შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! ჩემი უფროსი შემიყვარდა. (თავი III)


27-09-2020, 03:30
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 5 256

არ ვიცი ამის შემდეგ რა უნდა ვთქვა, ყურადღების მოკრება მესაჭიროება. „აზრზე მოდიიიი. „ - ვუკივი საკუთარ თავს.
- ულამაზესია. - მსუბუქად ვახველებ და მისკენ ვბრუნდები. რაღაცნაირად,ჩაბნელებული თვალებით დამყურებს ზემოდან,ჩემზე ორი თავით მაღალი. როგორც ჩანს ზედმეტად დაბნეული გამომეტყველება მაქვს,რაზეც წამის შემდეგ მკრთალად ეღიმება კმაყოფილს.
- შენ ხარ მშვენიერი. - მეუბნება მტკიცედ და ასე მგონია ფრენასაც შევძლებ რომ მოვინდომო. ბაგეებს ბედნიერი ღიმილი მიპობს.
- უხდება ჩემს კაბას? - თმას უკან ვიყრი რომ ჩემი გულ-მკერდი უკეთ შეათვალიეროს. „ ფუუ,შე დამპალოოო. რა დღეში ხარ ქალო? სახლში წადი,ძილის დროა.“ - ისტერიკებს მიწყობს ჩემი მეორე მე. აშკარად კიდევ აპირებს უარესების თქმას მაგრამ ჩემი გონება წამსვე „უედითებს“ ნათქვამს.
- იცი რაა... - წამით ჩაფიქრებული თვალს ვერ წყვეტს ჩემს ყელს. - მგონი სპეციალურად შენთვის შევქმენი. - ისეთი სერიოზულია,მგონია რომ სიმართლეს მეუბნება.
- ელისაბეედ..- მესმის ჩემი სახელი. - ბავშვებო. - ვხედავ მომღიმარ ირინას,რომელიც ვიღაც ბიჭთან ერთად მოიწევს ჩვენსკენ. -რა კარგად ცეკვავ... - მიღიმის. - გაიცანი,ეს ჩემი დისშვილია ილია დარჩია. ეს კი ჩვენი კომპანიის ახალი ფოტოგრაფია, ელისაბედ შაქარიშვილი.
- სასიამოვნოა. - მიღიმის და მის ქათქათა კბილებსაც აჩენს.
- ჩემთვისაც. - ვინაზები რატომღაც.
- ანუ ფოტოგრაფი... საინტერესოა... მეც ფოტოგრაფი ვარ. ნუ მოყვარულის „პონტში“ ხომ გესმის არაა?! - ისე თავისუფლად აგრძელებს საუბარს,რომ ჩემდაუნებურად ახლობლად ვიღებ. ძალიან თბილად მიღიმის,თითქოს თვალები უბრწყინავს.
- მართლა? - ემოციას ვერ ვთოკავ და მგონი ზედმეტად ხმამაღალი შეძახილი გამომდის.
- მშვიდად,მშვიდად. - ხელებს ზემოთ წევს და იცინის. - არ მეგონა ასე თუ გაგიხარდებოდა,თორემ ნელა შემოგაპარებდი. - თვალებში ვარსკვლავები უბრწყინავს თითქოს.
- უი,მაპატიეთ,მგონი ხმამაღლა გამომივიდა. - ვწითლდები და უხერხულად ვუღიმი სამივეს.
- არ გრცხვენია ელისაბედ? მიხარია,რომ დარჩნენ ისეთი ადამიანები,რომლებიც ასე ღიად გამოხატავენ თავიანთ ემოციებს. - სახეზე მეფერება ირინა და თბილად მიღიმის.
- მინდა შენი ნამუშევრები ვნახო. მანამდე კი,მოდი საერთო ფოტო გადავიღოთ ჩვენ ოთხმა. - ამბობს მხიარულად.
- კი მაგრამ აქ ხომ მე ვარ ფოტოგრაფი?! მოდით თქვენ სამს გადაგიღებთ..
- ასე არ შეიძლება. რატომ ეწინააღმდეგები შენს უფროსს?
- უფროსს? - თვალებ გაფართოებული ვუყურებ ჯერ მას,შემდეგ ირინას, ბოლოს კი ისააკს.
- რა ინდური სერიალის სცენა „ გაეძროოო“. - ხმით ეცინება ილიას.
- ილია ჩვენი კომპანიის მეწილეა. - სიტუაციაში მარკვევს ისააკი.
- ააჰ გასაგებია. - ვუღიმი.
- მოდით აააქ. - გვერდით გვიყენებს ილია,თვითონ კი ფოტოაპარატს წამზომზე აყენებს,ერთ-ერთ მაგიდაზე დებს და გვერდით მიდგება. - აბა ვიღიმებით და ვამბობთ : „დღეს მაგარ მაყუთს ვშოულოოოოოობთ.“ - ამბობს და ამაზე მართლა გულიანად გვეცინება ოთხივეს.
- ჩემი გიჟი ბიჭი. - სიცილით მხარზე ეფერება ირინა.
- ვიტყოდი,უფრო არასერიოზული. - უსწორებს ისააკი.
- კარგი რაა,მოხუცივით ნუ იქცევი. გახსენი ეგ წარბები და გაგვიღიმე. სიცოცხლით სავსე, ჯან-ღონიანი, სიმპათიური ტიპი ხარ. ასე არ არის? - ჯერ ირინას უყურებს და მერე მე. - არა ელი?
- მმმ, მართალია. - არ ვიცი რა ვუპასუხო. ისააკის სახეს ვაკვირდები,აშკარად ნასიამოვნებია ჩემი პასუხით. მაგრამ ეს არ მაკმაყოფილებს. - მაგრამ სერიოზული იმიჯიც მომაკვდინებლად უხდება. - ეს ისაა რაც მჭირდებოდა. ისააკს ტუჩის კუთხე უტყდება.
- რას მიკეთებ? ღმერთო როგორ არ მიმართლებს. გაუცინარი ხელმწიფე... - თვალებს ატრიალებს და სასმელს სვამს.
- მოვედიიი. - ისმის ქალის წვრილი ხმა და ვხედავ,როგორ ეცვლება გამომეტყველება ირინას. - რას აკეთებთ უჩემოდ? - ისააკის მკლავს ეყრდნობა ქერა,ულამაზესი, ცისფერთვალება ქალი,ტუჩებში მოწყვეტით კოცნის და შემდეგ ჩვენ გვიღიმის ხელოვნური ღიმილით. - როგორ ხართ?
- სად ხარ აქამდე? - მის კითხვას აიგნორებს ისააკი და მკაცრად ეუბნება.
- მაპატიე საყვარელო,წამოსვლისხანს კაბაზე რაღაც გადამერო და მოსამსახურეს დიდი დრო დასჭირდა მოსაშორებლად. -ამბობს უდარდელად.
- სხვა კაბა არ გქონდა,რომ ჩაგეცვა?
- ხო მაგრამ მე მინდოდა,რომ ეს მცმოდა. - ბავშვივით ბუზღუნებს ქალი და მაგიდიდან სასმელს იღებს.
- ეს შენთვის არ შეიძლება. - წარბ შეკრული ართმევს ხელიდან ფუჟერს და ზემოდან დაჰყურებს. - დაგავიწყდა? - ისეთი მკაცრია,თავი პატარა ბავშვი მგონია,რომელსაც ტუქსავენ.
- მართალია... - მერე თავს ჩემკენ აბრუნებს. - არ უნდა გაგვაცნოთ ერთმანეთი? - უყურებს ირინას. - მე ისააკის საცოლე ვარ, სალომე ბერიძე. - ამბობს გამოკვეთილად და ცივად მიღიმის. მის სიტყვებს თითქოს გვიან ვიაზრებ და იმის შიშით რომ არ წავიქცე ილიას ვეყრდნობი.
- ელისაბედ? რა გჭირს? კარგად ხარ? - ხელს მაშველებს ილია და მზრუნველად მიყურებს.
- რა დაგემართა? - ფორიაქდება ირინა.
- ელისაბედ... - თვალებში მიყურებს ისააკი,მე კი წამსვე ვფხიზლდები და სიმწრით ვიღიმი.
- მშიერი ვარ და ალბათ მაგის ბრალია. არაუშავს. - ვუღიმ ყველას. - სასიამოვნოა. მე კომპანიის ახალი ფოტოგრაფი ვარ, ელისაბედ შაქარიშვილი.
- ჩემთვისაც სასიამოვნოა შენი გაცნობა. - ცივად მიღმის და ისააკისკენ ბრუნდება. - მეც მშია საყვარელო და იქნებ რამე გვეჭამა...
- კარგი. - ამბობს დინჯად. - ელისაბედ, მგონი ჯობს შენც ჭამო რამე. - მზერა ჩემზე გადმოაქვს და რატომღაც მეჩვენება რომ საშინლად ნაღვლიანია.
- მადლობა,მაგრამ მე უნდა წავიდე. ყველაფერი გადავიღე რაც საჭირო იყო,ასე,რომ... შეიძლება წავიდე? - ჯერ მას ვუყურებ,მერე კი ილიას.
- მე გიშვებ. - მიღიმის ილია. - გიშვებ კიარადა სახლში მიგიყვან. ბნელა უკვე და შენნაირი გოგოს მარტო სიარული არ გამოვა. - მომაჯადოებლად იღიმის. - ასე არ არის? - ეკითხება ირინას.
- ნამდვილად შვილო. კარგი იდეაა. ასე აჯობებს. - სახეზე მეფერება და მიღიმის.
- არ მინდა შეგაწუხოთ... - საწყლად ვუყურებ,არადა მართლა ძალიან დავიღალე.
- ამ ერთხელ გპატიობ მაგ სიტყვებს კაი?
- კარგი... მაშიმ,ნახვამდის და სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად საღამოს გატარება. - ყველას ვუღიმი,მერე ფრთხილად ვიხსნი ყელსაბამს და მკაცრი სახით მდგომ ისააკს ვუწვდი. - მადლობა,რომ ამ სილამაზის ცოტა ხნით ტარების საშუალება მომეცით. -ვუღიმი.
- მე გავიკეთებ. -წამსვე მართმევს ხელიდან სალომე. მე ცოტა ხნით გაოგნებული ვდგავარ,ვუყურებ როგორ ეღრიცება სახე ბრაზისგან ისააკს და ვფიქრობ, სწორედ ის დროა,სახლში მივდიოდე.
- აბა ნახვამდის. - ყველას ვუღიმი.
- წავედით. - მკლავზე ,მეჭიდება ილია. - მალე მოვალ მეე. - ლოყაზე კოცნის ირინას და მანქანამდე ასე ხელკავით მაცილებს.
********************
- აუ რამხელა გზაზე გამოგიყვანეე. - კორპუსის წინ მიჩერებს მანქანას და მიღიმის. უნებურად ფორმალობას ვივიწყებ და დიდი ხნის ნაცნობივით ველაპარაკები.
- აბაა, ბენზინი და დრო დამახარჯვინე ერთდროულად ნწ,ნწ.... - თავს სასაცილოდ აქნევს.
- ხოოო. - ქვედა ტუჩს ვაბრუნებ.
- მიდიიი ახლა აცუნცულდი და ხვალ სამსახურში არ დაიგვიანო. -თვალს მიკრავს საყვარლად.
- კარგიიი. - მეღიმება. - აბა კარგაად. ძილინებისა.
- ძილინებისა. - ჰაეროვან კოცნას მიგზავნის სასაცილოდ და მიდის.
სახლი... სიმშვიდე.... ღმერთოო, რა კარგია სიმშვიდე. ფეხსაცმელებს კართან ვიხდი და იქვე ვტოვებ. ჩემს ოთახში შევდივარ, კაბას ვიხდი და სააბაზანოში გავდივარ. წყლის ქვეშაც ვერ ვწყვეტ ფიქრს. „ეს რა იყო? საცოლე? რა სულელი ვარ ღმერთოოო.“ ემოციებს ვერ ვთოკავ,როგორც ჩანს სასმელიც მოქმედებს და მიჭირს ცრემლების შეკავება. ვცდილობ ემოცია ცრემებს გავატანო,მაგრამ ესეც არ მშველის.სხეულთან ერთად გულიც დამძიმებული მაქვს და გონებაც. ტანს ვიმშრალებ და წამით სარკეში ვაკვირდები ჩემს შიშველ სხეულს. მზერა მხარზე მიშეშდება,იქ სადაც რამდენიმე საათის წინ საყვარელი მამაკაცის ტუჩები მკოცნიდნენ. ვუყურებ ჩემს ჩაწითლებულ თვალებს და ისევ მეტირება.
შიშველ სხეულზე თხელ ხალათს ვიცვამ და საწოლზე ვწვები, ტელეფონს ვიღებ და ერეკლეს ვურეკავ.
- აბაააა,რა ხდება? დაიპყარი ყველა მამაკაცის გული? - მესმის ერეკლეს მხიარული ხმა. - მოგაკითხო უკვე?
- ერეკლე..- ვამბობ და ისევ ტირილი მივარდება.
- ელისაბედ?! რა მოხდა? სად ხარ? მითხარი,უკვე გამოვდივარ.- სწრაფად ამბობს,აფორიაქებული ხმით.
- სახლში ვარ.
- მოვდივარ პატარავ. მალე მანდ ვიქნები. - მისი ხმაც კი მამშვიდებს.
- მოდიი. - თითქოს ხმით ვევედრები,ტელეფონს ვუთიშავ და ლოგინზე ვიკუნტები.

დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მესმის კარის მიხურვის ხმა,ვხვდები რომ ერეკლე მოვიდა. წუთის შემდეგ საწოლის მეორე მხარე იზნიქება და ვგრძნობ როგორ მეხვევა მისი მკლავები ძლიერად და როგორ მიკრავს მკერდზე.
- აქ ვარ პატარავ. - მეუბნება ჩუმად და თმაზე მკოცნის.
- მისკენ ვბრუნდები და უფრო მაგრად ვეკვრი სხეულზე.
- რა მოხდა? - თმაზე მეფერება. - ვინმემ გაწყენინა? - მეკითხება,თავს მაღლა მაწევინებს და დაწითლებულ თვალებში მიყურებს.
- მას საცოლე ყავს. - მხოლოდ ამას ვამბობ და ისევ ცრემლები მომდის.
- რაა? - ხმამაღლა მოსდის. - სერიოზულად? - აშკარად არ ელოდა მოვლენების ამგვარ განვითარებას. თუმცა ამას არც მე ველოდი.
- ხოო,თანაც ძალიან ლამაზი.
- ღმერთო ჩემო... რა უნდა ქნა? - საწყლად მიყურებს.
- რა უნდა ვქნა? რაღა უნდა ვქნა? შემიძლია რამის გაკეთება? მე არაფრის უფლება აღარ მაქვს. - უფრო ხმამაღლა ვიწყებ ტირილს და მის ყელში ვრგავ თავს.
- კარგი დამშვიდდი პატარავ... ყველაფერი კარგად იქნება. ახლა კი დაიძინე. - თავზე მკოცნის და თმაზე ფერებას არ წყვეტს,რაც საოცრად მადუნებს და დაღლილს წამსვე მეძინება.

ესეც მესამე თავი . ჩემი გვარი იშვიათად ჟღერს ხოლმე და გატავწყვიტე მთავარი გმირი ყოფილიყო შაქარიშვილი ^_^ იმედი მაქვს მოგეწონებათ.



№1 სტუმარი Marimari

Kargi istoriaa, magram patara tavebi, tu gazrdi uketesi iqneba. Warmatebebi :-)

 


№2 სტუმარი ეკა

აუ ძაან მაგარია, მიყვარს ასეთი ისტორიების კითხვა, მითუმეტეს ასეთი თბილის ???? წარმატებები, უმაგრესად წერ ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ლიზა

საინტერესოაა,წარმატებებიი❤

 


№4  offline წევრი Marita_G

აუ ძაან პატარა თავი იყო მაგრამ უმაგრესიიიი♡♡♡ იმედია შემდეგს მალე დადებ ♡♡

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო მომეწონა ძალიან საინტერესოა წასაკითხი მაგრამ ასე მალე საცოლე როგორ გამობწყინდა ისაკის

 


№6 სტუმარი სტუმარი ნათია

კარგია.....თანაც ძალიან.,თავებს თუ გაზრდი .......მოუთმენლად ველი

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინი

ძალიან ძალიან მომწონს <3 შესანიშნავად გადმოცემ ყველაფერს. ძალიან ვიმედოვნებ, რომ შემდეგ თავსაც და სხვა ახალ ნაწარმოებებსაც მალე შემოგვთავაზებ...

 


№8 სტუმარი სტუმარი ლიკა

ისტორია მომწონს, მაგრამ ეს სახელი ისააკი საიდან მოიფიქრე?.. ????????????

 


№9 სტუმარი Valerie

Haben Sie als Mann zu viel Testosteron im Blut,
kann das Nebenwirkungen auslösen. Das Sexualhormon kann aufgrund einer genetischen Disposition oder einer Erkrankung im Überschuss liegen. Ferner ist zu erwarten, dass die Östrogentherapie dosisabhängig über die Suppression der Gonadotropine auch zu einer Verminderung des Serum-Testosterons führt.
Dies kann sich nachteilig auf die Potenz und
Fertilität auswirken. Ob der fehlende anabole Effekt des Testosterons auch eine Muskelatrophie begünstigt und damit dem altersassoziierten Verlust an Muskelmasse Vorschub leistet, ist denkbar, aber nicht untersucht.
Nicht zuletzt ist unbekannt, welchen Einfluss Östrogene auf die Entstehung oder die Development von Erkrankungen der
Prostata haben. Weiterhin konnte auch eine britische
Studie mit der Gabe von 200 µg Äthinyl-Östradiol eine Zunahme der Mortalität (13 von 50 versus 10 von 50) gegenüber Placebo feststellen (40).

Testosteronmangel geht häufig mit Symptomen wie verminderter sexueller Lust und erektiler Dysfunktion einher.

Ein Mangel steht nicht selten auch in Verbindung mit verminderter Muskelmasse sowie verminderter Muskelkraft und
sorgt zudem in vielen Fällen für vermehrtes Körperfett.
Testosteron, das bei Männern zu rund 90 Prozent in den Hoden und
zu 10 Prozent in den Nebennieren gebildet wird, zählt zur Gruppe der
männlichen Geschlechtshormone (Androgene). Das Hormon steht in der Gesellschaft
stellvertretend als Image für Macht, Stärke und Männlichkeit.
Auch Frauen können unter Testosteronmangel leiden und begleitende Symptome wie
verminderte sexuelle Lust verspüren, aber nur in speziellen Fällen erhalten Frauen eine Testosterontherapie.
Testosteron ist ein Hormon, das in beiden Geschlechtern vorkommt, aber hauptsächlich als „männliches Hormon" bekannt ist.

Testosteron hilft, die Knochenproduktion zu stimulieren und die Knochendichte aufrechtzuerhalten. Ein niedriger
Testosteronspiegel kann zu schwachen Knochen und Osteoporose führen. Wenn bei Ihnen diese Symptome auftreten, sollten Sie unbedingt einen Arzt konsultieren. Die Wirkung
von Testosteron kann direkt sein, das heißt, es bindet selbst an Androgenrezeptoren, oder indirekt, durch die
Umwandlung in andere Hormone. Beispielsweise kann
Testosteron durch das Enzym 5-Alpha-Reduktase in Dihydrotestosteron (DHT) umgewandelt werden.
Pfefferminzöl, das aus der Pfefferminzpflanze gewonnen wird,
ist seit Jahrhunderten ein geschätztes Heilmittel in der traditionellen Medizin. Sein Hauptbestandteil
Menthol ist das Geheimnis hinter vielen seiner starken gesundheitsfördernden Eigenschaften. Dunkle Augenringe können Sie müde und älter aussehen lassen,
als Sie sich fühlen, und werfen einen Schatten auf Ihre lebhafte Persönlichkeit.


Sollten Sie den Verdacht haben, unter einem solchen Mangel zu leiden, sollte dies unbedingt untersucht werden. Grundsätzlich sollte ein Testosteronmangel nicht auf die leichte
Schulter genommen werden und kann zu schweren Folgeerkrankungen führen.
Eine Testosteron-Substitutionstherapie ist immer eine individuelle
Therapie, die sich an den persönlichen Bedürfnissen des
Patienten orientiert. Dafür werden Laborparameter einbezogen und entsprechende Symptomveränderungen erfasst.


Bei normaler Verwendung mit Beachtung der
maximalen Dosierungen sollten keine Nebenwirkungen auftreten. Ein Vorteil von TT wie bei den Männern auch, ist die
Umwandlung von Cholesterin und Fetten in Energie.
Dies ist vor allem für sportliche Frauen ein interessanter
Punkt, zum Beispiel, wenn es um Gewichtsverlust und Muskelaufbau geht.


Dazu kommt es häufiger bei älteren Männern und bei
Personen mit bestimmten Erkrankungen wie starkem Übergewicht und
Diabetes. Eine übermäßige Testosteronproduktion (Hypergonadismus)
kann durch Tumore oder genetische Erkrankungen verursacht
werden und zu Symptomen wie früher Pubertät, Aggressivität und Unfruchtbarkeit führen. Diese
Effekte sind jedoch in der Regel reversibel, insbesondere wenn die
Therapie fachgerecht überwacht und langsam abgesetzt wird.

Zum Beispiel wurde die Wirkung des Hormons auf das Verhalten im so genannten Ultimatumspiel untersucht.
Dabei verhandeln jeweils zwei Probanden miteinander über einen Pc, um anonym zu bleiben. Er darf jedoch
selbst ein Angebot vorlegen, wie er den Betrag aufteilen möchte.
B kann diesen Vorschlag entweder annehmen oder ablehnen – im zweiten Fall gehen beide Spieler leer
aus. In der Studie erhielt nun der Hälfte der Teilnehmer,
in diesem Fall alles Frauen, eine Tablette mit 0,5 Milligramm
doktorabc testosteron erfahrung (https://New.carepositive.com/employer/pflanzliches-testosteron-tribulus).
Am Anfang der Behandlung werden die Spritzen in kürzeren Abständen bis zum Erreichen eines bestimmten Wirkspiegels in den Gesäßmuskel verabreicht.
Das stellt auch einen entscheidenden Vorteil
dar, da die zu behandelnden Personen seltener gestochen werden müssen. Daher ist es wichtig, zusammen mit einem spezialisierten Arzt oder einer spezialisierten Ärztin über eine Testosterontherapie zu sprechen. "Klare Ursachen sind zum Beispiel, wenn aufgrund eines Unfalls oder eines Hodentumors ein Hoden entfernt werden musste und der andere Hoden die Testosteron-Produktion alleine nicht aufrechterhalten kann", so Dr.
Cremers.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent