შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯანდაბა! ჩემი უფროსი შემიყვარდა. (თავი IV)


29-09-2020, 00:04
ავტორი უმადრუკი M
ნანახია 9 306

დილოთ მაღვიძარას ხმა მახვიძებს. თვალებს მძიმედ ვახელ. თავი ისე მტკივა,ასე მგონია,რომ ოთხი ზომით დიდია. ერეკლე ჯუჯღუნს იწყებს მაღვიძარას გულის გამაწვრილებელ ხმაზე და მეც მეღიმება მის ბავშვურ საქციელზე.
- მმმმ... - ზუზუნებს,მძინარე ადამიანის ენით.
- ანუ გამოვრთო ეს დედა ნატირები მაღვიძარა ხომ? - მალევე ვთარგმნი მის ბგერებს.
- მჰმმმმ. - ისევ ეს წამოზმუილება.
- ანუ შენც წასასვლელი ხარ სამსახურში,ადგები და გამიყვან მეც კომპანიამდე ხომ?! - ჩემი ინტერპრეტაციით ვთარგმნი და მეღიმება.
- ოოოო, შე ცუღლუტოო... მაინც გამომაფხიზლე ხომ?! ახლა დაისჯებით პატარა ქალბატონოოოო. - მძინარე თვალებს კიდევ უფრო აწვრილებს და მხრებს სანადიროდ გასული მხეცივით არხევს.
- არ გაბედოოო. - ვხვდები რასაც აპირებს. - ერეკლეეეე. არ მომეკაროოო. - წამსვე ვხტები საწოლიდან და მისაღებ ოთახში გავრბივარ კივილით.
- რაიყო ქალო,რა ბაბაიაგას ვარცხნილობით მოძრაობ? - კარში ჩერდება და იცინის. მეც ვეგები მის ანკესსზე და სარკის წინ ვდგები,რომ ჩემი თმები მწყობრში მოვიყვანო. ხოდა აი ეგ არ უნდა გამეკეთებინა...
- გაები ჩიტოოო. - ფეხ ქვეშ იატაკს ვეღარ ვგრძნობ და ვხვდები,რომ ნადირ ერეკლეს ზურგზე ვყავარ გაგდებული.
- ეეე,დამსვიიიი,ისეც თავი მისკდებაა. ნუ მანჯღრევ იდიოტოოოო. - ვწივივარ ბოლო ხმაზე.
- რას ღნავიხარ გოგო,ვიღაცას ეგონება,რომ შენი გეი მეგობარი შენზე ძალადობს. - სიცილით მაგდებს ტახტზე და მიღიტინებს. მეც სიცილისგან სულს ძვლივს ვითქვამ და ჩვენს შეძახილებში ძვლივს ვარჩევ ტელეფონის ზარს.
- ჩემი ტელეფონიაააა. გამიშვი რააა. - ჩექმებიანი კატას თვალებით ვუყურებ,რაც ყოველთვის ჭრის.
- ნუ მიყურებ ეგრეეეე. - თავს აქნევს სიცილით.
- მიდი რააა.
- კაი ხოოო,დაგინდობ ამ ერთხელაც. - ხელს მიშვებს და მეც სირბილით გავდივარ ჩემს ოთახში და ტელეფონს ვიღებ. ჩემი და რეკავს.
- ალოოო..... - წვრილი ხმით ჩასძახის ყურმილში ანასტასია. - საღამოს დედოფალს ვესაუბრები?! - მის სიტყვებზე გუშინდელი დღე მახსენდება და ტკივილისგან სახე მეღრიცება. არადა როგორ ვცდილობდი არ მეფიქრა ამაზე. -რა გჭირს გოგო,ენა გადაყლაპე? - სიცილით საუბარს აგრძელებს.
- ანასტასია. როგორ ხარ? - ვცდილობ გაღიმება მოვახერხო.
- რა დროს მოკითხვაა,ჩქარა მომიყევი რა მოხდა გუშინ? სურათები სად არის? ხომ მითხარი ხვალვე გექნება ცხელ-ცხელებიო? სადაა? ცივიც „წავა“ რაა.... ისე მაინტერესებს ყველაფერიიი,ვკვდებიიი. - აღშფოთებული,ენერგიულად მაყრის შეკითხვებს და ბოლოს ღრმად ისუნთქავს ჰაერს.
- ანასტასია.... არაფერიც არ ყოფილა. - თვალებს დაბლა ვხრი. - აღარ მომწონს ისააკი. - ვამბობ დაბალი ხმით და წამის შემდებ ღმერთს მადლობას ვეუბნები,რომ ჩემს დას ვიდეო ზარით ვესაუბრები,რადგან იმხელა ხმაზე იწყებს კივილით საუბარს,ეს რომ ყურმილში გამეგო,ალბათ ვეღარანაირი მედიცინა ვეღარ მიშველიდა.
- რას მეუბნები გოგოოო... რას ქვია აღარ მოგწონს? წინაზე რომ გელაპარაკე ლამის გულებს ყრიდი თვალებიდან და ახლა მეუბნები აღარ მომწონსო? რა ხდება ელისაბედ? - თვალებგაფართოებული ლამის პირში იდებს ტელეფონს საუბრის დროს.
- მშვიდად,მშვიდად ტასიკოოო. - თავზე მადგება ერეკლე და ღიმილით ცდილობს ანასტასიას დამშვიდებას. - ახლა ჩვენ გვეჩქარება და საღამოს აგიხსნით ყველაფერს ხომ?! - თვალს რაც შეიძლება სექსუალურად უკრავს რაც ძალიან სასაცილოდ გამოსდის.
- ვაიმეეეე. დავაგვიანეეე - საათს ვუყურებ და ტელეფონიანად ვიწყებ ოთახში სირბილს. - მისმინე დაო... ახლა ძააალიან,ძალიან ვაგვიანებ და საღამაოს მართლა მოგიყვები ყველაფერს კარგიიი? - მავედრებელ მზერას ვჩუქნი რაზეც თვალებს ატრიალებს.
- მიდი,მიდიი და არც გაბედოთ ჩემი „გადაგდება“ . შენ კიდე ვაჟბატონო,მაგ „ტასიკოს“ მერე განანებ. - თითს გამაფრთხილებლად გვიქნევს და ბოლოს ჰაეროვან კოცნას აგზავნის.
- გკოცნი დაოოო. საღამომდეე. -როგორც ყოველთვის ხელის ნაცვლად თითს ვუქნევთ ერთმანეთს და ვთიშავ.
- ჩქარა მოემზადეთ ქალბატონო,თორემ ორივენი დავაგვიანებთ.
- ხო,ხოოო,მოვდივააარ. - სწრაფად ვიცვამ ტანზე მომდგარ, შავ კაბას და თეთრ პერანგს,თმას ვივარცხნი,სუნამოს ვისხამ და მისაღებში გავრბივარ.
- მოვასწარიი. - ისე ვამბობ,თითქოს „ ფორტ ბოიარდის“ მონაწილე ვიყო.
- დაა თქვენ გაქვთ ერთი ოქროს გასაღები. - შტერივით მეკრიჭება ერეკლე,რაზეც ორივეს სიცილი გვიტყდება.
- დროზე ავახვიეთ,თორემ ეგ გასაღები ნამდვილად ვერ მიშველის სამსახურიდან რომ გამომაგდებენ. - ვეჯუჯღუნები.
- რატო ვერაა,ლომბარდში ჩააბარებ,ოქროსია ტოო. - ისევ ეს გამომეტყველება.
- გიჟი.- თავს სიცილით ვაქნევ და გარეთ გავდივარ.

- მიდი აცუნცულდი ახლა და გამოგივლი მერე და წაგიყვან სახლში,ხომ იცი ანასტასია დაგვკლავს,რომ არ ვუთხრათ სიმართლა. - სახეს ასერიოზულებს და თანაგრძნობით მიყურებს.

- ვიცი,ხოო. - თვალებს დაბლა ვხრი,ფანჯრიდან გავყურებ გზას და ვხედავ ნაცნობ მზერას. ეს გამოხედვა... სიმკაცრე... ისაა. კომპანიის კართან ილიას ესაუბრება და თან მკვლელ მზერას არ მაშორებს.

- სერიოზულად? - როგორც ჩანს ერეკლეც იჭერს ისააკის მკვლელ მზერას. - რა უფლებით იყურება ამ მზერით? - მუშტებს კრავს. მე ხელს ხელზე ვადებ და თვალებში ვუყურებ.

- დაივიწყე. არც კი გაიფიქრო რამის გაკეთება. გაიგეე? -თვალებში ვუყურებ და იქ ვცდილობ სწორი პასუხის ამოკითხვას.

- ელისაბედ... - ყბები ეჭიმება.

- გთხოოვ. - ხმა მიტყდება და ვიცი,რომ ჩემთან შეუთანხმებლად არაფერს გააკეთებს.

- კარგი... - ფილტვებს ჰაერისგან ათავისუფლებს.

- მიყვარხარ. - მისკენ ვიწევი და გემრიელად ვკოცნი ლოყაზე და მის გაბადრულ სახეზე მეღიმება.

- მეც მიყვარხარ,ან მიყვარდი. -ღიმილით მეუბნება. მე ვერ ვწვდები მისი ნათქვამის აზრს და კითხვის ნიშნით სავსე თვალებით შევყურებ.

- ისეთი თვალებით მიყურებს შენი უფროსი,მგონი ჩემს ბნელ ჩიხში „ მიჯეკიჩანებას“ აპირებს. - ხარხარს იწყებს მისივე ნათქვამზე და მეც მიყოლიებს.

- რა გაცინებს მერე შე იდიოტო? არ იცი,რომ ლურჯი ფერი არ გიხდება? - მეც არანაკლებად ჭკვიანურ პასუხს ვუბრუნებ და მაგაზე მთლად ვიგუდებით.

- მიდი, მიდი,გადაცუნცულდი ახლა,იქნებ ნაკლები მომხვდეს. სიცილით იხრება ჩემკენ და მისი ხელით მიღებს კარს.

- კაი ჩიტოოო.... წავედი მე და შემეხმიანეეე. - მანქანიდან გადავდივარ და ვუღიმი,ის კი კოცნას მიგზავნის.თავის ქნევით ვბრუნდები კომპანიისკენ და ვამჩნევ,რომ იქ აღარ არის. ერეკლესგან მიღებული მუხტით, ქუსლების კაკუნით შევდივარ კომპანიაში და თაკოს ვესალმები,ისიც თბილად მიღიმის.

- რა კარგად გამოიყურები ელისაბეედ... - თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს თეა.

- მართლა? არადა კისრისტეხით გამოვედი სახლიდან და რა ჩავიცვი ეგეც არ მახსოვს. - ვიცინი. ცოტა უცნაურად კი მათვალიერებს მაგრამ,ვფიქრობ ჩემი ზედმეტად მოტმასნილი ქვედაბოლო აკვირვებს.

- უი,ხოო... ბატონმა ისააკმა როგორც კი მოვა ჩემთან ამოვიდეს,საქმე მაქვსო.

- რაა? - დაბნეული ვიყურები. არ მინდა მისი ნახვა,მითუმეტეს ახლა.

- რაიყო? - გაკვირვება ეტყობა სახეზე.

- არა,არაფერი. არ იცი რა საქმე აქვს?

- არაა. არ უთქვამს ჩემთვის. მიდიი აცუნცულდი და მერე ყავა დავლიოთ თუ გეცლება. - მიღიმის და თვალს მიკრავს სასაცილოდ.

- კაიიი. - თავს ვუქნევ ღიმილით და ლიფტში შევდივარ. „რაღა მაინც და მაინც ბოლო სართული აირჩია.... „ ვჯუჯღუნებ ჩემთვის და კარიც იღება. ოთახში შევდივარ. ისააკი მინის კედელთან ზურგით დგას. ხელები უკან აქვს შეკრული და არ ინძრევა. ისეთი მამაკაცული მხრები აქვს... განიერი. ისე უხდება თაგვისფერი პიჯაკი,მინდა თითის წვერებით მაინც შევეხო. თავს ვაქნევ უაზრო ფიქრების მოსაშორებლად და სუსტად ვახველებ,მისი ყურადღების მისაპყრობად,მაგრამ როგორც ჩანს არ ესმის.

- ისააკ. - ცოტა ხნიანი ცდის შემდეგ მაინც წარმოვთქვამ მის სახეს და მისი სხეულიც ირხევა. ზანტად ბრუნდება ჩემკენ და გამჭოლი მზერით მაკვირდება. წუთით მაშეშებს მისი მზერა,მაგრამ მალევე ვფხიზლდები. - თაკომ მითხრა,რომ ჩემი ნახვა გინდოდათ. - ვცდილობ მტკიცე ხმით ვთქვა,მაგრამ არც ისე კარგად გამომდის.

- ხოო. - მიახლოვდება და საკმაოდ ახლოს მიდგება. ქვემოდან ავყურებ და ვცდილობ მისი მზერა „წავიკითხო“. - თვალი ჩემს მკერდზე უშეშდება წამით, ვგრძნობ მის ცხელ სუნთქვას. მერე უკან იხევს და მაგიდასთან ჯდება. გაკვირვებული ვაკვირდები მის მოქმედებას. ვერაფერს ვხვდები.

- ბორა-ბორაზე გვიწევს რამოდენიმე დღით წასვლა. - ამბობს დინჯად და მზერას მისწორებს.

- რაა? - შოკში ვარ. ამის გარდა ყველაფერს ველოდი ახლა.

- ჩვენი კოლექციის ჩვენება იქნება,ცნობილი დიზაინერების შექმნილ აქსესუარებთან ერთად.

- რამდენი დღით დავრჩებით იქ?

- სამი ან ოთხი. ილიაც წამოვა,როგორც ჩვენი წარმომადგენელი.

- კარგი. როდის მივდივართ?

- ზეგ,ღამით. შეგიძლია ხვალ არ მოხვიდე სამსახურში,მოემზადო და დაისვენო. წინ დამღლელი დღეები გველის. - მეუბნება საქმიანი ტონით,მაგრამ მის თვალებში მაინც ვამშნევ მოგიზგიზე ცეცხლს. მე ისევ კართან ვდგავარ გაშეშებული. ჭკუა ვისწავლე და აღარ ვაპირებ იმ კედელთან ახლოს მისვლას.

- მადლობა. თავისუფალი ვარ? - მეც მისი ტონით ვეკითხები.

- კი,შეგიძლია წახვიდე.

- ნახვამდის. - ვამბობ და კარისკენ ვბრუნდები.

- და კიდევ...- ზურგს უკნიდან მესმის მისი ბარიტონი. - კარგი იქნება,თუ პერანგის ღილებს კარგად შეიკრავ. - ღიმილს ვიჭერ მის ხმაში და წამსვე ვიხედები პერანგზე. საკმაოდ გადაღეღილი გულიდან მადისაღმძვრელად მიმზერენ ერეკლეს თქმით ჩემი „ გოგოები“ . „ ღმერთოო,მომკალიიი“ ჩემი მეორე მე მთელი ძალით ირტყამს შუბლზე ხელს,მე კი სწრაფად შევდივარ ლიფტის ღია კარში და აწითლებული სახით ვცდილობ დილით სიჩქარისგან შეუკრავი ღილების შეკვრას. „ჯანდაბააა!“


ისეთი საყვარლები ხართ,რომ ვერ ვითმენ და ერთი სული მაქვს ხოლმე როდის წაიკითხავთ ახალ თავს და გამიზიარებთ თქვენს აზრს ^_^ მადლობა,რომ კითხულობთ



№1  offline წევრი 《Sunshine》

ძალიან მომწონს

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

ვკითხულობდა მომწონს დავერ გავიგე ამ ისააკს თუ საცოლე ყავს ამისგან რა უნდა ან ის ინტრიგა რომ ჩააგდე ერეკლემ მიყვარხარ ან მიყვარდიო რომ უთხრა მართლა გეია თუ იტყუება ? მოკლედ კაი გოგო ხარ და მალე დადე რომ გავერკვე და კითხვებს პასუხი გავცე ????

 


№3  offline წევრი Marita_G

აუ რა საყვარლები არიანნნნ აწწწწ♡♡♡♡
ველოდები შემდეგს იმედია მალე იქნება და თან ცოტა დიდი♡♡♡

 


№4 სტუმარი მს

ძალიან კარგია ,მაგრამ ძალიან ცუდია როდესაც დაგვიანებით დებ და თან ესე პატრას (( გამოასწორე გთხოოვ ^

 


№5 სტუმარი Marimari

Vfiqrob is vitom sacole vitom fexmdzimedaa da magito icherebs isaaki, imito utxra shentvis daleva ukve agar sheidzlebao. Rogorc chans arc dedamiss moswons. Kargia istoriaa, warmatebebi, cota tavebs tu gazrdi super:-)warmatebebi

 


№6 სტუმარი სტუმარი ანა

სტუმარი მაკო
ვკითხულობდა მომწონს დავერ გავიგე ამ ისააკს თუ საცოლე ყავს ამისგან რა უნდა ან ის ინტრიგა რომ ჩააგდე ერეკლემ მიყვარხარ ან მიყვარდიო რომ უთხრა მართლა გეია თუ იტყუება ? მოკლედ კაი გოგო ხარ და მალე დადე რომ გავერკვე და კითხვებს პასუხი გავცე ????

არა ტყუილი რა შუაშია, ხო ახსენა რომ მკვლელი მზერით მიყურებდაო და ანუ ერეკლეც გაეღადავა რო ვერ გადავურჩებიო❤

 


№7  offline წევრი OKI ME

უუჰ, კარგი იყო. ❤️❤️ თუმცა არ მეყო. ((( პატარა თავი იყო. ((((
აი, დაიწყო და უცებ დამთავრდა (((

 


№8 სტუმარი სტუმარი ლია

ისეთი კარგი წასაკითხია, ჩქარა რომ მთავრდებაარ მინდა.
გაადიდე თავები.❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

ძალიან მაგარი იყო საინტერესო მომეწონა ძალიან...თავები რომ გადიოდა დაიღლებით ცოდოები ხართო ..ვიხუმრე????????????

 


№10 სტუმარი Tamo

ძალიან მომწონს და ცოტა მეტი დადე, იმედია დღეს დადებ ხოოო??

 


№11  offline წევრი უმადრუკი M

ისეთი საყვარლები ხართ,რომ მინდება თქვენი მოლოდინები გავამართლო ^_^ შედარებით დიდი ახალი თავი დავწერე,იმედი მაქვს ხვალ დილით ატვირთავენ ^_^ გამიზიარეთ თქვენი აზრი <3 მიხარია,რომ კითხულობთ <3 <3 <3

 


№12 სტუმარი სტუმარი ნათია

ძალიან კარგია........არა საკმარისი ცოტა მაინც გაზარდე თავი........მოუთმენლად ველი

 


№13 სტუმარი Tamo

Meramdened shemovedi agar maxsovs da isev ar devs axali taviiii roodiss dadeeebt!!!!!!!!!!!!!!!?

 


№14  offline წევრი უმადრუკი M

Tamo
Meramdened shemovedi agar maxsovs da isev ar devs axali taviiii roodiss dadeeebt!!!!!!!!!!!!!!!?

გუშინ დავამატე ახალი თავი და ჯერაც არ დაუდიათ :(

 


№15 სტუმარი Tamo

Ase usamartlod rato gveqcevian velodebit mteli dgheaaaa

 


№16  offline წევრი უმადრუკი M

Tamo
Ase usamartlod rato gveqcevian velodebit mteli dgheaaaa

მეც უამრავჯერ შემოვედი შესამოწმებლად და ისევ არ დაუდიათ :(

 


№17 სტუმარი Tamo

Dzaalian cudiaaaa rom ar deben

Aq rom dadot ????????????????

Iciii rogor veliiiiii

 


№18 სტუმარი Tamo

Tavidan gadaugzavnet iqneb ar unaxavt

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent