბავშვებივით რომ კინკლაობთ სულ არ გრცხვენიათ? ჰა თორნიკე?
- ჩემთან რაგინდა ამ უტვინო გოგოს ბრალია ყველაფერი
- ვის უწოდე უტვინო, ახლა გაჩვენებ - ისეთი სისწრაფით გაექანა ძლივს დაიჭირა ლაშამ
- საკმარისია მარიამ რასაკეთებ
- გამიშვი უნდა მოვკლა, ერთი იდიოტოთ ნაკლები იქნება სამყაროში
- გაუშვი ერთი რისი თავი აქვს ვნახოთ_ჯერ კიდევ ირონიული ღიმილი დასთამაშებდა სახეზე
- მაჩაიძე! რახდება მანდ?! - მაღლიდან მოისმა ქეთევანის ხმა, რასაც მალე მისი ფეხსაცმელების კაკუნის ხმაც შეერია.
- ჯანდაბა ჯიქია მოდის. ბოლო მოგვეღება - უეცრად შეეცვალა გამომეტყველება თორნიკეს
- ფუ ამის. რადღეში ვართ შენ გამო, წადი აქედან სწრაფად! - უცებ გაუშვა ხელი ლაშამ
- არსადაც არ წავალ, ვინ არის ჯიქია ყველაფერს ვეტყვი - კმაყოფილი მზერით შეხედა ორივეს
- მარიამ, გაქრი! - ისეთი თვალებით შეხედა, ცივმა ოფლმა დაასხა სახეზე მარიამს. მიხვდა უარესად აბრაზებდა ასეთი საქციელით მერე კი შერიგება ნამდვილად შეუძლებელი იქნებოდა და ნერვებმოშლილი გაიქცა კარისკენ
- რახდება აქ! მთელ სკოლაში ისმის თქვენი ხმა - მაშინვე წამოადგათ თავზე ქეთევანი - ან ის გოგო ვინაა? - ახლა გასასვლელისკენ მიმავალ მარიამს გააყოლა თვალი - ხმა ამოიღეთ, საყვარელი მომითრიეთ სკოლაში?! - ბრაზისგან ერთიანად წამოწითლდა სახეზე ქალი
- რასამბობთ ქ-ბ ქეთევან, ეგ გვეკადრებაა? - ოდნავ გაიღიმა თორნიკემ
- აბა რა წივილ-კივილი იყო? რატომ უნდოდა თქვენი ცემა?! გგონიათ ვერაფერი დავინახე? იცოდეთ ერთმანეთზე გაფარებთ ორივეს, ახლავე თქვით რადაუშავეთ გოგოს!
- დამშვიდდით ქ-ბ ქეთევან, არაფერი დაგვიშავებია. ის გოგო ჩემი დაა, ცოტა განერვიულებული იყო და ვაწყნარებდი, თორნიკე უბრალოდ ამ ყველაფერს შეესწრო - საკმაოდ მშვიდად წარმოთქვა ლაშამ.
ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა თორნიკემ, თავის გადარჩენის მიზნით იტყუებაო გაიფიქრა და თავის დაკვრით დაეთანხმა მის სიტყვებს
- რას ბოდიალობ, შენს და რიჟა როდისაა, გგონია სკლეროზი დამემართა?!
- მე ეგ ვთქვი? სალომე არ ყოფილა მართალი ხართ. მარიამი იყო ჩემი ნახევარ-და, ქალბატონი ლილეს შვილი
- ლილეს შვილი? - ოდნავ ჩაფიქრდა ქეთევანი - მომისმინე თუ მატყუებ..- საჩვენებელი თითი მაღლა აწია და თვალები დაუქაჩა
- მე არასდროს ვიტყუები ქალბატონო ქეთევან, მაგრამ თუ მაინც გაქვთ ეჭვი შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ახლა კი თქვენი ნებართვით გაკვეთილი მაქვს - ზარის ხმასთან ერთად საათზე დაიხედა და დარბაზის მიმართულებით წავიდა
- მე სამასწავლებლოში ავალ - თავის დაძვრენის მიზნით სწრაფად მოიფიქრა თორნიკემაც
- თვითონ ბავშვები და ვითომ მასწავლებლები - თავისთვის ჩაიბუტბუტა ქეთევანმა და ისიც კაბინეტისკენ წავიდა

- რაღაცას გკითხავ, საიდან ხარ დარწმუნებული იმაში, რომ ქეთევანი სიტყვაზე გენდობა და მართლა არ მოინდომებს იმ გოგოზე რამის გარკვევას? - საშინლად დამღლელი დღის შემდეგ დირექტორის კაბინეტისკენ მიდიოდნენ თათბირზე
- გაარკვიოს მერე თორნიკე, ტყუილი არმითქვამს, საშიშიც არაფერია. - მხრები აიჩეჩა ლაშამ
- ტყუილი არგითქვამს არა? აბა ჩემი დააო ვინამბობდა წეღან - ნიშისმოგებით გახედა
- მართლა მასეა.
- შენი აზრით ღადაობის ხასიათზე ვარ?
- არ გეღადავები.
- სერიოზულად - კაბინეტთან მიახლოებული უეცრად გაჩერდა - დაიცადე ის მარიამი თუ ვიღაცა მართლა შენი დაა? - წარბები მაღლა აწია პასუხის მოლოდინში
- ნახევარ-და. მაგრამ ესეც ფორმალურად, მამაჩემის შვილია სხვა ქალისგან მეტი არაფერი.
- სრული შოკი მაქ - ღრმად ამოისუნთქა და ოდნავ ჩაეღიმა
- და შენ საიდან იცნობ?
- ოო ეგ გრძელი ამბავია, მერე მოგიყვები - სასწრაფოდ მივიდა კაბინეტთან, ორჯერ დააკაკუნა და ნებართვის შემდეგ ნელა შეაბიჯეს ოთახში. გრძელი მაგიდის გასწვრივ ჩამომსხდარიყვნენ მასწავლებლები, ზოგი ყავას სვამდა, ზოგს დირექტორისთვის მიეპყრო ამაყი მზერა. საშინლად არუნდოდა იქ ყოფნა ლაშას, ჯერ კიდევ ბრაზობდა მათზე და იმაზე ფიქრი რომ შემდეგი 2 საათი მათთან ერთად უნდა გაეტარებინა აგიჟებდა
- მოდით, დასხედით - ხელით ანიშნა ქეთევანმა მათთვის განკუთვნილ ადგილებზე
- სად იყავით ამდენ ხანს - მაშინვე გადაუჩურჩულა ლანამ მის გვერდით ახლადჩამომჯდარ თორნიკეს
- ვლაპარაკობდით ლანკა, თან დრო გაგვყავდა
- რას ჩურჩულებთ?! - მაშინვე ჩაეკითხა დირექტორი
- არა, არაფერი ქ-ბ ქეთევან. გისმენთ..
- კარგი. რადგან ყველანი აქ ხართ, დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზეზს გაგაცნობთ. - ამაყად წამოიწყო საუბარი ჯიქიამ - დღეს ჩვენ ვისაუბრებთ..
- მასწავლებელოო - დაუკაკუნებლად შემოიჭრა კაბინეტში საშუალო სიმაღლის გოგონა და დირექტორს მაშინვე სიტყვა გაუწყდა
- ზრდილობა არ გასწავლეს?! - იმხელა დაიყვირა ქეთევანმა ადგილზე შეხტა გოგო
- ბოდიში მასწავლებელო.. დამეხმარეთ გთხოვთ - ცრემლიანი თვალები მოავლო მასწავლებლებს გოგონამ
- რამოხდა შვილო რაგატირებს - ამჯერად სხვებიც ჩაერთნენ საუბარში
- რამე დაგიშავეს?
- მე არა მაას, ჩემი კლასელი თიკა ჯაში..
თიკას სახელის გაგონებისას მაშინვე ფეხზე წამოხტა ლაშა და გოგოს მივარდა
- რასჭირს თიკას?
- მასწავლებელო..სახურავზეა, მგონი იქიდან გადმოხტომა უნდა..ს ცდილობს.. - ცრემლებს ვერ იკავებდა და სულ უფრო და უფრო მეტად უჭირდა სუნთქვა
- რაა?! - მაშინვე შეჰკივლა ქეთევანმა - დავიღუპეთ!
თვალები სიბრაზისგან აენთო ლაშას და ზიზღნარევი მზერით მოავლო თვალი ჯერ კიდევ მაგიდასთან მყოფ კოლეგებს
- ხედავთ რას მიაღწიეთ? ფსიქიკა შეერყა გოგოს! ილოცეთ..ილოცეთ რომ არ გადმოხტეს, თორემ ჯოჯოხეთი მოგონილი იქნება იმასთან რასაც თქვენს ცხოვრებას დავმართებ! წამში მოსწყდა ადგილს და ელვის სისწრაფით გაიქცა დერეფანში. მაშინვე გაეკიდნენ ლანა და თორნიკე ,დანარჩენები კი პირდაპირ ეზოში გაიქცნენ.
- ძმაო მოიცადე აქ უნდა ავიდეთ? - სახურავში ასასვლელი კიბე რომ დაინახა წამით გაჩერდა თორნიკე
- თუ გეშინია წადი.
- არა ეგ რა შუაშია, უბრალოდ ძალიან მაღალია და
- თორნიკე კარგი რა, ახლა მაგაზე ფიქრის დროაა? - ხელით გაწია ლანამ და მაშინვე უკან მიჰყვა უკვე თითქმის ასულ ლაშას.
ერთხანს ყოყმანონდა თორნიკე, მაგრამ ბოლოს მაინც ავიდა. სწრაფად გაიარა ჩაბნელებული ადგილი და ისიც სახურავზე გადაძვრა.
თითქმის კიდეზე იდგა თიკა, თვალებდახუჭულს ხელები ჰორიზონტალურად გაეშალა და ღრმად სუნთქავდა ზამთრის გრილ, ნოტიო ჰაერს. გარშემო არაფერი ესმოდა, კვლავ საკუთარ სამყაროში იყო ჩაძირული.. ძლიერი ქარი უმისამართოდ ამოძრავებდა გოგონას მუქ ყავისფერ თმას. წამით სრულიად სხვანაირი ეჩვენა ლაშას, შეუმჩნევლად გადადგა რამდენიმე ნაბიჯი მისკენ და გაჩერდა.
- თიკა...- ძალიან ჩუმად თითქმის ჩურჩულით ამოთქვა, თუმცა ესეც კი საკმარისი იყო გოგონას ფიქრების გასაფანტათ, ნელა დააშორა დამძიმებული თვალები ერთმანეთს და ეზოში შეკრებილი უამრავი ხალხის დანახვისთანავე შეკრთა. წამში მობრუნდა უკან და ამჯერად სპორტის მასწავლებლებს მოავლო შეშინებული მზერა.
- მომისმინე - კვლავ წამოიწყო საუბარი ლაშამ - სიკვდილი გამოსავალი არ არის თიკა. ცხოვრებაში ყველა თავის გზას გადის, ყველას სხვადასხვა პრობლემები აქვს, შენი ტოლი რომ ვიყავი მეც მეგონა რომ ცხოვრებამ მარტო მე გამიმეტა, მარტო ჩემთვის გაიმეტა ყველა უბედურება მაგრამ გავიზარდე და მივხვდი რომ ასე არ ყოფილა.
- თქვენ არ გესმით მასწავლებელო... - ძალიან ხმადაბლა თქვა და სწრაფად მოიწმინდა კენტად ჩამოგორებული ცრემლი
- მე რომ მესმის, დამიჯერე აქ სხვა ისე ვერავინ გაგიგებს. იცი რამდენჯერ ვყოფილვარ შენს მდგომარეობაში?! იცი რამდენჯერ მდომებია გადახტომა?

- მაგრამ არ არის ასეთი იოლი თიკა. არ გაქვს უფლება პირველივე დარტყმისას უკან დაიხიო, გესმის?! დაცემის შემდეგ ფეხზე უნდა ადგე, იმის საშუალება კიარუნდა მისცე ხალხს რომ გადაგიარონ! - ნელი სვლით წავიდა მისკენ და თიკამაც მაშინვე ერთი ნაბიჯით უკან დაიხია
- არ მომიახლოვდეთ მას, გთხოვთ..
- კარგი, მშვიდად - ხელების აწევითაც ანიშნა და გაჩერდა - მისმინე თიკა.. ახლა რაღაცას მოგიყვები
- არმინდა, არა! წადით და სიკვდილის საშუალება მომეცით. - ნერვულად შემოიჭდო თავზე ხელები და ტირილი წასკდა
- 8 წლის ვიყავი! მე მარტო 8 წლის ვიყავი, თიკა! - მაინც გააგრძელა ლაშამ
შეშინებული თვალებით ამოხედა თიკამ მის წინ მდგარ მასწავლებელს
- დედაც სახურავზე იდგა.. - მის გახსენებაზე უეცრად აევსო ცრემლებით თვალები - ვემუდარებოდი არ გადახტე მეთქი. მან კი იცი რამითხრა?! ჩემი პრობლემებიც ჩემთან ერთად ჰაერში შემსუბუქდება როცა გავფრინდებიო... შეიძლება მისთვის გაქრა პრობლემები მაგრამ ჩემთვის?! სალომესთვის?! ჩემი დაა სალომე. ის მხოლოდ 6 წლის იყო... ამ ყველაფერს უყურებდა.. დაინახა როგორ გადახტა დედა. არც უტირია.. ვერ მიხვდა რამოხდა. მას შემდეგ ნერვული აშლილობა აქვს! ხვდები რადამართა დედამ მას! ჩვენს ბავშვობას ბოლო მოუღო! ყველანაირი სინათლე გააქრო ჩვენი ცხოვრებიდან და ბნელში დაგვტოვა!
ამის გაგონებისთანავე პირზე ხელები აიფარა ლანამ და თორნიკეს გახედა
- შენც იგივეს აკეთებ! შეიძლება შენ გაიქცე მაგრამ დედაშენი და მამაშენი? გიფიქრია მათზე?! გიფიქრია ისინი რასიგრძნობენ?! მიპასუხე ამაზე გიფიქრია?!
- მასწავლებელო...
- რა მასწავლებელო! შენ არიცი რას ნიშნავს ცოცხლად სიკვდილი! მაგრამ მე ვიცი და მტერსაც არ ვუსურვებ იმავეს გამოცდას. ახლა კიდევ გადმოდი მაგ წყეული ადგილიდან!
- არ შემიძლია მასწავლებელო, ასე ვერ ვიცხოვრებ...
- ეგ შენზე არარის დამოკიდებული! შენი სურვილი არ ყოფილა დაბადება და ვერც სიკვდილი იქნება. შემომხედე! იცი რამდენჯერ დაეცემი ცხოვრებაში? პირველივეზე თუ ფარხმალი დაყარე ამით რაგამოვა? გგონია ვინმე მოვა და აგაყენებს? ვინმეს შეებრალები? პირიქით, ასე მათ ყველანაირ გზას უთავისუფლებ გამარჯვებისთვის! ეგ შენი კლასელებიც ერთი ორი დღე ფორმალურად დაგიტირებენ და მერე სხვა გასართობს მოძებნიან! მერე სხვას დასცინებენ, სხვას ატკენენ გულს და მათ პასუხს ისევ არავინ მოსთხოვს ამ დედამოტ*ნულ ქვეყანაში. ამის უფლებას აძლევ?! გინდა ვიღაცამ იგივე გამოიაროს რაც შეენ? ვინმე იმავე ტკივილისთვის გემეტება? რასაკეთებ თიკა, შენ კი არუნდა გარბოდე, ჭკუას უნდა ასწავლიდე მათ! დაანახე რომ ძლიერი ხარ! აი იმ აფერისტ ქალს დაანახე, თავი ვითომ დირექტორი რომ ჰგონია და ახლაც ნიანგის ცრემლებს რომ ყრის, ვითომ შენზე ღელავს, არადა საკუთარი თავის მეტი არავინ ადარდებს. ცუდ დღეში აღმოჩნდება რამე რომ დაგემართოს. მომისმინე. მე ვიცი რომ ეს შეგიძლია! შეგიძლია ცხოვრებას ებრძოლო, თუნდაც უიარაღოდ შენ ეს შეგიძლია. ირწმუნე ეს, შეცვალე შენი ფიქრები და მერწმუნე შენი ცხოვრებაც თავისით შეიცვლება!
- არშემიძლია არა. თქვენთვის თქმა ადვილია..მაგრამ- ხმის კანკალით ამოთქვა
- გაკეთება რთული, ვიცი.
თიკა.. შემომხედე! თუ გინდა ცხოვრებაში ძლიერ ადამიანად ჩამოყალიბდე, მარტივსა და რთულს შორის არჩევანი ყოველთვის რთულზე უნდა შეაჩერო. გაგიჭირდება.. რათქმაუნდა რთული გზის გავლა ყველას უჭირს... რა ჰგონიათ ტკივილი შენს კლასელებს? მდუღარე წყლის გადასხმა ხელზე? მათ ასე იმიტომ ჰგონიათ, რომ არ იციან რა არის სულიერი ტკივილი. აი ახლაც, ქვემოდან გიყურებენ და წარმოდგენა არ აქვთ აქ რატომ დგახარ.. მაგრამ მე ხომ ვხვდები და ვიცი რომ ასე ვერ უშველი. შეიძლება წარსულის შეცვლა არ შეგიძლია, მაგრამ მომავალი ჯერ კიდევ შენს ხელშია. გებრძვის და გემუდარება რომ არ გაუშვა. ვიცი, გულის რაღაც ნაწილში აქედან გადახტომა კიარა, უბრალოდ გინდა სხვა ცხოვრება გქონდეს. დამიჯერე, ერთადერთი ადამიანი ვისაც მისი შეცვლა შეუძლია შენ ხარ. შენ კი გარბიხარ.. შენს ნაცვლად ამას ვინ იზამს, მეე? მაგრამ მე ხომ თიკა არ ვარ. ნამდვილი თიკა გარბის, სად გარბის? დიდი ალბათობით ჯოჯოხეთში. არამგონია, ღმერთმა სუიციდი გაპატიოს.. რა გგონია იქ უფრო უკეთესი გელოდება?
მისმინე თიკა.. ძლიერი მაშინ კი არ იქნები აქედან თუ გადახტები. ძლიერი მაშინ იქნები, თუ საკუთარ თავზე გაიმარჯვებ. შენს სხეულში ჩასახლებულ ეშმაკს, ხელს კრავ, მანდედან გადმოხვალ და გაღიმებულს დატოვებ..
მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი თიკამ და ქვემოდან ამოხედა მასწავლებლებს. გახევებულები იდგნენ თორნიკე და ლანა. ლაშა ისე საუბრობდა, მთელი ამ დროის განმავლობაში თვითონ სიტყვა ვერ ჩააკვეხეს ვერსად.
- პოლიცია მოვა? - ძლივს ამოიღო ხმა თიკამ
- არმოვა! თორნიკე, ახლავე ქეთევანთან ჩადი და უთხარი პოლიცია არ დამანახოს აქ თორემ გაჩენის დღეს ვაწყევლინებ! - თავი ოდნავ მოაბრუნა და ისე უთხრა
- ეგ როგორ ვუთხრა ძმაო დირექტორია..
- ფეხებზე თორნიკე! რაში მაინტერესებს ვინ არის?! წადი მეთქი და თან ეს ზედმეტი ხალხიც შეათრიე სკოლაში, შოუ დამთავრდა-თქო, გადაეცი!
უკმაყოფილოდ ამოიოხრა თორნიკემ და უკუსვლით დაიძრა ჩასასვლელისკენ
- თიკა... გპირდები, ზედმეტს არავინ გეტყვის როცა აქედან ჩავალთ. აბა გაბედონ და საერთოდ რამე გითხრან, ხოიცი რასაც ვუზამ?! ვერც შენები გაიგებენ ნუღელავ, მოდი გთხოვ.. - ხელი გაუწოდა და მის რეაქციებს დაელოდა.
ცივმა ოფლმა დაასხა სახეზე თიკას, მთელი სხეულით კანკალებდა და არიცოდა რაექნა. სიცოცხლე უნდოდა, მაგრამ საკუთარ თავში დარწმუნებული ჯერ ისევ არ იყო. სკოლიდან რომ გაერიცხათ? სამკურნალოდ რომ გაეშვათ? საგიჟეთში რომ გამოეკეტათ? თავში იმდენმა ცუდმა აზრმა გაუელვა, წამიერად თვალთ დაუბნელდა
- მეშინია მას..
- ნუგეშინია. მე შენთან ვარ და ყოველთვის შენთან ვიქნები! რომ მიყვირო წადიო, მაინც არ დაგტოვებ და არ წავალ.
ფრთხილად წავიდა მისკენ და მასწავლებლის გამოწვდილ ხელს, თავისი გაყინული თითები ძლიერად ჩასჭიდა.
- არდამტოვოთ, ძალიან გთხოვთ მარტო არდამტოვოთ.. არასდროს არ დამტოვოთ..- მთელი ძალით ჩაეხუტა და ტირილამდე მისულმა ცრემლებს გასაქანი მისცა
- არდაგტოვებ..
მათი შემხედვარე ლანაც ატირდა, სწრაფად მივიდა მათთან და თიკას თმაზე მოეფერა
- ლანა მას.. - ახლა მის მკლავებში გადაინაცვლა გოგომ
- საყვარელო, ყველაფერი კარგად იქნება..ჩემო ლამაზო გოგო
- ხომ მიხედავ? - ძალიან ჩუმად ჰკითხა ლაშამ, ლანამაც მაშინვე დაუქნია თავი და ქვემოთ მიმავალს თვალი გააყოლა.

სრულიად ძალაგამოცლილი ჩავიდა ქვემოთ ლაშა, თიკა კი გადაარჩინა მაგრამ არაფერი არ ახსოვდა რაც ელაპარაკა. მთელი სხეული უხურდა, კისერზე შემოიჭდო ხელები და ძლივს ჩაისუნთქა. საშინელ ტკივილს ჰგვრიდა წარსულის გახსენება და ამას ყოველთვის გაურბოდა, თუმცა იმ წუთას ეს რომ არ გაეხსენებინა და მისთვის არ ეთქვა საკუთარ თავს ვერ აპატიებდა. კიდევ ერთი ადამიანის სიკვდილის ყურებას ვერ გაუძლებდა. ცარიელ დერეფანს მოავლო თვალი და ის იყო წასვლა დააპირა, ქეთევანი გაჩნდა არსაიდან
- ლაშა შვილო, მიდიხარ?
- დიახ, ქალბატონო ქეთევან. - ნაძალადევად დაუბრუნა პასუხი
- არ შემიძლია მადლობა არ გითხრა დღევანდელი საქციელისთვის, შენ მარტო ის გოგო კი არ გადაარჩინე, არამედ ჩვენც. მისი სიკვდილი დღისით, მზისით სკოლაში ყველას პრობლემებს შეგვიქმნიდა, მესმის ამიტომ არ მოინდომე პოლიციის ჩარევა..
- რასისულელეს ლაპარაკობთ ქალბატონო ქეთევან, ჩემი კარიერისადმი შექმნილი პრობლემები რაში მაინტერესებს გოგო სიკვდილს ძლივს გამოვგლიჯე ხელებიდან, დამცინით?! - ნერვებმოშლილი უცებ გადავიდა ყვირილზე
- არა შვილო, არასწორად გამიგე. ნუყვირი ძალიან გთხოვ..- მისკენ წაიღო ხელები, თუმცა შეხებამდე მოიშორა ლაშამ
- ძალიან სწორად გავიგე ყველაფერი! ბავშვები არ მეცოდებოდნენ თქვენნაირების ხელში, აქამდე ცხრაჯერ წავიდოდი - ისე დაეშვა კიბეებზე ქეთევანის შეშლილი სახისთვის ყურადღება არ მიუქცევია
- წადი თუ ასე ძალიან გინდა! ვინ გეხვეწება დარჩიო ნეტავ ის ვიცოდე?! თავხედი ეს! შენ აგიჟებ და ამხედრებ ჩვენს წინააღმდეგ ამ ბავშვებს! - იმხელას ყვიროდა, მთელ სკოლაში ისმოდა დირექტორის ხმა, თუმცა ლაშას ყურადღება აღარ მიუქცევია, სწრაფად დატოვა სკოლის ტერიტორია, მანქანაში ჩაჯდა და წამში მოსწყდა ადგილს.

***
ზამთრის სუსხი მთელ ქალაქს ხავსივით მოდებოდა, ლამპიონების შუქით განათებულ მოყინულ გზაზე, მანქანების უწყვეტი ნაკადი მოძრაობდა.
სულ რამდენიმე დღე და ხალხი 2020 წელთან შეხვედრას იზეიმებდა, ახალი იმედები, ახალი მიზნები.. ნუთუ შეიძლება გინდოდეს ამას გაექცე?
კარზე ზარის ხმა გაისმა. ნელა დატოვა აივანი ლაშამ და გასაღებად გაემართა. აქამდე ჩაბნელებულ სახლში სინათლე ყველგან აანთო და კარი ისე გააღო
- სად გაქვს ტელეფონი, ორმოცდაათჯერ მაინც დაგირეკე - სწრაფად შევიდა სახლში ლანა, პალტო და ჩანთა დივანზე მიაგდო და ისევ ჩხუბზე გადავიდა - ქვემოდან არც სინათლე ჩანდა სახლში, ლამის გავგიჟდი. შეიძლება ასე მოქცევა?
- კაი რა, თავი მისკდება ისედაც - დივანზე მოხერხებულად გადაწვა და თვალები დახუჭა
- თიკა სახლში წავიყვანე - შედარებით მშვიდად გააგრძელა საუბარი-მისი მშობლებისთვის არაფერი მითქვამს, იმედია ქეთევანიც შეძლებს ენაზე კბილის დაჭერას.. ფიქრიც არ მინდა იმაზე იქ რომ არ ყოფილიყავი რა მოხდებოდა... გმირი გახდი თიკასთვის - მის გვერდით ჩამოჯდა და ხელებს დაეყრდნო
- გმირი საშინელი წარსულით, რომელმაც მარტო იმიტომ შეძლო გოგოს გადარჩენა რომ ტკივილი ალაპარაკებდა? - ოდნავ ჩაეღიმა და არაფრისმთქმელი მზერით გახედა
- დღეს ეგ ტკივილი, შენს ძალად იქცა.. წარმოუდგენლად ბევრი შეძელი.. სხვა ალბათ გაგიჟდებოდა შენს ადგილას - თვალზე ცრემლი მოადგა
- ამას ცხოვრება კი არა ნაძალადევად სუნთქვა უფრო ერქვა. მაგრამ იძულებული ვიყავი.. სალომესთვის უნდა მეცოცხლა, არ უნდა გავგიჟებულიყავი თორემ მას ვერავინ დაიცავდა იმ ნაბი*ვრის ხელში. არმახსოვს ბავშვი როდის ვიყავი, გეფიცები ახლა რომ ვუყურებ.. მარტო მე არ ვყოფილვარ თურმე, ხედავ რამდენი ბავშვი დაიღალა ცხოვრებით? ჩვენს წინ თიკა იყო მაგრამ სხვები? მათ ვინც წარმატებით დაამთავრეს სუიციდის მცდელობა? მათი გადარჩენა ვერავინ შეძლო. არადა ისინი ხომ სულ პატარები იყვნენ, მაგრამ უკვე ცხოვრებით და პრობლემებით დაღლილები. გეფიცები, ახლა რომ თქვას ვინმემ ბავშვობა უდარდელიაო შეიძლება შემომაკვდეს.
- მესმის შენი.. - ხელი მისკენ წაიღო და ფრთხილად შეეხო მკლავზე
- გახსოვს, მამაზე რომ მეკითხებოდი.. მაშინ გაბრაზდი რომ გითხარი ჩემთვის მოკვდა მეთქი, მაგრამ იცი მან რაგააკეთა დედას სიკვდილიდან რამდენიმე დღეში? მეორე ცოლი მოიყვანა და გვაიძულა მისთვის დედა დაგვეძახებინა. მამიდამ რომ უთხრა ეს არასწორი საქციელიაო, თავი მხოლოდ იმით იმართლა ორსულადაა და ბავშვს ვერ მივატოვებო. ჩვენ რადავაშავეთ მითხარი, ნუთუ ჩვენ არ ვიყავით მისი შვილები, მაგრამ მას არასოდეს უფიქრია ჩვენს ბედნიერებაზე. ყოველდღე გვცემდა.. მის ხელში უპატრონოდ ჩავარდნილი მონები ვიყავით, რომელთა დახმარებაზეც არავის უფიქრია
- არგინდა გთხოვ.. - ყურებზე ხელები აიფარა და უნებურად ჩამოუგორდა თვალზე რამდენიმე ცრემლი
- მაგრამ დედამ იმ ქალის გამო მოიკლა თავი! - უეცრად წამოხტა ფეხზე- მამას ღალატს ვეღარ უძლებდა. გავიგონე რომ უთხრა შენი შვილებიანად გაგყრი სახლიდან და ჩემს მეორე ცოლ-შვილს მოვიყვანო. ჩვენ მისი შვილები არ ვიყავით? არასოდეს ვჭირდებოდით! ლილესთან მარტო ერთობოდა, მაგრამ როგორც კი გაიგო რომ ორსულად იყო, სახლში მოიყვანა! იმ გოგოს გამო, თავს ჩემს დას რომ უწოდებს, ცხოვრება დაგვენგრა. კიდევ უსირცხვილოდ მოდის და მეუბნევა ოჯახი ვიყოთო, ოჯახი.. ოჯახი რომელიც მისმა დაბადებამ წამართვა.. - კედელთან ჩაიკეცა და მუხლებში ჩარგო თავი. მაშინვე მივიდა ლანა და გვერდით მიუჯდა
- ასე რატომ მოხდა ლანა.. ეს არ დამიმსახურებია..- ნელა წაიღო მისკენ თავი და მუხლებზე დაადო
- შეეცადე აღარ იფიქრო.. წარსულში დატოვე, უბრალოდ დაივიწყე - თმაზე ეფერებოდა და ცდილობდა სიმშვიდე არ დაეკარგა
- ვერ ვივიწყებ..იმდენად ღრმად მტკივა რომ არ შემიძლია დავიწყება.. მეტი აღარ შემიძლია
- ყველაფერი კარგად იქნება.. - ნელა ჩაისუნთქა და აკანკალებული ხმა ძლივს დაიმორჩილა
- იცი ეს აქამდე არავისთვის მომიყოლია, საკუთარი თავისთვისაც კი.. - ნელა აწია თავი და თვალი გაუსწორა
- შეგიძლია მენდო..ჩვენში დარჩება
- ვიცი, ამიტომ კი არა.. უბრალოდ. როცა თიკა იქ დავინახე..თითქოს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა. ისიც რომ ვერ გადამერჩინა თავს არასოდეს ვაპატიებდი..
- დედას სიკვდილი შენი ბრალი არ ყოფილა. ეს მისი არჩევანი იყო. ვერაფერს გააკეთებდი.. ძალიან გთხოვ, თავს ნუ იდანაშაულებ.. - ნელა წამოდგა ლანა და მხრებზე ჩამოყრილი თმა შეიკრა - გინდა რამე მოგიმზადო? დარწმუნებულივარ არაფერი გიჭამია
- არმინდა
- ხო მაგრამ..
- ლანა.. მართლა არაფერი არ მინდა, უბრალოდ ჩემთან იყავი რა - თავი კედელს მიადო და ჯერ კიდევ ამღვრეული თვალებით გახედა
- კარგი.. - ისევ მის გვერდით ჩაიმუხლა და მხარზე დაადო თავი

***
დილიდან გაუჩერებლად თოვდა. ძლიერი ქარის გამაყრუებელ ხმას, თან ერთვოდა ბავშვების ჟივილ-ხივილი სკოლის ეზოში. შესასვლელის წინ უზარმაზარი თოვლის ბაბუა გაეკეთებინათ და მთელი ემოციებით უვლიდნენ გარს. მათ შემხედვარეს შეუძლებელი იყო არ გაგეღიმა. ისე უხაროდ თითქოს ფიფქებს კი არა რაღაც არაამქვეყნიურს ხედავდნენ.
წამით შეავლო მათ თვალი ლაშამ და მერე სწრაფად აირბინა კიბეები. ის იყო დარბაზში უნდა შესულიყო, ქეთევანი აესვეტა წინ, ისედაც მკაცრი გამოხედვა კიდევ უფრო გამკაცრებოდა. სახეზეც სრულიად აწითლებულიყო და ძნელი მისახვედრი ნამდვილად არ იყო რომ კვლავ რაღაცაზე იყო გაბრაზებული.
ღრმად ამოიოხრა ლაშამ და თვითონაც არანაკლებ მკაცრი მზერა შეაგება
- გისმენთ ქალბატონო ქეთევან, ამჯერად რის გამო მიწერთ ოქმს?
- შენ დაეხმარე იმ შენ გიჟ კლასს მათემატიკის საკონტროლოში? - ცალი წარბი მაღლა აწია და ხელები დაიკრიფა
ამის გაგონებისას წამიერად შეცბა ლაშა, ეს სულ აღარ ახსოვდა და სახეზე გამოხატული სიმკაცრე წამსვე შეეყინა
- ვერგავიგე?! - მაინც ეცადა თავიდანვე არგამტყდარიყო
- რა ვერ გაიგე. ირმა შემოვიდა დილაადრიან, ყველას საკონტროლო შეუმოწმებია და ერთი პატარა შეცდომაც კი ვერ ნახა ვერსად.
- მერე ეგ იმას ნიშნავს რომ მე დავაწერინე? - ოდნავ ჩაეღიმა დირექტორის სიტყვებზე
- მაგას ნიშნავს! ირმასთან არაფერი მითქვამს მაგრამ ის ფურცლები მაჩვენა და რეებიც გიწერია კარგად ვნახე. ზუსტად შენი ხელწერით აქვთ გადაწერილი ალფა და ბეტა, აა ეგ კიდევ არაფერი, განტოლებები ყველაზე შემოკლებული მეთოდით, ფესვებსაც მარტო შენ იღებ ხოლმე სულ სულ ბოლომდე.. ტყუილი საჭირო არაა, ზეპირად ვიცი ამოხსნის 'შენებური' მეთოდები რომ გაქვს. ასევე მინდა შეგახსენო რომ მეც ვასწავლი მაგ კლასს და ერთადერთი ძლიერი ბავშვი, რომელიც ოქროს მედლის კანდიდატიც არის, ნოზაძე ელენაა. ის კი გუშინ სკოლაში არ ბრძანდებოდა, ეს კი რას ნიშნავს? ვერ დაეხმარებოდა თავის უტვინო კლასელებს. ისინიც მაშინვე შენთან მოცვივდნენ, რაც ვიდეო კამერის ჩანაწერზეც ძალიან კარგად ჩანს.. გავაგრძელო?
- გააგრძელეთ - მხრები აიჩეჩა და კედელს მიეყუდა
- გააგრძელეთო..ღმერთო გააგრძელეთო - ბაგე სიმწრის სიცილმა გაუპო და ხელით დაინიავა - შვილო შენ ნორმალური ხარ?! შენი საქციელით მარტო იმას გამოჰკრავ ხელს რომ აქედან გაგადებ! ვერ ხვდები რომ მასწავლებელს ეგ არ შეეფერება?! თავი ისევ მოსწავლე 'პითაგორა' გგონია რომელიც მთელს კლასს აწერინებს საკონტროლოს?
- პირველი. - ახლოს მიიწია ლაშა - მე თქვენი შვილი არ ვარ და ასე ნუ მომმართავთ. მეორე- გეუბნევით რომ ბავშვებს მე არ დავხმარებივარ, არამგონია ვინმემ მაგ თქვენს სიტყვებს დაუჯეროს, რომ ჩემი ხელწერით ააქვთ გადაწერილი და ა.შ გარდა ამისა მინდა გითხრათ რომ საკონტროლოსთან ასევე არაფერი კავშირშია ჩემი და ბავშვების საუბარი კართან. თუ გნებავთ შეგიძლიათ თავად ჰკითხოთ. და მესამე- თუ ძალიან გინდათ გამაგდეთ, მაგრამ ამისთვის სერიოზული მიზეზია საჭირო, რომელიც რამდენადაც ვიცი ჯერ-ჯერობით არ მოიძებნება. მაგრამ.. თქვენ მაინც ეძებეთ, ქალბატონო ქეთევან ხომ გაგიგიათ ცდა ბედის მონახევრეაო? - ოდნავ გაუღიმა და დარბაზში შევიდა.
სიბრაზისგან თმა ყალყზე დაუდგა ქეთევანს, ცალი თვალი აუთამაშდა და ძლივს გადადგა რამდენიმე ნაბიჯი შემოსაბრუნებლად. მთელ ტანში დაუარა ბრაზმა და ფანჯრის რაფას მთელი ძალით დაარტყა ხელის გული
- თავხედი!

***
- გამარჯობა მააას - ზარის დარეკვისთანავე მხიარულად შემოვიდნენ დარბაზში მეთორმეტე კლასელები
- გამარჯობა კი არა, ეს რა შარში გამაყოფინეთ თავი! - ბრაზმორეულმა უნებურად აუწია ტონს - ქეთევანი მიხვდა რომ საკონტროლო მე დაგაწერინეთ
- რაა? კი მაგრამ ეს როგორ მოხდა..
- ჭრელად. ყველას ერთნაირად რომ გვეწერა აბა ვერ მიხვდებოდა?
- საშინელი ირმა, მაშინვე ქეთევანთან უჩივლია
- ირმა არაფერ შუაშია, თავისით მიხვდა - უეცრად გააწყვეტინა ბავშვებს საუბარი - ახლა ყველამ მომისმინეთ: ეს ბოლო და უკანასკნელი იყოს. სულ გეხმარებით, გეხმარებით და ჭაობიდან სახელად 'ქეთევანის საყვედურები' ვეღარ ამოვდივარ.
გადაკრულ ხუმრობაზე ღიმილი ვეღარ შეიკავეს ბავშვებმა.
- ხო იცინეთ, იცინეთ.. რა კარგია არა ცხოვრება? თქვენ ეს რამოდენიმე თვე დაგრჩათ და მერე აქედან წახვალთ. მაგრამ მე აქ უნდა ვიმუშავო და მნიშვნელოვანია რომ სახელი 'მასწავლებელი' არ შეიცვალოს სახელით 'ბავშვების მარიონეტი' ადამიანი რომელიც ყურ მოჭრილი მონასავით ყველა სურვილს უსრულებს ბავშვებს.
- კარგით რა მასწავლებელო, რასამბობთ?
- სიმართლეს, რომელიც ძალიან მწარეა ხედავ? გინდა წყალო მოგაწოდო? - უეცრად დასწვდა მაგიდაზე დადებულ ბოთლს და
კვლავ ძლივს შეიკავეს სიცილი ბავშვებმა.
- მომისმინეთ. თქვენ ჩემი პირველი სადამრიგებლო კლასი ხართ, მინდოდა სამაგალითოები ყოფილიყავით, მუდამ წინ გეფარებოდით და დღემდე თქვენზე ცუდის თქმის უფლება არავისთვის მიმიცია. ყველა სურვილს გისრულებდით და რა გამოვიდა? სამაგალითოები კი არა გაფუჭებულები გამოხვედით
- მასწავლებელოოო
- დამაცადე თეონა. მე ეგ გასწავლე? მასწავლებელი რომ ლაპარაკობს შენს წინ პირში ჩაეჩერი მეთქი?
- უკაცრავად..
- ბავშვებო! ეს ბოლო იყოს კარგი?შევთანხმდეთ რომ პრობლემებს თქვენით აღარ მოძებნით, ისედაც საკმარისად გექნებათ
- ასე რომ ლაპარაკობთ მას, ცოტა მეშინია
- მართლა ასეთი ცუდია ცხოვრების ასპარეზზე გასვლა, საერთოდ რომ არ გავიდეთ?
- მაგას ვერავინ გაექცევა ტასო. ახლა კიდევ აიღეთ ბურთები და კალადბურთი ვითამაშოთ, ისედაც საკმარისად გამიგრძელდა მონოლოგი. - ქურთუკი სკამზე დააგდო და სათითაოდ გაუგორა ბავშვებს იატაკზე მიმოფანტული ბურთები
- და მას თქვენ რასიზამთ ქეთევანთან, გინდათ წავალთ და ვეტყვით რომ გაიძულეთ დაგვხმარებოდით
- არც კი იფიქროთ მსგავსი. იცოდეთ..არ გაბედოთ მასთან მისვლა, თორემ ძალიან ვიჩხუბებ. ამიერიდან ეგ ჩემი პრობლემაა და დაივიწყეთ.
- მაგრამ მას..
- არანაირი მაგრამ. თამაშს ვიწყებთ!

პ.ს მთელი ემოციები ჩავდე ამ თავში, განსაკუთრებით თიკასთან მიმართებაში.. ასე რომ იმედია არ მიწყენთ დაგვიანებას.
თორნიკეს და მარიამს რაც შეეხება, მათი ურთიერთობა ჯერ მხოლოდ ახლა იწყება, იმედია მათაც შეიყვარებთ..
დროებით გემშვიდობებით..
სიყვარულით, თქვენი ელატრისი.

№1  offline წევრი Xutu

Mal male Rom dado ar shegidzlia dzalian kargi istoriaaa

№2  offline წევრი OKI ME

ისე თიკას ისტორიას თუ გააგრძელებ საინტერესო იქნება. ან აქ ან ცალკე ისტორიას თუ დაწერ.

თორნიკეს რაც შეეხება საკმაოდ რთული ცხოვრება აქვს გამოვლილი. მაინც ვთვლი რომ მარიამ ცუდათ ექცევა. აჯობებს თუ მოუსმენენ ერთმანეთს. თუ ვინმესთან გასაბუტი და გასაბრაზებელი აქვს ეს მამამისია და ალბათ ლილეც.

სკოლაააა, როგორ მინდა მჯეროდეს რომ ასეთი რამეები დღეს აღარ ხდება. ნამდვილად არ ვიცი რა სიტუაციაა ამ მხრივ დღეს, დაახლოებით 9 - 10 წელია რაც სკოლა დავამთავრე და შეხება აღარ მქონია მას მერე. იმედს ვიტოვებ რომ ადრინდელთან შედარებით უფრო ნაკლებად ხდება ბავშვების ჩაგვრა მასწავლებლებისგან თუ ბავშვებისგან. ყველაზე დიდ როლს ამაში მასწავლებელი თამაშობს. ჩემ დროს არ იყვნენ თორნიკეს მსგავსი მასწავლებლები თუმცა უამრავი იყო ქეთევანის და სხვა დანარჩენის მსგავსი. ცუდია როდესაც უბრალოდ ვერ იაზრებ სწორად რას ნიშნავს და რა ევალება რეალურად მასწავლებელს. არადა სწორედ ის უნდა იყოს ბავშვის მეგობარი, პედაგოგი, აღმზრდელი, ფსიქოლოგი და საერთოდ ის სანდო ადამიანი ვისაც მიმართავ პრობლემის ქონის შემთხვევაში.
ჩემ დროს ხშირად იყო მაგალითად კლასში მოსწავლეების დაყოფა. მასწავლებლის ფავორიტი მოსწავლეები და არასასურველი მოსწავლეები. რა თქმა უნდა ფავორიტებში ისინი შედიოდნენ ვისაც მასწავლებელთან მისივე მოთხოვნილი საჩუქრები მიჰქონდა. ამის მიხედვით იწერებიდა ნიშნებიც რა თქმა უნდა.
იყო ასევე ბავშვების დამცირება და ათასი რამის მიძახებაც კლასის წინაშე. ყველაზე მეტად პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა მაშინ როდესაც ჩემს კლასელს რომელსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეეძლო მასწავლებლისგან თუ სხვა ბავშვებისგან და მთელი კლასის წინაშე ამცირებს და დებილს ეძახის. ამ ყველაფრის შემხედვარეს გადავწყვიტე ამერჩია ისეთი პროფესია რომლითაც შევძლებდი რამით მაინც იმ ხალხის დახმარებას ვისაც ეს თავად არ შეეძლოთ. აი, ჩემმა რამდენიმე მეგობარმა ამ მასწავლებლების შემხედვარეს გადაწყვიტეს თავად გამხდარიყვნენ მათი საპირისპირო მასწავლებლები და ის ესწავლებინათ ახალი თაობისთვის რაც ჩვენ თაობას არ გვასწავლეს და დაგვაკლეს. რატო გავიხსენე ახლა ჩემი სკოლის პერიოდი ნამდვილად არ ვიცი, არადა სულ სხვა რამის დაწერა მინდოდა უბრალოდ როდესაც ბავშვების ჩაგვრას ეხება საქმე მახსენდება ხოლმე რა ხდებოდა წარსულში ჩემ სკოლაში. თუ ოდნავ მაინც სუსტი იყავი გადაგივლიდნენ ბავშვებზე მეტად მასწავლებლები. ძალიან მინდა რომ დღეს ასე აღარ ხდებოდეს.

შენ კი მადლობა ასეთი საინტერესო თავისთვის. ❤️❤️

№3  offline წევრი EllaTriss

Xutu
Mal male Rom dado ar shegidzlia dzalian kargi istoriaaa

მიხარია რომ მოგწონს❤ მეც ძალიან მინდა
რომ მალე დავდო, თუმცა წერის პროცესში ვარ და ამაზე სწრაფად არ შემიძლია

Megioki

თიკას ისტორიას გავაგრძელებ აქ ნაწილობრივ, თუმცა მასზე ახალი ისტორიის აგება... ვნახოთ, ვნახოთ, ვიფიქრებ ამაზე.
ძალიან მინდა გითხრა, დღეს, სკოლაში ასეთი რაღაცეები აღარ ხდება-მეთქი, თუმცა სამწუხაროდ ყველაფერი უარესობისკენ იცვლება. კლასელებს რომ თავი დავანებოთ, ყველაზე მეტად მასწავლებლები ჩაგრავენ ბავშვებს. არასასურველი მოსწავლეები, რომელთაც ღიად აგრძნობინებენ რომ სწორედ არასასურველნი არიან. ამის ყურება შეუძლებელია, წარმოიდგინო თავი მათ ადგილას, იგრძნო მათი ტკივილი საშინელი გრძნობა. ვერ მიხვდება ის, ვისაც არ გამოუცდია.. ჩემს სკოლაში დღეს ასეა.. თუ სხვაგან უკეთესი მდგომარეობაა, მე მხოლოდ გამეხარდება.
ვოცნებობდი, ლაშასნაირ მასწავლებელზე, თუმცა...

პ.ს თუ ჩემი ნაწერით, ვინმეს დავაფიქრებ. ვინმეს სულ-სულ ოდნავ მაინც შევმატებ ძალას, რომ უსამართლობას ებრძოლოს, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები. მეტის გაკეთება, ახლა რომ შემეძლოს... გავაკეთებდი! თუმცა იმედს ვიტოვებ რომ მომავალში მაინც შევძლებ გაკეთებას.

მადლობა შენ, პირველი თავიდან ჩემთან ხარ ❤
საოცრად მიხარია, როცა შენს კომენტარს ვხედავ ხოლმე❤

№4  offline წევრი OKI ME

EllaTriss

ცუდია, არადა როგორი იმედი მქონდა, რომ შეცვლილი მაინც იყო. მიუხედავად იმისა რომ მე არ ვყოფილვარ ჩაგვრის ობიექტი სკოლაში, აი მაგ პერიოდის უკან დაბრუნებას არასდროს ვინატრებდი. პლიუს ამას არაპროფესიონალი, სტერეოტიპულად მოაზროვნე მასწავლებლები, რომლებიც ბავშვებს აკომპლექსებენ და ეს მოგყვება მერე თითქმის მთელი ცხოვრება.

მიხარია, ძალიან მიხარია, რომ შენ აღმოგაჩინე. ესეთი შესანიშნავი ადამიანი.

ვფიქრობ, რომ აუცილევლად დააფიქრებ შენი ნაწერით. ბევრი კითხულობს. ზოგი საკუთარ თავს ამოიცნობს, ზოგი მეგობარს, კლასელს. იმედი მაქვს დაფიქრდებიან თუ თავად არიან მსხვერპლნი, ხოლო თუ მათ ახლობელ ადამიანებს ამოიცნობენ დაეხმარებიან.
შენ კი წერა არ შეწყვიტო. აუცილებლად გააგრძელე. ❤️❤️

№5  offline წევრი marita1230

ბავშვობა ბედნიერებასთან ასოცორდება, უამრავ ფერთა გამასთან და ლამაზ დღეებთან. მიხარია იმ ადამიანებთან შეხვედრა ვინც სილაღითა და სიყვარულით იხსენებს ხოლმე ბავშვობის წლებს. სამწუხაროდ ჩვენი შინაგანი მრავალფეროვანი სამყარო რომელიც ბავშვობაში მეტი სისპეტაკითა და სისუფთავით გამოირჩევა ჩვენს ირგვლივაც ჰგონია ბევრს. ხშირად უთქვამს ჩემთვის მასწავლებლებს ან უფროსებს "რა საფიქრალი უნდა გქონდეს შენო? რა სადარდებელი კი თქვენ გაქვთო ? შენ რომ გტკივა უნდა იფიქრო რომ სხვას უფრო სტკივაო..." ყოველთვის მიუღებელი იყო ჩემთვის ეს სიტყვები და მიუღებლადვე დარჩა . რა მნიშვნელობა აქვს რამხელაა ტკივილი ან ცხოვრების პრობლემა როცა გაწუხებს . შენია და სხვისას ვერც შეადარებ . ყველასთვის სხვადასხვანაირია ცხოვრების დაბრკოლება და ძალიან სამწუხაროა ბევრს რომ არ აქვს გაგების უნარი , მითუმეტეს იმ მასწავლებლებს რომლებიც პიროვნების ჩამოყალიბებაში გვეხმარებიან და წესით დიდი წვლილი უნდა შეჰქონდეთ ჩვენს განვითარებაში.
რამდენი თიკასნაირი გადარჩებოდა მეტი ადამიანობა რომ გამოეჩინა ვინმეს მის გვერდით , მეტი სითბო ან სიყვარული. სულ ოდნავ მეტი. შეიძლება სულ ერთი სიტყვით გადავარჩინოთ ხოლმე ერთმანეთი. გაგებით მხოლოდ ჩვენს სიცოცხლეს კი არა ხშირ შემთხვევაში სულსაც გადაარჩენდნენ, არ დაგვამახინჯებდნენ და არც ცოცხალ გვამებს მოუწევდა არსებობა.
საშინელი იყო ქეთევანის და სხვა მასწავლებლების დამოკიდებულება და ყველაზე სამწუხარო ისარის რომ მართლა საკუთარ თავზე ფიქრობენ რეალურ ცხოვრებაშიც.

მტკივა ლაშას გავლილი გზა და მასში მცხოვრები პატარა ბიჭი . არავინ იმსახურებს მსგავს რამეს. ეგოისტობაა შვილებისთვის ამის გაკეთება , ამისთვის გამეტება . რთული გადასატანია ღალატი , იქნებ როგორ უყვარდა კიდეც მსგავსი რამ რომ ჩაიდინა მაგრამ განა შვილებზე სულ არ უფიქრია?

მიუხედავად მარიამის სიტყვებისა რომლებიც წინა თავში უთხრა ლაშას , მგონია მაინც ექნებოდა დანაშაულის გრძნობა , რომელიც არ მოასვენებდა. მისთვისაც რთული იქნებოდა ცხოვრება როცა ეცოდინებოდა მისმა არსებობამ დაუნგრია ცხოვრება და-ძმას. რთულია მისი გზაც , ტკივილით გაჟღენთილი და უსამართლოც, თვითონაც ისეთივე მსხვერპლია როგორიც ლაშა.
ლაშა და მარიამი კი ნათლად გვანახებს რომ რამდენი ადამიანიცაა იმდენნაირი სიმართლეა მათ ირგვლივაც .
ლანა დამაკლდა . არვიცი რატომ მაგრამ დამაკლდა ამ თავში. ძალიან მაინტერესებს მისი და ლაშას ურთიერთობის განვითარება ,თიკას მომავალი და ამ ამბის მერე შექმნილი ვითარება მის ირგვლივ. ამის გათვალისწინებით დარწმუნებული ვარ ძალიან ძალიან საინტერესო ამბები გველის წინ. წარმატებებს გისურვებ.

№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა მადლობა წარმატებები ველოდები ახალ თავს

№7 სტუმარი სტუმარი nancho

გამოგივიდა ძალიან ემოციური თავი იყო,,სკოლა ნამდვილად არის ის ადგილი სადაც ბავშვი პიროვნებად უნდა ჩამოყალიბდეს,უნდა მიიღოს ცოდნა ,მაგრამ არა ისეთი მეთოდებით რომლებიც მოტივაციას დაანგრევს.მაგრამ რეალურად ბავშვი ხშირად საკითარი ოჯახი ჩაგრავს სხვადასხვა მეთოდებით,თუნდაც ლაშას და თიკას მაგალითი.დღეს სკოლა მეტ ნაკლებად ცდილობს ,რომ მოსწავლის ინტერესზე იყოს ორიენტირებული,მოკლედ ძალიან კარგი ისტორიაა და მადლობა .

№8  offline წევრი EllaTriss

marita1230
ბავშვობა ბედნიერებასთან ასოცორდება, უამრავ ფერთა გამასთან და ლამაზ დღეებთან. მიხარია იმ ადამიანებთან შეხვედრა ვინც სილაღითა და სიყვარულით იხსენებს ხოლმე ბავშვობის წლებს. სამწუხაროდ ჩვენი შინაგანი მრავალფეროვანი სამყარო რომელიც ბავშვობაში მეტი სისპეტაკითა და სისუფთავით გამოირჩევა ჩვენს ირგვლივაც ჰგონია ბევრს. ხშირად უთქვამს ჩემთვის მასწავლებლებს ან უფროსებს "რა საფიქრალი უნდა გქონდეს შენო? რა სადარდებელი კი თქვენ გაქვთო ? შენ რომ გტკივა უნდა იფიქრო რომ სხვას უფრო სტკივაო..." ყოველთვის მიუღებელი იყო ჩემთვის ეს სიტყვები და მიუღებლადვე დარჩა . რა მნიშვნელობა აქვს რამხელაა ტკივილი ან ცხოვრების პრობლემა როცა გაწუხებს . შენია და სხვისას ვერც შეადარებ . ყველასთვის სხვადასხვანაირია ცხოვრების დაბრკოლება და ძალიან სამწუხაროა ბევრს რომ არ აქვს გაგების უნარი , მითუმეტეს იმ მასწავლებლებს რომლებიც პიროვნების ჩამოყალიბებაში გვეხმარებიან და წესით დიდი წვლილი უნდა შეჰქონდეთ ჩვენს განვითარებაში.
რამდენი თიკასნაირი გადარჩებოდა მეტი ადამიანობა რომ გამოეჩინა ვინმეს მის გვერდით , მეტი სითბო ან სიყვარული. სულ ოდნავ მეტი. შეიძლება სულ ერთი სიტყვით გადავარჩინოთ ხოლმე ერთმანეთი. გაგებით მხოლოდ ჩვენს სიცოცხლეს კი არა ხშირ შემთხვევაში სულსაც გადაარჩენდნენ, არ დაგვამახინჯებდნენ და არც ცოცხალ გვამებს მოუწევდა არსებობა.
საშინელი იყო ქეთევანის და სხვა მასწავლებლების დამოკიდებულება და ყველაზე სამწუხარო ისარის რომ მართლა საკუთარ თავზე ფიქრობენ რეალურ ცხოვრებაშიც.

მტკივა ლაშას გავლილი გზა და მასში მცხოვრები პატარა ბიჭი . არავინ იმსახურებს მსგავს რამეს. ეგოისტობაა შვილებისთვის ამის გაკეთება , ამისთვის გამეტება . რთული გადასატანია ღალატი , იქნებ როგორ უყვარდა კიდეც მსგავსი რამ რომ ჩაიდინა მაგრამ განა შვილებზე სულ არ უფიქრია?

მიუხედავად მარიამის სიტყვებისა რომლებიც წინა თავში უთხრა ლაშას , მგონია მაინც ექნებოდა დანაშაულის გრძნობა , რომელიც არ მოასვენებდა. მისთვისაც რთული იქნებოდა ცხოვრება როცა ეცოდინებოდა მისმა არსებობამ დაუნგრია ცხოვრება და-ძმას. რთულია მისი გზაც , ტკივილით გაჟღენთილი და უსამართლოც, თვითონაც ისეთივე მსხვერპლია როგორიც ლაშა.
ლაშა და მარიამი კი ნათლად გვანახებს რომ რამდენი ადამიანიცაა იმდენნაირი სიმართლეა მათ ირგვლივაც .
ლანა დამაკლდა . არვიცი რატომ მაგრამ დამაკლდა ამ თავში. ძალიან მაინტერესებს მისი და ლაშას ურთიერთობის განვითარება ,თიკას მომავალი და ამ ამბის მერე შექმნილი ვითარება მის ირგვლივ. ამის გათვალისწინებით დარწმუნებული ვარ ძალიან ძალიან საინტერესო ამბები გველის წინ. წარმატებებს გისურვებ.

ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვამთ 'რა საფიქრალი უნდა გქონდეს შენო..' არვიცი რატომ, თუმცა ალბათ რთულია წარმოდგენა იმისა, რომ ბავშვობა უდარდელი არ არის, მათთვის ვინც ის მხიარულად და ლაღად გაატარა.
უფროსებს გახსენება რომ ვთხოვოთ.. ალბათ, ყველა იტყვის რომ კლასში ერთი 'მუდო' მაინც ჰყავდათ, რომელიც ყოველთვის იყო ჩაგვრის მსხვერპლი. რა თქმა უნდა, შეიძლება 30 ბავშვში ის ერთი არაფერია, თუმცა სამწუხაროდ არავინ აყენებს თავს იმ ერთის ადგილას. დრო გავა და მასზე ისევ გაიცინებენ, თავის დაცვა არ შეეძლო. მაგრამ ის ერთი? ის გაიცინებს თუ არა წარსულის გახსენებისას? მასაც ჰქონდა უფლება, ბედნიერი ბავშვობის ქონისა, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ წაართვეს.

პ.ს ლანას დანაკლისს ავანაზღაურებ. გეთანხმები, წინ ნამდვილად საინტერესო ამბები გველის. ❤
მადლობა რომ აზრი გამიზიარე

სტუმარი ნესტანი
ძალიან კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა მადლობა წარმატებები ველოდები ახალ თავს

მიხარია რომ მოგეწონა❤ მალე იქნება ახალი თავი❤

№9  offline წევრი Marita_G

აუ მეც მინდა მსგავსი მასწიიი????????

№10  offline წევრი EllaTriss

Marita_G
აუ მეც მინდა მსგავსი მასწიიი????????

❤❤❤

№11 სტუმარი სტუმარი სტუმარი

მალე დადებ?<33 აი ძაალიან მომწონს! რასაც ვკითხულობ აქ მოთხრობებს, ყველაზე მეტად ეს მომწონს და ამის ახალი თავის დადებას სულმოუთქმელად ველოდებიი:*

№12  offline წევრი EllaTriss

სტუმარი სტუმარი
მალე დადებ?<33 აი ძაალიან მომწონს! რასაც ვკითხულობ აქ მოთხრობებს, ყველაზე მეტად ეს მომწონს და ამის ახალი თავის დადებას სულმოუთქმელად ველოდებიი:*

ვაიმე, ძალიან გამახარა შენმა სიტყვებმა❤
ახალი თავი დამატებული მაქვს. ადმინისტრაცია გადაამოწმებს და გამოქვეყნდება❤

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent