შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ფერი (ნაწილი 3)


6-10-2020, 00:23
ნანახია 9 250

ლექციაზე ადრე მივედი, არ მინდოდა ხალხით გადატენილ აუდიტორიაში შესვლა და მათი ხედვის ობიექტი გავმხდარიყავი... ბოლო რიგში კედლის მხარეს დავჯექი, რახან ნახევარი საათი იყო დარჩენილი ჩემს ჩანთაში სწრაფად ამოვქექე ახლართული ყურსასმენი, გულმოდგინედ და წყნარად გავხსენი ყურზე გავიკეთე, ჰუდის კაპიუშონი ქამოვიფხატე და თავი მაგიდაზე დავდე, სულ რაღაც ორი წუთი იქნებოდა გასული როცა ამხელა აუდიტორიაში მაინც და მაინც ჩემს გვერდით გავიგე სკამის გაწევის ხმა, თავი ავწიე და შავგვრემანი მაღალი გოგო დავინახე, საკმაოდ სადად იყო ჩაცმული, ყოველდღიურ სტილში.
ზედმეტად უხეშად რომ არ გამოსულიყო ნაზად გავუღიმე და დაველოდე რას მეტყოდა,
- გამარჯობა, მე თეთე ვარ, აქ თითქმის ყველას ჰყავს ნაცნობი ან მეგობარი, სამწუხაროდ ველქამზე ვერ მოვახერხე მოსვლა და ვერც ვერავინ გავიცანი...
-მე მელო ვარ, არც მე მყავს ნაცნობი და ცოტა არ იყოს სასიამოვნოც კი არის, მიჩვეული ვარ...
საპასუხოდ მხოლოდ გამიღიმა და ჩამოჯდა
მალე აუდიტორია ხალხით გაივსო და ბოლოს ლექტორიც შემოვიდა...
დღემ არც ისე ცუდად ჩაიარა, მომწონდა ახალი ცხოვრების სტილი და სახლში მარტო ყოფნა...
რამდენიმე კვირა გავიდა, არც თუ ისე ბევრი გამომლაპარაკებია და არც არავინ გამიცნია ახლოს, მხოლოდ თეთესთან და ორ გოგონასთან ერთად ვიყავი ხოლმე, მაგრამ თეთე მაინც სულ გვერდით მყავდა, ყველა ლექცია ერთად გვქონდა და ვატყობდი რომ ხასიათებით საკმაოდ ვგავდით, ისიც თავს არიდებდა ხალხში გათქვეფას და მაინც ვიწრო წრე ერჩივნა... არანაირი სიახლე არ მომხდარა, დრო საკმაოდ მალე გადიოდა, ძლივს ვასწრებდი მეცადინეობას, ხატვაზე სიარულს(გასართობად) და ხანდახან სასეირნოთაც გავდიდოიდი ხოლმე, მომწონდა გვიან ბოდიალი, ყურსასმენების და საყვარელი მელოდიების თანხლებით...
სამი თვის თავზე მუშაობაც დავიწყე, თავისუფალი დროც შეივსო და არაფრისთვის მქონდა დრო, ჩავდიოდი ხოლმე სახლში მშბლებთან, მაგრამ ახლა ამის დროც ვერ გამოვნახე, დრო ისევ ისე გადიოდა, ყოველდღიურობა ჩვევად მექცა, სულ ერთი და იგივე... პირველი კურსის დასასრულს მე და თეთე დასასვენებლად წავედით ქალაქ გარეთ, მშვიდ და მყუდრო ადგილას, დროსთან ერთად ის საუკეთესო მეგობრებიც კი ვიყავით და იმ მცირე თავისუფალ დროსაც მასთან ერთად ვატარებდი, რაც მქონდა... არ ჰყავდა შეყვარებული მაგრამ საკმაოდ ბევრი თაყვანისმცემელი უნდა მოეგერიებინა, მაღალი, გამხდარი, შავგვრემანი, საკმაოდ მკაცრი და პრინციპული იყო, მომწონდა მისი ქცევები და ეს უფრო მეხმარებოდა ნდობის გამყარებაში, თაყვანისმცემლებს რაც შეეხება არც მე მაკლდა მაგრამ ყოველთვის ვერიდებოდი პასუხს ან მათთან ერთად სადმე მოხვედრას, არც კურსელების შეხვედრებზე დავდიოდი, აქედან გამომდინარე ყოველთვის ამრეზით მიყურებდნენ და ალბათ ეგონათ რომ ჩემს ტოლად არცერთს ვთვლიდი...
- მელო, იცი არ მომწონს და შენც უნდა დაფიქრდე, ეცადე გამოასწორო შენი ცხოვრების სტილი, მუშაობა და ლექციები არ არის ყველაფერი... დრო საკუთარ თავსაც დაუთმე
- იცოდე ახლა თუ ბიჭს ახსენებ მოგკლავ
- კარგი ჰო, ხვალ საღამოს სამსახურიდან როგორც კი გამოხვალ დამირეკე, ბაღში შევხვდეთ, ტელეფონი გამოვრთე და სამზარეულოში გავედი, რამეს გავაკეთებ მეთქი როგორც კი ვიფიქრე და მაცივრის კარი გავაღე, მაშინვე კვერცხი დავინახე, გამოვიღე და პურის დაჭრა დავიწყე, ფილმი რომ ჩამერთო ლამაზი საღამოც გამოვიდოდა, ტელევიზორის წინ პატარა ხის მაგიდაზე დავდე ლანგარი და ხალიჩაზე ჩამოვჯექი, ფილმების სიას ჩამოვყევი და "a walk to remember" ამოვარჩიე... მაღვიძარის ხმამ უსიამოვნოდ დაიწრიპინა და ახალი დღე მამცნო, დღეს თეთეც უნდა მენახა, ვიბანავე, თმის გასწორება გადავწყვიტე, გრძელი, ჩაჭრილი ყვავილებიანი კაბა ჩავიცვი, შავი მოკლე ტოპი და მუქი ნახშირივით შავი ბათინკები ფეხზე ძლივს ამოვიცვი, მაგვიანდებოდა, თმამ დიდი დრო წაიღო, პატარა შავი, ოქროსფერ ჯაჭვიანი ჩანთა ავიღე და კარები მალევე კამოვკეტე... ჩემი სმენა დამრთავდა, ტელეფონზე სამი შეტყობინება იყო, თეთეს აინტერესებდა გავიდოდი თუ არა, ნომერი ავკრიფე
- ნახევარ საათში ბაღის წინ შუქნიშანთან ვიქნები
არც გამკვირვებია, საშინელი ბედი მქონდა, ჭავჭავაძეზე საკმაოდ დიდი საცობი იყო და რა თქმა უნდა 40 წუთის შემდეგ ძლივს მივაღწიე, ვიცოდო თეთე გაგიჟებული იქნებოდა მარტო რომ დავაყენე ამდენი ხანი, გზა გადავჭერი და შუქნიშნის წინ მოკლე შავ ტოპსა და შორტში გამოწყობილი გოგო დავლანდე, ვიცოდი თეთე იყო, მისი გარჩევა უამრავ ხალხშიც კი მარტივი იყო, ასეთი სტილი ჰქონდა, სხვას რომც ჩაეცვა იგივე, მაინც სხვანაირად ირგებდა, გვერდით მაღალი წითური ბიჭი ედგა, ლოდინისგან ალბათ ვინმე გამოელაპარაკა, ჩუმად ჩავილაპარაკეე და მისკენ გავემართე
თეთეს მივესალმე ისე რომ გვერდით მდგომს ყურადღება არ მივაქციე
- გამარჯობა, გაიცანი ეს დათააა
ბიჭს გავხედე და დაძალებით გავუღიმე,
გზაში თეთე მიყვებოდა დათაზე , ჩემი ნათესავიაო, არ ვიცი თითქოს ნანახიც მყავდა და ვერ ვიხსენებდი საიდან, ბაღში დათა გვერდით მომიჯდა და ჩუმ-ჩუმად ვაპარებდი თვალს, ნეტავ თუ ვიცნობ მეთქი... საუბარში დრო მალე გავიდა, 11ის 20 წუთი იყო და დილით ადრე ლექცია მქონდა, თეთე გაჩერებამდე უნდა მისულიყო და გავყევი, ნახალოვკაში ცხოვრობდა, მე სადგურის მოედანზე, თითქმის ყოველთვის "პერეხადნოი" ხიდს ვიყნებდი მასთან შესახვედრად, თეთე მარშუტში ავიდა, დათას გავუღიმე და დავსმშვიდობე
- მელო დამელოდე, მეც იქით მივდივარ და ბარემ გაგავილებ
- კარგი...
გზას ჩუმად მივუყვებოდით, ხან ის გამომხედავდა ხან მე გავხედავდი, სიჩუმე დათამ დაარღვია
-სადმე სწავლობ?
-კი მე და თეთე კურსელები ვართ, ერთმანეთი მანდ გავიცანით
აჰა, გასაგებია.
- საიდანღაც მეცნობი, ოღონდ ვერ ვიხსენებ, მგონი ბავშვობაში, ალბათ მესამე ან მეოთხე კლასში კლასელები ვიყავით
- მეოთხე კლასში ვიყავი მანდ, მაგრამ არ მახსოვხარ
- ხო დიდი ხანი გავიდა, თმის ფერიდან გამომდინარე დამამახსოვრდი
სახლამდე ისე მივედით სხვა არაფერი გვითქვამს, ისევ ღიმილით დავემშვიდობე, როცა წელზე ხელი მომხვია და ლოყაზე მაკოცა, თავიდან ფეხებამდე ჟრუანტელმა დამიარა, სახლის ეზოში სწრაფად შევედი,
ასეთი დაბნეული არასდროს ვყოფილვარ, თითქოს მეშინოდა, ვგრძნობდი რომ რაღაც ახალი და ძალიან კარგი იწყებოდა...



№1 სტუმარი სტუმარი nancho

მომწონს ძალიან,თანაც პირველი ისტორიააო ამბობ,რეალურიო.ესეც კარგი და საინტერესოა,ისე არც ძალიან ჩაკეტვა ვარგა და არც ძალიან არევა ურთიერთობებში,მეგობარი და ურთიერთობა აუცილებელია,ისიც გასაგებია თუკი ადამიანი თავს კომფორტულად გრძნობს საკუთარ სივრცეში და არ უნდა არავის შეშვება.შეიძლება მელოს ცხოვრების წესი იყოს ,ან კომპლექსი ,ან კიდევ ასოციალურობა,იქნებ დამანახო რატოა ასეთი ჩაკეტილი მელო,თუკი მოახერხებ,და შენხ ჩათვლი საჭიროდ.ისე კარგად წერ,აზრი ,სასვენი ნიშნები კარგია.წარმატებები და გელოდები.ისე თავები მართლაც პატარაა.

 


თავებს გავზრდი.. მელოს ხასიათსაც ნელ-ნელა წამოვწევ წინა პლანზე... მადლობა :) <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent