შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხოლოდ შენ


3-10-2020, 21:44
ავტორი ღლიკო
ნანახია 981

და მაინც რა გინდათ რომ გითხრათ ექიმო ეკა, სულ ესაა ჩემი ისტორია, ჩემი ,,თავგადასავალი" და ჩემი წარუმატებელი სიყვარულიც, აწი თქვენ შეაფასეთ ჩემი მდგომარეობა და იმედია ეგ სამედიცინო ცნობა სამსახურს არ დამაკარგვინებს. თქვენც ხომ იცით, ერთადერთი რაც დამრჩა ცხოვრებაში ფასეული, ეს ჩემი კარიერაა... მის იქით არავინ ვარ და არაფერი გამაჩნია... ნახვამდის, იმედია ეს ჩვენი ბოლო სეანსია, მადლობა ყველაფრისთვის.
.....
ცხოვრებაც ზუსტად ასეთი მქონდა... დაბრკოლებებით და სიურპრიზებით სავსე. თუ კარგად დავუფიქრდები სხვანაირ ცხოვრებას არც მოველოდი, ყოველ შემთხვევაში როგორც სამედიცინო სტუდენტი. ყოველთვის ვოცნებობდი იმ დღეზე როდესაც შევძლებდი დამოუკიდებლად ოპერაციის ჩატარებას და ადამიანის გადარჩენას, მის დახსნას სიკვდილის ,,კლანჭებიდან". ჩემი ბედნიერებაც მთლიანად ჩემს კარიერაზე იყო დამყარებული. ჩემი ოჯახისა და კარიერის იქით არაფერი მქონდა. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მიყვარდა წიგნებში ძრომიალი და მუდამ აკადემიურ წინსვლაზე ვფიქრობდი. მეგობრები ნაკლებად მყავდა, ყოველთვის კლასის მასობრივ შეკრებებზე დავდიოდი და დიდად არავის ვუახლოვდებოდი... არ ვიცი რატომ, უბრალოდ არასდროს არც მე და არც სხვას არ უცდია ჩემთან დაახლოება. შეყვარებული ხომ არასდროს არ მყოლია. იმ პერიოდში მაგაზე არც ვფიქრობდი და არც ვიფიქრებდი ერთ დღეს რომ არ მომხდარიყო ის, რამაც ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. რომ არ გამოჩენილიყო ერთი ადამიანი, რომელმაც სიყვარული მასწავლა...უკვე სკოლის დამთავრებას ვზეიმობდით... ყველა ჩვენი ნაცნობი და ნათესავი გვერდით გვყავდა ბოლო ზარზეც და ბანკეტზეც. ტრადიციულ თეთრ მაისურებზე ზოგი ლამაზ ნახატს გვჩუქნიდა, მეორე კი ჯღაბნიდა და ასე გრძელდებოდა მთელი დღე... უჩვეულო არაფერი ხდებოდა, მხოლოდ ბედნიერებით სავსე მოზარდების სახეები ბრწყინავდა. იმ დროს თითოეულში მხოლოდ აღფრთოვანება, ბედნიერება და სიხარული უნდა ყოფილიყო ამ სიყვარულით სავსე გარემოში, თუმცა ჩემთვის ეს ასე არ იყო... მე ვგრძნობდი რაღაც ამოუცნობ სიცარიელეს, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა... ჩემი ოჯახიც ჩემთან იყო ამ ბედნიერ წუთებში, დედა, მამა და ორი უმცროსი დაც. თუმცა კარგად მახსოვს, რომ ეს გრძნობა მაშინაც არ გამქრალა... რა მჭამდა და რა მღრღნიდა შინაგანად მაშინ არ ვიცოდი, ვერ ვხვდებოდი. ეს მაშინ გავიგე როცა იმ ერთს შევხვდი, მან ჩემს, ერთი შეხედვით, უდარდელ სამყაროში შემოაბიჯა და ამ სამყაროს ნაწილი კი არა, მისი ცენტრი გახდა... დაიწყო სექტემბერი და დაიწყო სწავლა უნივერსიტეტებშიც. ეს ის დღე იყო, როცა დავინახე ორწლიანი მეცადინეობის შედეგი... მე ვიგრძენი ღელვანარევი აღტაცება და მივხვდი, რომ ჩემი თავდაუზოგავი შრომა ამად ღირდა. საბოლოოდ, ერთი გრძნობა აგვირგვინებდა ამ ყველაფერს და ეს მადლიერების გრძნობა იყო. იმისთვის რომ მივაღწიე იმას, რაც ამ ეტაპზე მინდოდა. მქონდა ოცნება რომ გავმხდარიყავი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი და ეს რეალობად მექცა! როგორც გრანტის მქონე სტუდენტი განსხვავებული შეგრძნებით შევაბიჯე სხვა სტუდენტებით სავსე აუდიტორიაში. ვერც კი მოვასწარი კარგად თანაკურსელებისთვის თვალის შევლება როცა ლექტორს მივესალმე და იქვე ახლოს ვიპოვე ადგილი. მაშინვე გავიცანი რამდენიმე სტუდენტი, მათ შორის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება თეონამ და მაიკომ მოახდინეს. ორივე ძალიან მხიარული, დადებითი გოგო, რომლებსაც სულ მოკლე დროში ძალიან დავუმეგობრდი და ჩვენ გავხდით ერთმანეთის მესაიდუმლოენი, ყოველ პრობლემა სამივეს გადასაჭრელი ხდებოდა, ერთის ბედნიერება მთელი წრის ბედნიერებად იქცეოდა და თუ რამე კურიოზი ხდებოდა ეს მხოლოდ ერთად ყოფნის დროს. მოკლედ, ესენი იყვნენ ჩემი ემოციათა ცვლის მიზეზები... თუმცა მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჩემი სამეგობრებო წრე გახდებოდა ხიდი ამ უდარდელ წუთებსა და გრძნობათა მორევის მქონე ეტაპს შორის...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent