შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (11 თავი)


2-10-2020, 11:25
ავტორი ნეაკო
ნანახია 4 387

მია ზიზღით უყურებდა ცოტნეს ამღვრეულ თვალებში და ცდილობდა ემოციები მოეთოკა, ბიჭი კი მომღიმარი სახით მიუახლოვდა ადგილზე გაქვავებულ გოგონას და ლოყაზე მიაწება ცხელი ტუჩები, გოგონას რაღაც სასიამოვნო მუხტმა დაურბინა მთელს სხეულში და გააჟრჟოლა, მიას უცნაური გრძნობა დაეუფლა
-მომენატრე-დაუჩურჩულა ტუჩთან ახლოს და თვალებში ჩააცქერდა სახე ალეწილ გოგონას რომელიც დაბნეულობისაგან ვერაფერს აკეთებდა
-უნდა წავიდე-დაიჩურჩულა საუნთქვა არეულმა გოგონამ და მიტრიალდა, ცოტნემ მაშინვე მაჯაში ჩაავლო ხელი და თავისკენ მოქაჩა ათრთოლებული გოგონა
-მაშინ წახვალ როცა მე ჩავთვლი ამას საჭიროდ
-ხელი გამიშვი-მია კვლავ თვალებში ჩააცქერდა სუნთქვარეულ ბიჭს, რომელმაც მის ტუჩებს გაუშტერა მზერა, მიას გასაკვირად ცოტნემ ხელი გაუშვა თუმცა ისე გააკეთა ეს რომ მიასა და კარს შორის ჩადგა
-გაიწიე-გაცეცხლდა გოგონა, ცოტნემ შეანათა აციმციმებული ცისფერი სფეროები და კარისკენ მიტრიალდა, წამში მოტრიალდა და ცხვირწინ აუფრიალა გასაღები რომელიც ჯიბეში
ჩაიდო -რას აკეთებ?- მია კარს ეცა და სახელური დაქაჩა, რომ დარწმუნდა ჩაკეტილი იყო ცოტნეს დაუყვირა -ახლავე გააღე
-მაშინ გავაღებ, როცა ამას მე ჩავთვლი
საჭიროდ-დაუსისინა ყურთან ახლოს და მაგიდასთან დაჯდა -დაჯექი -მიუთითა მეორე სავარძელზე მიას
-გააღე
-დაჯექი-გამისცრა კბილებში მწყობრიდან გამოსულმა ბიჭმა და ღვინის ბოთლს დაწვდა რომელიც უკვე ნახევრად დაცლილი ჰქონდა, ჭიქებში დაასხა და ერთ მოყუდებაზე დალია თავისი ჭიქიდან წითელი მჟავე სითხე
-რა გინდა-მია მოლაპარაკებებზე გადავიდა
-ხედავ? შეგძლებია ნორმალური ადამიანივით ლაპარაკი-ცოტნეს გაეცინა
-შენთან შეუძლებელია ნორმალური ლაპარაკი, რადგან არ გესმის წესიერად ნათქვამი სიტყვები
-ეგრე იმიტომ გგონია რომ კარგად არ
მიცნობ-ნიშნის მოგებით უთხრა მიას
-მგონია, რომ უკვე კარგად გაგიცანი და შენი ყველა ბნელი მხარე დავინახე! დაგრჩა კიდევ
რამე? -ცოტნემ არ უპასუხა და ღვინით შეივსო კვლავ ჭიქა, ამჯერად ცოტა მისვა და მიას შეხედა რომელიც ისევ ისე იდგა მაგიდისგან მოშორებით, ცოტნემ თვალი გაუშტერა მის ფეხებს და უტიფრად აათვალიერ-ჩაათვალიერა მიას უზადო სხეული, გოგონამ რათქმაუნდა შეამჩნია მისი ეს თავხედური მზერა მაგრამ ვერაფერი თქვა იმდენად დაიძაბა და გაღიზიანდა, ცოტნემ ჭიქა დაცალა და მაგიდაზე დადგა, შემდეგ სიგარეტის კოლოფი აიღო, ერთი ღერი ამოაძვრინა და ნერვიულად მოუკიდა
-დაჯექი-დაუღრინა მიას რომელიც დაემორჩილა მის სურვილს და ტყავის სავარძელში ჩაჯდა -რატომ არ მაძლევ უფლება რომ უკეთ გაგიცნო?-მისმა კითხვამ მია ცოტა არ იყოს და დააბნია
-მე შეყვერებული მყავს-მიახალა მიამ კარგახნის ფიქრის მერე და თვალი ღვინის ბოთლს გაუშტერა
-შეყვარებული?-ცოტნეს გაეცინა -იმ სირ.ე ამბობ? რომელმაც რაც ვუთხარი მაშინვე დაჯერა და მიგატოვა?
-არ მივუტოვებივარ-გაცეცხლდა მია
-მია თავს ნუ ისულელებ, ისეთი კაცი რაში გჭირდება პირველივე წვეთ შხამზე რომ მთელი სული მოეწამლება? -მია ცოტნეს სიტყვებმა გააოცა და ბოთლიდან მზერა მასზე გადაიტანა -ჩემთან სახლში მოვიდა, ათასის სისულელე ვუთხარი და ყველაფერი დაიჯერა, ისიც კი დაიჯერა რომ სახლს ერთად ვაწყობთ -სიცილი აუტყდა ცოტნეს -ისიც დაიჯერა რომ შეგიყვარდი...ასე მარტივად... ყველაფერი ყლ.ბა რაც ვუთხარი დაიჯერა... იმიტომ რომ გამოს.რებულია -მიას ცრემლები მოაწვა მის სიტყვებზე -დარწმუნებული ვარ რომ მიგატოვა,იმიტომ რომ როცა ეს სისულელეები ვუთხარი სახე წაეშალა, შეიშალა, გაგიჟდა მაგრამ შენს დასაცავად ერთი სიტყვაც არ უთქვია, არცკი შემეწინააღმდეგა, ჩხუბზე გადმოვიდა ეგრევე და მიიღო ის რასაც იმსახურებდა-ცოტნემ სიგარეტის დარჩენილი ნამწვი საფერფლეში ჩააჭყლიტა და ახალი ღერი ამოიღო იქვე მიგდებული კოლოფიდან, კვლავ ნერვიულად მოუკიდა და გააბოლა
-გაგას შენ მოუწამლე სული, ტვინი აურიე, თავგზა აუბნიე მაგრამ მიხვდება რომ შეცდომა დაუშვა შენ რომ დაგიჯერა! მიხვდება რომ არაადამიანი ხარ და გინდა ცხოვრება მოგვიწამლო! და მაინც თუ არ დამიჯერებს ესეიგი ასეც ჯობდა...!
-არ დაგიჯერებს იმიტომ რომ ამის მიზეზი შენ მიეცი...მე მოვასმენინე ის რისი მოსმენაც სურდა გესმის მია?
-გაგა ოდესმე მიხვდება რომ შეცდომა დაუშვა
-მიხვდება თუ არა ამას მნიშვნელობა აღარ ექნება რადგან შენ ჩემი იქნები, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ჩემი გახდე... თუ საჭირო გახდება უარესსაც ვეტყვი...
-რაცგინდა ის გააკეთე, ვისაც რა გინდა ის უთხარი, არ მაინტერესებს-ხმა ამოიღო მიამ -შენი მაინც არასოდეს გახდები, ცა რომ ჩამოიქცეს შენი არ გავხდები-შეანათა ზიზღიანი თვალები ცოტნეს
-მაშინ სისულელე გითხარი-ცოტნემ უცნაური მზერა მის ტუჩებს მიაპყრო კვლავ -მე ბევრად მეტი მინდა შენგან, ბევრად მეტი ვიდრე მხოლოდ ერთი ღამე...
-გულს მირევ-ზიზღით უთხრა მიამ და ფეხზე წამოვარდა -კარი გააღე-უყვირა მწყობრიდან გამოსულმა გოგონამ
-მია-დაუყვირა ცოტნემ -ლაპარაკი ჯერ არ დაგვისრულებია ასე რომ დაჯექი-სავარძელზე მიუთითა
-შენთან სალაპარაკო აღარაფერი მაქვს გასაგებია? რაცგინდა ის გააკეთე, როგორც გინდა ისე მოიქეცი, რაც გინდა ის ილაპარაკე არ მაინტერესებს, საერთოდ არ მაინტერესებს რას გააკეთებ, იმიტომ რომ მძულხარ გესმის?-უყვირა მიამ, გაცეცხლებული ცოტნე ფეხზე წამოვარდა და მიას მიუახლოვდა
-მაშინ რატომ გამირბიხარ? რატომ მარიდებ
თავს? -თვალებში ჩააცქერდა -გგონია ეს სიძულვილია?
-კარი გააღე
-ჩემი სიახლოვე ასე რატომ გაბნევს? რატომ იძაბები? რატომ ვერ მისწორებ თვალს? -ცოტნემ მიას უხეშად წაავლო ნიკაპზე ხელი და თავი ააწევინა -შემომხედე, შემომხედე-გაუმეორა გაღიზიანებულმა, მიამ თვალი გაუსწორა -მია მე გამირბიხარ თუ საკუთარ თავს?
-შენ საშინელი ადამიანი ხარ-მიამ მისი ხელი მოიშორა ნიკაპიდან -თუ გგონია რომ შენს მიმართ რამე გრძნობა მაქვს ძალიან ცდები! ერთადერთი რასაც განვიცდი ეს სიძულვილია, რომელიც შენვე მასწავლე!-უთხარ მშვიდი ტონით
-მია ტყუილად ცდილობ ჩემს დარწმუნებას
-თავს ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებ
-მია ნუ მიწვევ-დაუღრინა ცოტნემ
-გიწვევ? ამდენი ხანია ვცდილობ დაგარწმუნო იმაში რომ მძულხარ და მინდა თავი დამანებო-ყვირის მია
-რადგან ვერ მარწმუნებ ესეიგი უნიჭო მსახიობი ხარ
-რა ამზრზენი ხარ-ზიზღით ეუბნება მია
-თავს მაინც არ დაგანებებ, არ დაგანებებ! რამდენადაც ეცდები რომ დამშორდე იმდენად მოგოახლოვდები, იქამდე არ შეგეშვები სანამ არ დაგისაკუთრებ!-დაემუქრა ცოტნე
-ამას ვერ ეღირსები!-დაუყვირა მიამ და გამოწვდილი გასაღები გამოართვა, აკანკალებული ხელით სცადა კარის გაღება მაგრამ ვერ შეძლო, ამიტომ ცოტნე აეკრო ზურგიდან, რომელმაც გასაღები გამოართვა და და გადაატრიალა, მია სახელურს დაწვდა და დაქაჩა მაგრამ სანამ გამოაღებდა ცოტნემ თავისკენ შემოატრიალა უხეშად და მის სხეულს აეკრო, მიას უმალ სუნთქვა შეეკრა და გულისჩემა შეუწყდა, ცოტნემ ისარგებლა მისი დაბნეულობით და ცხელი ვნებიანი ტუჩები მიაწება მის ათრთოლებულ ტუჩებს, მიას წინააღმდეგონობის მცდელობა მაშინვე ჩაახშო და იქამდე კოცნიდა სასურველ ტუჩებს სანამ გიჟური ვნებებეი ოდვავ არ ჩაცხრა, როგორცკი მის ტუჩებს მოწყდა თვალებში ჩააცქერდა მიას
-გრძნობები მია! გრძნობებმა გაგყიდეს...ამ გრძნობას ვერ ეწინააღმდეგები
-მომშორდი-მიამ მკერდზე მიბჯინა ხელები, უკან დახია და ხიდან დაუსხლტა მომღიმარ ბიჭს.
თავგზააბნეული და დაძაბული გოგონა პირდაპირ საავადმყოფოში წავიდა, არუნდოდა გაგაზე და ცოტნეზე ფიქრი, თავიდან ვერ იშორებდა ვერცერთს...ამიტომ გადაწყვიტა მისულიყო საავადმყოფოში რომარ გაგიჟებულიყო მომხდარზე ფიქრით, თუმცა იქ უარესი ელოდა, როგორცკი პალატაში შევიდა და ცარიელი დაუხვდა გული შეეკუმშა, რამდენიმე წამის განმავლობაში თვალთ დაუბნელდა, ტვინი გაეთიშა საერთოდ, აზრები დაეფანტა... იმაზე ფიქრისაც ვერ ბედავდა რომ შეიძლება რაღაც საშინელება მოხდა, პალატიდან ბარბაცით გამოვიდა და მიმავალ ექთანს დაუძახა
-უკაცრავად ხომარ იცით იცდამეხუთე პალატის პაციენტი სად გადაიყვანეს?
-რეანიმაციულ განყოფილებაში, მდგომარეობა დაუმძიმდა სამწუხაროდ-უთხარ ექთანმა და მია ადგილზე გაიყინა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ნაწილებათ დაიშალა, საერთოდ გაეთიშა გონება, ვეღარაფერს ხედავდა და აღიქვავადა, ზუსტად არ ახსოვს რამდენხანს იყო ასე აზრზე მაკას ხმამ მოიყვანა
-ნუ გეშინია-ჩაესმა დედის ხმა -მდგომარეობა გართულდა მაგრამ კარგადაა-შვილი გულში ჩაიკრა და მთელი ძალით შეეწინააღმდეგა მოწოლილ ცრემლებს.
