შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! ჩემი უფროსი შემიყვარდა. (თავი II)


25-09-2020, 04:26
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 5 647

ჩემი ორ ოთახიანი ბინის კარს ვაღებ და მაშინვე ვგრძნობ ნაცნობ სურნელს.ამ ბინას რაღაც ახლობლის,სიმშვიდის სუნი აქვს. აქ თავს ყოვეთვის კარგად ვგრძნობ. მართალია ჩემი დის გამგზავრების შემდეგ ცოტათი გამიჭირდა შეგუება,მაგრამ ახლა კარგად ვარ. ამაში ჩემი საუკეთესო მეგობარი დამეხმარა. არ ვიცი რა მეშვეებოდა ერეკლეს გარეშე.
ტელეფონს ვიღებ და მასთან ვრეკავ.
- ჰაუუ. - მპასუხობს,ისე როგორც ჩვევია.
- ეკეეეეე,ამიყვანეეეს. - მისი ხმა როგორც ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს.
- ხომ გეუბნებოდი პუპსიიკ. - ბოლო სიტყვას ტრადიციულად წელავს. - აბა რას ვაპირებთ?! არ უნდა აღვნიშნოთ?
- რამდენჯერ უნდა გითხრა?! ნუ მეძახი მაგ რაღაცააას. მიდი გამო,შენი საყვარელი ნამცხვარი მაქვს და გაჭმევ.
- კაი ხოო,უჟმურიიი. რაღაც საქმე მაქვს და მალე მოვალ.
- კაი,მიდი და მალე ქენი.
ტელეფონს ვთიშავ და პირდაპირ სააბაზანოში გავდივარ. შხაპს ვიღებ და ისმის ზარის ხმაც. თხელ ხალათს ვიცვამ და კარს ვაღებ.
- გილოცააავ ელეე. - ერეკლე ფოთოლივით მაფრიალებს ხელში და გემრიელად მიკოცნის ლოყებს.
- არ შემოგეჭამოო მხეცოოო. - თან ხმამაღლა გავკივი,თან მეცინება.
- შესაჭმელი ხარ და რა გავაკეთო?! რა კაი სუნი გაქვს ეე...
- ახლახანს გამოვედი აბაზანიდან - ვეკრიჭები.
- ხშირად უნდა იბანაო. - დამცინის და ძირს მსვამს.
- დამპალოოო,ფუ რა ბოროტი ხაარ.
- მიდი,მიდი მაჭამე რამეეეე. - მსუბუქად მირტყამს საჯდომზე და მეც სამზარეულოში გავდივარ სიცილით.
- ყავა გინდა?
- მეკითხები? - მიღიმის მისი მომხიბვლელი ღიმილით.
- ნუ მიცინი,დამაბრმავეს შენმა ქათქათა კბილებმა. - წამწამებს სასაცილოდ ვუხამხამებ.
- ტყუილად მეპრანჭები,შენდა სამწუხაროდ გოგოები არ მიზიდავენ.
- ოჰ მომისპო ყველა გზა. - ვითომ დანანებით ვამბობ და ორივეს გვეცინება.
- მოდი ჭამე თორემ ხომ ხედავ, მარტო ძუძუ- ხარ დარჩენილი. - მეუბნება წარბ აწეული.
- სერიოზულად? რას ერჩი ჩემს ფორმებს? ვგონებ,რომ ყველა კმაყოფილია. - მეც კი მეღიმება ჩემს სიტყვებზე.
- დღეს რატომღაც თავდაჯერებული ხართ ქალბატონო ელიზაბეეტ. - მონასავით ხრის თავს.
- ხომ იცი არა ჩემი ხასიათი? - ვუღიმი და ჭამას ვიწყებ.
- ნუ მახსენებ. იმედია ახლა ამ კარგი ხასიათის მერე დეპრესია არ დაგეწყება,ან თეფშების ლეწვას არ დაიწყებ. - დამცინის ისევ.
- დამშვიდდი,სანამ წამოვიდა ეს ჭიქა,პირდაპირ შენი სახისკენ.
- მშვიდად,მშვიდააად. ეს უკვე პირველი ფაზაა. - სასაცილოდ აფართოებს თვალებს. - მგონი ბი პოლარული აშლილობა გჭირს.რას ფიქრობ?
- მე ვფიქრობ,რომ შენთვის ფიქრი არ შეიძლება შვილო. მიდი ახლა ჭამე,სანამ ისევ სიმპათიური ხარ. - ლოყაზე ვკოცნი,ის კი ნებდება,თავს აქნევს დინჯად და ჭამას აგრძელებს.
ჭამას ვასრულებთ,ჩემს ოთახში გავდივართ და საწოლზე ვწვებით. მეილს ვამოწმებ სადაც ახალი შეტყობინება მხვდება. გამომგზავნი კომპანია: Black Pearl . “გამარჯობა ელიზაბედ. მიმღებში რომ გავიცანით ის გოგო ვარ, თეა. მოკლედ ხვალ არის „შავი მარგალიტის“ ახალი კოლექციის გამოფენა,სადაც სხვა იუველირებიც იქნებიან. მოკლედ შენ უნდა გადაიღო საუცხოო ფოტოები. ბატონი ისააკი ცოტათი რთული კაცია მაგრამ, შენს მაქსიმუმს თუ აჩვენებ აუცილებლად დაგიფასებს. აბა შენ იცი,წარმატებები.ხვალ შევხვდებით რვაზეეეე .“
თეას საყვარლად დაწერილ ტექსტზე მეღიმება. რატომღაც გული უფრო ჩქარა მიცემს,რადგან ვხვდები,ეს არ არის უბრალო საქმე. ჩემს სახეზე ცვლილებას ამჩნევს ერეკლე და მაგრად მიკრავს გულში.
- რა ხდება პრინცესა?
- ხვალ მაქვს პირველი გადაღება და მგონი ვღელავ.
- ვააჰ,შენ რა გულიც გაქვს?!- სიცილს იწყებს.
- კარგი რაა. -ბავშვივით ვიბუტები.
- ნუ ბუზღუნებ,მოდი ააქ. - მაგრად მხვევს თავის დაკუნთულ,უზარმაზარ მკლავებს და ლამისააა გამჭყლიტოს. -რას იცვამ? - მალევე ფხიზლდება.
- რა თქმა უნდა... მარადიული კითხვა,აბა ისე როგორ... არ ვიცი,არაფერსაც არ ვიცვამ. - ხელს მობეზრებულად ვიქნევ.
- მაგარი იდეააა - თვალები ისე უბრწყინდება,თითქოს რაღაც გენიალური იდეა დავდე,მაგრამ მალევე ტეხავს უკმაყოფილოდ ტუჩის კუთხეს. - მაგრამ მერე მომიწევს ყველა იქ მყოფს მოვუღუნო სიფათი,ასე რომ... ჯობია რაიმე ჩაიცვა მაინც. - ბოლოს მაინც მიცინის.
- გენია ხარ. რამე რომ უნდა ჩავიცვა ეგ მეც ვიცი,მაგრა რა,ეგ არა. - ხელებს უმწეოდ ვუშვებ დაბლა.
- არ გესმის არაფერი რაა. რანაირი ხელოვანი ხარ. - სწრაფად დგება ლოგინიდან და გარდერობში ჩხრეკას იწყებს.
- ეს წითელი კაბა? - ხელში აფრიალებს კაბისმაგვარ რაღაცას.
- ეს სად ნახე? - სიცილით ლოგინზე ვვარდები.
- მაშინ ეეეს. -ამჯერად ლურჯ კაბას მაწვდის. ვიზომებ,მაგრამ აშკარად პატარა მაქვს მკერდთან.
- ეს რომელ საუკუნეში ვიყიდე? რატომ არ მეტევა, რა უბედურებაა?
- როგორც ჩანს შენი გოგოები გაიზარდნენ. - წარბების ციმციმით მიმითითებს მკერდისკენ და მეც სიცილს ვერ ვიკავებ.
- არაფერი გეშველება.
- რა ჩემი ბრალია?! - მხრებს იჩეჩავს. - შენ არ გაქვს საერთოდ რაიმე იდეა?
- მე არა,მაგრამ ანასტასია მეჩიჩინება,მე რომ ჩამოგიტანე შავი კაბა ის ჩაიცვიო.
- რომელი,ის იდეალურობა,ზედ რომ გაკვდება? - წამსვე ფხიზლდება. - ეგ როგორ არ გამახსენდა?! სად არის? სწრაფააად.
- ნუ ღრიალებ,გასკდა თავი.
- დაეწყო...
ჩემი დის ნაჩუქარ კაბას ყუთიდან ვიღებ და წამსვე ვირგებ სხეულზე,სრიალა ნაჭრისგან შეკერილ შავ კაბას.
- შეუდარებელი ხარ და... მადის აღმძვრელი. - ამატებს ბოლოს ეშმაკური ღიმილით.
- მგონი ზედმეტია.... ლამაზია,მაგრამ ზედმეტად.
- გაჩუმდი რააააა. საოცრება ხარ და მორჩა,ამას იცვამ. - სწრაფად ჭრის საკითხს. - ახლა კი საღამური ჩაიცვი,ვიძინებთ. - თვითონ მის იდეალურ სხეულს ამზეურებს და უკითხავად წვება ჩემს კუთვნილ საწოლში.
- არის უფროსო. - თვალებს ვატრიალებ,ვემზადები,თმას ვიკრავ და მის გვერდით ვწვები.
- ძილინებისა პრინცესა. - ხელებს მხვევს და სხეულზე მიკრავს.
- ძილინებისა ეკე. - თავს მის განიერ მხარზე ვდებ და დაღლილს ტკბილად მეძინება.
შუადღის ოთხზე მაღვიძარას ხმა მაღვიძებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია. ვგიჟდები ძილზე. ვდგები,წყალს ვივლებ,ტანის კრემს ვისვამ და მაკიაჟს ვიკეთებ. წვრილ ბრეტელიან,ღრმა დეკოლტით კაბას ვიცვამ,რამელიც ისეა ტანზე მომდგარი,სხეულის თითოეული ნაკვთი ჩანს. წელამდე შავ თმას უბრალოდ ვისწორებ და უკან ვიყრი. შოკოლადისფერ კანს საოცრად უხდება ბორდოსფერი ტუჩსაცხი. ბოლოს მაღალქუსლიან შავ სანდლებსაც ვიცვამ,ფოტოაპარატს ვიღებ და საღამოს რვაზე სახლიდან გავდივარ.
გამოფენა ერთ,ერთი პრესტიჟული სასტუმროს ბაღში იმართება. ირგვლივ ყველაფერი ულამაზესადაა მორთული, უამრავი ადამიანი ირევა,მანდილოსნებს კომპანიის ახალი კოლექციიდან სამკაულები უკეთიათ,მე კი ამის ფირზე აღბეჭდვე მევალება. ქუსლების კაკუნით მივუყვები ბილიკს და მაგიდაზე აკურატულად დაწყობილი ფუჟერებიდან ერთ-ერთს ვიღებ და ვწრუპავ. გარმოს ვათვალიერებ. ნაცნობი არავინ ჩანს,მხოლოდ ზედმეტად გადაპრანჭული და ფულიანი ხალხი. თითქოს სიმშვიდეა,მაგრამ აქ კარგად არ ვგრძნობ თავს. ფოტოაპატრატს ვიმარჯვებ და სურათების გადაღებას ვიწყებ. ვუღებ ქალს,რომელსაც ულამაზესი ბეჭედი უკეთია. თლილ თითებს აკვდება წითელ თვლიანი ნაკეთობა. მერე ჩემს ყურადღებას პატარა გოგონა იპყრობს,ფუშფუშა კაბით,რომელიც გაბრწყინებული თვალებით უყურებს დიადემას. ისეთი ბუნებრივია... ვცდილობ ახალი კადრი დავიჭირო და ვხედავ სმოკინგში გამოწყობილ მამაკაცს,რომელიც ფუჟერს მაღლა წევს და მომხიბვლელად უღიმის ჩემს კამერას. ისაა... ისააკია. ისეთი სიმპათიურია. და.... ეს ღიმილი. ჩემკენ მოდის.
- მოგესალმებით ულამაზესო ქალბატონო. - თავს დინჯად მიკრავს და გამჭოლი მზერით მაკვირდება. მისი გამოხედვა სხეულს მიწვავს.
- გამარჯობა. - ვფხიზლდები,დაბნეულად ვუღიმი და მხრებში ვსწორდები. ეს აშკარად არ უნდა გამეკეთებინა,რაგდან წამით მზერა ჩემს მკერდზე ეყინება,მაგრამ მალევე ფხიზლება და სერიოზული სახით მიყურებს.
- როგორ მოგწონს დღევანდელი საღამო?
- არაჩვეულებრივია... ზედმეტადაც კი. - ბოლო სიტყვებს ჩუმად ვამბობ,მაგრამ როგორც ჩანს მაინც ესმის.
- რატომ ზრდმეტად?
- მე უბრალოდ არ მიყვარს ხმაური და ხალხმრავლობა.
- აჰჰ,გასაგებია. სიმართლე გითხრა არც მე მეხატება დიდად გულზე,მაგრამ მოდი ეს ჩვენი საიდუმლო იყოს. - მიღიმის და თვალს მიკრავს. - ახლა კი უნდა დაგტოვოთ პატარა ქალბატონო. - ამბობს ბოლოს და სტუმრებთან შესახვედრად მიიწევს.
კოლექციის რამოდენიმე სამკაულს ვირგებ. მართალია არასდროს მყვარებია აქსესუარების ტარება,მაგრამ ახლა რატომღაც მიმიზიდა,მომინდა,რომ მეც მათი ნაწილი ვყოფილიყავი.
- ულამაზესებია არაა?! - მესმის ქალის ხმა.
- დიახ,მართლაც რომ ხელოვნების ნიმუშია თითოეული მათგანი.
- მიხარია,რომ მოგწონთ. თითოეული აქ მყოფის დადებითი შეფასება ჩემთვის ბედნიერებაა. - როგორც ჩანს დაბნეულობას ამჩნევს ჩემს სახეზე და საუბარს აგრძელებს. -მე ისააკ ვაჩნაძის დედა ვარ, ირინა ავალიშვილი.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა,ქალბატონო ირინა. მე ელისაბედი ვარ, კომპანიის ახალი ფოტოგრაფი.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა,მაგრამ გთხოვ ქალბატონოთი ნუ მომმართავ.
- იცით გამიჭირდება,მაგრამ ვეცდები. - ეს არისტოკრატული იერის ქალბატონი რატომღაც დადებით ემოციებს იწვევს ჩემში.უცნაური შეგრძნებაა,მარამ მასთან შებოჭილად არ ვგრძნობ თავს.
- როგორც ჩანს უკვე გაიცანი ელისაბედი. - ისააკი დედას უკნიდან ეხვევა და ნაზად კოცნის ლოყაზე.
- დიახ.არაჩვეულებრივი ახალგაზრდაა. - იეთი საყვარლები არიან,რომ სურვილი მიჩნდება ეს კადრი ფირზე აღვბეჭდო.
- ერთი წამით,არ გაინძრეთ. - ვამბობ და მალევე ვიღებ შავ-თეთრ სურათს. -აი ასე... მგონი კარგი ფოტო გამოვიდა. - ვამბობ კმაყოფილი სახით და ისააკს გულწრფელი ღიმილით ვასაჩუქრებ. აშკარად არ ელოდა და სურათის ნაცვლად მე მაჩერდება.
- აშკარად ნიჭი გაქვს. მომწონს ეს გოგო. -აღფრთოვანებული ჩანს ირინა. ამ დროს ნაზი ვალსის ხმა ისმის გარშემო. - მიდით ახალგაზრდებო იცეკვეთ. ელისაბედ დააბრმავე ხალხი. - იცინის და თვალს მიკრავს.
- შეიძლება? - ისააკი ხელს მიწვდის და მელოდება. თავიდან ვერ ვიაზრებ რა ხდება,მაგრამ მის ჩახველებას აზრზე მოვყავარ და ჩემს ხელს ვაგებებ. დაბალ განათაბაზე მოცეკვავე წყვილებს ვერევით. ისააკი ჩემთან ახლოს დგება და ფრთხილად მახებს ხელებს წვრილ წელზე. მისი თითებიდან წამომავალ სითბოს ვერ აკავებს თხელი ნაჭერი. ჩემზე ორი თავით მაღალია,მისი განიერი მხრებით მთლიანად მფარავს. წვრილ ხელებს მხრებზე ვადებ და მელოდიას ვაყოლებ ტანს. რაღაც საოცარი სურნელი ასდის. გრილი,მამაკაცური,ნაცნობი. უკვე ნაცნობი...
- ულამაზესი ხარ. - ამბობს მისი ბარიტონით და ვგრძნობ როგორ დამყურებს ზემოდან მისი არწივის გამოხედვით. თავს მაღლა ვწევ და თვალებში ვუყურებ. საოცრად ლამაზი თვალები აქვს. შავ მარგალიტებს გავს. „შავი მარგალიტი“. მახსენდება კომპანიის სახელი.
- შენი თვალები...- ჩემს ბაგეებს ცდება სიტყვები დაუფიქრებლად.
- შენი ტუჩები.. - ამბობს უეცრად ჩახლეჩილი ხმით და ცერა თითით ეხება ჩემს ქვემოთა ტუჩს. ტანში მცრის,ეკლები მაყრის მთელ სხეულზე. მთელი სხეულით ვეყრდნობი მის მხრებს,რომ არ წავიქცე. თვალს არ მაშორებს,თითქოს მზერით მეფერება. ისეთი ნაცნობია,ისეთი ახლო... შუქები ინთება და მელოდიაც სრულდება. ისევ დამატყვევებლად მიღიმის და წელში სწორდება. ხელს ჯიბეში იცურებს იქედან პატარა ყუთს იღებს და ხსნის. ულამაზესი, თეთრი ოქროს ყელსაბამია,რომელსაც ერთადერთი შავი მარგალიტი ამშვენებს.
- შეიძლება? - მეკითხება და თველებით ყელზე მიმითითებს. თმას მაღლა ვიწევ და მისკენ ზურგით ვდგები. ვგრძნობ ცივი მეტალის შეხებას ყელზე,ბოლოს კი მოშიშვლებულ მხარზე ცხელ ტუჩებს. „მორჩა,ახლა შეიძლება მოვკვდე!“



№1  offline წევრი 《Sunshine》

როგორც ყოველთვის საუკეთესო თავი იყო

 


№2 სტუმარი სტუმარი ლიზა

ძალიან ძალიან კარგად წერ open_mouth დიდი ხანია არ წამიკითხავს ისტორია ასეთი კარგი განვითარებით.იმედია თავებს მალე დადებ. heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ხატი

მომწონს შემდეგ თავს ველოდები

 


№4  offline წევრი OKI ME

ეჰ, რა მოიცდის ახალი თავის დადებამდე? ❤️❤️ ძალიან, ძალიან კარგი თავი იყო და მთიალად ისტორიაც აშკარად ძალიან კარგიაა ❤️❤️ მოუთმენლად ველი ახალი თავს ❤️❤️

 


№5  offline მოდერი აირ ისი

Chemi azrit dzalian achqareb movlenebs. Cota meti momenti unda gaushva wyvilis, manam sanam ertmanetze gagijdebian. Weris stils rac sheexeba namdvilad araferi daewuneba :*

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

საუცხოო საოცარი ნაწარმოებია მონაწილეობა ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები მადლობა წარმატებები ????????????

 


№7  offline წევრი უმადრუკი M

《Sunshine》
როგორც ყოველთვის საუკეთესო თავი იყო

მადლობა სანშაინ ^_^ <3 <3

სტუმარი ლიზა
ძალიან ძალიან კარგად წერ open_mouth დიდი ხანია არ წამიკითხავს ისტორია ასეთი კარგი განვითარებით.იმედია თავებს მალე დადებ. heart_eyes

ძალიან დიდი მადლობა ^_^ მიხარია,რომ მოგწონს <3 იმედია მოგეწონება ახალი თავი <3

სტუმარი ხატი
მომწონს შემდეგ თავს ველოდები

მიხარია ^_^ დავამატე უკვე ახალი თავი და იმედი მაქვს,რომ ისიც მოგეწონება ^_^ <3

Megioki
ეჰ, რა მოიცდის ახალი თავის დადებამდე? ❤️❤️ ძალიან, ძალიან კარგი თავი იყო და მთიალად ისტორიაც აშკარად ძალიან კარგიაა ❤️❤️ მოუთმენლად ველი ახალი თავს ❤️❤️

ძალიან დიდი მადლობა ^_^ დავამატე ახალი თავი და ვნახოთ როგორი გამოვიდა <3 <3

აირ ისი
Chemi azrit dzalian achqareb movlenebs. Cota meti momenti unda gaushva wyvilis, manam sanam ertmanetze gagijdebian. Weris stils rac sheexeba namdvilad araferi daewuneba :*

მართალი ხარ <3 მადლობა რჩევისთვის,ვითვალისწინებ <3 მადლობა რომ კითხულობ <3 <3

სტუმარი ნესტანი
საუცხოო საოცარი ნაწარმოებია მონაწილეობა ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები მადლობა წარმატებები ????????????

მადლობა ^_^ იმედი მაქვს შემდეგი თავიც მოგეწონება <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent