ის, რაზეც არავინ საუბრობს თავი 10
თავი 10 ოთახში ასვლისას ტელეფონს დავყურებ და ანისგან 9 გამოტოვებულ ზარი მხვდება. სასწრაფოდ ვურეკავ და მისი წივილი ლამის მაყრუებს. -სად ჯანდაბაში ხარ, ტელეფონს რო არ იღებ- კივის ბოლო ხმაზე. მე კიდევ მის მზრუნველობაზე მეცინება. -ვიძიებდი რაღაცას, ვარკვევდი- ვუთხარი ჩუმად და ყველას ეუბნება სასაცილო ხმით (მე მბაძავს) „ვიძიებდი საქმეს და ტელეფონი აღარ არის საჭირო, საერთოდ, რატო უნდა გავაგებინო ხალხს რომ მკვდარი სადმე არ ვგდივარ“ და ტელეფონს მიკიდებს. მეცინება მის ბავშვურ საქციელზე. ლეპტოპს ვიღებ და გარეთ ვჯდები ყავით ხელში. ახლა გოგონაზე უნდა ამომექექა ინფორმაცია, არსად ჩანდა ვლადიმერის პროფილზე, არსად იყო დათაგული, არადა გამორიცხულია 15 წლის გოგოს სოციალური ქსელი არ ქონდეს. შემდეგ თაიმლაინს ჩამოვუყევი და ვნახე რომ ვლადიმერი ვიღაც კაცთან ერთად იდგა ფოტოში, რომელიც ძალიან გავდა. ამ კაცის პროფაილზე გადავედი, ვლადიმერიც ძმა, უფრო სწორად ტყუპისცალი აღმოჩნდა. თუმცა 2012 წლის შემდეგ პოსტები წყდება. ფოტოებში შევედი. ოჯახის ფოტოა, გოგონა მალევე ვიცანი, ელენე ქვია, მაგრამ ფოტოზე ქალი (ცოლი) და ახალშობილი ბავშვია. ცოლის პროფაილიც ვნახე და იქაც 2012 წელს არის ბოლო პოსტი, მაისში. ნუ მათი გარდაცვალება ჩემთვის უცნობი არ ყოფილა, გოგონამაც თქვა, რომ ბიძა სდიდა. ახლა პატარა ბავშვის ამბავი მაინტერესებდა, ნუთუ მშობლებთან იყო უბედური შემთხვევისას. ახლა კი ელენეს პროფაილზე გადავდივარ და თვალიერებას ვიწყებ. -კარგად მოწყობილხარ სასტუმროში- უცბად შიშისგან ვხტები და ზემოთ ვიხედები. თავზე ირაკლი მადგას და ჩემ სკამზე ამოწყობილ ფეხებზე მანიშნებს. -ვცდილობ შევეგუო აკლიმიტიზაციას.- ვთქვი და წამებში მოვასწარი პროფაილის გათიშვა, რომ ჩემ ლეპტოპს დახედა. საბედნიეროდ სხვა ფანჯარაც მქონდა გახსნილი. -რას უყურებ? -უნივერსიტეტის ცხრილს ვამოწმებ. ერთ კვირაში იწყება უკვე სწავლა. -მოგწონს ცხრილი? -მნიშვნელობა არ აქვს.- ლეპტოპში ვძვრები და იმედია მიხვდება რომ წავიდეს, თუმცა სკამს წევს და ჯდება. ღმერთო რა დავაშავე ასეთი?! -გამირბიხარ-თქვა ჩუმად. -კითხვაა თუ განაცხადი?- ვეკითხები მე. -თუ უარყოფით პასუხს გამცემ მაშინ კითხვა, სხვა შემთხვევაში განაცხადი.- ისევ განრიგის თვალიერებას განვაგრძნობ, არც თუ ისე ცუდი ცხრილი მაქ, თუმცა რამდენიმე ისეთი საგანი დამემატა, არც მსმენია, საინტერესო იქნება ეს წელი. ირაკლის ავხედე და ვგრძნობ რომ თვალს არ მაშორებს. საათს დავხედე. -ლანჩის დროა, დროა წავიდე- ვთქვი იმ იმედით რომ მოვშორდებოდი. -კარგი აზრია, წავიდეთ.- ლეპტოპს ვდებ ჩანთაში და პატარა ბავშვივით უკან მომყვება. მეცინება მის ბავშურ საქციელზე. შებოლილი ორაგულის ვრეპს და სალათას ვიღებ, ირაკლი კი ყველაფერს რაც იჭმევა. მაგიდასთან ვსხდებით და გემრიელად ჭამას იწყებს, ისე გემრიელად რომ მინდება მისი თეფშიდან მეც გავსინჯო რაღაცეები, მაგრამ თავს ვიკავებ. ის კიდევ პირგამოტენილი დიდი ნაცრისფერი თვალებით მიყურებდა, რომელიც მზის შუქზე ცისფერში გადადიოდა და ოდნავ ყვითელიც დაკრავდა. საჭმელზე გადავიტანე ყურადღება და სალათას ვურევდი ჩანგლით.- საჭმელი იმისთვისაა, რომ ჭამო ძვირფასო- მიღიმის, მე ოდნავ წარბშეკრული ვუყურებ. -არ მშია. -რანაირად არ გშია, მე სულ მშია. რაღაცას არ მეუბნები. -ხალხში ვერ ვჭამ. -რატო? -არ მინდა მაგაზე ლაპარაკი. -მე მინდა მაგაზე ლაპარაკი, გისმენ. -უბრალოდ მგონია რომ თუ არასასარგებლო( ბურგერებს და პიცას ვგულისხმობ) ხალხი ფიქრობს რომ აი რამდენს ჭამსო და თუ სალათას, უნდა გვაჩვენოს რო ჩვენზე უკეთესიაო. არ ვიცი შეიძლება ძაან სისულელეა, მაგრამ თუ ადამიანს არ ვენდობი მასთან არ შევჭამ.- ირგვლივ მიმოიხედა. -დიდი იმედი მაქვს, რომ აქ იმ ხალხზე აკეთებ აქცენტს რომელიც ირგვლივაა.- გამეცინა- კარგი მაშინ არც მე შევჭამ, არ იტყვან რამდენს ჭამსო? მოდი ერთ რაღაცას გეტყვი. აი შეხედე იმ ქალს (გამოპრანჭული ქალისკენ მანიშნებს რომელიც ტელეფონში ჩამძვრალა და ირგვლივ არაფერი აინტერესებს), ან იმ კაცს(კაცი იმდენად იყო ჭამით გართული რომ სხვა ყველაფერი დავიწყებოდა), ან ბავშვს(მშობლებისგან მალულად ძაღლს აჭმევდა, რათა თვითონ არ ეჭამა საჭმელი), მე რომ არ გამემახვილებინა ყურადღება, რომელიმეს შეხედავდი და დააკვირდებოდი რას ჭამს ან როგორ? -ალბათ არა. -ჰოდა იგივეა, ხალხს იმდენად არ აინტერესებს მეორე ადამიანი, რომ მის განსჯაზე დრო დახარჯოს, დამიჯერე. ახლა კი ჭამე.- ჩემ სალათას მივუბრუნდი და ჩიჩქნის მაგივრად ჭამა განვაგრძე- მე კიდევ წესიერ საჭმელებს უნდა მიგაჩვიო- თქვა და ბურგერი მოკბიჩა. გარეთ ვისხედით და ვლაპარაკობდით, როდესაც ჩამოღამდა. ცოტა ხნით მინდოდა დამევიწყებინა რომ ვლადიმერთან შეკრული არ იყო და ზოგადად მიმდინაზე მოვლენები. ასე ადვილი არაა ადამიანს თავის გასულელების უფლება მისცე და სხვა ყველაფერი დაივიწყო, რაც არ უნდა ბედნიერს გხდიდეს, უბრალოდ ეს სწორი არაა და რაც ახლა გაბედნიერებს, მომავალში დაგღუპავს. მინდოდა არც არასდროს გამეგო მასზე ეს ამბები, ან არასწორი იყოს, თუმცა წარსულს ვერ წაშლი, მომავლის შეცვლა კიდევ შეიძლება. -რატომ მარიდებ თავს? -რატო არ მეუბნები სიმართლეს? -რა სიმართლეს ეძებ? -რომ შენი საქმისთვის მიყენებ, ვლადიმერთან მუშაობ და ეს ყველაფერი ფარისევლობაა- ავდექი და სიგარეტს მოვუკიდე, გაოცებული მიყურებდა. -შენ რა ეწევი? -ზოგჯერ, ეგ არაა მნიშვნელოვანი, მიპასუხე. -გგონია გატყუებ?- ვერც წარმოიდგენ ისე მინდა რომ ვხდებოდე. -დიახ. -ვლადიმერთან ვმუშაობ, თუმცა შენ რაში უნდა გიყენებდე? ინფორმაცია გაქვს რამე?-მართლა დაბნეული ჩანდა. -ჩემი მისამართი საიდან იცოდი?-ვკითხე ჩუმად. -თავად მითხარი, მთვრალი იყავი და არ გახსოვს ალბათ- ნუ ეს არ იყო გამორიცხული, თავს ვერ დავდებდი. -შენ მითხარი რომ ფრთხილად უნდა ვიყო და იმას არ უნდა ვაკეთებდე რასაც ვაკეთებ. -კი და ვიგულისხმე კიდევაც, აქაც არ უნდა იყო, თუმცა ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია რომ ხარ- გამეღიმა, არა ნატალი, არა, გონზე მოდი. -რატო? -მომენატრე და იმიტომ. -არა, რატომ არ უნდა ვიყო. -სამწუხაროდ მაგას ვერ გეტყვი, თუმცა უბრალოდ უნდა მენდო, გთხოვ, უბრალოდ მენდე და შეკითხვებს ნუ დამისვამ. აქ რაღაც საქმეზე ვარ. გთხოვ დაანებე თავი რასაც აკეთებ და უბრალოდ მენდე. -არ შემიძლია- თავი ჩავხარე. -შენ უბრალოდ გგონია რომ ლამაზ ციტატას მეტყვი და მეც გახარებული იმას გავაკეთებ რასაც მეტყვი? ცხოვრება ასე არ მუშაობს. -როგორ მუშაობს ცხოვრება? მითხარი-ხმას აუწია - რა იცი ნეტავ ცხოვრებაზე. -შენგან განსხვავებით არაფერს გიმალავ. -დარწმუნებული ხარ, რომ არაფერს მიმალავ? აბა კარგად დაფიქრდი.- მართალი იყო, იმას ვთხოვდი რასაც მე არ ვაძლევდი, გულწრფელობას და საქმის გამხელას. უბრალოდ რომ მცოდნოდა კარგ საქმეს აკეთებდა ვენდობოდი. დარწმუნებული უნდა ვყოფილიყავი. -უბრალოდ მინდა დარწმუნებული ვიყო რომ ცუდს არაფერს აკეთებ. -ეგ უკვე ნდობა აღარაა. -მაშინ, შესაძლოა არც გენდობი- ვერც, სიტყვა ვერც უნდა გამომეყენებინა. -იმდენად ღრმად ხარ ჩაძირული საკუთარ სამყაროში, გეშინია რომ თუ ვინმესთვის ფანჯარას გახსნი და გადმოძრომის საშუალებას მისცემ, ყველაფერს აგირევს და მარტოს გექნება დასალაგებელი. -არამგონია სახლი სხვამ დაგილაგოს, თუმცა არევაში ნამდვილად გიწყობს ხელს. -უბრალოდ უნდა შეიგნო, რომ ავეჯისთვის ადგილების შეცვლა შეიძლება კარგიც იყოს და ოთახი მყუდრო გახდეს. -მყუდროა ისედაც. -უბრალოდ იმდენად გეშინია, როდესაც რამეს გრძნობ რომ მზად ხარ ყველა მიზეზი შეკრიბო და დაანგრიო ეს ყველაფერი სანამ დაწყებულა და მიმხვდარხარ რომ რაღაც გრძნობები გაქვს.-საშინელებაა შენ თავზე სიმართლის მოსმენა, თანაც ასეთი მწარე ფორმით. შესაძლოა მშვენივრად ვიცით როგორები ვართ, მაგრამ როდესაც ამას სხვა უსმევს ხაზს და შენ ყველაზე დიდ შიშს შენს დახასიათებლად იყენებს საზიზღარი შეგრძნებაა.- ბოდიში, ამის თქმა არ მინდოდა.- ოთახში გავედი მასთან ლაპარაკი კი არა, დანახვაც აღარ მინდოდა. მართლაც ასე იყო, როდესაც ვგრძნობდი რომ შესაძლოა ვინმეს მიმართ რაიმე მეგრძნო და ჩემი შეხედულებები და გეგმები შეეცვალა, ცივი ვხდებოდი და ვაიძულებდი წასულიყო. ემოციურ ჯოჯოხეთს მოვუწყობდი იქამდე სანამ არ გაიქცეოდა და თუ მაინც დარჩებოდა, როგორც კი თბილად ვექცეოდა, გამოიცანით, როდესაც რაიმეს ვგრძნობდი და ვფიქრობდი რომ შეიძლება ამ ერთხელ მაინც გამოსულიყო რამე, უცბად სხვა გამოჩნდებოდა მათ ცხოვრებაში, ანდაც გადაწყვეტდნენ რომ აღარ უნდათ. იმდენად დავიღალე ახალი ადამიანების გაცნობით და „თავის წარდგენით“ რომ უბრალოდ შევეშვი. ახლა კიდევ ირაკლის ღრმად ჩაეჭიდა ხელი და არსად წასვლას არ აპირებდა, პიირიქით განძრახვასაც მიმიხვდა, მაგრამ რა თქმა უნდა ისევ გავაფუჭე ყველაფერი და დიდი ალბათობით ესეც მორჩა. ალბათ ასეა საჭირო, საქმეებს უკეთ მივხედავ და მალე სწავლაც დაიწყება. სწავლამდე კი ვლადიმერის საქმე მაქვს გამოსაძიებელი და თუ საჭირო გახდა ჩემ გრძნობებს გვერძე გადავდებ და იმას გავაკეთებ რაც აუცილებელი იქნება. ოთახში ასვლისას ისევ ელენეს პროფაილს გადავხედე, ჩვეულებრივი თინეიჯერია, საყვარელი ბენდებით და ფილმებით. გადავხედე მეგობრებსაც, ისინიც ჩვეულებრივი ხალხი ჩანდა, თუმცა უცბად მისი ერთ-ერთი მეგობარი სახეზე მეცნო. ეკატერინე მალევე გამახსენდა, გამახსენდა მისი შეშინებული სახეც და ისიც კაფეში რომ ვნახე. მასავით შეშინებული არცერთი გოგო ყოფილა. ახლა კი განათდა ყველაფერი. ის ელენეს საუკეთესო მეგობარი იყო, ალბათ უმეტეს დროს მის სახლში ატარებდა და ვლადიმერის სიკვდილივით ეშინოდა. თუმცა რატომ არ გვითხრა ეს მაშინ შეხვედრისას. რატომ დამალა რომ ვლადიმერს ონლაინით კი არა, პირადშიც იცნობდა. ალბათ შეეშინდა რომ გავამტყუნებდით და მის მხარეს არ დავიჭერდით. რაც არ უნდა იყოს ჩასვლისთანავე უნდა მენახა გოგონა და ყველაფერი ( სიმართლე) დეტალურად გამომეკითხა. ახლა კი დავრწმუნდი ექიმი ჰაუსი ყოველ სერიაში რატო იმეორებდა „ყველა იტყუებაო“, ნამდვილად ყველა იტყუება. ზოგი გააზრებულად, ზოგიც კი გაუაზრებლად. ახლა კი ვლადიმერზე ვფიქრობდი. მთელი ოჯახი, ვინც კი ძვირფასი იყო მისთვის, დაეღუპა, ნუთუ ამ ვითარებამ მიიყვანა ის იქამდე რასაც აკეთებს? შესაძლოა ასეცაა. არ ვიცი რატომ ვცდილობ მიზეზის პოვნას, რადგან არანაირი მიზეზი მის ქმედებას არ გაამართლებს. მინაწერებს გადავხედე, რისი დასქრინვაც მოვასწარით და ეს ყველაფერი ბევრად ადრე იწყება. ამიტომ ჩემი თეორია სისულელე გამოდგა. სესაძლოა არც აქვს მიზეზი მის ქმედებას და რეალურად არცერთი ადამიანის ქმედებას აქვს, უბრალოდ საკუთარ ეგოს იკმაყოფილებენ და არც აღელვებთ გზაში ვინ დაშავდება. პ.ს მაინტერესებს თუ ისევ კითხულობთ და ვეცდები მალე დავდო ხოლმე დაინტერესების შემთხვევაში |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.