დაცლა (აქტი პირველი)
ლექციაზე ვარ მობილური მირეკავს ,ვთიშავ ისევ ... ისევ ... თავს ვხრი მერხზე ამ დროს ყველა ირიბად ჩემსკენ იხედება — მამაშენი დაიღუპა თინა, გაბმული სუნთქვის სიხშირე და ხვენაშა . ლექცია სავარაუდოდ ნახევარ სათში დასრულდება ფიქსაცია მამაჩემზე წამიერად, ემფატია მისი არსებობის, ღიმილი და დავიწყება .. ჩემზე ცოტა რომ იცოდეთ ეგარის, დიდი ხანია ჩემი ქმედება მხოლოდ ჩემი ქმედებაა, დიდი ხანია მინიმუმამდე მყავს დაყვანილი კონტაქტები ადამიანებთან, მათ შორის ოჯახის წევრებთან — ამ პასაჟით არ იფიქროთ, რომ მემაბოხე და გამტრაკებელი ვარ , არა ... მე მშვიდი დისიპლინირებული და რეალობა თვალებში ჩათხრილი გახლავართ, ამ ეტაპისთვის ეგეც საკმარისი იქნება თქვენთვის , რათა არასწორი ფორმა არ მომარგოთ, ვერაფერს დაგწამებთ მაგრამ ისიც ვიცი რომ მაინც საკუთარი აბსურდული ყოფიდან გამომხედავთ, გირჩევთ რომ თავი შეიკავოთ დანარჩენსმოგახსენებთ დიდი ხანია საჯარო ლექციაზე არ ვყოფილვარ , ალბათ რამდენიმე წელია და რომ არა ის ადამაიანი ვინც ეს ამბავი გამართა ისევ წლები შთანთქავდა ამ აქტივს, ჩემგან განუხორციელებელს ის საუბრობს დაცემაზე და ამ დაცემულთა თავისუფალ ემანსიპაციაზე სამყაროში ყოფაში არსებობაში .. მთელი ლექცია თავი ძირის მაქვს დახრილი გარდა წინანდელი ინციდენტისა და თითებს დავყურებ ჩემს თოთებს ცერას საჩვენებელს და შუა თითს , დროდადრო ერთდროულად დროდადრო ცალ-ცალკე , ვბრუვდები და ისევ მთქმელის სინათლის ქვეშ ვექცევი . ნახევარი სათის შემდგომ ვფხიზლდები ვხვდები, რომ მეტად მსუბუქად ვგრძნობ თავს ვიდრე აქამდე , აუდიტორია წინ გადადის მე კი ლექციის ავტორს წამიერად სიხარულს და ღიმილს ვუზიარებ და დარბაზს ვტოვებ ფეხით ვუყვები გამზირს ვარდისფერი ლოფერები და ღიავარდისფერი წინდები მაცვია , ფეხები შიშველი მაქვს და ეს არცისე სახარბიელოა ოქტომბრის სინესტეში ცხვირს ვიხოცავ ოდნავ ხელით და ვფირობ საით , ზებრას ვიხელთებ ახლოს მისკენ მივიწევ, როცა ვიგებ უკან ვიღაცის აჩქარებულ ფეხის ხმას , რომელიც ნამდვილად ჩემსკენ მოემართება — გამარჯობა მეუბნება და გვერდით მიდგება , ვხედავ მაგრამ ვერ ვცნობ მაღალია თითქმის მელოტი და დაღლილი , ვესალმები და გაკვირვებული ვათვალიერებ — ვერ მცნობ , მეკითხება და თითქოს წყენანარევი ღიმილი გადაჰკრვას -ვერ დაგიმალავთ , ფაქტია .. თან უნდა გადავიდე მგონი წინ მიიწევთ ხო ? მე გვერდით , ვუღიმი და ვცდილობ მოვიშორო , იმიტომც რომ უკვე გაცნობიერებულად ამოდის მივიწყებული მოკლევადიანი წრიულიბა მასთან - შემიძლია მეც გვერდით და ამჯერად ეღიმება და ცდილობ უფრო ნათლად ამოიკითხოს ჩემი სახე , ამისთვის ოდნავ ბეჭზე ხელს მადებს და მიშვებს - ჰო, გამახსენდი... როგორ გიკითხო ? ვუღიმი და ზოგად ტონს ვინარჩუნებ - არამიშავს ლექციაზე ვიყავი, ვეცადე შეგემჩნიე მაგრამ არც კი ამოგიხედავს , ეტყობა რაღაც მეტს ხედავდი ქვემოთ - რაგითხრა , ცოტა ვიძაბები ნებისმიერი კაცის არსებობა ჩემს ცხოვრებაში ტრამვულ თემებს და ემოციებს მაკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ მათ მიზანმიმართულად ვუშველო .. - სიმართლე გითხრა ვერ გიცნობდი , ძალიან ხარ შეცვლილი - მგონი აქამდეც არ გინახივარ , ასე არ არის მეც მეღიმება ამ აფსურდულ სიტუაციაზე - კი , სწორია საით გაგიწევია ? - ხო - რა ხო? - სახლში, მერე კიდე სახლში წამიერად მახსენდება რომ ჩემს სახლში უნდა წავიდე , იქ გადაბმული ტრაგიზმი . - გაგიყვან , თან ვილაპარაკოთ, რას იტყვი ? - არვიცი სიმართლე გითხრა ლევან , ჩემი პრობლემები მაქვს ასე რომ არმცხელა ამ წამს შენთვის , თავისებური იყო შენი ნახვა , მაგრამ უნდ წავიდე . - რაგჭირს ? - განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ საქმები და მოვალეობები . - ჰო და რა საჭიროა სიუხეშე გაგიყვან თან სცადე დაილაპარაკო თუ არ გამოგივა გავიგებ, იცი ისედაც ზედმეტს ვერაფერს შეგეხვეწები - დამღლელია, კარგი წავიდეთ ვთანხმდები ის კირს იცვლის და მეც უკან მივყვები, ვფირობ იმაზე რომ უმჯობესი იქნებოდა არავინგადამყროდა გზად .. - მანქანაში ვჯდები , ღვედს ვიკრავ , შიგნით საღებავის ტყავის და ლავანდის სუნია ის მუსიკას რთავს და ვხვდები რომ ეღიმება , რამოხდა? - ქვემოდან მიყურებს ისევ ისეთი თვითმყოფადი ხარ, იღიმის და ფანჯრებს ხსნის , მახოვს რომ ჟანგბადი გაკლია ყველგან . - ვერ ვხდები რაგინდა , ხომ იცი რომ მღლის ეს აფსურდული დიალოგები . - რა ეძახი აფსურდს ? - იმას რომ ჩემს ხასიათზე მესაუბრები , გმირულ ცინუკირ კონტექსტში და გინდა ეს გავაპრავო - ღმერთებო ! - კარგი დროა სწორედ რომ - ვიცი , რომ დარბაზში ერთადერთი იყავი ვისაც ირაკლის ესმოდა , თან ხმამაღლა ეცინება და მარჯვენა ხელს იქნევს , რა არის იცი, პრინციპში რთული სათქმელია .. - გავჩუმდეთ . - არა, რაღაც მაინტერესებს , კიდე მარტო ხარ ? თუ გაიჩინე ვინმე - მარტო ვარ . - ჰო, - რა ჰო ? - არ ვიცი - მშვენიერია . - თინათინ ხომიცი, რომ პირდაპირ საქმეზე გადავდივარ - მე ის ვიცი, რომ გასაგებად გაგეცი უკვე პასუხი - სიმართლე გითხრა ვერ გავიგე, რა იყო შენი პასუხი ? - შენ დუნდები და ერითმები ყოფას და მე ჯერ დისიპლინაც არ გამაჩნია , აი ეგ გითხარი - დავიჯერო ასაკი გაწუხებს, ჩემი - არაფერი მაწუხებს შენი, ზოგჯერ მომწონხარ კიდეც , მაგრამ შენ არასოდეს გგდომია ჩემი გაგეგო და ისე ჩაგეშვა შენი ინტერესები ჩემში - არასოდეს გითქვამს ეს - ხო, უკვე ფეხებზე ყველაფერი იმაზე მეტად, ვიდრე ადრე - ანუ - ლევან , სასაცილოა ხომ ხვდები მე ამაზე ლაპრაკი რომ მიწევს ნიშნავს რომ არაფერია , ხვდები ? არაფერი ... - კიდე იქ ცხოვრობ - ხო - მისმინე თინა , ვისურვებდი მყავდე , ერთი წლის თავზეც იგივეს ვისურვებ , ოღონდ მასწავლე რა გჭირდება . - ჰო - რა ჰო, იბნევი ? - ნამდვილად - მეცინება შენზე ამ წამს - რატომ ? - ეს აუტანლობა და ცხვირაბზუება ყველაფერზე, სახალისოა შენს ნაკვთებზე . - რაგინდა ჩემგან ? - ვფირობ რომ ვნებიანი იქნები, ეცინება - მომწონს, რომ სიმართლის თქმა შეგიძლია ჩემთვის - აი ეგარის ,შენ ამის მოწონების უნარი გაქვს , მიუხედავად შენი სინორჩისა. ყველა შენი უნარი მინდა ჩემს ყოფაში . - აქვს კარგი ჟღერადობა , მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს - გინდა იყოს ნამდვილი, რაც იქნება და ამავე დროს ყოველთვის გქონდეს კარი ღია რომ ლანდებს შეერიო , სწორია არა ? - ვერვიტყოდი რომ რამე მცდარი - ვცადოთ - მოვედით , არვიცი - შენს ამ გამოუცდელ უნარს ვერ ვიტან არ დაგიმალავ . - არვიცის, ყველაზე დიდ ჭეშმარიტებას - ეეე თინათინ , სახეზე მინდა შეგეხო და იმედია ეგეც დიდი ჭეშმარიტებაა ? რასიტყვი? - კიბატონო , მიდი ხელები ცივი ჰქონდა და გაიღიმა , გადმოვედი დარჩა , ვუთხარი რომ მეთვითონ მივწერდი . ვინ იყო ის კაცი უკვე შუა ასაკში , უშნო მაგრამ მამაკაცური დაღლილი, მაგრამ საინტერესო , ათასი გზა ჰქონდა გავლილი და ათას ერთზე უარი ნათქვამი , ის თავისუფალი მაგრამ ეგოისტი ადამიანი, იყო მიმზიდველი ჰქონდა მიუკუთვენებლი ქმედებები და მეტყველება , ხმა მოძრაობა და სმენა მიუხედავად მცდელობისა, დაემალა ჩანდა — ჩანდა როცა გიხსნიდა, როცა გეხებოდა და როცა უბრალოდ დუმდა როგორ უძლებდა და როგორ ფიტავდა ერთი ზედმეტი ჰაერის რხევაც კი ... იყო დამღლელი 5 დღე , იყო მოთხოვნები და ვალდებულებები და იყო ადამაინები მათი მზერა როცა უბრალოდ ვიდექი და მზეს ვეფიცხებოდი როცა მამაჩემი იმ ქვეყანას იკვალავდა გზას ნამდვილად 5 დღე მზიანი იყო და ნამდვილად მე ვიყავი . კი ნამდვილად , თუ გსურდეთ უნდა შემაფასოთ . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.