როცა სიყვარული მარტივია.... (თავი 17)
საღამო ფანტასტიურად მიდიოდა, სულ რაღაც ნახევარ საათში თამადის დახმარებით ტიპიური, ქართული, საქორწილო სუფრა წესების დაცვით გრძელდებოდა. პირველ მშვიდობის სადღეგრძელოს მალევე მოყვა მეორე და როგორც ყოველთვის რაც შეიძლება მალე გამრავლება ლიდერი იყო სურვილებში. ერთი გადააქიცინა თავი გიორგიმ და თვალები გადაატრიალა. -21 საუკუნეა_სიცილით გადახედა ნათიამ -ჩემი დაა, 37_ე იყოს თუ გინდა_ბუზღუნს ვერ წყვეტდა ბიჭი. -ასეთ დროს მადლობას ამბობ გულში მე რომ ძმა არ მყავს ხო?_სიცილი აუტყდა ნათიას. -შეიძლება_თვალი ჩაუკრა გოგოს და საცეკვაოდ გადმოსულ დას გახედა. საოცარი სანახავი იყო გიორგის თვალები ბედნიერი ნინიას დანახვისას. თითქოს ცრემლი გაუკრთა, მაგრამ ნათიას მოხვია ხელი, ზურგით მიიკრა მკერდზე და სახე მის კიდერში დამალა. ასეთი სითბო არცერთს არასდროს უგრძვნიათ. რამდენიმე საათის შემდეგ ნინია მაგიდებში დაქროდა მეგობრებისა და ნათესავების სანახავად, გიორგიც, ნათიას ხელ ჩაბღუჯული დაყვებოდა უკან. -ბიცოლას ბიჭო, როგორ ხარ_მალევე გადაეხვია გიორგის ფაშფაშა ქალი და ლამის დაფარა ბიჭი. -კარგად ბიცოლა, თქვენ? ბიძია უკეთაა?_ძლივს დაეხსნა ქალს -ეგ უკეთ არასდროსაა, ფრჩხილიც რომ ატკივდეს ვკვდებიო და გაიშხლართება ლოგინში. ეს ლამაზი გოგო ვინ არის?_თვალებ აციმციმებულმა გადახედა აწურულ ნათიას. -ეს ნათიაა_წელზე მოხვია ხელი გიორგიმ და გვერდიდან მიიხუტა აწითლებული გოგო. -გამარჯობათ_ხელი გაუწოდა ნათიამ ღიმილით ჩამოსართმევად, მთელ დარბაზში ქალის შეკივლება რომ გაისმა -ეს.... ამას გვიმალავდი ბიჭო?_ნათიას ხელზე დაკოფსებული ბეჭედი შეიცხადა და თვალებ გაფართოებულ გიორგის, რომელიც ვითომ ხმაურისგან დაგუბებული ყურის წმენდით იყო დაკავებული, მაგრად შემოსცხო ბეჭზე, -ვის გაუბედე შენ ამ ანგელოზივით გოგოს დამალვა? არ შეგეშინდეს საყვარელო, ორივე და-ძმა ჩემი შვილებივით მიყვარს, ისედაც ვერაფრით ვეხმარები სოფლიდან და არ მინდოდა მნიშვნელოვანი მომენტები მაინც გამომეტოვებინა_ბოლოს სიტყვები უფრო მრისხანედ წარმოთქვა მულიშვილის გასაგონად. -კარგი კარგი, მაპატიე, სულ ახალი ამბავია_ხელები სიცილით აწია გიორგიმ. -ჩემთან როდის ჩამოიყვან_მაშინვე ჩამოტკბა ქალი და შიცვალა ხმის ტემბრი -ნათია მასწავლებელია ბიცოლა, სექტემბრამდე აქვს მხოლოდ თავისუფალი დრო. -მასწავლებელი, ასეთი ნაზი და საყვარელი, როგორ მოატყუე ბიჭო_ისევ მთელ დარბაზში გაისმა ხათუნას ჭიხვინი. -ბიცოლა, ჩემიანი არახარ? პირიქით უნდა გეთქვა ეს ჩვენი სიმპატიური ბიჭი როგორ გადაიბირეო_ვითომ ნაწყენის სახე მიიღო გიორგიმ და აცრემლებული ქალი ცუდად მოხვდა თვალში. ხელები გამოიშვირა ხათუნამ და გულში ჩაიკრა ნატანჯი ბიჭი. -ნეტა შემეძლოს დედაშენს გავუცვალო ადგილი, რომ დღეს აქ ყოფნა და თქვენი ბედნიერების ყურება შეძლებოდა. -გვიყურებს ბიცო, თავს იმით ვიწყნარებ რომ გვიყურებს_ნაღვლიანად ჩაილაპარაკა გიორგიმ და კიდევ ერთხელ გადაეხვია ქალს. -ხომ კარგად ერთობი სარძლოვ_წარბების თამაშით მიუახლოვდა ნინია ფეხებ ატკივებულ გოგოს. -ქორწილი შენია და მე მეკითხები? -მომავალი ამბების ისე მეშინია, ამას კიარა იმას გკითხავ ვირთხის ჭამა თუ გიყვარსთქო. -ვირთხა არ იჭმება_ჩაფიქრებულმა უპასუხა ნათიამ. -ჩინელებს უთხარი ეგ_მაღლებისგან ნატკენი ფეხი დაიზილა ნინიამ. -ნუ ნერვიულობ, მთავარია შენ და ბაჩოს ერთმანეთი გიყვართ, ისეთს არაფერს გააკეთებს რომ გატკინოს ან გაწყენინოს_დამამშვიდებლად მოუთათუნა ხელი ბეჭზე. -აფსუს რა გოგო ჩაგიგდო ჩემმა ძმამ ხელში?_ტუჩებ დაპრუწკულმა ამოილაპარაკა. -ღმერთო ჩემო, თავი მალე სრული ხელმოცარული მეგონება_ამოიხვნეშა არსაიდან მოსულმა გიორგიმ და ახითხითებულ ნათიას ხელი სტაცა, -წამო რა, ეს სიმღერა მომწონს. ნაზად გაიყვანა საცეკვაო მოედნისკენ და მოატრიალა, ნაზად მოუჭირა ხელები თეძოებზე და თავისკენ მოსწია, ლამის ცხვირებით ეხებოდნენ ერთმანეთს და იგრძნო როგორ აუჩქარდა სუნთქვა ნათიას. გაეღიმა და ლოყა თავზე მიადო გვერდულად რომ ყოფილიყო, ნელა აყვა მუსიკის რიტმს და ნაზი მოძრაობები ნათიასას შეუხამა. -გახსოვს საიდან დავიწყეთ_ნათიას ღიმილით ნათქვამი ფრაზა მოხვდა ყურს. -რა დამავიწყებს, გამომიხტი შიშველი, თავი გამიტეხე და ასეთი ბიჭი მითრიე. -კარგი რაა_აწითლებულმა დახარა გოგომ თავი და წამში წამოწია -მითრიე რა სიტყვაა. -ვიღაცას თავი კლასში გონია ენა გამოუყო ახარხარებულ გოგოს და დაატრიალა, მარტივად გადაიწვინა მკლავზე და იმდენად ბედნიერი და ლამაზი იყო იმ წამს ნათია ვერ მოითმინა. მიუხედავად იმისა, რომ მისი დის ქორწილი იყო, ირგვლივ უამრავი ადამიანი ირეოდა და აქედან ნახევარი მისი ნათესავები იყვნენ მაინც შეეხო გოგოს ტუჩებს. ისე თითქოს პირველად სინჯავდა, გრძნობა ასეთი იყო, თითქოს პირველად გაუსინჯა გემო ფაფუკ ტუჩებს, პირველად შეისუნთქა საყვარელი სურნელი და პირველად იგრძნო ნათიას ხელი ლოყაზე. მარტივი მოძრაობით ისევ წამოაყენა თვალებ ანთებული გოგო და ვერაფრით მოაშორა მზერა. -მიყვარხარ. -მიყვარხარ._ გახურებული ცეკვის დროს, სასაცილოდ დაგრეხილ და მუსიკას აყოლილ სხეულებს შორის მხოლოდ ერთი წყვილი იდგა გაშეშებული, ღიმილით უყურებდნენ ერთმანეთს და წარმოდგენაც კი არ ქონდათ მათ ირგვლივ რა ხდებოდა. -გავისეირნოთ? _უქვე ქორწილი დასრულებული იყო შენობიდან რომ გამოვიდნენ, როგორც ნათიას მაკიაჟი იყო გამქრალი, ისე გააქრო გიორგიმაც კისერზე შეკრული ბაფთა, გარეთ გამოსულმა პერანგიც კარგად შეიხსნა და მკლავზეც აიკაპიწა. -გამორიცხულია ამ ფეხსაცმლით ხუთ ნაბიჯზე მეტი გადავდგა_თავი გადააქნია გოგომ და გიორგის ეშმაკურ სახეზე შედგა.-რა მოიფიქრე? -არაა პრობლემა, მაინც ბუმბულივით ხარ_ თვალი ჩაუკრა გოგოს და წამში აიყვანა ხელში. -არა არა, გიორგი აირცხვილია, დამსვიიი, რას იფიქრებენ. -200 კაცი გვიყურებდა როგორ გაკოცე, მეტი რაღა უნდა გაუკვირდეთ? -პრინციპში ეგეც მართალია_თავი დაუქნია ნათიამ. -სახლში წაგიყვანო ხო?_უკვე მანქანაში მჯდარმა გადმოხედა გოგოს. -არა სახლში არა, _წარმოდგენა არ ქონდა ახლა ბიჭისთვის რა უნდა ეთქვა. -რატომ? აბა? -მე იმ სახლში აღარ ვცხოვრობ გიორგი_ღრმად ამოიხვნეშა ნათიამ და ფანჯარაში გაიხედა. -რამე მოხდა?_დაქოქილი მანქანა გამორთო და სკამზე გასწორდა ბიჭი. -ვიჩხუბე და წამოვედი_მხრები აიჩეჩა -და ამას ახლა მეუბნები? აბა სად წახვედი? მე რატომ არ ვიცი? -გიორგი ერთი კვირაა რაც ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის_გაეღიმა ნათიას, -სოფელში ვარ, სკოლა რომ დაიწყება ვიქირავებ რამეს._მხრები აიჩეჩა გოგომ. -მოიცა, ასე სერიოზულადაა საქმე? მანანას ეჩხუბე თუ გიას? რა მოხდა ასეთი? -მანანას, მამიკო ისედაც ყოველთვის ჩემსკენ იყო, მოკლედ რომ გითხრა ჩვენი ცხოვრებისეული შეხედულებები მთლიანად ასცდა ერთმანეთს_მხრები აიჩეჩა გოგო. -ანუ მოყოლა არ გინდა? -ანუ მოყოლა არ მინდა_გაუღიმა ნათიამ და ლოყაზე მოეფერა აღელვებულ ბიჭს. -აბა, ახლა? -ვიფიქრე ტაქსით წავიდოდი იქეთ_მხრები აიჩეჩა გოგომ. -გაგიჟდი? ღამის ორია, რაღა დროს იმხელა გზაზე წასვლაა. მე ვიცი სადაც წავალთ. -სად? ნინისთან? -ჩემთან_თვალი ჩაუკრა გოგოს და გაფართოებული თვალები არ შეიმჩნია ისე დაძრა მანქანა. ----------------------------- უდიდესი ბოდიშით ყველას პატარა თავის გამო, ორი დღეა სკოლა-მოსწასვლეები ისე ვიყავი გაწამაწიაში ვერ მოვედი კომპიუტერამდე, ვეცდები შემდეგი თავით უფრო მოგეწონოთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.