შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (6 თავი)


21-09-2020, 16:06
ავტორი ნეაკო
ნანახია 5 167

მია ერთ ადგილას მიყინულივით იდგა და ხმის ამოღებას ვეღარ ბედავდა, მხოლოდ ერთს ეხვეწებოდა ღმერთს არ ყოფილიყო ის რისიც ასე ძალიან ეშინოდათ
-მია-ხმა ამოიღო მანანამ რომელიც ჩუმად ტიროდა აქამდე, მიამ შავი აწყლიანებული თვალები ბებოს მიაპყრო -ანა აქ იმიტომ მოვიყვანეთ რომ...
-გთხოვ-მაკამ დედას შეანათა მწვანე ამღვრეული თვალები და მოულოდნელად გონება დაკარგა...
მია იატაკზე იჯდა ზურგით კედელს მიყრდნობილი და ერთ წერტლს მიშტერებოდა, საერთოდ ვერ აღიქვავდა ირგვლივ რა ხდებოდა, გაირინდა, ფიქრმა წაიღო, ანაზე ფიქრმა, უნებურად ცრემლები გადმოსცვივდა, მოძალებულმა ტკივილმა სული აუმღვრია
-მია გთხოვ-მარიამი მიასთან ახლოს ჩაიმუხლა და თმაზე ჩამოუსვა ათრთოლებული თითები-მია ჯერ დაზუსტებით არაფერი ვიცით, იქნებ არც ისე ცუდათაა საქმე -მარიამს თავადაც არ სჯეროდ თავისი ნათქვამის
-მია დე-მაკა შვილის გვერდით დაჯდა იატაკზე და ცრემლები შეიმშრალა -ანა გამოჯანმრთელდება გესმის მია? მას არაფერი მოუვა, ამას არ დავუშვებთ, გესმის მია?-მიამ დედას შეხედა და კვლავ გადმოსცვივდა ცრემლები -ანას არაფერი დაემართება-უთხრა მკაცრი ტონით მიას -ამაზე ფიქრიც არ გაბედო-მაკა ცდილობდა ძლიერი და თავდაჯერებული ყოფილიყო რომ მია ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოეყვანა, იცოდა რომ მია ამ ამბავს უბრალოდ შეიძლება შეეშალა, გაეგიჟებინა, რადგან მამის სიკვდილი ჯერაც ვერ გადაეტანა, ჯერაც ვერ მოენელებინა ის, რომ ამ დაავადებამ ხელიდან წაგლიჯა მამა, კაცი რომელსაც მია უბრალოდ აღმერთებდა
-მატყუებ ხომ ასეა?-მია დედას ჯიუტად ჩააცქერდა თვალებში
-არ დავუშვებ რომ ანაც წამართვას-თავდაჯერებულად უთხრა მაკამ და ფეხზე ადგა მიაც ააყენა და გულში ჩაიკრა შვილი -მია ახლა ყველაზე მეტად ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები , ჩვენ თუ წავიქცევით ვინ დაეხმარება ანას და კახას?
-დედა არ შემიძლია-მიას კვლავ ცრემლები გადმოსცვივდა-არ შემიძლია ამ ყველაფრის ატანა
-ვიცი ვიცი რომ ძალიან რთულია, ვიცი რომ ახლა სული საშინლად გტკივა, ვიცი განადგურებული ხარ ვიცი.. -მაკას ცრემლები მოაწვა -მაგრამ მე და შენ თუ არ ვიქნებით ძლიერები წარმოიდგინე რა დაემართებათ ანას და კახას?, ერთი ციხეშია, მეორე კი საავადმყოფოში... ნუთუ უფლებას მისცემ ამ საშინელ დაავადებას რომ მამასავით ანაც წაგვართვას?-აღმოხდა ქალს და ცრემლები გადმოსცვივდა -მია გთხოვ გთხოვ უფლება არ მისცე ანა წაგვართვას -ვეღარ გაუძლო მაკამ და ჩაიკეცა, მიაც დედასთან ერთად ჩაიკეცა და მისავათებული ქალი ძლიერად ჩაიკრა გულში.
მია და მარიამი სახლში გამთენიისას დაბრუნდნენ
-მია გთხოვ ასე ძალიან ნუ იტანჯავ თავს, ანა კარგად იქნება, არ დავუშვებთ რომ რამე დაემართოს
-მარიამ მეშინია, ძალიან მეშინია რომ მამასავით ანაც ხელიდან არ წაგვგლიჯოს ამ საშინელმა დაავადებამ
-ამას არ დავუშვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ რომ ანა გამოჯანმრთელდეს, მითუმეტეს რომ ჯერ დაზუსტებით არ ვიცით რომელ სტადიაზეა, რაც მთავარია ექიმმა თქვა რომ არცისე დაგვიანებულია
-ჯერ არც ექიმმა იცის ზუსტად-ამოისლუკუნა მიამ
-მაგრამ თქვა რომ პირველადი კველევით შეუძლია გვითხრას რომ ეს ბოლო სტადია არაა
-მარიამ
-მია გთხოვ ასე ნუ იქცევი, ძალა მოიკრიბე, ახლა ყველაზე მეტად შენ ხარ ვალდებული რომ ძლიერი იყო, სხვაგვარად ამას ვერ გაუმკლავდებით, გესმის?
-ეს ძალიან რთულია-მიას კვლავ ცრემლები მოეძალა
-ვიცი მაგრამ უნდა გაიძლო, ანას კახას და დედას გამო...
ანამ თვალები სუსტად გაახილა და ისევ მიელულა
-ჩემო პატარა-მაკას ცრემლები გადმოსცვივდა მაშინვე
-დედა რა მოხდა? სად ვართ?
-საავადმყოფოში ჩემო საყვარელო-აუხსნა მანანამ თვალებმილულულ გოგონას
-რატომ ბებია? -გაახილა ისევ თვალები და ბებიას მიაბჯინა ამღვრეული თაფლისფერი თვალები
-ცუდად გახდი და მაგიტომ მოგიყვანეთ აქ ჩემო ლამაზო
-რა დამემართა-ანა ხან ბებიას უყურებდა ხან დედას რომელიც ხმას ვერ იღებდა
-ყველაფერი კარგად იქნება ჩემო პატარა-მაკამ შვილს შუბლზწე შუბლზე აკოცა და კვლავ ცრემლები გადმოსცვივდა
-რატომ გვიმალავდი ანა რომ სისხლს იღებდი ამოხველებისას-მანანამ თავი ვერ შეიკავა და მაინც ჰკითხა
-იმიტომ რომ მახსოვს მამასაც ასე დაემართა და მერე გავიგეთ რომ კიბო ჰქონია...არ მინდოდა გენერვიულათ ჩემზე-ანას ამ სიტყვებზე მაკამ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა ატირდა.
ვაჩე დილიდან სახლის კართან ელოდებოდა ნიცას, იმედი ჰქონდა რომ იმ დღეს მაინც გავიდოდა სახლიდან ნიცა რადგან ცეკვის გაკვეთილი ჰქონდა, ნიცა კი არასდროს აცდენდა მას. კარგახნის ლოდინის მერ ნიცა მართლა გამოჩნდა და ვაჩეც მაშინვე მისკენ გაემართა
-ნიცა-დუძახა მანქანისაკენ მიმავალ გოგონას რომელიც გაჩერდა და მისკენ შეტრიალდა -უნდა დაგელაპარაკო
-რაზე?-გაბრაზდა ნიცა -იმაზე როგორ მიმატოვე დაბადების დღის წვეულებაზე? თუ იმაზე აქამდე ჩემთან მოსვლა რომ არ იკადრე?
-რამდენჯერ დაგირეკე! რამდენჯერ
მოგწერე!-უყვირა ვაჩემ -შენ კი არ მპასუხობდი
-იმიტომ არ გპასუხობდი რომ მივხდი შენთვის სულერთი ვარ
-არ ხარ
-ვარ! ასე რომ არ იყოს ჩემსგამო თავს მეტად შეიწუხებდი
-ნიცა სისულელეებს მორჩი
-ვაჩე შენთვის სულერთი ვარ ხომ ასეა? -ნიცას ცრემლები მოეძალა
-ახართქო
-მაშინ ამდენი ხანი რატომ არ გამოჩნდი?
-იმიტომ რომ მინდოდა მიმხვდარიყავი რომ უვჩემოდ არ შეგიძლია-უთხრა უცნაური ტონით ვაჩემ და თვალებში ჩააცქერდა ნიცას
-შემიძლია-გაბრაზდა ნიცა და ზურგი აქცია წასვლა დააპირა მაგარმ ვაჩემ მაჯაში ხელი წაავლო და უხეშად მიატრიალა თავისაკენ დაბნეული გოგონა, რომელიც მაიშინვე მკლავებში მოიმწყვდია, ნიცა დაიძაბა და თვალებში ჩაცქერდა მომღიმარ ბიჭს რომელმაც ცხელი ვნებიანი ტუჩები მიაწება მის გაფითრებულ ტუჩებს, ნიცამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა მაგრამ ვაჩემ გატოკების საშუალება არ მისცა, გოგონას მალევე გაუქრა წინააღმდეგობის სურვილი და მის ვნებიან კოცნას კოცნით უპასუხა, როცა ვაჩე მის ტუჩებს მოწყდა და ხელი გაუშვა ნიცას საშინელი სიცარიელის შეგრძნება დაეუფლა
-აღიარე რომ უჩემობა არ შეგიძლია-ვაჩეს ირონიამ ნიცა გააღიზიანა
-ასე რატომ მექცევი?-ნიცას ცრემლები მოეძალა
-როგორ?-კითხა ისევ ირონიული ტონით
-ცდილობ მუდამ ხაზი გაუსვა ჩემს შენდამი სიყვარულს
-ნიცა -ვაჩე სიცილს ვეღარ იკავებს და ნიცას წელზე ხვევს ხელს და სხეულზე იკრობს და კვლავ მის ტუჩებს აცხრება.
ცოტნე დილიდან ელოდებოდა მიას, მაგრამ ის არადა არ ჩანდა არც ნინი პასუხობდა მის ზარებს, ამიტომ სამსახურში მიაკითხა გაცეცხლებულმა გოგონას
-ნინი მია რატომ არ გამოუშვი დღეს ჩემთან?-კითხა როგორც კი კაბინეტში შეიყვანა ცოტნე ნინიმ
-საერთოდ არ მოვიდა დღეს სამსახურში-მკვახედ მიახალა ნინიმ და სავარძელში დაჯდა
-რა პონტში? ჩემგამო?-გაბრაზდა ცოტნე
-არა დამირეკა და მითხრა რომ ვერ მოვა
-მიზეზი?-გაღიზიანდა ცოტნე
-მითხრა რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს
-რა პრობლემა? -ანერვიულდა ცოტნე
-არვიცი არ დამიკონკრეტა, მითხრა რომ თუ გაბრაზდები, შემიძლია გავაგდო სამსახურიდან
-ესეიგი წასვლა გადაწყვიტა!-გაბრაზდა ბიჭი
-ცოტნე ლოგიკური აზროვნების უნარი ვაბშე არ გაგაჩნია? -გაბრაზდა ნინი-წასვლა რომ უნდოდეს წავიდოდა, ესეიგი მართლა პრობლემა აქვს
-რატომ არ მპასუხობდი რომ გირეკავდი?
-იმიტომ რომ შენმა იდიოტმა მეგობარმა გამიფუჭა ტელეფონი
-ნინი მია როგორცკი მოვა ეგრევე ჩემთან გამოუშვი
-ცოტნე რის მიხწევას ცდილობ? მართლა ვერაფერი გავიგე-გაბრაზდა ნინი -მეც გამრიე ამ იდიოტურ თამაშში და საწყალ გოგოს ალბათ რა საშინელი და საზიზღარი ადამიანი ვგონივარ, სამსახურიდან გაგდებით ვემუქრები თუ იმას არ გააკეთებს არც შენ გინდა
-ნინი შენ ნუ ერევი, გააკეთე ის რასაც გაუბნები
-გგონია ამით რამეს მიახწევ? -გაბრაზდა გოგონა
-სხვაგვარად მასთან მიახლოების საშუალება არ მექნება-აუხსნა ცოტნემ
-ისე იქცევი თითქოს შეყვარებული თინეიჯერი იყო და არა ოცდარვაწლის ზედმეტად გამოცდილი ბიჭი ქალებთან ურთიერთობაში -გაეცინა გოგონას
-ხდება ხოლმე როცა იბნევი და არიცი როგორ მოიქცე
-შენ და დაბნევა? მგონი სერიოზულად დაგახვია თავბრუ მიამ
-მგონი-გაეღიმა ცოტნეს.



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მაგარია

 


№2  offline მოდერი ნეაკო

მიხარია რომ მოგწონთ, მადლობა

 


№3 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგია ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია მადლობა წარმატებები ????????????

 


№4  offline წევრი Tako_elizbarashvili

აუ თვალს გადევნებ და უზომოდ მომწონს ... ეს ძალიან პატარა თავი იყო... აი სულითა და გულით გთხოვ გაზარდე თავები და მალმალე დადე, დღეში ოთხმოცჯერ ვამოწმებ შემდეგი თავი დაიდო თუ არა... ყოჩაღი გოგო ხარ და გგულშემატკივრობ.

 


№5  offline მოდერი ჰოლანდიელი

წარმატებები ნიაკო, ცოტა ამ ხ ასოებმა დამტანჯა.მიხწევა არა, მიღწევა

 


№6  offline მოდერი ნეაკო

Tako_elizbarashvili
აუ თვალს გადევნებ და უზომოდ მომწონს ... ეს ძალიან პატარა თავი იყო... აი სულითა და გულით გთხოვ გაზარდე თავები და მალმალე დადე, დღეში ოთხმოცჯერ ვამოწმებ შემდეგი თავი დაიდო თუ არა... ყოჩაღი გოგო ხარ და გგულშემატკივრობ.

ძალოან ძალიან დიდი მადლობა, ვერ მიხერხდება რომ უფრო ზშირად ავტვირთო სამწუხაროდ, ორი სამი დღის ინტერვალით ვტვირთავ ხოლმე

სტუმარი ნესტანი
კარგია ძალიან მომეწონა საინტერესო წასაკითხია მადლობა წარმატებები ????????????

მადლობა თქვენ

ჰოლანდიელი
წარმატებები ნიაკო, ცოტა ამ ხ ასოებმა დამტანჯა.მიხწევა არა, მიღწევა

გავითვალისწინებ აუცილებლად, მადლობა

 


№7 სტუმარი სტუმარი ლილე

ძალიან მაგარია, ძალიან მომწონს იმედია მალე დადებ

მე მია ცოტნეს წყვილი უფრო მომწონს, რაღაცნაირი ქიმიიაა მათშორის

 


№8  offline მოდერი ნეაკო

მადლობა დიდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent