შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პრობლემა იწყება შენით. (ნაწილი-12)


17-09-2020, 14:37
ავტორი Butterfly122334455
ნანახია 1 157

პირველ რიგში მოგესალმებით !
ვიცი ცოტა დამაგვიანდა,მაგრამ რთული იყო ამ თავის ისე განაწილება,რომ არც სისულელე გამომსვლოდა და არც ძაალიან გამეწელა,რადგან შემდეგ თავში ვასრულებ და ყველაფერთან ერთად ,როგორც იცით ცალ-ცალკე მიწერია რამოდენიმე თავი და აქ ერთად სამ და ოთხ თავს ვდებ და ცოტა რთულია ალბათ ასე უეცრად ერთი სიტუააცის დასრულება და მეორის დაწყება.
აქაც იგივე ხდება და ყველაფრის მიუხედავად დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ,დავიწყოთ <3


იანის პოვ:
ყველაფერი მშვენივრად იყო!!
უფრო სწორად უნაკლოდ!
ქეითი უკვე ჩემი ცოლი იყო
და უბედნიერესი კაცი ვიყავი ამ წამს!!
ხალხიც გამალებით გვიკრავდა ტაშს,სამოთხეს გავდა აქაურობა!
თითქოს და უკვე ყველაფერი მქონდა რაც ასე ძლიერ მსურდა, ყველა ოცნება მისი სახით ერთბაშად ამიხდა!
ჩემი ახლობლები და შემორჩენილი ოჯახის წევრები გარს გვახვევიან და ბედნიერი განათებული საახებით გვილოცავენ.
გარშემო მხოლოდ მათი ხმა ისმის!
-გილოცავთ!
-გილოცავ იან !
-ქეით ,იან გილოცავთ!
მაგრამ ამ მშვენიერ და ჰარმონიულ მომენტში,ყველაფერი ერთმა უცნაურმა ხმამ დაარღვია.
იარაღის ხმას.
გასროლის ხმა იმდენად შესამჩნევი იყო,რომ ყველა იმ წამსვე დადუმდა.
მე კი გაუგნებული და უკვე სიკვდილამდე შეშინებული
ვაცეცებდი თვალებს,რომ გამეგო ვის მოხვდა ტყვია!!
მაგრამ თითქოს თვითნებურად არ ვიხედებოდი ქეითისკენ,რადგან მეშინოდაა!!
ძაალიან მეშინოდა!
-ქ...ე..ით.. ხმის კანკალით ძლივს ამოვიღე ხმა და ჩემს წინ მდგარი ქეითი ფერდაკარგული რომ დავინახე უეცრად გავიყინე.
დროც გაჩერდა და მეც თითქოს სუნთქვა შევწყვიტე.
თეთრი კაბა  ღაჟღაჟა წითელი  სისხლით ჰგონდა გაფერადებული ,თვალები გაურკვევლობით ჰქონდა სავსე,და უბრალოდ სისხლიან ხელებს დაჰყურებდა ,რომელიც სისხლით გაჟღენთილ კაბას დაესვარა.
ლამაზი ნაზი თაიგული სისხლის წვეთებით გაფორმებული მიწაზე იყო მისვენებული,ქეითი კი უკვე მე მიყურებდა,მიყურებდა არა ,უფრო თვალებში ჩამცქეროდა,და პირდაპირ სულში მიყურებდა.
სანამ ბოლოჯერ არ დახამხამა თვალი და ერთი კუნწულა ცრემლი არ ჩამოვარდა,შემდეგ კი
იმ წამსღა მოვტვინე ყველაფერი,
როდესაც ხელებში ჩამივარდა!
-ქეით!!!ქეით!!არ გაითიშო!!
ბოლო ხმაზე ვუყვიროდი,და ცრემლები ღაპა ღუპით მცვიოდა!
-ქეით!!
მისით ხელში ჩავიმუხლე და მისი სხეული მკლავებში მთელი ძალით
მოვიქციე,თან ბააგებს ვუკოცნიდი,და ვევედრებოდი არ დავეტოვებინე მარტო!!
-ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ ყველაფერს ქეით..გთხოვ,გთხოვ არ წახვიდე!
-სასწრაფოს გამოუძახეთ!! სასწრაფოს გამოუძახეთ!!

1 საათის შემდეგ:

ცოტახანში საავადმყოფო ქორწილითვის საგანგებოდ გამოწყობილი ხალხით იყო სავსე.
ქორწილისთვის გამზზადებული ხალხით,რომლის პატარძალიც
ამ წამს სიკვდილს ებრძოდა.
ყველას სახეზე სევდას და დარდს ამოიკითხავდი,მოუსვენრად და თითქოს მთელი მოთმინებით,რომ ელოდნენ სააბოლო განაჩენს საყვარელი პატარძალის შესახებ.
მე კი ჯერ კიდევ ვერ მოვდიოდი გონს და ვერ ვიაზრებდი,რომ ეს მართლა მოხდა...ან არ ვიცი იქნებ უბრალოდ არ მინდოდა ამის გააზრება.
ზუსტად ვიცოდი,რომ უკვე ქეითისთვის თავისუფლად ყოფნა უსაფრთხო იყო...ასე როგორ შევცდი?!
საკუთარ თავს ვერ ვპატიობ და მას,რომ რამე დაემართოს,ვერც ვერასოდეს ვაპატიებ!
გული ჯერ კიდევ გამალებით მიცემს და გაშტერებული შევსცქერი
კედელზე ერთ წერტილს,მთელი 1 საათია უკვე ასე ვარ
და არც მანაღვლებს რომ უკვე ჩემზეც ნერვიულობენ.
ასევე არ დამვიწყებია,ყოველი იქ მყოფისთვის თვალის შევლება.
მაგალითად ქალბატონი ნინასი ,რომელსაც შემთხვევის შემდეგ  ერთი წამითაც არ შეუწყვიტავს ტირილი,ბატონი ენდრიუს გამოხედვა ,რომელიც არც კი ვიცი რას გამოხატავდა,სევდას? წყენას? შიშს?უიმედობას?
თუ ყველაფერს ერთად?
უბრალოდ მის გამოხედვაში
კარგად ჩანდა რომ შვილის დაკარგვა სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა მისთვის!!
ნაბი,რომელიც მგონი პირველად ვნახე ასეთი სერიოზული და შეშინებული!!
ჰარი, რომელიც ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და აქეთ-იქით სიარულით თავბრუს ახვევდა ხალხს.
ასევე ჯიმი ,რომელიც უბრალოდ პატარა ბავშვივით ურცხვად ტიროდა.
ლეონიც არ იყო დიდად კარგ მდგომარეობაში და თავ ჩახრილ იდგა ერთ ადგილას,თან ისე რომ თავს არც სწევდა !
წარმოიდგინეთ ერთი წამითაც კი !
თითქოს ეშინოდა ხალხი რასაც დაინახავდა მის თვალებში!!
ან კი სცხვენოდა და თავს დამნაშავედ გრძნობდა,რომ ქეითი ვერ დავიცავით და ეს საშინელი მომენტი გამოგვეპარა.
ჯეიკზე რაღა ვთქვა?
უემოციო სახით ზის ერთ ადგილას და უსიტყვოდაც ყველაფერს ამბობს გამოხედვით ,თუ რამხელა ტკივილს განიცდის .
სააბოლოდ კი ყოველთვის მხიარული ჯოშუაც, რომელიც ჩემსავით არაფერს აკეთებს და უბრალოდ
გაშტერებული შეჰყურებს
პანიკაში მყოფ ხალხს.
თან კი შიგადაში ამოიხვნეშავს,და ყველასთვის დამალულ,მაგრამ ჩემთვის შემჩნეულ თვალზე მომდგარ  ცრემლს მაჯით იწმენდს.
ყველას თითქოს იმედი დაკარგული აქვს...ჩემს გარდა!
მხოლოდ მე ვიყავი ერთადერთი,რომელიც ყველაფრის მიუხედავად იმედს არ კარგავდა და გულში იგივეს იმეორებდა.
-ქეითი არ მიმატოვებს!!
არ მიგვატოვებს.
საბედნიეროდ კი ჩემი სიმტკიცის მადლობელი ვარ,რადგან მალევე გამოვიდა ექიმი და გვითხრა, რომ ქეითი გადარჩებოდა!
იმის მიუხედავად ,რომ ორგანოები დაუზიანდა ნასროლის გამო,მაინც არის შანსი,რომ ის გადარჩება!
ამის შემდეგ თითქოს ყველას დაუბრუნდა თვალებში ის ნაპერწკალი,რომლის კვალიც ცოტახნის უკან საერთოდ გაამქრალი იყო!!
ვიცი ეს არაფერია და მაინც არსებობს იმის შანსი რომ დავკარგოთ,მაგრამ არა!
არ დავნებდები და იმედს არ დავკარგავ...ის გადარჩება.
-ჯანდაბა,ჯანდაბა!
რომ ვერ გაადარჩინონ?!
სასოწარკვეთილმა ჯიმა წამოიძახა და თავზე ხელებ შემოწყობილმა ნერვიულობით დაიწყო აქეთ-იქით სიარული!
-ყველა ვნერვიულობთ ჯიმ,ამ წამს პანიკის დრო არაა.
მე ხმაც არ ამომიღია,ლეონმა ეს სიტყვები რომ უთხრა.
-ჩვენო სტუმრებო,ქალბატონო ნინა,ბატონო ენდრიუ,გთხოვთ სახლში წადით ყველანი და დაისვენეთ.
საავადმყოფოში ქეითან ჩვენ ვიქნებით და თუ რამე სიახლე იქნება შეგატყობინებთ.
ჩემს მაგივრად გამოაცხადა ჰარიმ,რადგან იცოდა ამ წამს არაფრის თავი არ მქონდა და გამოთიშული ვიყავი ამ სამყაროდან.
რის შემდეგაც თავ ჩახრილმა გამიარა ყველამ და გავლისას ენდრიუმ მხარზე დამადო ერთი ხელი და ისეთი თვალებით შემომხედა,რომელიც ყველაფრის მთქმელი იყო ამ წამს.
თითქოს მითხრა,რომ არ უნდა დავნებებულიყავი და ამას ყველა ერთად გადავიტანდით.


                       1 თვის შემდეგ:
ერთი თვე გავიდა მომხდარის შემდეგ და ძლივს მოგვცეს ქეითთან შემოსვლის უფლება!
წარმოიდგინეთ ერთი თვის მანძილზე არ მყავდა ნანახი ჩემი ქეითი,მასთან შეხვედრამაც კი თითქოს სიცოცხლით ამავსო!
ვიცი უგონოდაა ,რადგან ამ ერთ თვეში ბევრი ოპერაცია ჩაუტარდა,მაგრამ მაინც მინდა ვესაუბრო.
-ქეით ყველა გელოდებით.
იცი შენი კაბაც კი შენს ოთახში დევს,ისევ ისეთი როგორიც თავიდან იყო.
თავიდან დავინახე,როგორ დასტიროდნენ შენს სისხლიან თეთრ კაბას შენი მეგობრები და გავცოფდი!
შემდეგ კაბას ისევ ისეთი მდგომარეობა დავუბრუნე და შენთვის დავტოვე შენივე საწოლზე.
ქეით გთხოვ გაუძელი,ძლიერი დარჩი!
ვიცი როგორ გიყვარს გამოწვევებთან შერკინება და ეს დრო სწორედ ,რომ შესაფერისია,რათა საკუთარ ბედს დაუპირისპირდე და გაიმარჯვო!
ისევ უნდა გაიღვიძო...ჩვენ გელოდებით.
ესღა ვთქვი და მის გვერდით დავდე თავი.
არ ვაპირებდი ძილს,უბრალოდ მის გვერდით მინდოდა ისევ ყოფნა,ეს კი ერთადერთი იყო რაც ამ წამს შემეძლო.
ეს ბოლო პერიოდი არც მძინებია საერთოდ!!
მითუმეტეს იმის შემდეგ რაც ქეითან შემოსვლის უფლება დამრთეს.
ქეითს ვუღამებდი და ვუთენებდი საავადმყოფოში,თან კი შიგადაში ქორწილის ამბავს ვარკვევდი ,რომ იმ ადამიანისთვის სიცოცხლე გამემწარებინა!!
უფრო სწორად კი
ალექსისთვის,რომელიც მთავარი ეჭვმიტანილი იყო !!

6 დღის შემდეგ:
ალექსის კვალს ვედექით და უკვე საკმაოდ ცოტაღა გვეკლდა,რომ გამოგვეჭირა,ოღონთ ამჯერად სააბოლოდ.
მას არასდროს არ ვაპატიებ იმას ,რაც გააკეთა.
ეს კი ჩვენი დააუწერელი კანონია!
არც კი ვიცი უკვე სახლში ყოფნა რა არის,რადგან ან საავადმყოფოში ვარ,ან კი გარეთ მანქანით დავეხეტები და კარიდან კარზე გამოკითხვით და ხალხის შეშინებით ალექსის კვალს ვუახლოვდები!
ახლაც საჭესთან ვიჯექი და ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლისკენ მივდიოდი,ტელეფონზე ბრუნომ რომ დამირეკა.
-გისმენ ბრუნო,რა ამბავია?
-იან სასწრაფოთ მოდი!
ქეითმა გაიღვიძა!
ამის გაგება იყო ტელეფონი პირდაპირ რომ გადავაგდე გვერდით და შუა ქუჩაში,რომ მოვატრიალე მანქანა!
ისე რომ კინაღამ რამოდენიმე მანქანა შემასკდა და შედეგად უკან ხმაური ,ყვირილი და სიგნალის ხმები ჩამოვიტოვე!
საავადმყოფოშიც აღელვებული შევედი და ქეითის პალატასთან მდგარ ბრუნოს ბედნიერი მივარდი.
-ახლაც გონზეა?
ამაზე ბრუნომ ღიმილით დამიქნია თავი,მე კი ვეღარ მოვითმინე და გახარებული ჩავეხუტე!
ამაზე მას გაეცინა და მხარზე რამოდენიმეჯერ დამარტყა მკრთალად ხელი.
-მიდი მეგობარო შენ გელოდება!
შემდეგ ესღა მითხრა და ხელი მიშვა.
მეც ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე პიჯაკი შევისწორე და პალატის კარი შევაღე.
იქ კი ჩემი ცხოვრების სიყვარული დანარჩენებთან ერთად დამხვდა.
ყველა გაჩუმდა და მე შემომხედეს,ისეთი სახეები ჰქონდათ,როგორიც არასდროს არ მენახა მათზე.
ძაალიან ბედნიერები იყვნენ.
-ქეით...ესღა ვთქვი ჩურჩულით და მისკენ სწრაფად წავედი,შენდეგ კი როგორი ფრთხილადაც შემეძლო გულში ჩავიკარი!
თვითონაც მთელი ძალით მეხვეოდა და ტიროდა.
-ქეით...დაბრუნდი,მაინც დაბრუნდი!
ჩუმად ვჩურჩულებდი მის ყურთან და მისი მონატრებული სურნელით მთვრალი ბედნიერების ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.
მაგრამ ამ ჩახუტების მომენტში უეცრად ვიღაცამ შემოგლიჯა კარი და ეს იყვირა ბოლო ხმაზე!!!
-ქეით,ყველას იცი როგორ შეგვეშინდა!!?
მის დანახვაზე,კი ცოტახანს ყველანი გავშეშდით.
ეს ჯოშუა იყო და და მხოლოდ ამის თქმაღა შეძლო და შემდეგ  კი ამდენხანს ნაკავები ცრემლები ურცხვად გადმოყარა და ქეითისკენ გამოიქცა!
ასე მომტირალი ,პატარა ბავშვივით ყრიდა ცრემლებს და ქეითის წინ ჩამუხლული იყო!
ის ჩვენს შორის ყველაზე პატარაა და თავი მაინც კაცად მოჰქონდა სულ,ახლა კი კარგად ჩანს მისი რბილი და მზრუნველი ხასიათი.
ამის შედეგად კი ამ სანახაობის მომსწრემ მხოლოდ სიცილიღა შევძელი!
ყველა ძაალიან შევშინდით,რომ ქეითის დავკარგავდით,მაგრამ აი აქ ვართ,ის კი ჩვენს წინ მომღიმარი ზის და ყველას სიყვარულით შემოგვცქერის!
აი რატომ არ ღირდა იმედის დაკარგვა,მე ვამაყობ რომ არ დაბნებდი!
ვამაყობ რომ არ დავნებდით.

   
                      1 თვის შემდეგ:

ყოველი დღე ჩემი სახლიდან გასვლით იწყებოდა,ჯერ შავ საქმეს ვაგვარებდი,შემდეგ კი პირდაპირ ქეითან მივდიოდი საავადმყოფოში.
ქეითი უკვე ძაალიან კარგადა და დღე დღეზე ველოდებით მის გამოწერას!
მაგრამ მისმა გამოჯამრთელებამ ბოლო დროს რაღაც სანერვიულო და საფიქრალი გამიჩინა.
-შენ გოგო სრულ ჭკუაზე ხარ?!!
პიკნიკი არა ის!!
ახლა გამოკეთდი,ნაკერები გაგეხსნება!!
ვტუქსავდი როგორც ეს ბოლო რამდენიმე კვირაა ქეითს,რომელიც ჩემს დაყოლიებას ცდილობდა!
მას სხვებთან ერთად პიკნიკზე უნდა წასვლა,ეს კი რა თქმა უნდა ახლა შეუძლებელია!!
-აუუუ იაან, გთხოოვ!! ბრუნო ,მეგი  ,ყველა იქ იქნება!
მითხრა ქეითმა თავისი საყვარელი ხმით ,რაზეც იგივე პასუხი მიიღო!
-არა,არსად არ წახვალ.
ვუპასუხე მტკიცედ და მის აბზუტულ საყვარელ ტუჩებს ყურადღებას აღარ მივაქციე.
-კარგი რაა იან,დავიღალე აქ ყოფნით!
მან კი ისევ იგივე სახით რომ დაიწყო წუწუნი,ისეთი საყვარელი იყო ვეღარ მოვითმინე და ვუპასუხე.
-გამოგწერენ თუ არა დასასვენებლად წაგიყვან,შევთანხმდით?
უბრალოდ ახლა დამიჯერე.
ამის გაგებაზე სიხარულით იყვირა და ფეხზე წამოფრინდა,რაზეც ცოტახანს უბრალოდ განცვიფრებული სახიფათოდ ვუყურებდი,მანამ არ მიხვდა და არ დაჯდა ადგილზე.
-კარგი ,კარგი !
გავიგე ხოო!! აღარ ავდგები,ვიცი რომ ნაკერები გამეხსნება.
-უკვე არ მიჯერებ,მერე რას იზავ?
წარბის აწევით მკაცრად ვკითხე,მაგრამ რა თქმა უნდა ვეხუმრებოდი,ის კი ვერ მიხვდა და იმ წამსვე წყლიანი თვალებით ამომხედა...ბოლო დროს ძაალიან ემოციურია.
-ვხუმრობ,ვხუმრობ პატარა!
სიცილი დავიწყე და გულში ჩავიკარი,თან ისე რომ მთელ სახეს ვუკოცნიდი.

რამოდენიმე დღის შემდეგ:
მოხდა სასწაული და ერთი მშვენიერი და საოცნებო დღე ძლივს დადგა!
ქეითის გამოწერის დღე!
ამას კი სულ რაღაც 2 თვე დასჭირდა.
ბიჭები საავადმყოფოს გარეთ გველოდებოდნენ,მე კი ქეითან ერთად მშვიდად მოვდიოდი,მაგრამ რასაც არ მოველოდი მათი გამაღიზიანებელი სიუპრიზი იყო!
მაგრამ გასვლის თანავე გავიგე ამ სიუპრიზის შესახებ ,ფერადი ბუშტი რომ მომხვდა თავში...მე კი ბუშტებს ვერ ვიტან!
როგორც ჩანს ასე გადაწყვიტეს მისი დახვედრა,ეს კარგია ვიცი,მაგრამ მინდა ქეითი ახლა მშვიდად იყოს და სახლში დაისვენოს.
-ბუშტები.
დაბღვერილმა ვთქვი და თან მომღიმარ ქეითს გავხედე,რომელიც ყველას სიხარულით ეხვეოდა.
-რას იტყვი?! ხო კარგი სიუპრიზი გამოვიდა?
მხიარულად მომიახლოვდა ჯეიკი.
-კი ნამდვილად..ტორტიც ხო არ გაქვთ?
ცინიკურად ვიკითხე,მანამ ჯეიკმა ამაზეც თავი არ დამიქნია,მე კი ბუშტი ხელით მოვსრისე და გავხეთქე,ისე რომ გაღიზიანებული
მზერა არ მომიცილებია მისთვის.
-კარგი ბოსს დამშვიდით,თქვენც შეგხვდებათ ერთი ნაჭერი!
ჯეიკმა კი ჩემი დაცინვის მიზნის ესღა მითხრა და წინ გიჟივით გავარდა,რათა ჩემგან მოქნეული წიხლი არ მოხვედროდა!


                       
ქეითს როდესაც დავპირდი ,რომ გამოწერის შემდეგ დასასვენებლად წავიყვანდი,მესამე დღესვე არ მიგულისხმია ეს,მაგრამ ვერ გავაგებინე ეს და ამ წამს უკვე სიხარულით ალაგებს ჩემოდანს,მე კი მისაღებში ბიჭებთან ერთად კარტს ვთამაშობ.
-იან!!ესს ზედა გინდა!?
მეორე ოთახიდან ქეითის გამოძახილი მომესმა ,რაზეც უდარდელად ვუპასუხე,რადგან არ მაინტერესებდა რას ჩავიცმევდი დასასვენებლად წასული.
-არააა!!
შედეგად მხოლოდ ეს გავძახე და ბიჭებთან ერთად თამაში გავაგრძელეე,თან კი შიგადაში ჩვენს საიდუმლოზე ვსაუბრობდით.
-სარდაფში ხომ გყავთ ის სი*ი?
ხოდა ისე აწვალეთ ყვირილის ხმა არ ამოვიდეს აქ!!
ხვალ კი უკვე მე და ქეითი აქ აღარ ვიქნებით და თამამად იყავით,თუნდაც ისე რომ მთელს სახლში ისმოდეს მისი ყვირილი.
ბიჭებს ჩუმად ვეჩურჩულებოდი ალექსიზე,რათა ქეითს არ გაეგო!
მე ხომ მას დავპირდი, რომ იმ ამბის გარკვევას თავს დავანებებდი.
მაგრამ აბაა კიი!!
ცოლი მომიკლეს კინაღამ,შევარჩენდი !?
მე იან მილერი ამას შევარჩენდი?!
ჩემი ფეხები არ უნდოდათ?
-აუუ იან!!
გავიგე ისევ ქეითის ხმა,რაზეც სასწრაფოთ შევწყვიტე ალექსზე საუბარი.
-გისმენ საყვარელო.
-ჩემოდანში ვეღარ ვტევ რაღაცებს!!
გაბუტული სახით გამოყო თავი კარიდან,რაზეც თავში ხელი შემოვირტყი.
-ჭკუიდან ნუ გადამიყვან ქეით!
2 კვირით მივდივართ,იქ კიარ გადავდივართ საცხოვრებლად.
გავკიცხე ცოლი და გადადებული თაფლობის თვე, რომელიც ხვალ დაიწყებოდა,გონებაში წარმოვიდგინე.
-თაფლობის თვეა,ჩვეულებრივი დასვენება კი არა!!
მომაძახა გაღიზიანებულმა და კარი მოაჯახუნა.
-რატომ არის ქალებისთვის ასეთი რაღაცები მნიშვნელოვანი?
მთავარია მე და ის ვიყოთ,რას ჩავიცმევთ არ უნდა ეკიდოს?
დაბნეულმა ამ სიტყვებით გავხედე ბიჭებს,რაზეც ყველას გაეცინა.
-რავი,რავი იძახდი შვილი მინდაო და ახლა იმის გააზრებაც არ გინდა ქალს რა რატომ უნდა და რა მიზეზით?
მიზეზი არ არსებობს,ასე უნდა და მორჩა....ძნელია გაგება?
ღიმილით შემომხედა ლეონმა და სერიოზულად ამიხსნა ეს ყოველივე,რაზეც თავი დავუქნიე მხოლოდ და ბოლო წამს რომ ვეღარ მოვითმინე სიცილით უკან გადავაგდე თავი,რაზეც ბიჭებიც ამყვნენ.
-გაგიტეხავთ თავებს!!
მე დამცინით?!!
გავიგე ქეითის ხმაც ,რაზეც უფრო ვუმატეთ სიცილს.
ეს დღე ისე დასრულდა ვერც გავიგე და შედეგად გათენებულზე დილა ადრიან რომ მომიწია ადგომ,ჯერ კიდევ წინა დღე მეგონა და ვერც ვხვდებოდი ღამე იყო თუ დღე!
სამაგიეროდ რეისზე არ დაგვაგვიანდა და ნახევარი საათით ადრეც კი მივედით!
სავარაუდოდ კი უძილობისგან ხასიათი გამიფუჭდებოდა თვითმფრინავში რომ არ გამომეძინა კარგად!
-ჩამოვედით იან,იან!!!
გღვიძავს??
სააბოლოდ კი მისმა ხმამ გამომაღვიძა ისევ და ფანჯრიდან ,რომ გავიხედე მშვენიერი კუნძულის ხედსაც მოვკარი თვალი.
-იდეალური დასვენება გამოგვივა!
ქეითმა აღტაცებით შემომხედა,რაზეც თავი დავუქნიე,მან კი მალევე მიამატა.
-ამ მშვენიერი საჩუქრისთვის კი მეც მინდა რაიმე გაჩუქო.
ამაზე დაბნეულმა გავხედე,მაგრამ მისი მაცდური მზერა ,რომ დავინახე მივხვდი რასაც გულისხმობდა და ასევე ღიმილით ვუპასუხე.
-მოუთმენლად ველოდები.

   
ქეითის პოვ:
მშვენიერო თაფლობის თვე მოვიწყვეთ მე და იანმა და მგონი ,რომ ეს ორი კვირა არც არადროს არ დამავიწყდება!
იანი იმაზე რომანტიული აღმოჩნდა,ვიდრე მეგონა!
ხან ვარდის ფურცლებით მიტყუებდა საწოლში,ხან კი სურნელოვანი სანთლებით,მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებულად მეპყრობოდა,ისე რომ მეორე დღეს უბედნიერესი ვიღვიძებდი,რომ ასეთი იდეალური ქმარი მყავს!
მაგრამ თავისთავად ყველაფერი სრულდება და ჩვენი თაფლობის თვეც დასრულდა.
მე და იანი სახლში როგორც კი დავბრუნდით,ისე რომ არც კი დაგვისვენია,პირდაპირ ჩვენს მონატრებულ მეგობრებს დავურეკეთ,რათა ჩვენთან მოსულიყვნენ ...ეს ერთგვარი სიუპრიზი იყო მათვის,რადგან ხვალისთვის გველოდნენ.
როგორც მოსალოდნელი იყო,ჩვენი დანახვისას გიჟებივით დაიწყეს ყვირილი და იმდენხანს ვეხუტებოდით ერთმანეთს,რომ არ ვიცი!
ახლა კი მისაღებში მეგისთან და იონასთან ერთად ვზივარ და იქ მომხდარ ამბებს ვუყვები,უბრალოდ ცხვირში რაღაც სუნი უკვე შემაწუხებლად მიღუტუნებს!
-ესს..რა სუნიაა ?რა არის? ისევ რამე თუ დაწვით ვერ გადამირჩებით!
-რას ფიქრობდი?? ჯიმის გარეშე თავს ვერ გაართმევენ!
სუცილით მიპასუხა მეგიმ,რაზეც ჯიმი მთელი გულით ვინატრე..საინტერესოა რა საქმე გამოუჩნდა ,რომ  ჩვენთან ერთად არ წამოვიდა.
ამაზე ვფიქრობდი და ნელა მივდიოდი, სამზარეულოში,სადაც "მზარეული,, ბიჭები და იანი მეგულებოდნენ ,რომლებმაც ჯიმის გარეშე,თავისივე ხელით გადაწყვიტეს სადილის მომზადება.
მე კი ვგრძნობდი ,რომ რაც უფრო ვუახლოვდებოდი, სუნი მით უფრო ცუდად მხდიდა,და აი უკვე მოთმინება დაკარგულმა,რომ მივხვდი რაღაც რიგზე ვერ იყო ,გიჟივით საბააზანოსკენ მივაშურეე !
უკან კი მალევე ამყვა იანი და უნიტაზთან დამხობილს დადარდიანებულმა მკითხა.
-კარგად ხარ?
-არ ვიცი.
მეც დაბნეულმა ვუპასუხე და ამოვიოხრე,შემდეგ კი ისევ უნიტაზს ავეკარიი!!
ამ ყველაფრის შემდეგ იმაზე მსჯელობდა ყველა თუ რას შეიძლება მოვეწამლე!
წარმოიდგინეთ ჭამის დროსაც არ გაჩუმდნენ,სააბოლოდ კი უკვე აღარც ვისმენდი და უმადოდ ვჭამდი საჭმელს,მანამ იონას ჩურჩული არ მომესმა გვერდიდან.
-უკან გამომყევი ერთ წამს.
მეც თავისთავად ფეხზე წამოვდექი და უკან ავედევნე.
-რაღაცაშია საქმე!
კარი როგორც კი მოხურა ამ სიტყვით მომიტრიალდა,რაზეც გაკვირვებულმა ვუპასუხე.
-რას გულისხმობ?!
ამის კითხვაზე იონა გიჟივით წამოხტა ფეხზე და თავის ჩანთას ეცა,იქიდან კი ფეხმძიმობის ტესტი ამოიღო!
-იონა..ნუთუ იმას ფიქრობ ,რაც მგონია?
ან ეს საიდან?
ეს რომ ვიკითხე შოკში მყოფმა,უხერხულად ჩაიცინა.
-მოდი ამას ახლა არ გეტყვი,სჯობს აბაზანაში შეხვიდე და შეამოწმო!
-კარგი რა სისულელეა,უბრალოდ გული ამერია,ეს ბევრ რაღაცას შეეძლო გამოეწვია.
-შედი ქეით და ტესტი გაიკეთე.
მკაცრად რომ მომართა და კარისკენ მიმითითა ,ჩავიხვნეშე და სააბაზანოსკენ გავემართე ფეხის თრევით.
-იონა...ცოტახანდი კი სააბაზანოდან გამოსული კი პირ ღია გავემართე იონასკენ,რადგან ტესტმა ორი ხაზი აჩვენა!
-ვაიმეე,მანახე!
გიჟივით გამოგლიჯა ტესტი და რომ დახედა სიხარულით შემომახტა ზედ!
-ორსულად ხარ!! ხო გითხარი!
ამაზე მე გაფართოვებული თვალებით ვიყურებოდი და ვერ ვიჯერებდი..გამიხარდა,მაგრამ უკვე??
-არც კი ვიცი რა ვთქვა...მიხარია,მაგრამ თან ცოტა ადრეა მგონი.
იანიც ისეთ სააქმებშ-
ვერც მოვასწარი სიტყვის დასრულება იანმა რომ შემოაღო საძინებლის კარი!
-რაზე ჭორაობთ?! გეყოფათ ლაპარაკი და გამოდით,რაღაც მოხდა!
ამის გაგებაზე სასწრაფოთ დავეთანხმე და იმაზე ფიქრში გავყევი უკან ,რომ სავარაუდოდ და საბედნიეროდ ჩვენი საუბარი ვერ გაიგო.

-რა ამბავია ?? რას მოხდა?"
მშვიდად ვითომც და არაფერი,ამ კითხვით დავჯექი ჩემს ადგილას,რაზეც აღელვებული სახით დაიწყო ჯეიკმა იმის  მოყოლა რაც მოხდა!
-ჯიმი ამას წინად მიყვებოდა გოგოზე,რომელიც ერთ-ერთი მაფიური ჯგუფის ბოსის ქალიშვილია და დიდიხანია მასთან დაკავშირებას ცდილობს.
ერთ-ერთ საქმეზე სამი წლის უკან მათან რაღაც შელაპარაკება მოგვივიდა და სწორედ მაშინ შეამჩნია ამ გოგომ !
ახლა კი სწორედ ამაზე მინდა გესაუბროთ.
ეს თქვა და თან ახლოს მოიწია,შემდეგ კი ნერვიულობით განაგრძო საუბარი.
-ახლა ვეჭვობ ,რომ ჯიმი სწორედ მასთანა და ესაუბრება,მაგრამ ერთი კი ზუსტად ვიცი !
ის გოგო უკან აღარ გამოუშვებს.
წეღან დავურეკე და რაღაცას მოვკარი ყური და აშკარად საფრთხეშია!
იმ გოგოს სასწრაფოთ უნდა მისი ხელში ჩაგდება,სხვა გვარად დაუნდობელ ომს ჰპირდება,ჯიმი კი იცით როგორიცაა!
ეს რომ თქვა ყველას მოულოდნელად პირი ღიაა დაგვრჩა.
-მოიცა ვერ გავიგე!
ანუ თუ ჯიმი მისი არ გახდება , ჩვენთან მტრობას აპირებენ?
შეკრული შუბლით იკითხა იანმა.
-კი და თან ეს გოგო გათამამებული ძუკნაა!
რაც უნდა ყოველთვის ის უნდა მიიღოს.
ჯიმი არავისთან არაფერს არ იძახის,მაგრამ მე ვიცი.
ჩვენ კი  უნდა დევეხმარით!
ახლავე უნდა დავესხეთ თავს იმ სახლს და ჯიმი წამოვიყვანოთ,მანამ ფატალური შედეგებით არ დასრულდება რამე.
ამის მოსმენაზე ვინ იცი რამდენხანს ვცდილობდი ყვდლაფრის გადახარშვას,მაგრამ ამ ჩემს სიტუაციაში ჯერ კიდევ მიჭირდა ჯიმის პრობლემაზე ყურადღების გადატანა.
იანს ისეთი ცუდ სააქმებთან აქვს შეხება,რომ ჩვენი შვილის უსაფრთხოება მაშინებს.
წარმოიდგინეთ როგორი ჩვეულებრივი მომენტია ჩვენს სახლში არსაიდან სროლა და უცხო ხალხის შემოჭრა,რომლებსაც ჩვენთვის ზიანის მოყენება უნდათ!
თუ ბავშვი მეყოლება ამას როგორ გავუმკლავდე,რომ ჩემი შვილი დავიცვა და თან მტერიც მოვიგერიო.
-საყვარელო...რაღაც ძაალიან დაბნეული ჩანხარ,ყველანი ჯიმთან მივდივართ დახმარება გვინდა,არ აპირებ წამოსვლას?
ამის გაგებაზეღა გამოვფხიზლდი და რომ მიმოვიხედე აღარავინ დამხვდა,იანის გარდა.
-ამ..იან..შენ ხარ?
გული გამისკდა უცბად!
ისეთი არაფერი ,დაივიწყე !
ახლავე წამოვალ !
ესღა ვუთხარი და უკან ავედევნე.
გარეთ გასულს კი წიოკი და ჩხუბი დამხვდა მხოლოდ,რადგან ყველა ერთმანეთში ჩხუბობდა,პირველ რიგში რა ექნათ!
აქ უკვე მე ჩავერიე,რადგან ისინი ყოველთვის მისმენებ მე.
-უკაცრავად,შეგიძლიათ ყველანი დაწყნარდეთ!?
ახლა კაბათის და პანიკის დრო არაა ,ჯიმს რაც შეიძლება მალე უნდა დავეხმაროთ.
-როგორ ქეით?!ის უკვე შენობაშია,რომელში შეხწევაც არც ისეთი ადვილი იქნება,ჯიმიც თან ჰყავთ და დამუქრება ადვილათ შეუძლიათ.
-მე ვიცი რასაც ვიზავთ ,დამშვიდდით!
როგორც იცით და გაგებული გაქვთ,იანის მამა აიატოსთან და მის დაჯგუფებასთან შეკრულია და ახლო კავშირი აქვს,ამგვარად შეგვიძლია იანის მამას ვთხოვოთ,რომ აიატ_
არც დამასრულებინა იანმა სიტყვა წინ შეკრული შუბლით რომ დამიდგა.
-მოიცა ვერ გავიგე ახლა რაღაც.
ჯერ მამაჩემს რა უნდა სთხოვოთ,როდესაც რაც თავი მახსოვს მხოლოდ თავის ტრაკზე ფიქრობს,მერე კიდე ერთი ის მაინტერესებს როგორ უნდა შეძლო ისეთი კაცის გვერდით ყოფნა,რომელთანაც ასე ვთქვათ ცუდი ამბები გადაგხდა და მას მოსწონდი.
აშკარად ეჭვიანობის ამბავი უფრო ჩანდა მის სიტყვებში და საქციელში ,ვიდრე რაიმე სხვა,ამიტომ მალევე გავაჩუმე.
-იან,მე უკვე შენი ცოლი ვარ და თუ მართლა გინდა რომ ეს ასეც გაგრძელდეს, ჭკუას მოუხმე .
რაზე დგავ სცენებს?
ეს ჯიმს ეხება!
კი ვიცი მგონი ზედმეტად მკაცრი გამოსვლა იყო,მაგრამ რთული დღე მაქვს,ძაალიან რთული დღე!
-იჰო,ქეითი გაბრაზდა.
ესღა მომესმა ჯოშუასგან,რის შემდეგაც რამმოდენიმემ ჩუმად დაიწყეს სიცილი,მანამ ადგილზე გაყინულმა იანმა მკვლელი სახით არ გახედა მათ,ხოლო იმის შემდეგ რაც გაჩუმდნენ მე მომიბრუნდა.
-კარგი ასე იყოს,გავაკეთოთ ის რასაც გეგმავ,მაგრამ თუ ის რაიმე შეცდომას დაუშვებს ,ან არ მომეწონება რაღაც ,რასაც გააკეთებს,თუნდაც ეს ერთ წამს შენსკენ ზედმეტი გამოხედვა იყოს,ადგილზე შენს თვალწინ გავუხვრეტ შუბლს,შევთანხმდით?
ეს სრულიად სერიოზულად ამიხსნა და იმაშიც დარწმუნებული ვიყავი ,რომ ეს მხოლოდ მუქარა არ იყო,რადგან აიატოს წარსული გამოცდილებიდან ვიცი,რამდენად შორს შეუძლია შეტოპოს,მე კი არ მინდა ვინმე ჩემს გამო მოკლან!
სიფრთხილე მჭირდება.
-კარგი.
ესღა ვუთხარი მტკიცედ და მერეღა შევნიშნე ,რომ მე და იანმა სხვებისთვის რაღაც პატარა წარმოდგენა მოვაწყეთ,რადგან ყველა ჩვენ გვიყურებდა!
-კარგით ახლა,დაიშალეთ!
წავედით,ამდენი რაღააცა მოსაგვარებელი!
ამით დავშალე ბიჭების წრე და შემდეგ იანს გავყევი უკან...ვიღაც მამამის უნდა დაელაპარაკოს,ეს კი რთული ასარჩევია თუ ვინ გაბედავს!

-კარგი...ანუ,იანი ვერ იტანს მამამის,იონა არ ელაპარაკება,ჰარის ეშინია,ჯოშუამ ნორმალურად ლაპარაკი არ იცის,ლეონი ზედმეტად პირდაპირია,ნაბი ზედმეტად პირ გათქვეფილი,ჯეიკი კი დაბნეული...მოკლედ სია უსასრულოდ გაგრძელდება,ასე რომ თქვენ გადაწყვიტეთ რა სჯობს გავაკეთოთ!
ეს ყველაფერი რომ გამოვაცხადე ყველას თვალწინ ,ცოტახანს ყველა მე მომჩერებოდა,რადგან დღეს მგონი უხეში ვარ ყველას მიმართ.
-კარგი ეს კრიტიკული რეპლიკები ცოტა უსიამოვნო იყო,მაგრამ მგონი ყველამ კარგად ვიცით ვის თხოვნას გაითვალისწინებს.
ეს რომ თქვა ჯოშუამ,თან ყველამ იანისკენ გავიხედეთ,რაზეც იანმა მხოლოდ თვალებიღა გაადატრიალა.
-ხო კარგით,კარგით!
მე ვთხოვ,კმაყოფილები ხართ?
ზანტად იკითხა და ცივი მზერით გავიდა ცალკე ოთახში,კარის მიხურვამდე კი მხოლოდ ეს მოგვაძახა.
-არავინ არ შემიშალოთ ხელი.
მაგრამ ვინ გაითვალისწინებდა?!
როგორც კი კარი მოხურა,ყველა კარებს მივარდით და ზედ მივეკარით,იმ მიზნით რომ საუბარი მოგვესმინა!
ნუ ვაღიარებ,როგორი დაძაბული და უხერხულიც მეგონა,ისეთი იყო!
მხოლოდ უმნიშვნელო სიტყვები,როგორიცა "კი,არა,შეიძლება"
მაგრამ მგონი ,რომ ყველაფრის მიუხედავად მამამისი დათანხმდა დახმარებაზე!
კარგია რომ იანმა ასე გაადაბიჯა საკუთარ თავს მეგობრის დასახმარებლად,ის ნამდვილად ერთგული და საიმედო ადამიანია.
არ ვიცი რა როგორ წარიმართება,მაგრამ დიდი იმედი მაქვს,რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და ჯიმის პრობლემას მოვაგვარებთ.

-ქეით ნუ გადამრიე,არ მითხრა რომ შენც მოდიხარ?
ამ კითხვით დამიდგა წინ იონა,მაშინ როდესაც წასასვლელად ვემზადებოდი.
-ხო,რა ხდება?
-რა რა ხდება გოგო? ფეხმძიმედ ხარ და ასეთ სახიფათო სააქმეზე მიდიხარ?
არც კი იცი იქ რა მოხდება და რით დასრულდება ყველაფერი,სროლა ატყდება და სავარაუდოდ გაცეცხლებული ბრძოლა იქნება,სახიფათოა!
ეს რომ მითხრა ანერვიულებუმა,ჩავიხვნეშე და ვეცადე თავი გამემართლებინა რამით.
-კარგად ვიქნები,გამოცდილება მაქვს ამაში.
ეს რომ ვთქვი თან წინ წასვლა ვცადე,იონა რომ გადამეღობა.
-ქეით ნუ მაიძულებ ეს იანს შენს მაგიერ გავუმხილო,რადგან კარგად იცი რომ იქ შემს წასვლას არ დაუშვებს,გთხოვ იფიქრე ამაზე.
არ მინდა ჩავერიო,მაგრამ შენზე ვღელავ და რა თქმა უნდა ბავშვზეც,რომელიც შენშია.
უკვე მოწყენილმა მითხრა ეს ყოველივე და თან ხელი მუცელზე დამადო,რაზეც დავნებდი და იქვე ჩამოვჯექი უღონოდ,შემდეგ კი თავი ხელებში ჩავიდე.
-არ ვიცი ეს როგორ უნდა ვუთხრა ასეთ რთულ მომემტში,ეს მისთვის ზედმეტი პრობლემა მგონია.
-გაგიჟდი ქეით?
ეს როგორ იფიქრე??
იანი ამ საჩუქარს პრობლემად არასდროს არ ჩათვლის,ეს თქვნი სიყვარულის ნაყოფია,მას კი შენ სიგიჟემდე უყვარხარ.
სწორი დრო და ადგილი არ არსებობს ამის გასამხელად,სჯობს მალევე უთხრა ,ბოლოს და ბოლოს ეს ორივეს გეხებათ.
მან ეს უნდა იცოდეს, ვალდებულია რომ ორივე დაგიცვათ და ახლა შენ რასაც აკეთებ სარისკო და სახიფათოა,შენ კი ხვდები როგორ გაბრაზდება რომ გაიგოს ეს.
-ვიცი რომ სარისკოა,მაგრამ სხვა რა გავაკეთო არ ვიცი...ასე ვერ მივატოვებ ჯიმს,თან არც იმის დროა რომ ჩემი ფეხმძიმობის შესახებ გამოვაცხადო.
-აჰ,კარგი ქეით როგორც გინდა..აღარ ჩავერევი,სჯობს შენით გადაწყვიტო.
უბრალოდ გთხოვ ,ფრთხილად იყავი.
ესღა მითხრა სააბოლოდ და დარდიანი მზერით ჩამიკრა გულში.
ვიცი რომ სახიფათო საქმეზე მივდივარ,რადგან არ ვიცი არსაიდან ვინ დამესხმება თავს ან ვინ მკრავს ხელს,ეს შეიძლება სხვა დროს ჩემთვის უმნიშვნელო ყოფილიყო,მაგრამ ამ მომენტში შეიძლენა ბავშვიც კი დავკარგო,მართლა დიდი სიფრთხილე მჭირდება.

გაინტერეებთ სააბოლოდ რა მოხდა და როგორ გაიგო ეს იანმა?
ნუ ეს არც ისეთი სასიამოვნო მომენტი იყო.

მთელი გზა ხმა არ ამომიღია და ამას უკვე ყველა ამჩნევდა აშკარად ,მაგრამ განძრახ არ მეკითხებოდნენ არაფერს,ალბათ ფიქრობდნენ ,რომ მხოლოდ ჯიმზე ნერვიულობის გამო ვიყავი ასე,შედეგად ამდენ ფიქრში დრო ისე მალე გავიდა ვერც გავიგე და მალევე გაჩერდა მანქანა ნაცნობი ეზოს წინ!
ეზოდან კი უკვე ამაყად მოაბიჯებდა აიატო ჩვენსკენ და გამოხედვაზე ეტყობოდა როგორ გართობას გეგმავდა ჩვენი გაღიზიანებით!
-ძველი მეგობრების ნახვა ,ყველაზე კარგი საჩუქარია ჩემი დაბადების დღის წინა დღეს!
სიხარულით გამოაცხადა და ყველას ხელი ჩამოართვა ,იმის მიუხედავად რომ არავის არ სიამოვნებდა დიდად ეს!
შემდეგ კი ჩემამდეც მოვიდა და ხელები გაშალა,აშკარად ჩახუტებას აპირებდა,ვიღაცამ უხეშად რომ გასწია წინ და სხეულზე გადამეფარა დიდი ფიგურით..ნუ რთული მისახვედრი არ იყო ,რომ ეს იანი იქნებოდა.
-არც გაბედო და არ მიეკარო,დისტანცია დაიჭირე და 3 მეტრის რადიუსზე არც მოხვიდე მასთან ახლოს!
მტკიცედ გააფრთხილა,ისე რომ რამის უკვე ცეცხლი ეკიდა და უნდოდა ადგილზე მოეკლა,მაგრამ აშკარად ჯერ კიდევ ჯიმის გამო იკავებდა თავს.
-ოუ,მაპატიე მეგობარო!
არ მინდოდა შენი გაბრაზება.
ეს უპასუხა აიატომ გამაღიზიანებლად და შემდეგ წინ ამაყად თვითკმაყოფილი წავიდა .
-ქეით არ მომშორდე გვერდიდან.
იანმა კი ამ სიტყვით გამომხედა და შემდეგ მჭიდროდ ჩამკიდა ხელი და ჩემთან ერთად გაჰყვა სხვა დანარჩენს.
ყველას აიატოს სახლში მოგვიწია შესვლა,რათა ყველაფერი წინასწარ დაგვეგეგმა,თითოეული ნაბიჯი!
ნუ ამის შემდეგ თავისთავად იმ ადგილისკენ გავემართეთ ,სადაც სავარაუდოდ უკვე ჯიმი უიმედოდ ეყოლებოდათ გამომწყვდეული!
შემდეგ იყო სროლა,ხელ ჩართული ჩხუბი,ყვირილი,კივილი,გინება და ასე შემდეგ,მანამ სანამ სახლში შეხწევას შევძლებდით!
შესვლის თანავე კი ყველანი დავიშალეთ და სამწუხაროდ მე ,იანს,ჯოშუას და აიატოს ერთად მოგვიწია წასვლა...აიატო და იანი კი ერთად არც ისეთი კარგი გუნდი ჩანდნენ,რადგან აიატო სულ მე მიყურებდა ღიმილით,იანი კი აიატოს მკვლელი მზერით,წარმოიდგინეთ რამოდენიმეჯერ მისკენაც გაიწია!
ამის შეჩერება კი მე მომიწია რამოდენიმეჯერ,სააბოლოდ კი ამით ძაალიან დავიღალე !
არც კი ვიცი ეს როგორ მოხდა და თავზე კონტროლი როგორ დავკარგე,მაგრამ უეცრად არსაიდან აიატოს მივუტრიალდი და ბოლო ხმაზე ვუყვირე!
-აიატო გეყოფა,ძაალიან დავიღალე უკვე!
ჯანდაბა...ფეხმძიმედ ვარ,გასაგებია?!
ასე რომ შეწყვიტე ეს უაზრობა!
მე იანის შვილს ვატარებ მუცლით და შენ რამდენიც არ უნდა მეფლირტაო ,ვერაფერს ვერ მიღეებ ჩემგან!
სათქმელს რომ მოვრჩი,ახშირებული გულის ცემა აღარ მიწყნარდებოდა და მეც ძლივს ვსუნთქავდი უკვე,რადგან ეს ყველაფერი რაღაც პანიკურ შეტევას გავდა,როდესაც ყველაფერი ყელში ამოგდის და სამწუხაროდ ისიც კი არ იცი რას ამბობ,თავისთავად კი ყველაფრის დასასრულს ამას ნანობ!
რატომ?!
რადგან ამ წამს იანი პირ ღია და შოკი სახით მიყურებს,ჯოშუა უხერხულად თავ ჩახრილი დგას,აიატო კი შერცხვენილი თვალებს აქეთ-იქით აცეცებს!
კი,ეს ყველაზე საშინელი გზაა ,გააგებინო ქმარს შენი ფეხმძიმობის შესახებ!
მაშინ როდესაც სერიოზულ მისიაზე გამოყევი,სადაც შეიძლება მოგკლან,ან ისე დაშავდე,რომ ბავშვი დაკარგო!
იანს ხმის ამოღების გარეშეც ვატყობ როგორ ბრაზობს და აი სააბოლოდ ამოიღო კიდეც ხმა.
-გვერდით ოთახში გამომყევი,სალაპარაკო მაქვს.
ეს ყველაზე მშვიდი ხმით თქვა,მაგრამ მის ტონში,სიმკაცრე და ხიფათი აშკარად შესამჩნევი იყო.
ამის გაგებაზე მე ნერწყვი ანერვიულებულმა სიმწრით გადავყლაპე და უკან თავ ჩახრილი ავყევი.
-უკაცრავად!!? ჩვენ ამ წამს მტრის სახლში ვართ სხვათაშორის!
ჩაისაც ხოარ მირთმევთ საუბრის დროს,მარაოთიც ხოარ დაგინიავოთ!!
აქ ჩვენ სიკვდილის და სიცოცხლის შორის ვწყვეტთ გზებს!
გაიგეთ?!
ჰეი!!!თქვენ გელაპარაკებით!
უკნიდან აიატოს ეს სიტყვებიღა მომესმა,მანამ იანმა
ერთ-ერთი   ოთახის კარი არ არ გამიღო და შესვლის თანავე არ ჩაკეტა .
მოკლედ წინ მგონი სერიოზული და დაძაბული საუბარი მელოდება მასთან.



№1 სტუმარი სტუმარი ანასტასია

გამარჯობა! პირველ რიგში ძალიან მომეწონა ეს თავი და ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგად არის გადმოცემული♥️♥️♥️ და მინდოდა მეთქვა რომ ჩემი აზრით კარგი იქნება თუ ქეითს ერთი შვილის მაგივრად ტყუპები ეყოლება ვიცი რომ ეს ცოტა არ იყოს შენს საქმეში ჩარევაა მაგრამ იმედი მაქვს გაითვალისწინებ რადგან ვფიქრობ ასე ბევრად საინტერესო გამოვა სიუჟეტი❤️. წარმატებები????????????????

 


№2 სტუმარი სტუმარი სტუმარი

მალე დადებ შემდეგს?

 


№3  offline წევრი Butterfly122334455

სტუმარი ანასტასია
გამარჯობა! პირველ რიგში ძალიან მომეწონა ეს თავი და ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგად არის გადმოცემული♥️♥️♥️ და მინდოდა მეთქვა რომ ჩემი აზრით კარგი იქნება თუ ქეითს ერთი შვილის მაგივრად ტყუპები ეყოლება ვიცი რომ ეს ცოტა არ იყოს შენს საქმეში ჩარევაა მაგრამ იმედი მაქვს გაითვალისწინებ რადგან ვფიქრობ ასე ბევრად საინტერესო გამოვა სიუჟეტი❤️. წარმატებები????????????????

რატომაც არა ^^ <3
იყოს ტყუპები <3 <3
ძაალიან მიხარია ,რომ მოგწონს <3 <3

სტუმარი სტუმარი
მალე დადებ შემდეგს?

ბოდიში დაბაგვიანე :(
ხვალისთვის დავდებ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent