შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქმიანი ქორწინება (თავი 3)


24-09-2020, 01:04
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 5 179

- ვატო, იმედია უკულტურობად არ ჩამოგვართმევ და ახლა უნდა დატოვო აქაურობა, კვლავ ირონია იგრძნობოდა დავითის ხმაში, თან კატოს თვალებში უყურებდა და მის დაბნეულ მზერას აკვირდებოდა დაჟინებულად, რაც მოულოდნელმა კოცნამ გამოიწვია.
ვატო წამოდგა და გაფითრებული დაემშვიდობა დავითს, სადარბაზოში გასულმა რაღაც ბრაზი იგრძნო, კატო კი გაფითრებული და გაქვავებული იდგა ოთახის გასასვლელთან და ნელი მძიმე ნაბიჯებით სავარძლისკენ გაეშურა, როცა წინ დავითის ძლიერი და მხურვალე მკლავები შემოეგება, ხელები მხრებზე შემოხვია და გულთან მიიხუტა.
- ბოდიში, წეღანდელისთვის, მეტი დამაჯერებლობისთვის საჭირო იყო- მშვიდად უთხრა დავითმა და გოგოს თავზე ხელი გადაუსვა. - დაჯექი და წყალს მოგიტან- კატო სავარძელზე დასვა თვითონ კი ბარში წყალი ჩამოასხა და გოგოს გაუწოდა.
- დალიე- მშვიდად უთხრა კატოს და თვითონაც გვერდით მიუჯდა, რაღაც ადამიანური სითბოსმაგვარი ჩაეღვარა გულში და კატოს შემხედვარეს ათმაგად მოუნდა მისი დაცვა, რაღაცნაირად სიამოვნებდა კიდეც რომ ასეთი ძლიერი ქალისთვის შესაძლოა ძლიერი საყრდენიც კი ყოფილიყო და საშუალება ჰქონდა დაეცვა.
კატომ საათს ახედა და გაფითრებულმა უთხრა
- შენს მეგობრებთან რომ გვაგვიანდება?
- მგონი ჯობს სხვა დროისთვის გადავდოთ, არ ხარ იმ მდგომარეობაში ახლა კულტურის გამო ვინმეს უღიმო.
კატომ თავისი სევდიანი თვალები შეანათა მამაკაცს
- მადლობა დავით..... ყველაფრისთვის
- ჩვენ შეთანხმება გვაქვს და ეს ორმხრივია, შენ მე გჭირდები, მე კი შენ, სამადლობელო არაფერია.
ცოტა ხნით ორივე დუმდა, კატო დაბნეული იყო ყველაფრისგან მათ შორის კოცნისგან გაბრუებული თუმცა ახლა ვერაფერზე ფიქრობდა, მათ შორის ვერც იმაზე რომ ასეთ ვითარებაში პირველი კოცნა მოჰპარეს მას კი რეაქციაც არ ქონია, რაღაც განსხვაევბულს გრძნობდა, შიშსა და დაცულობას ერთად, თითქოს დავითი ეიმედებოდა და თანდათან თავის თავს ეკითხებოდა როგორ შეეძლო უცხო ადამიანს ასე მინდობოდა. დავითი უხეში, სერიოზული და ცოტა უჟმურიც ჩანდა თუმცა , რატომღაც დადებითი ენერგია და აურრა მოდიოდა მისგან და ენდობოდა, საკუთარ თავს ვერ უტყდებოდა მაგრამ ამას ნდობა ერქვა, ნდობა ლევანის და დავითის მიმართ. ლევანთან უკვე სამი წელი სრულდებოდა რაც საქმიანი კავშირი ქონდა, და არაერთხელ გამოუჩენია მას კეთილსინდისიერება თუმცა, დავითი ყოველთვის ზედმეტად ამაყი და ქედმაღალი ეჩვენებოდა, და ვერ ხვდებოდა ამ ორ ძმაკაცს რა ქონდათ საერთო.
დუმილი და სიჩუმე დავითმა დაარღვია
- მერამდენედ ხდება ასეთი რამ ? - ფრთხილად კითხა გოგოს
- ასე პირველად მოიქცა, სიმართლე გითხრა ბევრ რამეს ველოდი, მაგრამ ამას არა- ანერვიულებულმა წყალი მოსვა. - მგონი ჯობს წახვიდეთ მეც დავიძინებ, და თქვენც საკმარისი დრო დაკარგეთ.
- ასე ვერ დაგტოვებ, თუ წინააღმდეგი არ ხარ ნოუთბუქს ამოვიტან და დავრჩები, ცუდად ხარ და არ მინდა უყურადღებოდ დაგტოვო
- მართლა უკეთ ვარ, რომელიმე დაქალს დავურეკავ და გამოვლენ, მადლობა
- მოდი შევთანხმდეთ ერთ რამეზე, გადაწყვეტილებებს როცა ვიღებ განხილვას აღარ ექვემდებარება ხოლმე , თუ არ გინდა შენს ბინაში დავრჩე, მაშინ ჩაიცვი და ჩემთან წამოხვალ. - შეუვალი და მკაცრი იყო დავითის ხმა.
- როგორც გინდათ, მე წავედი დავიძინებ- კატოს დავის თავი არ ქონდა დდა დათანხმდა , დასაძინებლად გავიდა, თავი ბალიშში ჩარგო მაგრამ ახლა რაღაც აუფორიაქდა, ასე მარტივად დაემორჩილა მამაკაცს, რომელიც მისთვის რეალურად არაფერს წარმოადგენდა, საკუთარ თავზე მოეშალა ნერვები რომ წინააღმდეგობა ვერ გაუწია, ან არ გაუწია, ან იქნებ მოსწონდა დავითის ასეთი ქცევა, რა მნიშვნელობა აქვს, მის ხასიათში ვერ ჯდებოდა ვინმესთის მორჩილება, კიდევ უფრო გაანალიზა და დავითზეც და საკუთარ თავზეც ნერვები მოეშალა, ასე აღარასდდროს მოიქცეოდა, აუცილებლად გასცემდა პასუხს კოცნაზეც და კატოსთან ასე თავხედურად დარჩენაზეც.
- „ ხო მაგრამ ახლა შენს გამოვე ხართ აქ, შენ დაგიცვა, შენ დაგამშვიდა , შენ დაგეხმარა“ - მეორე მე კარნახობდა კატოს თუმცა მაინც ვერ მშვიდდებოდა და ღელავდა.

დავითმა ღამე მუშაობაში გაათენა, რამდენჯერმე ჩუმად შეაკითხა კატოს ოთახში რომელიც გამუდმებით რაღაცას ბოდავდა. დილით გამოღვიძებულ გოგოს არც კი ახსოვდა რომ დავითი მასთან დარჩა, სამზარეულოში გასულს კი დავითის დანახვაზე შეაცბუნა, მხოლოდ ახლა გაახსენდა გუშინდელი
- დილამშვიდობისა,- მორიდებით უთხრა მამაკაცს და ხალათი მჭიდროდ შემოიხვია, დავითი წამოდგა, ბარში ყავა ჩამოასხა და გოგოს გაუწოდა
- დილამშვიდობის, როგორ ხარ ?
- მადლობა უკეთ , თქვენ არ გეძინათ ? - დაეჭვებულმა კითხა
- არა, ვმუშაობდი.
- გასაგებია. მე ჩავიცვამ, სანამ დამაგვიანდა.
- ლევანს უკვე ველაპარაკე, დღეს სახლიდან იმუშავე ან დაისვენე , მე უნდა გავიდე... ნოუთბუქი დახურა დავითმა და წამოდგა_ რაღაცნაირი ცივი იყო და მისი მზრუნველი თბილი ტონი , რომელიც ასე ათბობდა კატოს, სადღაც გამქრალიყო.
- მადლობა ყურადღებისთვის დავით, ბოდიში რომ ჩემს გამო ცუდ სიტოაციაში აღმოჩნდი
- მოდი არ გვინდა არც მადლობები და არც ბოდიშები, ორივემ ჩვენი საქმე გავაკეთოთ კარგი?
- კარგი.
დავითის ტონმა კვლავ გააღიზიანა გოგო, ზოგჯერ ფიქრობდა მაგრამ ვერანაირად ვერ ხვდებოდა ასე რა ცვლიდა ამ კაცს, ან რატომ აღიზიანებდა ეს ტონი. როგორ სურდა, ამ ყველაფრისთვის თავი დაეღწია და სადმე გაქცეულიყო, მაგრამ რას გაქცეოდა ? საკუთარ თავს. ყავა ერთი ამოსუნთქვით მოსვა და მაინც გარდერობისკენ გაემართა, არასდროს აძლევდა პირად პრობლემებს იმის საშუალებას სამსახურში ხელი შეეშალათ. კვლავ კლასიკურად ჩაიცვა, მაკიაჟი მოირგო და დაღლილი სახე ტონალურს უკან დატოვა. სამსახურში ღიმილით მიესალმა ყველას და კაბინეტისკენ წავიდა. კართან მისულს ლევანი შეხვდა...
- დილამშვიდობისა ბატონო ლევან
- კატო ? -გაიკვირვა ლევანმა- დილამშვიდობის, რატომ არ დარჩი სახლში ?
- არ მინდა ჩემმა პირადმა ხელი შემიშალოს სამსახურში, და თან , სიმართლე გითხრათ სახლში მარტო ყოფნა არ მინდოდა.
- შენ როგორც გირჩევნია ისე მოიქეცი ხო ? ვიცი რომ ახლა რთული პერიოდი გაქვს ამიტომ როცა დაგჭირდება შეგიძლია დაისვენო ან დისტანციურად იმუშავო, თბილად უთხრა ლევანმა.
- ლევან, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
- რას ამბობ- მხარზე ხელი თბილად მოუსვა ლევანმა კატოს -დავითი კაბინეტშია ?
- არ ვიცი, ახლა მოვედი
- ერთად არ მოსულხართ ?
- არა ... ის ადრე წავიდა.
- გასაგებია, მაშინ დროებით - თვალი ჩაუკრა ლევანმა.
- დროებით ლევან.
--------------------------------------------------------------------------
- ხო ლევან- რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ უპასუხა დავითმა
- დავით ოფისში ხარ ?
- არა ? რამე ხდება ?
- არა უბრალოდ კონტრქატის გავლა მინდოდა
- აუ შენით ქენი თუ ძმა ხარ, დღეს არა კარგი ?
- კარგი და მოხვალ ? სად ხარ ?
- შერატონში ავდივარ... ვატო უნდა ვნახო
- ხომ არ ჯობდა წამოგყოლოდი
- ერთი ერთზე ჯობს
- ხო შეიძლება, დამირეკე მერე ,
- კარგი
- დაველოდები შენს ზარს
- კარგი მიდი .

დავითი მშვიდი მსუბუქი ნაბიჯებით, თავდაჯერებული გაემართა შერატონის ტერასისკენ სადაც უკვე 15 წუთია რაც ვატო ელოდებოდა და თან ვისკს სვამდა.
- გაუმარჯოს- ხელი ჩამოართვა დავითმა
ვატომაც მარჯვენა შეაგება დიდი ხნის ნაცნობს.
- რას შვები აბა ? რამდენი ხანია არ გამოჩენილხარ- შინაურულად დაიწყო საუბარი დავითმა
- დავით კარგად, მაგრამ მგონი ორივემ ვიცით აქ რისთვის ვართ და ამ საქმეს ეს ფამილიარობა არ უხდება
- გასაგებია... რაღაც პონტში მართალი ხარ... მაგრამ დიდად მგონი არც არაფერია სასაუბრო, მე და კატოს ერთმანეთი გვიყვარს.
- ეგ გარემოება მაეჭვებს, დიდი ხანია კატო მომწონს და ყველა მისი ფეხის ნაბიჯი ვიცოდი, დეტექტივიც კი მყავდა მაგრამ შენს კვალზე არავინ გამოსულა .... რა თამაშს თამაშობთ ?
- ვატო, ჩემი მდგომარეობა ხომ იცი ...ბევრი დამდევს... შენი აზრით ისე მოვიქცევი რომ დეტექტივი ან ვინმე რამეს მიხვდეს ?
ვატო ეჭვნარევი მზერით ჩააჩერდა თვალებში დავითს
- არ მჯერა ... ვერ ვიჯერებ...
- მისმინე რთულია რომ დაიჯერო... მაგრამ მერწმუნე ისე ვმოქმედებდით ფაქტები რომ არ დარჩენილიყო, დიდი ნერვების ფასად დაგვიჯდა გრძნობების კონტროლიც და ბევრი რამისგან თავის შეკავება, საყვარელი ქალი რომ გვერდით გყავს და ხალხის გამო თავს არიდებ მაგაზე დიდი საშინელება რა არის ვერც წარმოვიდგენ... უბრალოდ საქმე ასე მოითხოვდა ვატო, მესმის შენი თავისუფალი ქალი გეგონა და შეგიყვარდა, უბრალოდ ძალიან არ მომწონს რომ შენთან მიწევს ამაზე საუბარი. კატო ცოლად მომყავს... ვერ წარმოიდგენ გუშინ როგორ შეეშინდა, ამ ამბის დამალვასაც შენს გამო ვწყვეტთ, ადრე თუ გვიან ხალხი გაიგებს, ალბათ შენც ხვდები რომ სხვა გზა არ არის, რთულია მაგრამ კატო უნდა დაივიწყო.
- არც მე მომწონს ის ფაქტი რომ ერთი ქალი გვიყვარს დავით, მამაკაცები ვართ და ორივემ ვიცით რაზე ვართ წამსვლელი საყვარელი ქალის გამო...ფაქტია რომ მცოდნოდა ერთად იყავით ახლოს არ გავეკარებოდი, თუმცა კატო მარტოხელაა, სამწუხაროდ მაინც არ მჯერა შენი და ვეჭვობ რომ ეს ყველაფერი ფარსია, თუნდაც ჩემგან თავის დასაღწევი ფარსი.... თუმცა აი ეს ყველაფერი შენ რაში გჭირდება მართლა ვერ ვხდები..._ მზერას არ აშორებდა დავითს ვატო...
- ნება შენია, მე სათქმელი გითხარი, ახლა ყველა შენს ქცევაზე ჩემს წინაშე იქნები პასუხისმგებელი და არა კატოსი, ალბათ იაზრებ
- რომ გითხრა კაი ძმა დავივიწყებ შენს ცოლსთქო დაიჯერებ ? ამიტომ არც მოგატყუებ, კატოს ვერ დავივიწყებ, თუ იქორწინებთ აუცილებლად გადევნებთ თვალს, ვიცი სადღაც ორივე გატყდებით დავით.
- ეგ უკვე შენი არჩევანია, მგონი ქალის გამო არ ღირს ამდენ ხნიანი ურთიერთობის გაფუჭება ...
- ნამდვილად ეგრე ფიქრობ დავით ? - ირონიულად იკითხა ვატომ
- ნამდვილად...- ირონია არ დააკლო დავითმა
- მაშინ დამითმე- თვალები ააციმციმა ვატომ
- კატო ნივთი არ არის ვინმეს დავუთმო ვატო_ ზიზღით წარმოთქვა ვატოს სახელი- კატო ქალია რომელსაც ვუყვარვარ და ეს გრძნობა ორმხრივია... ორმხრივი გრძნობის გარეშე ბედნიერება გამორიცხულია.
- ამას პირადი გამოცდილებით ამბობ არა ?- წარსულზე უნამიოკა ვატომ
- სწორედაც, ერთხელ გამოვცადე, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე რომ ცხოვრება კეთილსინდისიერ ადამიანს დავუთმო და არა ვინმე რიგით მატერიალისტს.
- რა საინტერესოა... ბედნიერებას გისურვებ, სხვა რა გზაა
- შენც ასევე, იმედი მაქვს რაიმე შეცდომას არ დაუშვებ, ორივემ ვიცით რომ ერთმანეთის დაპირისპირება კარგს არაფერს მოგვიტანს
- სწორად აღნიშნე ერთმანეთის დაპირისპირება კარგს არაფერს მოგვიტანს. - ფეხზე წამოდგა ვატო საფულიდან ასლარიანი ამოიღო მაგიდაზე დატოვა და იქაურობას გაეცალა.

დავითმა ღრმად ამოისუნთქა და შემდეგ სიბრაზისგან ძარღვები დაეჭიმა, რთული იყო ვატოს დარწმუნება, შეხვედრის ასეთ განვითარებას არ ელოდა, ვატო რომ არ დაცხრებოდა და მოქმედებას ისევ გააგრძელებდა ეს კი ფაქტი იყო.
გაბრაზებული წავიდა სახლში. ლევანს დაურეკა დდა მისვლა სთხოვა.
- რაო ? როგორ ჩაიარა
- მაგარი არაკაცია
- რა მოხდაა, რა გითხრა
- ჭკვიანია ხო იცი, არ ჯერა, დეტექტივიც კი ყოლია კატოსთვის დაქირავებული, და არსად ჩანდიო
- რთულადაა საქმე.
- ასე არ შეეშვება, დამტკიცება მოგვიწევს რომ ერთმანეთი გვიყვარს, სავარაუდოდ დეტექტივს ისევ გააგრძელებინებს ჩვენს თვალთვალს.
- მდაა.... -ჩაფიქრდა ლევანი- და რას აპირებ
- მე და კატო , საზოგადოებრივ ადგილებში უნდა გამოვჩნდეთ ერთად, ოღონდ არა ისეთში სადაც ელიტაა, პირიქით ისეთ დაწესებულებებში და წერტილებში სადაც თითქოს ვერავინ გვნახავს და ვიმალებით.თან მოსიყვარულე წყვილი უნდა ვითამაშოთ, ოღონდ ჯერ არა... ერთ კვირას მაინც დავაცდი რომ ეჭვი არ აიღოს, მერე კი მისი დეტექტივი გვნახავს
- რთული იქნება არა ?კატოს გაუჭირდება ასე მოქცევა
- სხვა გზა არ არის, ისეა დაშინებული გუშინ ვაკოცე მაგრამ სიტყვა არ უთქვამს, დამთანხმდება.
- რა ქენი ? - ყლუპი გადასცდა ლევანს.
- ვაკოცე - ვატოს საეჭვიანოდ
- საეჭვიანოდ ? თუ შენც გინდოდა ?
- არ ვიცი_ თავი გააქნია დავითმა.
ორივე გაჩუმდა, ლევანის რაღაცნაირად შეაქანა ვაკოცეს გაგონებაზე, რაღაც არასასიამოვნო იგრძნო, თვითონაც კი ვერ გაიაზრა რატომ მაგრამ იმ ფაქტმა რომ კატოს ვიღაც შეეხო გააღიზიანა, სცადა ეს ფიქრი გაეფანტა მაგრამ თავს ვერ მოერია. საკუთარ თავზე გაბრაზდა... სამი წელი სამი წელი უყურებდა კატოს, თან ამჩნევდა და თან ვერა... ზოგჯერ რაღაც აბამდა... ფრთხილობდა კატოსთან... ახლა კი მისი ძმაკაცი რომელიც კატოსთან ერთად დიდ თამაშს იწყებდა... მისი ძმაკაცი ამ გოგოზე დამოკიდებული ხდებოდა... და მან რა ქნა, სწორედ ამ დროს გაიღვიძა თიტქოს მასში დაგროვილმა ემოციებმა რაც კატოსთან აკავშრებდა, თავიდან არც ელოდა რომ დავითს შეიძლება კატო როგორც ქალი მოსწონებოდა, მის გემოვნებაში არ ჯდებოდა ასეთი კარიერისტკა გოგოები, არც გარეგნობით რომ აკმაყოფილებდა მის მიერ დაწესებულ უმაღლეს სტანდარტებს.
საკუთარ თავს დაჰპირდა რომ საკუთარ თავთანვე ჭიდილში გაიმარჯვებდა და ამ უაზრო აზრებს გაფანტავდა. საკუთარი თავის რცხვენოდა ახლა რომ ასეთი განცდები ეუფლებოდა, იქიდან კი მეორე მე ეძახდა რომ ეს მხოლოდ ფიქტიური ქორწინება იყო რომელიც ოდესმე დასრულდებოდა ? თუმცა მერე რა... ხალხს ამას ვერასდროს აუხსნიდნენ, აუცილებლად კიდევ ერთი ლამაზი ტყუილი გამოცხვებოდა დაშორების და ლევანს მაინც აღარასდროს მიეცემოდა შანსი კატოს გვერდით ყოფილიყო. ბევრი ფიქრის შემდეგ ეს ფიქრები გაფანტა და რეალობას დაუკვირდა, ყველა ემოცია რაც კატოს მიმართ ქონდა საკუთარ თავში ჩაკლა და კაცურად, ღირსეულად განაგრძო სვლა. ერთადერთი რამ სურდა,, კატო ატირებული არასდროს ენახა, და უბრალოდ ბედნიერი ყოფილიყო.

- მოკლედ, ცოტა ხანში გავაკ კატოს ავაკითხავ... ფიქრიდან გამოერკვა დავითი
- კარგი, ერთად გავიდეთ მაშინ ოფისში
- სად დაფრინავ, ოფისში კი არა კატოს ავაკითხავ, შენ მიდი და მერე შეიძლება მეც შემოვიარო ?
- ა წავიდა უკვე კატო ოფისში ?
- ლევან სად დაფრინავ... შეანჯღრია დავითმა, ხომ გითხარი კატო არ იქნება დღეს ოფისში მეთქი
- ვიცი , მითხარი მაგრამ მოვიდა, და ვიფიქრე უკვე წავიდათქო ?
- მოიცა კატო დღეს ოფისში იყო
- კი, ასე მირჩევნიაო...
- მე კი მეგონა...
- შენ კი გეგონა რომ...- სიტყვა გაწყვიტა ლევანმა- ახლა დაღლილი და დასტრესილია და შეიძლება წინააღმდეგობის თავი არ აქვს- მაგრამ მარტივად სამართავი გოგო არ არის
- ხო , მაგას უკვე მივხდვი... რამეს ვიზამ... - გაღიზიანებით თქვა დავითმა და ტელეფონმომარჯვებული აივანზე გავიდა კატოს ტელეფონი აკრიფა და პასუხს დაელოდა
- სად ხარ ? - მთელი მონდომებით სცადა საკუთარი ხმა ცივი გაეხადა
- ოფისში ბატონო დავით
- გითხარი შენობით მომმართე მეთქი, ეს ერთი , გითხარი სახლში დარჩი მეთქი, ეს კი მეორე ცივად უთხრა დავითმა
- ასე მერჩივნა
- ისიც გითხარი გადაწყვეტილებას რომ ვიღებ განხილვას არ ექვემდებარება მეთქი.
კატო ძალიან გააღიზიანა დავითის საუბარმა და მანერამ, აღარ შეეძლო ამდენად სიმშვიდის შენარჩუნება, აღარ შეეძლო მუდმივად გაწონასწორებული გოგოს როლის თამაში, ღრმად ჩაისუნთქა და ცოტაოდენი დუმილის შემდეგ დაიწყო
- ბატონო დავით, - ხაზი გაუსვა მკვეტრად გამოთქმულ „ბატონო“_ს , ჩვენი შეთანხმება ორმხრივია და ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, ეს სულაც არ გულისხმობს თავის თავში რომ რომელიმე ჩვენგანი ურთიერთვალდებულია ერთმანეთს დაემორჩილოს, მსგავსი ინიციატივა ჩემი მხრიდან არ წამოსულა და არც მივცემ საკუთარ თავს არასდროს უფლებას რამე მოგთხოვოთ, ანალოგიურად ვითხოვ თქვენი მხრიდანაც,, ჩემს ქმედებებზე მე ვარ პასუხისმგებელი, რჩევას ვიღებ მაგრამ გადაწყვეტილებას თავად ვიღებ . თუნდაც ასეთ პრიმიტიულ თემაზე, ძალიან გთხოვთ საკუთარი თავი გააკონტროლოთ, რადგან უკვე მეც მიჭირს საკუთარი ბრაზისა თუ ემოციების კონტროლი.
- მგონი სიტოაციის სირთულეს კარგად ვერ იაზრებ, იმისთვის რომ დაგიცვა და საფრთხე არ შეგექმნას სწორედაც ანგარიშვალდებული ხარ ჩემს მიმართ რომ დამემორჩილო... ყოველმა შენმა გადადგმულმა ნაბიჯმა შესაძლოა გეგმა ჩამიშალოს ან საქმე გააფუჭოს, დიდი გოგო ხარ და მეგონა ამდენს უკვე კარგად ხვდებოდი ... ხმის ტემბრს აუწია დავითმა,- ახლა შენი უაზრო პრინციპების დრო არ არის, და ხედავ რომ ეგ პრინციპები არანაირად არ გამოგადგა მაშინ როცა ფაქტის წინაშე დადექი- ამიტომ შეეგუე იმ ფაქტს რომ სანამ ჩემი საცოლის ან ცოლის სახელი გექნება ვალდებული ხარ დამემორჩილო, და კიდევ რომ არ დაგავიწყდეს შეგიძლია კონტრქატში ესეც შეიტანო. - დავითი არ ელოდა კატოსგან ამ კომენტარს ამიტომ გაბრაზდა და ნერვები მოეშალა, პირველად გაბედა და ვირაც შეეწინააღმდეგა, პირველად დაუმორჩილებლობის სურვილი გამოთქვეს მის წინაშე.
- თუ თქვენი გეგმის მიხედვით სამსახურში სიარული საფრთხეს მიქმნის მაშინ არ მინდა , დავასრულოთ ეს ფარსი. - ყელში ამოუვიდა დაძაბულობა კატოს.
- ჯერ არც არაფერი დაწყებულა, და თუ არ გინდა შეგვიძლია არც დავიწყოთ, ეს ფაქტი შენ უფრო დაგაზარალებს ვიდრე მე, ქუცაში გამვლელი რომ გავაჩერო, ჩემს ცოლობას ისიც კი სიხარულით დათანხმდება, შენ კი შეგიძლია როგორც ძლიერმა დამოუკიდებელმა პრინციპულმა ქალმა თავად იბრძოლო რომ შენი უფლებები არ შელახონ- ირონით გაჟღენთილმა მიახალა დავითმა სიტყვები, ამჯერად თავადაც შეეტყო ხმაში გაღიზიანება და წყობიდან გამოსვლა, აღარაფრის თქმა არ აცალა ისე გაუთიშა ტელეფონი.
- ტიპური „ძლიერი“ ქალი,- სარკაზმით თქვა და სკამზე ჩამოჯდა, - ვნახავ რას მიაღწევ.- არ შოშმინდებოდა დავითი და გაბრაზებული ეწეოდა სიგარეტს,

------------------------
აბა მეგობრებო გისმენთ.. როგორ მოგწონთ ძალიან გამახარა წინა თავებზე თქვენმა აქტიურობამ და იმედია იმედებს აარ გიცრუებთ



№1 სტუმარი სტუმარი ნინი

მომეწონა ძალიან, ველოდები გაგრძელებას...წარმატებები

 


№2 სტუმარი ია

ცოტა რომ გაზრდიდე თავებს კარგი იქნებოდა

 


№3 სტუმარი სტუმარი TAA

SAOCARI WERIS TEQNIKA GAQVS SASIAMOVNOD IKITXEBA ASE GAAGRDZELE

 


№4 სტუმარი სტუმარი მარი

აუ არააა, ვსოოო... ეს ძმაკაცური სასიყვარულო სამკუთხედები არ შემიძლიააა აი არა ვერა :'( ყველაზე მეტად აი ამას ვერ ვიტან, რატომ ლევანი რატოომ? -_-
ძალიან კარგი ისტრორიაა და წარმატრბები მაგრამ მე აქ ვწყვეტ.

 


№5  offline წევრი ვიპნი

ლევანის ამბავს ვერ გადავიტან ,უნდა გამოუძებნო აუცილებლად ვიღაც :)

 


№6  offline წევრი Tako_elizbarashvili

სტუმარი მარი
აუ არააა, ვსოოო... ეს ძმაკაცური სასიყვარულო სამკუთხედები არ შემიძლიააა აი არა ვერა :'( ყველაზე მეტად აი ამას ვერ ვიტან, რატომ ლევანი რატოომ? -_-
ძალიან კარგი ისტრორიაა და წარმატრბები მაგრამ მე აქ ვწყვეტ.

მემგონი ღირს გაგრძელება , ლევანის პერსონაჟზე ბევრ კარგ რამეს გაიგებთ და დაინახავთ , და გამოჩნდება როგორი მეგობრობა შეუძლია .

ვიპნი
ლევანის ამბავს ვერ გადავიტან ,უნდა გამოუძებნო აუცილებლად ვიღაც :)

ვნახოთ ვნახოთ ????♥️

სტუმარი TAA
SAOCARI WERIS TEQNIKA GAQVS SASIAMOVNOD IKITXEBA ASE GAAGRDZELE

უღრმესი მადლობა♥️

ია
ცოტა რომ გაზრდიდე თავებს კარგი იქნებოდა

მაქსიმალურად ვცდილობ მართლა ♥️კიდევ უფრო მოვინდომებ♥️

სტუმარი ნინი
მომეწონა ძალიან, ველოდები გაგრძელებას...წარმატებები

ძალიან ძალიან დიდი მადლობა ♥️

 


№7 სტუმარი nanachi

მომწონს ძალიან,ისიც კარგია რომ მალ მალე დებ.რავიცი აბა დავითი და კატო როგორც წყვილი მომწონს,.

 


№8  offline წევრი Tako_elizbarashvili

nanachi
მომწონს ძალიან,ისიც კარგია რომ მალ მალე დებ.რავიცი აბა დავითი და კატო როგორც წყვილი მომწონს,.

ძალიან დიდი მადლობა♥️

 


№9  offline წევრი Maia G.

აუ გთხოვ ლევანი არ გარიო რა ამ სასიყვარულო დაპირისპირებაში,მეგობრობას ნუ აურევ ,კარგი ისტორიაა და ნუ შეუცვლი რა გზას❤

 


№10  offline წევრი Tako_elizbarashvili

Mai dire mai
აუ გთხოვ ლევანი არ გარიო რა ამ სასიყვარულო დაპირისპირებაში,მეგობრობას ნუ აურევ ,კარგი ისტორიაა და ნუ შეუცვლი რა გზას❤

არა ეგ ჩანაფიქრში არც მქონია , მართლა პირიქით ლევანის პერსონაჟს უფრო კარგს გავხდი , რეალურად ეს იმიტომ შემოვიტანე რომ ლევანის პერსონაჟი მეგობრობის მაგალითად იქცეს♥️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ნათია

შესაძლოა ლევანის ეს გრძნობა იმიტომ უჩნდება რომ კატოს ძალიან შინაურად თვლის, შესაძლებელია როგორც საკუთარ დას, ბიძაშვილს, ან მამიდაშვილს დაუდგება გვერდში, ისე უნდა დაუდგეს კატოს, ასეთ გრძნობებს ნათესაური კავშირებიც იწვევს და ვერ ხვდები რატომ გსურს ამ ადამიანთან ახლოს ყოფნა, ეს გრძნობები კი გაურკვევლობისგან ირევა და სხვა ფიქრებში წასვლას გაიძულებს. გამეცინა დავითის გაბრაზებაზე, რა უცნაური ტიპია :დ
კარგად მიიწევ, მომეწონა ტირეებით გამოყოფილი დიალოგები, მაინც გკომდა ბევრგან გამოტოვებული მაგრამ ვფიქრობ თანდათან მიეჩვევი და აღარ გამოგრძება. ❤️❤️

 


№12  offline წევრი Tako_elizbarashvili

სტუმარი ნათია
შესაძლოა ლევანის ეს გრძნობა იმიტომ უჩნდება რომ კატოს ძალიან შინაურად თვლის, შესაძლებელია როგორც საკუთარ დას, ბიძაშვილს, ან მამიდაშვილს დაუდგება გვერდში, ისე უნდა დაუდგეს კატოს, ასეთ გრძნობებს ნათესაური კავშირებიც იწვევს და ვერ ხვდები რატომ გსურს ამ ადამიანთან ახლოს ყოფნა, ეს გრძნობები კი გაურკვევლობისგან ირევა და სხვა ფიქრებში წასვლას გაიძულებს. გამეცინა დავითის გაბრაზებაზე, რა უცნაური ტიპია :დ
კარგად მიიწევ, მომეწონა ტირეებით გამოყოფილი დიალოგები, მაინც გკომდა ბევრგან გამოტოვებული მაგრამ ვფიქრობ თანდათან მიეჩვევი და აღარ გამოგრძება. ❤️❤️


ძალიან დიდი მადლობა ასე რომ მგულშემატკივრობ , ნელნელა ყველაფერს დავხვეწავ თქვენი დახმარებით♥️

 


№13 სტუმარი სტუმარი თათია

დღეს ხომ დადებ ახალ თავს? :)

 


№14  offline წევრი Tako_elizbarashvili

სტუმარი თათია
დღეს ხომ დადებ ახალ თავს? :)

აუცილებლად , პატარა თავის ატვირთვა არ მინდა და ავტვირთავ მალე )))

 


№15 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარი იყო ძალიან მომეწონა საინტერესო და ვიმხიარულე კიდეც,ესენი ორივე ძლიერები არიან ამათი შეჯახება მიწისძვრას გამოიწვევს იმედია სიყვარულში გადაეზრდებათ ეს სიჯიუტე და კიდევ არ მინდა ლევანი დაიტანჯოს მადაც გამოუჩდეს იქნებ შარფი????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent