პრობლემა იწყება შენით. (ნაწილი-13) დასაასრული.
პირველ რიგში მოგესალმებით ~ მაპატიეთ რომ დამაგვიანდა ^^ დავიწყოთ <3 ერთ-ერთი ოთახის კარი გამიღო და შესვლის თანავე ჩაკეტა . ვგრძნობდი რომ წინ სერიოზული და დაძაბული საუბარი მელოდება მასთან და მართლაც! უკვე ოთახში მყოფს წინ იანის ბასრი და განრისხებული თვალები დამხვდა! წარმოიდგინეთ უეცრად შევხტი კიდეც მისი ამ სახის დანახვაზე! ყველაზე მეტად კი ის მაწუხებდა თუ როგორ ამეხსნა მისთვის ჩემი ორსულობის დამალვა?! -ქეით ცოტახნის უკან რაც თქვი რას ნიშნავს,შეგიძლია ამიხსნა?? მოულოდნელად კი ძაალიან მშვიდად დაიწყო საუბარი,მაგრამ ვიცოდი ეს რასაც ნიშნავდა და ყველანაირად ვცდილობდი სწორი წინადადება დამეწყო გონებაში! -იან...როგორ გითხრა,მე უბრალოდ_ მაგრამ თქმაც არ დამაცადა და ჩემი არეული წინადადების დასაწყისიდანვე გამაწყვეტინა! აი ამ დროს კი უკვე თვალები აენთო და ეს მოჩვენებითი სიმშვიდეც სადღაც გაქრა! -უბრალოდ რა? ორსულად ხარ ხო? უბრალოდ ქეით?? ასეთი სერიოზული რაღაც დამიმალე?? სწრაფად გაღიზიანებულად ჩამხედა თვალებში და ბოლო წინადადებაზე უფრო ახლოს მოიწია,მე კი უნებურად შევკრთი..რა ვუთხრა? რით გავიმართლო თავი!? ეს არ უნდა დამემალა. -დამაცადე იან აგიხსნა! ყველაფრის მიუხედავად შევაჩერე და ფიქრებისგან გადამწვარმა ესღა ვუყვირე,მაგრამ ამან აშკარად მეტად განარისხა. -როგორ შეგეძლი ამის დამალვა ქეით? თან ასეთ სახიფათო ადგილას გამომყევი?? ეს რომ მცოდნოდა ამას არ დავუშვებდი,ახლა კი შენც და ჩვენი შვილიც საფრთხეშია! ისიც კი არ ვიცი ამ სახლიდან გავახწევთ თუ არა,რადგან ჩვენი ბედი ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს პირველად გაიგე ქეით? თვითონაც აუწია ტონს ,თან ისე რომ ყოველი მძაფრი ემოცია ბობოქრობდა მის შავ და სახიფათო თვალებში! -ვიცი,ვიცი იან და ამიტომაც დაგიმალე ! არ მინდა სახლში გელოდო მაშინ როდესაც შემიძლია მეც დაგეხმარო! ვიჯდე და გელოდო?! მაშინ როდესაც არც კი ვიცი ცოცხალი დაბრუნდები თუ არაა! ვეცადე მეც გულახდილად მეთქვა ჩემი გრძნობები და იმის მიუხედავად,რომ ეს ყოველივე ცოტა ულოგიკოდ ჟღერდა,სიმართლე იყო! -რას იძახი?! აბა გინდა შენც ჩემთან ერთად მოგკლან?! ეს სიმართლე კი როგორც ჩანს მისთვის ყოვლად მოულოდნელი და მიუღებელი იყო. -კი,კი!!! მირჩევნია! ეგოისტი ვარ ვიცი,მაგრამ შენს გარეშე მეც არ მინდა სიცოცხლე იან! ვერ გადავიტან...გთხოვ ნება მომეცი შენს გვერდით ვიყო. მეც აღელვებული ვიყავი ამ ყოველივეთი და ამჯერად ყოველი დამალული განცდა და ემოცია ხმამაღლა ვთქვი მასთან! ის რასაც მართლა ვგრძნობდი. -და ჩვენი შვილი? მან კი თავისთავად ეს იკითხა,მე კი მეტად დამიარა სხეულში სიცივემ...ვიცოდი რომ ვცდებოდი,მაგრამ არ შემეძლო სხვაგვარად მოქცევა. -რა? ამ მდგომარეობაში მხოლოდ ამის კითხვაღა შევძელი და თან განრიხსებულ იანს თვალი განძრახ ავარიდე. -ჩვენ შვილზე რას იტყვი ქეით? მან რა დააშავა? მან კი აღარ დააყოვნა და თითქოს გულ დაწყვეტილმა იკითხა. მე კი ამის გააზრებაზე მივხვდი რასაც გულისხმობდა და მეტად ჩავხარე სირცხვილით თავი. -რატომ იქცევი ისე თითქოს ერთადერთი ოყო ვინც ამაზე ღელავს! გგონია ჩემთვის იოლია ეს? მე მინდა დაგიცვა,შენი სიცოცხლე მინდა დავიცვა და თუ არ მეცოდინება ,რომ შენ ასეთ მდგომარეობაშიც კი სახიფათო საქმეზე მომყვები,როგორ დაგიცვათ ქეით? უკვე ხმას საგრძნობლად აუწია,ისე რომ მის ყოველ სიტყვაში მძაფრი ემოციები მოჩანდა! ემოციები ,რომლებსაც ხშირად არ გამოხატავს. -მე ამ საქმეზეც არ მინდოდა გამომყოლოდი,მაგრამ არასდროს არ მისმენ! გაიგე ერთხელ და სამუდამოდ,რომ ეს თამაში არაა! სააბოლო სიტყვები თქვა და ნერვიულობისგან უეცრად ზურგი მაქცია,შემდეგ კი ოთახში აქეთ-იქით დაიწყო სიარული...მეც ცოტახანს თავ ჩახრილი ვიდექი და ხმას არ ვიღებდი,მანამ თავს ძალა არ დავატანე და ხმა არ ამოვიღე. -ვინ თქვა რომ თამაშია? მე ჩემი პასუხისმგებლობა გამაჩნია,ჯიმი უნდა გადამერჩინა,მეც მინდოდა_ ჩუმად დავიწყე საუბარი,რადგან ჯერ კიდევ მიჭირდა ამ ყველაფრის ხმამაღლა აღიარება,მაგრამ იანმა ისევ არ დამასრულებინა სიტყვა და უეცრად ჩემს წინ გაჩნდა. -გთხოვ ქეით,გთხოვ აღარ გინდა. ისედაც საკმარისი გააკეთე და თქვი,უბრალოდ გვერდიდან არ მომშორდე სანამ ყველაფერი არ დასრულდება,ისე იყავი რომ გხედავდე. ამის თქმაზე კი კარისკენ დაიძრა,თან ისე რომ უკან მე მელოდა,მაგრამ მე არ ვაპირებდი ოთახიდან გასვლას,მანამ ჩემს სათქმელს ბოლომდე არ ვიტყოდი! -მოიცადე,ერთ წამს მოიცადე! იან მეშიმოდა,რატომ არ გესმის ჩემი? ბრაზობ?? მეც ვბრაზობ რომ არ შემიძლია არსებული რეალობის შეცვლა ! უკვე ისე ვუყვირე ,რომ თან მომდგარ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი. ვიცოდი,ვიცოდი როდესაც ის მიყვარდებოდა რა მელოდა წინ! ვიცოდი რომ მაფიოზი იყო,ვიცოდი რომ სახიფათო საქმეში იყო,ვიცოდი რომ სულ საფრთხეს ებრძოდა,მაგრამ მივიღე გადაწყვეტილება და მასთან ყოფნა ვარჩიე..ახლა რა მემართება? ასე რატომ ვგრძნობ თავს? განა მე თვითონ არ მივიღე ეს გადაწყვეტილება?! -ანუ ამას მე მაბრალებ ქეით? სააბოლოდ კი ჩემი სიტყვებიდან გამოტანილი აზრი იანმაც გაიაზრა და მიხვდა თუ არა რაც ვიგულისხმე სევდა ნარევი ხმით მკითხა. მეც სასწრაფოთ შევეწინააღმდეგე! -არა..ეს არ მიგულისხმია იან! მაგრამ მგონი რომ გვიანი იყო,რადგან უკვე ჩემს წინ მდგარ იანს თვალებში აშკარა სევდა ეტყობოდა,რაც თავისთავად ჩემი ბრალი იყო. ვიცოდი რომ ადრე თუ გვიან ამაზეც ვიკამათებდით და ჩემი სიტყვებით გულს ვატკენდი. -ალბათ ნანობ რომ ასეთ ადამიანს დაუკავშირე ცხოვრება,მაგრამ ქეით არაფრის გაკეთება არ შემიძლია. მაპატიე რომ ამ ყველაფერთან დაპირისპირება მოგიწია. ყველაზე მოულოდნელად კი ეს ყველაფერი მითხრა გულახდილად და თან ღრმად ჩამაშტერდა თვალებში,ამას კი უეცრად ისიც დაემატა რომ ორივე ხელი მომკიდა ხელებზე. -არა,მე მაპატიე იან...კმაყოფილი ვარ ყველაფრით რაც მაქვს. უბრალოდ შემეშინდა,მაპატიებ? გულახდილად ვთხოვე პატიება ჩემი დაუფიქრებელი სიტყვებისთვის და თან უეცრად ერთი ცრემლი გამომეპარა თვალიდან. -რა თქმა უნდა,ვერაფერზე ვერ გაგიბრაზდები,იმდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის. მან კი ეს მითხრა და თან ერთი ხელით ნაზად მომწმინდა ცრემლი. -მიყვარხარ იან. -მეც მიყვარხარ და უკვე ჩვენი პატარაც ძაალიან მიყვარს. მშვიდად მითხრა რბილი ტონით და თან ღიმილით დამადო მუცელზე ხელი,რაზეც მეტად ამიჩუყდა გული და მთელი ძალით ჩავეხუტე. წელზე მეხვია ხელები და მის განიერ და მყარ გულ-მკერდზე მედო თავი,თვითონ კი ნაზად მეფერებოდა თავზე,მაგრამ ეს მშვენიერი მომენტი ერთმა პატარა ხმაურმა გააფუჭა! ვიღაცამ მთელი ძალით შემოგლიჯა კარი და თავზე ისე დაგვჩხავლა როგორც ყვავმა! -უკაცრავად რომ გაწუხებთ,მაგრამ სხვათაშორის სროლა ატყდა მესამე სართულზე,რაც იმას ნიშნავს რომ გამოგვიჭირეს!! იქნებ სხვა დროს მოაგვაროთ ოჯახური პრობლემები!!!? შეშლილი სახე ჰქონდა ჯეიკს და თან ამ ყოვლად გაღიზიანებული გამომეტყველებით გვიმზერდა შორიდან,მე კი უნებურად ამაზე მხოლოდ გამეცინა და იანს ნელ-ნელა ვუშვი ხელები. -კარგი,ზედმეტს ნუ ლაპარაკობ ,მოვდივართ. ქეით უკან გამომყევი და გვერდიდან არ მომცილდე. იანმა კი მშვიდად მხოლოდ ეს თქვა და წინ გაიჭრა,მეც უკან გავყევი და კოლიდორში გასულები უკვე იარაღის გადატენვით გავემართეთ მესამე სართულის კიბეებისკენ! მესამე სართულზე ავდგით თუ არა ფეხი,მართლაც საშინელი სროლა დაგვხვდა! ვინ ვის ესროდა ვერ გაიგებდა კაცი,ეს კი თავისთავად სახიფათო იყო! ეს ადგილი წითელ ზონას გავდა,სადაც ერთხელ თუ დადგავდი ფეხს,შეიძლება მოულოდნელად სხვისკენ გასროლილი ტყვიაც კი შენ მოგხვედროდა! ამგვარად იანმა იმ წამსვე გამომხედა აღელვებული გამომეტყველებით და მითხრა. -ქეით გთხოვ აქედან ისროლე და ამ ადგილს არ გამოცდე! იქ საშიშია გასვლა..შენთან აიატოს და ჯეიკს დავტოვებ,მიყვარხარ! უცბად უთხრა სათქნელი და სროლით გაიძრა ბრბოშო,სადაც რამოდენიმე იარაღიდან ნასროლი ტყვიები ერთმანეთში ირეოდა! -აბა პრინცესა,უკან დამიდექი! ამას ვუყურებდი აიატოს ეს სიტყვები ,რომ მომესმა და წარბის აწევით რომ გავხედე! -პრინცესა?! სჯობს შენ ამომეფარო. გამატარე! დაბღვერილმა გავხედე აიატოს და მის წინ სროლით გადავდექი,რაზეც მისი ხმა უკნიდან სუსტად მომესმა. -რა სჭირს ამ გოგოს ? ერთხელ მაინც არ იცის უკან დახევა! გაღიზიანებული ებუტბუტებოდა ჯეიკს,მე კი უნებურად ვიღიმოდი ამ ყოველივეზე. არც კი ვიცი ეს ყველაფერი რამდენხანს გაგრძელდა და რამდენხანს მოგვიწია ამ სროლების მოსმენა,თანაც გაუჩერებლად ვისროდით ჩვენც რათა თავები დაგვეცვა! -ვინაა ეს ჯიუტი ძუკნა! უბრალოდ დათმოს. უკვე გაღიზიანებული ბუტბუტებდა ჯეიკი და თან გამწარებული გაუჩერებლად ისროდა! საბოლოდ კი მოხდა სასწაული და როგორც ჩანს როგორღაც ჯიმს მიაგნეს! -დაგვიცავით! იანმა მხოლოდ ეს გამოგვძახა კოლიდორის ბოლოში მდგარმა და შემდეგ ჯიმთან ერთად დაიწყო ჩვენკენ სვლა,თან ისე რომ სროლებს იგერიებდა და თვითონაც გარშემო სიტუაციის გაკონტროლების მიზნით ისროდა. ყველაფრის მიუხედავად ჩვენამდე მოახწიეს და მეც სიხარულით პირდაპირ ჩავეხუტე ჯიმს! ვერც კი წარმოიდგენთ როგორ შემეშინდა რომ ის გოგო ასე უბრალოდ მიისაკუთრებდა და მართლა მოტაცებული ქალიშვილივით ჩაკეტავდა! ვის გაუგია ასეთი რაღაც! -ცოტაც და ჩემზე ძალას იხმარდა..კინაღამ ჩავიფსი შიშისგან. შეშინებულმა ჩაილაპარაკა,თან ისე რომ გაფართოვებული თვალებით გვიცქერდა ყველას,მაგრამ უეცარ ჯეიკის წამოძახილს არავინ არ ველოდით! -მგონი რომ ეს კინაღამ არ იყო.. წარბის აწევით თქვა და თან ჯიმს ჯიბრიანი ღიმილით შეხედა,ამაზე კი ჯიმმა ხელი წარმოარტყა თავზე! -იდიოტო ეს წყალია!!! კრეტინო! ჩვენც მათი შემხედვარეებს მხოლოდ სიცილიღა დაგვრჩენოდა..მთავარია ჯიმი ჩვენს გვერით იყო,დანარჩენი უკვე სულ ერთი იყო,რადგან სახლში მყოფი ხალხის ნახევარზე მეტი უკვე განეიტრალებული იყო! -გზა ხსნილია! წავიდეთ,სანამ ის გოგო ლიმონკებით გამოგვიხტა! ესღა თქვა ანმა და თან წინ გაგვიძღვა ,ჩვენც კმაყოფილები დღევანდელი დღით მშვიდად გავყევით. -მიხარია რომ ისევ ჩვენთან ხარ ჯიმ. გზაში ჯიმს გადავულაპარაკე ღიმილით,რაზეც ასევე ღიმილით გამომხედა. -მე კი ახალი ამბავი მიხარია. გილოცავ ქეით,გავიგე რომ დედა გახდები. -მოიცა,მოიცა შენ საიდან გაიგე? -საყვარელო თქვენი ჩხუბის ხმა მთელ სახლში ისმოდა! ესღა მითხრა სიცილით,რაზეც მეც ხმამაღლა ამიტყდა მოულოდნელად სიცილი,ისე რომ ჩვენს წინ მიმავალნი მხოლოდ მე მომშტერებოდნენ გაკვირვებულები,თუ ასე რა მაცინებდა! მე კი ვიცი რაც...ბედნიერი ვარ,მიხარია! მიხარია რომ ასეთი კარგი ადამიანები მყავს გარშემო. აი ამიტომ ვიცინი,ამიტომ ვარ ბედნიერი. მაგრამ ვინ წარმოიდგენდა რომ ჩემი ფეხმძიმობის პერიოდში ერთი კონკრეტული ემოცია არ იქნებოდა ჩემთვის დამახასიათებელო,თუნდაც მხოლოდ ერთი დღით! დღეში 15-ჯერ მაინც მეცვლებოდა ხასიათი და ერთად მილიონამდე ემოციას გამოვხატავდი,ამგვარად კი უკვე სიგიჟის ზღვარს ვიყავი! წარმოიდგინეთ ,ერთ წამს ვიცინოდი და შემდეგ უეცრად ტირილს ვიწყებდი! იანიც უკვე გაგიჟებას იყო,აღარ იცოდა რა გაეკეთებინა! რამის ამხელა მაფიოზ კაცს ცეკვა და ხტუნაობა დაეწყო ოღონდაც ეს არსაიდან დაწყებული ტირილი შემეწყვიტა! ყველაფრის მიუხედავად კი როგორღაც ეს პერიოდი გადავლახეთ და აი დადგა ის ჯადოსნურო დღეც,როდესაც მუცელი ამტკივდა,მაგრამ რა უნდა ვთქვა? ეს დღეც ერთი დიდი ქაოსი იყო. იანის პოვ: -დაქოქეე!!დაქოქეე!!მალე დაქოქეე!! ამას გავყვიროდი და თან მანქანისკენ გავრბოდი აღელვებული! გიჟივით ჩავხტი თუ არა მანქანაში, ანერვიულებულმა დავიწყე ყველაფრის გადათვლა,რაც ადგილზე მჭირდებოდა! -აჰა,გასაღები აქაა,საბუთები აქაა,საჭირო ნივთები აქაა,ფული აქაა,ქეითი აქ- ამის წარმოთქმა იყო და თვალი მოვავლე მანქანას სადაც ქეითი არ იყო!! არ იყო გესმით?!! -ფუ შენი ! მთავარი დამრჩაა!! ამაზე გამწარებულმა ვიყვირე და გიჟივით გადავედი ისევ მანქანიდან! -შენ ბიჭოი სულ გაუბერეე!!?? ცოლი როგორ დაგრჩაა?!!გასაღები და საბუთები კიარ მშობიარობენ!! მომაძახა უკან მდგარი მეორე მანქანიდან ჯოშუამ,რაზეც ყურადღება აღარ მივაქციე და სახლში შევარდი თუ არა ,დოინჯ შემოდებული ქეითიც იქვე დამხვდა! უკმაყოფილო ჩანდა ჩემი საქციელით,ნუ არც მიკვირს! -ქეით!! ბოდიში რაა! ძაან ვნერვიულობ!! დამწუხრებულმა მოვუხადე ბოდიში ,შემდეგ კი მის ლანძღვას აღარ მოვუსმინე,ხელში ავიტაცე და მანქანისკენ გავაქანე ! დრო აღარ იყო. მთელი გზა მანქანამდე ასევე ვატარე ხელით და ჩავჯექი თუ არა , წინ მჯდარ ასევე ანერვიულებ ჯიმს გამწარებულმა ვუყვირე ! -მალეეეე!!! -თუ რამეაა მე ვამშობიარებ! ამაზე კი ნერვიული ღიმილით გადმოგვხედა ნაბიმ. მეც უნებურად მის სულელურ გამომეტყველებაზე და სიტყვებზე გამეცინა! -აუ შენ ბიჭო,ვერ ხარ ხო?! ხელი წავკარი და ამ არასათანდო სიტუაციაში კი კინაღამ გულიანად ვაგინე! საბედნიეროდ როგორღაც გზა მშვიდობიანად გავიარეთ და იმის გათვალისწინებით ,რომ ღამის 3 საათი იყო,გზაც ცარიელი იყო და მალე მივედით. უბრალოდ ერთი პრობლემა იყო! -ქეით ეს შენ ქენი? დაბნეული სახით იკითხა ლეონმა და თან ჩემს გადაწითლებულ და დასისხლიანებულ ხელს დახედა. -კი,მან ქნა. მეც თამამად ვუპასუხე,ამაზე კი უკვე რაღაც გადაულაპარაკა გვერდით მდგარ ნაბის და შემდეგ ისევ წინ გაიჭრა. ქეითი პალატაში წაიყვანეს და მანამ მშობიარობა დაიწყებოდა ,მეც მზადება დავიწყე რათა შევყოლოდი. ამ მზადებაში კი უეცრად ლეონს მოვკარი თვალი ,რომელიც ექთანს ესაუბრებოდა რაღაცაზე! მათკენ წავედი და გავიგე კიდეც რაზე ესაუბრებოდა. -ჯერ-ჯერით შეიძლება შეგვიშვათ? არამგონია ერთმა ადამიანმა ამხელა ზეწოლას გაუძლოს. გაფართოვებული თვალებით თქვა და თან მე გადმომხედა,მეც დაბნეული ვიყურებოდი რას ცდილობდა! -უკაცრავად და მამა რომელია? ამის მოსმენაზე დაბნეულმა ექთანმა ესღა იკითხა,რაზეც მე გადავდგი ერთი ნაბიჯი წინ,ექთანმა კი დაბნეულმა გახედა ლეონს. ალბათ პირველად მოისმინა ასეთი მოთხოვნა! -გასაგებია..ანუ ითხოვთ რომ ჯერ-ჯერით შეგიშვათ მშობიარობის დროს? -დიახ. -მაპატიეთ,მაგრამ არ შეიძლება ბატონო. -უბრალოდ მთავარ ექიმს ჩემი სახელი და გვარი უთხარით და ის მოგახსენებთ შეიძლება თუ არა. უკვე ჯოშუა წაიწია ამ სიტყვით,რაზეც დაბნეულმა ექთანმა თავიღა დაუკრა და წინ წავიდა . -კარგით. შემდეგ კი ცოტახანს სიჩუმე ჩამოვარდა და არავის არ ამოუღია ხმა! მეც კი ვერ ვბედავდი რამის თქმას. -აბა,მეორე იანის მერე ვინ შევა? უეცრად ჰარის ეს წამოძახილი რომ არ გამეგო,ალბათ კიდევ დიდხანს იქნებოდა ეს სიჩუმე! -მე შევალ ,მზად ვარ ტკივილისთვის. ხელი მოსწავლესავით აიწია ჯეიკმა და შემდეგ ვითომ ვაჟკაცურად წაათამაშა კუნთები. -კარგი ჯეიკ,შენი მჯერა! ესღა თქვა ლეონმა და ომახიანად შემოჰკრა ზურგზე ხელი ჯეიკს,მე კი ჯერ კიდევ პირ ღია ვუყურებდი ყველას. -მოიცა,ერთ წამს...ვერ გავიგე,თქვენ რა ჩემი ცოლის მშობიარობას ესწრებით? თანაც ჯერ-ჯერით? გაოცებულმა ვიკითხე,რაზეც ღიმილით დამეთანხმა ყველა. -ასე მარტო ვერ შეგიშვებთ მეგობარო! შემდეგ კი ჰარის ხმაც მომესმა და მათ უაზროდ დრამატულ მდგომარეობაზე მხოლოდ გამეცინა. -სასაცილოა,რატომ გგონიათ_ ვეღარ დავასრულე წინადადება,რაღაც საშინელ ხმაურზე რომ შევხტი! ეს ყვირილი იყო,უფრო სწორად კი ქეითის ღრიალი. -ეს ქეითის ხმაა?! გაფართოვებული თვალებით იკითხა ნაბიმ და თან პირ ღიამ შემოგვხედა ყველას. -ეს ხმა საიდან ამოსდის..უცბად მეგონა მსხვერპლ შეწირვას ატარებდნენ! მალევე მიამატა ჯოშუამ და უნებურად ყველას გაგვეცინა მის სიტყვებზე! -უკაცრავად აღარ შემოდიხართ? დაიწყო უკვე. მანამ სიცილი ექთანის ხმაზე არ შევწყვიტეთ. -აბა წარმატებები ჩემო ძმაო. ესღა მითხრეს ბიჭებმა ,მე კი სიმწრით ჩავყლაპე ნერწყვი და ყველაზე ხმაურიანი პალატისაკენ გავემართე. -აი ეგ კი მჭირდება. სააბედნიეროდ კი ყველაფრის შემდეგ,ამად ღირდა! ამდენი წვალების შემდეგ დაიბადნენ ჩემი ტყუპები,ჩემი შვილები! არ ვიცოდი რას ვგრძნობდი ,მაგრამ ერთი რაღაც დანამდვილებით ვიცოდი! ასეთი გრძნობა ცხოვრებაში მხოლოდ მამებს გამოუცდიათ! -ჩემო პატარებო ,ძაალიან ბედნიერია თქვენი მამიკო. მოცუცქნული ხელები დავუკოცნე ჩემს პატარებს და ღიმილით შევხედე ქეითს. -მადლობა. ნხოლოდ ესღა მეთქმოდა და ვუთხარი კიდევ ღიმილით და შემდეგ შუბლზე ვაკოცე . -აბა რას დაარქმევთ? -ბიჭს სემს,გოგოს კი ლიზას. 4 წლის შემდეგ: ქეითის პოვ: -სემმ!! გეყოფა ამდენი სირბილი! რას უსმენ გიჟ ბიძაშენს ? ღობის უკან მდგარი დოინჯ შემოდებული ვუყვიროდი უკვე 4 წლის სემმს ,რომელიც ამაოდ ცდილობდა გაქცეული ბაჭიების დაჭერას! -დაიჭერ!! ნუ გეშინია! მაგისთანები დაგვიჭერია! თან ზოგი ორ ფეხიანი იყო და იარაღებით დახტოდნენ! გავიგე ისევ ნაბის შემოძახილი,რომელიც ჩემს ბიჭს ამხნევებდა და თან აშკარად მაფიოზების მაგალითი მოჰქონდა! -მიდი და ნაყინი ჩემზე იყოს! მიაყოლა მალევე ჯეიკმა და თან გვერდით მდგარ ლიზას გახედა,რომელიც უკვე მესამე ნაყინს ჭამდა მგონი. -აი შეხედე შენს დას! უკვე ამდენი ნაყინი ჭამა! აშკარად გამხნევებას გადაუხვია ნაბიმ,რაზეც შორს მდგარმა თავი გავაქნიე. -არასდროს არ მომწონდა ეს თამაში,მგონია უნდა ამოვიღოთ საერთოდ! ამდენი ნაყინის და ტკბილეულის ჭამა ვის გაუგია? უკმაყოფილოდ გადავხედე ჩემს გვერდით მდგარ იანს,რაზეც მომღიმარი მზერა ბავშვებს მოარიდა და წელზე მჭიდროდ მომხვია ხელი,შემდეგ კი ბოხი ხმით გადმომილაპარაკა. -არაუშავრს,წელიწადში ერთხელ არაფერი დაუშავდებათ. ამის თქმა იყო,ჯოშუას ყვირილიც რომ მომესმა და შევკრთი! -რა ნაყინი ბიჭო!! ლუდი ჩვენზე იყოს! ამაზე მე უკმაყოფილო სახით კიდევ ერთხელ გავხედე იანს. -ლუდი არავის არ უხსენებია ვაჟბატონო! იანს კი ამაზე მხოლოდ გაეცინა. -ხუმრობებ პატარა,ხუმრობებ! დააცადე,მოსწონთ ბიძიას როლი . ეს რომ მითხრა გამეღიმა მეც და თან უკვე მომყვირალი ჯიმისკენ გამექცა მზერა. -ბავშვს ნუ რყვნით! გეუბნებით მე თქვენ! თავში უთავაზა ორივეს და ჩემგან კმაყოფილი ღიმილიც მიიღო! მაგრამ ვინ დაგასვენებდა? გვერდიდან მალევე მომესმა იანის მამის ხმა ,რომელიც აშკარად ჩემთვის არასასიამოვნო თემას შეეხო! იქნებ ხუმრობით,მაგრამ ესეც კი მაშინებდა! -ერთი კარგი მააფიოზობა უნდა ვასწავლოთ ამათ! გეფიცებით შიშით დამაჟრიალა! შედეგად კი იანსაც გავხედე შეძრწუნებული მზერით! -რა იყო? გავიგე იანის კითხვაც ,რადგან აშკარად ვერ მიხვდა ჩემი გამომეტყველების მიზეზს. -მააფიოზობა ხომარ უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს? გულახდილად ნაღვლიანად ვიკითხე,ამაზე კი იანს მხოლოდ გაეცინა! -ბევრი მტრები მყავს და თუ რამეა ხომ უნდა მოიგერიოს! მითხრა ეს მაცდურად ,მე კი პირ ღიაამ შევხედე! ვიცოდი რომ ჩემს გასაბრაზებლად იძახდა ამას,მაგრამ ბოლის მანამ ავფეთქდებოდი უეცარი კოცნა მაჩუქა ტუჩებში და თან გვერდით ტუჩის კვნეტით გამიარა. -მოგკლავ იან! გავეკიდე უკან მუშტებ მოღერებული,რაზეც სიცილით მიპასუხა. -მეც მიყვარხარ!! ღამის 10 საათი იყო და დღევანდელი გადატვირთული და დამღლელი დღის შემდეგ სემს უკვე ღრმად ეძინა,მაგრამ რატომღაც ლიზას ჯერ კიდევ ეღვიძა. მეც იანი მარტო დავტოვე ჩვენს საძინებელში და მის გვერდით ჩამოვჯექი რათა დამეძინებინა. -დეე გთხოვ ბობიზე მომიყევი და გპირდები დამეძინება. ეს რომ მითხრა ჩემმა ანგელოზმა,თან თავისი ულამაზესი თვალებით მომაჩერდა ! მეც გავუღიმე და დავეთანხმე,მას კი თვალები აუბრწყინდა თითქოს! მოუთმენლად ელოდა იმ ამბის დაწყებას,რომელიც "საყვარელ ზღაპრად ,,ჰქონდა ქცეული. -ბობი მამაცი ადამიანი იყო,რომელმაც თავისი ოჯახი და მამა იხსნა. იხსნა თვით სიკვდილისგან! რაც იმას ნიშნავს ,რომ არაფერია შეუძლებელი! ყოველთვის შეგიძლია რაღაც ისეთი გააკეთო ,რაც მართლა გულით გსურს,რის გამოც რისკზე წასვლა შეგიძლია! სააბოლოდ კი ზუსტად უნდა იცოდე, ეს რაღაც აუცილებლად შეგახსენებს მომავალში ,რომ თურმე ამად ღირდა ეს ყოველივე! მსხვერპლი ,რომელიც გაეცი. გადაწყვეტილება,რომელმაც მთელი შენი ცხოვრება სრულიად საპირისპიროდ შემოატრიალა!! რა თქმა უნდა უკეთესობისკენ . ღიმილით წარმოვთქვი ზღაპრის დასასრულს ბოლო სიტყვები და ლიზას საბანი შევუსწორე. -დეე!! რომ გავიზრდები იცი ,მე მინდა ბობი გამოვიდე! უეცრად კი ჩემა გოგომ ეს სიტყვები მითხრა,რაზეც გული გამითბა და გამეცინა. -შენ უკეთესი ხარ ჩემო პრინცესა. სააბოლოდ კი შუბლზე ვაკოცე და სინათლე ჩავუქრე . -ტკბილი ძილი. ამ ყველაფრის შემდეგ ისევ ჩვენი ოთახისკენ გავემართე,თან გზა და გზა ფიქრს ვერ ვწყვეტდი! ძაალიან ბედნიერი ვიყავი იმისათვის ,რაც სააბოლოდ ბედმა მარგუნა. თავიდან ისეთი რთული ჩანდა ყველაფერი,დანებებისთვისაც კი მზად ვიყავი,ბევრჯერ იმედიც კი დამიკარგავს,მაგრამ სააბოლოდ აი ასე დავასრულე. -რატო მალოდინე? კარები შევაღე თუ არა მაცდური ღიმილით დამხვდა საწოლში იანი. -ბოდიში ბატონო იან ,თქვენი შვილები დავაძინე! სიცილით ვუპასუხე და მთელი ძალით ავეკარი ,მის თბილ სხეულს. -ისეე..კიდე ერთ შვილზე რას იტყვი? მან კი უეცრად ყელში კოცნით მითხრა ეს ყოველივე ! თავისთავად მეც თამაშში ავყევი. -მმმ...ვიფიქრებ. სიცილიც არ დამვიწყებია ! -ცუდი გოგო !! მააფის ლიდერს ასე, რომ არ უნდა ელაპარაკო არ იცი? სახიფათოა პატარა. თამამად ამყვა იანიც,თან ისე რომ კოცნა არ შეუწყვიტავს . -მიყვარს ხიფათი . ვუპასუხე ასევე მაცდურად ,რაზეც უკვე ტუჩებზე მაკოცა ნაზად ,შემდეგ კი თვალებში ღრმად ჩამხედა და მითხრა . "მიყვარხარ.." "მეც მიყვარხარ..." მართლაც რომ ყველაფერი შესანიშნავად იყო ჩვენს ცხოვრებაში! მე და იანი ამდენიხნის ერთად ყოფნის შემდეგაც კი ,თვალებში ისე შევციცინებდით ერთმანეთს როგორც ახალი შეყვარებულები,რაზეც დაცინვას ვიღებდით სხვებისგან ! იყო ძაალიან ბევრი მხიარული და გიჟური დღეებიც,მაგალითად დღე ,როდესაც შეყვარებულმა ნაბიმ მაიძულა ბობი გავმხდარიყავი,რათა თავისი სატრფო მოეხიბლა ! ასევე მეგის და ბრუმოს დაქორწინების ამბავი! იონას შეყვარებულის გაცნობა და იანი ,რომელიც ბიჭს თვალებით კლავდა ,და ყოველწამს წარმოთქმული ჩემი სიტყვები რათა დამემშვიდებინა! - ორი შვილის მამა ხარ! ნუ იქცევი სულელივით! ასევე დღე ,როდესაც ყველამ გადავწყვიტეთ დასასვენებლად წავსულიყავით ,ჩვენი დაკარგვა კუნძულის ჯუნგლებში,იანის ეჭვიანობა ვიღაც უცხო ბიჭზე ,იონას და მისი სატრფოს კამათი იმაზე თუ ვინ უფრო მეტ ბანანს შეჭამდა ,მეგის ორსულობის ამბავი და ბრუნოს რეაქცია! ჯეიკის ,ნაბის და ჰარის სასაცილო კინკლაობა ,იმაზე თუ რომელი უფრო უყვარდათ ჩემს შვილებს!! და ჯოშუას გამაღიზიანებელი პასუხი ამაზე! -გეყოთ ჩხუბი,ისედაც ყველამ კარგად ვიცით, რომ მე ვუყვარვარ ორივეს ყველაზე მეტად! მოკლედ ათასი დასამახსოვრებელი თავგადასავალი! რომელიც მახსენებდა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში,რომ ამ ადამიანებს დავუკავშირე ჩემი ცხოვრება. უფრო მეტად კი იმას რომ ყველაზე ბედნიერი ვიყავი,რადგან დავუკავშირე ჩემი ბედი ჩემს ერთადერთ სიყვარულს : იან მილერს . ~~~~~~~~დასასრული!!!~~~~~~~ ------------------------------------------ იმედია კმაყოფილები ხართ დასასრულით მალე ახალი ისტოორით დავბრუნდები ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.