კლინიკიდან მისულმა პასუხებმა ყველა გაახარა, თურქეთის ერთერთი კლინიკა ოპერაციაზე თანახმა იყო და სიცოცხლის გარანტიას ოთხმოც პროცენტს იძლეოდა, ოცსაც იმიტო იტოვებდნენ რომ ჯერ კიდევ გამოკვლევები იყო საჭირო რომ დაეზუსტებინათ მისი დიაგნოზი რადგან გაგზავნილი ანალიზები ზღვაში წვეთი იყო ამგვარი დაავადებისთვის
-დედა ხომ გეუბნებოდი-მიას სიხარულს საზღვარი არ ქონდა
-ნეტა იცოდე რა ბედნიერი ვარ მია-მაკას ცრემლები სცვიოდა
-ქალბატონი მაკა, კიდევ უნდა გადავუგზავნოთ დამატებითი ანალიზები და თუ პასუხი დადებითი მოვა კვლავ, რომ ნამდვილად შეუძლიათ გააკეთონ ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაფრინდეთ თურქეთში, ყოველი დაკარგული დღე გადარჩენის დაკარგული პროცენტებია
-ახლავე გადააგზავნეთ-უთხრა მიამ -როგორცკი პასუხი მოვა მაშივე გავემგზავრებით.
ექიმებმა დამატებეთი ანალიზები გააგზავნე სდა კვლავ დასტური მოუვიდათ რომ ამ კლინიკას შეეძლოთ მსგავსი სახის სირთულის ოპერაციის გაკეთება, მაგრამ ითხოვდნენ რომ დაუყოვნებლივ მიეღოთ პაციენტი რადგან ყოველი დაკარგული დღე იმას ნიშნავდა რომ ანას მდგომარეობა დამძიმდებოდა. საბუთების მზადება დაიწყეს, მაქსიმალურად აჩქარებდნენ ექიმები ყველა პროცედურას რომ რაც შეიძლება მალე გაეგზავნათ ანა, რადგან დღითიდღე მისი მდგომარეობა მძიმდებოდა...
-ანა ჩემო საყვარელო კარგად იქნები აი ნახავ
-მია არ მინდა სიკვდილი-ატირდა ანა როცა უკვე მასაც აუხსნეს რომ თურქეთში უნდა წასულიყვნენ
-არ მოკვდები, რა სისულელეა
-თურქეთში მაგიტომ არ მიშვებენ რომ რთული მდგომარეობა მაქ?
-იმიტომ გიშვებენ რომ უკეთსად ჩაგიტარებენ იქ ოპერაციას
-მეშინია არ მინდა თირქეთში!-ატირდა ისევ ანა, ექიმი იძულებული გახდა დამამშვიდები გაეკეთებინა რადგან მისი დამშვიდება ვერც მაკამ და ვერც მანანამ ვეღარ შეძლო.
ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ საშინელება მოხდა როცა ექიმმა საბუთები გადასცა მათ, კლინიკიდან დადმოგზავნილი სადაც მითითებული იყო ოპერაციის თანხა და რეაბილიტაციიის ხარჯები რომელიც ჯამში ას სამოცდათხუთმეტიაათას დოლარს შეადგენდა, მაკას ხელიდან დაუცვივდა საბუთები და ცრემლები მოაწვა
-დედა რა მოხდა?-დაფეთებული მია ადგა სავარძლიდან და საბუთების შეგროვება დაიწყო, ყველა აკრიფა და კითხვას შეუდგა, თავადაც იგივე დაემართა როცა თანხა წაიკითხა, აკანკალებული ხელიდან დაუცვივდა საბუთები
-მია თავს მოვიკლავ-ამოიტირა მაკამ და იატაკზე მუხლებით დაემხო
-დედა ნუ გეშინია ვიშოვით-ამიიტირა მიამ, თავადაც მუხლებზე დაემხო და დედას ჩაეხუტა.
ლილოში ნაყდი სახლიც გაყიდეს, ჯამში ორმოციათასი დოლარი გამოუვიდათ ისევ, რადგან მაკას გადანახული ორმოციდან ადვოკატის და საავადმყოფოს ხარჯების ანაზღაურება უწევდა. ორმოციათასი ზღვაში წვეთი იყო, ახლობლებმა ვისაც რა შეეძლო დაეხმარნენ მაგრამ ჯამში ორმოცდახუთიათას ვერ აცდნენ, საქველმოქმედო ფონდიც დაეხმარათ მაგრამ მცირედით რადგან დრო არ ქონდათ თანხების მობილიზების, ანას კი ოპერაცია სწრაფად ესაჭიროებოდა და დრო არ ითმენდა...
მიამ გაიგო რომ ნინის ტელეფონი რეზიმ მოპარა და
ცოტნემ მოუწყო ის შეხვედრა კაფეში, ამიტომ არ მიატოვა სამსახური და ნინისთანაც არ აირია ურთიერთობა... კარგახნის ყოყმანის მერე ნინისთან მივიდა და დახმარება სთხოვა, უთხრა რომ სასწრაფოდ სჭირდებოდა ასოცდახუთი ათასი დოლარი
-მია რას ამბობ?-გაეცინა ნინის
-ძალიან გთხოვ დამეხმარე, გეფიცები გადაგიხდი, ყველაფერს გავაკეთებ რომ გადაგიხადო
-მია -ნინი დაიბნა -ამხელა ფული რაში გჭირდება?
-მჭირდება-მიას ერთი სიტყვაც არ დასცდენია თნამშრომლებთან რომ ასეთი პრობლემა ჰქონდა მის ოჯახს
-მია ხვდები რას მეუბნები?-ნინი ვერ იჯერებდა
-დამეხმარები თუ არა-გაბრაზდა მია
-რათქმაუნდა ვერა, ამხელანთამხა არ მაქვს, ბანკიდან გამოტანილი სესხით ვამუშავებ ამ ოფისს ხომ იცი არა? ჯერ კიდევ ორმოცდაათი ათასი მაქ დასაფარი... მია ხვდები რას მთხოვ? თუ ფული ძალიან გჭირდება მაქსიმალირი შემიძლია ხუთი მოგცე... მითუმეტეს რომ ვიცი ვერ გადამიხდი...
-არ მჭირდება -ატირდა მია
-მია გთხოვ ამიხსენი რა ხდება -ნინი გაოცდა მია ატირებული რომ დაინახა
-არაფერი დაივიწყე
-მია-ნინი კართან გადაუდგა -მია პრობლემები გაქ?
-არ მაქვს
-მია მოდიხარ ამხელა ფულს მთხოვ და პასუხსაც არ მაძლევ რაში გჭირდება ეს ფული
-რომ გითხრა მომცემ ამხელა თანხას?
-მია მართლა არ მაქვს, მესამედიც არ მაქვს რომ გასესხო, ხუთი შემიძლია ავიღო და მიგცე, მეტი მართლა არ მაქვს, ვერც მოგიხერხებ ვერანაირად მაგრამ ... -ნინი დაფიქრდა
-მაგრამ რა?-მია აღელდა
-არის ერთი ადამიანი ვისაც შეუძლია გიშოვოს-ნინი მიას ჩააცქედა თვალებში
-არა!-მია მაშინვე მიხვდა რაზეც მიანიშნა ნინიმ
-მია შეუძლია გიშოვოს -ნინი არ ეშვებოდა -რეზის ვთხოვდი მაგრამ ვერ შეძლებს ვალები აქვს, ჩემი მეუღლის ვალი აქვ სამოცი ათასი და ვერ გვიხდის... ბანკშიც გაშავებულია... მას კი შეუძლია
-არა-უყვირა მიამ
-ესეიგი არცისე ძალიან გჭირდება-გაბრაზდა ნინი
-მჭირდება მაგრამ მისი ფული არ მჭირდება
-კარგი როგორც გინდა-ნინიმ გზა გაუთავისუფლა და მაშინვე მოახსენა ეს ამბავი რეზის რომელიც გრაციოზულად ესტუმრა ცოტნეს
-ისეთი ამბავი გავივე რომ პირადად თქმა გადავწყვიტე-უთხრა რეზიმ ცოტნეს
-რა ხდება?-ცოტნე დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში მეგობარს



№1  offline მოდერი ნეაკო

შემდეგ თავს მე-13 აწერია მაგრამ ამის შემდეგი თავია შემეშალა მე-12 უნდა დამეწერა

ბოდიშს გიხდით უკვე მეათასე შეცდომისთვის

 


№2 სტუმარი Anuka

ეგარაფერი მთავარია რო წაკითხავს შევძლებთ ????❤️

 


№3  offline მოდერი ნეაკო

Anuka
ეგარაფერი მთავარია რო წაკითხავს შევძლებთ ????❤️

დიახ თანამიმდევრულად მიწერია უბრალოდ შემეშალა და 12 ის მაგივრად13 მიწერია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent