აბლაბუდა (მეჩვიდმეტე თავი)
ბანკის მმართველს, სადაც შაკოს სესხი ჰქონდა გაკეთებული კარგად ვიცნობდი. გულმა მაინც არ მომითმინა, შენობიდან გამოვედი თუ არა, მისი ნომერი ავკრიფე და რესტრუქტურიზაციაში დახმარება ვთხოვე. უარი არ უთქვამს, ეგ კი არადა, რომ გაიგო მსესხებელი ჩემი ახლობელი იყო, დამპირდა საპროცენტო განაკვეთს არ გავუზრდით და მოცდის პერიოდსაც მაქსიმალურად დიდს მივცემთო. - მაინც რამდენ ხანს შეიძლება გადავადება? - როგორ ფიქრობ, ექვსი თვე არ ეყოფა?! - მგონი კი... - ხმაში ყოყმანი შემეტყო. - მოდი ასე მოვიქცეთ. ჯერ ექვსი თვით გადავუვადებ და თუ მეტი დრო დასჭირდებათ, შემდეგ კიდევ დავეხმარები. - უღრმესი მადლობა, ოღონდ ერთი სათხოვარიც მაქვს, არ გაამხილო მე რომ გთხოვე! სულ რამდენიმე დღეში აიღო შაკომ საიტიდან განცხადება სახლის გაყიდვის თაობაზე. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ბანკის შეთავაზებული წინადადება მისაღებად ჩათვალა და რესტრუქტურიზაციას დაეთანხმა. მართალია ჩემთვის მადლობის გადახდა აზრადაც არ მოსვლიათ, არც მას და არც მის მეუღლეს, მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვიყავი, ასეა თუ ისე, ამ პატარა კეთილ საქმეს მისთვის გაკეთებულ გამოსამშვიდობებელ საჩუქრად ვთვლიდი. დრო გადიოდა, ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. აღარც ცნობისმოყვარე სტუმრები ჩნდებოდნენ ჩემ ფეისბუქ გვერდზე, აღარც ეჭვიანობისგან დაბრმავებული მეუღლეები მინიშნავდნენ შეხვედრებს, შაკო და მასთან დამაკავშირებელი ყველა მოგონება, როგორც ერთ-ერთი გამოცდა წარსულს ჩავაბარე. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვთვლიდი. იმ დღევანდელმა შეხვედრამ, ერთი რამ დამანახა, თურმე არც ჩემი და სოფის მეგობრობა ყოფილა ისეთი ხელშეუხებელი და ურყევი, როგორც მეგონა. ხომ არიან შენს ცხოვრებაში ადამიანები, უბრალოდ რომ ვერ წარმოგიდგენია არსებობა მათ გარეშე?! ასეთი იყო სოფი ჩემთვის, გიჟი, გადარეული, ხალისიანიდა, როგორც სულ მეგონა, ყველაზე ერთგული და გამგები. ადამიანი, რომელიც როცა ყველაზე მეტად მიჭირდა სულ გვერდში მედგა, ლამის გაღვიძებისთანავე ჩემთან რეკავდა და პირველივე დაძახებისთანავე უანგაროდ მორბოდა დასახმარებლად, ისე გაქრაკითხვაც არ დაუსვამს, მართლა მაკავშირებდა თუ არა შაკოსთან რამე. არ მწერდა, აღარც მკითხულობდა, სტუმრობასა და სადმე გავლაზე ხომ საუბარიც ზედმეტია. არც არაფერი თქმულა, არც საყვედური, არც განსჯა, აი ასე, უსიტყვოდ უბრალოდ აღარ მიკავშირდებოდა. ვერაფრით ვხვდებოდი რა ვაწყენინე, მაგრამ ფაქტია, ნანასთან შეხვედრის შემდეგ სოფიც აღარ გამოჩენილა. - მის ადგილას რომ ყოფილიყავით, თქვენ როგორ მოიქცეოდით? - პირველ რიგში, ვეცდებოდი სიმართლე დამედგინა და, თუ სოფის ჩემი დახმარება დასჭირდებოდა, კი არ განვსჯიდი, ვეცდებოდი გვერდით დავდგომოდი. - მიუხედავად იმისა, თქვენი დაქალი ამას გთხოვდათ თუ არა? - მიუხედავად ამისა. - თუ თქვენი მონაყოლით ვიმსჯელებთ, გამოდის შაკოსთან თქვენი ურთიერთობა და ფლირტი, არამხოლოდ ნანასთვის, თქვენი მეგობრისთვისაც არანაკლებ მიუღებელი აღმოჩნდა. მართლა გიღირდათ ეს მამაკაცი საყვარელი ადამიანების დასაკარგად? გამომცდელად დავაცქერდი მწოლიარეს. ახვლედიანი სადღაც სივრცეში უმისამართოდ იყურებოდა. თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, თუმცა მაინც ახერხებდა შეკავებას. - ისე გამოგყავს თითქოს წინასწარ დავგეგმე რამე, მაგრამ ასე არ იყო. ყველაფერი შემთხვევით მოხდა. - რას ქვია შემთხვევით? - შაკოს გამო არავის ვკარგავდი, - აშკარად გაღიზიანდა - ხომ გითხარი, ერთმანეთს დავშორდით, აღარც ვწერდით, არც ვეკონტაქტებოდი. მის ჩემ ცხოვრებაში არსებობას ერთად-ერთი მეგობრებში დამატებული მისი ფეისბუქ -პროფილიღა მოწმობდა. - არ წაშალეთ მეგობრებიდან? - არა. რატომღაც ვერ გავიმეტე. დეა, ერთი რამ ფაქტია, ამ ცხოვრებაში შეიძლება ბევრ რამეს გეგმავდე, აწყობდე, ზუსტად იცოდე რაა სწორი და რა არასწორი, მაგრამ ცხოვრება ხშირად სიურპრიზებითაა სავსე. ისე მოულოდნელად შეგიცვლის მიმართულებას, გაგაქანებს შენს მიერ არჩეული გზის საპირისპიროდ, რომ გააზრებასაც ვერ მოასწრებ. მარტივია სხვისი განსჯა, გაკრიტიკება, მაგრამ კითხვაც არ გვიჩნდება, აზრადაც არ მოგვდის, იქნებ სულაც არ იყო ისე ჩვენ რომ გვგონია?! ზოგჯერ სიტუაცია, ერთი კონკრეტული შემთხვევა გკარნახობს როგორ წახვიდე, ერთი მოულოდნელი შეხვედრა ძირფესვიანად გიცვლის ცხოვრებას. წელიწადზე მეტი იყო გასული ჩვენი შეხვედრიდან, ნიკუშამ გაცვლითი პროგრამა წარმატებით გაიარა და სიგელებითა და პრიზებით დახუნძლული დაბრუნდა ამერიკიდან. თუმცა საქართველოში დარჩენას არ აპირებდა. ამერიკის ერთ-ერთი კოლეჯი 100% -იანი დაფინანსებით ისევ შეერთებული შტატებისკენ უხმობდა. დაიწყო მონატრებული მეგობრებისა და ნათესავების მუდმივი მიმოსვლა, გადაპატიჟება, ღამისთევები. ისევ დაიწყო ჩემი და ნიკუშას ერთობლივი საღამოები. წინასწარ დაზუსტება სად იყო ყველაზე გემრიელი ხინკალი და საღამოს ყველასგან მალულად, მხოლოდ ჩვენ ორის გაძრომა. თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო, მაგრამ მაინც ბევრი რამ შეიცვალა, აღარ ვიყავი ერთ-ერთი ფირმის იურისტი, შვილს ახალი სტატუსითა და ახალიიმიჯითდავხვდი, საკვალიფიკაციო გამოცდები ჩავაბარე, კონკურში მივიღე მონაწილეობა და თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ დამნიშნეს. ახალ სტატუსს ცხადია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაც მოჰყვა. ამერიკიდან საოცრად მოტივირებული დაბრუნდა ჩემი ვაჟი. მუშაობის დაწყება მასაც უნდოდა. რეზიუმე გააგზავნა სწრაფი კვების ობიექტებსა და სხვადასხვა ტურისტულ ფირმებში. ნამდვილად არ ველოდი თუ დაუკავშირდებოდნენ, მაგრამ ფაქტია, სულ რამდენიმე დღეში ერთ-ერთი კაფე-რესტორნიდან დაურეკეს და მიმტანობა შესთავაზეს. ჩემსდა გასაკვირად, დათანხმდა და ამაყად გამოგვიცხადა, რომ ეს სამსახური მისი ამერიკული რეზიუმესთვის ძალიან დიდ მონაპოვრად ჩაითვლებოდა. ამერიკული აზროვნების რა გითხრა და ფაქტია, ოჯახში მის გადაწყვეტილებას დიდი აღტაცებით არ შეხვდნენ. თუმცა მისთვის საკმარისიჩემი მხარდაჭერაც აღმოჩნდა, ბებიისა და მამის პროტესტისთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, მაშინვე დაეთანხმა. ცხადია ისევ წამოვიდა საყვედურები, რომ მე ვაგულიანებდი და ვახალისებდი მსგავსი უგუნური საქციელისკენ, ვცდილობდი მათი ბუზღუნისა და საყვედურებისთვის ყურადღებას არ მიმექცია. - რას გსაყვედურობდნენ? - რომ მუდმივი წუწუნით ვუბიძგებდი ემუშავა და მიმტანობაზეც კი დათანხმებულიყო. - მიმტანობა სირცხვილად მიაჩნდათ? - კი. თუმცა დიდად არ მაღელვებდა. რაც მთავარია თავად ნიკუშა იყო კმაყოფილი და ბედნიერი, ზუსტად იცოდა რა უნდოდა და როგორ უნდა მიეღწია მიზნისთვის. ისედაც მის წასვლამდე თვეები იყო დარჩენილი, არ მინდოდა ოჯახში უაზრო, არაფრის მომცემი კამათითა და ჩხუბით გადამეღალა. მისი მჯეროდა, ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. საბოლოოდ, ოჯახშიც მიხვდნენ რომ ფუჭად ჯიჯღინს აზრი არ ჰქონდა, მის გადაწყვეტილებასაც შეეგუენ. მეტ ნაკლებად დალაგებული ურთიერთობების ფონზე, შეიძლება ითქვას, შინ სიმშვიდემ დაისადგურა. კარიერულ ზრდასკიდევ ერთი ხიბლიც ახლდა. ხშირად მიწევდა კოლეგებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მივლინებები და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგებზე სიარული. ცხადია ეს შეხვედრები სამუშაო ფორმატის გახლდა, მაგრამ საღამოს სასიამოვნოდ დასვენება და კოლეგებთან ერთად გართობაც იყო შესაძლებელი. სულ რაღაც სამი დღით მიწევდა წასვლა, მაგრამ ჩემთვის ეს სამი დღეც ძალიან ბევრს ნიშნავდა. უკანასკნელი მსგავსი მივლინება არც თუ დიდი ხნის წინ, ალბათ ორი თვის წინ ჩაინიშნაა. გვიან შემოდგომით, გომბორის გავლით ლოპოტაზე სტუმრობაზე ცხადია უარი არც ახლა მითქვამს. ბარგი წინა დღესვე გავამზადე და დილით სამსახურში წავიღე. გასვლას საღამოს ხუთი საათისთვის ვგეგმავდით, ორგანიზატორებისგან დაქირავებული სამარშრუტო ტაქსი სასამართლოს ეზოში გველოდა. სავარძელში მოტავსდი თუ არა, დასვენების იმედით თვალები მივლულე, თუმცაადგილიდან დაძვრა და ვიღაცის აწუწუნება, როგორ ვერ იტანდა მიხვეულ-მოხვეულ გზას, პათეტიკურად ვინ იცის მერამდენედ წარმოთქმული, როგორ ნანობდნენ გულისრევის საწინააღმდეგოდ წამალი რომ არ მიიღეს. იმდენი ისაუბრეს ავადმყოფობაზე, რომ ლამის მეც ცუდად გავხდი. თვალები გავახილე და მგზავრებს გადავხედე. ვიღაც წინა დღით წარმოთქმულ მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაზე ეკამათებოდა კოლეგას. მოჩხუბრებმა გვერდით მსხდომების ყურადღებაც მიიპყრეს და საბოლოოდ მათი კამათი დებატებში გადაიზარდა, ათასნაირად ატრიალებდნენ და აბრუნებდნენ მინისტრების სიტყვებსა, თუ სოციალურ ქსელში ამოკითხულ კომენტარებს. მიუხედავად სამარშრუტო ტაქსში ატეხილი ორომტრიალისა, ჩემ გვერდით მჯდომ მგზავრს თავი გვერდულად გადაეგდო და მშვიდად ფშვინავდა. მისი შემშურდა, რა-რა და ასეთ ხმაურში, არადა რთული სამუშაო დღის შემდეგ კარგად გამოძინება არც მე მაწყენდა. უსაქმურად ჯდომას ისევ მუშაობა ვამჯობინე. ნოუთბუქი ამოვიღე და დღის სიახლეებს ჩავხედე. თანაშემწეს ახლადი საქმეები ცალკე საქაღალდეში მოეთავსებინა. „საოჯახო დავებად“ დასათაურებულ ყვითელ საქაღალდეს ერთი კი გადავავლე თვალი და სწრაფადვე დავხურე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ერთი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობდნენ, მოღალატე ქმრები, მიტოვებული ცოლები, მეუღლეებზე მეტად პრეტენზიული „მეგობარი“ ქალები თუ კაცები. ძალადობის მსხვერპლიბავშვები. მე, ქალი, რომელიც თავად ვერ გავრკვეულიყავი საკუთარ ცხოვრებაში, ვერ მომეგვარებინა ჩემი პრობლემები, ვწყვეტდი სხვის ბედს, სხვისი ოჯახის საქმეს. ხმალამოღებული ვიცავდიიმ ოჯახების თლიანობას, სადაც ცხადად ჩანდა, რომ მეუღლეებს ერთმანეთი უყვარდათ და მათი დაპირისპირებისა და კინკლაობის მიზეზი მესამე პირნი, მშობლები, დედმამიშვილები და მეტიჩარა მეგობრებიხდებოდნენ. არსებობდნენ გამონაკლისებიც. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მეუღლეები შორდებოდნენ, იყოფდნენ ქონებას, ნივთებივით ინაწილებდნენ ბავშვებს და შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ ვითომც არაფერი, ისევ რიგდებოდნენ. ვაღიარებ, არასოდეს ვემხრობოდი ოჯახის დანგრევას, მით უმეტეს ისეთი ოჯახების, სადაც არასრულწლოვანი ან მცირეწლოვანი ბავშვები ყავდათ, მაგრამ ასე რადიკალიზმამდე მისვლა და შემდეგ ისევ შერიგება მაინც ნერვებს მიშლიდა. - მსგავსი რამ მხოლოდ გაუაზრებელ, დაულაგებელ ადამიანებს შეიძლება დაემართოს! - შეფასებისგან ვერ შევიკავე თავი. - ალბათ ასეც იყო, არაფერია გამორიცხული. მაგრამრამდენად არასერიოზულ ადამიანებადაც არ უნდა ჩამეთვალა, მათი შვილებისთვის ყველაზე იდეალურ გამოსავლად, მაინც მშობლების ერთად ყოფნა მესახებოდა. შესაბამისად წყვილი მომწონდა თუ არა, მაინც მაბედნიერებდა ნებისმიერი შენარჩუნებული და გადარჩენილი ოჯახის ხილვა. სასამართლოს დარბაზში მჯდომი ბავშვის თვალებში აციმციმებული სიხარულის ცრემლები, როცა ორივე მშობელს ერთად, ერთმანეთთან ჩახუტებულს ხედავდა. უცნაურია? ალბათ. მიუხედავად იმისა, რომ სამსახურეობრივად მევალებოდა მსგავსი ტიპის საქმეების განხილვა, ვაღიარებ თავს მაინც ჭორიკანა, ცნობისმოყვარე ქალად ვგრძნობდი, ვერაფრით ვიშორებდი იმის განცდას, რომ ვიქექებოდი სხვის ცხოვრებაში. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ყურადღებით ვსწავლობდი თითოეულ საქმეს, ვახარისხებდი და ვადგენდი ნუსხას, რომ მათი ნაწილი სავალდებულო, სასამართლო მედიაციის ჩასატარებლად მედიატორისთვის გადამეგზავნა. სამარშრუტო ტაქსი კი მიიწევდა წინ. შებინდებული იყო ლოპოტაზე რომ შევედით. რეგისტრატურაში სწრაფად მოძებნეს ჩვენთვის განკუთვნილი ნომრები. ხელზე სილიკონის სამაჯურები და სასტუმროს რუკა გადმოგვცეს და ღია ავტობუსით ჩვენთვის განკუთვნილ კოტეჯებში გადაგვანაწილეს. მიუხედავად შუაკვირისა დამსვენებლების ნაკლებობას არ უჩიოდა ლოპოტა. სტუმრები კოტეჯების წინ გამოშლილივნენ. თუნუქის ურნებში კოცონი დაენთოთ. თბილი პლედებით შემოსილნი ტბის ლივლივით ტკბებოდნენ. ტბის გარშემო ლამპიონებით განათებულ სავალ ბილიკებზე მორბენალ ან ფეხით მოსეირნე წყვილებსაც შენიშნავდით, იქვე იდგა მსურველთათვის ველოსიპედებიც. რამდენიმე ჩვენგანმა ავტობუსიდან ჩასვლა და ნომრამდე ფეხით მისვლა გადაწყვიტა, თუმცა დაღლილს მსგავსი რამ აზრად არ მომსვლია. ავტობუსი ჩემთვის სასურველი კოტეჯის წინ გაჩერდა თუ არა მაშინვე ჩამოვხტი, კოლეგებს დროებით დავემშვიდობე და ნომერში შევიკეტე. წყლის გადავლებასა და ბარგის ამოღებას დიდი დრო არ დაჭირდა. ის-ის იყო თმის შრობა დავასრულე და გოგოებისგან მესიჯიც მივიღე: „გელოდებით, რესტორანში გავდივართ სავახშმოდ!“. პასუხის მიწერაზე დრო არ დავკარგე, უცებ მოვიცვი ქურთუკი და ნომრიდან გამოვედი. მინდა გითხრათ, რომ ჩემისთანა მსუნაგი ადამიანისთვის ძალიან რთული იყო წარმოდგენილი კერძებისთვის გვერდის ავლა. იმდენად მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა სხვადასხვა სახის დესერტები, რომ სიტყვა დიეტის არსებობაც კი აღარ გამხსენებია და ჩემი საყვარელი ტკბილეულისკენ გავემართე, თუმცა ჩემისთანა მსუნაგები აშკარად ბევრი გამოდგა, მოზრდილი საინით ხილთან მისასვლელად რიგში დგომამაც კი მომიწია. სასტუმროს სტუმრებთან საუბარში ნელი ნაბიჯით მივიწევდი წინ, ის -ის იყო ჩემი რიგირც მოვიდა, რომ ჩემი ყურადღება 7-8 წლის გოგონამ მიიპყრო. უკან მდგომი სიფრიფანა გაჩხიკინებული ქალიშვილი მოხერეხებულად ძვრებოდა სტუმრებს შორის და ტკბილეულით სავსე მაგიდისკენ მოიწევდა. მიუხედავად რიგში მდგომთა გაღიზიანებული პროტესტისა, ბავშვმა გამოძრომა მაინც მოახერხა და დახლთან მდგომს წინ ჩამიდგა, ლანგარზე მოთავსებული თხილის ასაღებად თითის ცერებზე აწევამ მოუწია, თუმცა მაინც მოახერხა. სიცილი ვერ შევიკავე, თხილით სავსე ლანგარი მივაწოდე, ის-ის იყო თეფში კუთვნილ ადგილას დავაბრუნე, რომნაცნობმა ხმამ მაშინვე მომჭრა ყური. - ანუკი, არ გესმის?! არ შეიძლება, არ გეჭმევა! - გავშეშდი, რიგში მდგომთ ბოდიშს უხდიდა და თან ჩვენკენ თვალების ბრიალით მოიწევდა შაკო - ანუკი! გოგონამწართმევის შიშით,თეფშიდან აღებული თხილი, მაგრად მობღუჯა და უკან ისე ამომეფარა, თითქოს მე შემეძლოს მისი დაცვა. - ელენე, - გაოცებული გვიმზერდა მეც და კალთაზე ჩაბღაუჯებულ ბავშვსაც - შენ, აქ, თქვენ, ჩემ შვილთან?!. ბევრჯერ მიფიქრია ჩვენ შეხვედრაზე, იმაზე როგორ მოვიქცეოდი, რას ვიგრძნობდი, ჩემ წარმოდგენაში ყურადღების ღირსადაც არ ვთვლიდი, ამაყი მზერით ვბრუნდებოდი და ვაქცევდი ზურგს, მაგრამ რეალურად სულაც არ მოხდა ასე. ერთმანეთის პირისპირ ვიდექით, თვალებში ვუმზერდით და ხმას ვერ ვიღებდი. მინდოდა მის მზერაში ისევ დამენახა მისთვის ჩვეული უტიფრობა, თვითდაჯერება, ცინიზმი, დამცინავი გამოხედვა, რომ სიძულვილისთვის მიზეზი მომცემოდა, მაგრამ ვერა. არ ვიცი მე რას გამოვხატავდი, ან ჩემ სახეზე რა ემოცია დაინახა, მაგრამ მის სახეზე აშკარად იკითხებოდა სინანულს და ტკივილსთანდათან როგორ ცვლიდა დანახვით გამოწვეული ფარული სიხარული. ვერ გეტყვი რა დამემართა,თავი ასე უსუსურად არასოდეს მიგრძვნია. იმ წამში დასახმარებელი მე ვიყავი. იმის იმედით რომ სიზმარში ვიყავი, თვალები მაგრად დავხუჭე, ნერვიული ცახცახის დასაფარად მთელი ძალით მოვუჭირე თითები მაგიდას, მაგრამ მაინც ვერ მოვახერხე. გაფითრებულს საკუთარი გულისცემაც კი მესმოდა. ისეც ანანომ მიხსნა, შაკომ მზერა როგორც იქნა ბავშვზე გადაიტანა, როემლმაც ჩვენი დაბნეულობით ისარგებლა და თხილის გული პირში ჩაიტენა. -არც გაბედო ჭამა! - პირში წაღებული მორიგი თხილის გული ხელიდან უხეშად გამოაცალა. - გთხოვ! - ცრემლებმა გაუბზარა ბავშვს ხმა. - არა, რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო, არ გეჭმევა! - დათმობა აზრადაც არ მოსვლია. ანუკიმ ერთი კი დახედა მუჭში მოქცეულ თხილს დანანებით, ცრემლებით სავსე თვალებით ამჯერად მე ამომხედა, მაგრამ როცა მიხვდა, რომ მხსნელად ვერც მე ვერ გამოვადგებოდი, იქვე მდგომ ურნაში ჩაყარა და თავდახრილი, მობუზული მაგიდებისკენ დაიძრა. მიმავალს თვალი გავაყოლე. ერთ-ერთ მაგიდასთან მჯდომი ნანა შორიდან გვიყურებდა. - თხილზე ალერგიულია. - საკუთარი საქციელის ახსნა სცადა შაკომ. თუმცა მისთვის აღარ მომისმენია, მეგობრებთან მისვლაც აღარ შემეძლო, შემოვბრუნდი და რესტორნიდან გამოვედი. მკერდში სპაზმად დამიარა მძაფრმა ტკივილმა, ისეთი შეგრძნება მქონდა რომ უჰაერობისგან სული მეხუთებოდა, ძლივს ამოვისუნთქე. წონასწორობის შესანარჩუნებლად ვერანდაზე მდგომ სკამზე ჩამოვჯექი. შუბლი შევუშვირე გრილ ჰაერს. მესიამოვნა. აზრზეც მოვედი. - ესეც შენი დასვენება, - მწარედ გამეცინა საკუთარ თავზე - ახლა რა ვქნა? მართალია უკანასკნელი მხდალივით ვიქცეოდი, მაგრამ იმდენს კი მივხვდი, რომ ახლა თუ სწრაფად არ გავეცლებოდი აქაურობას, შაკოსთან მორიგ შეხვედრას ვერ გადავიტანდი. ჩემი იქ ყოფნა არ შეიძლებოდა, ერთად -ერთი სწორი გამოსავალი სასტუმროდან წამოსვლა იყო და ეს, რაც შეიძლებოდა სწრაფად უნდა გამეკეთებინა. დიდხანს ფიქრი არ მახასიათებდა, მით უმეტეს ამ შემთხვევაში. ტაქსის გამოძახების მიზნით ადმინისტრაციაში დავრეკე. - უკაცრავად ქალბატონო ელენე, მორიგე მძღოლი უკვე წასულია. დილით მოვა თუ არა, მაშინვე თქვენთან გამოვუშვებთ. - და, როდის იწყება მისი დილა?! - გაღიზიანება ვერ დავმალე. - რვა საათზე. - ჩემ პასუხს აღარ დაელოდა, გოგონამ ტელეფონი დამიკიდა. ღია ვერანდაზე მჯდომი ვხედავდი შაკო მშვიდად როგორ სადილობდა რესტორანში ოჯახთან ერთად, გვერდით მდგომ მაგიდასთან მსხდომებთან ხუმრობდა, იცინოდა. თითქოს იგრძნო რომ ვუმზერდი, რამდენიმეჯერ გამომხედა და ისევ მშვიდად გააგრძელა საუბარი. ის აინუნშიც არ აგდებდა ჩემს იქ ყოფნას, არადა მე... ეს არ იყო არც ეჭვიანობა, არც შური. ზუსტ სახელს ვერც ვუწოდებ. ვუმზერდი და ვხედავდი რამდენად მომნატრებოდა. წყენა დამავიწდა, შეურაცყოფაც, ერთად ერთი აზრი რაც თავში მიტრიალებდა ეს მონატრება იყო, დიახ ტკივილამდე მისული მონატრება. - შეუძლებელია, - უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე, ჩემივე სასიკეთოდ ჯობდა, აბეზარი აზრები ამომეგდო თავიდან, ნომერში დავბრუნდი სულ ცოტახნის წინ ამობარგებული ტანსაცმლის ჩასაწყობად. - ხვალ აქ არ იქნები, - საკუთარ თავს ვუმეორებდი - არ შეხვდები, აღარ ნახავ, დაივიწყებ მის არსებობას, არ იფიქრებ წარსულზე, უყურებ კარგ ფილმს და კარგადაც გაერთობი! თუმცა არც ამაში გამიმართლა. ლოგინზე წამოგორებული უშედეგოდ ვაწვალებდი პულტს, ბუზღუნით არხიდან არხზე ვრთავდი ტელევიზორს, თუმცა ფილმი კი არა, სასურველი შოუც ვერა და ვარ შევარჩიე. თუმცა მარტო ყოფნა დიდხანს არ დამცალდა. ვიღაც ნორმის კარზე აკაკუნებდა. ერთი კი ვიფიქრე ყურადღებას არ მივაქცევ და კარს არ გავუხსნი ვინც არ უნდა იყოს მოსული, მაგრამ აბეზარი სტუმარი სულაც არ ფიქრობდა გაჩერებას. ფრთხილი კაკუნი საბოლოოდ ბრახუნში გადაიზარდა. ხალათი მჭიდროდ შევიკარი და კარი გავხსენი. თვალებს არ დავუჯერე, ზღურბლთან კოპებშეკრული შაკო იდგა. სულ რამდენიმე წამს ყურადღებით დამაკვირდა და სახე ღიმილმა გაუნათა. - როგორ უღმერთოდ მომნატრებიხარ! - ხელი მოსაფერებლად ისე გამოიწვდინა თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო. - არც კი გაბედო! - გველნაკბენივით უკან დავიხიე, ჩვენ შორის არსებული დისტანციაც ისე გავზარდე რომ შეხება ვერ მოეხერხებინა - აქ რას აკეთებთ, ნომერი შეგეშალათ ბატონო შაკო?! - კარგად ხარ?! - ჩემი ირონია არ შეიმჩნია. - რა თქმა უნდა. თქვენ რამ შეგაწუხათ? - მისი შეპატიჟება აზრადაც არ მომსვლია, კარში მდგომი ვესაუბრებოდი დაუპატიჟებელ სტუმარს. - ჩემი გეშინია? - არა. - მაშინ რატომ მერიდები? - არ გერიდები. - მისმა უწყინარმა ტონმა გამაღიზიანა. - გგონია ვერ ვხედავ? თავს მარიდებ. რა გჭირს ელე, რატომ იქცევი ასე? - საკმარისია! - ხმას ავუწიე გაბრაზებულმა - უსინდისობასაც აქვს ზღვარი. - უსინდისობას?! ესეიგი არ მომეჩვენა და მართლა ნაწყენი ხარ. - ისე ნუ იქცევი თითქოს არაფერი მომხდარა. - არც კი დაფირებულხარ, რომ მეც მქონდა მიზეზი? - მობოდიშების ნაცვლად იერიშზე წამოვიდა. - ყველაზე კარგი თავდაცვა, თავდასხმაა ხომ?! - ირონიული სიცილი ვეღარ შევიკავე - თუმცა რა მაქვს სასაყვედურო? შენთვის ნორმაა, უსიტყვოდ გაქრობა და შემდეგ ისე გამოჩენა, თითქოს არც არაფერი ყოფილა. პრინციპში ჩვენ შორის ხომ არაფერი ყოფილა... - რაზე ხარ ნაწყენი ვერ ვხვდები, რას მსაყვედურობ, შენ არ მკარი ხელი? მის გულწრფელად, გაკვირვებულ ტონზე, სიცილი ვეღარ შევიკავე. - ვერც კი წარმოიდგენ ღმერთს რამდენჯერ გადავუხადე მადლობა, იმის გამო რომ შენი არ დავიჯერე. - გულახდილად მითხარი, რა უფრო გეწყინა, რომ ვერ გწერდი თუ რომ ვერ გნახულობდი? - უტიფარი ხარ! - მისთვის მზერის გასწორება არ გამჭირვებია - ჩვენს შორის არაფერი ყოფილა და არც არასოდეს იქნება, ეს ორივემ ვიცოდით. თუმცა მეგონა ვმეგობრობდით, შევცდი. მადლობელი ვარ, რომ რეალობა დამანახე და დაასრულე. ასე რომ დროა წაბრძანდე, არამგონია მეუღლემ მოგიწონოს აქ მოსვლა!.. კარი ცხვირწინ მისაკეტად მთელი ძალით მოვიქნიე და ნომერში შემოვბრუნდი. აი, აქ შევცდი, მისთვის ზურგის შექცევა ყველაზე დიდ სისულელედ მექცა. ხელის უხეში ბიძგით შეაჩერა მოქნეული კარი და ფეხდაფეხ შემომყვა. - თუ რამე პრეტენზია გაქვს მითხარი, ნანას ნუ გარევ ჩვენ ურთიერთობაში! - გააფთრებული და აქეთ შეურაწყოფილი თვალებით მბურღავდა. - რა თქვი? - ვერაფრით ვიჯერებდი რაც ახლა ხდებოდა, გაოცებული ვუმზერდი ნომერში უცერემონიოდ შემოჭრილ დაუპატიჟებელ სტუმარს - ნანას ნუ გავრევ, შენ ცოლთან რა შეხება მაქვს? ეს შენ ხარ ორპირი, მასაც ეთამაშები და მეც. ვინ ხარ ამდენს რომ ბედავ?! - მღელვარებისგან საკუთარი ხმის ცნობა გამიჭირდა - ვინ მოგცა შემოსვლის უფლება? ახლავე გაეთრიე!. - არა... - უარის ნიშნად თავი გააქნია და ჩემკენ დაიძრა. - გაეთრიე! - უკან ვიხევდი შეშინებული. - არა, ჯერ არ დაგვიმთავრებია.- გააფთრებული სახით მოიწევდა ჩემკენ. ჩვენ შორის დისტანცია თითქმის აღარ იყო. ჩემზე ბევრად მაღალი მკლავებში მოქცეულს ნადირივით დამყურებდა ზემოდან. ასე ცხოვრებაში არ შემშინებია, ვერაფრით ვერ ვხვდებოდი ვერც მისი სიბრაზის და ვერც მსგავსი ქცევის მიზეზს. თუმცა რამდენადაც ალოგიკურად არ უმდა მომჩვენებოდა, ფაქტია მის ხელში კარგი არაფერი მელოდა. - შაკო, გეხვეწები! - გაურკვეველის მოლოდინში შეშინებულმა თვალები დავხუჭე, კუთხეში მოქცეულს და სასოწარკვეთილს გასაქცევი რომ აღარ მქონდა კედელს კიდევ უფრო მეტად ავეკარი. - მეხვეწები, ელენე ახვლედიანი მეხვეწება კიდეც?! - მოულოდნელად ახარხარდა. იმდენად უჩვეულო იყო მისი რეაქცია გაოგნებულმა ავხედე თავზე წამომდგარ ახარხარებულ მამაკაცს. - რა, - გაოცება ვერ დავმალე. შაკოს ბრაზი აღარც კი ეტყობოდა, გულიანად ხარხარებდა - მეთამაშები?! - ელე, რა შტერი ხარ. ნეტა ახლა შენი თავი დაგანახა! რა იფიქრე, რას ელოდი, რა გეგონა ახლა რა უნდა მექნა?! - ისტერიულად ხარხარებდა შაკო. - არანორმალურო, შემეშვი, გაეთრიე! - შიში აღარ მახსოვდა, გააფთრებულმა ისე გავარტყი სილა ხელიც კი მეტკინა, მას წარბიც არ შეხრია. კიდევ ერთხელ ვცადე ხელებიდან დავძრომოდი, მაგრამ არ გამომივიდა. - მოისვენე, ნუ ფართხალებ, ელე! - მკლავებში ისე ჩამავლო ხელი, რომ განძრევაც ვერ მოვახერხე - მართალი ხარ, ბევრი რამ გვაქვს გასარკვევი, სათქმელიც. - სახე იმდენად ახლოს მომიტანა, რომ მის სურნელსაც კი გვრძნობდი. ცხვირის ნესტოები ამეწვა, თავბრუ მესხმოდა, ვგრძნობდი, რომ მასთან ასეთი სიახლოვე კარგს არაფერს მიქადდა. მზერას ვეღარ ვუსწორებდი, თვალები დავხუჭე, კიდევ ერთხელ გავიბრძოლე, ავფართხალდი, ისევ უშედეგოდ. - გაჩერდი, გთხოვ! - ძლიერად მიმიკრა მკერდზე - გაჩერდი, გთხოვ! არ მომჩვენებია, დიახ, დავიფიცებ, რომ არ მომჩენებია, ამ ორიოდე სიტყვაში ყველაფერი ჩანდა, მონატრებაც, ტკივილიც, ჩაგუბებული, გამოუთქმელი, მხოლოდ ჩვენ ორნი რომ ვიგრძნობდით და დავინახავდით. მკერდზე მიკრულს მისი გულისცემაც კი მესმოდა. თითქოს მკერდიდან ამოვარდნას ლამობდა, ისე სწრაფად და ძლიერად უცემდა. ცრემლებით სავსე თვალებით ავხედე და როცა მის მზერაშიც იგივე დავინახე წინააღმდეგობის გაწევის სურვილი საბოლოოდ დამეკარგა. - ჩემი ხარ, ელე, მხოლოდ ჩემი! გესმის ჩემი?! - ძლიერად მიკრავდა და ბუტბუტებდა - სულ რომ ვერ გნახო, ვერ მოგწერო, ვერ შეგხვდე, როგორც არ უნდა უარმყო, ათასჯერ გამაგდო, მაინც ასე იქნება. ბედისწერა ყოველთვის უკან დამაბრუნებს, დაგინახავ და ისევ გამაგიჟებ, თავსაც დამაკარგინებ და ყველაფერზე ხაზზსაც გადამასმევინებ! - შაკო! - ძლივს გავიგონე საკუთარი ხმა. - ჩუ... - ტუჩებზე დამაფარა თითები - ახლა ეს რომ არ გავაკეთო, მთელი ცხოვრება ვერ მოვინელებ! იმის შიშით რომ ისევ წინააღმდეგობას გავუწევდი, მთელი ძალით მაკავებდა, მაგრამ ვაღიარებ მისი მოშორება აზრადაც არ მომსვლია. შინაგანი ხმა ისევ მიკიოდა: - სისუსტეა, წუთიერი სისუსტე. ისევ გაქრება, ისევ წავა, ვეღარც ნახავ!. მაგრამ, არ ვუსმენდი. ალბათ, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა. ვიცოდი, ადრე თუ გვიან ვინანებდი, მაგრამ არ მინდოდა იმ წუთებში ამაზე ფიქრი. აღარ არსებობდა აღარც ჩემი ოჯახი, აღარც ნანა. ვიყავით მხოლოდ ჩვენ ორნი. ვიცი არასწორად ვიქცეოდი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა თუნდაც ერთ დღეს მაინც მეგრძნო თავი ბედნიერად. ერთი ღამით მაინც გავმხდარიყავი იმ კაცის ჭკუას რომ მაკარგვინებდა. იმ ღამით კითხვებს არ ვსვავდით, არც პასუხებს ვითხოვდით. სადღაც ფრაგმენტულად გამირბინა უმისოდ გავლილმა დღეებმა, თითოულმა წყენამ, ფრაზამ, მაგრამ აბეზარი აზრები მაშინვე მოვიშორე. - გინდათ დამაჯეროთ რომ ერთმანეთთან მხოლოდ ის ერთი ღამე გაკავშირებდათ? - ხომ ამდენი ტკივილი მომიტანა, იმ ერთმა ღამემ, მაგრამ მაინც არ ვნანობ. მოწყურებული, დამშეული ისე მკოცნიდა, თითქოს აქამდე ქალს არც შეხებოდა, თითქოს პირველი ვიყავი, ერთად - ერთი ყველაზე სასურველი. მისი თითების შეხებისგან მთელი სხეული მიცახცახებდა, ვეღარ ვიკავებდი გრძნობებს, ვნების ცეცხლში გახვეული საკუთარ თავს ვერც კი ვცნობდი. თურმე სულაც არ ვყოფილვარ ცივი, უხეში. თურმე ჩემშიც უცოცხლია ვნებიანსა და სიცოცხლის მოყვარე ქალს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.