შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქმიანი ქორწინება (თავი მეოთხე)


25-09-2020, 19:20
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 5 740

-კატოს ელაპარაკე ?-აივანზე გამოვიდა ლევანიც
- ხო, ჯერ რამდენიმე დღეა და უკვე ნერვებს მათხრის
ლევანს გაეცინა დავითის გაღიზიანებაზე
- რა გინდა ? ყველაფერში დაგემორჩილოს ?
- ეგ არაფერ შუაშია
- აბა რაზე ბრაზობ
- ხო იცი ვერ ვიტან რომ მეწინააღმდეგებიან
- ის კი ვერ იტანს როცა ბრძანებლობენ
- ნეტავ ასეთი თავდაჯერებული ვატოსთან იყოს, ჩემთან დაპირისპირების გამბედაობა აქვს და იმასთან არა- არ ცხრებოდა დავითი
- და გინდა ვატოსავით არაკაცად გთვლიდეს და შენს დანახვაზე კანკალებდეს ?
- კატოსგან არაფერი მინდა, გარდა იმისა რომ სამიტზე პრეზედინტად მე დამასახელონ.
- კატოს შემთხვევაში კი საქმე რთულადაა დავით, მხოლოდ შენი პრეზიდენტობა არ არის თემა ხომ ხვდები
- ვხვდები და ვნერვიულობ, კატო უნდა დავიცვა მაგრამ თუ თვითონაც ხელს არ შემიწყობს ვერაფერს ვიზამ
- მისმინე ოფისში მოვიდოდა დღეს თუ არა ეგ არაფერს წყვეტდა, უაზროდ გაჭედე ახლა.
- ეგ არაფერ შუაშია
- შუაშია კი არა თავში, შენი გადაწყვეტილება განხილვას არ ექვემდებარება არა ? კატო ანკაში ნუ აგერევა დავით , მსგავსი ფრაზებით რომ დაგმორჩილდეს.
- კარგად იცნობ როგორც ჩანს- ჩაეცინა დავითს
- ხომ იცი რომ კარგი ურთიერთობა გვაქვს
- ვიცი მაგრამ მიკვირს ვატოს არსებობა რომ მხედველობიდან გამოგრჩა
- კატო პირადს არასდროს ამზიურებს
- კატო ანკას კი არ გავს, კატო ამას არ აკეთებს, კატო ასეთი არ არის, ისე მელაპარაკები თითქოს მთელი ცხოვრებაა იცნობ, მაგ შენმა კატომ დვამთავროთ ეს ფარსიო
- ნუ ბრაზდები თუ ძმა ხარ, მესმოდა როგორც ელაპარაკე და არც მიკვირს ეგ რომ გითხრა.
- იცი , არ ვაპირებ ვეხვეწო, თვითონვე შეაშინებს ის არაკაცი და თვითონვე მოვა ჩემთან.
- ანუ წირავ, კიდევ ერთხელ წირავ რომ იმ არაკაცმა შეაშინოს და კიდევ ერთხე გაამწაროს მაგისთვის, იმისთვის წირავ რომ შენი პატივმოყვარეობა არ შეგელახოს, წირავ რომ თვითონ მოვიდეს და დაინახო რომ განადგურებულია ? ამისთვის იმეტებ ?
დავითმა თავი ხელებში ჩარგო
- და რა უნდა ვაკეთო ლევან ამიხსენი ? კუდში ვდიო და ვეხვეწო ასე მოიქეცი და ასე არათქო ? მართლა მაინტერესებს ალტერნატივას რაში ხედავ.
- მიდი და ადამიანურად დაელაპარაკე, ნუ გავიწყდება რომ გოგოა, ძლიერი გოგო მაგრამ ამ შემთხვევაში არ შესწევს ძალა რომ პრობლემებს თავად გაუმკლავდეს, იმიტომ რომ შენს ადგილას რომ სხვა ყოფილიყო, ორივემ ვიცით ვატო როგორ ფეხებზე დაიკიდებდა და რაღაც ცუდი დატრიალდებოდა, და მიუხედავად იმისა რომ კატოს გვერდით შენ გხედავს მაინც ბედავს და ნაგლობს. მისმინე.... მიდი კატოსთან და ადამიანურად დაელაპარაკე, ეცადე ერთხელ მაინც ქალთან უხეში კი არა გამგები და სამართლიანი იყო... და მიიღე ის რომ კატო თოჯინა კი აარა ძლიერი ქალია.
- კარგი ავაკითხავ, ცოტა გვიან.
- ეცადე არ ეუხეშო, და მასაც გაუგე, უკვე ყველაფერი ყელში აქვს.
- მაგარ შარში გავყავი თავი - ამოიხვნეშა დავითმა და სიგარეტს წაუკიდა.

მოსაღამოვდა, კატო აივანზე იყო თავის საყვარელ სკამში მოკუნტული და ცხელ ჩაის სვამდა თან წიგნს კითხულობდა როცა კარზე ზარის ხმა გაიგო, საშინლად დაიძაბა, დავითთან დაძაბული საუბრის შემდეგ და ზოგადადაც ამ დროს დავითს ნამდვილად არ ელოდა, მეგობრები ყოველთვის წინასწარ აფრთხილებდნენ, თან ბოლო დროის მოვლენების გამო ფიქრები მხოლოდ ვატოსკენ მიდიოდნენ. საშინელი დაძაბულობა და ტკივილი იგრძნო თავის არეში, რამდენიმე წამით არ გაინძრა, მერე ფრთხილად გადადო წიგნი და ჩაი, წამოდგა და ფრთხილი ნელი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ, თან ღრმად ამოისუნთქა და კარის ეკრანს შეხედა. დავითი იყო, თითქოს მოეშვა და შვებით ამოისუნთქა , თუმცა მასთან ლაპარაკი მაინც არ სურდა, შემდეგ საათს გახედა, ღამის პირველი დაწყებულიყო, კარი ფრთხილად გამოაღო და მამაკაცი სახლში შემოატარა.
- ღამემშვიდობის_ მიესალმა დავითი
- ღამემშვიდობის, არ გელოდით_ ცოტაოდენი პაუზის შემდეგ უპასუხა კატომაც
- ბოდიში ასეთ დროს რომ მოვედი უბრალოდ ვერ გადავდე
კატო დაიძაბა, რაღაც სასრაფოაო ჩათვალა და სავარძელში მოკალათდა
- მოხდა რამე ? შეშინებულმა კითხა დავითს
- არაფერი, დამშვიდდი... გაფითრებული ხარ
- არ გელოდით, ისევ ვატო მეგონა _ გულწრფელად უპასუხა გოგომ და შეშინებული თვალები მოარიდა მამაკაცს, რომელიც დაკვირვებული შემსწავლელი მზერით აკვირდებოდა.
- თქვენობით ნუ მესაუბრები... გთხოვ... მართლაც შერბილებული და დამთბარი ტონით სთხოვა გოგოს.
- ჩვევად მაქვს, ძალით არ ვიქცევი ბატონო დავით ასე...
- ისევ ბატონო_ ჩაეცინა დავითს_ მოდი გინდა ჯარიმები დავაწესოთ
- არამგონია მიშველოს ... გაეცინა კატოსაც და მომღიმარი დავითის დანახვისას თვითონაც მოეშვა.
- თუ ჯარიმა მკაცრი იქნება, ვფიქრობ გაჭრის....
- ჩვევა რჯულზე უარესიაო_გაეცინა კატოს
- მოიცა დავფიქრდე.... _ გაიღიმა დავითმა _ არის ალტერნატივა
- ხოო ? მაინც რა.... სცადა საუბარში აყოლოდა კატოც...
- რამდენჯერაც თქვენობით და ბატონობით მომმართავ , იმდენჯერ ბოდიშს მომიხდი და მაკოცებ ... თან არც ისე ცუდი იყო შენი ტუჩები- გამომცდელად აათამაშა წარბები დავითმა და გოგოს გამომცდელი მზერით დააკვირდ, კატო მაშინვე აწითლდა და წამოდგა.
- მგონი ვცივდები და ჩაის დავლევ... თქვენც ხომ არ მიირთმევთ - დაიბნა არ იცოდა რა ექნა და მხოლოდ ესღა მოიფიქრა თავის დასაძვრენად.- ნერვები მოეშალა დავითის ღიმილს რომ ასე მიენდო
- ჩაის არა, მაგრამ ტეკილას კი- გაიცინა დავითმა რომელიც გოგოს დაბნეულობით ძალიან ბედნიერი იყო
- მგონი ტეკილა აღარ გჭირდებათ- ბრაზით შეხედა მამაკაცს
- იცი რას ვერ ვხვდები ? - ნელა დაიწყო დავითმა საუბარი- ვერსადროს წარმომედგინა თუ შეეძლო ქალს ასეთი იმიჯი მოერგო, რეალურად კი ამდენად გამოუცდელი, და ზოგჯერ საერთოდაც თავდაუჯერებელი ყოფილიყო ? რამდენი ადამიანი ცხოვრობს შენში ?
- აქ იმაზე სასაუბროდ მოხვედით, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობს ჩემში ?
- ან იქნებ იმის განსახილველად რომ გემრიელი ტუჩები გაქვს , თუმცა ცოტა გამოუცდელი მომეჩვენე, რაშიც ზოგადად ეჭვი მეპარება- ნაგლად უპასუხა დავითმა რომელსაც კატოსთან მოსვლამდე მირებული ვისკის დოზა აშკარად საუბარზე ეტყობოდა._ და გოგოს კვლავ გამომცდელი და დაჟინებული მზერით მიაშტერდა.
- დავით, ახლა რომ სხვა სიტოაციაში ვიყო, აუცილებლად გავილაშქრებდი შენს წინაღმდეგ, მაგრამ ახლა არც თავი მაქვს ამის და არც ნერვები, თუ ჩემს მოთმინებას ცდი და ელოდები როდის ავვარდები რომ ეგო დაიკმაყოფილო, გაგხარებ და გეტყვი ძალა იმისთვისაც კი აღარ დამრჩა რომ ავფეთქდე და ბრაზი ვინმეზე ვანთხიო, ცხოვრებაში პირველად ვანდე ვიღაცას ჩემი პრობლემა, და ძალიან ვნანობ, აღარასდროს ცავრევ ჩემს ცხოვრებაში ვინმეს. შენი სახით პრობლემა კი არ მოვიგვარე კიდევ ერთი პრობლემა დავიმატე და ეგ თავადვე თქვენ ხართ, უბრალოდ პატივმოყვარე და ამპარტავანი ადამიანი, მოგწონს გოგონებს რომ ეთამაშები ? თუ ის მოგწონს რომ ბევრი გოგო ვერ უძლებს შენს ცდუნებას, ელი როდის დავკარგავ საკუთარ თავს ? რა თამაშს თამაშობ ? რას ელი ჩემგან ?
- ორივემ ვიცით რა თამაშსაც ვთამაშობთ
- არა, აშკარად ორივემ სხვადასხვაგვარად გავიგეთ აშკარად ჩვენი შეთანხმება, მაპატიე მაგრამ , ცხოვრება ისე არ არის მოწყობილი როგორც შენ გინდა დავით. გთხოვ წადი და დასვენება დამაცადე.
- კარგი, წავალ და შენ დაისვენე, ხვალ ვისაუბროთ.
- აღარ მინდა საუბარი, თავადვე გამოვასწორებ სიტოაციას ისე რომ თქვენ პრობლემები არ შეგექმნათ.
- არც გაბედო რამის გაკეთება სანამ არ დავიალაპარაკებთ კატო !
- საერთოდ რაზე უნდა გელაპარაკოთ როცა იმასაც კი ვერ ხვდებით რაზე ვბრაზობ, თქვენი გადასაწყვეტი არ არის რას გავბედავ და რას არა,- მეორედ ჩემთან აღარ ამოხვიდეთ_ხმამაღალ საუბარსა და თითქმის ჩხუბზე გადავიდა კატო.
- კატო, ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, დაივიწყე ეს ბავშვური სისულელეები და უჩემოდა ნაბიჯი არ გადადგა ...._ ხმა გაუმკაცრდა დავითს.
- და თუ გადავდგავ ? მაშინ ?
- იცოდე , უჩემოდ ნაბიჯს მაინც თუ გადადგავ , აუცილებლად განანებ
- მემუქრებით ბატონო დავით ? - ირონიით იკითხა გოგომ და მოულოდნელად ხმასს აუწია- და თქვენ იყავით ვინმესგან რომ უნდა დაგეცავით ? რითი განსხვავდებით ვატოსგან ? ისიც მემუქრებოდა თორემ ჯერ არაფერი დაუშავებია- თუმცა ორივეს , ორივეს შეგიძლიათ რამე დამიშავოთ- ამით სარგებლობთ და ადამიანებს ნივთებივით ექცევით- ნეტავ საერთოდ არ გამეცანით ამ ამპულაში... ნეტავ- ყვიროდა გაბრაზებული კატო და თან თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა, დავითი მიხვდა როგორ იმოქმედა მასზე გოგოს მუქარამ და ახლოს მიიწია, გოგოს ხელები დაუჭირა და ახლოს მიიხუტა
- მაპატიე, თავი ვერ გავაკონტროლე.... დამშვიდდი..._ ჩურჩულით ელაპარაკებოდა კატოს და თან თმებზე მის უხეშ თითებს დააცოცებდა...- დამშვიდდი, ჩუმად და ნაზად ბოხი ხმით ჩასჩურჩულებდა კატოს დდა კატოც ნელნელა დუნდებოდა და ენდობოდა მის მკლავებს, დავითმა მოიხელთა გოგო და იქვე სავარძელზე ჩამოსვა, თვითონ ცალი ხელი წელზე მეორე კი მხარზე მოხვია და ისე მიიყრდნო.
- დამშვიდდი _ისევ ჩურჩულებდა მამაკაცი, კატო კი განაბული მიყრდნობოდა მამაკაცს გულზე და მის ძლიერ გამალებულ გულისცემას უსმენდა.
- დავიღალე... ძალიან დავიღალე..._ გულამოსკვნილმა დაილაპარაკა კატომ, დავითმა კი თავი ააწევინა, ნიკაპი თავისი უხეში მამაკაცური თითებით ააწევინა , თვალებში ჩააჩერდა და ისე განაგრძო საუბარი
- რატომ არ გინდა რომ მომენდო? რატომ არ გინდა რომ დამიჯერო ? რატომ არ მაძლევ საშუალებას რომ დაგიცვა ?
- იმიტომ რომ უხეში ხარ დავით, იმიტომ რომ გინდა ყველა გემონებოდეს, არ შემიძლია , არ შემიძლია ვინმეს თავი დავუხარო და მისი ყველა მითითება ვასრულო, ამას არ ვარ მიჩვეული.
დავითს გოგოს გულწრფელ პასუხზე ჩაეღიმა, კიდევ ერთხელ მიიხუტა კატოს თავი გულზე და სიცილით თქვა
- ჯიუტი ხარ_ თქვა ღიმილნარევად და სავარძელს უფრო კონფორტულად მიეყრდნო, დიდ ხანს იყვნენ ასე, არც ერთს და არც მეორეს სურდა ერთმანეთს დაშორებოდნენ, ორივეს იქვე სავარძელზე მიეძინათ ჩახუტებულებს.
დილის თორმეტი დაწყებულიყო , ორივეს ჩაეძინა და ორივე ლევანის ზარმა გამოაღვიძა
- ხო ლევან... _ ნამძინარევმა უპასუხა დავითმა
- სად ხარ დავით ? არც კატო მოსულა მშვიდობაა ?
- კი მშვიდობაა, კატოსთან ვარ _ გაიღიმა დავითმა და თან ცალი ხელით კატო დაიჭირა რომელიც ადგომას ლამობდა და უხერხულობისგან სუნთქვა ეკვროდა. დავითიც ამას გრძნობდა და უფრო უკეტავდა მისგან თავის დახსნის გზებს. თან გრძნობდა უხერხულობა რომ არა დავითთან ყოფნა გოგოსაც მოსწონდა, მთელი ღამე იმდენად მხურვალედ ეკროდა დავითს მის მკლავებში მოქცეული რომ ასეთი რამ დავითს სხვა დროს არ ეგრძნო.
- აუ დავმშვიდდი ... -გაისმა ტელეფონს უკან , მოკლედ მთავარია კარგად ხართ და მშვიდობაა.
- კი კი ორივე კარგად ვართ, წუხელის კატოსთან დავრჩი_ ღიმილით ეუბნებოდა დავითი ლევანს და თან კატოს აწითლებულ სახეზე იცინოდა დავითის სიტყვების მერე რომ შეეცვალა
- მეკაიფები ?
- არა მართლა, შევრიგდით
- კარგი მერე ვილაპარაკოთ... _ ჩაიღიმა ლევანმაც და ტელეფონი გათიშა.
რაღაცნაირად ჩაეღიმა დავითის გაღიმებულ ხმაზე თითქოს ბედნიერებას რომ ასხივებდა ტელეფონს მიღმა. „ უყვარდება“ თავისთვის გაიფიქრა ლევანმა და გაეღიმა, „ როგორ შეიძლება მის გვერდით იყო და არ შეგიყვარდეს“ გამოსძახა მეორე მემ, მაგრამ ლევანი რაღაცნაირად დამშვიდებული და ბედნიერი იყო თუნდაც იმით რომ კატოს და დავითის ჩხუბმა ასე გადაიარა და ყველაფერი მოგვარებულიყო.
- რატომ უთხარი რომ აქ ხრა ? _ სუნთქვაშეკრულმა იკითხა კატომ
- ლევანთან რა გვაქვს დასამალი
- ცუდად ჟღერდა_ ჩაილაპარაკა კატომ და წამოდგომა სცადა კვლავ
- სად გეჩქარება _ კვლავ დიჭირა დავითმა და გოგოს ზემოდა მოექცა, კატო კი გაინაბა , სუნთქვა შეეკვრა და ძლივას აბამდა სიტყვებს თავს, დავითი კი ახლა იმდენად ახლოს იყო ვერც იაზრებდა.
- რატომ იბნევი_ სიცილი აუვარდა დავითს
- გამიშვი გთხოვ_ მთხოვნელი ხმა ქონდა კატოს
- შეგძლებია ნაზი საუბარიც... ეს უკვე მომწონს_ გაიცინა დვაითმა და ნელნელა გოგოს ტუჩებს შეუერთა მისი ბაგეები, კატომ წინააღმდეგობის გაწევა სცადა თუმცა შემდეგ სიამოვნებისგან გაიტრუნა და დავითს მიენდო, არც არაფერს აკეთებდა და არც ეწინააღმდეგებოდა. დავითმა კი თავის გაკონტროლება ვერ შეძლო , ჯერ ბაგეებიდან კისერზე, კისრიდან კი მკერდისკენ გადაინაცვლა ტუცების სრიალით, აქ კი კატოს კიდევ ერთხელ აღმოხდა თხოვნა და საბოლოოდ გაილაშქრა, უცბად წამოდგა მდივნიდან და გაფითრებული სააბაზანოში გაიქცა. სხვა გზა ვერ მოიფიქრა, ძლიერ ქალთან ერთად მართლაც გამოუცდელი პატარა ბავშვი იყო და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო.

მეგობრებო როგორ მოგწონთ გაგრძელება? მეტის დაწერა ვერ მოვასწარი, ღამის თორმეტზევე ახალ და ვეებერთელა თავს გპირდებით მიყვარხართ



№1 სტუმარი სტუმარი ნათია

გეფიცები კარგად ანვითარებ, არც ჩქარობ და არც ძალიან წელავ და მომწონს. ეს ტირეები და სასვენი ნიშნები მაინც ვერ დაამუღამე რა... მაგრამ ხელის ჩაწნევას არ ვაპირებ.
კიდევ “ამპულა” არა, “ამპლუა” დანარჩენს ვერაფერს ვიტყვი.
დავითმა ასე თუ გააგრძელა მალე დათუნა გახდება და ჩვენი გოგოც შეუყვარდება :დ ვინ იყო ერთი ეს ანკა ან როგორი იყო მაგის გამო რომ მოიძულა ყველა. საინტერესოა.
❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი ვიპნი

დილაც პოზიტიურად დამაწყებინე,რისთვისაც მადლობა❣️ ლევანის ემოციები მომეწონა :)

 


№3 სტუმარი maco maco

რა კარგად წერ, წინაზე წავიკითხე სამივე ერთად და ველოდებოდი, გააგრძელე აუცილებლად, უბრალოდ გრამატიკას მიაქციე ცოტა ყურადღება..

 


№4  offline წევრი Maia G.

კარგი გოგო ხარ,გაგრძელებაც მომეწონა.ველი ახალ,გემრიელ თავს❤❤

 


№5 სტუმარი სტუმარი თათია

დღეს დადებ ახალ თავს თუ ტყუილად ველოდები? :(

 


№6 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო ჩხუბიდან შერიგებამდი ვიმხიარულე ამ წყვილით კარგი იყო ძალიან ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????????

 


№7 სტუმარი At

Axali tavi ar ikneba?

 


№8  offline წევრი Tako_elizbarashvili

სტუმარი თათია
დღეს დადებ ახალ თავს თუ ტყუილად ველოდები? :(
დავდე უბრალოდ ჯერ არ დაუდასტურებიათ♥️

 


№9  offline წევრი Tako_elizbarashvili

At
Axali tavi ar ikneba?

დავდე , და მეც ყოველ წუთას ვნახულობ როდის დაადასტურებენ (((

სტუმარი ნათია
გეფიცები კარგად ანვითარებ, არც ჩქარობ და არც ძალიან წელავ და მომწონს. ეს ტირეები და სასვენი ნიშნები მაინც ვერ დაამუღამე რა... მაგრამ ხელის ჩაწნევას არ ვაპირებ.
კიდევ “ამპულა” არა, “ამპლუა” დანარჩენს ვერაფერს ვიტყვი.
დავითმა ასე თუ გააგრძელა მალე დათუნა გახდება და ჩვენი გოგოც შეუყვარდება :დ ვინ იყო ერთი ეს ანკა ან როგორი იყო მაგის გამო რომ მოიძულა ყველა. საინტერესოა.
❤️❤️❤️

ძალიან მახარებ დიდი მადლობა , ნელნელა დავხვეწავ♥️

ვიპნი
დილაც პოზიტიურად დამაწყებინე,რისთვისაც მადლობა❣️ ლევანის ემოციები მომეწონა :)

როგორ მახარებს შენი კომენტარები♥️

სტუმარი ნესტანი
კარგი იყო ჩხუბიდან შერიგებამდი ვიმხიარულე ამ წყვილით კარგი იყო ძალიან ველოდები ახალ თავს მადლობა წარტებები ????????????????

დიდი მადლობა თქვენ რომ კითხულობთ♥️????????

 


№10  offline წევრი OKI ME

აი, შენ არ იცი, როგორ გამიხარდა მეოთხე თავი დადებული, რომ დამხვდა. ❤️❤️ არადა, გუშინ დაგიდია თუმცა მე დღეს აღმოვაჩინე რატომღაც ((((

საინტერესოაა. გული მიგრძნობს კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდება მოვლენები. ❤️❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ლია

თავები გაზარდე, რაც დიდია ისტორია მით უფრო ღირებულია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent