გაყიდული ღირსება ( 8 თავი)
მია დილიდან უხასიათოდ იყო, რაღაც უსიამოვნო განცდა უფორიაქებდა სულს, თითქოს რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო და მოსვენება დაკარგული ვეღარაფერზე ახერხებდა კონცენტრაციას, ისე იყო დაძაბული და დათრგუნული რომ დედასთან დარეკვასაც ვეღარ ბედავდა იმის შიშით რამე საშინელება არ ეთქვა ანაზე... ასე გაღიზიანებული შევიდა სამზარეულოში და ყავის მომზადება გადაწყვიტა, რომ კარზე ბრახუნის ხმამ შეაკრთო და სწრაფი ნაბიჯით გამოვარდა ჰოლში, კარს ეცა და პირდაპირ გააღო ისე რომ არც უკითხია ვინ იყო, ადგილზე გაქვავდა, ვერ იჯერებდა რომ მის წინ იდგა სახე მონგრეული გაგა -გაგა-აღმოხდა მიას და ხმა ჩაუწყდა მისი ამღვრეული თვალებს შემხედვარეს, ბიჭმა უხეშად გასწია გოგონა გვერძე და სახლში შევიდა -კარი დაკეტე-დაუღრინა ისე რომ მისკენ არ მოუხედია და პირდაპირ მისაღებ ოთახში შევიდა -გაგა რა დაგემართა?-მიამ კარი დაკეტა მაშინვე და უკან მიყვა გაცეცხლებულ ბიჭს, რომელიც გაავებული შეტრიალდა დაფეთებული გოგონასკენ და ბოლო ხმაზე უღრიალა -შენ და მარიამი, მაშინ მის სახლში იყავით? -რაა?-ვერ მიხვდა რას ეკითხებოდა გაავებული ბიჭი -ცოტნეს სახლში იყავი მაშინ მარიამთან ერთად, ხომ ასეა?!-დაუყვირა ისევ და მაშინვე ცრემლები გადმოსცვივდა მიას -უარყოფა არ გაბედო, ყველაფერი ვიცი-ყვიროდა ისევ გაცეცხლებული ბიჭი -შენ არაფერი იცი-ამოისლუკუნა მიამ და ცრემლები გადმოსცვივდა კვლავ -ხოდა მომიყევი, მიდი ყველაფერი მომიყევი თავიდან ბოლომდე, მომიყევი როგორ დაუახლოვდით ერთმანეთს, როგორ ხვდებოდი, როგორ გადაწყვიტეთ სახლის ერთად მოწყობა-გაგა ბოლო ხმაზე ყვიროდა, ვეღარ აკონტროლებდა ვერც ხმას და ვერც ემოციებს -გთხოვ წადი-მიამ ცრემლები შეიმშრალა მაჯებით და თავლებში ჩააცქერდა -სათქმელი არაფერი გაქვს? საერთოდ არაფერი? -არ მაქვს-უთხრა მშვიდი ტონით და მთელი ძალით შეეწინააღმდეგა მოწოლილ ცრემლებს -ესეიგი სიმართლეა რომ წვეულებიდან მის რესტორანში წახვედით, მერე სახლში მოგიყვანა, სამსახურშიც გაკითხავდა...-ყვიროდა გაგა და თან სიმწრისგან ეცინებოდა -სრული სიმართლეა-დაეთანხმა მია და თვალი მის წარბს გაუშტერა, რომელზეც რამდენიმე ნაკერი ქონდა გაგას -ყველაფერი ისე იყო როგორც გითხრა -გინდა რომ გამაგიჟო? გინდა რომ ჭკუიდან გადამიყვანო? ეს გინდა?-მიას მიუახლოვდა და დაუყვირა ყურთან ისე ახლოს რომ მია შეხტა მოულოდნელობისგან -გაგა ვერ ვხვდები რა გინდა ჩემგან-მიამ შეხედა აწყლიანებული თვალებით -მინდა გავიგო ეს რატომ ჩაიდინე-დაუღრინა გაგამ და უფრო მეტად მიუახლოვდა სუნთქვა არეულ გოგონას, მიას საშინლად ეტკინა გული, გაგა აქ სიმართლის გასაგებათ კიარ მოვიდა არამედ იმ მიზეზის გასაგებათ თუ რატომ ჩაიდინა მიამ ასეთი საშინელება -გაინტერესებს ასე რატომ მოვიქეცი? აქ მხოლოდ მიზეზის გასაგებათ მოხვედი? -სწორედ ამიტომ-დაეთანხმა გაგა -მისი თვითოეული სიტყვის გჯერა?-ატირდა ისევ მია -იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა არ უნდა მჯეროდეს? -უარესად გაცეცხლდა გაგა -მაშინ სათქმელიც არაცერი მაქვს-დაუყვირა მიამ -მითხარი, მოგისმენ მაინტერესებს სადამდე დაეშვები-ეს ბოლო წვეთი იყო, მიას მოთმინების ძაფი გაუწყდა და სახეში გაარტყა გაგას აკანკალებული ხელი -წადი ჩემი სახლიდან და ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ-დაუღრიალა ბოლო ხმაზე და ხელით კარისაკენ მიუთითა, სახე ალეწილი ბიჭი მაშინვე შეტრიალდა და ზურგი აქცია მიას... მია ადგილზე ჩაიკეცა, იატაკზე მუხლებით დაემხო და ხმამაღლა ატირდა, იქამდე ტიროდა სანამ მთლიანად არ დაიცალა მოწოლილი მძიმე ემოციებისგან რომლებიც სულს უწამლავდა... ზუსტად არ ახსოვდა რამდენი ხანი იყო ამ მდგომარეობაში მაგრამ როცა აზრზე მოვიდა, ძალა მოიკრიბა ფეხზე წამოდგა, ჩანთას და ტელეფონს დაავლო ხელი, გარეთ გავარდა, კიბეები კისრისტეხვით ჩაირბინა და ქუჩაში გავიდა ჯერისევ ძალიან გაღიზიანებული, პირველივე გამოჩენილ ტაქსიში ჩაჯდა და წავიდა პირდაპირ ჯოჯოხეთისაკენ მიმავალ გზაზე... ვაჩემ კიბეები სწრაფი ნაბიჯით აიარა და გაოცდა როცა ცოტნეს ბინის კარი ღია დაუხვდა -რა ჯანდაბაა?-გაოცდა ის და მეგობრებს შეხედა დაბნეული თვალები, ფრთხილად შეაღო რკინის კარი და სახლში ფეხაკერფით შევიდა დაძაბული -მარტო არუნდა დამეტოვებინა-გაბრაზდა საკუთარ თავზე რეზი რომელიც უკან მიყვებოდა ვაჩეს -ძინავს უეჭველი გაგუდულს-გიორგის ეცინებოდა ბიჭების მძაფრ რეაქციაზე -თითქოს ეს პირველია- არ ჩუმდებოდა ის -მთავარია უკანასკნელი არ იყოს-გაეცინა რეზისაც და სახე შეეცვალათ სამივეს სახლი არეული რომ დაუხვდათ, ყველაფერი მიყრილმოყრილი და დალეწილი იყო, ვერაფერს მიხვდნენ და შეშინებულები ცოტნეს საძინებელში შევიდნენ, სადაც მშვიდად ეძინა ცოტნეს, ტანსაცმლიანს ბალიშებზე ჩახუტებულს -ცოტნე-შეეხმინა ვაჩე ძმას მაგრამ ისე ღრმად და მშვიდად ეძინა მას რომ რექცია არ ქონია მის დაძახებაზე, შემდეგ შეაჯანჯღარა ძმა მაგრამ რეაქცია არ ქონია მაინც -წყალი დავასხათ თორემ ისე აზრზე ვერ მოვა ეს და ძილს საღამომდე გააგრძელებს-ურჩია გიორგიმ ვაჩეს, რომელსაც მოეწონა ეს იდეა და ჭიქით მაშინვე შემოიტანა ცივი წყალი და ნელნელა დაასხა სახეზე ცოტნეს რომელიც ჯერ შეიშმუშნა შემდეგ კი დაფეთები წამოვარდა საწოლიდან -რა ჯანდაბაა?-იყვირა ჯერისევ სასმლისგან გაბრუებულმა და საშინლად გაბრაზდა როცა დაინახა როგორ დასცი ოდნენ ძმა და მეგობრები -გაეთრიეთ-უყვირა ბიჭებს და რომ არ გავიდნენ ტუმბოზე არსებული ყველა ნივთი მათი მიმართებით გაფრინდა უსწრაფესად მათ შორის სანათიც რომელიც მიხურულ კარს შეეხეთქა და ბეწვზე გადარჩა გიორგი რომარ მოხვდა ფეხებში -ადექი შეჩ.მა-კარი შეუღი ცოტახნის მერე ვაჩემ -გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო-გაუყვირა გიორგიმ -რა ჯანდაბა გინდათ?-საწოლზე წამოჯდა ცოტნე -სახლი რატომაა არეული? რამე მოხდა? ყველაფერი დალეწილია-მიაყარა კითხვები ძმას -ეს თქვენ არ გახებათ-დაუყვირა მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა ძმას და ფეხზე წამოდგა -ამის დედაც თავი მისკდება-თავზე ხელი მიიდო და მისაღებში გავიდა -ეს რა ჯანდაბა? არ ხარ შენ მარტო დასატოვი რა-უსაყვედურა რეზიმ -აუ დაახვიეთ რა, ეხლა თქვენი თავი ნამდვილად არ მაქვს -დაუღრინა ცოტნემ -ვისთან იჩხუბე?-თავზე წამოადგა ვაჩე სახეალეწილ ძმას -დაახვიეთ-შეტრიალდა ძმისკენ და დამარცვლით უთხრა და სანამ რამეს იტყოდა კიდევ კარზე ბრახუნი ატყდა -რა ჯანდაბაა?-გაბრაზდა ვაჩე და კარის გასაღებათ გავარდა, კარი ფართედ გააღო და სახტად დარჩა, კარგახანს უყურებდა გაოცებული სახით მიას რომელიც სახლში შევარდა და პირდაპირ მისაღებ ოთახში შეიჭრა, მისი სტუმრობა იმდენად მოულოდნელი და უცნაური იყო ყველასთვის რომ გაოცებულები მიაჩერდნენ სახეალეწილ გოგონას -უნდა ვილაპარაკოთ-მიამ ცოტნეს მიაპყრო შავი სფეროები, რომელიც ჯერ ისევ გაოგნებული მისჩერებოდა მას და თვალებს ვერ უჯერებდა რომ მია ნამდვილად მის წინ იდგა, სველ თმაზე ხელი გადაისვა და მზერა გაუსწორა მის ამღვრეულ თვალებს -ჩვენ წავალთ-აზრზე მოვიდა რეზი და ხმა ამოიღო -მერე გამოგივლით-მხარზე ხელი დაარტყა გიორგიმ და სამივემ სწრაფად დატოვეს სახლი, თუმცა მთი სული და გული იქ დატოვეს -დაჯექი-მიას დივანზე მიუთითა ცოტნემ , თავად კი სავარძელზე დაჯდა და ახედა სახე გაფითრებულ გოგონას -შეტყვიტე, შეწყვიტე ეს გულისამრევი თამაში!-დაიწყო მიამ -ცხოვრებას რატომ მინგრევ? რა გინდა ჩემგან? რის მიხწევას ცდილობ?-ყვიროდა მწყობრიდან გამოსული გოგონა -მადლობა მითხარი რომ ეგ სირ. ჩამოგაშორე-ცოტნე ადგა და მიას მიუახლოვდა, ზედმეტად მიუახლოვდა -ის შენ არ გიმსახურებს! ის შენი ღირსი არ არის!-დაუჩურჩულა ტუჩის კუთხესთან, ათრთოლებულ გოგონას -მაშინვე დაიჯერა რომ შენ ეს ყველაფერი შენი სურვილით გააკეთე-დაუსისინა ყურთან ახლოს და მიას უკან დადგა -ყველაფერი დაიჯერა რაც მოვუყევი, სულ ყველაფერი! უბრალოდ გაგიჟდა, შეიშალა, მაგრამ ერთხელ არ წამოსცდნია თუნდაც ეჭვით რომ შენ ასე არ მოიქცეოდი, რომ შენ ამას არ გააკეთებდი, რომ შენ ორ კაცთან საქმეს არ დაიჭერდი ერთდეოულად, ნამდვილი სირ.ა დღემდე ვერ მიხვდა ვინ ხარ შენ-ჩურჩულებდა მის ზურგსუკან ცოტნე -შენ მიხვდი?-მია მისკენ შეტრიალდა და ჯიუტად ჩააცქერდა ამღვრეულ თვალებში -მივხვდი-დარწმუნებით უთხრა ცოტნემ -მაშინ სათქმელიც აღარაფერი მქონია... ესეიგი იცი რომ ამ ბინძური თამაშით ვერაფერ გახდები ჩემთან, ვერც დამაშინებ და ვერც ვერაფრით მომხიბლავ, ხვდები რომ ჩემს თვალში არარაობა ხარ, ყველაზე ზნედაცემული და საშინელი ადამიანი -გირჩევ სიტყვებს დაუკვირდე მია!-გაბრაზდა ცოტნე მის ნათქვამ ზიზღიან სიტყვებზე -მძულხარ, მთელი არსებით მეზიზღები, გულს მირევ, ის რომ გაგას სული მოუწამლე და ტვინი აურიე იმას არ ნიშნავს რომ ჩვენშორის ჩადგომას შეძლებ, არასოდეს მოხდება ეს გესმის? არასოდეს! ფიქრიც კიარ გაბედო იმაზე რომ შეიძლება ოდესმე ჩვენს შორის რამე იყოს! -მია იცოდე თვითოეულ სიტყვას განანებ!-უყვირა მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და მაჯებში ჩაავლო ხელი , ძლიერად მოუჭირა თითები და მის სახეს დააკვირდა -ნუ მეთამაშები მია, იცოდე დაიწვები -გგონია რომ ეს თამაშია? -დაუყვირა მიამ -გგონია რომ იმის მერე რაც ჩაიდინე ადამიანად ჩაგთვლი? შენ ყველაზე ამაზრზენი და საშინელი ვინმე ხარ... -მია დაუკვირდი რას ამბობ! -დაუყვირა ისევ და მეტად მოუჭირა თითები -იმას რასაც შენზე ვფიქრობ!-მია ჯიუტად არ აშორებდა თვალს მის ცისფერ სფეროებს -იმის გამო რომ ზედმეტად ლამაზი ხარ და იმის გამო რომ ასეთი რამ მითხარი იცოდე ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემი გახდე! ყველაფერზე წავალ რომ დაგიჩემო, გესმის რას გეუბნები მია? ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ჩემი გახდე -შენი არასოდეს გავხდები!-დაუყვირა მიამ-მირჩევნია მოვკვდე ვიდრე შენი გავხდე -აი სწორედ ამ სიტყვების გამო არ დაგანებებ თავს! იქამდე არ შეგეშვები სანამ ჩემსას არ მივიღებ! -ცოტნეს მუქრამ მია შეაშინა, იცოდა რომ მისგან ამყველაფერი იყო მოსალოდნელი, ამიტომ ძალია დაიძაბა -ხელი გამიშვი-გამოსცრა კბებში და წინააღმდეგობა გაუწია მის მარწუხოვით შემოჭდობილ თითებს - ჩემი გახდები აი ნახავ! -დაემუქრა კვლავ გაავები ბიჭი და ხელები გაუშვა -ახლოს არ გამეკარო, არ გაბედო ჩემთან მოახლოება თორემ პოლიციაში გიჩივლებ-დაემუქრა დამფრთხალი გოგონა მას -სახლში შენ მივარდები და კიდევ შენ აპირებ ჩივილს?-გაეცინა ცოტნეს და მაგიდაზე დადებულ სიგარეტის კოლოფს ხელი დაავლო, ერთი ღერი ამოიღო და ნერვიულად მოუკიდა -გაგასგან და ჩემი ოჯახისგან თავი შორს დაიჭირე, მოგვაშორე შენი ბინძური ხელები-ზიზღით უთხრა და ზურგი აქცია -მია-ცოტნეს მიმართვაზე გაჩერდა მია, მაგრამ მისკენ არ შემოტრიალებულა -ამ სახლში გახდები ჩემი-მიას ტვინში სისხლმა აასხა ამ სიტყვების გაგონებაზე, უბრალოდ შეიშალა, გაგიჟდა, ვერ შეძლო ამ ყველაფრის ატანა და მაინც მიბრუნდა მისკენ -რას ბოდავ? როგორ ბედავ? არასოდეს გესმის? შენი არასოდეს გავხდები-უყვირა ბოლო ხმაზე და ისე გავარდა სახლიდან და კარი მიუჯახუნა რომ კარგახანს ზრიალებდა. მიას უბედურებას მეორე დაემატა, მეორე დღეს კახას სასამართლო პროცესზე მაკამ წასვლა ვერ შეძლო და მიას მოუწია დასწრება ამ უმძიმეს პროცესზე, კახას დანახვამ სული მოუწამლა, ჯერ ხელბორკილებში, შემდეგ კი ბრალდებულის სკამზე მისმა ნახვამ ისე იმოქმედა მიაზე რომ ცრემლებად დაიღვარა, რის გამოც სასამართლო პროცესი დაატოვებინეს, მიამ უკვე იცოდა რომ პატიმრობა შეეფარდებოდა მის ძმას, მაგრამ გულში მაინც ქონდა იმედი, სულ პატარა იმედი იმის რომგირაოს სანაცვლოდ გამოუშვებდნენ, თუმცა სულ ტყუილად, სახეალეწილი დავითი რომ დაინახა პროცესიდან გამოსული თავადაც წაეშალა სახე, მაშინვე მივარდა ატირებული -პატიმრობა შეუფარდეს... ასეა არა?-ჩააცქერდა დავითს ამღვრეულ თვალებში -სამთვიანი წინასწარი-უთხრა ჩავარდნილი ხმით კაცმა -სამ თვიანი?!-ჩაეკითხა მია და ცრემლები გადმოსცვივდა -გგონიათ რომ შევძლებთ მის დახმარებას?-ხმა ჩაუწყდა მიას -ყველაფერს გავაკეთებ რომ დავიხსნა-მტკიცედ უთხრა კაცმა -გთხოვთ, გადაარჩინეთ ჩემი ძმა -მია კაცს ჩაეხუტა და უარესად ატირდა -გადავარჩენთ, ნუ გეშინია, გლირდები რომ ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის -ალბათ საშინელ დღეშია-სლუკუნებდა მია -ნუ გეშინია, კახას თავიდანვე ავუხსენი რომ ეს გარდაუვალი იყო -თქვენ ხომ გჯერათ რომ ის მკვლელი არაა? -მჯერა-შეხედა კაცმა მიას უცნაური თვალებით -იმიტომ რომ ეს შეთითხნილი ბრალდებაა, თავიდან განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს ახლა კი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით გადააკვალიფიცირეს -რაა? -გაოგნდა მია -ეს რას ნიშნავს? -მოდი წავიდეთ აქედან და აგიხსნით-დავითმა მია თავის მანქნაში ჩაისვა და აუხსნა -ფაქტიურად ასე იმიტომ იქცევა პოლიცია რომ დანაშაული არ გაიხსნას, ანუ ნამდვილი დამანშავე გისოსებს მიღმა დარჩეს, შენს ძმას კი საპროცესო გარიგებას სთავაზობენ, ოთხი წელი ციხე, აქედან ბოლო ორი წელი შინა პატიმრობა, გესმის მია? მოკლულის ოჯახიც გაჩუმდება იფიქრებენ რომ მკვლი დაისაჯა -კახა დათანხმდა? -არა არავითარ შემთხვევაში-მტკიცედ უთხრა დავითმა -ეს გარიგება ნებისმიერ დროს შეიძლება ჩაიშალოს, აორთქლდეს საბუთები და ხელახლა გამართონ სასამართლო, თუ ოჯახი გაასაჩივრებს ამ ოთხ წელს და მერე შეიძლება ბევრად მეტი მიესაჯოს -ძალიან მიხარია რომ ასე მტკიცედ დგას და თავის უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობს-მიას ცრემლები მოაწვა კვლავ -პასუხი არუნდა აგოს იმაზე რაც არ ჩაიდენია -არც აგებს, დამიჯერეთ ყველაფერზე წავალ რომ ის დავიხსნა. მია დავითის შემართებამ და მებრძოლმა სულმა ისე გამოიყვანა ამ მძიმე მდგომარეობიდან რომ თავადაც უკვირდა როგორ შეძლო ამ კაცმა მისი ასე გამხნევება და ასე საბრძოლო ხასიათზე მოყვანა მაშინ როცა ყველაფერი კახას წინააღმდეგ იყო მიმართული. ნელნელა საჭირო გახდა ოქროულის და ძვირფასი ავეჯის გაყიდვა, რომ საავადმყოფოს და ადვოკატის ხარჯები დაეფარათ, კახას წარმოდგენა არ ქონდა ანას მდგომარეობაზე, საგულდაგულოდ უმალავდნენ, იცოდნენ ეს რომ გაეგო განადგურდებოდა, ხელს ჩაიქნევდა, უარს იტყოდა ადვოკატზე, რაც დამღუპველი იქნებოდა მისთვის, ამიტომ მაკა იყო ისეთი ძლიერი და შეუპოვარი როგორც არასდორს, ნელნელა შეეგუა ორივეს ამ უმძიმეს მდგომარეობას და გადაწყვიტა რომ ებრძოლა ბოლომდე, ორივე შვილის გადარჩენისათვის. ხარჯები იზრდებოდა, ანას მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, კახას პრობლემები ქონდა ციხეში რის გამოც მაკამ სახლის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მიას ხელფასი და მასწავლებლის ხელფასი,მათი ხარჯების მესამედასც ვერ წვდებოდა. -მია გადაწყვეტილება მივიღე რომ სახლი გავყიდოთ-შეხედა შვილს ჩამქრალი თვებით მაკამ -გავყიდოთ-მიას გული ეტკინა, ძალია ეტკინა მაგრამ სხვა გზა არ ქონდათ.. სხვა გამოსავალი არ იყო... ნათესავებისა და ახლობლების დახმარება ნელნელა უფრო და უფრო იკლებდა, რადგან არც მათ ქონდათ განსაკუთრებული ფინანსური შესაძლებლობები... მარიამი მთელი ეს დრო მაქსიმალურად გვერდში ედგა მიას რომელიც არამარტო ფსიქოლოგიურად მოლარულადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, მას ძალიან უმძიმდა იმ სახლთან განშორება სადაც გაატარა მთელი ბავშვობა და სადაც ყოველი კუთხე მამას თავს ახსენებდა, ძალიან უმძიმდა იმ აზრთან შეგუება რომ ანას მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა, კახას საქმე კი ჯერისევ გაირკვეველი იყო ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.