შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 13)


28-09-2020, 16:16
ავტორი naattii
ნანახია 2 054

ავტომატურად ჩაკიდეს ხელები ერთმანეთს შენობაში შესვლის წინ, წამში გაუთბა ნათიას მარჯვენა მხარე და ვერაფრით დამალა ღიმილი.
-ყოფილები იქნებიან?
-აბაა, ნინიას დაქალოჩკები მაკლდა სახლში ჩასასახლებლად_დაიჭყანა ბიჭი და შეაღო კიდევაც კარი. დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევიათ, ნათიას არავინ იცნობდა, მხოლოდ ნინიამ შეკივლა და გამოექანა ძმისკენ.
-რა კაცი გამოჩენილა_მომავალმა სიძემაც გამოუწოდა ხელი.
-აბაა, არ თქვა_უკმაყოფილო სახით ჩამოართვა ხელი.
-სასიძო არ მოგწონს?_გაეცინა ნათიას.
-არავის მოწონს სიძეები, ბოლო ბოლო სახლს მილაგებდა_დისკენ გაიქნია თავი, სასმელის ჭიქას წამოავლო გიორგიმ ხელი და მეორე ნათიას გაუწოდა.
-გაუზრდელო_ვითომ გული დაწყდა ნინიას და ნათიას გახედა ჭიქა ხელში რომ დაეკავებინა, სწორედ მაშინ სვამდა თავადაც და გოგოს ხელის დანახვაზე იმხელა ყლუპი გადასცდა ლამის დაიხრჩო.
-დედიკოს ..... ბე ... ჭე.. დიიი_კიდევ კარგი გიორგის გასაგონად ამოიხავლა მხოლოდ და გულზე დაირტყა თავადაც ხელი.
-ალალი, დაო, ალალი_მთელი ძალით ჩაარტყა ლამის გვერდებში დას და თვლები გადაუბრიალა.
-გააფრინე? ეს ხომ თამაში აღარ არის გიორგი, რაზე ფიქრობდი?_უკვე გონს მოსული აკვირდებოდა ძმას სახეზე, ბაჩო და ნათია კი თამაშგარე მოთამაშეებივით იდგნენ გვერდით.
-მეც ვიცი, რომ თამაში აღარ არის, იქნებ შეწყვიტო ყვირილი_თვალები დაუბრიალა გიორგიმ.
-უნდა ვიცოდეთ რა ხდება?_გაბედა ხმის ამოღება ნათიამ.
-არ ჩაერიო_ხელი აღმართა ნინიამ
-მეგონა ნათია მოგწონდა_ჭიქაში დარჩენილი სასმელი გამოცალა გიორგიმ.
-არავის მოწონს რძალი_წარბები აუწია ძმას, უკან მობრუნებულმა კი თვალი ჩაუკრა გაცინებულ ნათიას და ბაჩო სცენისკენ წაიყვანა.

-ლამაზი და-ძმობა გაქვთ_ჯერ კიდევ ჭიქით ხელში საუბრობდა ნათია.
-ძვირფასო საცოლევ, ეს ისე რომ იცოდე უნდა დალიო ხოლმე, წყალს რომ სვამ აი ისე, სასმელი ქვია ამას უფრო კონკრეტულად მარტინი, მიდი აბა გასინჯე და უფრო ახლოს გაიცნობ_პირთან მიუტანა ჭიქა და მთელი ძალით ეცადა გოგოს დასველებული ტუჩები არ შეემჩნია.
-იდიოტო_გაბრაზებულმა მიარტყა ბიჭს იდაყვი, ბეჭედი შეისწორა თითზე და სცენაზე ასულ სამულეს გახედა სიცილით რომ გამოდიოდა სიტყვით, გოგო მისი და ბაჩოს სიყვარულის ისტორიას ყვებოდა ხუმრობები ჩართვით და მოწვეულ სტუმრებს ართობდა. ნათიასაც გაეცინა და წამში დაებადა ანგარიშის გათანაბრების იდეა. ნაბიჯით წინ წაიწია და მორიგ ნინიას შემოხედვაზე ხელით საკუთარი თავი და სცენა ანიშნა.
ხალხმრავლობა ბავშვობიდანვე არ უყვარდა, მაგრამ ამჯერად იმდენად დიდი იყო სამაგიეროს გადახდის სურვილი სცენა გამოსვლაზეც კი არ იტყოდა უარს. ნინია ყველაფერს მიხვდა და თავი დაუქნია. სიტყვის ბოლოს კი ხმამაღლა წარადგინა ნათია და თხოვა ამჯერად მისი და ძმის სიყვარულის ისტორია მოეყოლა.
სანამ გიორგი აზრზე მოსვლას მოასწრებდა და რამეს მოიმოქმედებდა, ნათია უკვე სცენაზე იდგა და მიკროფონს ისწორებდა.
-მოგესალმებით, ვინც არ მიცნობთ, გეტყვით რომ აი იმ დაკუნთული და სექსუალური ბიჭის საცოლე ვარ პირდაპირ შუა დარბაზიდან რომ მიყურებს. დიახ დიახ, სექსუალურზე დამეთანხმეთ არ მოგერიდოთ_რამდენიმე დასტვენაზე თავი სიცილით დააქნია და წარბებ აწეულ გიორგის ჩამოხედა ნიშნის მოგებით.
-რადგან სამულემ მთხოვა უარს ხომ არ ვეტყოდი? ამიტომ მოდი მოკლედ გიამბობთ პირდაპირ ხელის თხოვნის ისტორიას, ისეთი გულის ამაჩუყებელია მოემზადეთ, მოკლედ იმ დღეს თბილი ამინდი იყო, დამირეკა და გასეირნება შემომთავაზა, ჩემ სიყვარულ ბიჭს უარს როგორ ვეტყოდი და მაშინვე გარეთ გავედი, საღორიის ტყისკენ წავედით, გამიკვირდა, მაგრამ არაფერი მითქვამს. როგორც კი მივედით მაშინვე მივხვდი რომ რაღაც ხდებოდა, ხეებზე უამრავი წითელი და ვარდისფერი ბუშტები შეება, ტოტებზეც აეყოლებინა, მოგვიანებით ჩუმად გამიმხილა, როგორ იტკინა ამ მოწყობის გამო დაცემისას ერთი ადგილი_ვითომ ჩუმად და სიცილით მიუთითა ხელით საჯდომისკენ და გადაუარა კიდევაც დარბაზს სიცილის ტალღამ, -ბუშტებს დაახლოებით ჩემი სიმაღლის პლაკატები მოყვებოდა, სათითაოდ ყველაზე იყო გამოსახული ჩვენი სურათები და ყველა მათგანს ჰქონდა ქვემოდ მიწერილი, თუ რამხელა ადგილი მიჭირავს მის ცხოვრებაში, რამდენად გაუფერულდება მისი სიცოცხლე თუ მე არ ვეყოლები, როგორ გადმოხტებოდა მე9 სართულიდან თუ ოდესმე მივატოვებდი, როგორ უძგერს გული ჩემი დანახვისას _როლებში შეიჭრა ნათია.
-მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო, როგორც იქნა ეს პლაკატების ხეივანიც გავიარე და დასაწყისში გამქრალი გიორგიც გამოჩნდა, შავი ჩოხით შემოსილი იჯდა ულამაზეს თეთრ ცხენზე და ზემოდან დამყურებდა მედიდური სახით. შემდეგ ჩემი საოცნებო კოკესპანიელი გამომიწოდა, რომელსაც ყურებზე ბეჭდის კოლოფი ჰქონდა შებმული. რადგან ცხენების არანორმალურად მეშინია_ჩაიცინა ნათიამ -საჩუქარი კილომეტრიდან გამოვართვი და როგორც ხედავთ დღეს ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია_ხელზე გაკეთებული ბეჭდის აფრიალებით დაასრულა ნათიამ და გაისმა კიდევაც გოგოებიდან რა საყვარელია, მეც მინდა ხმები. დაბლა ჩამოსულმა პირდაღებულ ბიჭებს მარტივად აუარა გვერდი და წარბებ აწეულ გიორგის მიუახლოვდა, რომელიც გამწარებით უკრავდა ტაშს.
-ბრავო, ბრავო, გაღიარებ_თავი დაუხარა გაცინებულ გოგოს.
-5:5 საქმროვ?
-ამაში მინიმუმ ორი ქულა უნდა გერგებოდეს წესით.
-არაა, თლად ასეც ვერ დაგმარხავ, შანსი ხომ უნდა მოგცე_თვალი ჩაუკრა ბიჭს და მოახლოებულ ბაჩოს გაუღიმა.
-მეგობრებო, ასე თუა საქმე ქორწილი ერთად ხომ არ გაგვეკეთებინა? და-ძმა ერთად დაიწერდით ჯვარს_გვერდიდან მომდგარ საცოლეს გაუღიმა თბილად.
-გადასარევი იდეაა_ტაში შემოკრა გიორგიმ და ნათიას პომიდორივით სახეზე სიცილი აუტყდა.
-არაა, არაა საჭირო.
-მე მომწონს სიძევ, ყოჩაღ_ხელი მიარტყა ბიჭს ბეჭზე და ნათია საცეკვაო მოედნისკენ წაიყვანა.
მხიარული საღამო გამოუვიდათ, ბევრი იცეკვეს, ნათიამ სასმელიც კი გასინჯა, მთელი საღამო?
მორჩილად იტანდა გიორგის ხუმრობებს, თავად კი თავ აწეული იხსენებდა მის გამოსვლას და ირგვლივ ხალხის სახეებზე სიცილით კვდებოდა გიორგის რომ დაინახავდნენ. როგორც იქნა წასვლის დროც მოვიდა.
-გაგაცილებ_ხელი ჩაკიდა გიორგიმ და შენობა დატოვეს.
-ფეხით გავისეირნოთ რა_ხელზე ჩამოეკიდა მუდარით.
-მომინდომა გოგომ რომანწიკაა_გაუცინა საცოლეს და მის ნებას დაყვა. თითქმის სახლამდე ფეხით მივიდნენ.
-ბეჭედი არ უნდა დაგიბრუნო?_ბინასთან უკან მობრუნდა გოგო.
-რატო ხვალ ჩემი საცოლე აღარ უნდა იყო?
-ისე ხომ არ გგონია, რომ ცოტა შორს წავედით? უკვე ზედმეტად ბევრმა გაიგო ამ ხუმრობაზე, თუმცა არცერთმა სინამდვილე არ იცის. ვისია?_ხელზე დაიხედა.
-დედაჩემის_ღიმილით უპასუხა ბიჭმაც.
-მაშინ მითუმეტეს ვერ დავიტოვებ_მაშინვე მოიხსნა და გაუწოდა, -ისე არასდროს მოგიყოლია მშობლებზე.
-მოსაყოლი არაფერია, ყველაზე ბანალური ისტორია ბანალური დასასრულითა და მიზეზით, ავარიაში მოყვნენ და ორივე ადგილზევე დაიღუპა.
-ვწუხვარ, დიდი ხანია?
-ხუთი წლის წინ, მეორე კურსზე ვიყავი.
-სწავლობდიი? რატომ დაანებე?
-ორივე და-ძმა ჰაერში დავრჩით ნათი, ნინია ზედმეტად პატარა იყო, მე კი ერთადერთი კაცი დავრჩი ოჯახში და დაზე უნდა მეზრუნა, სამსახური რომ არ მეშოვა საბავშვო ბაღში ჩააბარებდნენ. მეც თომას მივაკითხე და ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა, მამას ძველი მეგობარი იყო.
-რაზე სწავლობდი?
-არქიტექტურაზე, მინდა სექტემბრიდან გავაგრძელო, ახლა ნინიას ბაჩო ყავს და შემეძლება უკვე დრო ჩემს თავსაც დავუთმო.
-კარგი იქნება_უკვე ბინასთან იდგნენ ნათია რომ მოეხვია, -წარმატებებს გისურვებ.
-ტკბილი ძილი_საპასუხოდ გაუღიმა ბიჭმაც და სადარბაზოში გოგოს გაუჩინარების შემდეგ, თავადაც უკან გაბრუნდა. არცერთს დაუნახავს ფანჯრიდან მოთვალთვალე გია.

დილით ისევ კარგ განწყობაზე გაეღვიძა ნათიას მოღიღინე შევიდა სააბაზანოში და შემდეგ საუზმეს მიაკითხა.
-დედიკო, ხომ ყველაფერი რიგზეა?_ჩუმად შეპარება გადაწყვიტა მანანამ.
-რატომ არ უნდა იყოს?
-ისეთი შეცვლილი ხარ, ჯერ გარეგნობა ახლა ხასიათიც, ვიფიქრებ ხომ არავინ გაუცვნია, ერიდება და ვერ გვეუბნებათქო.
-მოსარიდებელი არაფერია დედა, 25 წლის ვარ, როგორმე ჩემითაც გადავწყვიტავ ჩემს საქმეს.
-არავინ არაფერს გაძალებს შვილო, უბრალოდ.....
-არ გვინდა რა დედა, შეიძლება გავიცანი, შეიძლენა მნიშვნელოვანი არ იყოს, როცა საჭირო იქნება თავად გაგაგებინებ_უკვე ხასიათ გაფუჭებულმა ჩაკბიჩა მაფინი და ჩასაცმელად დაბრუნდა ოთახში. აჯობებდა მიოში ნაყინით დამტკბარიყო.
რამდენიმე წუთში უკვე ფეხზე იცმევდა.
-დედა, გავდივარ.
-ისევ?_შემოსასვლელში გამოვიდა მანანა.
-დედა რა გინდა? ისევ სახლში ვიჯდე ხოლმე? ხო ისევ გავდივარ, გავისეირნებ ნაყინს შევჭამ და დავბრუდები._უხეშად მოიჯახუნა კარი და გაჩერებისკენ წავიდა.
როგორც ჩანდა გარეთ მაინც უმართლებდა, მიოში შესულს საყვარელი ნესვის ნაყინი ადგილზე დახვდა, ორი ულუფა აიღო პირდაპირ და ტერასას მიაკითხა დასაჯდომად. სიწყნარემ მხოლოდ რამდენიმე წუთს გასტანა.
-შეიძლება?_ჩრდილს ახედა ნათიამ და არც მეტი არც ნაკლები გიორგი ციმაკურიძე ამოიცნო.
-იცი გიორგი, უკვე მივდიოდი_სკამზე შესწორდა მაშინვე.
-არ ვიკბინები, უბრალოდ ჩამოვჯდები რომ მოგიკითხო_ხელის აწევით დაამშვიდა გოგო და წინ დაუჯდა. -ისევ ნესვი?
-ყველაზე მეტად მიყვარს_მხრები აიჩეჩა გოგომ. -რამე გინდოდა?
-რამე პრობლემაა? დაგინახე, მოგესალმე, არ მეგონა თუ ჩემს მიმართ აგრესია გქონდა_შეცბუნება ეტყობოდა ბიჭს.
-არა, მაპატიე სწორი ხარ_დაბნეულმა მოისვა ნათიამ შუბლზე ხელი, -ზედმეტი მომივიდა.
-გამარჯობათ ახალგაზრდებოდა_ნაცნობი ხმა მოესმა ნათიას და წამში ინატრა მიწა გამსკდარიყო და ჩავარდნილიყო, ელვა მხოლოდ მას დასცემოდა, მზიანი ამინდის მიუხედავად ან უცებ კოხი წამოსულიყო. შეცბუნებულმა ახედა საქმროს და უსიამოვნოდ გასცრა. ცივ სახეზე აშკარა ირონიული ღიმილი დასთამაშებდა ბიჭს.



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

არა რა ეს ბიჭი როგორ ყველგან არის სადაც ნათიაა.გამოწერილი ყავს????
--------------------
ლანა

 


№2  offline წევრი isterichka123

აუ ესრაიყო სასწაულიხარ ველოდები გაგრძელებას ნათია ძან გაგვითამამდა❤????

 


№3  offline მოდერი naattii

La-Na
არა რა ეს ბიჭი როგორ ყველგან არის სადაც ნათიაა.გამოწერილი ყავს????

მემგონი :D

isterichka123
აუ ესრაიყო სასწაულიხარ ველოდები გაგრძელებას ნათია ძან გაგვითამამდა❤????

რას ერჩით ნათიას :( :D

 


ღმერთო, რა გიჟები არიან ვინ არიან ესენი :) რა გულები და პლაკატები აუტყდა ამხელა პედაგოგ ქალს :)
არადა რა კარგები არიან ერთად❤❤❤
ძალიან მიხარია გიორგი სწავლის გაგრძელებას რომ აპირებს. მერე ვეღარ დაიწუნებს ნათიას მშობლები, მშობლები რა დედა, აშკარაა არ მოეწონება სიძე, მაგრამ მაგას ვინ ეკითხება :დ
შემდეგს ველოდები❤

 


№5 სტუმარი სტუმარი ანი

მეტი ნათია და გიორგი რაააა, რაც შეილება მეტიი... არ მყოფნის ეს პატარ პატარა მომენტები ^-^

 


№6 სტუმარი სტუმარი Anisia

კოხი არა სეტყვა

 


№7  offline მოდერი naattii

რუსკიმარუსია
ღმერთო, რა გიჟები არიან ვინ არიან ესენი :) რა გულები და პლაკატები აუტყდა ამხელა პედაგოგ ქალს :)
არადა რა კარგები არიან ერთად❤❤❤
ძალიან მიხარია გიორგი სწავლის გაგრძელებას რომ აპირებს. მერე ვეღარ დაიწუნებს ნათიას მშობლები, მშობლები რა დედა, აშკარაა არ მოეწონება სიძე, მაგრამ მაგას ვინ ეკითხება :დ
შემდეგს ველოდები❤

ოოო მშობლების თემა მძიმე იქნება :D

სტუმარი ანი
მეტი ნათია და გიორგი რაააა, რაც შეილება მეტიი... არ მყოფნის ეს პატარ პატარა მომენტები ^-^

რას ვიზამთ :D

სტუმარი Anisia
კოხი არა სეტყვა

კოხს რას უწუნებთ? :D ამხელა თავში მეტი ვერაფერი იპოვეთ? :D

 


№8 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მაგარი იყო ძალიან მომეწონა იმდენი ვიცინე პლაკატები და რომანტიკა მოუნდა ქალბატონსო კარგი იყო მადლობთ

 


№9  offline წევრი OKI ME

სასიამოვნო წასაკითხიააა.
კი გადარია ეს ამხელა პედაგოგი ქალი გიორგიმ..

მომწონს, მომწონს, თან ძალიან მომწონს ეს ორი ერთად. ნათია როგორ გამოცოცხლდა. მიხარია ეგ ამბავი მე. გააფერა გიორგის გამოჩენამ ნათიას ცხოვრება და ასევე პირიქით გიორგის ცხოვრება ნათიამ. პოზიტიური ბიჭია ეს გიორგი.

კომენტარებს გადავხედე და გიწერია მშობლების თემა მძიმე იქნებაო. შემაშინეეე, კაი რაა, მთლად მასეთი მძიმეც ნუ იქნება. არადა არ ჩანდნენ მანანა და გია მასეთი ხალხი.

მოკლედ, რომ ვთქვა ძალიან მომწონს ეს ისტორია. ველოდები ახალ თავს მოუთმენლად ♥️♥️

 


№10  offline მოდერი ჰოლანდიელი

მომწონს მომწონს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent