შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საქმიანი ქორწინება ( თავი მეხუთე )


26-09-2020, 11:04
ავტორი Tako_elizbarashvili
ნანახია 5 838

დავითს კატოს ბავშვურ ქცევაზე გაეღიმა . სავარძლიდან წამოდგა და ტუჩები მოიკვნიტა , მერე თავის თავზე მოერია ღიმილი , რატომ მოიქცა ასე ? მიხვდა რომ ეს მხოლოდ კატა თაგვობანას თამაში არ იყო და კატო საკმარისზე მეტად იზიდავდა . ხომ არ იჩქარა ნერვები მოეშალა საკუთარ თავზე მაგრამ კატოსთან არაფერი შეიმჩნია როცა გოგონა სააბაზანოდან გამოვიდა.
- ისევ აქ ხარ ? მეგონა წახვიდოდი
- შენ გელოდები ,ერთად წავალთ- ჩაიღიმწ დავითმა
- ასე მოდიხართ ? - გაკვირვება არ დამალა კატომ და დავითს მის სპორტულ ჩაცმულობაზე ანიშნა .
- არა , ჯერ ჩემთან გავივლით
-მაგვიანდება , მე ჯობს პირდაპირ წავიდე - თავის დაძვრენა სცადა კატომ
- არა , მე მინდა პერანგი შენ შემარჩევინო- კატო უფრო დააბნია დავითის სიტყვებმა
- მეღადავებით დავით ?
- სრულებით არა
- ჩვენ სხვებთან უნდა ვუთამაშოთ ერთმანეთთან კი არა
- და თუ ერთმანეთი გვიზიდავს
- აბსურდია
- კოცნა ამაზე ნუ მეტყველებს
- გთხოვ ეს აღარ მინდა რომ განმეორდეს- რამის აცრემლებულ თვალები შეანათა კატომ , რომელიც დავითის მზერას ვეღარ უძლებდა
- ორი თავისუფალი ადამიანი ვართ და თუ ერთმანეთი მიგვიზიდავს ვერ ვხვდები რატომ უნდა შევიკავო თავი
- დავით მიზიდულობა და უბრალოდ თამაში ერთმანეთში გერევა
- და რამდენიმე წუთის წინ ვისთვის თამაშობდი , საკმაოს ვნებიანი ტუჩებით კატო ? - დავითმა კატო მოიმწყვდია , ჯერ თვალებში შემდეგ კი ბაგეებზე მიაშტერდა და შემდეგ კისერზე მხურვალე კოცნა დაუტოვა . - მოდი გთხოვ სულ წინააღმდეგობაზე ნუ ფიქრობ და თუ მზად ხარ გავედით .
მანქანაში ჩასხდნენ , დავითმა მანქანა დაძრა რამდენიმე წუთის შემდეგ კი კატოს თითები თავისაში მოიქცია , კატომ კვლავ სცადა ხელის მისი თითებისგან დახსნა მაგრამ არ გამოუვიდა .
- რას გაურბიხარ ,- ფრთხილად კითხა დავითმა , ამჯერად მართლა არ თამაშობდა
- არაფერს გავურბივარ , უბრალოდ საქმე საქმეა და დისტანციაა საჭირო
- და იქნებ ისე მოგვწონს ერთმანეთი რომ საქმე და დისტანცია არც არის საჭირო და ყველაფერი შესაძლოა ბუნებრივად მოხდეს
- დავით ორივემ ვიცით რომ თქვენ ასე არ მოგწონთ და გიზიდავთ ქალები
- პრობლემა მხოლოდ ის არის რომ მე არ მენდობი ? - ჩაეცინა დავითს - ანუ რომ მენდობოდე მოგწონვარ - ტუჩის კიდე ჩატეხა ღიმილით დავითმა
- არასწორი პერიფრაზია - აწითლდა გოგო.

სახლში მისულმა დავითმა კატო თავის ოთახში შეიყვანა და პერანგის არჩევა სთხოვა , გოგონამაც აარჩევინა მაგრამ საოცრად იყო ყველაფრით დაბნეული და ვერ ხვდებოდა სად გაქცეულიყო ისე მოქმედებდა დავითი მასზე . ჩაცმა რომ დაასრულა კვლავ კატოს მიუახლოვდა და მისი ტუჩების შეგრძნება სცადა თუმცა არ გამოუვიდა , ამჯერად მოახერხა კატომ თავის დაძვრენა .
- მომწონხარ და თამაში არ მჭირდება - პირდაპირ ცივი მზერით ახალა დავითმა - ვიცი და ვხვდები რომ შენზეც ვმოქმედებ და უბრალოდ მომენდე - მკაცრად უთხრა გოგოს , მანქანის გასაღები აიღო და ეზოში გავიდა. ოფისამდე ისე მივიდნენ არცერთს ხმა არ ამოუღია . კატო გაბრუებული იყო და ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა მის თავს.

რამდენიმე დღე ისე გავიდა დავითი ახლოს არ უახლოვდებოდა კატოს და დისტანციას იჭერდა , ცოტა არ იყოს ვეღარ ხვდებოდა კატო დავითის ქცევის მიზეზს და ის სიახლოვე და მცდელობები აკლდა რასაც დავითი იჩენდა , ახლა საბოლოოდ მიხვდა რომ ეს ყველაფერი მოსწონდა მაგრამ ყველაფერთან ერთად ჩათვალა რომ დავითი უბრალოდ თამაშობდა და სერიოზულად არც კი მოსწონდა .
მალე გაიცნო დავითის მეგობრები და ქორწილიც შედგა . დავითთან გადავიდა სახლში საცხოვრებლად , მოახლე ქალის გამო რომელსაც შესაძლოა ჭორები დაეყარა ცალცალკე ოთახში ვერ დაიძინებდნენ ამიტომ ერთ საძინებელსა და ერთ ლოგინში მოუხდათ წოლა.
- შემიძლია სავარძელზე დავიძინო და როცა დამოაგებელი მოვა უცვად შემოვიდე ხოლმე - შესთავაზა კატომ
- მოდი ბავშვივით ნუ იქცევი არ ვაპირებ თითი დაგაკარო თუ ეს შენ თვითონაც არ გენდომება - თიმილით უთხრა დავითმა .
რამდენიმე დღე ისე გავიდა დავითმა კატოს ახალ ცხოვრებასთან შეგუება აცალა , თუმცა ერთ საღამოს გრძნობებ და ცოტა ალკოჰოლ მორეულმა კატოს სურნელს ვეღარ გაუძლო და კვლავ დაეწაფა მის ტუჩებს , კატო კოცნაში აყვა თუმცა შემდეგ მალევე გააჩერა , შეცდომააო და დაიძინა. მალე გადაწყვიტა დავითმა კატოსთვის აეხსნა რომ იზიდავდა მოსწონდა და სულაც არ სურდა ეს თამაში ყოფილიყო და არა რეალობა .
კვლავ სცადა მიახლოება ახლა ტუჩებიდან მკერდზე გადავიდა შემდეგ კისერზე , კატოსაც გადაწყვეტილი ჰქონდა მინდობოდა და არც შეუჩერებია , ისე შემოაცალა საცვალიც დავითმა და სცადა მთლიანად გოგოს სხეულს დაუფლებოდა , აქ კი კატო სწრაფად მოვიდა გონს , ლოგინიდან წამოფრინდა და აცრემლებული გავიდა სააბაზანოში .
დავითი დიდ ხანს ელოდა გოგოს და თან ნაპას ნაპასზს ურტყამდა . კატოც დარცხვენილივით გამოვიდა , კარადიდდან პლედი ამოიღო და სხვა საძინებელში გავიდა , დავითს არც უფიქროა საქმის გადადება და სალაპარაკოდ შევიდა .
- რატომ იქცევი ასე , რატომ არ აკეთებ იმას რაც გინდა რომ გააკეთო
- რატომ გგონია რომ მინდა ? - უხეშად იკითხა კატომ
- იმიტომ რომ შენმა თავმა გაგყიდა
- კარგად არ იცნობ ქალებს - თვითონაც იცოდა რომ ტყუოდა მაგრამ ახლა სიმტკიცე სჭირდებოდა
- ვიცნობ !
- ალბათ ანკაზეც გეგონა რომ უნდოდი მაგრამ გაგექცა - მტკივნეულ ადგილას დააბიჯა კატომ ფეხი
- მეორედ არ გაბედო ამის ხსენება
- თორემ ?
- ჩვენზე ვსაუბრობდით კატო , რატომ გამირბიხარ უკვე მერამდენედ
- არ გაგირბივარ უბრალოდ არ მინდა , არ მომწონს შენი შეხება ,
- თვალებში შემომხედე და ისე მითხარი
- თვალებში გიყურებ და თუ გინდა მეტსაც გეტყვი , მეზიზღება შენი შეხება რომელიც თავის დაცვის ფასად მიჯდება
- ანუ გეზიზღები ?
- არ მინდა რომ მეხებოდე - მკაცრი და უემოციო იყო კატოს ხმა თავის დაძვრენას რომ ცდილობდა
- მე მართლა მინდოდა რამე ნორმალურად გვეცადა , უკვე საკმარისად დიდი დრო გავიდა იმისთვის რომ ვიცოდეთ რა გვინდა და რა არა , და თუ გეზიზღები , აღარასდროს აღარსდროს მოგეკარები- ცუვად უემოციოდ მიახალა დავითმა და ოთახი დატოვა . კატოს ცრემლები წასკდა , ცხოვრებისეული ტრანვა ჰქონდა , 18 წლის იყო როცა პირველად შეუყვარდა და უღალატეს , მას შემდეგ ნდობა ყველაფრის დაკარგული ჰქონდა და ვერც დავითს აძლევდა შანს , ვნებაარეულმა მიიძინა . დავითი კი ვისკს დაეწაფა იმედგაცრუებული და თითქოს ძალა გამოცლოდა.
- თურმე ვეზიზღები , - საკუთარ თავს უმეორებდა დავითი.
დილით უბრალოდ შეტყობინება მიწერა
- მანქანაში გელოდები.
კატოც ჩავიდა და ერთად დაიძვრნენ ოფისისკენ , გზაში არცერთს ხმა არ ამოუღია , დღემ უჩვეულოდ ჩაიარა , დავითს არც მოუკითხავს კატო , სამუშაო დღის დასრულების შემდეგ კი კვლავ მანქანაში ჩასხდნენ , სახლთან მიიყვანა კატო , თავად კი უსიტყვოდ დაატრიალა მანქანა და სადღაც წავიდა . კატოს გული ჩასწყდა , უკვე რამდენიმე დღე გავიდა როცა დავითისგან აღარც სითბო აღარც ინიციატივა და აღარც ყურადღება მოდიოდა . მართლაც ფიქტიური და ცივი გახდა მათი ქორწინება . რიგითი საღამო იყო კატო რომ ტელევიზორს უყურებდა დავითი კი ოდნავ ნასვამი დაბრუნდა .
- ასე რატომ იქცევი , კითხა კატომ
- მართლა გაინტერესებს ? მართლა ვერ ხვდები ?- გაეცინა დავითს
- ვერ ვხვდები
- არაკაცი არ ვარ ქალს ვეზიზღებოდე და რამე დავაძალო
- ეგრე არ არის
- შენ ეგრე მითხარი
- ჩქარობდი და არ შემეძლო
- ახსნა არ აქვს შენს სიტყვებს , და არც მინდა ამაზე საუბარი , როცა ორივე საქმეს მოვაგვარებთ დავშორდებით
- როგორც გინდა - ჩაილაპარაკა კატომ და ანერვიულებულმა დატოვა ოთახი.
“ გეზიზღები არაა ? “ თავისთვის წარმოთქვა დავითმა , “ მალე სიყვარულისგან ამღერებულსაც დაგინახავ” ფიქრობდა გულში და თავის მზაკვრულ გეგმებს ალაგებდა , ახლა კი იცოდა მართლაც სახალისო თამაში ელოდა წინ.

დილით სამზარეულოში გავიდა და ყავა ჩამოასხა კატოს გასვლას დაელოდა რომელიც ძალიან მოკლე და ტანზე გამოყვანილ კაბაში გამოწყობილიყო , დღეს ძალიან მოინდომა რომ დავითს ლამაზი დაენახა , ასეთ ფორმაში მართლაც არასდროს ყავდა ნანახი , გოგოს დანახვაზე ნერწყვი ჩუმად გადაყლაპა და თვალი აარიდა.
- ყავას დალევ ? კითხა მშვიდი ხმით
- მე თვითონ დავისხამ - უპასუხა კატომ
დავითს პასუხი არ გაუცია ისე გააგრძელა ნოუთბუქში რაღაცის თვალიერება , შიგადაშიგ კი მისკენ აპარებდა თვალს და ნერწყვს ყლაპავდა , თან ასე გამოპრანჭვის მიზეზი აინტერესებდა და მიზეზს ვერ იგებდა. რომ შეამჩნია რომ კატო ყავის დალევას მირჩა და მას ელოდა , თავი ნოუთბუქიდან ამოწია , ცივი მზერით გახედა და უთხრა
- მე მზად ვარ , ჩაიცვი და გავიდეთ
- მეც მზად ვარ - დინჯად უპასუხა კატომ
- ასე აპირებ წამოსვლას ? - კიდევ ერთხელ აათვალიერა გოგო და ხმაში ირონია გაურია , - გამოიცვალე, გელოდები , ბოლო სიტყვები ისე უთხრა რომ თავი არც აუწევია . კატო კი იდგა და არ ინძრეოდა , დაჟინებული მზერით უყურებდა მამაკაცს
- კატო გვაგვიანდება -ორიოდე წუთის შემდეგ ახედა გოგოს
- მზად ვარ და ასე მოვდივარ - მტკიცედ უპასუხა კატომ
- ასე ჩემს გვერდით ჩემი ცოლი არ გაივლის
- შენი ფიქტიური ცოლი დავით
- ხოდა სანამ ჩემი ცოლის სტატუსი გაქვს ჩემს სტატუს უნდა მოუფრთხილდე
- ჩემი კაბა არამგონია შენს სტატუსზე მოქმედებზეს
- ასე ვერ წამოხვალ კატო , ნუ ცდილობ გამაღიზიანო
- არ გამოვიცვლი ! - ჯიუტად მიაჩერდა კატო
- როგორც გინდა კარისკენ დაიძრა დავითი , კატოც უკან გაყვა მაგრამ სანამ დაეწია დავითმა გასასვლელი კარის ჩაკეტვა მოასწრო და შემდეგ ტექსტური შეტყობინება მისწერა
“ როცა გამოიცვლი , მაშინ მოგაკითხავ !”
კატოს ნერვები მოეშალა დავითის გცევაზე , გაღიზიანდა და აღარ იცოდა როგორ მოქცეულიყო.12 ზე შეხვედრა ჰქონდა აგვიანდებოდა , სხვა გზა არ იყო , სწრაფად ავიდა შარვალი ჩაიცვა და დავითს შეტყობინა მოეკითხა . მანაც მოაკითხა კარი გაუღო და კატო კმაყოფილი სახით შეათვალიერა.
- მარტივად შეგძლებია - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა
- სხვა გზა არ დამიტოვე , მაგრამ ამას არ გაპატიებ
- სანამ ჩემი ცოლი გქვია სხვა გზა არც გექნება - ჯიუტად და ცივად მიახალა დავითმა და საჭეს მიუჯდა . მთელი გზა არცერთი იღებდა ხმას.ოფისში მისულები ორივე დაიშალნენ და თავ თავის შეხვედრებს შეუერთდნენ , დავითი კმაყოფილი იყო რომ ახლაც მოერია კატოს სიჯიუტეს . კატო კი ბრაზობდა თან ცივად მექცევა და თან მიკონტროლებს რა ჩავიცვაო .

მეგობრებო ბოდიშს გიხდით პატარა თავია , მაგრამ განვითარება ჯერ ვერ დავალაგე , ამიტომ ახლა ვაგრძელებ წერას რომ ღამე დავდო დღეს მალევე , აბა გაგრძელება როგორ მოგწონთ ? წინ ძალიან სახალისო თამაში გელით.



№1 სტუმარი სტუმარი Eka

dzalain kargia,male dade raa

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან მომწონს და მაინტერესებს როგორ განვითარდება მოვლენები ვატო გაქრა აღარ ჩანს?

 


№3 სტუმარი სტუმარი თათია

კარგი იყო, ველი შემდეგ თავს

 


№4 სტუმარი სტუმარი ნათია

გითხარი არც წელავ, არც ჩქარობთქოდა ამ თავში სიჩქარეს გადააჭარბე :დ ასე უინტერესოდ ჩაიარა ქორწილმა და ქორწილის ღამემ ჩვენთვის გაზიარებაც რომ დაგეზარა?
რა პატარა ბავშვებივით იქცევიან ესენი კიდე, რომ დასხდნენ და დაილაპარაკონ არ შეიძლება? ურთიერთობაში ტყუილი ყველაზე უადგილოა და თუ გინდა რამე გამოვიდეს წყნარი საუბრით უნდა მოუყვე ყველაფერი იმ ადამიანს ვისტან ყოფნაც გინდა. თუნდაც კატოს წარსული. ეთქვა რომ ერთმა ადამიანმა გული მატკინა და მას შემდეგ ნდობა დავკარგე სხვების მიმართ. მეზიზღები და მეზიზღება შენი შეხება რა უბედურებაა.
ეს თავი სავსე იყო ტირეებით და მადლობა!
❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყოომეწონა იმედი მალე მიხვდებიან რომ ერთმანეთი უყვართ და დაივიწყებენ ბუტიობად

 


№6 სტუმარი სტუმარი ნენე

პირველ რიგში გეტყვი რომ ეს თავი ზედმეტად ბავშური და არალოგიკური იყო, სად არის ქორწილი, რატომ არ ჩანს ეგ დღე პირველი დღე ერთად თანაცხოვრების, უაზრო გამოხტომა ამ გოგოსი არც დავითი აკლებს ამგრამ მაინც.

 


№7 სტუმარი maco maco

სტუმარი ნათია
გითხარი არც წელავ, არც ჩქარობთქოდა ამ თავში სიჩქარეს გადააჭარბე :დ ასე უინტერესოდ ჩაიარა ქორწილმა და ქორწილის ღამემ ჩვენთვის გაზიარებაც რომ დაგეზარა?
რა პატარა ბავშვებივით იქცევიან ესენი კიდე, რომ დასხდნენ და დაილაპარაკონ არ შეიძლება? ურთიერთობაში ტყუილი ყველაზე უადგილოა და თუ გინდა რამე გამოვიდეს წყნარი საუბრით უნდა მოუყვე ყველაფერი იმ ადამიანს ვისტან ყოფნაც გინდა. თუნდაც კატოს წარსული. ეთქვა რომ ერთმა ადამიანმა გული მატკინა და მას შემდეგ ნდობა დავკარგე სხვების მიმართ. მეზიზღები და მეზიზღება შენი შეხება რა უბედურებაა.
ეს თავი სავსე იყო ტირეებით და მადლობა!
❤️❤️❤️

ჩემი სათქმელი თქვით, არც კატოს ოჯახი ჩანდა არც სხვების რეაქცია რომლებიც სხვა თავებში ასეთუისე იყვნენ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent