შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 14)


30-09-2020, 11:42
ავტორი naattii
ნანახია 2 118

-დაჯდები?_სკამისკენ მიუთითა ნათიამ თვალებით
-არა როგორ გეკადრება, ხელს შეგიშლით?_ირონიას არ იშორებდა ბიჭი.
-გიორგი ...... _წამოდგომა უნდოდა გოგოს.
-არა, იყავი, უბრალოდ სამსახურის გზაა და მანქანიდან დაგინახე_თავი დაუკრა გოგოს და კიდევ ერთხელ აათვალიერა გაბღენძილი სახით მჯდომი ციმაკურიძე.
-გიორგი_კიდევ ერთხელ დაუძახა ნათიამ, თუმცა სულ ტყუილად, ბიჭი აღარ მობრუნებულა.
-მგონი შენი საქმრო გავაბრაზეთ_წარბები აწია ბიჭმა.
-ნეტავ კი იყოს_ჩუმად ამოიხვნეშა ნათიამ და ჩანთას დაწვდა. -კარგად გიორგი_თავი დაუკრა ბიჭს და ტერასა დატოვა.
სწორედ ეს აკლდა ახლა სრული ბედნიერებისთვის, რას იფიქრებდა ის ბიჭი? ან რა უნდა ეფიქრა? რამე ურთიერთობა აქვთ? ერთად არიან? ამაზე არასდროს უსაუბრიათ, მხოლო ის აქვს ხელჩასაჭიდი, აღარ გავქრებიო რომ უთხრა, ეს კი ურთიერთბის დასაწყებად არაფერს ნიშნავს.
დამძიმებული მივიდა სახლში და უკვე ერთი სული ქონდა ისევ სოფელში როდის დაბრუნდებოდა, რატომღაც ეგონა იქ ასეთი ფიქრები არ შეაწუხებდნენ.
-ნათია, აქ მოდი_გაღებულ კარებში მოხვდა მანანას სიტყვები მის ყურს და გაუკვირდა, დედამისისგან ასეთი გაყინული ხმა პირველად ესმოდა.
-რა ხდება? სასამართლოა?_მკაცრი სახით მჯდარ დედას გადახედა.
-ნათია, ან თავს რატომ იჭრი ან ჩვენ რატო გვჭრი?
-დედა შეგიძლია წესიერად ამიხსნა? რა გავაკეთე ასეთი?
-დღეს ნათელამ დამირეკა, დიდი ზარზეიმით მომილოცა ქალიშვილს ათხოვებ თურმე და ჩემი ბიძაშვილიდან უნდა გამეგოო, მე კიდე საერთოდ დებილივით ვუსმენდი და ისიც არ ვიცოდი რა მეპასუხა.
-დედა შეიძლება მერე ვილაპარაკოთ? მართლა არ შემიძლია ახლა._უკან გამობრუნება მოინდომა, თუმცა სულ ტუილად.
-ადგილზე დარჩი_ახლა უკვე გიას მკაცრი ხმა გაისმა.
-მა, შეენც?_დაღლილი თვალები მიანათა მამას.
-მეც არა, უნდა გეთქვა თუ ასე სერიოზულად იყო უკვე საქმე, სეირნობა ერთია და ცოლობაზე დათანხმება მეორე_წამში გათქვა საიდუმლო.
-მოიცა, მოიცა, შენ რა რამე იცოდი?_მაშინვე წამოვარდა მანანა.
-შეიძლება_უკან დაიხია გიამ.
-ვინ არის?
-ჩემი ესმის საერთოდ ვინმეს? ან ჩემი სიტყვა რამეს ნიშნავს? არავინ არ მყავს გაიგეთ_უკვე ყვირილზე გადავიდა ნათიაც.
-ხმას დაუწიე, მაშინ გავიგებდით ადამიანურად რომ მოგეყოლა, მასე გაგზარდეთ?
-და მაშინ მომისმენდი დედა რომ მეთქვა უბრალო მუშაათქო? მაშინ გამიგებდი?
-როგორ თუ მუშა? ვინ მუშა?
-რემონტი რომ გაგვიკეთეს ერთ-ერთი _ჩუმად ჩაილაპარაკა გიამ.
-ხუმრობთ ხო?_სიცილი აუტყა მანანას.
-აი რამდენად გეყო დედა შენი გამგებიანობა.
-აბა რა მუშა შვილო? გაგიჟდი? ჩვენს ოჯახში მუშა წარმოგიდგენია?
-დედა მისმინე, ჯერ ეს ერთი საკმაოდ დიდი ვარ თავად გადავწყვიტო რა მინდა ან ვინ, მერე მეორე ბოდიში შენსავეთ შესაფერისი ვერ ვიპოვე, და მესამეც, გარეთ ოცდამეერთე საუკუნეა, შენსავით არავინ მომიყვანს კართან ვინმეს და არ მეტყვის აჰა დოქტორია და გაყევიო, იმას შევხვდები ვინც მომეწონება.
-არა სულ გაგიჟდი, ნამდვილად გაგიჟდი. ამდენი რომ ვიწვალეთ რას უშვები? ცოტა რამ დაგჭირდა იმის მისაღწევდა რაც ხარ?
-და რა დედა? გიორგი რა შუაშია? ან შენ რა იწვალე? გვერდით მეჯექი რომ ვათენებდი წიგნებთან? ან სად უნდა წავიღო, ადამიანს ვხვდებოდი სკოლას კიარ ვაცდენდი.
-მერე რა იქნება? დარწმუნებული ვარ იმდენი განვითარებაც არ ექნება მუშაობის უფლება მოგცეს, ალბათ იმ ხანიდანაა ქალი კუხნაში ვიცი მეო რომ იძახიან, ვინ იცის დედამისმა რამე თუ ასწავლა.
-მანანა, ზედმეტი მოგდის!_ახლა უკვე გიას ხმამაღალი შეძახილიც გაისმა ოთახში.
-იცი დედა? ადამიანს არც კი იცნობ ისე განსჯი, დედა საერთოდ არ ყავს რომ იცოდე, მაგრამ ახლა რომ ვუფქრდები მკვდარი დედა უფრო მეტს ასწავლიდა ვიდრე მე ვსწავლობ შენგან_იმედგაცრუებული თვალებით ახედა დედას და ზურგი შეაქცია.
-გია გაიგონე? გესმის რა თქვა? უმადური შვილი მყოლია, კარგად დაიმახსოვრე, მოვკვდები და მაგ ბიჭს არ მივიღებ გესმის? მოვკვდები, ამ მეხუთე სართულიდან გადავხტები მაგრამ მომავლის გაფუჭების უფლებას არ მოგცემ._ლამის პირველ სართულამდე ისმოდა მანანას კივილი და გიას გაჩუმდის ძახილი, თუმცა ნათიასთვის უკვე სულერთი იყო. უმისამართოდ გამოვიდა სახლიდან და წარმოდგენა არ ქონდა სად წასულიყო. მწველი მზე აცხუნებდა ზემოდან და ფიქრის საშუალებას უფრო არ აძლევდა. ისევ სოფელში წასვლა გადაწყვიტა, 3 დღე ჰქონდა დარჩენილი სანამ ბიჭები ჩამოვიდოდნენ და ამ პერიოდში მოიფიქრებდა რა უნდა ექნა. წასვლამდე ბიჭის ნახვა გადაწყვიტა და საღამომდე დაიცადა. რომ იფიქრა სახლში იქნებაო და მიუკაკუნა კარზე. ნინია შემოხვდა:
-სარძლო, გამარჯობა_გულიანად გაუღიმა სახეწაშლილ გოგოს
-სახლშია?_პირდაპირ გიორგიზე გადავიდა.
-კი ახალი მოსულია და აბანოშია, შემო, მშვიდობაა?
-სავარაუდოდ კი_გაუღიმა უკან მომავალ გოგოს
-მოდი მე გავალ, თქვენ კი წყნარად ილაპარაკეთ_თვალი ჩაუკრა ნათიას და ფეხსაცმელს დასწვდა.
კიდევ ხუთი წუთი ისმოდა წყლის ხმა და ბოლოს როგორც იქნა შეწყდა. უკვე ჩაცმული გამოვიდა ბიჭი, თავს იმშრალებდა პირსახოცით ნათია რომ დაინახა.
-აქ რა გინდა?_ აშკარა გაოცება ეტყობოდა სახეზე.
-უნდა დავილაპარაკოთ.
-ნათია სალაპარაკო არაფერია_დაღლილი ხმით ამოილაპარაკა ბიჭმაც.
-მაშინ რა ხდება? ასე რატომ იქცევი?
-და როგორ ვიქცევი ძვირფასო საცოლევ?
-რაზე გაბრაზდი? არც კი გვილაპარაკია და რამე გაგვირკვევია, საერთოდ ერთად ვიყავით? ერთმანეთის რამე ვიყავით?_პირდაპირ სახეში მიაჩერდა ბიჭს.
-ვიქნებოდით, შენი უაზრო საქციელი რომ არა.
-უაზრო? არ შეგეძლო რამე გეთქვა? რაზე უნდა მქონოდა იმედი, მოწერილ არ გავქრებიზე?
-და შენც წამში შემცვლელი მიპოვე არა? ერთი ჩამოუყალიბებელი, პრეტენზიული და გათამამებული ქალბატონი ხარ, რომელმაც არ იცის რა უნდა_ხმას აუწია გიორგიმ.
-თავხედო სიტყვებს დაუკვირდი.
-ტყუილს ვამბობ? ორი კვირის წინ იმ ბიჭს ხვდებოდი, მერე ჩემზე გადმოერთე, რაღაც ვერ გაიგე და მაშინვე ისევ ძველს დაუბრუნდი. თავადაც არ იცი რა გინდა და ვისთან გინდა.
-გიორგი, ნუ გადამრევ, არ იცი შენზე რასაც ვფიქრობ?_თვალები გაუფართოვდა ნათიას.
-უნდა ვიცოდე? მითხარი და არ მახსოვს? საერთოდ იცი კი რას გრძნობ და ფიქრობ?
-არ მენდობი_საოცრად მოუნდა იმ წუთას ეტირა.
-ნათია, რომელ ნდობაზეა ლაპარაკი, როცა ერთი თვეც არაა რაც ერთმანეთს ვიცნობთ და საკუთარ თავსაც ვერ ვენდობი როცა საქმე შენ გეხება.
-მგონი ტყუილა მოვედი_თავი გადააქნია გოგომ.
-მეც სწორედ ეგრე მგონია.
-მაგრამ ......
-არავითარი მაგრამ ნათი, მე მართლა მინდოდა, უბრალოდ მინდოდა გვეცადა, მივყოლოდით, თავის ნებაზე მიგვეშვა ყველაფერი და გვენახა სად მიგვიყვანდა, მაგრამ არ ვიცი, ალბათ ისე არ გინდოდა როგორც მე.
-გიორგი, მხოლოდ ორი წუთი ვიჯექით, უკვე წამოსვლას ვაპირებდი.
-და ორი წუთი წამოსადგომად არ გეყო? მთელი ხუთი წუთი მარტო მე გიყურეთ გზიდან. იცი რა, ალბათ ჩემი ბრალია, არ მინდა ადამიანი, რომელიც ჩემთან იქნება, იჯდეს და ყოფილთან ისე იჯდეს და ჭორაობდეს ვითომ არაფერი. ჩემთვის, რომ დამთავრდება დამთავრდება, ყოფილებთან მეგობრობის არ მჯერა. უბრალოდ მანამდე დავიშალოთ სანამ ერთმანეთს გულს ვატკენთ_წყლის დასახმელად შებრუნდა ბიჭი უკან. ჭიქა გაივსო და შემობრუნებულს გოგო უკვე აღარ დახვდა. იმდენი სიამაყე ჰქონდა ნათიას შერჩენილი თავი რომ აღარ დაემცირებინა.
ღრმად ამოიხვნეშა გიორგიმ და ჩაფიქრდა, რის გამო მოხდა ყვში, ყველაფერი ან ვისი ბრალი იყო? ციმაკურიძესი? მის თავში დაურწმუნებლობის? შიშის იმისა, რომ არაფერი გამოვიდოდა, მალე მიხვდებოდა ნათია მისი შესაფერისი რომ არ იყო და თავად დარჩებოდა გულნატკენი? როდის მოახერხებდა საკუთარ თავთან სიმართლე ეღიარებინა?
გამწარებული ეძებდა გარეთ გასული ნათია ჩანთაში მობილურს და რამდენიმე წამში კრეფდა კიდეც ნაცნობ ნომერს.
-ნინი, გთხოვ დამეხმარე რა_ტირილით გაჯერებული სიტყვები უთხრა მეგობარს და მომავალ მარშუტს დაუქნია ხელი.



№1 სტუმარი სტუმარი მმმ

აი როგორ ვერ ვიტან მანანას ნაირ ადამიანებს ვერც კი წარმოიდგენ! ჩემი აზრით საცოდაობაა ახლა ეგეთი მენტალიტეტის ადამიანები რომ არსებობენ, “იი აქაოდა მუშაა არ შეგეფერება ამხელა მასწავლებელ ქალს” პირველ რიგში ადამიანობაა და მერე სხვა ყველაფერი ჯერ გაიცნოს და მერე ილაპარაკოს. მთავარი სიყვარულია, სადაც სიყვარულია კი იქ სხვა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია, უსიყვარულოდ კი მე პირადად გათხოვების არ მწამს, ფარსია. <33

 


№2  offline მოდერი naattii

სტუმარი მმმ
აი როგორ ვერ ვიტან მანანას ნაირ ადამიანებს ვერც კი წარმოიდგენ! ჩემი აზრით საცოდაობაა ახლა ეგეთი მენტალიტეტის ადამიანები რომ არსებობენ, “იი აქაოდა მუშაა არ შეგეფერება ამხელა მასწავლებელ ქალს” პირველ რიგში ადამიანობაა და მერე სხვა ყველაფერი ჯერ გაიცნოს და მერე ილაპარაკოს. მთავარი სიყვარულია, სადაც სიყვარულია კი იქ სხვა დანარჩენი მეორე ხარისხოვანია, უსიყვარულოდ კი მე პირადად გათხოვების არ მწამს, ფარსია. <33

გეთანხმებით, ვერასდროს ვუგებდი ასეთ ადამიანებს და ხშირად შემომყავს ჩემს პერსონაჟებში ხაზი რომ გავუსვა

 


№3 სტუმარი სტუმარი დარინა

დღევანდელ ცხოვრებაში ბევრია მანანასნაირებიი ზემოდან რომ უყურებენ ხალხს და მათი სტატუსის მიხედვით რომ აფასებენ, იმედია ნათია უფრო ხლიერი იქნება ვიდრე ჩანს, მე კი მგონია ზედმეტი სიამაყეც დამღუპველიაა, თან ამას პლიუს გიორგისაც მესმის დასაწყისში რამდენჯერმე გაუსვა გიორგის სტატუს ხაზიი შეიძლება უნებლიედ მაგრამ ხომ თქვა. არ აქვს მნიშვნელობა ერთი დღის გაცნობილი გყავს ერთი თვის თუ ერთი წლის ადამიანი თუ მოგწონს და გინდა მასთან ყოფნა უკან არაფრის გამო უნდა დაიხიოო, ვნახოთ როგორ წავა მოვლენები იმედია კიდევ არ დაუშვებს ნათია შეცდომებს.

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

არ მეგონა მანანა ასეთი ამაზრზენი ლოგიკის პატრონი რომ იყო..
ვერც კი მივხვდი ნორმალურად რაზე იჩხუბეს ნათიამ და გიორგიმ :'(
აუუუ რააა. ვერ ვუყურებ ამათ ასე ნაჩხუბრებს მე..
მალე დადე შემდეგი

 


№5  offline წევრი Ele Ni

ოო მანანას ლოგიკაა არ მონეწონა... ვიათომ გაარკვევენ მალე ყველაფერს თუ ცოტა დაიგრუზებიან ორივე ცალ ცალკე ?

 


№6  offline წევრი OKI ME

აბა გახდეს არქიტექტორი ეს ბიჭი თუ სიხარულით არ მიიღოს მანანამ. სადღა ემახსოვრება ის რომ მუშაა და საერთოდ არ ტეხავს არანაირი შრომა.

ზოგადად არ მესმის ამ კატეგორიის ხალხის, ვინც ასეთ რამეებს ანიჭებს უპირატესობას. სამწუხაროა, მაგრამ დღესაც კიდევ ბევრია მისი მსგავსი.

ვნახოთ, ვნახოოთ რა იქნება ახალ თავს. ❤️❤️❤️ ველოდები ახალ თავს❤️❤️

იმედი მაქვს ნათია და გიორგი მალე გაერკვევიან საკუთარ გრძნობებში და მანანას მოევლება რამენაირად. თუ არადა თითონ უფრო მეტს დაკარგავს მანანა ვიდრე ეს ორი. ❤️❤️

 


№7  offline მოდერი naattii

ყველაზე მეტად მიხარია, როცა ვხვდები, რომ ჩემი სათქმელი სწორად მობიტანე თქვენამდე. მანანას მსგავსი ადამიანი დღესაც უამრავია და იმდენად მაღიზიანებს ასეთი საზოგადოება ვცდილობ ხშირად წამოვწიო თემა წინ ❤️

 


მანანა რომ გავწიწკნო თმებისგან მისი ასეთი კომუნისტური აზრებისთვის ხომ შეიძლება? არქიტექტორი რომ გახდება მერე ხომ ენდომება გიორგი სიძეთ? დეგრადირებული ქალი.
იმედია ნათია და გიორგი მალე გაარკვრვენ ურთიერთობას და გიორგი მოიცილებს ამ სულელურ აზრს თავიდან.
ველოდები შემდეგს❤

 


№9 სტუმარი სტუმარი ნესტანი

მომეწონა ემოციებით სავსე თავი იყო განსაკუთრებით მანანას გამოხტომებით,????იმედი მაქვს გიორგი და ნათია შერიგდებიან და მიხვდებიან თავიანთ დანაშაულს მერე კიდევ ერთმანეთის ნდობას ისწავლიან ყველაფერი კარგად იქნება მადლობა წარმატებები ????????????

 


№10 სტუმარი ანუ

როდის დადეეებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent