საქმიანი ქორწინება (თავი მეექვსე)
დავითისა და კატოს ქორწინება ძალიან სწრაფად გადაწყდა , ახლობლებს აუხსნეს რომ არ სურდათ ამ ამბის ძალიან გახმაურება და დავითმა ეს ყველაფერი ანკას ამბებს დაუკავშირა , ამბობდა რომ როცა საზოგადოება მისი ქორწინების შესახებ გაიგებდა, კიდევ ერთხელ გაიხსნებდა ყველა როგორ მიატოვა ანკამ დავითი, კატოსაც არ სურდა აჟიოტაჟი მის ასეთ მოულოდნელ დაქორწინებაზე, ამიტომ მალე მოაწერეს ხელის საღამოს შამპანური მოსვეს რომ ხალხისთვის დამაჯერებელი ყოფილიყო და ასე გაგრძელეს დავითის სახლში ცხოვრება, არაფერი გამორჩეული არ ხდებოდა, გარდა იმისა რომ მოახლის გამო რომელიც დავითის სახლს ალაგებდა, ერთად უწევდათ ძილი. რეალურად კატო თავიდან დისკომფორტს გრძნობდა შემდეგ კი შეეჩვია და სხვა არანაირი გრძნობა არ უჩნდებოდა. ხოლო დავითს ყველა ის წამი ახსენდებოდა რაც კი კატოსთან ჩახუტებულს გაუტარებია და მუდმივად კლავდა სურვილი იმისა რომ მას შეხებოდა. თუმცა თავს იავებდა, რადგან ვერ ივიწყებდა რაც კატომ უთხრა მეზიზღებიო. ისე დადიოდნენ სამსახურში ხმას არცერთი იღებდა გზად, კატოს კი ეს სიჩუმე ახრჩობდა, ფიქრობდა რაღაც უნდა გამოესწორებინა მაგრამ რა ამას კი ვეღარ ხვდებოდა. ყველაფერი უფერულად მიდიოდა, დავითი სამიტისთვის ემზადებოდა და მტელი არსებით ამ საქმეებში გადართულიყო, ხოლო კატო ? კატოსთვის ყველაფერი სულერთი და უაზრობა გამხდარიყო , ვატო აღარ ჩანდა და ამაში პოულობდა ნუგეშს, თუმცა ეს ყველაფერიც მალე შეიცვალა, როცა ერთ ერთ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმეს, კონტრაქტის დარღვევისთვის ოირვე მხარემ უზარმაზარ ჯარიმას მოაწერა ხელი,ხოლო მეორე დღეს გაირკვა რომ კომპანიას დამფუძვნებელი შეეცვალა, და ეს თავად ვატო იყო. ლევანმა არ იცოდა ეს ყველაფერი კატოსთვის ან დავითისთვის როგორ ეთქვა, რადგან იცოდა როგორი რეაქციაც ექნებოდა, დავითი კაინეტში ფიქრებით იყო გართული და კვლავ კატოზე ბრაზი ახრჩობდა როცა ლევანმა კაბინეტის კარი შეუღო და პირდაპირ მიახალა - ცუდი ამბავი მაქვს - კარგი დიდი ხანია არ მომისმენია, ეგ უფრო გამიკვირდებოდა- ჩაილუღლუღა დავითმა - ჰუვეით ქონსთრაქშენის დამფუძვნებელი შეიცვალა , როგორც ჩანს ვატომ შეიძინა - ამის დედაც... წამოვარდა სკამზე გაბრაზებული დათო, ეს უკვე ბოლო წვეთი იყო.- ასე თუ გააცეცხლებდა ეს ამბავი ვერც წარმოიდგენდა -სალომე კონტრაქტი შემომიტანე ჰუვეითთან - გაბრაზებული ტონით უთხრა დივანს და ტელეფონი რამის დალეწა ისე დააგდო მაგიდაზე. კონტაქტის პირობებს დააჩერდა ის უნდოდა გაერკვია, შეეძლო თუ არა პროექტიდან კატო მოეხსნა, თუმცა ეს კონტრაქტში უკვე გაწერილი იყო, საქმე ნახევარ მილიონ დოლარს ეხებოდა. ან კატოს ვატოსთან უნდა ეთანამშრომლა მთელი ერთი წელი, ან კომპანიას ნახევარი მილიონი ჯარიმის სახით უნდა გადაეხადა. - მაინც არ ისვენებს ეს , როგორ ვერ მიხვდვი, ამ პირობებს როგორ დავთანხმდი- ბოლთას სცემდა დავითი. - მისმინე კატოს არ მოვშორდებით და მოგვიწევს ეს ერთი წელი გავუძლოთ. - ან გადავიხადოთ - ნახევარ მილიონ დოლარზეა დავით საუბარი - ვერ ავიტან ის რომ კატოს მიუახლოვდეს - მოიცა ? ასე მალე შეგიყვარდა ? - ახლა სიყვარულზე და სირობებზე საუბრის დროა ლევან ?- შეუღრინა ლევანს როცა პასუხი საკუთარ თავსაც კი ვერ გასცა - მისმინე დიდი თანხაა, და ამას ჰაერზე არავინ გააკეთებდა - მე პრეზიდენტი უნდა გავხვდე ამ ასოციაციის, ამის სანაცვლოდ კი დავპირდი კატოს რომ დავიცავდი, რომ ვერ დავიცავი და ჩემი ხელით ჩავაგდე მგლის ხახაში ჩემი ბრალია, არ მიყვარს! ვალდებული ვარ_ მკაცრად იუარა დავითმა და სავარძელს მიეყრდნო. - ჯობს კატოს მე დაველაპარაკო - ლევან კატო ჩემი ცოლია და მე დაველაპარაკები- მწყობრიდან იყო გამოსული დავითი. - გავიგე რომ შენი ცოლია და არც არავინ გართმევს, ისე ნუ მელაპარაკები თითქოს შენი მტერი ვიყო, არ მინდა მაგ გოგოსთან რამე გააფუჭო,შენს თავს შეხედე , ნორმალურად საუბარიც კი არ შეგიძლია . - არ მინდა ლევან, მადლობა მაგრამ კატოს მე დაველაპარაკები. - როგორც გინდა_ გაბრაზდა ლევანი დავითის ქცევებზე და გაბრაზებულმა დატოვა ოთახი. - კატო სახლში მივდივართ, მანქანასთან გელოდები_ სწრაფად უთხრა ტელეფონში და ტელეფონი გაუთიშა. კატომ ჩანთა ჩაალაგა და მანქანასთან ჩავიდა - მშვიდობაა ? _ დაბნეულმა იკითხა დავითის გაცეცხლებული სახის დანახვისას - არა , არ არის , რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში მას შემდეგ აღარაფერი არ არის მშვიდად- გაბრაზებუმა მიახალა და მანქანა ადგილიდან მოსწყვიტა. კატოს ცრემლები მოაწვა მაგრამ ხმა ვერ ამოიღო, გაჩუმება ამჯობინა, სახლის გზას აშკარად გადაუხვიეს და წყნეთის აგარაკზე ავიდნენ. დავითი მანქნაიდან გადმოვიდა კატო კი ადგილიდან არ იძვროდა და ერთ წერტილს მისჩერებოდა. დავითმა კარი გამოუღო და უხეშად უთხრა - არ გადმოხვალ ? - აქ რა გვინდა - რომანტიული ვახშამი მოგიწყვე- ირონიით გახედა დავითმა და კატოს მიაჩერდა- გადმოდი. კატო უხმოდ გადავიდა და მის ნებას დაყვა, აინტერესებდა ამჯერად რა მოხდა. სახლში შევიდნენ თუ არა დავითმა ვისკი ჩამოასხა და მოიყუდა. კატო სავარძელზე ხელებგადაბჯენილი იჯდა და დავითს ელოდებოდა როდის დაიწყებდა საუბარს. - ახალი კონტაქტორის დამფუძვნებელი ვატო გახდა, შეისყიდა ის კომპანია, და ახლა ორი გზაა, ან მასტან ვითანამშრომლებთ, ან ჯარიმას გადავიხდით. - ანუ სხვა გზა რადგან არ არის, ვითანამშრომლებთ, და ვეცდები მალე დამთავრდეს ეს პროექტი. _ მშვიდად უოასუხა კატომ - ასე მშვიდად როგორ შეგიძლია იყო_ გახედა დავითმა - ისედაც ველოდი დავით რომ ასე თავს არ დამანებებდა. - არ დაგვანებებდა - ვიცი რომ არ დაიჯერა - საიდან იცი - მელაპარაკა - გელაპარაკა ? ... როდის ?... - თქვენ რომ ისაუბრეთ მერე..._ მშვიდი იყო კატო - ჩემი გაგიჟება გინდა ? ჩემი ჭკუიდან გადაყვანა გინდა ?- ყვირილზე გადავიდა დათო- ამას ახლა უნდა ვიგებდე ? - რატომ ბედავ და მაგ ნაბიჭვართან უჩემოდ კომუნიკაციას ამყარებ - დავით პატარა ბავშვი არ ვარ რომ დამტუქსო - ჩემი ცოლი ხარ კატო, ცოლი !- ყვიროდა დავითი თან კატოსთან ახლოს მოსულიყო და ჯიბრით ჩასცქეროდა თვალებში. - ფიქტიური დავით ? - რა თქმა უნდა- ხელები გაშალა დავითმა - სხვას რას უნდა ველოდე. - პრობლემა პრობლემაზე მემატება - დავიღალე უკვე, დავიღალე რომ მადანაშაულებ, თავიდანვე იცოდი ჩემზე უკეთ ვისთან იჭედი საქმეს- ტონს აუწია მწყობრიდან გამოსულმა კატომ, რომელიც დავითის ცხოვრებაში ზედმეტად გრძნობდა თავს, - დავიღალე რომ მადანაშაულებ, დავიღალე რომ პრობლემად მიმიჩნევ, ვიცი რომ შენი პრობლემა გავხდი მაგრამ არც ჩემთვის ხარ ნაკლები, დაჟე მაშინაც კი როცა ვატო მაწუხებდა ასე ცუდად არ მიგვრძნია თავი როგორც შენს გვერდით. - ხო არაა ? ყველაფერი ვცადე კატო რომ ნორმალურად გვეცადა ურთიერთობა მაგრამ შანსი არ მომეცი- ფიქტიურ ცოლს გაიძახი როცა მინდოდა და არ გამიკარე , ამ ყველაფრის შემდეგ ისევ შენ დაიღალე ? ასე ბავშვივით რატომ იქცევი ? რა გინდა შენთვითონ იცი ? რას ელი ჩემგან ? რა უნდა გავაკეთო რომ ნორმალურ ოჯახად ვიქცეთ, ასეთი ცუდი ვარ ? ასე გეზიზღები რომ ჩემამდე გული არ მოგდის კატო ? -ამ ყველაფერს რომ მეკითხები ეს არის ვატოსთან კავშირში ? პრობლემა გვაქვს და იქნებ ჯერ ეგ გადავწყვიტოთ - ეგ ჩემი პრობლემაა, მე დაგპირდი რომ დაგიცავდი, ამიტომ დაგიცავ ! უბრალოდ შენ რა გინდა ჩემგან ეგ მაინტერესებს, ოდესმე მეტყვი მაგას - ნახევარ მილიონ დოლარად დამიცავ ხო- ირონიულად ჩაილაპარაკა კატომ - ეგ უკვე შენ აღარ გეხება - ხომ იცი მაგით არ დამთავრდება სანამ არ დარწმუნდება რომ ერთად ვართ - ხოოო ? მიხვდი ? და შენ აკეთებ რამეს იმისთვის რომ დარწმუნდეს ? - სახლში ერთმანეთს როგორ მოვექცევით ვატო ვერ ხედავს დავით - მე ხომ ვხედავ? - რა გინდა ჩემსგან ?- თვალზე ცრემლი მოაწვა კატოს - ნორმალური ოოჯახი კატო ? ბევრს ვითხოვ - ჩვენ ოოჯახზე შევთანხმდით და არ მახსოვს დდავით ? - არა მაგრამ გრძნობები გვაქვს - მე არანაირი გრძნობა არ მაქვს დავით - აყვირდა კატო, - რატომ მაიძულებ რამე გავაკეთო - როგორ დავიჯერო რომ ჩემს შეხებაზე არაფერს გრძნობდი ? როცა მეგონა რომ ეს ყველაფერი შენც მოგწონდა - გთხოვ , არცერთს არ გვაქვს ახლა გრძნობებისთვის დრო , არცერთს გვცალია პირადისთვის როცა პრობლემებია ირგვლივ - და იქნებ პირადმა ყველაფერი დაალაგოს გიფიქრია?- ვნებამორეული თვალებით შესცქეროდა დავითი კატოს. - მეშინია იცი_ ცრემლები წასკდა კატოს - ხომ შეიძლება ადამიანურად ვისაუბროთ არა ? გეშინია ? აქ ვარ , ხომ შეიძლება რომ ვისაუბროთ. - 18 ის ვიყავი როცა გული მატკინეს, ამაზე არასდროს ვსაუბრობ, მაგრამ მას შემდეგ დავიფიცე რომ არასდროს არავვის შემოვუშვებდი ჩემს ცხოვრებაში ისე რომ კიდევ ერთხელ ჰქონოდა ვინმეს ჩემი გულის ტკენის შანსი, შენთან კი ყველაფერი ისე მალე მოხდა, გამორკვევა ვერც მოვასწარი, სემეშინდა რომ იგივე მოხდებოდა, საკუთარ თავს ვერ ვაძლევ უფლებას ვინმე შევიყვარო, ასე რომ არ ყოფილიყო შეიძლება ვატოსთან ეს აღარც მომხდარიყო, როცა თავის არიდება ვცადე , როცა შემეშინდა რომ ვირაც მაჩქარებდა ან მაძალებდა გაქცევა დავიწყე ვატოსგან , ეს რომ არა ალბათ შანს მივცემდი, ჩემთვის ცუდი თავიდან არაფერი გაუკეთებია, პირიქითაც კი საკმაოდ კარგად მექცეოდა მაგრამ შემეშინდა, მასთანაც შემეშინდა ხვდები ? - ეს შიში რომ არა ალბათ ახლა მასთან იქნებოდი არა?- მწარედ ჩაიცინა დავითთმა - შესაძლოა დავით. - და ახლა ? - რა ახლა - ახლა როცა ჩემს გვერდით ხარ ? რრას აპირებ ახლა ? მორჩება ყველაფერი და დამშორდები ? - არ ვიცი დავითი ახლოს მივიდა გოგოსთან და თავის მლავებში მოაქცია - მადლობა რომ არ მითხარი კიო, ანუ შენც გინდა რომ ერთად ვიყოთ, ბოდიში თუ აქამდე შეგაშინე- ჩურჩულით უთხრა დავითმა... იცი ? ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით კატო_ გოგოს სახე ხელებში მოიქცია და კლვავ მის ტუცებს დაეწაფა ასე რომ ენატრებოდა ამ ხნის მანძილზე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.