ჯანდაბა! ჩემი უფროსი შემიყვარდა. (თავი VI)
მხარზე შეხება მაღვიძებს. - ელისაბედ... გაიღვიძე,უკვე ადგილზე ვართ. - ისააკი ოდნავ მარხევს,რომ გამოვფხიზლდე. ჯერ ცალ თვალს ვახელ და მერე მეორეს. ახლა ვიაზრებ,რომ მის მხარზე მიდევს თავი. „ჯანდაბააა! როგორც ჩანს ჩამეძინა. სულელო გოგო! ფუუ რა ბედი მაქვს...“ თავს ვლანძღავ გონებაში და სასწრაფოდ ვცილდები მის მხარს. მაგრამ... ეს არ უნდა გამეკეთებინა. - აუუუ. - თვალებს მაგრად ვხუჭავ და ტკივილისგან სახე მემანჭება. - რა მოგივიდა?- გაოცებული და ამავდროულად შეშფოთებული სახით მიყურებს ისააკი. - კისერი გამიშეშდა მგონი. - ვწუწუნებ და თან კეფას ვიზელ. - ამდენი ხნის მანძილზე ერთ პოზაში რომ იყავი,მაგის ბრალია.- ამბობს სერიოზულად,მაგრამ მაინც ვამჩნევ ტუჩის კუთხეში გაპარულ ღიმილს. - ჩამოვედიით. წელი გამიშეშდა ამდენი ხანი ჯდომით. - თავზე ილია გვადგება,რომელიც ჩემგან განსხვავებით წელს იზელს. - არ მკითხოოო... - ხელით ვაჩერებ,როცა ჩემს შეწუხებულ სახეს ამჩნევს. - საწყალო. - ფხუკუნებს. - თუმცა მე ვისზე რას ვამბობ. ახლა მესაჭიროება ურბილესი ლოგინი. უუუჰ გაასწორებს. - ოცნებებში ეშვება ილია. - წუწუნს ჯობია სასტუმროში წავიდეთ. - თავის ქნევით ამბობს ისააკი და პირველი თვითონ გადის. -ღმეეერთო,რა სილამაზეააა. - პირ დაღებული გავყურებ სასტუმროდან ხედს და ემოციების დაფარვასაც არ ვცდილობ. - ნახე რა წყალია პროსტაა. - თვალებ გაბრწყინებული ამბობს ილია. - დავისვენოთ და მერე გავცუროთ. რას იტყვი? - წარბებს ათამაშებს და მომხიბვლელად მიღიმის. -რატომაც არა?! - მეც ვიფერებ და კეკლუცად ვპასუხობ. - ეს თქვენი ნომრების გასაღებებია. დაისვენეთ. ხვალ მძიმე დღე გველის. - წარბ შეკრული გვაწვდის გასაღებებს. „ რა უცნაური კაცია. ხუთი წუთის წინ მშვენიერ ხასიათზე იყო,ახლა კი ისე მიყურებს თითქოს რამე დავაშავე. „ - რა დროს დასვენებაა? ვგუ’ლაობთ დღეს. - ხელებს შლის და ლ_ს არბილებს. - ხვალ რომელ საათზე იწყება გადაღებები? - როგორც კი დაბნელდება. სანაპიროზე,ღამის განათებების ფონზე აპირებენ ჩვენების მოწყობას. მე წავედი,უნდა დავისვენო. თუ რამე მნიშვნელოვანი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში გამაღვიძეთ. - არის უფროსო. - მხრებში სწორდება ილია და ისე პასუხობს,ისააკი კი თავს აქნევს და ისე გვტოვებს. - უჟმური. - ვამბობ ჩუმად,მაგრამ როგორც ჩანს არც ისე,რადგან ილიას ეღიმება. - მაპატიე. - სასაცილოდ ვწელავ ტუჩებს. - არაუშავს. - ეცინება. - წავიდეთ ცოტა ხნით ჩვენც დავისვენოთ,მოვწესრიგდეთ და მერე სანაპიროზე გავიდეთ,ღია ბარში და ცოტა „მოვწრუპოთ“. აბა... რას იტყვი? - მშვენიერი იდეაა. რატომაც არა?! ისეთი გარემოა... აი,კოქტეილი და ცეკვა რომ უხდება. - ცეკვავ? - თვალები უფართოვდება. - ცოტას. - თითქოს მორცხვად ვამბობ და ვუღიმი. - საღამოს ვნახავთ შენს შესაძლებლობებს პატარა ქალბატონო. - თვალს მიკრავს და ჩვენს ოთახებში შევდივართ. ისეთი ლამაზი გარემოა... ირგვლივ ყველაფერი ან მინისაა ან ხის. აივნიდან საოცარი ხედი იშლება. ოთახის შუაგულში დიდი ლოგინი დგას,რომელიც უთხელესი ნაჭრით არის გაწყობილი. ჩემოდანს ოთახის კუთხეში ვდებ. ყველა საჭირო ნივთს ვიღებ და სააბაზანოში გავდივარ. საოცრად მსიამოვნებს თბილი წყლის შეხება და დაჭიმულობაც მეხსნება თითქოს. ოთახში გავდივარ და საწოლზე გულაღმა ვწვები. გავყურებ აივნის კართან დაკიდულ გამჭვირვალე ფარდას,რომელსაც სანაპიროდან მონაბერი ქარი,ტალღების მელოდიაზე ეცეკვება. საოცრად ლამაზი სანახაობაა. ვუყურებ და ვხვდები,როგორ მიმძიმდება ქუთუთოები. „მესენჯერის“ ზარის ხმა მაღვიძებს. ძვლივს ვწევ თავს და ტელეფონს ვპასუხობ. - გოგოოო. ჩახვედით? ამდენ ხანს რატომ არ მომწერე? - მჰმმმ,მეც კარგად ვარ დაო. - მეღიმება. -აუ ძაან დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა. - თავს ვიმართლებ. - გეძინა? აუ გაგაღვიძეე? - კაი რააა,არაუშავს. - ვუღმი. ჩამძინებია. - კაია მანდ? როგორი ამინდია? - აუ იცი რა სილამაზეა?! ნუ ახლა კაი ტემპერატურაა,ნიავია რა.. - აუ რა მაგარიააა. მეც მინდაა. - რომ ჩამოხვალ წავიდეთ. - ვიღიმი. - უჰ კიიი. -თვალებს ატრიალებს სიცილით და კარზა კაკუნიც ისმის. - მოიცადეეე,ვიღაც მიკაკუნებს. მობრძანდიით. - ვამბობ ინგლისურად, ტელეფონს ლოგინზე ვტოვებ და კარს ვაღებ. - ელი გეღვიძა? თუ მე გაგაღვიძე? - კი,კი მეღვიძა. დაისვენე? - კი კარგად ვარ.- იცინის. - აბა რა ვქნათ? არ გავიდეთ? - გავიდეთ. მოვემზადები და ათ წუთში გამოვალ კარგი? - კაიი. მეც გადავიცვამ და გარეთ დაგელოდები. - ცერით მისაღებისკენ მითითებს და გადის. - ეს ვინ იყო?- შოკირებული სახით მიყურებს ჩემი და. - ისააკის დეიდაშვილი,ილია. იცი რაკაი ტიპია?! უსაყვარლესი ვინმეა. - ასე ახლოს ხართ? რა შინაურულად გელაპარაკებოდა. - ემოციებშია ანასტასია. - ძაან გახსნილი ბიჭია,აი ყველასთან კარგადაა. - სად მიდიხართ?- იკრიჭება. - ღია ბარში გავდივართ კოქტეილის მოსაწრუპად. - ვაააჰ, უკვე აღარ ხუმრობ... რას იცვამ? - ეგ კითხვა შენი მახსოვრობიდან უნდა ამოვშალო. - სიცილით ვაქნევ თავს. - უიმეე,მინდა რომ კარგად გამოიყურებოდე და თუ არ გინდა იყავი მასე. თუ გინდა საერთოდ შიშველი გადი. - ზედა ტუჩს იბზუებს და თვალებ დაწვრილებული მიყურებს. - ხოო კაი. - ვიცინი. - თეთრ სარაფანს ჩავიცვამ ალბათ. - ეგ რომელი,მოკლე და ფრიალა როაა? - ხოო. ხომ გიყვარს ეგ? - აუ კიიი, ეგ ძაან გიხდება. თმა გაიშალე იცოდე. - გასაგებია უფროსო. - სიცილით ვეუბნები. - კაი წავედი ახლა,თორემ მიცდის ილია. აბა ჰეე,გკოცნიი. - კაიი,გკოცნი და შემეხმიანე იცოდე. - კაიიი. - კოცნას ვუგზავნი და ვუთიშავ. სწრაფად ვემზადები, მაღალ სანდლებს ვიცვამ და გარეთ გავდივარ,სადაც ილია მელოდება. - რა ლამაზიხარ ელეეე... - თვალებ გაბრწყინებული მიყურებს და მაბზრიალებს,მეც მეცინება ისეთი საყვარელი და აღფრთოვანებულია. - ამმ,მადლობა. - ვუღიმი. - სასიამოვნოა თვქვენთან საღამოს გატარება,პატარა ქალბატონო.- თავს მიკრავს და ხელს მიწვდის.- გთხოვთ.. - ჩემთვისაც დიდი პატივია. - ვუღიმი და მის ხელს ჩემსას ვახვედრებ. - წავედით. - ორი კოქტეილი და ხილის ასორტი თუ შეიძლება. - შეკვეთას აძლევს ბარის მაღალ სკამზე შემოსკუპებული ილია და მერე მიღიმის.- დღეს ვსვამთ. - ვსვამთ.- ვიცინი. - და ვცეკვავთ. - ვცეკვავთ. - ხოდააა,ჩვენ გაგვიმარჯოს. - იცინის და კოქტეილს ჩემკენ აცურებს.მერე ბარმენსაც ამეორებინებს სიტყვა „გაგვიმარჯოს“ და სიცილით წრუპავს კოქტეილს. - უიმე,ძაან გემრიელი რამეა ხოო? - თვალებს ვახამხამებ. - ხოოო,რაღაც უცხო გემოები აქვს. - იკრიჭება. - თანაც საკმაოდ მაგარია. - მსუბუქად ვიჭყანები და ხილს ვკბეჩ. საკმაოდ ბევრს ვსვამთ და აგდილზე ვცეკვავთ. ილიას ხუმრობებზე რომ უაზროდ მეცინება,აი მანდ ვხვდები,რომ მაგრად მომეკიდა სასმელი,მაგრამ ისე მსიამოვნებს ეს სიმსუბუქე,რომ ისევ ვაგრძელებ კოქტეილის წრუპვას. რაღაც ცეცხლოვანი მელოდია ირთვება და ილიაც ვეღარ ჩერდება ადგილზე. - აი ახლა უნდა ვიცოკვოთ და ცეცხლი დავანთოთ აქ. ამათ თუ ნერწყვი არ ვაყლაპო პროსტააა.- სასაცილოდ ამბობს და ხელს მიწვდის. - წამოო. - ხელს ვკიდებ და საცეკვაო მოედანზე გავდივართ. წელზე ვგრძნობ მისი ხელების შეხებას და მეც ხელებს ვხვევ მხრებზე. ისეთი მელოდიაა,მთლად უნიჭოც,რომ იყო მაინც აყვები. ილია საკმაოდ მოქნილი ჩანს და მეც ვთამამდები. ვიხსენებ წარსულში ნასწავლ ილეთებს და ისიც მყვება. ვიცინით და ჩვენი მოძრაობებით ხალხის ყურადღებას ვიქცევთ. ვამჩნევ,რომ რამდენიმე დამსვენებელი გვიღებს,ზოგი ღიმილით შემოგვყურებს,ზოგი კი გასამხნევებლად უშტვენს. ბოლოს ხელზე გადაწვენით ვასრულებთ ცეკვას და გვესმის ხალხის ტაში, ოვაციები და შეძახილები. თავს ვუკრავთ ყველას და ვიცინით. -უჰ რა ადრენალინი იყოო...- თვალებს აფართოებს ილია და იცინის. - მაგრად ცეკვავ ეეე. - შენც ძაან. სად ისწავლე? - დეიდაჩემს დავყავდი. -ირინას? -ხოო,სულ იძახდა ნიჭი აქვს ამ ბავშვსო. -მართალია.- ღიმილით ვეუბნები და ვამჩნევ ისააკის თვალებს,რომლებიც მე მიყურებენ. ვერ ვხვდები რომელი ემოცია უფრო ჭარბობს ამ გამოხედვაში. თითქოს გაბრაზებულია,თითქოს აღბრთოვანებული ან გაოგნებული. - აი უფოსიც შემოგვიერთდააა. - არამყარი ნაბიჯებით მიდის ბართან და მთვრალი ღიმილით უცინის ისააკს. - რამდენი დალიეთ? - მიმიკა არ ეცვლება ისე კითხულობს. - ცოოტა. - საჩვენებელ და ცერა თითს ღიმილით აახლოვებს ერთმანეთთან. - ხოო გეტყობათ. - მაინც ეღიმება და ამჯერად მე მიყურებს. - სულ რაღაც შვიდი ჭიქა დავლიეთ. - ვამბობ და გაუცნობიერებლად ვირწევი ერთ ადგილზე. - ხოო,სულ რაღაც. - თავს აქნევს და ამ დროს ჩემი ტელეფონიც რეკავს. ერეკლეა. - უკაცრავად... ცოტა ხნით გავალ და მალე დავბრუნდები. ორ ნაბიჯს ვდგამ და ადგილზე ვბარბარცდები. წამსვე მეხვევა ისააკის ხელი და მის მუხლებზე ვჩნდები. ცოტა ხნით ვერ ვიაზრებ რა ხდება,თვალებს დებილივით ვახამხამებ. - ფრთხილად. - წარბ შეკრული დამყურებს. - მაპატიე. - სწრაფად ვდგები მისი მუხლებიდან და თავის ლანძღვით გავდივარ ცოტა მოშორებით. - იკაა. როგორ ხარ ჩიტოო? - ჩემი ჭკუით ვცდილობ არ შევიმჩნიო,რომ მთვრალი ვარ. - ელეე? რა გჭირს გოგო? - მეე? რა მჭირს? - თავს ვისულელებ და ცალ თვალს ვხუჭავ. - ვაფშე არ ხარ გალეწილი მთვრალი ხოო? - ხარხარებს. - ოოო,კაი რააა.არადა ძაან ვცდილობდი არ შემემჩნია. - ჩეემი ნიჭიერი. - სიტყვას წელავს და იცინის. - მაბრაზეებ. -თითს ვუქნევ და თვალებთან ახლოს მიმაქვს კამერა. - კაი,კაი სერიოზულად. სად ხარ? მარტო ხარ გოგო? - ხმას ისერიოზულებს. - არამ... ჩემს უფროსებთან ერთად. - ვამბობ ძაან ჩვეულებრივად. - ვაახ ჩემიიი. რომელიმე ფხიზელია? - კიი,ის უჟმური. -თვალებს ვატრიალებ. - კიდევ კარგი. მიდი ახლა მასთან და სადმე ქუჩაში არ ჩამოგეძინოს. -მარიგებს. - ეუუჰ. - ადგილზე ვბარბაცდები. - ელენე მეთქი... - ჰოოო. კაი წავედიიი. - მიდი ხოო და დილით მომწერე იცოდე. ჭკუიიით. - კაი მამიკო. - ვეკრიჭები. გკოცნიიი. - ვეუბნები,საჰაერო კოცნას ვუგზავნი და ვუთიშავ. ბართან ვბრუნდები სადაც მხოლოდ ისააკი მხვდება. - კარგად ხარ?- მეკითხება მშვიდად. - გადასარევად. - ვუღიმი მთვრალის ღიმილით,მაღალ სკამზე ვფორთხდები და ვჯდები. - ილია სადაა? - გავიდაა. კარგად იქნება. - ეშმაკურად იღიმის და მეც თვალი მიშტერდება მის ღიმილზე. - იცი,რომ საოცრად სექსუალური ღიმილი გაქვს?! - მის კოქტეილს ვსვამ.- და საერთოდაც,გეკრძალება ღიმილი ამიერიდან. გასაგებია?- საჩვენებელ თითს ვუტრიალებ ცხვირ წინ და ვხედავ როგორ ეცვლება მზერა. არაფერს ამბობს ისე მიყურებს. - ნუ მიყურებ ეგრე? უჰ დაცხა არაა? - თმას უკან ვიყრი და ხელით ვინიავებ ყელზე. კარგად ვარჩევ როგორ გაჭირვებით ყლაპავს ნერწყვს. - მგონი შენი ძილის დროა.- ამბობს დინჯად. - არა რააა,ჯერ არ მეძინება.- ვწუწუნებ და წამწამების ფახუნით ვუყურებ. - კიდევ ერთი დამისხით ეს რაღაც საოცრება რააა. ბარმენს ვუღიმი და ცარიელ ჭიქაზე ვუთითებ,ისიც ცოტა ხანში ფერადი სითხით მივსებს ჭიქას. გაბადრული სახით ვუხდი მადლობას და სასმელს ვწრუპავ. - მიყვარს ეს სიმღერა...- თვალებს ვხუჭავ და სკამზე ვირწევი. თვალებს ვახელ და ვხედავ მის მწველ მზერას,ასე ურცხვად,რომ დათარეშობს შემს სხეულზე. ბოლოს მისკენ ვიხრები და ყურში ჩავჩურჩულებ.- მეძინება. - უსიტყვოდ დგება, სკამიდან მსვამს,ხელს წელზე მკიდებს და სასტუმროსკენ მივყავარ. ვცდილობ ჩანთაში ვიპვნო გასაღები,მაგრამ ისეთი მთვრალი ვარ,რომ არაფერი გამომდის. ბოლოს ისააკი მართმევ,გასაღებს პოულობს და ოთახში შევყევარ. -უნდა დაისვენო. - ამბობს მშვიდად და წასვლას აპირებს. -არ წახვიდე გთხოვ. -მისკენ ვტრიალდები და ქვემოდან ავყურებ ჩემზე ორი თავით მაღალს. -არ შემიძლია...- საოცრად მუქი თვალებით მიყურებს,რაც მეტად მაბნევს და მის თავს მანდომებს. - ისააკ,გთხოვ..- მასთან ახლოს მივდივარ და ყელზე ვუცურებ ხელს. - მისი ცხელი კანის შეგრძნებისას მაჟრიალებს და თითქოს უფრო ვითენთები. ალბათ წავიქცეოდი კიდეც,მის ძლიერ ხელებს რომ არ დავეჭირე. წელზე მხვევს ხელებს და უფრო ახლოს მიკრავს. თვალებში ვუყურებ და ცერა თითით ნაზად ვეფერები მის ყელზე მფეთქავ არტერიას. თვალებს ხუჭავს და ღრმად სუნთქავს. თითის წვერებზე ვიწევი და გაყინულ ტუჩებს ყელზე ვაკრობ. ვგრძნობ,როგორ უჩქარდება სუნთქვა. - ჯანდაბა ელისაბედ. -ღრმად ოხრავს,ჩემკენ იხრება და გიჟივით მაცხრება ტუჩებზე. მაპატიეთ დაგვიანებისთვის მეგობრებოო. აბაა,როგორია? ^_^ ველი თქვენს კომენტარებს ^_^ ^_^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.